საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომელ გოგა რაზმაძის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და მისი განცხადება რეაგირებისთვის შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსთან გააგზავნა ანუ უწყებაში, რომელსაც განმცხადებელი დისკრიმინაციას ედავება.
რა ხდება?
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა დისკრიმინაციულად ეპყრობა განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის დაფიქსირების გამო. მისივე თქმით, შსს გეგმავს აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციას, რათა არასასურველი თანამშრომლები სისტემიდან გაუშვას.
რაზმაძის თქმით, დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებსა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ საუბარი არაერთხელ სცადა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან, რომლის კურატორად დანიშვნის შემდეგაც შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ დარახველიძესა და დეპარტამენტის მენეჯმენტისთვის მეილი გაეგზავნა.
მან საჯაროდ და წერილობითაც მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით და თქვა, რომ მზად იყო დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა მის მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. რაზმაძემ ასევე მიმართა სახალხო დამცველს.
საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება
საგამოძიებო სამსახურის თანახმად, გოგა რაზმაძის მიერ განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, არ გამოიკვეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნები.
საგამოძიებო სამსახურის წერილის თანახმად, გოგა რაზმაძემ არ ისურვა მისივე განცხადებაში მოყვანილი გარემოებების დაზუსტება და გამომძიებელთან გასაუბრება.
„ვინაიდან განცხადება შეიძლება შეიცავდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომების ჩადენის ფაქტებს, თქვენი განცხადება, რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს“, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის 25 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც გოგა რაზმაძემ გამოაქვეყნა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს წერილის ნამდვილობა და ის, რომ გოგა რაზმაძემ გამოკითხვაზე უარი თქვა.
რაზმაძის პოზიცია
გოგა რაზმაძის განმარტებით, მან უარი თქვა უკანონო „საგამოძიებო მოქმედებაში” მონაწილეობაზე. კერძოდ, განცხადების შეტანიდან 4 დღის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი და სთხოვა საგამოძიებო ორგანოში მისვლა, რაც მეორე დღესვე გააკეთა. შეხვედრაზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ფაქტზე არ იყო დაწყებული და დაბარების მიზეზი იყო მასთან გასაუბრება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ოქმით. რაზმაძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყებამდე დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის გამოკითხვას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს, ამიტომ უარი განაცხადა წერილობითი ინფორმაციის მიწოდებაზე.
„სამსახურის წარმომადგენელს განვუმარტე, რომ ჩემს მიერ წერილობით განცხადებაში მითითებული გარემოებები შეიცავდა საკმარისზე მეტ დანაშაულ(ებ)ის ნიშნებს და იყო აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად“, — აცხადებს რაზმაძე და დასძენს, რომ ითხოვა გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად და მზად იყო, ამის შემდეგ ეთანამშრომლა გამოძიებასთან.
„ჩემი განცხადება, რომელშიც აღწერილი მაქვს შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მოადგილის მიერ ჩემს მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულ(ებ)ი), რეაგირებისთვის გააგზავნა ამავე დანაყოფში — შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. ალბათ, ისევ მინდიაშვილმა უნდა დამიბაროს ახლა გენერალურ ინსპექციაში, ამჯერად წინ ედება მისი უკანონო ქმედებების შესახებ ჩემი დაწერილი განცხადება (რომელიც მის ხელში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო) და დამამცირებელი მოპყრობის ახალი სერია მელოდება წინ“, — აცხადებს რაზმაძე.
გოგა რაზმაძის თქმით, ის გააგრძელებს საკუთარი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით. რაზმაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
ამ თემაზე:
სასამართლომ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” დაავალა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე. ამის შესახებ განცხადებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აქვეყნებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. კერძოდ, მას კბილის მწვავე ტკივილები ჰქონდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც გართულება გამოიწვია. ორგანიზაციის შეფასებით, მან წერილობით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, თუმცა უშედეგოდ.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებდა PHR-ის მოთხოვნას, აბიტურიენტი ერთ სასწავლო წელს კარგავდა.
აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართველი მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შარშან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ შეერთებულ ტატებში არ გაემგზავრა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ 27 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მოსამართლეებს უმასპინძლეს 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემების შესახებ, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართა.
„მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმებისა და დამცავი ორდერების შესახებ. ვაშინგტონში კი ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო პროცესებს დაესწრნენ. ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის გამართული აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ტურითა და სასამართლოს როლის შესახებ ბრიფინგით დასრულდა“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები: ლილი მსხილაძე, ნინო ნაჭყებია, ხათუნა ხარჩილავა, დავით კურტანიძე, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური.
აქედან ორი — ნინო ნაჭყებია და ხათუნა ხარჩილავა — იყვნენ იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც 2022 წლის მაისში აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში უნდა გამგზავრებულიყვნენ. თუმცა ამერიკულმა მხარემ აღნიშნული პროგრამიდან მოხსნა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რის შემდეგაც ამერიკაში არც სხვა 5 მოსამართლე წავიდა.
„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეების პროტესტს. განცხადება მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილი საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას ახალ რუსულ პროვოკაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გუშინ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.
მოქალაქეებმა გააპროტესტეს რუსეთის მოქალაქეების საკრუიზო გემით ბათუმში შემოსვლა.
„აფხაზეთი საქართველოა”, „რუსეთი გვართმევს სამშობლოს”, „რუსეთი ოკუპანტია” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები საკრუიზო გემთან, რომელმაც ბათუმში რუსეთი მოქალაქეები შემოიყვანა.
ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა, სადაც მმართველი საბჭო და თავმჯდომარე აირჩიეს, ასევე დამტკიცდა წესდება, მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.
კონფერენციის მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით, ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ხვედელიანი აირჩიეს. ასევე მმართველი საბჭო დაკომპლექტდა რუსთავის, თბილისისა და რეგიონების 15 წარმომადგენლისგან.
კონფერენციას ესწრებოდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე- გიორგი გახარია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრები და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმოდგენილი. მისი შექმნის მიზანი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა და მათი გაძლიერეებაა.
უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ერთი-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ხელმძღვანელობა ძალების ნაწილს ჯერ კიდევ რეზერვში ტოვებს, კონტრშეტევისთვის გამოყოფილი ძალების „ძირითადი ნაწილი“ უკვე საქმეშია ჩართული.
“სიჯიუტემ, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგები მოიტანა. კონტრშეტევის მსვლელობისას სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული თავდაცვითი ბარიერების გარკვეული ელემენტები გაირღვა და სარეზერვო შენაერთები მივიდნენ, რათა ამ შესაძლებლობით ისარგებლონ”, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბარში.
"დამოუკიდებლობის დღეს შეზლონგზე წამომოკოტრიალებული უფლებააყრილი მონისთვის ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ღირსების და სუვერენიტეტის დაცვა რომ ქაჯობაა ეს კი არ არის შემაშფოთებელი, არამედ ის, რომ ბიძინას უნდა მთელი საქართველო მონა ირაკლების ფსიქოლოგიით მოაწყოს - ჩვენში ეროვნული თავმოყვარეობის ნატამალი არ დატოვოს და ყველაფერი, რაც წმინდაა - სამშობლო, თავისუფლება, გმირების დაღვრილი სისხლი - გაგვიუფასუროს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია შიშებით უღირსი მონები მართო (ზუსტად ისე, როგორც ირაკლებს მართავს). ღირსების მქონე ხალხი მისი პირადი საფრთხეა და ეს მარტში უკვე ნახა. ხოდა, ამ უმძიმესი, ქართველის ინტელექტის შეურაცხმყოფელი, პროპაგანდის მიუხედავად, ღირსება არ უნდა დავკარგოთ, თორემ ქვეყანასაც გაგვინადგურებენ და მორალურადაც მიწასთან გაგვასწორებენ."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
“რუსული გავლენები საქართველოში უფრო და უფრო მეტად ძლიერდება. ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ სავიზო რეჟიმი უნდა გადაგვეხედა და გაგვემკაცრებინა, რადგან მივიღეთ ათი ათასობით რუსი , რომელიც უკვე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და კონკურენციაშია ჩვენს მოქალაქეებთან მომსახურებისა თუ ბიზნეს სფეროში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ლაინერით ბათუმში შემოვიდნენ, თუ მათ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი ეს ცალსახა საფუძველია, რომ ქვეყანაში არ შემოეშვათ.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
”ვინც დაინტერესებულია იმით, რომ 2024 წლის არჩევნებზე, გახარიას ფორმულის მიხედვით, “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობლივად 50%-ზე მეტი ვერ აიღონ, ასეთ ადამიანებთან გვაქვს კონსულტაციები.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
10000000_314186317698197_2790037636040189957_n.mp4
ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთ-ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა.
მათივე ინფორმაციით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთანსაპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".
აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარალელურად აქცია თბილისში, პარლამენტის წინაც გაიმართა.
ინტერპრესნიუსი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ანდეზიტი (დაბა ბაკურიანი) იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.
„ბახმუტის მიმართულებაზე ბახმუტის სამხრეთით თანდათან წინ მივიწევთ. ბრძოლები გრძელდება კლიშჩიივკის, კურდიუმივკისა და ანდრიივკის რაიონებში.
ბრძოლებს საკმაოდ სასტიკი ხასიათი აქვთ. მტერი ინტენსიურ ცეცხლს ხსნის“, - წერს მალიარი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბახმუტის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის იერიშებს იგერიებენ.
მალიარის თქმით, კუპიანსკის მიმართულებაზე მტერი შეტევებს აწარმოებს, მაგრამ უკრაინა პოზიციების დაკარგვის გარეშე ახერხებს მათ მოგერიებას. ასევე რამდენიმე იერიში მოგერიებულ იქნა ლიმანის მიმართულებაზე.
21 წლის ლაშა ჟღენტის საქმეზე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
სამსახურში ამბობენ, რომ სურთ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
„2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
გამოძიების დაწყებიდან დღემდე, შემჭიდროვებულ ვადებში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, მათ შორის, ინციდენტის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები მოიპოვა და ფაქტის შემსწრე ნეიტრალური მოწმეები გამოკითხა.
კერძოდ, საქმეზე დაკავების ადგილზე მყოფი, ინციდენტის შემსწრე 6 პირი გამოიკითხა, რომლებმაც მიუთითეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დაუნახავთ.
მათივე ცნობით, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ლაშა და ლუკა ჟღენტებს ჩაუტარდათ სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტთან პირადად წარდგენის გზით. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნები მიღებული არ არის; სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე დაკავებულის ბებიას გულნაზი ჟღენტს, რომელიც ასევე მონაწილეობდა დაკავების ინციდენტში და რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
„მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მან გამოძიებას განუმარტა, რომ იგი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა და დაკავებული ლაშა ჟღენტის წაყვანის საშუალებას არ აძლევდა. გულნაზი ჟღენტმა მიუთითა, რომ მის მიერ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიიღო.
მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.
პუბლიკა
ასევე იხილეთ
„ბორკილები დამადეს, ორ კაცს ვეჭირე, ერთი მირტყამდა“ - 21 წლის ბიჭი პოლიციელს ძალადობაში ადანაშულებს
21 ივლისი, 2023
დღეს, გამთენიისას, რუსეთის ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE ბათუმში ჩამოვიდა. გემს ჩამოყოლილი რუსი ტურისტების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა და „ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირში ვართ“.
რუს ტურისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა ჩაწერეს.
კიდევ ერთი რუსი ტურისტი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო საბჭოთა კავშირია და რუსეთი ოკუპანტი არაა.
რუსი ტურისტების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მიზანმიმართულად არ გააკეთებს კომენტარს ოკუპაციის შესახებ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited-ის“ სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
“ - რატომ არ უნდა აიღოს ოცნებამ და ნაცებმა ჯამში 50%? იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ დავინახეთ როგორ შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ კორუფციაშიც, ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც.
რა უნდა გააკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა? გამარჯვების ფორმულა პარტიებისთვის არის - იყოს ანგარიშგასაწევი ძალა ფონს გასასვლელად და მანდატის მოსაპოვებლად არ უნდა გადაიწეროს სხვა პარტიებისგან იდეები. თვითონ უნდა იყოს თვითმყოფადი და ორიენტირებული პარტიის გაძლიერებაზე, შესაბამისად არ ექნება პრობლემა გადალახოს 5%იანი ბარიერი.
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი
- ჩვენს მოქალაქეებს გაცილებით მძიმე სოციალურ ეკონომიკური გამოწვევები აქვთ, ვიდრე ის - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ადამიანს, რომელმაც არ იცის სესხი როგორ გადაიხადოს, შვილებს რა ჩააცვას, აბა ჰკითხეთ - მელია ჯობია თუ ხაბეიშვილი, ამ ბუღალტერიაში შესვლა უნდა თუ არა?”
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი
გადაცემის ბმული: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/834834054675961/
ნატო-უკრაინის საბჭომ შავ ზღვაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ალიანსის ცნობით, საბჭომ მკაცრად დაგმო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება და მისი მიზანმიმართული მცდელობები, შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი, რომელზეც ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული მთელ მსოფლიოში.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთი შიმშილის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შიმშილის იარაღად გამოყენება. რუსეთის ქმედებები მნიშვნელოვან რისკებს უქმნის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას, რომელსაც ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და ზრდიან ჩვენს სიფხიზლეს. მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი ყოველგვარი აგრესიისგან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეები მიესალმნენ ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევას, გააგრძელონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სახმელეთო და საზღვაო გზით.
საბჭომ ასევე დაგმო რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის საპორტო ქალაქებზე და აღნიშნა, რომ რუსეთმა შექმნა „არასწორი გაანგარიშებისა და ესკალაციის ახალი რისკები, ასევე სერიოზული დაბრკოლებები ნაოსნობის თავისუფლებისთვის“.
იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მოიწვია.
”დღეს არის ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეს უდგას არჩევანი, ან პოლიტიკურად აქტიური პოზიცია დაიჭიროს, ოღონდ ისე არა, რომ „ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, ან „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ერთპარტიული მმართველობა გაინაღდონ, ან კოალიცია შექმნან.
არა! ან უნდა დაიკავოს ამისგან განსხვავებული პოზიცია, ან წავიდეს ამ ქვეყნიდან. სხვა ალტერნატივა არ არის. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ალტერნატივის შეთავაზება შეგვიძლია და მივესალმებით სხვასაც, ვინც ამ ალტერნატივას შესთავაზებს.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი
363353585_846808283681090_4002178051598667667_n.mp4
ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.
ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.
„გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს, ძალიან რთულად ხდება ექიმთან მიყვანა, საავადმყოფოში გადაყვანა. არც არავინ მოსულა. წესით დღეს დილით აქ უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს საელჩოდან წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა ეკითხათ, რა მდგომარეობა იყო ან ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, სად ვცხოვრობთ. არავინ მოსულა, არც დაურეკავთ იმის მერე, რაც გაიგეს, რომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტებთან,“ - აცხადებს ხატია მახარეიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ემიგრანტების თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა. მათივე განცხადებით, არეულობის დროს, სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა.
ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს მისი ინსტიტუტების გაუმჯობესებაში.
„აშშ-მა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოში ცნობილი იყვნენ სასამართლო სისტემის კონტროლით. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად. ასე რომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველების 90 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ სურს იყოს ევროპის ნაწილი და ქვეყანაში ამ საკითხზე პოლარიზაცია არ არსებობს.
„ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ მიერ დაწესებული პირობები ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებში და გვინდა ვიხილოთ წინსვლა ამ საკითხებში მომდევნო თვეებში. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭო მოხსენებას წარადგენს“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.
ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72 /74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში (162 კილოგრამით) მარიამმა კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ რეკორდებიც დაამყარა – ატაცსა და ორჭიდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საუკეთესო შედეგი მარიამ ორი კილოგრამით გააუმჯობესა.
ნატო-უკრაინის საბჭომ დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას “ნატო-უკრაინის საბჭოს ამ მნიშვნელოვანი სხდომის ჩატარებისთვის”.
“მივესალმებით ალიანსის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მკაფიო და ერთმნიშვნელოვან დაგმობას. სულ რაღაც ორი კვირის წინ ვილნიუსში შექმნილმა [ნატო-უკრაინის] საბჭომ უკვე დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია…
უკრაინა გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, და ამ საკითხში მოკავშირეების მხარდაჭერას ვაფასებთ. ერთიანი ვრჩებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ნატოს წევრობისკენ გზაზე”, - წერს ზელენსკი.