Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში მოხდა.
    მათივე ცნობით, დაზიანებულია ტანკერის სამანქანე განყოფილება, თუმცა ეპიკაჟის 11 წევრიდან არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

    ipn
  2. tvati
    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
    „სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
    ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

    ipn
  3. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.
    ზელენსკი განცხადებას "ტვიტერზე" ქართულ ენაზე აქვეყნებს.
    „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
     
  4. tvati
    თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.
    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
    „შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურა აზარაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    ipn
  5. tvati
    ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
    „თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უსაფრთხოდ გადარჩენის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.
  6. tvati
    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მწუხარებას გამოხატავს საქართველოში, რაჭაში, შოვში მომხდართან დაკავშირებით.
    ” ვიმედოვნებთ, ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ არ არიან ნაპოვნი, ცოცხლები და ჯანმრთელები იქნებიან. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში.
    მეორე დღეა, რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში,  სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    „სანსეტ შოვის“ მმართველი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სასტუმროში თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა  „სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო“. ამის შესახებ ანა მურადაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
    მანამდე, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში ეძებდა თავისი ოჯახის წევრებს, განაცხადა, რომ პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით მოხდა კალაძის ოჯახის ევაკუირება.
    მეორე დღეა, რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში წერია.
    რეკომენდაციებში წერია, რომ პრევენციისთვის საჭიროა მდინარის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-გამაგრება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი

      გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა-ს წარმომადგენელი ნინო გუჯარიძე წერს, რომ 2022 წლის ბიულეტენს უწყება არ ასაჯაროებს და ამისთვის სამართლებრივი დავაა საჭირო.
    გუჯარიძე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რასაც ,,ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
    ,,სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის.
    ეს არის ამონარიდები 2021 წლის ანგარიშიდან. სამწუხაროდ, არ გაქვს 2022 წლის ანგარიში, რომელსაც სააგენტო არ გვაძლევს. სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს.
    ახლა მაია ბითაძეს ვუსმინე, შოვში არანაირი რისკი არასოდეს არ არსებობდაო, ხოდა, რა ვიცი აბა, რისთვის იწერება ეს ანგარიშები?!
    გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის https://greenalt.org/library/geologiuri-biuleteni-2021/" - წერს გუჯარიძე სოციალურ ქსელში.
    ცნობისთვის, რაჭაში ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძე განაცხადა.
      ავტორი: თამარ მუკბანიანი
  9. tvati
    ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ.
    როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
    „ძალიან მძიმეა, რაც შოვში ხდება. ეს ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი სტიქიაა. სამწუხაროდ, 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ვერტმფრენმა გუშინ და დღეს შეძლო ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მაშველი რგოლის მიმართულებით, 210 ადამიანია უსაფრთხოდ გამოყვანილი. მინდა დავადასტურო, რომ ვინც ვერტმფრენით გადმოვიდა, 210 ადამიანიდან არცერთის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნა მინისტრმა.
    ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

    იპნ
  10. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
    შსს-ს ცნობით, სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. „ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
    ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
    სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.
    დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  11. tvati
    მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი მაინც უნდა არსებობდეს - ვიცით, რომ მთის ახალგაზრდა ეკოსისტემებია და ამას ძალიან სერიოზული მონიტორინგის სისტემის არსებობა სჭირდება. მუდმივი დაკვირვების ქსელი და მუშაობა, - ამის შესახებ "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „შუადღის სტუდია“ განაცხადა, რითაც შოვში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
    როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, ღვარცოფული მოვლენები გაძლიერდება.
    „წინა ხელისუფლების პერიოდში, გეოლოგიის დეპარტამენტი გაუქმდა, დაიქსაქსა მისი ფუნქცია სხვადასხვა უწყებაში. ეს ასეთი მთიანი ქვეყნისთვის ნორმალური არ არის. წარმოიდგინეთ, სამაშველო სამსახური რომ გვყოლოდა ადგილზე, ტურისტული დიდი ცენტრია, ხომ შეიძლება არსებობდეს მაშველთა ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას ეტყვის, საით უნდა გაიქცნენ. ჩვენ მაშველებს, რომლებიც გმირულად იქცევიან და შიშველი ხელებით მუშაობენ, არ აქვთ ტექნიკა, რომელიც უნდა ჰქონდეთ, ვერტმფრენების რაოდენობა ცოტაა, მეტი უნდა იყოს. მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი მაინც უნდა არსებობდეს. გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვიძახდით, რომ ღვარცოფული მოვლენები გაძლიერდება. ვიცით, რომ ეს აუცილებლად მოხდება. როდესაც შოვის განვითარების გეგმა დაიდო, სად იყო რისკების შეფასება?! ხომ შეიძლებოდა ამის შეფასება“,- აღნიშნა ჩხობაძემ.
    როგორც ჩხობაძე განმარტავს, რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა და ყველა ღვარცოფული მდინარეა.
    "დიდი ხანია ასეთი დიდი მასა არ ჩამოუტანია მდინარეებს. ეს უპრეცედენტო მომენტი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენს საუკუნეში, თუ არ გავიხსენებთ თბილისის ტრაგედიას, მეტი მასშტაბია. ეს ის პრობლემაა, რომელზეც გეოლოგები და გარემოსდამცველები ვსაუბრობთ, რომ ასეთი მოვლენები ჩვენთვის აღარ იქნება იშვიათი. ვიცით, რომ მთის ახალგაზრდა ეკოსისტემებია და ამას ძალიან სერიოზული მონიტორინგის სისტემის არსებობა სჭირდება. მუდმივი დაკვირვების ქსელი და მუშაობა, თუ როგორი გამაფრთხილებელი სისტემები უნდა არსებობდეს მოსახლეობისთვის. როდესაც რაღაცას ვგეგმავთ, გეოლოგიური მდგომარეობა უნდა შევაფასოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა, ვიცით, რომ ყველა ღვარცოფული მდინარეა. 5 ფაქტორი ერთდროულად დაემთხვა, რაც არასდროს მომხდარა. კლიმატური, მეტეოროლოგიური, გლაციოლოგიური, მეწყრული და ღვარცოფული”, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
    ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 პირი.

    იპნ
  12. tvati
    რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.
    როგორც პრემიერმა განცახდა, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ.
    „მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად დავათვალიერე, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები - ძალიან მძიმე ვითარებაა, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარულია, სამწუხაროდ, პრაქტიკულად, კოტეჯების ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა“, - განაცხადა ღარიბაშილმა.

    იპნ
  13. tvati
    „რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, კომპანია საქართველოში გზავნილების მიწოდების ვადის შემცირებას 2-3 დღით ელის.
    ამასთან, მოსკოვიდან თბილისში ტვირთის საჰაერო გზით გადაზიდვა „აზიმუტის“ თვითმფრინავებით განხორციელდება.
    „რუსეთის ფოსტის" ტრანსპორტის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელის, გიორგი ბაუტინის განცხადებით, კავკასიის ქვეყნებთან გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვა პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა და ეს ეხება როგორც ბიზნეს, ასევე კერძო კლიენტებს.
  14. tvati
    შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
    შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.
    ცნობისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

    იპნ
  15. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მათი დახმარება გახდება საჭირო.
    შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ბრიფინგზე გააკეთა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ტრაგედიის წინაშე ყველა ერთად უნდა დავდგეთ.
    „მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას. მათ დღეს უკვე სოლიდარობა გამოაცხადეს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით საჭიროდ სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, მზად ვარ, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში თუ ჩემი როლი საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    პალიტრანიუსი
  16. tvati
    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო:


    რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან.
    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ. საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი. ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია. შემთხვევის დროს თითოეული მათგანი მეწყერული ზონიდან მოშორებით, ველზე ახორციელებდა საამზომველო სამუშაოებს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. სააგენტომ სტიქიის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინა თითოეული მათგანის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში. ამ დროისთვის საჯარო რეესტრის ყველა ამზომველი (მთელი ქვეყნის მასშტაბით) იმყოფება მათთვის უსაფრთხო გარემოში. შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ამზომველები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებენ საამზომველო სამუშაოებს, მათ შორის რაჭაშიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს.
  17. tvati
    შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
    ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდან იყო ჩამოსული. მათთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
    „ზაზა და მისი ოჯა­ხი ჩა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ჰო­ლან­დი­ი­დან, ის­ვე­ნებ­დნენ რა­ჭა­ში, უწე­რა­ში, ჩემს კო­ტე­ჯში, ორ­შა­ბა­თი­დან. გუ­შინ 12 სა­ათ­ზე, ზაზა ცოლ­თან და 3 მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად წა­ვიდ­ნენ შოვ­ში, და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და სა­ღა­მოს აღარ მობ­რუ­ნე­ბუ­ლან. ვე­ღარც ტე­ლე­ფონ­ზე ვუ­კავ­შირ­დე­ბით, გა­თი­შუ­ლია. ამ დრომ­დე არა­ფე­რი ვი­ცით მათ შე­სა­ხებ.
    ახ­ლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ელო­დე­ბა კო­ტე­ჯში. სამ­წუ­ხა­როდ ფოტო არ მაქვს ოჯა­ხის, მხო­ლოდ ზა­ზას ფოტო მაქვს. ზა­ზას მე­უღ­ლეს ალი­ნა ჰქვია, უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. ბავ­შვე­ბი მცი­რე­წლო­ვა­ნე­ბია, სა­მი­ვე ბი­ჭე­ბია, სა­ხე­ლე­ბი არ ვიცი", - ამბობენ „ambebi.ge"-სთან.
    3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. კურორტ შოვში მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
    შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 140-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.

    რეზონანსი
  18. tvati
    ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს.
    ავტოსადგურის განცხადებითვე, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე.

    შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს.
    საერთო ჯამში, ამ დროისთვის სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
    შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები და მუშაობს 2 ვერტმფრენი.
    ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, 35 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. კოტეჯები იყო, აღარაფერია დარჩენილი.
    მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა.

    პუბლიკა
  19. tvati
    რამდენიმე წუთის წინ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

    პალიტრა
  20. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ.
    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კოტეჯების ადგილზე ფრაგმენტებია დარჩენილი და იმ ადგილებამდე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან.
    თემურ მღებრიშვილის განმარტებით, ახლა ტექნიკა შეჰყავთ, რომ გზა გაიჭრას.
    „სამწუხაროდ, ამ დროისთვის 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მოგეხსენებათ, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. შესულია ეტაპობრივად ტექნიკა. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა სამუშაოებს მეტი ყურადღება მიაქციონ და ცხედარი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს მოგვიანებით მოგახსენებთ. დილის 06:30 საათიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების ეპიცენტრიდან გამოყვანა, რომელიც გუშინ უსაფრთხო ადგილებში მობილიზებული გვყავდა. დღეს 140 ადამიანი გამოვიყვანეთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ“,-განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

    პალიტრანიუსი
  21. tvati
    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
    როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება როგორც ვერტმფრენის, ისე უშუალოდ, მაშველების ჩართულობით, მისივე ინფორმაციით, დღესვე დაიწყება მეწყრის შედეგად წაღებული ორი ხიდის მონტაჟი.
    „დილიდან გაგრძელდა ადამიანების გამოყვანა. ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ მაშველებთან ერთად. სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, ასეთი 35 ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და მდინარეზე პროცესი გრძელდება. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებითაც მოსამზადებელი სამუშაოებია და დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი“,- განაცხადა ქარსელაძემ.

    იპნ
  22. tvati
    რაჭაში მომხდარზე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მაშველების მხარდაჭერა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდება. რაც შეეხება კითხვებს, თუ რამდენად მზად იყო ხელისუფლება დროული რეაგირებისთვის, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია და მსხვერპლის თავიდან აცილება, დაუშვილმა არ უპასუხა.
    „სანამ ერთი ადამიანის გადარჩენაც კი შესაძლებელია, იქამდე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია. დღეს მხარდაჭერა სჭირდებათ მაშველებს და ვისაც შეუძლია მათი დახმარება სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობით, მაგალითად დრონებით, თუ სხვა საშუალებებით, ყველას მოვალეობაა ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ, ესაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დაუშვილმა.

    იპნ
  23. tvati
    შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
    ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს.
    ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და  შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.
    როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
     

    ავტორი - შალვა სუმბაძე
  24. tvati
    შოვში სამაშველო სამუშაოების ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
    მათივე ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
    ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთას ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.
     

    ავტორი - შალვა სუმბაძე
  25. tvati
    მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 50 მოქალაქეზეა შეტყობინება ცხელ ხაზზე შესული, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.
    როგორც გამყრელიძე აცხადებს, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.
    „ორი გარდაცვლილია ნაპოვნი. 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით. 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილას გაყვანილი, ატანილია პირველადი მოხმარების საშუალებები, რომ დილამდე მოხდეს მათი იქ დაყოვნება და შემდეგ, დილით, გადმოვიყვანთ ქალაქში. 50-მდე ადამიანზე გვაქვს შეტყობინება, რომ ამ ეტაპზე ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. შტაბი მოქმედებს 24 საათის რეჟიმში, ამოქმედდა ცხელი ხაზი. ჩართულია ყველა სტრუქტურა. მიდის ყოველწამიერი მუშაობა. არ წყდება სამაშველო სამუშაოები. 70 მოქალაქიდან 16-მდე მოზარდია გადმოყვანილი. 152 ადამიანში ნახევარი არიან ბავშვები. ვისაც ეძებენ, მათ შორისაც არიან ბავშვები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

    1ტვ
×
×
  • შექმენი...