Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    რუსი ტურისტების მოსალოდნელი ბუმის შესახებ მოლოდინი არ გამართლდა. ჰორეკა სექტორმა უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთიდან ძირითადად მიგრანტების მატებაა და არა ტურისტების, რის გამოც, სასტუმროების და რესტორნების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირდება.
     
    სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგიერთი ბიზნესის მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სფეროს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა.
    „ჩვენ სასტუმროში რუსი ტურისტები ყოველთვის მიზერული რაოდენობით იყვნენ, თუმცა რეგიონის მაგალითზე ვიტყვი, რომ მაგალითად წელს შავიზღვისპირეთში რუსები ტურისტად ნაკლებად ჩამოდიან, ისინი ყიდულობენ ქონებას ან ქირაობენ ხანგრძლივი ვადით, ამიტომ ეს ტურიზმზე არ აისახება. რესტორნების შემოსავალიც კი არსებითად დაეცა, რადგან რუსები უკვე საკუთარ სახლებში ამზადებენ ბორშებს თუ ხარშავენ პელმენებს და ნაკლებად სტუმრობენ კაფე-რესტორნებს.
    შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა რუსების რაოდენობა, ვინც სასტუმროში ცხოვრობს და რესტორნებში იკვებება. ამიტომ, მოლოდინები რომ რუსები ქართულ ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სფეროს ააშენებდა რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
    მისი განმარტებით, ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რასაც ტურისტების რაოდენობა ვერ ეწევა.
    „ჯავშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ივლისის დარჩენილი ნახევრისა და აგვისტოს მოლოდინები სახარბიელო არ არის. შარშანდელმა წელმა გადაჭარბებული მოლოდინები შექმნა, ამიტომ, მეწარმეთა უმრავლესობამ საბანკო კრედიტები აიღო, დღევანდელი მოცემულობით კი, ბიზნესები საბიუჯეტო ხარჯის გადახდას ვერ შეძლებს“, - ამბობს ლაგაზიძე.
    2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგინა.

    commersant.ge
  2. tvati
    ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი არ­ჩილ ჯა­ლა­ღო­ნია ზღვა­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.
    "ამ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, და­მე­დო ეს პოს­ტი. ვფიქ­რობ, არ იქ­ნე­ბა ური­გო, თუ წა­ი­კი­თხავთ, რაც დავ­წე­რე, რად­გან ეს პოს­ტი, გარ­და ფაქ­ტე­ბი­სა, ზო­გა­დად ქცე­ვის წე­სია, ვი­საც ზღვა გიყ­ვართ, იმათ­თვის.
    თუ ნა­პირ­თან ახ­ლოს, არაღ­რმა წყალ­ში ცო­ცხალ დელ­ფინს შე­ამ­ჩნევთ, არ გა­იყ­ვა­ნოთ იგი ზღვა­ში. ისი­ნი ნა­პირ­ზე გა­მო­დი­ან მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად, მათ სჭირ­დე­ბათ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა. გა­ა­გე­ბი­ნეთ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს და ისი­ნი გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ჯგუფს, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე. თუ ნა­პირ­ზე გა­მო­რი­ყულ მკვდარ დელ­ფინს შე­ამ­ჩნევთ, ხე­ლით ნუ შე­ე­ხე­ბით. მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა. შე­ა­ტყო­ბი­ნეთ ნა­პი­რის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. ეს პა­ნი­კას არ უნდა იწ­ვევ­დეს.
      ეს უბ­რა­ლოდ ქცე­ვის წე­სე­ბია, რომ­ლე­ბიც ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, ვი­საც წყალ­თან და ზღვას­თან აქვს შე­ხე­ბა.
    ყვე­ლა­ზე ხში­რად ზღვა პა­ტა­რა დელ­ფი­ნებს გა­მო­რი­ყავს ხოლ­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ. ზოგ­ჯერ მსხვერ­პლი ახალ­გაზ­რდა დედა დელ­ფი­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს შთა­მო­მავ­ლო­ბის გა­ჩე­ნა და მშო­ბი­ა­რო­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ. დელ­ფი­ნებს, ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე და კარ­გად არ აქვთ ცხოვ­რე­ბა­ში. ისი­ნიც შე­იძ­ლე­ბა ემსხვერ­პლონ ასაკს, ტრავ­მებს, სტი­ქი­ას, ციკ­ლო­ნებს და ბუ­ნებ­რივ კა­ტაკ­ლიზ­მებს. დელ­ფი­ნე­ბის და­ბა­დე­ბა პიკს ივ­ნის-ივ­ლის­ში აღ­წევს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის, რომ 6-7 წლის მდედ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას ვერ ახერ­ხებს. მთა­ვა­რია მოხ­დეს და­ღუ­პუ­ლი და გა­მო­რი­ყუ­ლი წყლის ბი­ნად­რე­ბის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მოკ­ვლე­ვა, შემ­დგომ კი უტი­ლი­ზა­ცია წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.
    რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვარს, ამ შემ­თხვე­ვე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილს და ინ­ფექ­ცი­ებს, ეს, რა თქმა უნდა, უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და სა­ყუ­რა­დღე­ბო, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დელ­ფი­ნე­ბის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით შე­საძ­ლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბას­თან.
    მით უმე­ტეს, მა­შინ, რო­დე­საც არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ ათა­სო­ბით ხმე­ლე­თის ცხო­ვე­ლი მოხ­ვდა შავ ზღვა­ში უკ­რა­ი­ნა­ში კა­ხოვ­სკის კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში (უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი, ბულ­გა­რე­თი) აღ­წე­რი­ლია ზღვის ბი­ნა­დარ­თა ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე ამო­უხ­სნე­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი. უნდა იქ­ნეს გა­მო­რი­ცხუ­ლი ეპი­ზო­ო­ტი­ის შემ­თხვე­ვა.
    ბი­ო­ლო­გებს ახ­სოვთ ეპი­ზო­ო­ტი­ის შემ­თხვე­ვა (გა­დამ­დე­ბი სე­ნის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა ცხო­ველ­თა შო­რის) 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მორ­ბი­ლი­ვირუ­სით, რო­მელ­მაც გა­ა­ნად­გუ­რა ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა დე­და­მი­წის ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში.
    ამი­ტომ ყო­ველ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მის ტე­რი­ტო­რი­ებ­ში კვლე­ვა მკვდა­რი დელ­ფი­ნე­ბის შე­საძ­ლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად (და არა­მარ­ტო დელ­ფი­ნე­ბის).
    მორ­ბი­ლი­ვირუ­სი, ცნო­ბის­თვის, ეს ვირუ­სი ძა­ლი­ან ახ­ლოს არის ცხო­ვე­ლის ჭი­რის ვირუს­თან და ად­ვი­ლად გა­და­ე­ცე­მა ერთი სა­ხე­ო­ბი­დან მე­ო­რე­ზე ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით. ერთ დროს გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ 90-იანი წლე­ბის ეპი­ზო­ო­ტია წარ­მო­იშ­ვა ოკე­ა­ნე­ებ­ში ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კებ­ში სა­ზღვაო ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის გამო ავად­მყო­ფი ძაღ­ლე­ბით, სა­დაც დაჭ­რილ სე­ლა­პებს მკურ­ნა­ლობ­დნენ. ხში­რად მათ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ უშ­ვებ­დნენ ზღვა­ში. იყო ვა­რა­უ­დი, გა­ე­პა­რათ და­უ­დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბე­ლი და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ზღვის ბი­ნა­და­რი, რა­მაც შემ­დგომ გა­მო­იწ­ვია ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.
    მორ­ბი­ლი­ვირუ­სის გარ­და, ზღვა­ში დელ­ფი­ნებს საფრ­თხეს უქ­მნის ათო­ბით სხვა ვირუ­სი ან ბა­ნა­ლუ­რი ჰელ­მინ­თე­ბიც.
    რის­კი ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია, რო­გორც ზე­ვით დავ­წე­რე, უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ. ამი­ტომ გა­რე­მოს დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გი 10 დღე­ში ერთხელ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს ძა­ლი­ან კარ­გია.
    თუ გა­ა­ზი­ა­რებთ ამ პოსტს, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს ის" - წერს არ­ჩილ ჯა­ლა­ღო­ნია.
     
     

    ambebi.ge
  3. tvati
    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა.
    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.
    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

    bpn.ge
  4. tvati
    2023 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი კაცებში დასრულდა. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარლოს ალკარასმა ფინალში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება პირველად მოიგო.
    ნერვიული სტარტისა და პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ესპანელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 4 საათიანი და 42 წუთიანი მატჩი, საბოლოოდ, მისი გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის 4-გზის ჩემპიონისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მატჩი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ შანსი ჰქონდა, რეკორდული 24-ე გრანდ სლემის ტიტული მოეგო. თუმცა ახალი და ძველი თაობის დაპირისპირებაში გამარჯვება ახალგაზრდა ალკარასმა მოიპოვა.
    ამ წლის უიმბლდონი რეკორდული საპრიზო ფონდით, 44.7 მილიონი გირვანქა სტერლინგით გამოირჩეოდა. ეს წინა წლის საპრიზო თანხაზე, 40 მილიონზე 10.8%-ით მეტია.
      პირველ ადგილზე გასულ ალკარასს 2.35 მლნ გირვანქა სტერლინგი ერგო (წინა ტურინირის საპრიზო თანხაზე 17.5%-ით მეტი), მეორეადგილოსან ჯოკოვიჩს კი 1.18 მლნ გირვანქა სტერლინგი (წინა ტურნირის საპრიზო თანხაზე 11.9%-ით მეტი). ნახევარფინალისტებს, დანილ მედვედევსა და იანიკ სინერს 600,000 გირვანქა სტერლინგი ერგოთ.
    ცნობისთვის, საპრიზო თანხა იმ მოთამაშეებისთვის, რომლებმაც უიმბლდონის მეორე ან პირველ წრეს მიაღწიეს, შესაბამისად, 85,000 და 55,000 გირვანქა სტერლინგია.
      ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
  5. tvati
    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახლები შენდება.
    ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება.
    სააგენტოს ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით შენდება.
    განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება.
    როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება, განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, რომელიც მდებარეობს გორში, სამების ქ.N1;

    qartli.ge
  6. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შავი ზღვის დერეფანმა რუსეთის ფედერაციის გარეშეც შეძლოს მუშაობა.
    მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ.
    "რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
    მან, ასევე, აღნიშნა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით ორი შეთანხმება არსებობდა - უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი, თურქეთი, გაერო და ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი ანტონიუ გუტერეშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან დადებულ პირობას არღვევს.

    ipn
  7. tvati
    ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს.
    „მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები“ გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
    განცხადება გაავრცელა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრამაც და რუსეთის გადაწყვეტილებას "სრულიად ამორალური" ნაბიჯი უწოდა.
    „დასანანია, რომ რუსეთი ხელს უშლის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებას. შეთანხმების გახანგრძლივება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული სურსათზე ფასების ზრდა და ბაზრის დესტაბილიზაცია. სრულიად ამორალურია, რომ რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. ნიდერლანდები მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლად განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება“, - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერზე“.
    შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმება შეაჩერა. „სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი, რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მის განხორციელებას.

    IPN
  8. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, განაგრძოს „მარცვლეულის შეთანხმების“ მოქმედება რუსეთის გარეშეც და საპასუხო სიგნალებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს — თურქეთსა და გაეროს.
    ზელენსკის თქმითვე, მან უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, ოფიციალური სიგნალები გაუგზავნონ გაეროსა და თურქეთს, რათა უკანასკნელებმა დაადასტურონ, რომ მზად არიან ინიციატივის გასაგრძელებლად.
    რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, ვინაიდან სხვა მხარეები მის პირობებს არ იცავენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეთანხმებას მოსკოვი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ის პუნქტები შესრულდება, რომელიც რუსეთს ეხება.
    გაეროსა და თურქეთის მედიაციით მიღწეული შეთანხმება გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის. რუსეთმა 29 ოქტომბერს შეაჩერა შეთნხმებაში მონაწილეობა და მიზეზად დაასახელა უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმა.
    იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.
    ერდოღანი ეხმაურება რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებას რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 7,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამის, განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა.
    “ჰუმანიზმის პრინციპზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას”.
    ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნული ფული გამოყოფილია უკრაინისთვის ელექტროაღჭურვილობის შესასყიდად და გასაგზავნად
    უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა რამდენჯერმე გაგზავნა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება.

    ნეტგაზეთი
  10. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი შავლა კერესელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:


    "- გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!!! თვალებგაცისკროვნებული მზერით სიარულს, ფარისევლობას და თვალთმაქცურ მოქცევას ჯობს, რეალობას თვალი გაუსწოროთ და მოსახლეობისგან დაცლილ და ფუძეჩაბნელებულ მაღალმთიან სოფლებზე და ხეობებზე იფიქროთ ვიდრე ხალხის მეხსიერებაში პოლიტიკურად ფეიკი პრემიერ-მინისტრის სახელით დარჩეთ. -  საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“ საქართველოში თურმე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება“ არ მინდოდა ამ საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ ვფიქრობ არც უპასუხობა იქნება სწორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთ თვალთმაქცურ ოფიციალურ განცხადებაზე: ,,შარშან დავიწყეთ ,,მთის დღეების“ აღნიშვნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება ზოგადად მთის დაფასებას, მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას...“ - ეს თავად პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია. - ვშიშობ, ბატონო პრემიერო, მაგრამ პოლიტიკური ამნეზიის ნიშნები შემოგეპარვიათ. მე მესმის თქვენი, რომ ყოფილი პრემიერების, ვიცე-პრემიერების და მინისტრების შეგნებულად დავიწყება გსურთ, ვინც უშუალოდ, ამ დღის აღნიშვნას ჩაუყარა საფუძველი. მესმის თქვენი, რომ მოჩვენებითად და ფანტაზიების დონეზე მაინც გინდათ იყოთ მთის ყველაზე დიდი ქომაგი და დამცველი, იყოთ წმინდა ირაკლი გორგასალი, ირაკლი ბრწყინვალე, ირაკლი თავდადებული, გინდათ, რომ სამყარომ თქვენს ირგვლივ იტრიალოს, უბრალოდ ვერ გამოგივათ. იცით რატომ? იმიტომ, რომ სულ იტყუებით და ფარისევლობთ. ის მაინც გეთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გადაწყდა და უკვე მეხუთე წელია დავიწყეთ საქართველოში „მთის დღეების“ აღნიშვნაო, რაც სრული სიმართლე იქნებოდა, მაგრამ უკვე ისეთ ხიბლში ხართ შესული, რომ საკუთარი თავის და პიარის გარდა არავინ და არაფერი აღარ გახსოვთ. არც მოქმედი თანაგუნდელები და არც ყოფილი თანაგუნდელები რომლებმაც ქვეყნისთვის თქვენზე ბევრად მეტი კარგი საქმეები გააკეთეს. 2018-2020წწ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გახლდით და იმ დროინდელი საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითაც აღვნიშნავდით ხოლმე, დიდი პატივისცემით მთის დღეებს და შარშან როგორ ჩაუყარეთ პირადად თქვენ საფუძველი ამ დღესასწაულს ძალიან მაინტერესებს?! ისე, სასხვათაშორისოდ, რომ გითხრათ და იცოდეთ, მსოფლიო მასშტაბით მთის საერთაშორისო დღე 11-დეკემბერია. - რას ნიშნავს თქვენთვის მთა და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასება თუ იცით? ხევსურეთში დარჩენილი თითზეჩამოსათვლელი მოსახლეობა სინათლეს, რომ ითხოვს ოცდამეერთე საუკუნეში და გამგონი არავინ არის თუ იცით? ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, წელს ტურისტული სეზონი, რომ ვარდება ხევსურეთში და ხვალ შეიძლება იქ ასულებს ერთი კაციც აღარ დაგხვდეთ თუ გიფიქრიათ ამაზე? თუ გიფიქრიათ ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დაცლილ უმშვენიერეს გუდამაყრის ხეობაზე, ფშავის ხეობაზე, მოსახლეობისგან და ახალგაზრდებისგან მთლიან დაცლილ თიანეთის რაიონზე, ხევზე, თრუსოს ხეობაზე და ზოგადად დაცლილ მაღალმთიან სოფლებზე? თუმცა იქ რა გინდათ, იქ ადგილობრივი ხელისუფლებაც კი აღარ დადის და თქვენ რაღა გინდათ. თუ გიფიქრიათ მაღალმთიან აჭარის მოსახლეობაზე სადაც ხულოს მოსახლეობას ხულო-ზარზმის გზა უკვე დავიწყებულ ოცნებად გადაექცა, თუ გიფიქრიათ რაჭის, ლეჩხუმის, სვანეთის, გურიის, იმერეთის მაღალმთიან დაცლილ და ჭიათურის დანგრეულ სოფლებზე? გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!!! თვალებგაცისკროვნებული მზერით სიარულს, ფარისევლობას და თვალთმაქცურ მოქცევას ჯობს, რეალობას თვალი გაუსწოროთ და მოსახლეობისგან დაცლილ და ფუძეჩაბნელებულ მაღალმთიან სოფლებზე და ხეობებზე იფიქროთ ვიდრე ხალხის მეხსიერებაში პოლიტიკურად ფეიკი პრემიერ-მინისტრის სახელით დარჩეთ.", - წერს შალვა კერესელიძე. 
  11. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“ საქართველოში თურმე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება“, - რაც ტყუილია.

      "არ მინდოდა ამ საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ ვფიქრობ არც უპასუხობა იქნება სწორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთ თვალთმაქცურ ოფიციალურ განცხადებაზე", - აღნიშნავს შალვა კერესელიძე.

      ,,შარშან დავიწყეთ ,,მთის დღეების“ აღნიშვნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება ზოგადად მთის დაფასებას, მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას...“ - ეს თავად პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია. ვშიშობ, ბატონო პრემიერო, მაგრამ პოლიტიკური ამნეზიის ნიშნები შემოგეპარვიათ. მე მესმის თქვენი, რომ ყოფილი პრემიერების, ვიცე-პრემიერების და მინისტრების შეგნებულად დავიწყება გსურთ, ვინც უშუალოდ, ამ დღის აღნიშვნას ჩაუყარა საფუძველი. მესმის თქვენი, რომ მოჩვენებითად და ფანტაზიების დონეზე მაინც გინდათ იყოთ მთის ყველაზე დიდი ქომაგი და დამცველი, იყოთ წმინდა ირაკლი გორგასალი, ირაკლი ბრწყინვალე, ირაკლი თავდადებული, გინდათ, რომ სამყარომ თქვენს ირგვლივ იტრიალოს, უბრალოდ ვერ გამოგივათ. იცით რატომ? იმიტომ, რომ სულ იტყუებით და ფარისევლობთ. ის მაინც გეთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გადაწყდა და უკვე მეხუთე წელია დავიწყეთ საქართველოში „მთის დღეების“ აღნიშვნაო, რაც სრული სიმართლე იქნებოდა, მაგრამ უკვე ისეთ ხიბლში ხართ შესული, რომ საკუთარი თავის და პიარის გარდა არავინ და არაფერი აღარ გახსოვთ. არც მოქმედი თანაგუნდელები და არც ყოფილი თანაგუნდელები რომლებმაც ქვეყნისთვის თქვენზე ბევრად მეტი კარგი საქმეები გააკეთეს. 2018-2020წწ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გახლდით და იმ დროინდელი საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითაც აღვნიშნავდით ხოლმე, დიდი პატივისცემით მთის დღეებს და შარშან როგორ ჩაუყარეთ პირადად თქვენ საფუძველი ამ დღესასწაულს ძალიან მაინტერესებს?! ისე, სასხვათაშორისოდ, რომ გითხრათ და იცოდეთ, მსოფლიო მასშტაბით მთის საერთაშორისო დღე 11-დეკემბერია. რას ნიშნავს თქვენთვის მთა და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასება თუ იცით? ხევსურეთში დარჩენილი თითზეჩამოსათვლელი მოსახლეობა სინათლეს, რომ ითხოვს ოცდამეერთე საუკუნეში და გამგონი არავინ არის თუ იცით? ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, წელს ტურისტული სეზონი, რომ ვარდება ხევსურეთში და ხვალ შეიძლება იქ ასულებს ერთი კაციც აღარ დაგხვდეთ თუ გიფიქრიათ ამაზე? თუ გიფიქრიათ ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დაცლილ უმშვენიერეს გუდამაყრის ხეობაზე, ფშავის ხეობაზე, მოსახლეობისგან და ახალგაზრდებისგან მთლიან დაცლილ თიანეთის რაიონზე, ხევზე, თრუსოს ხეობაზე და ზოგადად დაცლილ მაღალმთიან სოფლებზე? თუმცა იქ რა გინდათ, იქ ადგილობრივი ხელისუფლებაც კი აღარ დადის და თქვენ რაღა გინდათ. თუ გიფიქრიათ მაღალმთიან აჭარის მოსახლეობაზე სადაც ხულოს მოსახლეობას ხულო-ზარზმის გზა უკვე დავიწყებულ ოცნებად გადაექცა, თუ გიფიქრიათ რაჭის, ლეჩხუმის, სვანეთის, გურიის, იმერეთის მაღალმთიან დაცლილ და ჭიათურის დანგრეულ სოფლებზე? გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!!! თვალებგაცისკროვნებული მზერით სიარულს, ფარისევლობას და თვალთმაქცურ მოქცევას ჯობს, რეალობას თვალი გაუსწოროთ და მოსახლეობისგან დაცლილ და ფუძეჩაბნელებულ მაღალმთიან სოფლებზე და ხეობებზე იფიქროთ ვიდრე ხალხის მეხსიერებაში პოლიტიკურად ფეიკი პრემიერ-მინისტრის სახელით დარჩეთ.", - წერს სოციალურ ქსელში შალვა კერესელიძე. 
  12. tvati
    ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.
    სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც და ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
    სენაკის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე — მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ დახმარებას სტიქიასთან ბრძოლაში.
    მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.4%-ით ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
    ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის.
    2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 75.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.



    პუბლიკა
  14. tvati
    რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მიმოსვლა, კონტაქტები - ველოდებით, რომ ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
    „ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მიმოსვლა, კონტაქტები. ამის გამო ნამდვილად ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა და ერთადერთი გზა ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს იხდის უკრაინაში უწყვეტი საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩამოსვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, განსაკუთრებით ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

    იპნ
  15. tvati
    ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს როგორც იქნა ეღირსათ სათამაშოები. 21-ე საუკუნეში საბავშვო ბაღში რომ სათამაშოს ქონა გაგიხარდება ადამიანს, იქ კომენტარიც ზედმეტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი მაია კახნიაშვილი წერს.
     
      მისივე განცხადებით, პარტია საკრებულოს ყველა სხდომაზე აყენებდა საკითხს საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემების შესახებ.


    "კერძოდ: ინვენტარის (თეფშები, ლამბაქები და ფინჯნები), სათამაშოების და ჰიგიენური საშუალებების არ ქონის შესახებ. მიხარია, თუკი ჩემი აქტიურობით, ნაწილობრივ მაინც შევძელი აღნიშნული პრობლემების ადრესატამდე მიტანა და მათი გადაჭრა. საბავშვო ბაღებისთვის შეძენილი იქნა სათამაშოები, რაც მრავალი წელია არ მომხდარა. თუმცა ამით არ მთავრება. წინ ბევრი სასიკეთო საქმე გველოდება.", - წერს კახხნიაშვილი. 
  16. tvati
    რუსეთი უარს ამბობს, გააგრძელოს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს, დღის ბოლოს, ამოიწურება.
    პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებამ მოქმედება „ფაქტობრივად“ უკვე შეწყვიტა, რადგან არ სრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები. „ამიტომ, მისი მოქმედება წყდება“, - განაცხადა პესკოვმა.
    კრემლის პრესმდივნის თანახმად, როგორც კი მოსკოვის პირობები შესრულდება, „დაუყოვნებლივ დაუბრუნდებიან“ შეთანხმების შესრულებას. პესკოვის მტკიცებით, რუსეთის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს შეთანხმება, არ უკავშირდება ყირიმის ხიდზე დღევანდელ შეტევას, რადგან კრემლის პოზიცია მანამდეც ცნობილი იყო.
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, გარიგების გაგრძელებაზე უარი დღეს ოფიციალურად შეატყობინეს თურქეთს, უკრაინას და გაეროს სამდივნოს.
    ასევე ნახეთ აშშ: მარცვლეულის შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში რუსეთს უზარმაზარი "დიპლომატიური ხარჯი" ექნება
    ერთი წლის წინ გაფორმებული „მარცვლეულის შეთანხმება“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორბლით აფრიკისა და აზიის ღარიბი ქვეყნების მომარაგებისთვის.
    რუსეთი გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვს რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების აღდგენასა და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში, საიდანაც რუსული ბანკები გათიშეს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის გამო მოქმედი სანქციების საფუძველზე.
    ასევე ნახეთ REUTERS-ი: გაერო პუტინს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებისთვის SWIFT-თან კავშირის აღდგენას სთავაზობს
    უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი. შეთანხმების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და ამჯერად 2023 წლის 17 ივლისს იწურება.

    რადიო თავისუფლება
  17. tvati
    88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ომარ მხე­ი­ძე.
    ამის თა­ო­ბა­ზე "ფე­ი­ბუს­ქის" პი­რად გევ­რდზე მისი შვი­ლიშ­ვი­ლი დე­ი­კო მხე­ი­ძე წერს:
      "მე ბა­ბუა აღარ მყავს, სა­ქარ­თვე­ლოს - დიდი ადა­მი­ა­ნი. ახლა ნამ­დვი­ლად ბევ­რს იქე­ი­ფებს თა­ვის დიდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რს იცეკ­ვებს, ბევ­რს იმ­ღე­რებს..."

    ომარ მხე­ი­ძე ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სხვა­ვა­ში 1935 წლის 25 აპ­რილს და­ი­ბა­და.1975 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 1953 წლი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის ან­სამ­ბლის წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი (ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნი); 1954 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვე (ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი: ნინო რა­მიშ­ვი­ლი, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი), რომ­ლის რი­გებ­ში 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა სცე­ნა­ზე. მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი წო­დე­ბა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მოღ­ვა­წე­თა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა კავ­შირ­მა 2014 წელს და­ა­სა­ხე­ლა "სა­უ­კუ­ნის მო­ცეკ­ვა­ვედ", პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით კი, ფონდმა "ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა“, 2016 წლის 8 ივ­ნისს, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის მი­ა­ნი­ჭა "ღვაწლ­მო­სი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის წო­დე­ბა“. 2011 წელს თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან გა­იხ­სნა მისი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი.

    ambebi.ge
  18. tvati
    პარიზში გარდაიცვალა ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი, რომელიც 76 წლისა იყო. ამის შესახებ იტყობინებიან Le Parisien-ი და BFMTV.
    მედიის თანახმად, ბირკინი მკვდარი ნახეს თავის ბინაში.
    მაისის ბოლოს მან გააუქმა ყველა კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აპირებდა სცენაზე დაბრუნებას.
    ჯეინ ბირკინი 1946 წელს დაიბადა ლონდონში. პირველ ფილმში ის 1965 წელს გადაიღეს. 1969 წელს რეჟისორმა პიერ გრიმბლიმ ის მთავარ როლში ათამაშა „სლოგანში“, რომელშიც ასევე მთავარი როლი შეასრულა სერჟ გენსბურმა, რომელიც მისი პარტნიორი გახდა.
    1969 წელს ბირკინი პარიზში გადასახლდა და გენსბურთან ერთად ჩაწერა სიმღერა „მიყვარხარ... არც მე,“ რომელიც პოპულარული გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანმა დაგმო, ხოლო "ბიბისიმ" აკრძალა, დიდხანს რჩებოდა ჰიტებს შორის ზედა ადგილებზე.
    თავისი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე ბირკინი გადაიღეს 70-ზე მეტ ფილმში და ჩაწერა 10-ზე მეტი მუსიკალური ალბომი.
    კომპანია Hermès-მა 1981 წელს გამოიყენა მსახიობის გვარი და შექმნა ლეგენდარული ჩანთა Birkin-ი, რომლის ვარიაციები მსოფლიოში ქალის ყველაზე ძვირ ჩანთებს შორის არის.


    რადიო თავისუფლება
  19. tvati
    კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კინოცენტრის დღეს გამოქვეყნებული განცხადება რეჟისორ ნინო კირთაძეს უკავშირდებოდა და ნათქვამი იყო, რომ „კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული”.
    გაგა ჩხეიძე წერს, რომ მან კირთაძე ნამდვილად დანიშნა 2019 წელს, „ევრიმაჟში” ერთპიროვნულად, რადგან მისი თქმით, ნინო კირთაძე თავისი შემოქმედებით, სახელით და საერთაშორისო კავშირებით სრულიად უკონკურენტო იყო. 
    გაგა ჩხეიძე წერს, რომ ნინო კირთაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას ასრულებდა და ბოლო 4 წელში არაერთი ქართული პროექტი დაფინანსდა “ევრიმაჟის” მიერ. ჩხეიძის განმარტებით, ნინო კირთაძესთან კინოცენტრის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის „ნამდვილი მიზეზი” ისაა, რომ კირთაძემ არა „რეორგანიზაციის ბოლო დღეს”, არამედ გაცილებით ადრე გააპროტესტა კინოცენტრში შექმნილი ვითარება.
    გაგა ჩხეიძე ასევე აღნიშნავს, რომ ნეპოტიზმზე არ უნდა საურბობდეს ის მინისტრი, რომელიც თავად ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ნიშნავს „სრულიად არაკომპეტენტურ კადრს კინოცენტრის დირექტორად, ამავე დროს ქმნის ახალი შტატს ბაჩო ოდიშარიასთვის”. გაგა ჩხეიძის თქმით, ამ ყველაფერს თეა წულუკიანი აკეთებს „ვაკანსიების გამოცხადების გარეშე, ამიტომ ამიტომ მინისტრის მხრიდან ნეპოტიზმზე საუბარი უბრალოდ ცინიზმია”.
    გაგა ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ნინო კირთაძესთან დაკავშირებული კინოცენტრის გადაწყვეტილება არის უშუალოდ თეა წულუკიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
    ჩხეიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება „საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო იმიჯს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს”.
    დღეს, 16 ივლისს, ეროვნულმა კინოცენტრმა რეჟისორ, ნინო კირთაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კინოცენტრი აუქმებდა იმ პოზიციას, რაზეც იყო დასაქმებული ნინო კირთაძე და მას შეეძლო „ღია კონკურსში მონაწილეობა”.
    „ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა”, _ წერია კინოცენტრის განცხადებაში.

    პუბლიკა
  20. tvati
    „აზოვის“ ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის პროკოპენკო (რედისი), თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, პერსონალს შეხვდა.
    „აზოვის“ ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ამჟამად რეაბილიტაციას გადის და მალე განაახლებს სამსახურს.
    „ტყვეობაში ყოფნისას ვთქვი, რომ ჩემთვის ეს ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენს უკანასკნელ მებრძოლს არ დავაბრუნებთ ტყვეობიდან და არ აღვადგენთ უკრაინის საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობამდე. მე ვარ ჯარისკაცი. მე არ მაინტერესებს არანაირი სხვა საქმიანობა, გარდა სამხედრო საქმისა. ჩემი გული, სული, სხეული „აზოვს“ ეკუთვნის“, — განაცხადა რადისმა ბრიგადის მებრძოლებთან შეხვედრისას.

    „აზოვის“ 5 მებრძოლები — დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო და დენის შლეგა — თურქეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ისინი თურქეთში მას შემდეგ იმყოფებოდნენ, როდესაც ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ დატოვების შემდეგ ტყვედ ჩაბარდნენ. ტყვეების გაცვლის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

    კრემლმა განაცხადა, რომ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში დაბრუნებით როგორც ანკარამ, ისე კიევმა შეთანხმება დაარღვიეს.
    თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნებულმა დენის პროკოპენკომ თქვა, რომ ისევ აპირებს ჩაერთოს ბრძოლებში.

    ნეტგაზეთი
  21. tvati
    საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შატილის გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა:
    „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
    უწყების განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    უხვი ნალექის გამო ქუთაისში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის “ქუთაისიპოსტის” ცნობით, ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის იუსტიციის სახლიც დაიტბორა. ასევე, რამდენიმე ქუჩაზე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
    ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უწყების სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ პრობლემების აღწერა-იდენტიფიცირების მიზნით. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
    გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან

    ნეტგაზეთი
  23. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
    მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს.
    ამასთან, გენშტაბის რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, რის შედეგადაც დაშავებული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, კომუნალური და ადმინისტრაციული შენობები, ასევე კერძო ავტომობილები.
    რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 48-ჯერ გაუხსნეს.
    „უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა ძალიან მაღალი რჩება“, - აცხადებენ გენშტაბში.

    იპნ
  24. tvati
    „ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება, რადგან საქმეები ლაპარაკის ნაცვლად, მეტყველებს განზრახვებზე. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი უმრავლესობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც კახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენენ“.
    ლილუაშვილი აცხადებს, რომ მათთვის „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია წითელი ხაზია.
    „ფეიკების ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ და მისი ზოგიერთი ტელევიზია. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებით, მასთან კოლაბორაციით, ესაა „ქართული ოცნება“ და არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ამის. ხელისუფლება გადართულია „ფეიკის“ გავრცელებაზე, თითქოს გახარიას პარტია თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რამენაირად დაუკავშირონ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „საქართველოსთვის“, რაც შეუძლებელია უბრალოდ, რადგან საქმეები ლაპარაკის ნაცვლად მეტყველებს განზრახვებზე. ეს განზრახვები კი ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად, როცა მოსაკრებლები გაუზარდეს მოსახლეობას, როცა სააკაშვილის შემოყვანით ვინც სარგებელი მიიღო, ეს სწორედ „ქართული ოცნება“ იყო. თუ ვინმე სარგებელს ნახულობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“, ამიტომ ამ ორ ძალას როგორც ერთობლივად, ასევე ცალ- ცალკე უნდა შეეზღუდოს ამ ქვეყნის მომავლით თამაშის საშუალება, ვერ უნდა გადალახოს ერთობლივად 50 პროცენტი მომავალ არჩევნებზე. ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით და მათთან სისტემური კოალიცია - როგორც ერთთან, ისე მეორესთან. „ნაც-ქოცური“ კარუსელი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

    ipn
  25. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა.
    „ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
    შეგახსენებთ, წუხელ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგია. რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ სამსახურში ირწმუნებიან, რომ ყირიმის ხიდს ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, რის შედეგადაც ხიდის საავტომობილო ნაწილი დაზიანდა. უწყება მომხდარს ტერაქტად აფასებს.

    ipn
×
×
  • შექმენი...