Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდის" თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
    როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე.
    როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.
    „აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდის" თაობაზე გაცნობებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის მოსამზადებლად, ექსპერტების ჯგუფმა, ინტენსიური მუშაობის პირობებში, პროტოკოლის პროექტი მოამზადა, რომელიც ექსპერტიზისა და შეთანხმებისთვის, გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს, მიმდინარე წლის 27 ივნისს გაეგზავნა.
    „გაიდლაინების“ საბჭოს წევრების შენიშვნები, ასევე მწარმოებლის მიერ დაყენებული მოთხოვნები, ქვეყანაში მედიკამენტის დანერგვისთვის, მულტიპროფილური კლინიკის, მრავალდისციპლინური გუნდისა და მკურნალობაზე დამყოლობის თაობაზე საკითხები განხილულ იქნა 3 ივლისს ჩატარებულ იშვიათი დაავადებების საბჭოზე, რომელსაც ესწრებოდა მშობლების ჯგუფი. საბჭოზე დაითქვა სავარაუდო ვადა განახლებული პროტოკოლის დამტკიცებისთვის (15-20 ივლისი). პროტოკოლის ჯგუფის წევრებმა, დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობის გამო, მ.შ. საერთაშორისო ექსპერტთან, განახლებული პროტოკოლი სამინისტროში წარმოადგინეს 19 ივლისს. აღნიშნულის შესახებ, ამავე დღეს, განახლებული ინფორმაცია, წერილობით, მიეწოდა იშვიათი დაავადებების საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის - მშობლებს.
    გარდა ამისა, მშობლების ჯგუფი მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციაში იყო სამინისტროს პასუხისმგებელ თანამშრომელთან, პროტოკოლის მომზადების სტატუსის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს ყველა შეხვედრას ესწრებოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობელთა ჯგუფი და შუქდებოდა მედიასაშუალების მიერ.
    საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ „გაიდლაინების“ საბჭოს განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილებისთვის უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა - ამდენად, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.
    საბჭოს წევრების წერილობითი დასტურის შემდეგ, პროტოკოლი დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები კომპანია "ბიომარინთან”, ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით.
    სამინისტრო გამოხატავს მზაობას იშვიათი დაავადებების საბჭოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მედიკამენტის დანერგვის პროცესი წარიმართება საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
    სამინისტრო გააგრძელებს პროცესის კოორდინაციას ყველა ჩართულ და დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
    გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო 19 ივლისს, იშვიათი დაავადებების საბჭოს წევრებთან, მათ შორის მშობლებთან, ამავე დღეს გაგზავნილ წერილს აქვეყნებს:
    „საბჭოს პატივცემულო წევრებო, მოგესალმებით!
    წარმოგიდგენთ 2023 წლის 03 ივლისს გამართული საბჭოს შეხვედრის შემდგომ მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას:
    პროტოკოლის სამუშაო ჯგუფმა, 2023 წლის 19 ივლისს, სამინისტროში წარმოადგინა განახლებული ,,აქონდროპლაზიის და ჰიპოქონდროპლაზიის დიაგნოსტირება და მართვა 0-18 წლის ასაკში’’ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი);
    პროტოკოლი განსახილველად წარედგინა გაიდლაინების საბჭოს. პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გაიდლაინების საბჭოს ეთხოვა მოსაზრებების წარდგენა 2023 წლის 24 ივლისის დღის ბოლომდე;
    გრძელდება მოლაპარაკება კომპანია ბიომარინთან.
    საკოორდინაციო საბჭოს ჩატარების თარიღს გაცნობებთ დამატებით.
    დანართი სახით გიგზავნით საკოორდინაციო საბჭოს 2023 წლის 03 ივლისის შეხვედრის ოქმს“.
  2. tvati
    რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    მათი განმარტებით, ეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პირველი ტაძარი არ არის, რომელიც რუსებმა გაანადგურეს.
    გამოცემა LB.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსებმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 80-ზე მეტი ეკლესია და 8 მონასტერი გაანადგურეს და 200-ზე მეტი ეკლესია და 7 მონასტერი დააზიანეს.
    ამასთან, დაბომბვის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი სასულიერო პირი.
     
    იპნ
  3. tvati
    ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.
    ზურაბიშვილის თქმით, ოდესაზე თავდასხმა არის რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაული.
    „რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა“, – წერს ზურაბიშვილი.
    შეგახსენებთ, ღამით რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი. ასევე, ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.
     
     

    ავტორი - ქეთი ჩოხელი
  4. tvati
    უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო ტერორი წარმოადგენს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის განეიტრალების მცდელობას. მისი თქმით, უკრაინა აცნობიერებს რუსეთის გეგმას და შესაბამისი რეაგირება ექნება.
    ამის შესახებ დანილოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
    „რუსების მიერ ოდესასა და რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი არის შავ ზღვაზე უკრაინის გასასვლელის სრული იზოლირების მცდელობა, ხოლო დაშინების აქტით სურს, გააფრთხილოს და გაანეიტრალოს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის საერთაშორისო ძალისხმევები. კრემლის გეგმით, უნდა შექმნილიყო შიმშილის საფრთხის ხელოვნური პირობები, უპირველესად, აფრიკის ქვეყნებისთვის და ევროპისთვის მიგრაციული საშიშროების დონის ზრდა“, – წერს დანილოვი.
    დანილოვის თქმით, რუსეთი ცდილობს, აიძულოს დასავლეთი, აღადგინოს რუსული ამიაკის ექსპორტი და გააუქმოს სანქციების ნაწილი.
    „თავის მხრივ, უკრაინული ინფრასტრუქტურის განადგურებამ, რომელიც უზრუნველყოფს „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებას, უნდა გახადოს მსოფლიო დამოკიდებული რუსულ მარცვლეულზე და მათ ლოგისტიკასა და შესაძლებლობებზე. გეგმა – დააჩოქონ მსოფლიო და გახადონ რუსეთი მარცვლეულის უნიკალურ მიმწოდებლად. „ენერგეტიკული ზესახელმწიფოს“ იდეის ჩავარდნის შემდეგ პუტინს სურს, გახდეს „მარცვლეულის ზესახელმწიფო“, – აღნიშნავს დანილოვი.
    როგორც დანილოვი წერს, „უკრაინას ესმის და აცნობიერებს ამ განზრახვებს, სათანადო რეაგირება ექნება და, უპირველეს ყოვლისა, სრული ზომით გასცემს პასუხს მკვლელობებსა და ნგრევაზე.“
    „მსოფლიომ და დასავლეთმა უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე, უდრეკელობა და კრემლის ვირთხას ღირსეული პასუხი გასცენ, რომელიც უნდა მდგომარეობდეს უკრაინული მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების სრულფასოვან აღდგენაში საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით“, – აღნიშნავს უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.
     

    ავტორი - ქეთი ჩოხელი
  5. tvati
    ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
    მათივე თქმით, მამაკაცი ერთ-ერთი სასტუმროს 22-ე სართულიდან გადმოვარდა.
    იგი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
    მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.

    იპნ
  6. tvati
    ავტორი:ელენე გოგბერაშვილი „14 მილიონს მარკეტინგში ვხარჯავთ იმისთვის, რომ გაიზარდოს ღვინის ცნობადობა, ხარისხი, გაყიდვები წინ წავიდეს, 100 მილიონზე მეტს ვხარჯავთ იმაში, რომ გამოვუშვათ უხარისხო ყურძენი და გამოვიდეს წყალ-წყალა ღვინოები“,-ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მეღვინეობის ექსპერტმა გიორგი სამანიშვილმა რედაქტ2-თან ინტერვიუში რთველის სუბსიდირებაზე საუბრისას განაცხადა.

    მთავრობა რთველს სავარაუდოდ წელსაც დაასუბსიდირებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 60 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა არის დაგეგმილი, თუმცა რამდენს დაამატებს მთავრობა შესყიდვის ფასს, ჯერ უცნობია. 2022 წელს მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო.

    გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ რთველის სუბსიდირება უნდა გაჩერდეს და ამას მთავრობაში თამამი გადაწყვეტილების მიმღები სჭირდება.

    „სახელმწიფო ყიდულობს ყურძენს, ამას ყიდულობენ კერძო კომპანიები. უხარისხო ყურძნიდან საშუალო ხარისხის ღვინო მზადდება, რომელიც წარმატებით იყიდება ჩრდილოეთის მიმართულებით. რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვართ. სუბსიდირება ცალსახად უნდა გაჩერდეს. მე არ ვიცი ადამიანი, ვინც ასე არ თვლის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოჩნდა ვერავინ, ვინც აიღებს თავის თავზე და დაიწყებს მაინც ამ პროცესის შენელებას. სამწუხაროდ, ჯერ არავის, ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ, რომ ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ ამ პროცესიდან.

    ის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეს გაცილებით მაღლაა, ვიდრე ღვინის ეროვნული სააგენტო. ის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უბრალოდ ვერ ხვდება რამხელა დანაშაულია ამხელა ფულის გადაყრა და უხარისხობის წახალისება“,-აცხადებს სამანიშვილი.

    კითხვაზე, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მისი ხელმძღვანელობის დროს არსებობდა თუ არა სტრატეგიული ხედვა სუბსიდირებიდან გამოსვლის, სამანიშვილი ასე გვპასუხობს:

    „როცა მე დავინიშნე [2014 წელი], სუბსიდირება უკვე არსებობდა. 2015 წელს ჩვენ შევამცირეთ სუბსიდირება. ამის გამო მიტინგებიც კი იყო კახეთში, თუმცა მაშინ არ შეგვეშინდა, რადგან მინისტრი, რომელიც კურირებდა ამ საქმეს, მან თქვა, რომ თუ ეს სწორია, ასე უნდა გავაკეთოთ და წავედით ამ გზით. თამამი გადაწყვეტილების მიმღები სჭირდება ამ საქმეს.

    2015 წელს შევამცირეთ სუბსიდირება. 2016 წელს ღვინის მიმართულებით სუბსიდირება აღარ იყო. სამწუხაროდ 2017 წელს, ჯერ კიდევ მე ვიყავი სააგენტოს თავმჯდომარე, ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება, ისევ დაბრუნდა სუბსიდირება და იმის შემდეგ, რატომღაც ყველა კმაყოფილია. არავინ საუბრობს შემცირებაზე, რადგან ეს გამოიწვევს ხალხში უკმაყოფილებას. შიში განაპირობებს იმას, რომ მოჯადოებულ წრეზე შევედით“.

    სამანიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რას შეცვლის ბაზარზე და სექტორში რთველის სუბსიდირებიდან სახელმწიფოს გასვლა.

    „პირველი შედეგები არ იქნა კარგი. ყურძნის ფასი მოიკლებს, რადგან ბაზარი დაარეგულირებს ფასებს. კარგი ყურძენი ძვირი იქნება, დაბალ ხარისხიანის მოიკლებს. ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ ამის შემდეგ მეღვინეს ექნება არჩევანი იყიდოს კარგი ყურძენი კარგი ღვინისთვის, ან წყალწყალა ყურძენი, საშუალო ხარისხის ღვინისთვის. დამატებით იქნება 100 მლნ ლარი ყოველ წელს გამოთავისუფლებული სუბსიდირებიდან“,-აცხადებს მეღვინეობის ექსპერტი.



  7. tvati
    რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფალნი და პოლიცია იუწყებიან.
    ოდესის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის თანახმად, 22 ივლისის ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ, საავადმყოფოებში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, 4 ბავშვი.
    კიპერის ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. დაბომბვის შედეგად ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც დაზიანდა. ესაა ქალაქის უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც 1809 წელს აკურთხეს. ის საბჭოთა რეჟიმმა დაანგრია 1939 წელს, 2003 წელს კი ეკლესია ხელახლა ააშენეს.

    “რუსმა მხეცებმა დაარტყეს საკათედრო ტაძარს, რომელსაც მთელი ოდესა აშენებდა”, – ამბობს კაცი ემოციურ ვიდეოში, რომელსაც ტაძრის შიგნით იღებს.
    “გმადლობთ, რუსო ძმებო! გმადლობთ, თქვენი უწმინდესობავ!” — ამბობს ვიდეოს ავტორი. ირონიული რეპლიკა, სავარადოდ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილს მიემართება, რომელმაც წლების წინ აკურთხა ოდესის ტაძარი.
    ოდესის საკათედრო ტაძარი მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ МП-ს) ექვემდებარება. სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ამ ეკლესიამ დაგმო რუსეთის მოქმედებები და “სრული ავტონომია” გამოაცხადა. თუმცა უკრაინის ხელისუფლებას, ისევე როგორც უკრაინის ავტოკელაფურ ეკლესიას, ამ გამიჯვნის არ სჯერათ.
    საპორტო ქალაქ ოდესაზე შეტევები მიმდინარე კვირაში, მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება დატოვა. ეს შეთანხმება, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში შედგა, გულისხმობდა შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორის შექმნას უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის.
    უკრაინის ოფიციალურ პირთა ცნობით, კიდევ ერთმა იერიშმა, რომელიც მიმდინარე კვირაში განხორციელდა, 60 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა.

    22 ივლისის ღამის თავდასხმის შედეგები ოდესაში. ფოტო: Facebook/Володимир Зеленський
    უკანასკნელი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი იერმაკმა, კვლავ გაახმიანა მოწოდება კიევისათვის მეტი რაკეტისა და თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ.
    “ეს არის დაუფარავი ტერორი მშვიდობიანი ქალაქის მიმართ… მტერს უნდა წაერთვას მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესაძლებლობა”, — დასძენს ის.

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა, რომ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ევროკომისიის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდო გადასცეს.
  9. tvati
    რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი კორპუსების, საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ - რუსული ბოროტების გამართლება არ შეიძლება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება წააგებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
    მისი თქმით, ამ თავდასხმებისთვის უკრაინა აუცილებლად შურს იძიებს.
    „ოდესის გამო რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შურს აუცილებლად ვიძიებთ. ისინი იგრძნობენ ამ შურისძიებას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ხალხს და ყველასი, ვინც ოდესასთან არის ფიქრებითა და ემოციებით. ჩვენ ამას გადავლახავთ. ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ“, - წერს ზელენსკი.
    შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე წუხელ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა.

    იპნ
  10. tvati
    აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის მხრიდან არაკონსტრუქციულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესი ნდობას კარგავს. მშობლების ინფორმაციით, ორშაბათს ბრიფინგს გამართავენ და სახელმწიფოს მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ შემოტანისთვის კონკრეტულ ვადას დაუსახელებენ.
    როგორც აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედამ, მაკუნა გოჩიაშვილმა „პალიტრანიუსთან“ აღნიშნა, მედიკამენტის შემოტანის პროტოკოლი 15-დან 20-ივნისამდე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა ის დღემდე არ დამტკიცებულა.
    მისივე თქმით, მშობლები ამ დროის განმავლობაში სამუშაო პროცესში მოთმინებით ერთვებოდნენ, თუმცა სახელმწიფო, დარღვევების გამო, მშობლების ნდობას კარგავს.
    „ბოლო საბჭოზე მთავრობის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ 15-დან 20 ივნისამდე მედიკამენტის შემოტანის შესახებ პროტოკოლი ჩამოყალიბდებოდა, დაინიშნებოდა ახალი საბჭო და ასევე, ამ პერიოდისთვის ჩვენ წამლის მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებების შესახებ მეტს შევიტყობდით. საბჭო არა თუ არ დაინიშნა, ისიც კი არავის უცნობებია ჩვენთვის, რომ მისი დანიშვნა დაგვიანდებოდა. არავის გავუფრთხილებივართ, კომუნიკაცია არავისთან გვქონია. 15 ივნისს დასამტკიცებელი პროტოკოლი ივლისის ბოლოსაც არ დამტკიცებულა.
    ჩვენ, მშობლები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მუშაობის პროცესში ძალიან კონსტრუქციულად და მოთმინებით ვიყავით ჩართულები. ამდენ ბიუროკრატიასა და წერა-კითხვაში გაწელილი დრო ჩვენთვის უკვე ძალიან საგანგაშოა. კომუნიკაცია ძალიან არაჯანსაღია, რადგან დაპირება და მისი შესრულება ერთმანეთს არ ემთხვევა.
    მშობლები ორშაბათს გავმართავთ ბრიფინგს, სადაც ჩვენს სამომავლო გეგმას გამოვაცხადებთ და სახელმწიფოს კონკრეტულ ვადას დავუსახელებთ. მათ მოუწევთ გვითხრან კონკრეტული თარიღები, თუ როდის შემოიტანენ მედიკამენტს, რადგან მოთმინებასა და კონსტრუქციულობასაც აქვს თავისი საზღვრები. პირობები ორმხრივი უნდა იყოს. მათი მხრიდან იმდენი რამ დაირღვა, რომ სამუშაო პროცესი ჩვენს ნდობას კარგავს“, - განაცხადა მაკუნა გოჩიაშვილმა.
     
    შეგახსენებთ, რომ იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. ამ დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს. ეს გულისხმობს წამლის გარდა სხვა, ყველა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას.
    ცნობისთვის, ზემოხსენებული დოკუმენტის შემოღებამდე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში მართავდნენ და სახელმწიფოსგან მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ დაფინანსებას ითხოვდნენ.

    პალიტრანიუსი
  11. tvati
    შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი ნატო-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
    „ბატონ სტოლტენბერგთან მარცვლეული დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები განვიხილეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - „უკრაინა-ნატოს” საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, შავ ზღვაში რუსეთს აგრესიულ ნაბიჯებზე.
    „ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის მოშლა, გამოიწვევს პრობლემებს შესაბამისი შედეგებით ყველასთვის მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  12. tvati
    პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადებების შემდეგ დაიბარა რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი. ამის შესახებ პოლონეთის პრეს-სააგენტო იტყობინება.
    სააგენტო ციტირებს მინისტრის მოადგილეს პაველ იაბლონსკის, რომელმაც რუსი დიპლომატის დაბარების მიზეზად დაასახელა კრემლის თავკაცის „პროვოკაციული განცხადებები“ და „რუსეთის ფედერაციის სხვა არამეგობრული ქმედებები პოლონეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“.
    იაბლონსკის თქმით, შეხვედრა ხანმოკლე იყო, ანდრეევს უთხრეს, რომ „ფსევდო-ისტორიული არგუმენტები, სტალინის გათეთრების მცდელობა მისივე მსგავსი ომის დამნაშავის ვლადიმირ პუტინის მიერ, არის ქმედება, რომელსაც პოლონეთი აფასებს ესკალაციის პროვოცირების მცდელობად“.
    „ჩვენ სრულად ვგმობთ ისტორიის რევიზიის ამგვარ მცდელობას, ჩვენ ასევე ვგმობთ ისტორიის გადასინჯვის ამ მცდელობას პროპაგანდისტული საქმიანობისა და ჰიბრიდული ომისთვის“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
    რუსეთის ელჩი შეხვედრის დროს "ძალიან ნერვიულობდა, მისი დამოკიდებულება იყო არამეგობრული, ხოლო ქცევა არ შეესაბამებოდა დიპლომატიური პროტოკოლის წესებს".
    რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით კი, ელჩმა ანდრეევმა "საკადრისი პასუხი გასცა" პოლონეთის საგარეო უწყებას.
    21 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრალდებები წაუყენა პოლონეთს, რომელიც, მისი თქმით, თითქოსდა „ომში „პირდაპირ ჩარევას“ და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის მითვისებას გეგმავს. პუტინი ასევე აცხადებს, რომ პოლონეთი ბელორუსის ტერიტორიის ნაწილის ანექსიასაც ცდილობს. რუსეთის ლიდერი ამტკიცებს, რომ სსრკ-ს გენერალურმა მდივანმა იოსებ სტალინმა პოლონეთს, სავარაუდოდ, მისი ამჟამინდელი ტერიტორიის ნაწილი "აჩუქა".
    პუტინის სიტყვები დაგმო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ და აღნიშნა, რომ „სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ასობით ათასი პოლონელის სიკვდილზე“.

    რადიო თავისუფლება
  13. tvati
    უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.
    ინფორმაცია შაბათს თავად სააგენტომ გაავრცელა და დაწერა, რომ ჟურავლიოვი გარდაიცვალა „უკრაინული დაბომბვის დროს“, ის მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ,
    სააგენტოს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც.
    რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი რომან პოლშაკოვი და ოპერატორი დმიტრი შიკოვი, ხოლო მათ შორის, ვინც ცეცხლის ქვეშ მოექცა, იყვნენ TASS-ისა და ტელეკომპანია „როსიის“ კორესპონდენტები.
    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვა შაბათს შუადღისას მოხდა. უკრაინელი სამხედროები რუსული მხარის პრეტენზიებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
    ჟურავლიოვი მართავდა ტელეგრამის არხ „ნეჟურკას“, სადაც უკრაინის ომზე წერდა.
    მანამდე ის იყო აკრძალული ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის აქტივისტი, ასევე ხელმძღვანელობდა არარეგისტრირებული პარტია „ედუარდ ლიმონოვის სხვა რუსეთის“ სვერდლოვსკის ფილიალს.
    2014 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა ყირიმის ანექსიაში და დონბასში ომში სეპარატისტთა მხარეს, რომლებსაც რუსეთი უჭერდა მხარს.
    რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან ომს ათობით უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი და ბლოგერი ემსხვერპლა. მათ შორის, ვერა გირიჩი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი, გასული წლის აპრილში კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
    უკრაინელი ფოტოგრაფი მაქსიმ ლევინი რუსმა ჯარისკაცებმა შარშან მოკლეს. ხოლო რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა კიევის დაბომბვისას დაიღუპა.
     
    რადიო თავისუფლება
  14. tvati
    23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.
    რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.
    გამოცემა "დუმსკაია" წერს, რომ ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე ფერიცვალების ტაძარს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.
      პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩენილიყვნენ თავშესაფარებში და არ გამოექვეყნებინათ ფოტოები სოციალურ ქსელებში.
    მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის სხვადასხვა რაიონში აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ.
      რუსეთს დაბომბვის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
    ოდესის ფერიცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. იგი აშენდა 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე. 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა.
    სარესტავრაციო სამუშაოები წარმოებს 1999 წლიდან, ძირითადად შემოწირულობებით. 2010 წელ, როდესაც ოდესის ეპარქიის გადაეცა, ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. ტაძარში მდებარეობს ნოვოროსიისკის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.
      ოდესაზე და მის შემოგარენზე თავდასხმები გაძლიერდა 17 ივლისის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. შეფანხმება უსაფრთხო დერეფანს უქმნიდა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს. მხოლოდ ჩორნომორსკის პორტში, უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული, რომელიც მზად იყო გადასაზიდად.
    კრემლი ამტკიცებს, რომ ოდესის რეგიონს უტევს 17 ივლისს ღამით ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმის გამო.

    რადიო თავისუფლება
  15. tvati
    არჩევნებამდე როცა წელიწადზე მეტია დარჩენილი, ეს პოლიტიკური გაერთიანებების ისტერიული კამპანია არის ფარისევლობა, პოლიტიკოსების ტრადიციული უნებისყოფობა და სიყალბე, რომელიც აუცილებლად დასრულდება სამარცხვინო შედეგებით, ერთმანეთის ტალახში გორაობით და გინებით, რაც გახარიას გუნდის ესთეტიკა არასდროს ყოფილა, რაშიც არასდროს მიგვიღია და მივიღებთ მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.

      მისივე განმარტებით, პოლიტიკური გაერთიანება ნიშნავს ყველა იმ პარტიის ფაქტობრივ ლიკვიდაციას, რომელიც სხვას უერთდება, რადგან 2024 წლის არჩევნებზე არანაირი საარჩევნო ბლოკები არ იარსებებს - იქნება ერთი სია, ერთი პოლიტიკური პარტიის, ერთი ნომრის ქვეშ.


    "დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. გაერთიანება და თანამშრომლობა განსხვავდება ერთმანეთისგან.  ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს ამბიცია იყოს დამოუკიდებელი და ანგარიშგასაწევი მოთამაშე. ვისაც ეს ამბიცია არ აქვს, ჰგავს ოროსან მოსწავლეს, რომელიც ყოველთვის სხვისგან გადაწერით ცდილობს გავიდეს ფონს. ასეთებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ და არასდროს უნდა ენდოთ!  ორ პოლუსს მიღმა პარტიების (არა სატელიტების) ამოცანა უნდა იყოს, ”ოცნებამ” და “ნაცებმა” ჯამში 50% ვერ აიღონ და ამ ქვეყანაში ეს 20 წლიანი ორპარტიული, უფრო სწორად 2 პერსონიანი სიგიჟე დასრულდეს.  ჩვენი მოქალაქეები არასდროს დაგვიყვია ფერებად, პარტიული ნიშნით. ყველას არჩევანს ვცემთ პატივს, ყველასთან ვისაუბრებთ პერსონალურად, ვისთვისაც ჩვენი ღირებულებები და ფასეულობები მისაღებია.", - წერს ბერდია სიჭინავა. 
  16. tvati
    ამიერიდან, როცა ჩინეთში მოხვდებით, შანხაიში, პეკინსა თუ სხვა დიდ ქალაქში, უბნის ჩვეულებრივ, ქსელურ მარკეტში დაგხვდებათ ქართული ღვინო „რანინა“. დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული ეს ღვინო მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე რომ მოხვედრილიყო დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული.
    Georgian Wine Network-ი კოორდინაციას უწევს ქართული ღვინის რამდენიმე კომპანიის საქმიანობას ჩინეთში. ორგანიზაცია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი პრომოუტერია, რომელიც მრავალრიცხოვან შეხვედრებს, საღამოებს, გამოფენებს და სხვა აქტივობას აწყობს ქართულ ღვინის პოპულარიზაციისთვის. ქსელში გაერთიანებულია ქართული ღვინის ექვსი მწარმოებელი, მათ შორისაა დუგლაძის ღვინის კომპანია.

    ქართული ღვინო შანხაის მაღაზიაში
    ეს პირველი შემთხვევაა, ქართული ღვინის ჩინეთში არსებობის ისტორიაში, როცა ის უამრავ მაღაზიასა და ქსელურ სუპერმარკეტში სისტემურად შევა.
    „რანინას“, ჩინეთის მასშტაბით, მსოფლიოში ცნობილ ისეთი სავაჭრო ქსელებში შეხვდებით, როგორიცაა 7-ELEVEN, Family Mart, LAWSON და ა.შ.
    ქართული ღვინო ათწლეულზე მეტია ჩინეთის ბაზარზეა, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა. ყოველდღიურ, უბნის მარკეტებში ქართული ღვინის შეღწევა იმის ნიშანია, რომ ის ჩინელი მომხმარებლისთვის ნელ-ნელა ყოველდღიურ, სამომხმარებლო პროდუქტად იქცა.
    Georgian Wine Network-ის ხელმძღვანელი, მიხეილ სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი მაღაზიების მენეჯმენტში, როგორც წესი, გადაწყვეტილებები ემყარება ანალიზს და ირჩევენ ისეთ პროდუქტს, რაც დანამდვილებით იციან, რომ სამომხმარებლო კალათაში დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს და რის მიმართაც მზარდი მოთხოვნა იქნება.
    მიხეილ სონღულაშვილი
    „ღვინო „რანინას“ ჩინეთში შეხვდებით არა მხოლოდ ისეთ დიდ სუპერმარკეტებში, სადაც წარმოდგენილია ასობით დასახელების ღვინო, არამედ მცირე ზომის ქსელურ მაღაზიებშიც, სადაც, ვთქვათ, მხოლოდ ათი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი: ფრანგული, იტალიური, ესპანური, ავსტრალიური, საყოველთაოდ ცნობილი მწარმოებელი ქვეყნების პროდუქტი, აღიარებული რეპუტაციით, სასურველი ყოველდღიური მოხმარებისთვის.
    ასეთ მაღაზიებში გამოჩენა ნიშნავს, რომ ქართულმა პროდუქტმა შეძლო საკუთარი ნიშა დაემკვიდრებინა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინისთვის ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩინეთის ბაზარზე.
    ქართული ღვინო აქამდეც იყო ხელმისაწვდომი ჩინეთში, თუმცა პროფილურ ალკოჰოლისა და სასმლის კერძო მაღაზიებში, ხელმისაწვდომი იყო ონლაინაც, სოციალური ქსელებით და ა შ., მაგრამ არა სისტემურად. ეს იყო ქართული ღვინის ფრაგმენტული პოზიციონირება ბაზარზე. დღეს კი, 5000-ზე მეტ უბნის ყოველდღიურ მაღაზიასა და 60-ზე მეტ დიდ სუპერმარკეტშია უკვე წარმოდგენილი ქართული ღვინო – „რანინა“ – ამბობს Georgian Wine Network-ის ხელმძღვანელი მიხეილ სონღულაშვილი.

    დუგლაძეების ღვინის კომპანია ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორია ჩინეთის ბაზარზე და „რანინაც“ 2016 წლიდანაა წარმოდგენილი ამ სივრცეში. თუმცა მხოლოდ ბოლო ხანებში მოხერხდა ქსელურ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ამ ბრენდის სისტემურად წარმოდგენა.
    „რანინას“ წარმატება არ მხოლოდ ღვინის მწარმოებელი ერთი კომპანიის წარმატებაა, არამედ ქვეყნის. რაკი ქართული ღვინო ჩინეთში უკვე ჩათვალეს სასურველ და კონკურენტუნარიან პროდუქტად, ეს გარდამტეხი მომენტი დიდ შესაძლებლობებს ხსნის სხვა ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის ამ ბაზარზე.
    საქართველოსა და ჩინეთს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების [FTA] გაფორმება აღმოჩნდა. ხელშეკრულებამ უზრუნველყო ქართული ღვინის ნულოვანი ტარიფით შეტანა ჩინეთის ბაზარზე, რამაც გამოიწვია ერთის მხრივ მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, დადებითი გავლენა იქონია ცნობადობაზე.
    მიხეილ სონღულაშვილი აქვე დასძენს, რომ ქართული ღვინის წარმატება წლების განმავლობაში კომპლექსური მუშაობის შედეგია: ერთი მხრივ ქართველი მწარმოებლების, რომლებმაც დიდი შრომა და რესურსი ჩადეს ქართული ღვინის ხარისხის დახვეწასა და ჩინურ ბაზარზე ამ პროდუქტის პოპულარიზებაში, ხოლო მეორე მხრივ – სახელმწიფოსა და ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს პოლიტიკის, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციას.

    ქართული ღვინო შანხაის მაღაზიაში
    დღესდღეობით ქართული ღვინო ჩინეთში იმპორტირებული ღვინის ათეულში შედის, თუმცა დიდი გზაა გასავლელი პოზიციის გასაუმჯობესებლად.
    „ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მომავლისათვის ტოვებს იმედის საფუძველს, რომ ბევრ სხვა ქვეყანაზე უფრო საინტერესოდ და მნიშვნელოვნად დავინახოთ ჩინეთის ბაზარი.
    სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ღირს ძალისხმევის გაწევა ჩინურ ბაზარზე ფეხის მყარად მოსაკიდებლად. იმის მიუხედავად, რომ ტრადიციული ბაზრები ჩვენთვის დიდი მნიშვნელობისაა, ქართულ ღვინოს ჩინურ ბაზარზე კიდევ უფრო უკეთ პოზიციონირების შესაძლებლობა აქვს და სწორი მუშაობით რეალური ხდება ჩინური ბაზარი იქცეს ტრადიციული ბაზრების ღირსეულ ალტერნატივად. რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება ქართული ღვინის ბაზარი, მით უკეთესი“ – ამბობს მიხეილ სონღულაშვილი.
     
    ნეტგაზეთი
  17. tvati
    “ჩვენი გუნდი გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს! ჩვენი გუნდის კარი ნებისმიერი იმ ადამიანისთვის არის ღია, ვისთვისაც მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილს მძევლად დარჩეს; ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული.”


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
     
    360161239_595943986058268_396957498612923875_n.mp4
  18. tvati
    “ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობა. 2021 წლის არჩევნების შედეგებით, ანუ ფაქტებით გვაქვს დადასტურებული, რომ ჩვენს გუნდს არ სჭირდება 50%, იმისთვის, რომ „ოცნება“ ოპოზიციაში გაუშვას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მუნიციპალიტეტების დონეზე.”


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 360127956_309890588232564_5062868311866043256_n.mp4
  19. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ბ.რ. და 1978 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს.
    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
    მათივე ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  20. tvati
    24 ივლისიდან, ონკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავიანთი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის.
    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.
    მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი იქნება მისი რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება.
    „ეს გადაწვეტილება კი იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა მიეცემა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში.
    300-მდე პაციენტის მკურნალობისთვის პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.

    რადიო თავისუფლლება
  21. tvati
    სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს, - ინფორმაციას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
    ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა.
    „როიტერსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტი არ შეიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას.
    როგორც მედია აღნიშნავს, დახმარების პაკეტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა - მასში შესაძლოა ცვლილებები კიდევ შევიდეს.
    ივლისის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში პირველად გაგზავნა ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული საბრძოლო საბრძოლო მასალები (DPICM) - კასეტური საბრძოლო მასალა.
    უკრაინამ აშშ-ს კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა რამდენიმე თვის წინ სთხოვა. ვაშინგტონს ამ საკითხის გადასაწყვეტად დრო დასჭირდა.
    7 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს.

    რადიო თავისუფლება
  22. tvati
    „ბიბისის“ ცნობით, ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა.
    გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
    ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ჰარლოუს დეპუტატი რობერტ ჰალფონი.
    დეპუტატის თქმით, ჰარლოუ ზელენსკის სახელობის ქუჩისთვის შესაფერისი ადგილია, რადგან ეს ქალაქი აშენდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ლონდონელი ოჯახებისთვის.
    „ახალი ქალაქი ჰარლოუ წარმოიშვა, როგორც ფენიქსი ფერფლიდან. ჩვენ გვინდოდა, უკრაინელებისთვის გვეჩვენებინა, რისი გაკეთება არის შესაძლებელი. რუსეთზე გამარჯვების შემდეგ მათ ექნებათ ახალი ლამაზი ქალაქების აშენების შესაძლებლობა“, – განაცხადა რობერტ ჰალფონმა.

    radio tavisupleba
  23. tvati
    სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა.
    გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებასთან შეთანხმებით.
    კომპანიის საწესდებო კაპიტალი 200 ბელარუსული რუბლია, რაც დაახლოებით 7 ათას რუსულ რუბლს უდრის.
    კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თავად პრიგოჟინია, მისი მფლობელი კი - რუსული კომპანია „კონკორდი“, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის. ბელარუსული კომპანიის საქმიანობის ერთადერთი სახეობაა „უძრავი ქონების მართვა“.
    23–24 ივნისს „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულმა მებრძოლებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინის ომში ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული მსვლელობა წამოიწყეს დონის როსტოვსა და მოსკოვში სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით.
    რუსეთის ხელისუფლებამ ეს ქმედებები ამბოხად შეაფასა. კოლონამ მსვლელობა ბელარუსის ავტორიტარული ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მონაწილეობით მოლაპარაკებების შემდეგ შეწყვიტა. გამოცხადდა, რომ აჯანყებაში მონაწილეობისთვის არავინ დაისჯებოდა და „ვაგნერელებს“ ბელარუსში გადაასახლებდნენ.
    მონიტორინგის პროექტის „ბელარუსი გაიუნის“ მიხედვით, „ვაგნერის“ ორ ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ახლა ბელარუსში იმყოფება. თავად პრიგოჟინი, მისი თვითმფრინავის გადაადგილების მარშრუტების მიხედვით, ზოგჯერ ჩადის ქვეყანაში, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს რუსეთში ატარებს.
    ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცები ბელარუს სამხედროებს მოამზადებენ.
    ტელეგრამის არხებზე გამოჩნდა დაჯგუფების ლიდერების ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის გამოსვლის ვიდეო, რომელშიც ისინი პირობას დებენ, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან „მსოფლიოს მეორე არმიას“ შექმნიან და ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ლუკაშენკას მხარეს დაიკავებენ.

    radio tavisupleba
  24. tvati
    სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 3 ქართული ფილმი მონაწილეობს.
    დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ და გიორგი ფარქოსაძის „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“.
    მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“.

    პუბლიკა
  25. tvati
    21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გოგებაშვილზე პოლიციამ „ჩხრეკის მიზნით“ გააჩერა.
    ლაშა ჟღენტთან ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა მისი ძმაც. ლუკა ჟღენტი ამბობს, რომ „პოლიციელები იყვნენ აგრესიულები და მის ძმაზე ფიზიკურად ძალადობდნენ”.
    ლაშა ჟღენტის დედა, სოფო გამცემლიძე ამბობს, რომ ამბის მედიით გაშუქების შემდეგ მას ტელეფონზე ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გაჩუმდეს. ის ამბობს, რომ მოითხოვა პოლიციის სამკერდე ჩანაწერებიც, თუმცა უთხრეს, რომ „ასეთი არ არსებობს”.
    „იყო რამდენიმე ზარი ტელეფონზე, რომ ყველაფერი შეგვეწყვიტა. ოჯახის ახლობლებმა დარეკეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დარეკავს და ვის დაარეკვინებენ”, – ამბობს ის.
    ცნობილია, რომ ლაშა ჟღენტის საქმით დაინტერესდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ახალგაზრდა კაცს უწყებაში დღეს გამოჰკითხავენ.

    პუბლიკა
×
×
  • შექმენი...