Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს უკრაინის პორტების ოკუპირების საშუალება არ აქვს.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის გარემოება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, პორტებს ესვრის, როდესაც ამ პორტების ოკუპირება არ შეუძლია, ტერორიზმად, ტერორისტულ აქტად და მოსახლეობის დაშინების მცდელობად უნდა ჩაითვალოს.
    "პუტინს პორტების ოკუპირების საშუალება არ აქვს. ეს არ არის სამხედრო მოქმედებები. ეს ომიც არ არის. ჩვენი პორტების დაკავების საშუალება, უბრალოდ, არ აქვს. ჩვენ მთლიანად ჩავძირავთ მის ფლოტს, თუ მოგვიახლოვდება. და ეს მშვენივრად ესმის", - განაცხადა ზელინსკიმ.
    ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ადეკვატური ადამიანი არ არის, და ამას უკვე მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ხვდება.

    იპნ
  2. tvati
    სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი ამჯერადაც აქციის ფონზე დატოვა.
    ბათუმში პროტესტი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში ჩამოდგა. მომიტინგეები შეძახილებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილიდან ბათუმის პორტი ამოშლილიყო.
    ადგილზე მთელი დროის განმავლობაში, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. პორტის ტერიტორია რკინის ბარიკადებით იყო შემოსაზღვრული. აქციის დროს 23 ადამიანი დააკავეს.
    ცნობისთვის, აქციის ფონზე დატოვა ბათუმში პორტი სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა რამდენიმე დღის წინაც. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე “ასტორია გრანდეს” ვებსაიტზე საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილებიდან ბათუმის პორტი ამოშლილია.
    მომიტინგეთა ნაწილი ახლაც ადგილზე რჩება.

    იპნ
  3. tvati
    სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებული ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა.
    როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული დაკავებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.
    „საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2023 წლის 31 ივლისს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, ცხრამეტი პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი უკრაინის მოქალაქე.
    სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. დაკავებული რ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.
    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
    საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
    ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

    ინტერპრესნიუსი
  4. tvati
    რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
    „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის", -წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე".

    იპნ
  5. tvati
    ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, - ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" შემოსვლა.
    როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს.
    „ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც - „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება - „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.
    ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!“,- წერს გახარია.
  6. tvati
    კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეფასებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე შოთა ქადაგიძის არჩევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავს თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს.
    27 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია.
    დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 16 ივნისის სხდომაზე ზურაბ აზნაურაშვილმა პირადი განცხადებით მიმართა იუსტიციის საბჭოს და თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომა მოითხოვა.
    კოალიციის შეფასებით, გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად დამოუკიდებელ ინსპექტორად კლანისადმი ლოიალურად განწყობილი პირის დანიშვნა საფრთხეს უქმნის დისციპლინირების პროცესის სანდოობას და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. აღნიშნული კი საბოლოოდ, აფერხებს სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

    პუბლიკა
  7. tvati
    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში რუსული კრუიზის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი გაათავისუფლოს.
    ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ამ საფუძველით ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს.
    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს:
    შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კონსტიტუციური ინტერესებიდან გამომდინარე, და, უზრუნველყოს:
     არ გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა და არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა; გაათავისუფლოს აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები; შესაბამისმა დანაყოფებმა დაკავებულების ადვოკატებს და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
    დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. დღეს, 31 ივლისს გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი, Astoria Grande შემოვიდა, რომელმაც რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა.
    მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.
    პუბლიკა  
  8. tvati
    პარტიამ „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა.
    პარტიის ახალგაზრდების ინიციატივითა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა.
      შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.
    პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას, ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრას და ახალგაზრდა კანდიდატების განვითარების ხელშეწყობას საერთო არჩევნებისთვის.









  9. tvati
    აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აჩვენებენ, რომ არ მიესალმებიან ადამიანების ჩამოსვლას იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს შეეფასებინა ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან გამოსული Astoria Grande-ს საწინააღმდეგოდ გამართული აქცია.
    "მნიშვნელოვანი არ არის, რას ვფიქრობ მე. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აზრი, რომლებმაც აჩვენებს - არავინ უნდა ელოდოს, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი...
    არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა, სახმელეთო გზით თუ ზღვით ჩამოსულს. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ისინი იყენებენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ", - თქვა ელჩმა.
    გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.
    ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.
    ასევე ნახეთ სავარაუდოდ, პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს ბათუმის ნავსადგური Astoria Grande-ს მგზავრებმა
    საპროტესტო აქციაზე დააკავეს მინიმუმ 9 ადამიანი, თუმცა ეს არ უნდა იყოს საბოლოო მონაცემები. "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.
    პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

    რადიო თავისუფლება
  10. tvati
    რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში.
    ლვოვა-ბელოვამ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ ამ ბავშვების დიდი უმრავლესობა რუსეთში მშობლებისა და ნათესავების თანხლებით ჩავიდა.
    17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში, რაც სამხედრო დანაშაულია საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით.

    რადიო თავისუფლება
  11. tvati
    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
    როგორც მან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ქულებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადები შეიტანონ.
    მისივე თქმით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს ექვს საათამდე, აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება, რომ მათი საგამოცდო ჩამონათვალი ქულებიდან გამომდინარე ადეკვატურად შეცვალონ.
    “2023 წლის ზაფხულის გამოცდები დასრულდა. 75 000-ზე მეტი აპლიკანტი გვყავდა. მათ 24 საგამოცდო ცენტრი და 3000 თანამშრომელი ემსახურებოდა. მინდა მადლობა ვუთხრა მათ და ასევე ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც მუშაობდა იმისთვის, რომ გამოცდები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში ჩაგვეტარებინა. მოგეხსენებათ, წელს რეკორდული რაოდენობის, 45 000 აბიტურიენტი გვყავდა. მათგან გამოცდაზე 94% გამოცხადდა. მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 18 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა და გამოცდაზე 82% გამოცხადდა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000 მსურველი იყო და 80% გამოცხადდა გამოცდაზე. დაბოლოს, 3000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა გრანტის მოპოვების მსურველთა გამოცდაზე და მათი 75% უშუალოდ გამოცხადდა ადგილზე.
    შედეგების გამოქვეყნება ხვალ დილის 10 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტები თავიანთ პირად გვერდზე უნდა შევიდნენ. შეიყვანონ პირადი მონაცემები, პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი, რის შემდეგაც ისინი პირველად შედეგს ნახავენ. აპელაციების შემდეგ შესაძლებელია ქულები შეიცვალოს.
    აპელაციები ყველა საგნის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება. სააპელაციო განაცხადის შემოსატანად აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ. განაცხადების შემოტანა ონლაინ შეუძლიათ.
    აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის ექვს საათამდე, აბიტურიენტებს აქვთ საშუალება, მათ საგამოცდო ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ. მას შემდეგ რაც გაიგებენ ქულებს, ისინი ნახავენ კონკურსს თითოეულ სასურველ პროგრამაზე და შეუძლიათ მათი ჩარიცხვის შანსები უფრო ობიექტურად შეაფასონ”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
  12. tvati
    რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰში მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო დარყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
    „კრივ-რიჰი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტა ესროლეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ, ხალხია მოყოლილი. ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ", - წერს მინისტრი.
    მისივე თქმით, მეორე რაკეტამ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა.
    „ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, სამედიცინო დახმარება 10 მოქალაქეს დასჭირდა. შესაძლოა ხალხი ისევ იყოს ნანგრევებში. სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - აცხადებს კლიმენკო.

    იპნ
  13. tvati
    ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.
    დაკავების მომენტში ქალი ამბობდა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო.
    ახალგაზრდა ქალის დაკავების ამსახველი ვიდეო “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. სანამ პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანდნენ, ქალი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ წაართვეს როგორც უკრაინის დროშა, ისე ტელეფონი.
    ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ქალს თავზე ხელებს აჭერენ და ასე აიძულებენ ავტომობილში ჩაჯდომას.

    სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.
    აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. პროტესტის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
    31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები ისხდნენ.

    პროტესტის მიმდინარეობისას, პოლიციამ, სულ მცირე, 9 ადამიანი დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს.
    ადგილზე პოლიციელები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი. მათ ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ორმაგი ჯებირები განალაგეს, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.

    უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.
    ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას აპროტესტებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.
    31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები ისხდნენ.
    სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.

    აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. პროტესტის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
    პროტესტის მიმდინარეობისას, პოლიციამ, სულ მცირე, 9 ადამიანი დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს.
    პოლიცია ამბობს, რომ ორმაგი ჯებირები, რომელთა მეშვეობითაც ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრეს, “უსაფრთხოების” მიზანს ემსახურება.
    პოლიციამ გადაკეტა ნავსადგურის მიმდებარე გოგებაშვილის ქუჩის ერთი ზოლიც, სანაპიროს გასწვრივ. დღეს დილით კი, სავალი ნაწილის მეორე მხარე მოქალაქეებმა გადაკეტეს.

    უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.
    ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს.
    „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი.
    აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – აცხადებს შსს.
    რუსეთიდან წამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას შევიდა. მოქალაქეები მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.

    პუბლიკა
  16. tvati
    სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის თემაა „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VI“. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
    ციალა ჩართოლანი 30 წლის განმავლობაში იყო მუზეუმის დირექტორი, მას „სვანეთის საგანძურის მცველს“ უწოდებენ.
    კონფერენციაზე, რომელსაც უხუცესი ეთნოგრაფი თავადაც ესწრება, საუბრობენ მის წვლილზე ქართული ეთნოგრაფიის განვითარებაში, ასევე განიხილავენ სვანურ ეთნოგრაფიას, არქეოლოგიას და სხვა საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
    „ეს კონფერენცია ჩემდამია მოძღვნილი. გულწრფელად გეუბნებით, მე მგონია, რომ არ ვიმსახურებ ამდენს, რადგან მე ის საქმე ვაკეთე, რაც ღმერთმა დამავალა – მოვუარე სვანეთში დაუნჯებულ ქრისტიანული კულტურის ძეგლებს. ეს არის ჩემი სათქმელი და რამდენად მოვახერხე ეს, საზოგადოებამ უკვე შეაფასა და კიდევ აფასებენ. დღევანდელი დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, 90 წელი შემისრულდა. მადლობა უფალს, რომ ამდენ ხანს მაცოცხლა და დღესაც შემიძლია, ჩემს საყვარელ საქმეზე ვისაუბრო“, – განაცხადა ციალა ჩართოლანმა.
     

    ავტორი - თეა აბსარიძე
  17. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვოში საავადმყოფოს ეწვია, სადაც სამხედროები მკურნალობენ.
    „სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩვენი დამცველები მკურნალობენ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს გაწეული გმირობისთვის. მადლობა ყველა უკრაინელს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. აუცილებლად იქნება გამარჯვება! სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.
    ზელენსკიმ, ასევე, გამართა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის შეხვედრა, სადაც ზამთრის სეზონისთვის მზადება და ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტები თავდაცვას უნდა შეესაბამებოდეს.

    interpressnews
  18. tvati
    რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება.
     
    კვირას საკუთარ გზავნილში მან განაცხადა:
    „მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს”, - დასძინა მან.
    შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება.
  19. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება.
    „თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
    მისი თქმით, „უკრაინა ძლიერდება“,
    ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთარში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს.
    ”მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგორც გასულ წელს, რუს ტერორისტებს კვლავ შეუძლიათ თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ობიექტებზე ზამთარში”, - აღნიშნა ზელენსკიმ და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება ”ყველა შესაძლო სცენარისთვის”.
    ინფორმაციისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

    IPN
  20. tvati
    თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა.
    მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა.

    ipn
  21. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით საოკუპაციო ძალების 44 ჯარისკაცი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი - 35, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
    მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას, ზეწოლას ახდენენ მტერზე, ახორციელებენ თავდასხმის ოპერაციებს და მეტრ-მეტრობით იბრუნებენ ტერიტორიებს.
    მისი განმარტებით, ბახმუტის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით 498 თავდასხმა და 2 საჰაერო იერიში განახორციელეს.
    „ჯამში, ამ მიმართულებით 7 შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ჩვენ მოვახერხეთ 44 ოკუპანტის განადგურება, 118-ის დაშავება, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის, მტრის საველე საბრძოლო მასალის 3 საცავის, ასევე Murom-M-ის სათვალთვალო კომპლექსის განადგურება“, - აღნიშნა სერჰი ჩერევატიმ.

    იპნ
  22. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლoდიმირ ზელენსკი შაბათს, 29 ივლისს დონბასს ფრონტის ხაზზე მყოფ „სპეციალურ ძალებს“ ესტუმრა, მაღალი შეფასება მისცა მათ საქმიანობას და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსულ არმიას რამდენიმე მიმართულებით "განსაკუთრებით ხელშესახებ დარტყმებს" აყენებენ. კონტრშეტევის ძირითად მიმართულებად ზელენსკიმ ბახმუტი, ავდევკა, მარიინკა, სოლედარი და კრასნოგოროვკა დაასახელა.
    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 29 ივლისს დონეცკის რაიონის ბახმუტთან სამხრეთ ფლანგზე წინ წაიწიეს,-ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

    რადიო თავისუფლება
  23. tvati
    მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
    რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
    მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში სამი დრონით განხორციელდა, ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
    რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დაიხურა, ამ მოგვიანებით კი გაიხსნა.

    ipn
  24. tvati
    რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
    "რუსმა ტერორისტებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს", - აცხადებენ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
    სამართალდამცავების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და ექიმები მუშაობენ, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
    აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით აღიძრა, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს.

    ipn
  25. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტთან და სამხრეთში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
    „დღეს მოძრაობა გავაგრძელეთ სამხრეთის ფლანგზე ბახმუტის გარშემო. არის გარკვეული წინსვლები.
    ჩრდილოეთის ფლანგი - ბრძოლები გრძელდება პოზიციების ცვლილების გარეშე. ბახმუტის მიმართულებაზე მტერს ახლა დამატებითი ძალები და საშუალებები მიაქვს,” - წერს მალიარი.
    მისი თქმით, თავად ქალაქ ბახმუტში ახლა ორივე მხარე აგრძელებს დაბომბვებს.
    სამხრეთით არსებული ვითარების კომენტირებისას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები „თანდათან, მაგრამ თავდაჯერებულად” წინ მიიწევენ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე.
    „შეტევის ყველა მიმართულებაზე გრძელდება ბრძოლები. ჩვენი დამცველები თავიანთ სამუშაოს აკეთებენ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გარშემო. მაგრამ ყველა დეტალი იქნება მაშინ, როდესაც ოპერაციების უსაფრთხოება მოგვცემს საშუალებას,” - წერს მალიარი.

    ipn
×
×
  • შექმენი...