Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, პრობლემა არა აქვს, რადგან იქ „სკადას" სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება - შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით,- ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც შოვში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
    როგორც თვალჭრელიძემ აღნიშნა, თუ საქართველოში "სკადას" სისტემა დამონტაჟდება, სტიქიური მოვლენების დროს დამნაშავე გვეცოდინება და დაცული ვიქნებით.
    „ეს პირველი ამბავი არ არის, გვახსოვს, რა მოხდა დარიალის ხეობაში, როცა ხალხი დაიღუპა თრუსოს ხეობიდან ღვარცოფის ჩამოსვლის შემდეგ; გვახსოვს ავადსახსენებელი 2013 წელი და ადიდება მდინარე ვერესი, იქ წარმოქმნილი ღვარცოფი. გახსოვთ, რა ხდებოდა მთიან აჭარაში. ასეთი 7500 ადგილია საქართველოში და იმ ტექნოლოგიებით მათი მონიტორინგი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, პრაქტიკულად არ შეიძლება. სხვა ტიპის სახელმწიფო მართვა სჭირდება ამ საქმეს. ამას ვუჩიჩინებ მთავრობას აგერ 15 წელია და არავინ მიგდებს ყურს. ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, აბსოლუტურად არავითარი პრობლემა არა აქვს, რადგან იქ "სკადას" სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება. ასეთი ტიპის კოსმოსური მონიტორინგი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამ ტექნოლოგიების გადმოღება ძნელი არ არის. შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ ასეთი ტიპის მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე მოხდა, გვეცოდინება დამნაშავე“,- აღნიშნა თვალჭრელიძემ.

    იპნ
  2. tvati
    მოვა დრო, როცა ხალხში დაგროვებულ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს - ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
    ბუჩუკურის თქმით, დღეს გლოვის დღეა, მხოლოდ მწუხარებით შემოიფარგლება, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება.
    „ქვეყანას ძალიან მძიმე დღეების უდგას და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები და საათები გველის, თუმცა შეიძლება ძალიან მცირედი, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ სასწაული მოხდეს და ერთი გადარჩენილი სიცოცხლე ვიპოვოთ. დღეს მეტს ვერაფერს ვიტყვი, გლოვის დროა, მაგრამ რა თქმა უნდა, მალე მოვა დრო, რომ ხალხში დაგროვებულ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს პასუხი გაეცეს - ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რა იყო სიმართლე, ვინ დამალა და რა დამალა. ეს კითხვები აუცილებლად დაისმება. დღეს მწუხარების მეტს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა ბუჩუკურმა.
    3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

    ipn
  3. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ.
    „ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახსენეთ, იყო ის, რომ ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
    როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ორი მიმართულებით გზები თითქმის უკვე დასრულებულია.
    „ე.წ. კალცის წ####ბის მიმართულებით დღეს შუადღისთვის უკვე გზა ბოლომდე იქნება შეყვანილი ჩვენი ვარაუდით და იქაც უკვე საძიებო სამუშაოების აქტიური ფრონტი გაიხსნება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
    რაც შეეხება გვიან ღამით ვერტმფრენების ჩართულობას და მოსახლეობის ევაკუაციის საკითხს, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე ვერტმფრენები უმოკლეს ვადაში იმყოფებოდნენ. მისი შეფასებით, ზოგიერთი ადამიანი ამ საკითხით სპეკულირებს.
    „ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ სპეკულაცია აწარმოონ, მე რა თქმა უნდა, ვერ დავუშლი. რაც შეხება ვერტმფრენების ჩართულობას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, პირველივე წუთიდან, უმოკლეს ვადაში რაც კი შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას და საძიებო სამუშაოების განხორციელებას ღამის განმავლობაში, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ როცა ჩამოვფრინდით და დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაცია, იმის იქით საჭიროება აღარ დადგა, რაც გავაკეთეთ. დარჩენილი ის ადამიანები, რომლებმაც ღამე გაათენეს ჩვენს მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად უსაფრთხო ადგილებზე, ეს სტრატეგიულად ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

    ipn
  4. tvati
    15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
    "უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
    დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

    ipn
  5. tvati
    ლატვია გმობს რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
    „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - აცხადებენ ლატვიის საგარეო უწყებაში.
    აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

    ipn
  6. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტო 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველად შეფასებას აქვეყნებს.
    პირველადი დასკვნით, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
    ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წ####ბის გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
    დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა.
    გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას უცვლელად გთავაზობთ:
    მდ. ბუბისწყალი წარმოადგენს მდ. ჭანჭახის მარჯვენა შენაკადს, რომელიც სათავეს იღებს მყინვარ ბუბას ძირიდან, ზღვის დონიდან 2970 მ-ზე და უერთდება მდ. ჭანჭახს კურორტ შოვთან ზღვის დონიდან 1520 მეტრაბსოლუტურ ნიშნულზე. მდინარე ბუბისწყლის წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 41.3 კმ2 -ს, მდინარის სიგრძე 9.97 კმ-ს, წყალშემკრები აუზის საშუალო სიმაღლე არის 2777 მეტრი, მდინარის კალაპოტის საერთო გასწვრივი ვარდნა არის (∆H) 1450 მეტრი, მდინარის კალაპოტის საშუალო ვარდნა 145.4 მ/კმ ანუ 145.4 0/00 პრომილე, ხოლო დახრილობა 0,1454. მდინარის კალაპოტის კლაკნილობის კოეფიციენტი შეადგენს k=1,23. მდ.
    ბუბისწყლის მდინარეთა ქსელის სიხშირის კოეფიციენტი D=0.99კმ/კმ2 ფერდობის ჩამონადენის გარბენის საშუალო სიგრძე შეადგენს L= 1.00კმ. მდ. ბუბისწყლის ხეობაში არისრამდენიმე მცირე და დიდი ზომის მყინვარი. ყველაზე დიდი მყინვარები ამ აუზში არის თბილისა და ბუბა.
    მდინარე ბუბისწყლის ხეობა ხასიათდება რთული რელიეფით, სადაც დაგროვილია ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის დიდი მოცულობის პროდუქტები. ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში გააქტიურებულია მყინვარის პულსაციური პროცესები და აღნიშნული
    ხეობის მყინვარები არ არის გამონაკლისი. სხვადასხვა წყაროების დამუშავების მიხედვით მოცემულია მყინვარ ბუბას ფართობები: 1:50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით მყინვარ ბუბას ფართობი შეადგენს 2.94 კმ2-ს, 2010 წლის 11 აგვისტოს landsat-ის დამუშავებული მონაცემების მიხედვით მყინვარ ბუბას ფართობი შეადგენს 2.40 კმ2-ს, ხოლო 2020 წლის 4 სექტემბრის landsat-ის დამუშავებული მონაცემების მიხედვით მყინვარბუბასფართობი შეადგენს 1,94 კმ2-ს.
    გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მდ. ბუბისწყლის ხეობის ზემო წელი მიეკუთვნება, ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიანი რელიეფის ზონის ჰორს-ანტიკლინურ ღერძულ ქვეზონას, ინტენსიური აღმავალი მოძრაობით, ხოლო ხეობის შუა და ქვემო წელი საშუალო და მაღალმთიანი რელიეფის სუბგანედური მიმართულების შეფარდებითი დაძირვის ქვეზონას. ხეობაში ფერდობების დახრილობა ცვალებადობს 15-დან 800-მდე (რუკა 1), სათავეებში კი,
    მყინვარული რელიეფის ფორმებთან ერთად, უმეტესად წარმოდგენილია ვერტიკალური კარნიზები და დაკბილული კლდოვან-ქარაფოვანი ფლატეები.
    საქართველოს ტექტონიკური დანაწევრების რუკის (ე. გამყრელიძე 2004 წ.) მიხედვით, მდ.ბუბისწყლის ხეობაში, სათავიდან დინების მიმართულებით, გამოიყოფა 3 ძირითადი სტრუქტურულ-ტექტონიკური ზონა,
    კერძოდ: 1. კავკასიონის ნაოჭა სისტემის მთავარი ქედის ზონის ცენტრალური აზევების ქვეზონა; 2. ყაზბეგ-ლაგოდეხის ზონა; 3. მესტია-თიანეთის ზონის შოვი-ფასანაურის ქვეზონა. მთავარი ქედის ზონა წარმოდგენილია პროტეროზოული და პალეოზოური მაგმური ქანების კომპლექსით და სამხრეთიდან მთავარი შეცოცებით არის შემოფარგლული. ყაზბეგი-ლაგოდეხის ზონასა და მესტია-თიანეთის ზონის შოვი-ფასანაურის (ნაოჭა-ქერცლებრივი) ქვეზონას შორის საზღვარი შესხლეტვა-შეცოცების ტიპის რღვევით არის წარმოდგენილი. 2 გეოლოგიური თვალსაზრისით, მდ. ბუბისწყლის ხეობის ზემო წელი აგებულია: 1. გვიან დევონური და კარბონული ასაკის (D3-C1
    1) პლაგიოგრანიტებით და კვარციანი დიორიტებით; 2.ქვედაიურული ასაკის მუაშის წყების (J12ms) და ტოარსული სართულის (J13s) ნალექებით, ლითოლოგიურად წარმოდგენილი ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებით და კვარციანი ქვიშაქვებით, დიაბაზის ფენებრივი ძარღვებით. ხეობის შუა წელი წარმოდგენილია:
    1.შუაიურული ასაკის აალენური სართულის სორის წყების (J2s2) და ბაიოსური სართულის ტალახიანი წყების (J2tl) ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, ქვიშიან-თიხიანი ფიქლებით და არკოზული ქვიშაქვებით; 2. ზედა იურული კალოვიურ-ოქსფორსდული (J3k+O1) და კიმერიჯტიტონური (J3km+tt) სართულების მერგელებით, კირქვებით, კარბონატული ფიქლებით, კარბონატული ქვიშაქვებით და მიკროკონგლომერატებით. ხეობის ქვემო წელი აგებულია ქვედა ცარცული ასაკის პორხიშულის წყების (K1pr) და ჭიორის წყების (K1cvr) ნალექებით, ლითოლოგიურად წარმოდგენილი კირქვებით, ქვიშიანი კირქვებით, მერგელოვანი კირქვებით, მერგელებით და კარბონატული თიხა-ფიქლებით.
    ხეობის რთული გეოლოგიური აგებულება, სეისმო-ტექტონიკური პირობები, რელიეფის მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი (მორფოლოგიური პირობები) და კლიმატური ცვლილებები (ნახ. 1-3) ხელსაყრელ გარემოს ქმნის ხეობაში ბუნებრივი სტიქიური პროცესების ჩასახვაგააქტიურებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 3 აგვისტომდე მდ. ბუბისწყლის კალაპოტში, ბოლო 100 წლის მანძილზე, მნიშვნელოვანი ხასიათის ღვარცოფული ნაკადების გავლას ადგილი არჰქონია.
    2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წ####ბის გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
    აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად.
    კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში.
    ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.
    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია (ნახ. 5). მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი, დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე გაიშალა შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე დაახლოებით 26 ჰექტარზე (სურ. 7-8-9), სადაც დაფარა აქ არსებული შენობანაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი.
    ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვაგააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.
    წინასწარი შეფასებით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში დინამიკაში მოსული მყარი მასალის საორიენტაციო მოცულობა დაახლოებით 5 მლნ. მ 3 -ს შეადგენს, რომლის უმეტესი ნაწილი შევიდა მდ. ჭანჭახის და მდ. რიონის კალაპოტებში, ხოლო დაახლოებით 1.5 მლნ. მ 3 აკუმულირდა სტიქიის ეპიცენტრში და ბუბისწყლის ხეობის ტრანზიტულ ზონაში.
    გამომწვევი მიზეზები:
    მკაცრი კლიმატური პირობები - ნივალურ ზონაში ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა;
    ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები;
    კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა-განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე მდ. ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე;
    მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში;
    მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წ####ბი, უხვი ნალექის და გრუნტის წ####ბის მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება;
    უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.
    მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს წარმოქმნილი კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან. ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
    დასკვნები:
    ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წ####ბის გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
    მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;
    მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე:
    - სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდ. ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა);
    - 2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია;
    ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;
    მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის.
    გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დამატებით ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, რის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შემდგომი ღონისძიებების განსახორციელებლად. წინამდებარე დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ
    პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აერო ფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების, ექსპერტული ცოდნის ანალიზის/განზოგადების საფუძველზე და განეკუთვნება პირველადი დასკვნის კატეგორიას.

    IPN
  7. tvati
    სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების ცხედრები ამოიცნეს. ინფორმაციები ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. მათ შორის, ინფორმაციას ავრცელებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებული იყო გიორგი ყარალაშვილი:
    “სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილისა და მისი დის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
    ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, უსამძიმრებს მის ოჯახს, თანაკურსელებსა და მეგობრებს.
    ასევე, ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს.” _ წერს თსუ
    ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 18 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ბავშვები.

    gurianews.ge
  8. tvati
    „მწვანე ალტერნატივა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენის გამო და შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
    ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2023 წლის 4 აგვისტოს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 83 დასახლება. მათ შორის, შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.

    ორგანიზაცია აცხადებს, რომ სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენებში შოვისთვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდინარე ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი.
    „მწვანე ალტერნატივას” შეფასებით, ეს და სხვა დეტალები უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვისა და მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი.
    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
  9. tvati
    რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს ილოცონ, საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულთათვის.
    რომის პაპმა პორტუგალიაში ვიზიტისას გამოსვლაში მხარდაჭერა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიმართ.
    პაპმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გვერდით დგას.
    „მე ჩემს ძმასთან, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ახლოს ვარ”, - დასძინა რომის პაპმა.

    ipn
  10. tvati
    არქიტექტორი თემურ ტომარაძე სოციალურ ქსელში კურორტ შოვის განაშენიანების შესახებ წერს.
    როგორც თემურ ტომარაძე აღნიშნავს, „თავის დროზე, როდესაც შოვი როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო“.
    „ბავშვობის ზაფხულები შოვში პირველ კორპუსში (გერმანელი ტყვეების მიერ ნაგები, თანაც ულურსმნოდ) მაქვს გატარებული.
    ვინც შოვში ნამყოფი ხართ, გემახსოვრებათ, სად დგას და რა სავალალო მდგომარეობაში. შესაბამისად, კურორტის ყველა ძველი (მე-2, მე-3, მე-4) კორპუსი ტყის პირზეა, შემაღლებულ ადგილებზე. მხოლოდ მცირე ზომის ადმინისტრაციული იდგა შოვის ტერიტორიის ცენტრში.
    თავის დროზე, როდესაც შოვი როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო (ამის პრეცედენტები არსებობდა) და ყველა კორპუსი განაპირა შემაღლებებზე ტყის პირზე აიგო.
    გადმოცემით ვიცი ლეგენდა, რომ გერმანელმა ტყვეებმა უარი თქვეს პირველი კორპუსის ამ ტერიტორიის ქვედა ნაწილში (სადაც დღეს ღვარცოფმა გადაიარა) მის აშენებაზე. მოხდა შეთანხმება, პროექტის კორექტირება და აშენდა სადაც დღეს დგას. ამიტომაც ეს ღვარცოფი ვერ შეეხო და არის უვნებლად.
    ნათელი ამ ხალხს იმიერში.
    დღეს კი ფულისხარბ უპასუხისმგებლოებს, რომლებმაც დღევანდელობაში პროექტირების და მშენებლობის დროს არ გაითვალისწინეს საფრთხეები, მკაცრად უნდა მოეკითხოთ“, – წერს თემურ ტომარაძე სოციალურ ქსელში.
     
    ცნობისათვის, რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მიწის მასამ „სანსეტ შოვის“, ასევე მის მიმდებარედ მდგარი კოტეჯები დააზიანა.
    ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 15 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
    სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

    fortuna.ge
  11. tvati
    უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.
    „მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უპრეცედენტო წვიმებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა. უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება კატასტროფის დროს მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად“, – წერს კატალინ ნოვაკი.
    ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
     
     

    ავტორი - თინათინ მიგინეიშვილი
  12. tvati
    შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ლუკა შოვში დედასა და და-ძმასთან ერთად ისვენებდა, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ.
    ლუკას მამა, გიორგი დუდაშვილი საზოგადოებამ სტიქიის პირველივე დღეს გაიცნო. გიორგი დუდაშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ ცოლსა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებდა:
    „მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან… არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც, რომ ვიპოვოთ.
    დღისით, პირველ თუ თორმეტ საათზე [ველაპარაკე] არ მახსოვს. მერე აღარ გამოდიან კონტაქტზე, ვინც მანდ იყვნენ, არ ვიცი. შოვის ტერიტორიაზე კოტეჯებში იყვნენ”, — აცხადებდა გიორგი დუდაშვილი 3 აგვისტოს საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას.
    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
    ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ტერიტორია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი
    საკუთრება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
    შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს, უფრო მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავოს, პესკოვმა უპასუხა:
    "არა, არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ის ტერიტორია, რომელიც ახლა ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი", - აღნიშნა პესკოვმა.
    შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ე.წ. "რეფერენდუმები" 2022 წლის 23-27 სექტემბერს ჩაატარა. 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნული რეგიონების ე.წ. "ხელმძღვანელებმა" ხელი მოაწერეს "შეთანხმებებს" დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. 4 ოქტომბერს კი პუტინმა ამ ე.წ. "ხელშეკრულებების" რატიფიცირებას მოაწერა ხელი.

    იპნ
  14. tvati
    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ შოვის ტრაგიკული მეწყრის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
    "ჩვენი ფიქრები მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, სამაშველო ჯგუფს კი წარმატებებს ვუსურვებთ", - აცხადებენ სერბეთის საგარეო უწყებაში.
  15. tvati
    ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს.
    „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალდა. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“, - ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო უწყების განცხადებაში.
  16. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში.
    ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, საუდის არაბეთი, ავსტრალია, ბაჰრეინი, ინდოეთი, იორდანია, კატარი, ქუვეითი, ჩინეთი, კორეა, თურქეთი, იაპონია, აშშ, კანადა და სხვა.
    ქვეყნები წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნების ლიდერების მრჩევლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორების დონეზე, პირადად ან ონლაინ რეჟიმში.
    „იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ყველა ადასტურებდა თავისი ქვეყნის ერთგულებას გაერო-ს წესდების პრინციპების, საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პატივისცემის მიმართ და სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული "მშვიდობის ფორმულა", - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.
    მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა წარმომადგენლობით დონეზე.

    იპნ
  17. tvati
    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს.
    უწყების ცნობით, ამ დროისათვოს, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.
    ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობეაზე.
    „ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წ####ბთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.
    ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც.
    დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისათვის, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    ინტერპრესნიუსი
  18. tvati
    თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.
    „თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ. დღეის მდგომარეობით, დღის წესრიგი განსაზღვრული აქვს მათ, ვინც აქ მუშაობს. ალბათ, საორგანიზაციო საკითხები აღარ იქნება საჭირო და იმავე დღის წესრიგით გააგრძელებენ, რაც განვუსაზღვრეთ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
    შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი.

    იპნ
  19. tvati
    ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
    უწყების ცნობით, რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება.
    “როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.
    2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი.
    მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.
    კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
    რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  20. tvati
    შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა.
    "ინფო რუსთავი" გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. "დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძზალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუაბში ისკანდერ ისაევამ.
    გარდაცვლილი არის 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.
    შეგახსენებთ რომ შოვში სტიქიის ზონაში სულ 7 რუსთაველი იყო დაკარგული, ამ დროისთვის 5 რუსთაველის ძებნის პროცესი ისევ მიმდინარეობს.

    inforustavi.ge
  21. tvati
    მოლდოვაში უკრაინაში მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა.
    როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, საუბარია მატარებელზე, რომლითაც მარცვლეული უკრაინის პორტ „რენიში“ გადაჰქონდათ.
    ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი კულმა-ჩადირ-ლუნგას მონაკვეთზე იმყოფებოდა. ლიანდაგიდან სულ ექვსი ვაგონი გადავიდა.
    „ავარიის სავარაუდო მიზეზი ძლიერი სიცხე იყო, რის გამოც რელსების ნაწილმა მდგრადობა დაკარგა“, – ნათქამია ოფიციალურ განცხადებაში.
    ცნობისთვის, რუსეთმა 17 ივლისს დატოვა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“, რის გამოც უკრაინა მარცვლეულის გადაზიდვას ალტერნატიული გზებით ცდილობს, მათ შორის მდინარე დუნაიზე არსებული პორტებიდან.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  22. tvati
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა.
    მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
    ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.
    ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.
  23. tvati
    მოქალაქე გიორგი კაცელაშვილი სოციალურ ქსელში ჯუთასკენ მიმავალი გზის ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 
    მისი თქმით, გზა ამორტიზებულია, ფერდობის ქვეშ კი მდინარე გადის და ამ მიმართულებით გადაადგილება უდიდესი რისკისშემცველია.  „ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთიდან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო“, - აღნიშნავს გიორგი კაცელაშვილი.

    commersant.ge
  24. tvati
    ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
    "ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
    თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში.
    ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 17 პირი.
    შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
  25. tvati
    5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 30 რაკეტა და 27 თავდასხმის დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    „2023 წლის 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე რუსმა დამპყრობლებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე ირანული "შაჰედ-136/131" თავდასხმის დრონებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
    უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ინფორმაციით, 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე თავდასხმების რამდენიმე ტალღის განხორციელებისას რუსულმა ძალებმა თავდასხმის 70 საშუალება გამოიყენეს, 60-მდე მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

    ipn
×
×
  • შექმენი...