"პრემიერმა სუს-ი კორუფციას ებრძვისო.
თუ ასეა, ცოლს ტყე რანაირად აჩუქა, ან ორგანიზებული კორუფცია ქოლ-ცენტრების სახით საქართველოში რანაირად მოხდა, ან კორუფციითვის სანქცირებული მოსამართლეები როგორ გვყავს და საერთოდ, კორუფციისთვის გადამდგარი პრემიერი თანამდებობაზე როგორ დაბრუნდა.
სინამდვილეში ქვეყანაში პოლიტიკურ-ელიტური კორუფციული აღებ-მიცემობაა, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე.
ამიტომ ვითხოვდით რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნას საგამოძიებო ფუნქციით (პროცესი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან დავიწყეთ).
ოცნება აღარაფერს შეცვლის - არჩევნების გაყალბების პროცესში დამოუკიდებელი ინსტიტუტები ბარიერია. თუმცა, არსებობს ხედვა, რომლის რეალიზება ოცნების ცვლილების მერე ქვეყანაში ელიტურ კორუფციას აღმოფხვრის."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მეუღლე და სამი შვილი ამ დრომდე კურორტ შოვის ტერიტორიაზეა და ვერ უკავშირდება.
„შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელიც სავარაუდოდ, წალეკილი აქვს მეწყერს. მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან“, - აცხადებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ბავშვების მამა „ტვ პირველთან".
კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში დარჩენილი არიან მისი ოჯახის წევრი ახლობლები - და, დეიდაშვილები, ბიძაშვილი და სამი ბავშვი, რომელთაც ამ დრომდე ვერ უკავშირდება.
მისივე ინფორმაციით, გარდა მისი ოჯახის წევრებისა, სტიქიის ზონაში რჩება 35 კაცი იუსტიციის სახლიდან, ამზომველების ჯგუფი. ასევე, პანსიონატ „მამისონში“ და კოტეჯებში მყოფი ადამიანები.
„მე როგორც ავყევი ვერტმფრენს და ვნახე, ყველაფერი არის გასწორებული. ერთხელ ამიყვანეს ვერტმფრენით და ვუთხარი, რომ ერთი სტრატეგიული ადგილია, სადაც შეიძლება ხალხი გაქცეულიყო, ჩამსავით, ვიცი, აქ ვარ გაზრდილი, ყველა ქვა და ხე ვიცი, ვუთხარი, რომ მე თვითონ წავალ, ვინმე გამომაყოლეთ, ჩემი ძალებითაც დაგეხმარებით, რომ ვიცოდე, სად იყვნენ დაახლოებით ბოლოს. არავინ არ მპასუხობს, შეიძლება ყველა ჩამარხულია, არავინ არ მპასუხობს...
სტიქიის ზონაში არიან 35 კაცი იუსტიციის სახლიდან, ამზომველების ჯგუფი, ამის გარდა დედა, ბებია და შვილიშვილი, არც ერთი არ გამოუყვანიათ, არც ერთი კონტაქტზე არ გამოდის, ლაფით არის სავსე მთელი შოვი და ვითხოვ, რომ სამაშველომ, რომელსაც აქვს ფანარი, ამიყვანონ, დამსვან ე.წ. რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მე თვითონ წავიდე და ვნახო...არავინ პასუხს არ მცემს და მეუბნებიან, რომ ბოდიში ვერტმფრენით ვერ აგიყვანთ, დაღამდა...", - აცხადებს მოქალაქე „მთავარ არხთან“.
აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, 28 ივლისს გალში დაკარგული 1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე მოკლულია, მკვლელობის ბრალდებით კი ერთი პირია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრია, რომელმაც დანაშაული აღიარა.
ამჟამად, როგორც აფხაზური მედია წერს, საგამოძიებო უწყება ქალის ცხედარს მდინარე ენგურში ეძებს.
შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მიზეზი ცუდი ხილვადობაა.
ამასთან, ცოცხალი ძალის მიერ სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
შოვში, მეწყერი დღეს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე- მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი.
ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რაჭაში, შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი პირის ცხედარი იპოვეს.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
შოვში, მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში დედამისია ჩარჩენილი და მას მაშველები ვერ პოულობენ.
„სახლში, სამზარეულოში იყო. არ ჩანს არსად, მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს. სახლის სახურავი ჩანს მარტო იმ ადგილზე, სხვა არაფერი“, - აცხადებს მოქალაქე მედიასთან.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
დაშავებულების შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება.
სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილა დაეცა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება, – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
„ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების ინფორმაციაში.
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
„ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ქრისტინე კობახიძის ინფორმაციით, რაჭაში, მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მყოფი დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.
„შოვში ვერტმფრენი წუთი-წუთზე დაჯდება, შემდეგ უკვე სამაშველო ოპერაცია დაიწყება, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. [მეწყრულ ზონაში მყოფი] რამდენიმე მოქალაქე დამიკავშირდა და მათ ვერტმფრენისთვის ლოკაციები გავაგზავნინე. „სანსეტ შოვის“ დამსვენებლები და სასტუმროში მომუშავე დაახლოებით 40 ადამიანია და დამატებით კიდევ რამდენი ადამიანია ვერ გეტყვით. ეს ადამიანები ცოცხლები და საღსალამათები არიან. დეტალურად ვერაფერს გეუბნებით“, - განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.
როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
„მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ ვართ“, - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე „მთავართან“.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
"მივმართავ ყველას! აბედათის ციხე-დარბაზი გადასარჩენი გვაქვს!
მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარეობს სპეციალისტების მიერ IV-VI საუკუნეებით დათარიღებული „აბედათის ციხე-დარბაზი“, რომელიც მკვლევართა აზრით ლეგენდარული „ონოგურისია“, აქვეა IX საუკუნეში ელინისტური ხანის (ძვ.წ. III-I ს.ს.) კერამიკული მასალები, შუა საუკუნის ფულის მონეტები და სხვა. აღნიშნული „ციხე-დარბაზი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ეკლესია რესტავრირებულია და მოქმედია, აღდგენილია ყველა სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ობიექტები ეკლესიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია „ციხე-დარბაზის“ გალავანი, ნაწილი დანგრეულია, დარჩენილი ნაწილებიდან კი ქვები ცვივა, რაც საშიშროებას წარმოადგენს მოსული მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის.მარტვილის ცენტრიდან ეკლესიამდე გზა ასფალტირებულია, რაც მას ტურისტულად უფრო მიმზიდველს ხდის და მომლოცველებისთვის კომფორტულია.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრა მოითხოვს მყისიერ და ქმედით ნაბიჯებს, ამიტომაც განსახილველია ციხის გალავნის რესტავრაციის პროექტის შედგენისა და მისი შემდგომი განხორციელების საკითხი. ასევე საჭიროა ციხის ტერიტორიაზე არსებული სიძველეების კვლევა.
აბედათის ციხე-დარბაზის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი საპარლამენტო უფლებამოსილების ფარგლებში, 17 ივლისს მივმმართე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს და ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიმიღია. იმედს ვიტოვებ, რომ ძეგლის სავალალო მდგომარეობას გაითვალისწინებს სამინისტრო."
ალექსანდრე მოწერელია, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
სამ აგვისტოს, დილით, რუსულმა ძალებმა არტილერიული დარტყმები განახორციელეს ხერსონზე. უკრაინული მხარის ცნობით, ჭურვები მოხვდა ეკლესიასა და ტროლეიბუსს.
ხერსონის ადმინისტრაციის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაჭრილია ტროლეიბუსის სამი მგზავრი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაბომბვისას ეკლესიასთან გადაადგილდებოდა.
დაშავდნენ 39 წლის მამაკაცი და 53 წლის ქალი, ხოლო 74 წლის მამაკაცი დაიჭრა გულ-მკერდის არეში. მან აგრეთვე მიიღო თავის დახურული ტრავმა. „ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, – აღნიშნავს პროკუდინი.
გარდა ამისა, ეკლესიაში დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარის ქრობისას შენობაზე მეორე დარტყმაც განხორციელდა. დაშავდა სამაშველო სამსახურის ოთხი თანამშრომელი.
პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებით ყველაზე მეტად პოლიცია დაზარალდა.
გახარიას თქმით, პოლიციელებს, ერთი მხრივ, მოუწიათ “ოცნების” დავალების შესრულება, მეორე მხრივ კი- “ნაციონალური მოძრაობის” უსაფუძვლო კრიტიკის მოთმენა. გახარია ამბობს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავს და გამოსავალია, რომ არჩევნებზე მათ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი.
“ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ტურიზმთან არავითარი კავშირი არა აქვს. არავინ არ არის ტურიზმის წინააღმდეგი. აქ ყველაზე ცუდ დღეში ჩვენი პოლიცია აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ხელისუფლება აიძულებს პოლიციას, დაიცვას რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ დარღვეული აქვთ ოკუპაციის კანონი, რომლებიც თვლიან, თურმე საქართველო იყო აგრესორი და რომლებიც არ ცნობენ საქართველოს სუვერენიტეტს. მეორეს მხრივ, იგივე პოლიციამ უნდა მოითმინოს ამ დურაკი “ნაციონალური მოძრაობის” წარმოუდგენელი თავდასხმები და შეტევები. მერე ეს პოლიციელები ვეღარ უძლებენ, ტოვებს სამშობლოს და მექსიკის გავლით მიდიან შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, “ოცნება” ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საკუთარი პოლიციის, ხალხის, ბიზნესის და ყველას წინააღმდეგ აწარმოებს.
“ეს ის ხალხია, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში მათ გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამაში პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა ეხმარება. ბიძინა “ოცნებით” ქმნის ილუზიას, რომ თურმე საქართველოში ალტერნატივა არ არსებობს და მიშა “ნაციონალური მოძრაობით” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ილუზია რეალობა გახდეს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ფორმულა არის, ამ ორმა წარსულის რადიკალურმა უვარგისმა ძალამ ვერც ერთ შემთხვევაში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ამათი კოჰაბიტაცია წარსულს ჩავაბაროთ”, – აცხადებს გახარია “ტიკტოკზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში.
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის გამო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოებს ერთი თვე დასჭირდება.
როგორც უწყებაში ამბობენ, რეაბილიტაცია ჩატარდება 400 კვადრატული მეტრის ფართობის გზაზე – „ჩატარდება კაპიტალური სამუშაოები, სავალ ნაწილზე მოეწყობა ქვაფენილი, ასევე განახლდება ბეტონის ჩამკეტები“.
რეაბილიტაციის პერიოდში, მერიის ცნობით, ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: „ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით“.
სამუშაოების გამო იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. კერძოდ, „N408 და N420 მიკროავტობუსები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან“.
რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, წარუმატებელად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კურდიუმოვკას დასავლეთით, ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას დასავლეთით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, ფრონტზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 44 შეტაკება მოხდა.
მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ქალაქ მარინკას მიდამოში.
ასევე, გენშტაბის ცნობით, შახტიორსკის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებლად სცადეს სტარომაიორსკის დასავლეთით და უროჟაინოეს ჩრდილოეთით დაკარგული პოზიციის აღდგენა.
ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსული ძალების ძალისხმევა მიმართულია უკრაინელების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე.
მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევითი ოპერაციის ჩატარებას და მიღწეულ ხაზებზე კონსოლიდაციას განაგრძობენ.
გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს და უკრაინის დასახლებებს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ბომბავენ.
"ვფიქრობ, მთავარი, რაც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, არჩევნების გასაყალბებლად ოცნების უკვე დაწყებული კომპლექსური მუშაობაა. ფაქტია, ეშინიათ და ჩქარობენ.
ცესკოს ბოლომდე დამორჩილების შემდეგ, კანონის უზენაესობის სახელით, მათი პროპაგანდის ინსტრუმენტებით, ძალიან საშიშ პროცესებს აწარმოებენ იმ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობის დასანერგად, რომლებსაც გადამწყვეტი როლი აქვთ არჩევნებზე დაკვირვებაში, მის შეფასებაში (ამ მხრივ სახალხო დამცველი უკვე გადაზღვეული ჰყავთ). უკვე ჩანს ოცნების მიზანი, არჩევნები სრულად დამორჩილებული ინსტიტუტებით, შავი ფულით/პოლიტიკური კორუფციით, სანდო დამკვირვებლების (ან სულაც დამკვირვებლების) გარეშე ჩაატაროს. და ამაში ნებისმიერ ფასს გადაიხდიან.
არ ვიცი სხვები რას აპირებენ, მაგრამ ჩვენ არჩევნების გაყალბების ფუფუნებას არ მივცემთ და ეს კარგად იციან."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
კობახიძემ ძალიან კარგად იცის როგორი დიდი მავნებლობაა აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელის გავლება. გავახსენებ ბატონ კობახიძეს, რომ კოსოვო საქართველოს მხრიდან აღიარებული არ არის - ეს ერთი, ხოლო მეორე, საქართველოს შემთხვევაში ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა სხვათაშორის აფხაზეთში ბატონო ირაკლი, ხოლო კოსოვოში იყო პირიქით - ალბანელების ეთნიკური წმენდა. კობახიძის ამ საქციელს საზოგადოება აუცილებლად დაარქმევს სახელს!”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
365389879_1716663242102811_4656878684864707508_n.mp4
თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას
იუსტიციის სახლი ავრცელებს.
ამავე ცნობებით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება;
„მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისიძიებები.
იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს“, რომლებსაც „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს.
ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის მორიგი „შეკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში მრავლად ტარდება სხვადასხვა თემებზე და რუსეთის კონტექსტში და ასევე, გარკვეული შიდა მოვლენების კონტექსტში.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მათ კლიენტებს წარმოადგენენ.
„ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან მას“ , - განაცხადა ზახაროვამ.
ის, ასევე, ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი თბილისში კელი დეგნანი „პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ“.
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ნატო-სკენ გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამ წლის მეორე ნახევარში, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება. ამ მომენტისთვის, [უკვე] 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” საერთო დეკლარაციას. ესენი არიან ბელგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ორმხრივ შეთანხმებებზე მუშაობა ამ კვირაში დაიწყება. ზელენსკის თქმით, აშშ პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც უკრაინა ამაზე იმუშავებს.
უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ახლა ხუთი ორიენტირი გააჩნია, რომელთაგან მთავარი - მშვიდობის ფორმულის რეალიზებაა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ერების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობისკენ, საერთაშორისო სიმშვიდისა და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების არარსებობისკენ მიისწრაფვის და მშვიდობის ფორმულის 10 პუნქტი სწორედ ამ მნიშვნელოვან ამოცანას ასახავს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კვირის განმავლობაში სახელმწიფოების ლიდერების მრჩევლებისა და საგარეო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თითქმის 40 ქვეყანა. პირველი შეხვედრა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა.
“ხოლო მესამე ნაბიჯი სამიტის ორგანიზება იქნება, მშვიდობის გლობალური სამიტის. ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ამ შემოდგომას მოხდეს.
შემოდგომა უკვე მალეა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო სამიტის მოსამზადებლად და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მოსაზიდად. ეს ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.