Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    "ოცნების ამომრჩევლთან მაქვს ერთი კითხვა - რომელ ევროპულ ქვეყანას აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული? ან ამერიკამ როდის მოგტაცა საზღვრებიდან ადამიანები? როდის არ სცნო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მთლიანობა? რომელ ევროპულ ქვეყანასთან კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი? (მარტო აფხაზეთის ომი) და კიდევ უთვალავი ზიანი.... p.s ასეთი უთავმოყვარეო პოლიტიკოსები გამოხმაურებასაც არ იმსახურებენ, პასუხი არ მაქვს, მართლა ვერ ხვდება განსხვავებას თუ მართლა უკვე ყველა შუბლის ძარღვი გაწყვეტილია."


    პარტია "საქართველოსთვის" მესტიის საკრებულოს წევრი, ექსტრემალური სპორტის მიმდევარი და აქტივისტი, ვიკა ფილფანი
  2. tvati
    მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.
    "მშვი­დო­ბით მე­გო­ბა­რო! მად­ლო­ბა, რომ ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყა­ვი, შენი მო­რი­დე­ბუ­ლი ღი­მი­ლი არას­დროს არ და­მა­ვი­წყდე­ბა... მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე.“
    "დობი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დი, სულ ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი. სულ მე­მახ­სოვ­რე­ბა შენ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ შენი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი.“
      ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ფილ­მი­დან „გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ გა­იც­ნო. მა­შინ ლე­ვა­ნი დამ­წყე­ბი კა­ლათ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ. ფილ­მის გა­და­ღე­ბამ­დე სპორ­ტუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო და სა­ხის მყე­სი და­უ­ზი­ან­და. ამის შემ­დეგ სპორ­ტს და­ემ­შვი­დო­ბა.
    ასევე დაგაინტერესებთ 13:22 / 25-07-2023 "მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა... კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა" - მსახიობი "ყარაბაღიდან", რომელიც ერთი ფილმით შეიყვარეს: როგორ იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს?
    მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ამ ეტაპ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.
     
    ambebi.ge
  3. tvati
    - სტუდენტების დაფინანსების წესი. - რა ვითარებაა დღეს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვის.

      რუსუდან თევზაძე, განათლების ექსპერტი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.     
    363322715_1774139599671856_8234213265337393214_n.mp4
  4. tvati
    “რუსული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. აშშ-ს და ევროპის კავშირებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს 20%? ტატუნაშვილი და ოთხოზორიაც მათ აწამეს? და ისინი აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენს სუვერენიტეტს? ეს კითხვები დაუსვით ღირსება დაკარგულებს.”

    კახაბერ ქემოკლიძე , პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი 357531795_1227977711220892_1150952526128230043_n.mp4
  5. tvati
    საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ყოველი მესამე კი სოციალურ შემწეობას ითხოვს. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და რეალობა, რაც 30-წლიანი დამოუკიდებლობისა და 3 მთავრობის ცვლილების პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა და პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა მოგვიტანა.
    სიღარიბე დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქვეყანაში. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაში მილიონ ორასი ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის 32%-ს შეადგენს. თუმცა, ეს კიდევ არ არის სრული სურათი, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო, საჭიროების მქონე ყველა ადამიანი ბაზაშიც კი არ არის რეგისტრირებული.
    მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის სწრაფი ზრდით იწონებს თავს, როგორც ჩანს, ეს ცვლილება მოსახლეობის დიდ ნაწილზე არ აისახება და მას ისევ საარსებო მინიმუმისთვის უწევს ბრძოლა. ასეთ სიტუაციაში ამ ადამიანების გადარჩენის ერთადერთ გზად სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური შემწეობა რჩება, რომელიც ასევე მინიმალურია, თუმცა, პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გარკვეულ ბაზისს მაინც წარმოადგენს.
    საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანაში, მიზნობრივი სოციალური შემწეობის სისტემა მოქმედებს, რომლის შექმნაც 2004 წლიდან დაიწყო. პროგრამა სიღარიბის ზღვარს მიღმა  მყოფი ადამიანებისთვის რეგულარულ ფულად დახმარებას გულისხმობს. წლების განმავლობაში მის ფუნქციონირებაზე გამოყოფილი დაფინანსება თანდათან იზრდებოდა. მაგალითად, თუ 2012 წელს ბიუჯეტიდან ამისთვის 135 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2022 წელს ამ თანხამ  620 მილიონზე მეტი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით კი სოციალური დახმარებისთვის უკვე 343 858 417 ლარია დახარჯული. ეს გამომდინარეობს როგორც სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდით, ისე გარკვეულწილად დახმარების გაზრდითაც. თუმცა, საჭიროების მქონე მოსახლეობის ყველა ჯგუფის მოცვას პროგრამა დღემდე ვერ ახერხებს და უამრავი ადამიანი ამ ისედაც მცირედი შემწეობის გარეშეა დარჩენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი შინამეურნეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში არსებული ხარვეზები და ფორმულაა, რომლის მიხედვითაც ამ ადამიანებისთვის ქულების მინიჭება ხდება.
    ცოტა ხნის წინ არასამთავრობო  ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ამ თემაზე კვლევა გამოაქვეყნა, სადაც სოციალური დაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა და პრობლემებია აღწერილი. კვლევის ავტორების მიზანი სისტემაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება იყო. მონაცემები ეყრდნობა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე არსებულ სტანდარტებსა და სხვადასხვა აქტორის მიერ წლების განმავლობაში გაკეთებულ შეფასებებს.
    საქართველოს კანონმდებლობით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება სოციალურ-ეკონომიკური შეფასების პროცედურის საშუალებით ხდება, რა დროსაც მოწმდება ადამიანების დასაქმების სტატუსი და შემოსავლები, საცხოვრებლისა თუ სხვა უძრავი ქონების არსებობის საკითხი; კომუნალური გადასახადები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. 
    სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცესი ხუთსაფეხურიანია. პირველ ეტაპზე, ოჯახის წარმომადგენელი საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ანუ რეგისტრირდება ბაზაში. ამის შემდეგ, სააგენტო ერთი თვის განმავლობაში ადგილზე შეფასებისათვის აგზავნის სოციალურ აგენტს. აგენტი აგროვებს ინფორმაციას, შეჰყავს კომპიუტერულ პროგრამაში და ხდება მონაცემების გადამოწმება შესაბამის ბაზებში. ამის შედეგად ოჯახს ენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის მიხედვითაც მიიღება გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ და ხდება ოჯახთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
    დღეისთვის დადგენილი ზღვრული ქულა, რომლის ქვემოთაც ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს, არის 65 001. იმ ოჯახებისათვის კი, რომლის წევრიც 16 წლამდე არასრულწლოვანია, ეს ქულა 120 001-ით განისაზღვრება. ოჯახის/შინამეურნეობის თითოეულ წევრზე გათვალისწინებული ფულადი გასაცემელი სარეიტინგო ქულას უკავშირდება და თვეში 30-60 ლარამდე მერყეობს, 16 წლამდე არასრულწლოვანისთვის გასაცემი თანხა კი მიმდინარე წლის ივლისიდან 150-დან  200 ლარამდე გაიზარდა.
    კვლევაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მოსახლეობის სამი ძირითადი ჯგუფი, რომლებიც, როგორც წესი,  ყველაზე ხშირად რჩებიან სოციალური შემწეობის სისტემის გარეთ, ან სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში მათი საჭიროებები ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს გათვალისწინებული. ესენი არიან: უსახლკარო პირები, შშმ პირები და ხანდაზმულები.
    „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარი, იურისტი მარიამ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანების საჭიროებების განსაზღვრა ხშირად არასწორად ხდება, რაც ზოგჯერ ტექნიკურ დეტალებთან არის დაკავშირებული, რიგ შემთხვევებში კი მიდგომის და  მეთოდოლოგიის ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს.
    უსახლკარო პირები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და  სისტემისთვის უჩინარ ჯგუფს წარმოადგენენ. საცხოვრებლის არარსებობის/არასათანადოობისა და სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, უსახლკარო პირები კიდევ არაერთი უფლებისა და თავისუფლების დარღვევის წინაშე დგებიან. 
    ყველაზე მოწყვლადი უსახლკარო ჯგუფი – ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც ვერ რეგისტრირდებიან, რადგან მისამართი არ აქვთ. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებასაც ვერ იღებენ.
    რეგისტრაციისა და ქულის მინიჭებაზე უარის თქმა ამ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი სხვა სერვისებიდან ექსკლუზიას გულისხმობს, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ. 
    სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წლების წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, რომელიც ქუჩაში მყოფ პირებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას უკრძალავდა. 2017 წლის თებერვალში სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. ზეპირი მოსმენა დასრულდა, თუმცა, წლების განმავლობაში გადაწყვეტილება არ გამოუტანია.
    შშმ პირები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩებიან. საზოგადოებაში არსებული ბარიერების გათვალისწინებით, ხშირად შეზღუდული შესაძლებლობა და რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთს მნიშვნელოვნად უკავშირდება. 
    სახელმწიფოს არაეფექტიანობის შემთხვევაში, ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ერთმევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვდომა ჰქონდეთ მათთვის აუცილებელ სერვისებზე. დღეის მონაცემებით, შშმ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შემოსავალს მხოლოდ სოციალური პაკეტი წარმოადგენს, თუმცა პაკეტს თემის ნაწილი ვერ იღებს. მაგალითად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც ბავშვობიდან არ აქვთ შშმ პირის სტატუსი, ასევე, ასაკით პენსიის მიმღები შშმ პირები. 
    კვლევის ერთ-ერთი რესპონდენტი გამოხატული შშმ პირის სტატუსის მქონე ქალია. იგი 2013 წლიდან იღებს სოციალურ შემწეობას, თუმცა, სისტემას უარყოფითად აფასებს და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ აღრიცხვის მექანიზმი უსამართლოა და ვერ ხედავს სხვადასხვა ჯგუფის რეალურ საჭიროებებს. მას ჰქონდა სოციალური შემწეობის ქულის მომატებისა და შემწეობის შეწყვეტის მძიმე გამოცდილება, რადგან ამ დროს ყველა მნიშვნელოვანი დახმარება მოეხსნა, მათ შორის შინმოვლის სერვისიც, რაც ორმაგად დიდი დარტყმა იყო. 
    „იყო დღეები, როცა საკვებიც კი არ მქონდა.  რადგან ქულების გასაჩივრების პროცესიც ხანგრძლივი აღმოჩნდა,  ბანკისა და საპენსიო სესხების აღება დამჭირდა, რომ თავი გადამერჩინა“, – იხსენებს ის და ამბობს, რომ ადამიანებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეთ დახმარება და მუდმივი შიშის ქვეშ არ უნდა უწევდეთ ცხოვრება, რომ ქულის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება შეუწყდებათ.
    შშმ პირების მსგავსად, ხანდაზმულებიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. სიღარიბე და სოციალური პრობლემები მათ ავტონომიაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და მათ სოციალურ იზოლაციას იწვევს. 
    საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ამ ჯგუფის წარმომადგენელთა რეალურ საჭიროებებს არ ითვალისწინებს და ვერ სთავაზობს მექანიზმებს ღირსეული ცხოვრებისათვის. ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მუნიციპალიტეტები საკუთარ ტერიტორიაზე არ ეწევიან სათანადო სოციალურ მუშაობას, მათ შორის, ხანდაზმული პირების საჭიროებების იდენტიფიცირებას, შესაბამისი სერვისების დანერგვასა და განხორციელებას.
    ეს ბენეფიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ჯგუფებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ქალები, სოფლად მცხოვრები და მომუშავე ადამიანები, არაფორმალურად დასაქმებულები.
    ქულების დათვლის მექანიზმი და ამ ქულებზე მნიშვნელოვანი სერვისების მიბმა დღემდე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სოციალური დაცვის სისტემაში. 
    წლების განმავლობაში ქულებს ოჯახებს იმის მიხედვით ანიჭებდნენ, თუ რა ჰქონდათ სახლში. მაგალითად, ტელევიზორი, მაცივარი და კომპიუტერი კეთილდღეობის განმსაზღვრელად მიიჩნეოდა. არავინ იკვლევდა, როდის, როგორ და რა პირობებში ჰქონდათ მათ ეს ნივთები შეძენილი და როგორი იყო დღეს ოჯახის რეალური მდგომარეობა. ბოლო წლებში ეს პრაქტიკა შეიცვალა, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი მეთოდოლოგია ვერ იქნებოდა ოჯახის ეკონომიკური სიტუაციის სწორი ინდიკატორი. თუმცა, როგორც მარიამ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ შემოვიდა სხვა, დამატებითი ინდიკატორები, რომლითაც განისაზღვრება ქულები და რომელიც ასევე  არ არის ბოლომდე სამართლიანი, რადგან სისტემამ შეიძლება ვერ დაინახოს ადამიანის საჭიროებები.
    „ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ყველაზე ხშირად უთქვამთ ადამიანებს, არის კომუნალური გადასახადები. ქულის დათვლისას დიდი ყურადღება ექცევა შეფასებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში არსებულ კომუნალურ გადასახადებს. თუ მოხმარება და გადასახადი მაღალია, ეს, სახელმწიფოს აზრით, უდრის მაღალ შემოსავალს. ამ დროს,  ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანს უთქვამს, ვისესხე ეს ფული და ისე გადავიხადეო, ან სხვა რაღაცების მოკლების ხარჯზე მოიხმარა მეტი ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია ოჯახმა, მაგრამ სისტემამ ეს ყველაფერი ცხადია, ვერ დაინახა და მაღალი ქულა მიანიჭა. ამის გამო, ზოგი იმასაც ამბობს, რომ იძულებული არიან, სიცივეში იყვნენ, რომ ზედმეტი ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი არ დახარჯონ და  მაღალი ქულა არ მიიღონ“.
    კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა პირს მაღალი ქულა მიანიჭონ, არის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამისგან შემოსავალი ადამიანს, შეუძლია თუ არა მათი დამუშავება ან მისგან სარგებლის მიღება, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა რამის გამო, ეს მაინც მიიჩნევა კეთილდღეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელად. დეტალებს როგორც წესი, არავინ ეძიება ხოლმე.
    ანუ, არსებული შეფასების სისტემით, გამოდის, რომ თუ ადამიანს ფორმულის გამო მაღალი ქულა მოუვიდა, რეალურად კი დახმარების სერიოზული საჭიროება აქვს,  ის  მაინც შემწეობის მიღმა რჩება. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი გზა სააგენტოსთვის ხელახალი მიმართვაა – თუ პირი არ ეთანხმება მინიჭებულ ქულას და ფიქრობს, რომ დათვლა არაობიექტურად მოხდა, მას შეუძლია ხელახალი შეფასების მოთხოვნით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა, უწყებას უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში შეამოწმოს ოჯახის მდგომარეობა. მანამდე ეს ადამიანები ასევე დახმარების გარეშე რჩებიან. 
    ჩვენი რესპონდენტი, 77 წლის პენსიონერი ქალი, შვილის გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვანს ძირითადად მარტო ზრდის და მისი პენსია და ბავშვის კომპენსაცია მხოლოდ მინიმალურ საჭიროებებზე ჰყოფნის. ამის გამო მან სოციალური დახმარება მოითხოვა, თუმცა, შემოწმების შემდეგ ოჯახმა დადგენილზე მაღალი ქულები მიიღო და შემწეობაზე უარი ეთქვა. „არ ვიცი, რის გამო გვითხრეს უარი, შეიძლება სახლში არსებული პირობები რომ დაინახეს, ერთი შეხედვით მოეჩვენათ, რომ რადგან სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია, ყველა აუცილებელი ნივთი გვაქვს და კომუნალურებსაც ვიხდით, დახმარების საჭიროება არ გვაქვს. თუმცა, იმას არ კითხულობენ, როდის და ვინ შეიძინა ყველაფერი, ან რა ხარჯის გაწევა მოუხდა ოჯახს ბოლო წლებში და როგორ ვიხდით დღეს აუცილებელ გადასახადებს“, – აღნიშნავს ის.
    მარიამ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს დაზღვევის მექანიზმი და მხარდაჭერის სერვისი უნდა არსებობდეს და ადამიანებს არ უნდა უწევდეთ უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა, იმის გამო, რომ სისტემაში ჯერ ვერ ჩაერთნენ, ან სათანადო ქულა ვერ მიიღეს. „მუნიციპალიტეტების როლი და აქტიურობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია და მუნიციპალურ დონეზე ეს ქულა არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნა სერვისებში ჩასართველად. სანამ რეფორმის დიდ პროცესს დაიწყებენ, ეს ბარიერი მაინც მოუხსნან მოქალაქეებს, რომ მათ შეძლონ ელემენტარული სერვისებით სარგებლობა: მაგალითად, სასადილოებით, მედიკამენტის დაფინანსებით, შინ მოვლით და ა.შ.“.
    მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამებისთვის მილიონობით ლარია გამოყოფილი, მაგრამ ვინაიდან მათ ნაწილში ჩართვისათვის განმსაზღვრელი აქაც ქულებია, დახმარების მომლოდინე, რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანი ამ შემთხვევაშიც შემწეობის გარეშე  რჩება. ამ დროს, სწორედ მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანების დახმარების განსაკუთრებული მანდატი, რადგან ლოკალურ დონეზე სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია და ნაკლებ ბიუროკრატიას მოითხოვს. 
    მარიამ ჯანიაშვილის თქმით, ბოლო წლებში მუნიციპალიტეტების ფოკუსირება გარკვეულწილად გაიზარდა როგორც ხანდაზმულების, ისე სხვა ჯგუფებისთვის გამოყოფილი დახმარებისა და სერვისების კუთხით. თუმცა, ისევ პრობლემურია საჭიროების მქონე ადამიანების სწორად იდენტიფიცირება და დიდი ჯგუფის მოცვა და სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია: „არსებული რეალობა გვაჩვენებს, რომ მაინც უამრავი ადამიანი რჩება სერვისებს მიღმა. ამიტომ, საჭიროა ამ ადამიანების დამატებითი მხარდაჭერა და სისტემის რეფორმის დაწყება. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ქულა აღარ უნდა იყოს განმსაზღვრელი და მუნიციპალურ დონეზე მაინც უნდა მოიხსნას ეს ბარიერი. გარდა ამისა, შესაძლებელია რაღაც ჯგუფებთან მაინც გაკეთდეს უნივერსალური სოციალური დახმარების სისტემა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას ამ მინიმალურმა პაკეტმა, რომელიც ქვეყანაშია. მაგალითად, შეიძლება ეს მოხდეს შშმ პირებისთვის, ბავშვებისთვის. 
    ვინაიდან სისტემა, შეფასების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე ვერ ხედავს საჭიროების მქონე ყველა ადამიანს და ვერ უზრუნველყოფს მათზე საარსებო შემწეობის გაცემას, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვს. გარდა იმისა, რომ სისტემამ შესაძლოა ის პირები დატოვოს შემწეობის გარეშე, რომელთაც სახელმწიფოს მიმართეს, გაეროს ბავშვთა ფონდის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები პირების 33%  სოციალური მომსახურების სააგენტოს არც მიმართავს, რაც სისტემის მიმართ ნდობის, შემწეობის დანიშვნის მოლოდინის ნაკლებობით, ინფორმაციის არარსებობითა და სხვა რელევანტური ფაქტორებითაა გამოწვეული. დახმარების საჭიროების მქონე მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა, ცენტრის წარმომადგენლების აზრით, სოციალური დაცვის სისტემის ძირეულ რეფორმას საჭიროებს. თუმცა, გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევა იმ ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებითაც შესაძლებელია, რომლებსაც ისინი კვლევის ფარგლებში გასცემენ და რომელიც ასე გამოიყურება:
    ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე სერვისებში ჩართვის წინაპირობა იყოს არა ბლანკეტური ქულა, არამედ მოსახლეობის რეალური საჭიროებები;
    სახელმწიფომ შეისწავლოს და გააანალიზოს ის ბარიერები, რომლის წინაშეც მოქალაქეები დგანან; შეიმუშაოს სისტემური ხედვის დოკუმენტი და უზრუნველყოს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის მხარდაჭერის მექანიზმების მიწოდება;
    შემცირდეს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ვადები და ამ მიზნით, მოხდეს ცვლილებები რელევანტურ საკანონმდებლო აქტებში;
    გაუქმდეს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს ართმევს შესაძლებლობას, რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მიიღონ საარსებო შემწეობა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტები. 

    სტატია ეყრდნობა სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევას, რომელიც ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
    სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია „პუბლიკა“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

    პუბლიკა
  6. tvati
    ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  (TI) ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.
    TI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოშ 21 326 კომპანია დააფუძბეს, რაც 3-ზე აღემატება წინა 27 წლის მაჩვენებელს.

    პუბლიკა

  7. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლის, ანდრეი კოვალევის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე სტარომაიორსკის მიმართულებით წარმატებით და მიაღწიეს ასევე წინ მიიწევენ ბახმუტთან.
    „მათ წარმატებას მიაღწიეს ტარომაიორსკის მიმართულებით. ისინი მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე. მტერი აგრძელებს ძლიერ წინააღმდეგობას და იყენებს რეზერვებს“, - აღნიშნა კოვალევმა.
    ასევე, მისი თქმით, თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით ანდრეევკას მახლობლად მდებარე პოზიციებიდან რუსები უკუაგდეს.
    კოვალევის ინფორმაციით, უკრაინული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით.
    „თავდაცვის ძალების მიერ შეტევითი და თავდასხმითი ოპერაციების ჩატარების გამო, მტერი იძულებული გახდა ანდრეევკას რაიონში პოზიციები დაეტოვებინა“, - აღნიშნა კოველევმა.
     
    იპნ
  8. tvati
    რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება.
    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული.
    შეგახსენებთ, რომ დეკლარაცია უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნა წარდგენილი.

    ინტერპრესნიუსი
  9. tvati
    დაუშვებელია რუსული გავლენის გაძლიერება საქართველოში, ქართულ- რუსულ უნივერსიტეტი დამატებით გავლენის ინსტრუმენტი იქნება რუსეთისთვის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
    მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და როცა მმართველი გუნდის წევრები ამ საკითხს "ოპოზიციის პროპაგანდას" უკავშირებენ, ეს გაუგებარია, რადგან განცხადება, რომ მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება, ყველამ ნახა.
    "მიუღებელი და დაუშვებელია რუსული გავლენების დამატებით გაძლიერება საქართველოში, ასეთი ტიპის უნივერსიტეტის გახსნა, რა თქმა უნდა, იქნება გავლენის და ზემოქმედების დამატებით ინსტრუმენტი საქართველოში, ამიტომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებისგან მოვისმინოთ მკაფიო პოზიცია, რომ რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში და მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა მიუღებელია,"- განაცხადა დაუშვილმა.
    ინფორმაციისთვის, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის უკვე ადგილს ეძებენ.
    რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.
    როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.
    "გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
    იპნ
  10. tvati
    უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
    კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ეს რაოდენობა გასამმაგდა.
    შესაბამისად, ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.

    იპნ
  11. tvati
    სასმელი წყლის ეროვნული მონიტორინგის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით აღებული სასმელი წყლის 585 სინჯიდან 227 დარღვევა (37.8%) გამოვლინდა.
    მათ შორის მიკრობიოლოგიური დარღვევა დაფიქსირდა სინჯების 95.5%-ში, ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკურ-ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ დარღვევებთან ერთად.
    ამის შესახებ ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-2021 წლების ეროვნული მოხსენების პროექტში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა სხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობით. მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება.
    მოხსენების თანახმად, დარღვევა არ დაფიქსირებულა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „რუსთავი წყლისა“ და „ქობულეთის წყლის“ ქსელში. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქსელში“ 42 დარღვევა დაფიქსირდა. საქართველოს რეგიონებში დარღვევების უმეტესობა სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების ცენტრალიზებულ სისტემებზე მოდის, რომლებსაც ლიცენზიანტი წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება.
    საქართველოში წყალმომარაგებას ახორციელებს 9 ლიცენზიანტი კომპანია, რომელთა დაფარვის არეალი საქართველოს მოსახლეობის 65%-ია. მოსახლეობის დანარჩენი 35%-ის წყალმომარაგება მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა.
    თავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2018-2021 წლებში თბილისის წყალმომარაგების ქსელში განხორციელებული რუტინული მონიტორინგის ფარგლებში, რაც თვეში საშუალოდ 500-ზე მეტი ნიმუშის ანალიზს მოიცავს, ნორმიდან გადახრა დაფიქსირდა ერთჯერადად, 2021 წელს. ცხელი ხაზიდან შემოსული მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე აღებული სინჯების ანალიზის შედეგად წელიწადში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. არ გამოვლენილა დარღვევა წყალმომარაგების რეზერვუარებიდან და წყალმომარაგების წყაროებიდან აღებულ ნიმუშებში. რუსთავში განხორციელებული რუტინული მონიტორინგის ფარგლებში მხოლოდ 2018 წელს დაფიქსირდა 3 დარღვევა ჯამური 3,210 ნიმუშიდან და ცხელ ხაზზე შემოსული საჩივრის საფუძველზე აღებული ანალიზის შედეგად – ერთეული დარღვევები. არ გამოვლენილა  წყალმომარაგების რეზერვუარებში. მცხეთაში რუტინული მონიტორინგის ფარგლებში დარღვევა არ ფიქსირდება. ერთჯერადი დარღვევა დაფიქსირდა 2020 წელს ცხელი ხაზიდან შემოსულ სინჯში. აღნიშნული ერთეული დარღვევები, გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ძირითადად შიდა ქსელის გაუმართაობით იყო გამოწვეული.
    საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2021 წელს საქართველოს რეგიონებში 46,818 სინჯი იყო აღებული, საიდანაც 96 დარღვევა დაფიქსირდა.
    შპს „ბათუმის წყლის“ მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში მათ მიერ 2021 წელს აღებული 2,272 ნიმუშიდან გამოვლინდა 15 დარღვევა. დარღვევები ძირითადად გამოვლენილი იყო უამინდობის დროს და უკავშირდებოდა ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებს.
    გაეროს მდგრადი განვითარების ინდიკატორის (მოსახლეობის წილი, რომელიც სარგებლობს უსაფრთხოდ მართული სასმელი წყლის სერვისებით) მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით საქართველო, 66.35%-იანი მაჩვენებლით, მსოფლიოს მასშტაბით 76-ე ადგილს იკავებს 139 ქვეყნიდან. ამ ჩამონათვალში საქართველო ჩამორჩება აზერბაიჯანს (88%) და სომხეთს (87%) და ასევე, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (74%). ამასთან, სოფლად ეს ინდიკატორი საქართველოსთვის 40%-ს შეადგენს, ხოლო ქალაქად – 84%-ს. ამავე მიზნის სხვა ინდიკატორის მიხედვით, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის წილს, რომელიც სარგებლობს სასმელი წყლის მიწოდების მინიმუმ ძირითადი სერვისებით, საქართველოს მაჩვენებელი 97.35%-ია, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (90%) აღემატება.

    ნეტგაზეთი
  12. tvati

    ახალი ამბები
    თბილისში, ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
    პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს მოეკიდა.
    მის ჩაქრობას მეხნაძრეები ცდილობენ. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით განახორციელა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
    ორგანიზაციის შეფასებით, 22 ივლისის კადრების გეოლოკაცია აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით - სტარომაისკის რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით 9 კმ-ში).
    ამასთან, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ პრიუტნოეს რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში).
    ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, 22 ივლისის სხვა კადრები ასევე აჩვენებს უკრაინელი დამცველების წინსვლას ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, კამინსკის რაიონში.
    ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყარო იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე და, სავარაუდოდ, ხრომოვოეს რაიონში (ბახმუტის დასავლეთით).
    „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ ოკუპანტების მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა.

    ipn
  14. tvati
    ახალციხის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მარინა აბულაძემ მერს, ირაკლი ლაზარაშვილს ახალციხის ტბაზე წყლის ბიუვეტების დადგმის ინიციატივით მიმართა. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
    „თუ არის შესაძლებელი, რომ „ახალციხის ტბაზე“ სადაც უამრავი ხალხი დადის და დასალევი წყალი ფიზიკურად არ არსებობს, ორი პატარა ფანატნი გაკეთდეს. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ეს ვინც ყოველ საღამოს დადის მათი აზრიცაა“,– თქვა საკრებულოზე მარინა აბულაძემ.
    როგორც ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა განმარტა, აღნიშნულის შესახებ იცის და „აუცილებლად გავაკეთებენ“.
    ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, დადგეს ერთი ბიუვეტიც, რომელიც ამ დრომდე არ მუშაობს.
    „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, რატომ არ მოდის წყალი, მერი გვპასუხობს, რომ „ბიუვეტი ამუშავდება და თუ საჭიროა სხვასაც დადგამენ“,
    ცნობისთვის ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერიამ ტენდერი 2021 წლის 2 თებერვალს 1 930 660 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში კონკურენციის გარეშე შპს ,,მშენ +“-მა გაიმარჯვა საბოლოოდ ხელშეკრულების ღირებულებამ 1 882 204 ლარი შეადგინა.
    თავდაპირველად ხელშეკრულების პირობის თანახმად, კომპანიას სამუშაოები 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დაესრულებინა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა დადებულ ხელშეკრულებაში სხვადასხვა სახის ცვლილება 10-ჯერ შევიდა, ერთ-ერთი ცვლილების საფუძველზე, რომელიც  2022 წლის 30 სექტემბერს განხორციელდა, შემსრულებელს სამუშაოების გახანგრძლივების ვადა 2021 წლის 15 ნოემბრამდე განესაზღვრა.
    თუმცა აღნიშნულ ვადებში კომპანია მაინც ვერ ჩაჯდა, რის შედეგადაც შპს ,,მშენ +“ 10 თვე ჯარიმების ფონზე ასრულებდა სამუშაოებს. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაკისრებული ჯარიმა უსამართლოა, რის გამოც სასამართლოს მიმართეს და მერიას თანხის დაბრუნება მოსთხოვეს.
        ნუკა სტეფნაძე

    sknews.ge
  15. tvati
    2023 წლის მეორე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით [RPPI], 3%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი 13.1% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
    ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 28.8%-ით არის გაზრდილი.
    საქსტატის განმარტებით, RPPI მოიცავს თბილისში უძრავი ქონების ახალ საცხოვრებელ ბაზარს, მათ შორის მრავალსართულიან სახლებსა და კერძო სახლების სეგმენტებს.
    ინფოგრაფიკა: საქსტატი
    საქსტატის მონაცემებით, მრავალსართულიანი სახლების, ანუ ბინების სეგმენტში 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები 3.4%-ით გაიზარდა, კერძო სახლების შემთხვევაში კი,1.6%-ით. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ბინების ფასები 10.6%-ით გაიზარდა, კერძო სახლების კი – 16.2%-ით.
    2023 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლებში ერთი კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულებით ყველაზე ძვირი ბინები და კერძო სახლები მთაწმინდის რაიონშია. კერძოდ, ბინების შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება მედიანურად 5 167 ლარია, კერძო სახლის შემთხვევაში – 3 776 ლარი. მთაწმინდას მოსდევს ვაკის რაიონი, მესამე ადგილზე კი ბინების სეგმენტში კრწანისის რაიონია, კერძო სახლების შემთხვევაში კი – საბურთალო.
    ინფოგრაფიკა: საქსტატი
    ბინებისა და კერძო სახლების შემთხვევაში ფასები გაიზარდა როგორც მწვანე და თეთრი კარკასების, ასევე შავი კარკასის შეძენის შემთხვევაში:
    ინფოგრაფიკა: საქსტატი
    საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის [RPPI] გამოსაანაგარიშებლად საქსტატი საჭირო მიკრომონაცემებს აგროვებს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან. საქსტატის თანახმად, აღნიშნული მონაცემებს იღებენ ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით და ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი არის ე.წ. „შეთავაზების“ ფასი.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM) და აზოტის დიოქსიდის (NO2) კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას აჭარბებს.
    ამის შესახებ ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-21 წლების ეროვნულ მოხსენების პროექტში. მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. დოკუმენტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის შექმნაში მონაწილეობა სხვა სახელმწიფო უწყებებმაც მიიღეს.
    მყარი ნაწილაკებით დაბინძურება
    მოხსენების თანახმად, უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5) საქართველოს მსხვილი ქალაქებისა და ინდუსტრიული ცენტრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მავნე ნივთიერებას წარმოადგენს. საქართველოს დედაქალაქში PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა 2021 წლისთვის ზღვრულად დასაშვებ ნორმას (ზდნ) აღემატებოდა PM10-ის კონცენტრაცია აღმაშენებლის გამზირზე და წერეთელზე. ამასთან, თუ 2017-19 წლებში მყარი ნაწილაკებით ყველაზე დაბინძურებული წერეთლის გამზირი იყო, 2020-21 წლებში ასეთი აღმაშენებლის გამზირია.
    მყარი ნაწილაკების (PM10) საშუალო წლიური კონცენტრაცია თბილისში. წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო, air.gov.ge
    საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებს რაც შეეხება, PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ზღვრულ დონეს მკვეთრად აღემატება რუსთავში. ქუთაისსა და ბათუმში განთავსებულ მონიტორინგის სადგურებზე კი კონცენტრაციის შემცირება დაფიქსირდა.
    PM10-ის მსგავსად, დედაქალაქში, 2017 წელთან შედარებით, შემცირდა PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია, თუმცა 2021 წლისთვის ზდნ-ს იგი მცირედით კვლავაც აღემატებოდა აღმაშენებლის გამზირზე. PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმის ფარგლებში იყო ქუთაისსა და ბათუმში და ხასიათდებოდა შემცირების ტენდენციით. რაც შეეხება რუსთავს, აქ PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმას მკვეთრად, 50%-ზე მეტად აჭარბებდა.
    ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ხდება როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური წყაროებიდან. მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მნიშვნელოვან ბუნებრივ წყაროს შორის მოხსენებაში გამოყოფილია საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულიდან და შუა აზიიდან პერიოდულად შემოჭრილი უდაბნოს მტვრის მასები. ბუნებრივი წყაროებიდან ასევე აღნიშნულია ღია გრუნტი (ანუ გაზონით ან სხვა საშუალებით დაუფარავი მიწის ზედაპირი), რაც ამტვერების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
    ატმოსფერული ჰაერის ძირითადი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ანთროპოგენური წყაროებს განეკუთვნება ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ნარჩენები. მყარი ნაწილაკების ქვეყნის ჯამური გაფრქვევების 80%-ზე მეტი მრეწველობასა (უმეტესად სამშენებლო მასალების წარმოება) და ენერგეტიკის (უმთავრესად შეშის მოხმარება) დარგებზე მოდის.
    ბოლო წლებში ქვეყანაში მყარი ნაწილაკების გაფრქვევები მცირდება, თუმცა 2018-2020 წლებში იგი თითქმის არ იცვლება და რჩება 21 ათასი ტონის ფარგლებში. მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია ენერგეტიკის სექტორში შეშის მოხმარების შემცირებასთან, რომლის შედეგადაც სექტორიდან მყარი ნაწილაკების გაფრქვევები 2014-2020 წლებში განახევრდა. საპირისპირო ტენდენციაა მრეწველობის დარგში, სადაც ძირითადად სამშენებლო მასალების (კერძოდ, კირის, ბეტონის, ასფალტისა და ცემენტის) წარმოებისა და ინერტული მასალების მოპოვების ზრდის შედეგად, გაფრქვევები ანალოგიურ პერიოდში 67%-ით გაიზარდა. ავტოპარკის ზრდის პარალელურად მცირედით, თუმცა მაინც იზრდება მყარი ნივთიერებების გაფრქვევები ტრანსპორტის სექტორიდან.
    აზოტის დიოქსიდით დაბინძურება
    მოხსენებით მიხედვით, აზოტის დიოქსიდით დაბინძურება დამახასიათებელია საქართველოს იმ ქალაქებისთვის, სადაც სატრანსპორტო ნაკადების კონცენტრირება ხდება. 2019-2021 წლებში ინდიკატორული გაზომვების შედეგების მიხედვით, თბილისში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა, ავტოპარკის ყოველწლიურად საშუალოდ 5%-იანი ზრდის პირობებში, მაინც ფიქსირდება მცირედ გაუმჯობესებული მონაცემები.
    შავი ზღვის ზონაში აზოტის დიოქსიდის ზდნ-ზე გადაჭარბება ფიქსირდება მხოლოდ ბათუმში, საავტომობილო გზის მიმდებარედ განთავსებულ დაკვირვების 2 პუნქტზე. დასავლეთის ზონაში NO2-ით დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა და 2021 წელს ზღვრულ დონეს აჭარბებდა ქუთაისში,  ზესტაფონსა და ჭიათურაში გზისპირა დაკვირვების 3 პუნქტზე. ცენტრალურ ზონაში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას გადააჭარბა 2019-2021 წლებში რუსთავისა და მარნეულის, 2020 წელს — ბოლნისის, 2019 წელს კი – ხაშურის გზისპირა დაკვირვების პუნქტებზე. აღმოსავლეთის ზონაში, კერძოდ თელავსა და სიღნაღში, აზოტის დიოქსიდის (NO2) საშუალო წლიური კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. მაღალმთიან ზონაში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება მხოლოდ ახალციხეში გზისპირა დაკვირვების პუნქტზე დაფიქსირდა.
    2021 წელს 2019 წელთან შედარებით იმ ქალაქების ცხელ წერტილებში, სადაც ნორმის გადაჭარბებები ფიქსირდება, კონცენტრაციამ მხოლოდ რუსთავსა და ზესტაფონში მოიმატა, ხოლო უცვლელი დარჩა ჭიათურაში. აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ქალაქების გარდა, პრაქტიკულად ყველა სხვა ზემოაღნიშნულ ქალაქში გადაჭარბებას ადგილი აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ. გამონაკლისია ჭიათურა, სადაც შიდა მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება, რაც, გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული მონაკვეთის რელიეფითა (აღმართი) და მასზე მანგანუმის ნედლეულის გადამზიდი მძიმე სატვირთო ავტომობილების ინტენსიური მოძრაობით აიხსნება.
    2014-2020 წლებში აზოტის დიოქსიდის ჯამური გაფრქვევების რაოდენობა თითქმის უცვლელია. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავტოპარკის ზრდის მიუხედავად, 2017 წლიდან აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევები ტრანსპორტის სექტორიდან შემცირდა, რაც ავტოპარკის გაახალგაზრდავებისა და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტომობილების (ჰიბრიდები და ელ. მობილები) წილის ზრდის შედეგია. გარემოს მდგომარეობის შეფასების მიხედვით, აღნიშნულს ხელი შეუწყო ბოლო წლების საგადასახადო პოლიტიკამ, კერძოდ ძველი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდამ, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტომობილებზე იმპორტის გადასახადის შემცირებამ, ასევე, ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის შექმნა-გაფართოებამ ქვეყანაში. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ტრანსპორტიდან გაფრქვევების შემცირება განპირობებულია Covid-19-ის პანდემიითა და გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო.
    სხვა მავნე ნივთიერებები
    რაც შეეხება სხვა მავნე ნივთიერებებს, საანგარიშო პერიოდში გოგირდის დიოქსიდის დღიური საშუალო კონცენტრაციები ზღვრულად დასაშვები ნორმის ფარგლებში იყო ავტომატური მონიტორინგის ყველა სადგურზე და ხშირად მნიშვნელოვნად მცირე იყო ნორმაზე.
    2018-2021 წლებში მიწისპირა ოზონის მაქსიმალურმა საშუალო 8-საათობრივმა კონცენტრაციამ დღეში ზღვრულ დონეს გადააჭარბა თბილისისა და რუსთავის მონიტორინგის სადგურებზე, თუმცა გადაჭარბების რაოდენობა ნორმით დადგენილზე (25 გადაჭარბება სამწლიან პერიოდში) მნიშვნელოვნად დაბალია. მიწისპირა ოზონის კონცენტრაცია თბილისში ყველაზე მაღალი იყო ვარკეთილი III, I მკრ-ნის სადგურზე 2021 წელს.
    ტყვიის საშუალო წლიური კონცენტრაციაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ზდნ-ს მუდმივი ინდიკატორული დაკვირვების პუნქტებზე თბილისის ჩათვლით, სადაც კვლევების არეალი გაფართოვდა და ჩატარდა ერთჯერადი გაზომვები. გაფართოებული კვლევის ფარგლებში აღებული იქნა 200-ზე მეტი სინჯი, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ერთჯერად მაქსიმალურ კონცენტრაციას.
    მანგანუმის დიოქსიდით დაბინძურება კვლავაც პრობლემაა ზესტაფონში.
    ბენზოლის საშუალო კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია ყველა დაკვირვების პუნქტზე, გარდა ბათუმისა, სადაც ნავთობტერმინალის მიმდებარედ ფიქსირდება გადაჭარბება.
    „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში პრობლემური დამბინძურებლები არიან მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი, ზესტაფონში მთავარი გამოწვევა კვლავ არის მანგანუმის დიოქსიდით დაბინძურება, ბათუმში კი ნავთობტერმინალის მიმდებარედ დამატებით ფიქსირდება ბენზოლით დაბინძურების შემთხვევები. სხვა ძირითადი მავნე ნივთიერებები კი ზღვრულად დასაშვები ნორმის ფარგლებშია ან მნიშვნელოვნად მცირეა აღნიშნულ ნორმებზე“, — ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-21 წლების ეროვნულ მოხსენების პროექტში.
    მოხსენების თანახმად, საანგარიშო პერიოდში, 2014 წელთან შედარებით, შემცირდა მყარი ნაწილაკების, აქროლადი ორგანული ნაერთებისა და ნახშირბადის მონოქსიდის გაფრქვევები. ცვალებადი ტენდენციის მიუხედავად, 2014 წელთან შედარებით ასევე შემცირდა გოგირდის დიოქსიდის გაფრქვევები, ხოლო ამიაკის გაფრქვევები შემცირებულია 2015 წელთან შედარებით. აზოტის დიოქსიდის გაფრქვევების რაოდენობა თითქმის უცვლელია, რაც, გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასებით, მზარდი ავტოპარკის პირობებში ახალი და უფრო სუფთა ავტომობილების წილის ზრდის შედეგია.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    მოსკოვს ორი დრონით შეუტიეს,  განაცხადა რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დრონების ჩამოგდება მოახერხა. სობიანინის მტკიცებით, მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი არ მიადგა. არ არიან დაშავებულებიც.
    „მედუზას“ ცნობით, ერთი დრონი ბიზნესცენტრს მოხვდა, მეორე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს ჩამოვარდა. ამ დრონის ჩამოვარდნის წერტილთან ახლოსაა სამხედრო უნივერსიტეტიც და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რამდენიმე საიდუმლო ობიექტი, ამბობს „ბელინგკეტის“ გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი. მეორე დრონი კი მოხვდა ლიხაჩოვის გამზირზე მშენებარე ბიზნესცენტრს.

    გარდა ამისა, ყირიმის უკანონო, რუსეთის დანიშნული ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის თქმით, დრონებმა იერიში ოკუპირებულ ნახევარკუნძულზეც მიიტანეს, რის შედეეგადაც აფეთქდა ტყვია-წამლის საწყობი ჯანკოის რაიონში. მისივე ცნობით, შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა რაიონის ლიანდაგებზე, აგრეთვე შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა გზატკეცილ ჯანკოი-სიმფეროპოლზე. მიმდინარეობს ხუთი კილომეტრის რადიუსში მცხოვრებთა ევაკუაციაც.

    ნეტგაზეთი

  18. tvati
    იმ კაცის (მარგველაშვილის) პრეზიდენტობა თავსმოხვეული შემთხვევითობა იყო, შესაბამისად არც სააკაშვილის ლობიზმში ფულის აღებაა მისგან გასაკვირი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს.
      მისივე თქმით, არავინ იცის, მის მდგომარეობაში, ვინ როგორ მოიქცევა.

      "მის მსგავსად შემთხვევით სავარძლებზე მყოფები, კორუფციის ტალახში მოთხვრილები მაინც ნუ აკრიტიკებთ, მის მდგომარეობაში, როგორ მოიქცეოდით, ყველამ კარგად ვიცით.  ტრაგედია ისაა, რომ “ქოცებიც” და “ნაცებიც” ადამიანებს როგორც ნივთებს ისე უყურებენ და მასში ფულს იხდიან!", - წერს ბერდია სიჭინავა.
  19. tvati
    საბერძნეთში კვირას ჰაერის ტემპერატურამ ახალ რეკორდს, 46°C-ს, მიაღწია. ათენის ეოვნული ობსერვატორიის ცნობით, პატარა ქალაქ გითეოში კი ჰაერის ტემპერატურა 46,4°C-ზე დაფიქსირდა.
    მანამდე ყველაზე მაღალი სიცხე საბერძნეთში 2006 წელს იყო.
    საბერძნეთში უკვე კვირაზე მეტია, რაც თერმომეტრი 40°C-ზე მეტს უჩვენებს. მაღალ სიცხეს თან ახლავს ტყის ხანძრების გაჩენა.
    18 ივლისის საღამოს მონაცემებით, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის (5 მილის) სიგრძის ტერიტორიაზე გავრცელდა. ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მცხოვრები 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ძლიერი ხანძრის გამო გასულ კვირაში ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საბერძნეთში დაბრუნდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.

    რადიო თავისუფლება
  20. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის – საბერძნეთის საკონსულო.

    რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა – 22.
    რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია. თავდასხმამ სერიოზულად დააზიანა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი.
    მედიის ცნობით, რუსეთი მუდმივ თავდასხმებს ახორციელებს ოდესაზე, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის საკვანძო კერაა. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ორშაბათს გააუქმა მარცვლეულის საეტაპო შეთანხმება.
    კიპერმა აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად განადგურდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი.

    პუბლიკა
  21. tvati
    თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან, - ამის შესახებ ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსი ვიქტორი წერილში წერს, რომელიც მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს გაუგზავნა და რომელშიც ოდესაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმაზეა საუბარი.
    „დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან“, - წერს მთავარეპისკოპოსი.
    მისი თქმით, 2022 წლის 27 მაისს გადაწყდა, რომ ეკლესია, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ხელმძღვანელობდა, მისი დაქვემდებარებიდან გადიოდა.
    „მოვითხოვთ, ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ აირჩია. ყოველ რაკეტას, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მოფრინავს, მისი მაცხოვრებლები აღიქვამენ, როგორც მათი შვილებისადმი თქვენს „კურთხევას“, - აღნიშნულია წერილში.

    იპნ
  22. tvati
    პარასკევამდე, 5 დღეს ვაძლევთ და ვთხოვთ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გონივრული ვადა გვითხრან, როდის შეძლებენ ბავშვები მედიკამენტის მიღებას,- ამის შესახებ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მშობლების განცხადებით, თუ ისინი მედიკამენტ "ვოსორიტიდის" შემოტანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ, განახლდება 24-საათიანი საპროტესტო რეჟიმი.
    „ჩვენ ქვეყანაში, აქონდროპლაზიის დიაგნოზისთვის პროტოკოლი ექიმებმა ნულიდან შექმნეს, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. სხვა ქვეყნებში მედიკამენტი ისე შემოვიდა, რომ პროტოკოლი არ განუახლებიათ იმიტომ, რომ არსებობდა. ერთი თვის წინ, თითქმის დასრულებული იყო მონახაზი, თითქმის მზად იყო და სრულიად საკმარისი იყო ერთი თვე, რომ ეს ოფიციალურად დაემტკიცებინათ. თუმცა ვადები მუდმივად იწევა და ჩვენც გვაქვს განცდა, რომ შესაძლებელია ამის დროში ისე გაწელვა, რომ მკურნალობამ რამდენიმე ბავშვისთვის აზრი დაკარგოს. დროა ამ ბავშვებისთვის გადამწყვეტი.
    რაც შეეხება ვადებს. უფრო კონკრეტული რომ იყოს სახელმწიფო ჩვენთან, რომ არ გვქონდეს მუდმივად უნდობლობისა და მოლოდინის რეჟიმი, ვითხოვთ სახელმწიფოსგან, დაგვიდასტურონ, უშუალოდ მედიკამენტს ბავშვები როდის მიიღებენ. დაგვიდასტურონ ოფიციალურად, რომ მაქსიმუმ 30 სექტემბრამდე ბავშვები მედიკამენტს მიიღებენ. ეს ვადა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მუდმივად შფოთვა არ დაგვდევდეს იმისა, რომ შეიძლება არ მოინდომონ, არ იჩქარონ, წამლის მწარმოებელ კომპანიას პასუხი დაუგვიანონ. ამის ნიშნები არის. ამიტომ, პარასკევამდე, 5 დღეს ვაძლევთ და ვთხოვთ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გონივრული ვადა გვითხრან, როდის შეძლებენ ბავშვები მედიკამენტის მიღებას",- განაცხადა ერთ-ერთმა მშობლებმა, მაკუნა გოჩიაშვილმა.
    „მინდა მივმართო პრემიერს, პროცესში ჩაერთოს, თვალყური ადევნოს და დააჩქაროს. თუ პარასკევს არ გვეტყვიან პასუხს, ჩვენ 24-საათიან პროტესტს ისევ გავაგრძელებთ და კვლავ აქტიურად გავხდებით ძლიერი დედები",- განაცხადა კიდევ ერთ-ერთმა მშობლებმა, ეკა ჭონქაძემ.
    შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები 24-საათიანი საპროტესტო რეჟიმით, დიაგნოზისთვის საჭირო მედიკამენტის "ვოსორიტიდის" შემოტანას და ბავშვებისთვის მკურნალობის დაწყებას ითხოვდნენ. შედეგად, ბავშვებმა მიიღეს შშმ სტატუსი და აქონდროპლაზია იშვიათი დაავადების სიას შეუერთდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს პროტოკოლთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისთვის სწორედ 24 ივლისი განესაზღვრათ.

    იპნ
  23. tvati
    ჩვენი პოზიცია მკაფიო და მარტივია - არც ერთ პარტიასთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
    მისივე თქმით, მისთვის არ არის დამაჯერებელი განაცხადი იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" დამარცხების ფორმულა არის "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანება.
    "ვინ გაერთიანდება, როგორ, ეს მათი საქმეა, რა იქნება პროდუქტიული და რა კონტრპროდუქტიული, ამას გვაჩვენებს საბოლოო ჯამში არჩევნები. მე არ მჯერა, რომ ეს არის "ოცნების" დამარცხების ფორმულა. ზოგადად, არ მინდა სიღრმეებში წავიდე - გამოეყო, დაბრუნდა, მერე კიდევ გამოეყო, მერე კიდევ დაბრუნდა, ხან ლანძღავდა, ეს არსებითი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება არის მკაფიო, რომ არავითარ გაერთიანებას არ ვაპირებთ", - განაცხადა დაუშვილმა.
    ამასთან, დაუშვილი გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები შესაძლოა, გაერთიანდნენ და კონსულტაციები მიმდინარეობს გიორგი გახარიასთანაც. დაუშვილი აცხადებს, რომ მსგავსი კონსულტაციების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
    "მე ამ კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. მე არ ვიცი, ვინ ყოფილი წევრები რა გაერთიანებას გეგმავენ, შეიძლება ვიღაცები ვიღაცებთან რაღაც გაერთიანებებზე ან თანამშრომლობაზე საუბრობენ, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს,"- განაცხადა დაუშვილმა.



    ipn
  24. tvati
    “დღეს, გვაქვს ისტორიული გამოწვევა, ჩვენი გუნდის წინაშე, რაც ემსახურება ნაც-ქოცური ალიანსის დასრულებას, იმ ერთგვარი ეპოქის, რომელიც 20 წელზე მეტია გრძელდება. თუ საქართველოს პოლიტიკური ველი უნდა გაჯანსაღდეს, ეს პირველ რიგში უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებლად გაძლიერებით და არა მათი ხელოვნური გაერთიანებებით.”

    გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართვეოსთვის" თბილისის საკრებულო წევრი 362899073_723892426213184_7979997701686548622_n.mp4
  25. tvati
    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს.
    გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, განიხილონ.
    შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი ნატო-უკრაინის საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა.
    „ბატონ სტოლტენბერგთან მარცვლეული დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები განვიხილეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - უკრაინა-ნატოს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგი] წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
×
×
  • შექმენი...