Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს.
    მსგავსი: მეცნიერებმა კიბოს უჯრედების გავრცელების ახალ, მოულოდნელ გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება „ბოლო 50 წლის განმავლობაში კიბოს მკურნალობაში ყველაზე დიდი მიღწევის“ მიღებიდან ერთი შემდეგ, ამ პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ.
    გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სპეციალური T ლიმფოციტები შეიძლება გაცილებით უკეთესად ცნობდნენ და თავს ესხმოდნენ სიმსივნეს, ვიდრე საშუალო T ლიმფოციტები.
    ამას გარდა, მათ ერთდროულად მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს განადგურებაც შეუძლიათ სხვადასხვა კუთხიდან.
    „შედეგებმა ნამდვილად გაგვაკვირვა, რადგან არავინ იცოდა, რომ ცალკეულ T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედების ამოცნობა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კიბოსთან დაკავშირებული ცილის საშუალებით შეეძლოთ“, — განმარტავს კარდიფის უნივერსიტეტის ბიოლოგი ენდი სეუელი.
    როგორც იგი აღნიშნავს, მათ სურდათ გაეგოთ, როგორ მოისპო კიბო ბოლო სტადიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპიით უმკურნალეს. ამიტომ, პასუხის პოვნა გადაწყვიტეს.
    მსგავსი: რატომ არ ემართებათ ვეშაპებს კიბო — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაგნეს #1tvმეცნიერება ბოლო ათწლეულში, კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპია (TIL) ბოლო სტადიის კიბოს შესაძლო ამოძირკვის ახალი, მძლავრი გზა გახდა.
    TIL თერაპია მოიცავს პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების აღებას პირდაპირ სიმსივნიდან და ისე გაზრდას და ხელოვნურად გაძლიერებას, რომ კიბოს უკეთესად შეუტიონ.
    კლინიკურ ცდებში გაირკვა, რომ თერაპია შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტში მუშაობს.
    ასეთი საოცარი შედეგების მიუხედავად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მუშაობს ეს თერაპია უჯრედულ დონეზე.
    ამის გარკვევას კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები წლებია ცდილობდნენ და როგორც იქნა, გარღვევასაც მიაღწიეს.
    კლინიკური ცდების I და II ფაზის შედეგების შესწავლისას, რომელშიც TIL თერაპიაგავლილი ავთვისებიანი მელანომის მქონე 31 პაციენტი მონაწილეობდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, ერთი წლის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ T-ლიმფოციტების ძლიერი პასუხები.
    მსგავსი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი კიბოს შესაძლო მიზეზად გამოაცხადა — #1tvმეცნიერება ერთ-ერთი პაციენტის T უჯრედები საოცრად „მრავალმხრივი“ იყო და აჩვენებდა არა მხოლოდ მელანომაზე, არამედ კიბოს უმეტეს ტიპზე რეაგირების პოტენციალს.
    „მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტთა სისხლში, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, დიდი ოდენობით ასეთი მრავალმხრივი T ლიმფოციტი აღმოვაჩინეთ. ამ დროისათვის, ასეთი T ლიმფოციტები აღმოჩენილი არ არის იმ ადამიანებში, რომლებშიც კიბო პროგრესირებს“, — ამბობს სეუელი.
    იმის დასადასტურებლად, თუ რა ხდება რეალურად, სეუელი და მისი კოლეგები ახლა ლაბორატორიაში უნდა დააკვირდნენ გულისყურით, როგორ ესხმიან თავს ეს მრავალმხრივი T ლიმფოციტები კიბოს.
    მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი იმის განსაზღვრას, არის თუ არა ამ იმუნური უჯრედების დამსახურება TIL თერაპიის დიდი შედეგები.

    „იმედი გვაქვს, რომ გამოვიკვლევთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ინჟინერიით გამოყვანილი მრავალმხრივი T ლიმფოციტების გამოყენება მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, ზუსტად იმავე გზით, როგორც ახლა გამოიყენება ინჟინერიით გამოყვანილი CAR-T ლიმფოციტები ზოგიერთი ტიპის ლეიკემიის სამკურნალოდ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის იმუნოლოგი გარი დოლტონი.
    მსგავსი: ყელის კიბო თანდათან ეპიდემია ხდება და ამის მიზეზი შეიძლება სქესობრივი ცხოვრება იყოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება CAR-T ლიმფოციტები არის ქიმერული ანტიგენ T ლიმფოციტებით მკურნალობა, რომელიც სისხლის კიბოს სამკურნალოდ უკვე დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ.
    CAR-T თერაპია ოდნავ განსხვავდება TIL თერაპიისგან, რადგან ის ხელახლა აპროგრამებს კონკრეტულ T ლიმფოციტებს, რათა მათ კიბოს უჯრედების გარკვეული ნაწილები ამოიღონ მიზანში.
    ვინაიდან TIL T ლიმფოციტები პირდაპირ მყარი სიმსივნიდან არის აღებული, ისინი უფრო მრავალფეროვანია და მეცნიერებს მისი თავდასხმის მექანიზმების დიდად შეცვლა არ სჭირდებათ.
    ალბათ სწორედ ამიტომ არის ისინი ასე ეფექტური მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ.
    „სხვათა შორის, პაციენტთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მრავალმხრივი T ლიმფოციტები დაკავშირებული იყოს სრულ განკურნებასთან — კიბოს ამოძირკვასთან“, — ამბობს სეუელი.
    კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
    მომზადებულია cardiff.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.
     

    ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
  2. tvati
    შიმშილობა დაიწყო ინგა ბაშიროვმა, მშობელმა, რომლის აბიტურიენტი შვილიც NAEC-მა გამოცდაზე არ დაუშვა, მიუხედავად სასამართლო განჩინებისა.
    საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც ისტორიის ეროვნულ გამოცდამდე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ხოლო გამოცდის შემდეგ ოპერაციის შემდგომ გართულებებს მკურნალობდა.
    საქმე ოჯახმა სასამართლოშიც მოიგო. სასამართლომ დაავალა ცენტრს, რომ აბიტურიენტი დამატებით დაუშვას გამოცდაზე. სასამართლომდე კი ოჯახმა წერილობით მიმართა ცენტრმა.

    აბიტურიენტისა და ოჯახის ინტერესებს ამ საქმეში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] იცავდა.
    PHR-ის ცნობით, 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.
    „თუმცა 25 ივლისს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გეგმური დამატებითი გამოცდა, ხოლო სასამართლო განჩინებით დავალების შემთხვევაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს, მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით, გულისხმობს მის დაუყოვნებლივ აღსრულებას.
    მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა“, – ნათქვამია PHR-ის განცხადებაში.
    გარეკანი ფოტო: „ფორმულა“
    ვრცლად:
    სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს- PHR;

    ნეტგაზეთი
  3. tvati
    “2 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უფლება ეძლევა საყოფაცხოვრებო საქმიანობა განახორციელონ, კერძოდ, შეისყიდონ და გადმოიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ცხინვალის, ზნაურისა და ლენინგორის [ახალგორი –რედ.] რაიონების სასაზღვრო ზონაში შესაბამისი ნებართვის გარეშე”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს.
    ამასთან, როგორც უწყების ცნობაშია მითითებული, სასაზღვრო ზონაში გადასასვლელად მათ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოში მისვლა და შესაბამისი რეგისტრაცია დაჭირდებათ.
    უფრო მეტი ინფორმაცია “სასაზღვრო ზონაში” ვაჭრობის შესახებ ცხინვალს არ გაუვრცელებია.

    ნეტგაზეთი
  4. tvati
    კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია –  ОДКБ სომხეთის სასაზღვრო რაიონებში საკუთარი მისიის განთავსებაზე სომხეთთან მოლაპარაკებებს ითხოვს. თუმცა უცნობია ამ ეტაპზე სომხეთის პოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა ორგანიზაციას იმისთვის, რომ შესაბამისი დახმარება არ გაუწია წევრ ქვეყანას – სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი დაპირისპირებების დროს.
    „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.
    ყარაბაღის 2020 წლის ომიდან დღემდე სომხეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცახდება სომხეთისთვის ორგანიზაციის არაეფექტურობაზე. შესაბამისად, დღემდე სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.
    ОДКБ-ს კრიზისი სომხეთში

    ნეტგაზეთი
  5. tvati
    საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.
    ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ისე ბელარუსს. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში სანქციაზე შეერთების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
    რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აქამდე მოქმედი შეზღუდვით, რუსეთში 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტი  ვრცელდება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზეც.

    netgazeti
  6. tvati
    საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, კონსტანტინე (მინდია) ესაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კინოაკადემიის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მოტივად ესაძე საზღვარგარეთ მოღვაწეობას ასახელებს.
    ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ არის კინოხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას, პოპულარიზაციასა და სხვა.

    publika
  7. tvati
    „გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით“,- განმარტავენ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.“
    ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” უარს აცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
    დღეს აბიტურიენტის დედამ ინგა ბაშიროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს. 
    როგორც ცნობილია, ა(ა)ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს აბიტურიენტის უფლებებს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
    ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.
    ორგანიზაციამ 28 ივლისს, მიმართა გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით.
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.
    ორგანიზაცია მიმართავს  გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა.

    publika
  8. tvati
    ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნათია ბახტაძეს გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ გამოცემა "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
    გამოცემის ცნობით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
    მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა არ ადასტურებს.
    „ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, - წერს აგუმავა სოციალურ ქსელში.
    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური უწყებები ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
    28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.

    ipn
  9. tvati
    "ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალურ დონეზე კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ კანონები კარგი გვაქვს, აღსრულება - არა. პრაქტიკულად გვითხრეს, რომ იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვისაა საჭირო, უნდა გაძლიერდეს. - კერძოდ, „ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. შემდგომი ძალისხმევაა საჭირო სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში“. - გავითვალისწინოთ, რომ შეფასდა 2022 წელი. მას შემდეგ, ანუ 2023 წელს აშშ-მ კორუფციისთვის მოსამართლეები დაასანქცირა; ოცნება ნაცმოძრაობას გაურიგდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელისუფლებისადმი ლოიალური პირები აირჩია; შეიქმნა ფიქტიური ანტი-კორუფციული ბიურო საგამოძიებო ფუნქციის გარეშე, რომლის უფროსი პრემიერმა დანიშნა; პარლამენტმა ხელისუფლებისასმი ლოიალური სახალხო დამცველი აირჩია; ცესკო პარტიას დაექვემდებარა; უდიდესი პოლიტიკური კორუფციული დანაშაულის (ქოლ-ცენტრების) გამოძიებაზე უარი ითქვა და ა.შ. - ანუ 2023 წელს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა გაძლიერდა კი არა, რაც გვქონდა, ისიც აღარ გვაქვს."

    ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
  10. tvati
    “კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით დასავლეთმა, ჩემი აზრით, იჩქარა და არასწორად მისცა რუსეთს ის მინიმალური საფუძველი,რომ გამოეყენებინა კოსოვოს პრეცენდენტი არგუმენტად. დასავლეთის 90-იანი წლების გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმიტომ, რომ დასავლეთს ძალიან სწრაფად უნდოდა ბალკანეთში სისხლის ღვრის დასრულება, დიპლომატია სჭირდებოდათ, რომ პროგრესი განეცადათ სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ სწრაფად შეიკრა გადაწყვეტილება, რომელმაც უკვე შემდგომში გამოიწვია ეს პროცესები.”

    კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. 364112348_597653299198731_656985963899960470_n.mp4
  11. tvati
    "ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შესვლისთვის იყენებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოსებისთვის, საბოლოოდ გაქრა წითელი ხაზები და უკვე ღიად მონაწილეობენ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კობახიძე წარსულშიც არაერთხელ დახმარებია რუსულ გეგმებს და მომავალშიც დაეხმარება. ფაქტია, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი კრემლში დაწერილი გზამკვლევის მიხედვით მიდის. ამ პროცესის შემაფერხებელი ერთადერთი ძალა, ქართველი ხალხია."
      პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ლაშა მარკოზაშვილი.

  12. tvati
    რუსებმა კვლავ სცადეს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს პორტებზე, მარცვლეულის ელევატორებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ სანქციების გვერდის ავლისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოსაპოვებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი "ტვიტერში" წერს.
    მისი თქმით, რუსებს სურთ გაზარდონ იარაღის რაოდენობა, რათა დახოცონ ადამიანები, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და გამოიწვიონ შიმშილი.
    "ამის შეჩერება შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციებით, რომელიც მუდმივად გაიზრდება და გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინდუსტრიაზე. ასევე, ყველას შეუძლია მეტი გააკეთოს, თუ დაბლოკავენ იმ ჯაჭვებს, რომლითაც რუსეთი სანქცირებულ კომპონენტებს იღებს. ყველა ქვეყანას შეუძლია მეტის გაკეთება", - აცხადებს ერმაკი.
    მისი თქმით, უკრაინას ასევე სჭირდება მეტი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა.
    "აუცილებელია რუსული ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანება, რუსეთის ფედერაციისთვის ჰაერიდან თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობების წართმევა", - წერს ერმაკი.

    იპნ
  13. tvati
    ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია, ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უნდა არსებობდეს. ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორი ვერ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციების ჩადებაში პრობლემას ვერ ხედავენ.
    მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მიესალმება, თუმცა სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. ამასთან ლილუაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავს შეთანხმებებს სტრატეგიულ პარტნიორობაზე პარლამენტის თანხმობაც სჭირდება.
    "მთავრობა არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებს ანაცვლებს ჩინეთით, ალტერნატივის შეთავაზება ხდება საზოგადოებისთვის?! ეს ძალიან დამაბნეველია და ბევრი კითხვის ნიშანი ისმის. ანაკლია უნდა აშენდეს, ჩვენი პოზიცია ცალსახა და მკაფიოა. ამ რეგიონში ევროპის, აშშ-ის ინტერესის გარეშე ჩინეთის ჩართულობა ანაკლიის პროექტში რამდენად იქნება ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, ამას სჭირდება მკაფიო შეფასება. პორტის მთავარი დანიშნულება არის ტვირთების გადაზიდვა და ეს არის სატრანზიტო ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ორ პარტნიორ მოვაჭრე მხარესთან შეთანხმების შედეგი. ბუნებრივად, ამ ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში უნდა არსებობდეს ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეს იყო ანაკლიის მშენებლობის მთავარი პრინციპი თავის დროზე. ახლა არ ვიცი, ქვეყნის საგარეო ორიენტირის ცვლილების მცდელობის, თუ სტრატეგიული პარტნიორების ჩანაცვლების გამო, ხელისუფლება ცდილობს ეს სივრცე ამოავსოს ამ პროექტის ეფექტიანობის შესაძლო დანაკარგების ხარჯზე. ჩინური კომპანიები მუშაობენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგალითად, ჩართული არიან ავტობანის მშენებლობაში, მაგრამ როცა საუბარია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ეფექტის გარდა კარგად გვესმის, რომ არის სტრატეგიული პროექტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვერ არის. ეს არ არის ალტერნატივა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის. ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ძველ მიზანს, რომ უზრუნველყოს დასავლური ინვესტიციების შემოდინება," - განაცხადა ლილუაშვილმა.

    იპნ
  14. tvati
    კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
    მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

    იპნ
  15. tvati
    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტი", ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ე.წ. "რესპუბლიკა" მზადაა მიიღოს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande და რუს ტურისტებს თბილად დახვდეს.
    "რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით კი ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება", - განუცხადა ბჟანიამ რუსულ გამოცემა TASS-ს.
    გამოცემა წერს, რომ ბჟანიამ ამის შესახებ ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული "არამეგობრული აქციის" შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
    "სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის მიიღოს Astoria Grande-ს ტიპის გემები. სიხარულით გიწვევთ ჩვენთან, აფხაზეთში და გპირდებით, რომ რუს ტურისტებს აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით თბილად მივიღებთ. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი", ადგილი Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება", - აღნიშნა ბჟანიამ.

    იპნ
  16. tvati
    კობახიძე ფეიკნიუსების მოფიქრების მაგივრად, სჯობს, რამე სერიოზულით დაკავდეს.

    არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენი გუნდის კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა სააკაშვილისა და ივანიშვილის მძევლობისგანაა დასახსნელი.

    თუ ვინმე დღეს ერთმანეთთან თანამშრომლობს, ეს „ოცნება'' და „ნაციონალური მოძრაობაა''. “ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ერთადერთ ალტერნატივად „ნაცები'' წარმოაჩინონ.

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 358149169_1540679283370475_299228567298710078_n.mp4
  17. tvati
    „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ“ მენტალიტეტში, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს., - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

      მისი განმარტებით, ეს იყო სისტემური დანაშაულები და არა – ერთეული შემთხვევები.


    "სისტემური დანაშაული იყო სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელიც ერთი ადამიანის ტრაგედია არ იყო, აქ იყო ასახული ის, სისტემამ ადამიანი ჯერ როგორ მოკლა და რა არ გააკეთა დამნაშავეების დასჯისათვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმით არის მძიმე და უნიკალური, რომ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს. სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე და არა ინდივიდუალურ გადაცდომებთან. ამას „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს ეძახის. მათი მმართველობიდან 11 წელია გასული და მათ წარსულის გადაფასება არ გაუკეთებიათ, რასაც „ნაცური მენტალიტეტი“ დავარქვით. მათ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მენტალიტეტში, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ათ წელზე მეტია, ხელისუფლებაში არიან და როცა ახლა ახსენდებათ, რომ თურმე ვიღაცეები დასასჯელები არიან, ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთისთვის ლეგიტიმაციის წყარო არიან – ერთი ჯოხის ორი ბოლო.", - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა. 
  18. tvati
    ბერდია სიჭინავას პასუხი კობახიძეს და „ოცნების'' ფეიკკამპანიას:

     
    364058611_1548787552617859_1806214115301887732_n.mp4
  19. tvati
    ”ეს არის ახლა ოცნების მთავარი ამოცანა, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ნაცების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.”

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 364703254_818380113149723_5276558939676586188_n.mp4
  20. tvati
    ”სტრატეგიული პროექტი- ანაკლია, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი 2017 წლიდან როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, არ უნდა გახდეს ვაჭრობის და კორუფციული გარიგების საგანი. ხოლო ჩინეთთან დაკავშირებით რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობა.”

    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი 364792473_210356398651933_830341494438583335_n.mp4
  21. tvati
    მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.
    მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.
    „პროექტის ფარგლებში 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. დაგეგმილი სამუშაოების გამო პირველი აგვისტოდან მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
    აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის საათებში გზის მხოლოდ ერთი მიმართულება ჩაიკეტება, ხოლო მეორე მხარეს მოძრაობა გახდება ორმხრივი. პირველ ეტაპზე შეიზღუდება ტანძიის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გამრეკელის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე. პერიოდულად, 00:00-დან 06:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება ორ ეტაპად – ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე და ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, ასევე მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარელისა და ბურძგლას ქუჩების გამოყენებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის შეზღუდვის პერიოდში მოძრაობა დასაშვები იქნება ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, საირმის, ტანძიის, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების საშუალებით.
    საგზაო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რაც საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს“, – აცხადებენ მერიაში.
  22. tvati
    დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ყურბან ბაირამის დღესასწაულზე პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო ხელფასის 10 პროცენტი ჩამოაჭრეს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს.
    როგორც ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა თუ რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავს და ადამიანებს აქვთ უფლება, ეს დღესასწაული გაატარონ სახლებში და უქმედ იყოს გამოცხადებული, სხვა რელიგიური ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვანი დღესასწაულები უქმედ უნდა იყოს გამოცხადებული.
    „28 ივნისს იყო მუსლიმური დღესასწაული ყურბან ბაირამი, მე 27 ივნისს პლენარულ სხდომაზე განვაცხადე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დღესასწაული, არ დავესწრებოდი 28-29 ივნისის პლენარულ სხდომებს. ამავე დროს დავაფიქსირე აზრი, რომ აუცილებელია, საკანონმდებლო სივრცეში მოწესრიგდეს ეს დისკრიმინაციული ნორმა. ერთი კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა თუ რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავს და აქვთ ადამიანებს უფლება, რომ ეს დღესასწაული გაატარონ თავიანთ სახლებში და უქმედ იყოს გამოცხადებული, სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვანი დღესასწაულები უქმედ გამოცხადდეს. მე  დამაჯარიმეს ჩემი ხელფასის 10 პროცენტით. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ფაქტი დისკრიმინაციის გაგრძელების, რომელიც ზოგადად ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გვაქვს. მე ამ ფაქტს გავასაჩივრებ სასამართლოში. ამავდროულად, საშემოდგომო სესიაზე შევიტან საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა რელიგიურმა და ეთნიკურმა ჯგუფებმა უნდა ისარგებლონ უქმე დღეებით საკუთარი დღესასწაულებზე. ეს არის დაახლოებით ექვსი დღე სხვადასხვა რელიგიური უმცირესობებისთვის. იმედი მაქვს, პარლამენტის წევრები დაუჭერენ მხარს ამ ინიციატივას. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული რელიგიური აჩემება, ეს არის საკანონმდებლო დონეზე ინკლუზიური თანასწორობის უფლების განხორციელება“, – განაცხადა ნაკაიძემ.
     

    ავტორი - მანანა დევაძე
  23. tvati
    უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. უნგრული მედიის ცნობით, უნგრეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მოწვევით გაიმართა, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა უნგრეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი „ქრისტიან-დემოკრატები“ სხდომაზე არ მივიდნენ, რის გამოც კვორუმი არ შედგა.
    შესაბამისად, პარლამენტარებმა დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს.
    შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი ამ დრომდე ალიანსის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანას, უნგრეთსა და თურქეთს არ აქვთ დამტკიცებული.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  24. tvati
    ხორვატია თავისი პორტებით დაეხმარება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
    „შევთანხმდით ხორვატიის პორტების გამოყენების შესაძლებლობაზე დუნაისა და ადრიატიკის ზღვაზე უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ ამ პორტებისკენ ყველაზე ეფექტური მარშრუტების მოწყობაზე და ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებაზე. ყოველი წვლილი ექსპორტის განბლოკვაში, ყოველი ღია კარი არის რეალური, ეფექტური წვლილი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა კულებამ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, გორდონ ჰირლიხ-რადმანთან მოლაპარაკებების შემდეგ.
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, მიუხედავად ყველა სამხედრო გამოწვევისა, ხორვატია შეუერთდა როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს და გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა აუცილებლად წავა ამ გზაზე, განსაკუთრებით მათი თანმიმდევრული და ძლიერი მხარდაჭერით.
    „ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა დღეს, როგორც ტრადიციულად სხვა პარტნიორებთან, იყო იარაღი. განვიხილეთ ხორვატიის შემდგომი მხარდაჭერა. გასაგები მიზეზების გამო, დეტალებს არ გაგიზიარებთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არის კონკრეტული შეთანხმებები, რომლებიც მალე განხორციელდება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.
    დიპლომატებმა მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებას.
    „ხორვატიამ დაადასტურა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს „მშვიდობის ფორმულის“ რამდენიმე პუნქტის განხორციელებაში: სასურსათო უსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება, გაერო-ს წესდებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აღდგენა, რუსეთის დანაშაულების მართლმსაჯულების მიღწევა და პრევენცია. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. ეს არის ზუსტად ის სპეციფიკა, რასაც სხვა ქვეყნებისგან ველით და ერთად ვაგრძელებთ „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებასა და შესაბამისი სამიტის ჩატარებას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
     

    ავტორი - მარიამ ახალაია
  25. tvati
    მოლდოვამ დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
    მოლდოვის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებს შორის მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების, რომელიც დააკავშირებს მოლდოვის სასაზღვრო სოფელ კოზაუტსა და უკრაინის ქალაქ იამპოლს.
    მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გადაწყვეტილებას მხარი 57-მა მოლდოველმა დეპუტატმა დაუჭირა.
    პროექტის მიხედვით, უკრაინის მთავრობა დააფინანსებს ხიდის ტექნიკურ პროექტს, მის მშენებლობას და საკუთარ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხოლო მოლდოვის მთავრობა – საკუთარ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
    მოლდოვის სახელმწიფო საგზაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე 641 მეტრი იქნება. მას ექნება ორი სატრანსპორტო ზოლი, უსაფრთხოების ორი ზოლი, ველოსიპედის ორი ბილიკი, ორი საცალფეხო ბილიკი და დაახლოებით 667-მეტრიანი ესტაკადა უკრაინის მხარეს.
    ხიდის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს იგეგმება.
    კიევმა იმედი გამოთქვა, რომ ხიდი გახდება მთავარი სატრანსპორტო დერეფანი კიევსა და კიშინეუს შორის და დაეხმარება უკრაინიდან ექსპორტს უმოკლესი მარშრუტით – უკრაინის ცენტრიდან ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებამდე, დნესტრისპირეთის გვერდის ავლით.
     

    ავტორი - მარიამ ახალაია
×
×
  • შექმენი...