Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    8 აგვისტოს შეერთებული შტატები უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

    ახალი პაკეტი მოიცავს ნაღმებისგან გაწმენდის აღჭურვილობას, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინებს“, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას.
    ეს თანხები გამოთავისუფლდა ბუღალტრული შეცდომის შედეგად - შეცდომა ადრე გამოყოფილი 6.2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტით გათვალისწინებული სამხედრო აღჭურვილობის ღირებულების დათვლის პროცესში იქნა დაშვებული.
    მაისში პენტაგონმა განაცხადა, რომ შეცდომით შეაფასა კიევისთვის მიწოდებული იარაღის ღირებულება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა დამატებითი დახმარების გამოყოფა.

    ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე, რომელიც კონგრესზე განსახილველად შემოდგომისთვის იქნება მზად. ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის არმიის შესყიდვების დეპარტამენტის უფროს დუგ ბუშზე დაყრდნობით იუწყება.

    მანამდე ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სექტემბრის ბოლოს, ფისკალური წლის დასრულებამდე, თეთრი სახლი არ აპირებს კონგრესს მიმართოს უკრაინისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნისთვის. ამას მოჰყვა შეშფოთება იმაზე, რომ თანხები შესაძლოა, ზაფხულის შუა რიცხვებში ამოიწუროს.

    გასულ წელს ადმინისტრაციამ კონგრესისგან ოთხჯერ მოითხოვა დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად – მარტში, მაისში, სექტემბერსა და დეკემბერში.
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში ითხოვა შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება.

    თხოვნის ფონია რუსეთის არმიის მიერ რაკეტებით სასიკვდილო იერიშის მიტანა დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ პოკროვსკზე, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. თხოვნის ფონია ასევე უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებზე რუსეთის შეტევების შედეგად.

    radio tavisupleba
  2. tvati
    შოვში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა მაღალმთიანი დასახლებები, სადაც სტიქიური მოვლენების გარკვეული რისკები არსებობდა და ყოველთვის იარსებებს.
    რამდენჯერ ყოფილა საუბარი, რომ გურიის მდინარეებზე უკანონო თუ კანონიერი გზებით ქვა-ღორღის ამოღება ხდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და რომელიც აზიანებს არსებულ გარემოს, მდინარის კალაპოტს იერსახეს უცვლის და მეწყრისა თუ სხვა სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის. ასეა მდინარე სუფსაში, ასეა გუბაზოულზე და ა.შ.
    ამ ბოლო ხანს აქტუალურია კურორტ ბახმაროს თემა, სადაც ბოლო წლებია, კატასტროფულად იმატებს ახალი შენობები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, უკანონოდაა აშენებული ბობოლა ჩინოვნიკების მიერ, რის გამოც იქაური უნიკალური ლანდშაფტი ძალიან დიდ ცვლილებებს განიცდის.
    ბახმარო სუფთა ჰაერითაა სახელგანთქმული და ბევრი იქ დამსვენებელი სამართლიანად აპროტესტებს კურორტზე არსებულ მშენებლობებს და სატვირთო მანქანების შედეგად წარმოშობილ ეკოლოგიურ სიბინძურეს, რომლის შედეგად, როგორც დამსვენებლები თუ უბრალოდ, კურორტზე სტუმრად ასული ადამიანები ამბობენ, მალე მივალთ სავალალო შედეგებამდე, რამეთუ არც ბახმარო იქნება ისეთი, როგორიც იყო და არც იქ დამსვენებელთა ცხოვრება იქნება უსაფრთხო.
    შოვში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე კი ბახმაროში, მდინარე ბახვის კალაპოტში მიმდინარე სამუშაოებთან მიმართებით, მოქალაქეებში უფრო მეტად გაჩნდა კითხვები და ითხოვენ გარკვევას, რა ხდება ბახმაროში. ამ თემაზე სოციალურ ქსელშიც აქტიურად მიდის პოლემიკა.

    „ჩოხატაურის მერიას მივმართავ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბახმაროდან ხრეშის გატანა! ქუდზე კაცი დადგება, ამ ამაზრზენ ქმედებაზე თვალს არავინ დახუჭავს. გზას აკეთებენ _ ესაა მოტივი. მთას ძირს უთხრიან. ყველანი პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ თითოეულ თქვენგანს. რაჭაზე უარესი დაემართება ბახმაროს. რაც უბედურება ხდება, ყველა მასეთი დაუდევრობით. დროულად შეწყვიტეთ გატანა!“ _ ფეისბუქგვერდის საშუალებით მიმართავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოქალაქე თამრიკო კილაძე.
    „ამ ტრაგედიის ფონზე, ვკითხულობ მაინც, რა სამუშაოები ტარდება ბახმაროში და გეოლოგები თუ არიან ჩართული?
    ბავშვობიდან მოყოლებული ბახმაროში ვისვენებ და აქ მდინარის კალაპოტი იყო. ახლა მოასწორეს მდინარეც, მისი ნაპირიც და კალაპოტიც.
    რა ხდება, ვინმემ იცის?
    ვერ გაიგო ამ ადამიანებმა, რომ ასეთ ადგილებს არ უყვართ ადამიანის ხელის ჩარევა. ბახმარო თავისი ბუნებრივი გარემოთი არის უნიკალური“, _ წერს ლელა ჩხაიძე.
    ვაჟა გობრონიძე: „მდინარეს რომ კალაპოტს შეუცვლი, მე მგონი, არ უნდა იყოს კაი ამბავი მაგი. ბახმაროს იმდენს უჩხიკინებენ, რაცხა სასწაულს მოახდენენ“.
    ნანა ჭკუასელი: „ბახმაროში ადგილი აღარ დატოვეს, ყველგან კოტეჯია ჩადგმული და ფასები ისეთი აქვს კიდევ, თბილისში იყიდის ადამიანი ბინას. ჰოდა, ვიღაცას ადგილი უნდა ეტყობა და ასუფთავებენ და მთასთან თამაში რომ არ შეიძლება, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა“…
    ლელა გობრონიძე: „სილამაზის წყაროზე ისე ჩახვალ, ნაძვი აღარ შეგხვდება. მთლიანად არის გაჩეხილი და უშუალოდ წყაროზე ჩასასვლელამდეა კოტეჯები ჩადგმული… იმ ფერდობს რა ამაგრებს, არ ვიცი… მდინარის ხეობაა თან, ბახვისწყლის. იმ სიღრმეზეა კოტეჯები ჩადგმული, ის მიკვირს, ყოველდღიურად დამსვენებელმაც იქ როგორ უნდა იაროს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მეორე, რომ არანაირად არ შეიძლება და დიდი საფრთხის შემცველია. შარშან ამბობდნენ, აპირებენ ბევრი უკანონო კოტეჯის აღებასო, მაგრამ უკვე გაჩეხილ ფერდობს რა ეშველება. მეტიც, შარშან, მოპირდაპირე ფერდობზე, იმავე ხეობაში, ზედ მდინარის ნაპირთან სადღაც 10 მეტრშიც არა, უფრო ახლოს, კიდევ დიდი კოტეჯი შენდებოდა. რა ვიცი, იქ რამ უნდა დააძინოს ღამით“.
    ნანა კამლაძე: „დაინგრევა, მოისპობა ყველაფერი და მერე იტყვიან სტიქიური უბედურებაა და ყველგან ხდებაო..“
    ირინა ლომაშვილი: „ასეთი ამბავია ყველა მდინარის პირას. იღებენ ხრეშს. ამუშავებენ ეგრეთ წოდებული „დრაბილკები“ და გადათხრილს და გაუბედურებულს ტოვებენ სანაპიროს“.
    თამო მალანია: „მერე გამოვლენ და იტყვიან, ბუნებრივი სტიქიაა, ყველგან ხდება, ბუნების კანონებთან უძლურები ვართო. ჭრიან ხე-ტყეს, ძირს უთხრიან, ყიდიან, ფულს აკეთებენ. ვის ანაღვლებს, შემდეგ ამ ყველაფერზე ვის მოუწევს პასუხისგება სიცოცხლის ფასად“…
    ირკვევა, რომ ბახმაროში მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტით ხორციელდება და მათი ინფორმაციით, “მიმდინარეობს ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება ჩოხატაური-ბახმაროს გზის 16 კმ-იან (კმ34-კმ50) მონაკვეთს. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოსთვის. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 16 211 200 ლარია”.
    მოსახლეობის მხრიდან გაჟღერებულ კითხვაზე _ თუ რა ხდება ბახმაროში, პასუხის მისაღებად „გურია ნიუსი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველ პირს, დავით შარაშიძეს დაუკავშირდა.
    „მოგეხსენებათ, რომ თებერვალში, დიდთოვლობის გამო, ამ ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც 35 სახლი დააზიანა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. ამის შემდეგ, როცა უკვე თოვლი აღარ იყო და ოთხდღიანი ძლიერი წვიმების შედეგად სტიქია მოხდა გურიაში, ბახვის წყალი ადიდდა და დიდი მოცულობის ხეები, სილა, ნარჩენი მასალა ჩამოიტანა ბახმაროში. ადგილზე ტურისტები და დამსვენებლებიც იმყოფებოდნენ.
    ბახვის წყლის ადიდებამ გამოიწვია ის, რომ პიონერისა და უჩხუბის ქუჩები მთლიანად ჩაიკეტა და მდინარის მეორე მხარეს მყოფ ხალხს აქეთ გადმოსვლა აღარ შეეძლოთ.
    საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი იყო ბახმაროს დარჩენილი გზის რეაბილიტაცია (ჩინურმა კომპანიამ რაც დაამთავრა, იმის შემდეგ რა მონაკვეთიც რჩებოდა). გამოცხადდა ტენდერი, გაიმარჯვა კონკრეტულმა ფირმამ და ჩვენ ამის შემდეგ მუნიციპალიტეტიდან, გუბერნიის ჩართულობით, წერილობით მივმართეთ გზების დეპარტამენტს, რომ მომხდარიყო ბახვისწყლის კალაპოტის გასწორხაზოვნება, ჯებირებისა და გაბიონების მოწყობა, რაც თავიდან პროექტში არ იყო გათვალისწინებული და დამატებით შევატანინეთ, ვინაიდან ცენტრალური გზა როცა გაკეთდებოდა, ძლიერ წვიმებსა და უხვ ნალექს კიდევ არ შეექმნა საფრთხე გზისთვის.
    ჩვენ ახლა, ამ წუთებში ვახორციელებთ კალაპოტის ფორმირებას, მდინარის ერთ კალაპოტში მოქცევას. ალბათ, დაკვირვებული იქნებით, რომ ბახვისწყალი რამდენიმე კალაპოტად მოდიოდა და შემდეგ ერთდებოდა ერთ მდინარედ. ახლა ვაქცევთ ერთ კალაპოტში, ვაკეთებთ ჯებირებსა და გაბიონებს, ამასთან კალაპოტსაც ვუღრმავებთ მაქსიმალურად, რომ საზოგადოებას საფრთხე არ შეექმნას. ამის შემდეგ კი დავიწყებთ სამანქანო ხიდის პროექტზე მუშაობას.
    ამ წუთისთვის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მშვიდად, წყნარად შეხვდეს ამ ყველაფერს, ვინაიდან უკანონოდ არავინ არაფერს არ აკეთებს. პროექტი ეკუთვნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტს და ზედამხედველობას უწევს, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, მუნიციპალიტეტის მერია“, _ ამბობს დავით შარაშიძე „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბარში.
      სოფო წილოსანი
  3. tvati
    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ე.წ. საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.
    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს მოსახლეობასთან მუშაობს.
    გთავაზობთ განცხადებას:
    „დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
    ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.
    ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ ლტოლვილთა და დევნილთა უფლების მნიშვნელობას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.
    ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას. 2024 წლის დეკემბრამდე კვლავ განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას უწყობს ხელს.
    ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგულებას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
     
    publika
  4. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში, მდინარის კალაპოტში, ქალის ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ნაწილი იპოვეს:
    „მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციებზე მეტი მობილიზაცია, რომ გავაფართოოთ ძებნა-შველის ღონისძიებები“, — აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
    ამასთან, მღებრიშვილის თქმით, რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მაშველებმა თავდაცვის სამინისტროდან დამატებითი აღჭურვილობა მიიღეს, რომელიც მათ დაეხმარებათ ავტომობილების მოძებნაში:
    „ფაქტობრივად, დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. თავდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ გარკვეული სპეციალური აღჭურვილობა, რის საშუალებითაც ხდება ტერიტორიის დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით მანქანის საძიებო მიმართულებით“, — აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.
    3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 19 გარდაცვლილის შესახებ, 16 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

    netgazeti
  5. tvati
    ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს.
    ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
    ფოთში,  ზღვაში ორი მოზარდი გუშინ, 7 აგვისტოს დაიხჩო. ერთი მოზარდის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, მეორეს კი ეძებდნენ.

    netgazeti
  6. tvati
    „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ , შეწყვიტოს თავდასხმა მედიაზე და უზრუნველყოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა.
    გავრცელებულ განცხადებაში, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. კოალიციის განცხადებით, აღნიშნულ მძიმე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საქმიანობა და მის მიერ საზოგადოებისთვის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება.
    თუმცა, განცხადების ავტორების თქმით, სამწუხაროდ, ამ დღეებში კიდევ ერთხელ მოწმეები გავხდით ხელისუფლების მცდელობებისა, გააჩუმოს და დააშინოს ჟურნალისტები, რომლებიც უბრალოდ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ეს თავდასხმები გამოხატვისა და პრესის თავისუფლების აშკარა დარღვევაა:
    „მთის ამბების რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, ერთ-ერთი პირველი მედიის წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის სტიქიას აშუქებს. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა. ასევე მიმდინარეობდა გელა მთივლიშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
    განცხადების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიცია მედიის წარმომადგენლებს შოვში აღარ უშვებდა.
    მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ხელისუფლების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმების, შეურაცხყოფის, დეზინფორმაციისა და მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევის ბოლო შემთხვევებს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სტიქიური უბედურების დროს გელა მთივლიშვილმა და მისმა კოლეგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და დღესაც ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში შოვში არსებული სიტუაციისა და ხელისუფლების მიერ სტიქიური უბედურების პრევენციისა და დაზარალებულების დახმარების შესახებ.
    „ხელისუფლების თავდასხმები მედიაზე არის მიზანმიმართული მცდელობა, გააკონტროლოს ინფორმაციის ნაკადი, რაც გამოხატვისა და პრესის თავისუფლების უფლებას არღვევს. მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები მედიაზე და პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას და მისცეს მედიას პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

    netgazeti
  7. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.
    მისივე თქმით, დღეს მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი და ადამიანის ფრაგმენტი.
    „გიდასტურებთ, მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია“,-აღნიშნა მღებრიშვილმა.

    ipn
  8. tvati
    31 წლის გიო ადამია და მისი 6 წლის შვილი, თომა, სოფელ გლოლაში, კურორტ შოვის მახლობლად, 2 აგვისტოს, შუადღეს, ჩავიდნენ. მამა-შვილი რაჭაში ერთი კვირით აპირებდა დარჩენას. ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ და მეორე დღეს შოვში წასვლაც დაგეგმეს.
    2 აგვისტოს, საღამოს, გლოლაში გაწვიმდა:
    „ძლიერი წვიმა იყო, ქარიც მოჰყვებოდა, ფანჯრებშიც კი შემოწვიმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გადაიღო“.
    3 აგვისტოს რაჭაში მზიანი დილა გათენდა:
    „სასწაული ამინდი გამოვიდა. მზე, სასიამოვნო სითბო“, - იხსენებს გიო და ცდილობს იმ დღის დეტალები და თითოეული ამბის ზუსტი დრო ტელეფონში გადაღებული ფოტოების მიხედვით აღადგინოს:
    „ყველაფერი მახსოვს, იმიტომ რომ ფოტოებს ვიღებდი და პარალელურად ცოლს ვუგზავნიდი. 13 საათი და 45 წუთი იყო, მანქანაში რომ ჩავსხედით მე და თომა და შოვისკენ წავედით. იქ მინერალური წყალი მოდის. მინდოდა ბავშვს დაელია და მერე გადაწყვეტილი გვქონდა სასტუმრო „სანსეტში“ ასვლა, იქაურობის დათვალიერება“.
     
    შოვი. სტიქიამდე ერთი საათით ადრე შუადღის 2 საათი ხდებოდა, გიო და თომა წყაროსთან რომ მივიდნენ:
    "იქვე იდგა ადგილობრივების ორი მანქანა, თაფლს და ღვინოს ყიდდნენ, ფოტოებიც გადავუღე. წყალი დავლიეთ და ისევ მანქანით გავაგრძელეთ გზა ზევით".
    შოვი. სტიქიამდე ერთი საათით ადრე  
    გიომ მანქანა სასტუმროს მიმდებარედ, ჩრდილში გააჩერა და შვილთან ერთად ფეხით აუყვა "სანსეტის" გზას:
    „სასტუმროს ეზოში ფოტოები გადავიღეთ, ვისეირნეთ, ბავშვი საქანელებზე გაერთო და 3-ს აკლდა 5 წუთი, სახლისკენ წასვლა რომ გადავწყვიტეთ“.
     
    სასტუმრო "სანსეტი" სტიქიამდე რამდენიმე წუთით ადრე გიო და თომა მანქანასთან დაბრუნდნენ, ჩასხდნენ და ის იყო, მანქანა უნდა დაეძრა, რომ უცნაური ხმა, გრგვინვა შემოესმა:
    „ზუსტად 3 საათი იყო ან 4-ის 1 წუთი. თითქოს ავიაგამანადგურებელმა გადამიფრინა თავზე. ცისკენ დავიწყე ყურება, მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან მალე და ძალიან ახლოს, ჩვენს თავზე თვითმფრინავს ან რაიმე მსგავსს უნდა გადაეფრინა. გადმოვედი მანქანიდან. საიდანღაც წამოსული, უცნაური სიცივე ვიგრძენი, არადა, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, გვარიანად ცხელოდა. თითქოს არც ქარი იყო, მაგრამ სიცივე მოჰქონდა ჰაერს. „სანსეტისკენ“ გავიხედე და იმ წამს ჩემს თვალწინ გადაიქცა რამდენიმე ნაძვი. ვიფიქრე, რომ მეწყერი მოდიოდა, არ ვიცოდი, რომ ეს ზევიდან წამოსული ღვარცოფი იყო. ვხედავდი, რომ ჩვენგან დაახლოებით 60-70 მეტრში ხეები ტყდებოდა საშინელი ხმაურით. მაშინვე ჩავხტი მანქანაში. თომას, რომელიც უკან, თავის სავარძელში იჯდა, ვუთხარი: მამა, მეწყერი მოდის, უნდა გავიქცეთ-მეთქი და ძალიან სწრაფად დავეშვით ქვევით“.
    დაახლოებით 200 მეტრი იარეს, გამოვიდნენ გზაზე, გაუხვიეს მარჯვნივ, გლოლისკენ, მაგრამ მანქანას წინ ორი ტურისტი გადაუდგა:
    „უცხოელები იყვნენ, ჩვენკენ მორბოდნენ, ხელებს გვიქნევდნენ. დავინახე, რომ მათ უკან, გზაზე, უკვე მოდიოდა ღვარცოფი. მანქანაში ჩავისვი ტურისტები, მოვატრიალე მანქანა და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადეთ გაქცევა“.
    სწორედ იქ შეხვდა გიოს კიდევ ორი მანქანა:
    „ვანიშნე, იქით ვეღარ წახვალთ-მეთქი და ამ დროს, საითაც გაქცევას ვცდილობდით, დავინახეთ, რომ მეწყერი ჩამოწვა. ორივე მხრიდან მეწყერსა და ღვარცოფში აღმოვჩნდით“.
    მგზავრები, ჯამში, 10-12 ადამიანი, მანქანებიდან გადმოვიდნენ და ფეხით გადაწყვიტეს გაქცევა. მანქანები კი რამდენიმე წუთში. მოწოლილმა ტალახმა წყალში გადაყარა:
    „ხიდზე გადასვლა მოვასწარით, უკან რომ მოვიხედეთ, არცერთი მანქანა აღარ იდგა იქ და „სანსეტისკენ“ გავიქეცით - იქ აღმართია და ვცდილობდით, როგორმე შემაღლებულზე ავსულიყავით“.
    როგორც კი ზევით, ციცაბო მინდორზე ასვლა დაიწყეს, მათი მიმართულებით, სასტუმრო „სანსეტის“ მხრიდან, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ტალახის მასა წამოვიდა. გიო იხსენებს, რომ გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. ტალახი 200-300 მეტრის რადიუსზე იყო გაშლილი და მათ უახლოვდებოდა:
    „ატყდა საშინელი პანიკა, კივილი. იმ მომენტში მეც ვიფიქრე, რომ ეს იყო გარდაუვალი სიკვდილი. ბავშვი წინიდან ჩავიხუტე და პირით ტალახისკენ დავდექი“.
    გიორგიმ დღესაც არ იცის, ასე რატომ მოიქცა: „შეიძლება იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯომარდობისას, ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა მითხრა, წყალში თუ გადავარდები და ძლიერი ტალღა დაგარტყამს, საპირისპიროდ გაცურვა არ სცადო, ზურგზე დაწექი და ტალღას გაჰყევიო. ვიფიქრე, რომ, იქნებ, ტალახის ტალღაზეც ასე ყოფილიყო“, - ამბობს გიო:
    „ზოგმა ზურგი აქცია, მე პირიქით, სახით დავხვდი. ტალახის ტალღა რომ დამეჯახა მუცელში, უკან გადავიწიე, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი ტალღას ქვევით. დაახლოებით 20 მეტრში ტალღა გადაიშალა და ფეხზე წამოდგომა შევძელით. ჩვენთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, დავითი, თავის დისშვილთან, მაშოსთან ერთად, გაცილებით შორს წაიღო ტალახის ტალღამ. აქეთ მხარეს ვინც ვიდექით, ისინი უფრო ნაკლებ მანძილზე გაგვიყოლა“.
    ფეხზე წამოდგომა რომ შეძლეს, ისევ აღმართს აუყვნენ, სასტუმროსკენ:
    „ტალახი ახლა მუხლამდე გვწვდებოდა. წარმოუდგენლად რთული იყო გადაადგილება. ახლაც ვგრძნობ ბასრ, სიპ ქვებს წვივებზე. ფეხის ყოველი ჩადგმისას ახალი და ახალი ჭრილობა ჩნდებოდა. ჩვენს გარშემო ყველაფერი ტალახში იყო. საშინელი სიცივე დაიჭირა. ბავშვი კანკალმა აიტანა. ხე იდგა რაღაც, იმ ხესთან მივღოღდი, თომა შემოვსვი ზედ და დავიწყეთ რეკვა 112-ში, ახლობლებთან“.
     
       EMBED SHARE სანსეტ შოვი - 3 აგვისტო, 2023
     EMBED SHARE The code has been copied to your clipboard.   width  px height  px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard   Auto 240p 360p 480p 720p 1080p No media source currently available
      0:000:510:00            
    გიო იხსენებს, რომ პირველი ვერტმფრენი, რომელმაც მათ თავზე გადაუფრინა და სასტუმროს ეზოში დაჯდა, დაახლოებით 2-3 საათში გამოჩნდა. ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ 12 ადამიანი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიყვანეს სამშვიდობოს:
    „ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ, ექვსნი იყვნენ. შორიდან მომავლები რომ დავინახეთ, თავდაპირველად ისინიც ჩვენსავით მეწყერში მოყოლილები გვეგონნენ, მაგრამ დაგვიძახეს, ადგილობრივები ვართ და გასვლაში დაგეხმარებითო. ფიცრებით, ტოტებით, რაც კი მყარი იყო, იმას ალაგებდნენ ტალახზე და ჩვენკენ მოიწევდნენ. ასე გაგვიყვანეს ჩვენც „სანსეტის“ ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ ვერტმფრენმა გლოლაში გადაგვაფრინა“.
    გიო და თომა ოჯახის წევრებმა გვიან ღამით გამოიყვანეს სტიქიის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან. მან უკვე იცოდა, რომ ღვარცოფისა და ტალახის ქვეშ არაერთი ადამიანი იქნებოდა მოყოლილი, რადგან შუადღისას, როდესაც ის და მისი 6 წლის ბიჭი მზიან ამინდში მშვიდად მიიკვლევდნენ გზას წყაროსკენ და სასტუმროსკენ, გზად რამდენიმე სახლს ჩაუარეს, რომლებიც ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ აღარსად ჩანდა. იცოდა, რომ ტალახის ქვეშ იყო მოქცეული კოტეჯების ტერიტორიაც:
    „იმ ბინის პატრონმა, სადაც ერთი კვირა უნდა გაგვეტარებინა, მითხრა, რომ დამეწყრილი იყო რესტორნის ტერიტორიაც, სადაც, სავარაუდოდ, ხალხიც უნდა ყოფილიყო“.
    გიო ამბობს, რომ თუნდაც 2 წუთით ადრე მაინც რომ სცოდნოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ის და მისი შვილი მეწყერსა და ღვარცოფში არ მოჰყვებოდნენ:
    „იქ, სადაც პირველად გავიგე ხმაური, 2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, რომ მსგავსი კატასტროფა იყო მოსალოდნელი, მე მეყოფოდა ის 2 წუთი, რომ მანქანით გამომესწრო ტალახისთვის. კოტეჯებში მყოფ ხალხს, 8-10 წუთით ადრე მაინც რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ამ კატასტროფის შესახებ, ისინიც მოასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას“.
    7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგანი 14 უკვე ამოიცნეს. სტიქიის ზონიდან 3 და 4 აგვისტოს გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.
    შოვი, სტიქიის ეპიცენტრი  
    შსს-ს ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 17 პირის ძებნას, თუმცა, ამ ეტაპზე, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა სტიქიის ეპიცენტრში უფრო მეტი ადამიანი.
    ამავე უწყების ცნობით, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება დაწყებულია ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
    6 აგვისტოს, გვიან, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.
    დასკვნის მიხედვით, რაჭაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექებს წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებს და ღვარცოფის გავლას.
    ასევე ნახეთ სტიქიას ვერ აჩერებ, მაგრამ დროს იგებ - როგორია გადარჩენის შანსები უსაფრთხოების გამართული სისტემებით?
    დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხეობაში დამონტაჟებული იქნებოდა უსაფრთხოების გამართული, სასიგნალო განგაშის სისტემა, ეს სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს მნიშვნელოვან დროს მისცემდა გადასარჩენად.
    უსაფრთხოების სისტემებს შორისაა ადრეული შეტყობინების სისტემა, სასიგნალო (განგაშის) სისტემა და ბოლოს, ხალხის ინფორმირება.
    ნინო თარხნიშვილი
  9. tvati
    7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. შსს-ს ცნობით, მაშველები ეძებენ კიდევ 16 დაკარგულად მიჩნეულ ადამიანს. შეიძლება თუ არა, დაკარგულთა და დაღუპულთა რაოდენობა 34-ზე მეტი იყოს?
    26 წლის ნიკა კაკაბაძე 3 აგვისტოს ორ მეგობართან ერთად რაჭაში, ბუბას მთაზე სალაშქროდ მიდიოდა - იქ, საიდანაც სტიქია დაიწყო. რახან ბუბა-თბილისას მარშრუტი სასაზღვრო ზონაშია, ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტისგან წინასწარი თანხმობა და საშვის აღება სჭირდებოდა.
    „ონში საშვის აღების პროცესი გაიწელა… შოვში რომ შევდიოდით, პროცესი უკვე 10 წუთის დაწყებული იყო, მანქანები გამორბოდნენ და შეტრიალდით, შეტრიალდითო, გვიყვიროდნენ. ხალხი ტიროდა. გამოვბრუნდით და გლოლადან უძირო ტბისკენ დავიძარით“, - იხსენებს იგი. უძირო ტბა სოფლების, გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, - ბუბასა და თბილისას მოპირდაპირე მხარეს. ნიკა კაკაბაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მეგობრები ურჩევდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ, „ამ მთაზე ასვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“. სამივენი გადარჩნენ.
    კაკაბაძე წერს, იმის მიუხედავად, რომ ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში ჩაიწერეს სამივე მათგანის მონაცემები და იცოდნენ, რომ „ზუსტად იქ მივდიოდით, სადაც ტრაგედიის ეპიცენტრი იყო, ამ დღეების განმავლობაში, არავის მოვუკითხივართ“:
    „არც ის ვიცი, დაკარგულ ადამიანთა რიცხვი რა პრინციპით ითვლებოდა, რადგან თუკი ჩვენთან არ გადაამოწმეს, მაგ სიაში უნდა ვყოფილიყავით. უძირო ტბიდან დაბრუნების შემდეგ, თავად მივწერეთ, რომ უვნებლად ვიყავით და თბილისში დავბრუნდით“.
    კაკაბაძის თქმით, პასუხი ასეთი იყო: „უი, თქვენ ხომ აიღეთ შოვის საშვები და როგორ ხართ“?
    რას ეყრდნობა ინფორმაცია 16 დაკარგულზე?
    7 აგვისტოს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ:
    18 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია; მათგან 14 იდენტიფიცირებულია; 4-ის ვინაობა ჯერ დაზუსტებული არაა; ეძებენ კიდევ 16 ადამიანს. დაღუპულთა და დაკარგულთა ჯამი 34 გამოდის. უწყების ცნობითვე, 16 დაკარგული ადამიანის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა:
    112-ზე შესულ ზარებს, სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე შესულ ზარებს და „საპოლიციო დანაყოფების მუშაობისას გამოვლენილ გარემოებებს“. ვინ იპოვეს და ვის ეძებენ?
    რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის შემდეგ 11 ადამიანი:
    ნატო ჭელიძე და მისი ერთ-ერთი მცირეწლოვანი შვილი, ლუკა დუდაშვილი და-ძმა მეგი და გიგი გუტაშვილები სამირა ისაევა მარინა ხორბალაძე დავით ბერიაშვილი, ალინა პოლიკოვსკა, უკრაინელი ჟურნალისტი ქსენია ტრიჩევა, რუსეთის მოქალაქე გიორგი გოგინაშვილი, რომელიც წარსულში „რიონის ხეობის მცველი“ იყო ნინო კენჭაძე. რადიო თავისუფლება ფლობს ინფორმაციას კიდევ 14 ადამიანზე, რომლებიც კვლავ დაკარგულებად მიიჩნევიან. ესენი არიან:
    ნატო ჭელიძის დანარჩენი ორი მცირეწლოვანი შვილი; ალინა პოლიკოვსკას მეუღლე, ზაზა მესხი და მათი სამი შვილი; გიორგი და სოფო ყარალაშვილები თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე სოფელ ლაგვანთიდან გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური. ქეთევან ლობჟანიძე გენადი (გენო) სულთანიშვილი - სოფელ გლოლის მკვიდრი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.  
     
    ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ცხედრების ამოცნობის პროცესს სირთულეები ახლავს თან - გარდაცვლილების სხეულები დაზიანებულია და ოჯახის წევრებს რიგ შემთხვევებში მათი ამოცნობა უჭირთ. ასეთი შემთხევებში დნმ-ის ანალიზით ცდილობენ გარდაცვლილების ვინაობის დადგენას.

    radio tavisupleba
  10. tvati
    უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
    სალომე ზურაბიშვილის თქმით, მანამდე იმყოფებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შოვის სტიქიისა და აგვისტოს ომში დაღუპულთათვის ლოცვა შესრულდა.
    „ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილი რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის, ხოლო მათთვის, ვინც ჯერ შეიძლება კიდევ ცოცხლები არიან, იყო ლოცვა, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ამავდროულად 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის.
    ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა. ასევე, განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და მის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის - სოციალურ ქსელში დაწერილი, თუ წამოძახილი, რაც ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
  11. tvati
    ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
    როგორც ის განმარტავს, შესაბამისი რუკები მზადდება, ის წელს დასრულდება, რაც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის მომცემი იქნება.
    „ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, მონიტორინგის მთელი ქსელის განვითარება. 2014 წლიდან დაიწყო ეს პროცესი, ხაზი მინდა გავუსვა, რომ აბსოლუტურად სრულად მოშლილი იყო ქვეყანაში მონიტორინგის სისტემა, არ გვქონდა არც მეტეოროლოგიური სადგურები, არც ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები, აქტიურად 2014 წლიდან დავიწყეთ პროცესი და ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, დონორების დახმარებით ვახორციელებთ მეტეოროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟს, ორი ახალი, სრულიად თანამედროვე რადარი იქნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დამონტაჟებული, ეს შარშან და შარშანწინ მოხდა, რომელიც ამინდის შესახებ ინფორმაციას გვაძლევს, 200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური იქნა ბოლო წლების განმავლობაში დამონტაჟებული და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესებს ბოლოში მივიყვანთ. რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, ამის შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯია იმ შეფასებებთან ერთად, რომელსაც სპეციალისტები აკეთებენ.
    მზადდება და წელს დასრულდება რუკები, რომელიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მოგვცემს უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას, ეს პროცესი თანმიმდევრულია, მონიტორინგმა, არსებულმა დაკვირვებებმა უნდა მისცეს ექსპერტებს, სპეციალისტებს ანალიზის საშუალება, სად არის მიზანშეწონილი შესაბამისი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება. სადღაც ეს შეიძლება ეფექტური იყოს, სადღაც შეიძლება ეფექტური არ იყოს დროის და მონაკვეთის სიმცირიდან გამომდინარე. ეს პროცესი სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად და ვფიქრობ, ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი“, - განაცხადა შამუგიამ.
    მისივე განმარტებით, შოვში სტიქია იმდენად სწრაფად განვითარდა, იქ ადრეული გაფრთხილების სისტემა რომც ყოფილიყო დამონტაჟებული, შეიძლებოდა, შედეგი ვერ გამოეღო.
    „სპეციალისტების დასკვნიდან გამომდინარე ვსაუბრობ, ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, ვინაიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში, აქ არ იყო მდინარეზე რაიმე ღვარცოფული, ან კატასტროფული მოვლენა დაფიქსირებული. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა განხილული, რომ პირველივე შემთხვევაში აქ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომც ყოფილიყო, იმდენად სწრაფად მოხდა ეს პროცესები და იმდენად მასშტაბური იყო ეს სტიქია, რომ თუნდაც, ადრეული გაფრთხილების სისტემასაც შეიძლება ვერ გამოეღო შედეგი. სტიქია ყველგან, მთელ მსოფლიოში ხდება, სადაც გაცილებით მეტადაა ეს სისტემები განვითარებული, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი ვერ ახერხებენ სტიქიის პრევენციას“, - განაცხადა შამუგიამ.
    ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იტყოდა 2018 წელს ლევან დავითაშვილის მიერ ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავებით გაკეთებულ განცხადებაზე, რომ 2-3 წელში გამართული სისტემა იქნებოდა, შამუგია ასე პასუხობს: „ვახსენე, რომ ეს პროცესი 2014 წლიდან დაიწყო, ეს არ არის ერთ დღეში, ან ერთ წელიწადში განსახორციელებელი საქმე“.
    „სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ, სად, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს და ეს ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური, მიზანშეწონილი უნდა იყოს ამ სისტემების მონტაჟი და დაყენება იმ ხეობებში, იმ ადგილებში, სადაც ეს სპეციალისტებმა უნდა თქვან. 2018 წელს ბატონ ლევანმა[დავითაშვილმა] თქვა, რომ განვითარება მოხდებოდა, ეს პროცესი მიდის, ახალი რადარებია შეძენილი, საკმაოდ ძვირადღირებული და თანამედროვე. ამ წუთებშიც, მიმდინარეობს შესყიდული სადგურების მონტაჟი ქვეყნის მასშტაბით, ეს პროცესია, გარკვეული დრო აუცილებლად სჭირდება. ამას თან ახლავს სხვა უამრავი კვლევა, ღონისძიება, მხოლოდ მეტეოროლოგიური ან ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის, ან რადარის არსებობა არ გვაძლევს სრულ სურათს, მთელი კომპლექსია, სპეციალისტების შეფასების, ადგილზე დაკვირვების, თუ სად, რა ღონისძიებების გატარებაა მიზანშეწონილი“, - განაცხადა შამუგიამ.
  12. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინულ პორტებზე თავდასხმებს გააგრძელებს, ომის დასრულებამდე ის, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩეს.
    როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვმა შავი ზღვა დაბლოკა, მათ შორის უკრაინის ტერიტორიული წ####ბი, მაგრამ უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს უფლება თავის ტერიტორიულ წ####ბში საქონლის შეტანასა და გატანაზე მიიღოს გადაწყვეტილება.
    "თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და მის ბლოკადას სარაკეტო დარტყმებით გააგრძელებს, უკრაინა იმავეს გააკეთებს. ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ თუ სროლას გააგრძელებენ, ომის დასრულებამდე შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩნენ. და ამის ჩვენება გვინდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისივე თქმით, უკრაინა სამოქალაქო მოსახლეობაზე და მარცვლეულის დერეფნებზე მიტანილ დარტყმებს აუცილებლად უპასუხებს.

    იპნ
  13. tvati
    ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2018 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა უნდა შექმნილიყო.
    შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე დავითაშვილის 2018 წლის განცხადება განხილვის თემა გახდა, რასაც მინისტრი „სპეკულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერის“ მცდელობად აფასებს.
    დავითაშვილი შოვში მომხადარი სტიქიის ფონზე „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით მისი ძველი განცხადების გახსენებას.
    მინისტრის მტკიცებით, 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობები გაუმჯობესებულია, თუმცა ის, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა, რაც არ უნდა „სისტემები გააკეთებინათ“.
    „ჩვენ დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა. რაც არ უნდა სისტემები გავაკეთოთ, შეიძლება ტრაგედიები მოხდეს და ამისგან მსოფლიოში დაზღვეული არავინაა. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან დაცვა შეიძლება ვერ მოვახერხოთ. მოისმინეთ სპეციალისტების განცხადებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომ რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მეწყრულ პროცესებს მყისიერად ვერ შევაჩერებდით და ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ დადგებოდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
    დავითაშვილმა ის ღონისძიებები ჩამოთვალა, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გარემოს დაცვის გაძლიერების კუთხით გაატარა:
    ქვეყანამ 2018 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რაც უკავშირდებოდა გეოლოგიის საფრთხეების შესწავლას. ყოველწლიურად გამოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე შემდეგი პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისით. საქართველოში 2014 წლისთვის ფაქტობრივად ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. ქვეყანაში ათეულობით მონიტორინგის სადგური არსებობდა, მაგრამ ჩვენ არცერთი დაგვხვედრია. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი არ იყო ამაზე პასუხისმგებელი. ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შევიძინეთ და დავიწყეთ მონტაჟი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ წყლის მატებას და შესაბამისად, ვიცოდეთ წინმსწრებად. ასევე მეტეოროლოგიური სადგურები, რომელიც ამინდის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ განვჭვრიტოთ და გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ და გვქონდეს ამაზე რეაგირება. საქართველოში ათასობით მდინარეა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად. გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს. ჩვენ შევაფასეთ 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს. მაგალითად, შოვში ჩვენი ანალიზის შესაბამისად ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და წარმოუდგენელი იყო გათვლა. ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც დაკვირვების უბანი გვექნებოდა. თუმცა აქაც იყო წყლის მზომები და როდესაც ვაკეთებთ ანალიზს, ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შეფასება თუ რასთან გვქონდა საქმე სტიქიური მოვლენის დროს. ასევე, საქართველოში შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, დღეს სულ 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია. ეს „ვაისალას“ თანამედროვე რადარია და ათუელობით მილიონი ინვესტიციაა აქაც არის ჩადებული. 11 მდინარის აუზში ჩავატარეთ ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე გაკეთებულია რუკები. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი,  ამას ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა  მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები გაძლიერებულიყო და მონიტორინგის საშუალება ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურების წინაშე. ასეც მოხდა, ადამიანების მსხვერპლი მივიღეთ, ამას არაფერი გამოასწორებს. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთი თემებით სპეკულირება ამორალური და უპასუხისმგებლოა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
    2018 წელს დავიტაშვილი აცხადებდა, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა იქნებოდა.
    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეხუთე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
    ნეტგაზეთი
  14. tvati
    რუსების ტყვეობიდან კიდევ 22 უკრიანელი ჯარისკაცი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანრეი ერმაკი ავრცელებს.
    მისი თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ორი ოფიცერი, ერთი რიგითი და სერჟანტია.
    უკრაინული მხარის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან დაჭრილებიც.
    ეს უკრიანასა და რუსეთს შორის ტყვეების 48-ე გაცვლაა. საერთო ჯამში რუსების ტყვეობიდან 2598 უკრაინელი გათავისუფლდა.

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად მიჩნეულ ადამიანებს შორის ერთ-ერთია სოფელ გლოლის მკვიდრი, გენადი (გენო) სულთანიშვილი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.

    გენო სულთანიშვილის სიძე, მამუკა ცერცვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სიმამრი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, კოტეჯების ტერიტორიაზე.
    ცერცვაძის თქმით, ოჯახის წევრები ქუთაისში, პროზექტურაში იმყოფებიან ცხედრის ამოსაცნობად.
    7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგანი 14 უკვე ამოიცნეს.
    შსს-ს ცნობით, მაშველები აგრძელებენ კიდევ 16 დაკარგულად მიჩნეული ადამიანის ძებნას.


    რადიო თავისუფლება
  16. tvati
    შოვში გარდაცვლილი იპოვეს და-ძმა – 25 წლის მეგი გუტაშვილი და 18 წლის გიგი გუტაშვილი. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
    ჯერ კიდევ 3 აგვისტოს, მეგისა და გიგის და, მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ეძებდა. უკვე შემდგომ მარიტა ინტერვიუებში ამბობდა, რომ  შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად რომ ხდებოდეს მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა  და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები.
    მარიტას ოჯახის სხვა წევრებს ჯერ კიდევ ეძებენ.
    „ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – მარიტა გუტაშვილი რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეხუთე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    შოვში სტიქიიდან რამდენიმე დღეში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მომხდარის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა.
    დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.
    უფრო კონკრეტულად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურებას განაპირობებს რელიეფის მაღალენერგეტიკული პოტენციალი:
    მკაცრი კლიმატური პირობები – ნივალურ ზონაში ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა; გამოფიტვის გამომწვევი აგენტების მიმართ ვულკანური და დანალექი ქანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება; ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები; კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა/განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე მდ. ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე; მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში; მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წ####ბი, უხვი ნალექის და გრუნტის წ####ბის მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება; უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება. იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს შეფასების დოკუმენტი, რა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს და რა ხარვეზებზე მიუთითებს – ნეტგაზეთი ესაუბრა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს.
    რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ანგარიშიდან შევიტყვეთ?
    წინასწარი შეფასებიდან გავიგეთ,  რომ სტიქიის ჩამოყალიბების ნიშნები არსებობდა – მაგალითად, ჰაერის ტემპერატურის მუდმივი ზრდა (მათ შორის, კლიმატური თვალსაზრისით), მზიანი დღეების რაოდენობის ზრდა და სხვა – ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია, რადგან მყინვარული წარმოშობის მდინარეზეა საუბარი. ასევე, ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადგილის დათვალიერებით გამოიკვეთა ერთი დეტალი – სათავეში მყინვართან დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული მასალა, რომელიც ციცაბო ფერდობის გათვალისწინებით ჩამოვიდა შემდგომ შოვში.
    ამხელა სტიქიის გამომწვევი მასალის მობილიზება მყისიერად არ ხდება. კლიმატის პარამეტრის დადგენას, ბუნებრივია, ათწლეული უნდა და მიმდინარე ამინდის პარამეტრებიც რომ სითბოსკენ მიდის, ბუნებრივია, მალევე ხდება ამის აღქმაც. ერთი სიტყვით, ამ ანგარიშში ჩანს, რომ ბუბისწყლის აუზში საფრთხეები იყო არაჯეროვნად შეფასებული, რადგან ინდიკატორები ყოფილა თურმე, რომ რაღაც სტიქია მწიფდებოდა.
    როდის დაიწყებოდა ეს სტიქია – ამის შეფასება ურთულესია. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა წინასწარი სიგნალები სტიქიის ხელშემწყობი ფაქტორების ჩამოყალიბების შესახებ ამ აუზში,  უნდა არსებულიყო სასიგნალო სისტემა.
    ამას გარდა, წინასწარ შეფასებაში ნათქვამია, რომ სტიქიური პროცესების გააქტიურებიდან ვიდრე შოვამდე მოაღწევდა ეს ნაკადი, დასჭირდებოდა დაახლოებით 8-10 წუთი. ეს ნიშნავს, რომ ნაკადმა იარა საშუალოდ 70 კმ/სთ სიჩქარით, რაც ნონსენსი არ არის, თეორიულად დასაშვებია, მაგრამ მე ვუსმინე სხვა სპეციალისტების შეფასებასაც, რომლებიც თვლიან, რომ ზოგიერთ ადგილებში სიჩქარე 30 კმ/სთ-ს მიაღწევდა. ეს სიჩქარე იქნებოდა 30 კმ/სთ თუ 70 კმ/სთ, ნიშნავს იმას, რომ ერთ შემთხვევაში 8-10 წუთი ექნებოდა დროითი დისტანცია, მეორე შემთხვევაში -დაახლოებით 20 წუთი. სასიგნალო სისტემების არსებობის შემთხვევაში, თუ მაშინვე იცი, რომ ზედა ნაწილში პრობლემაა შექმნილი, 8 წუთი საკმარისია ადამიანისთვის, რომ შოვის პირობებში 300 მეტრი გაიარო და რელიეფის შედარებით მაღალ ადგილას ახვიდე.
    რაკი ეს დოკუმენტი პირველადი შეფასებაა, რა მნიშვნელოვანი მონაცემებისა თუ გარემოებების დამატებას/შეცვლას ელოდებით თქვენ?
    რაც ძალიან საინტერესოა და რაც არ ვიცით ახლა, მნიშვნელოვანია დადგინდეს.. ანგარიშში არ ეწერა, მაგრამ ინტერვიუს ვუსმენდი ბატონი მერაბ გაფრინდაშვილის [გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი] და ინტერვიუში მან ახსენა მილიონ-ნახევარი კუბური მეტრი წყალი, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ მყარი მასალა შოვამდე ჩამოსულიყო. მილიონ-ნახევარში კი ბატონო, ვეთანხმებით, უბრალოდ საინტერესოა – სად ყალიბდებოდა ეს მილიონ-ნახევარი მეტრ-კუბი წყალი, რა ადგილას გროვდებოდა.
    ვარაუდია ანგარიშში გამოთქმული, რომ ეს წყალი შესაძლოა ყოფილიყო მყინვარის ტერიტორიაზე, ოღონდ მყინვარის ნატეხებით დაფარული და ამიტომ არ ჩანდა სატელიტიდან – კი, დასაშვებია. უბრალოდ, მანდ გასათვალისწინებელია ამ მყინვარის ტიპი, რომ საკმაოდ ციცაბო ფერდობზე ჩამოკიდებული მყინვარი იყო.. თუმცა არ ვიცი, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ვერსია, რომლის დადასტურებაც შეგვიძლია, თუ საიდან მოვიდა ეს წყალი, არ გაგვაჩნია. დამამტკიცებელი საბუთები არ გაგვაჩნია – ეს არის ღია კითხვა.
    ასევე ღია კითხვად რჩება სიჩქარის საკითხი, იმიტომ, რომ აქაც დასაზუსტებელია, იარა ნაკადმა 70 კმ/სთ სიჩქარით, თუ არა.
    და მესამე ღია კითხვა ეხება კლდეზვავს, რომელზეც საუბარი იყო ანგარიშში. თეორიულად, შესაძლებელია, რომ კლდეზვავით დაწყებულიყო ეს პროცესი, უბრალოდ, ამის დასადასტურებელი მონაცემი საპოვნია. ეს მონაცემი არც წინასწარ შეფასებაში იყო, არც ჩვენ გვაქვს – ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია.
    როგორ აგროვდა ეს მონაცემები?
    წინასწარ შეფასებაში მოცემული მონაცემები, როგორც იქ აქვთ აღნიშნული, შეგროვებულია: 1. შოვის მეტეოსადგურიდან; 2. ჭანჭახის ჰიდროლოგიური სადგურიდან და 3. როგორც მივხვდი, ვერტმფრენით დათვალიერებისას.
    მონაცემთა აგროვებაზე საუბრისას ასევე საინტერესოა მდინარე ბუბისწყლის დაშრობის ეპიზოდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენიმე დღე დამშრალი იყო, სააგენტოს შუალედურ შეფასებაში მოცემულია მონაცემი, რის მიხედვითაც ამბობენ, რომ ბუბისწყალი არ დამშრალა. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა – ეს მონაცემი არდაშრობის შესახებ მდინარე ჭანჭახის ჰიდროლოგიური სადგურიდანაა აღებული. ჭანჭახი უფრო დიდი მდინარეა, ვიდრე ბუბისწყალი. დამაკლდა ამ შეფასებაში ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ ჭანჭახის მონაცემებით ბუბისწყლის მონაცემზე. როგორ უნდა ასახულიყო ბუბისწყლის დაშრობა ან/არდაშრობა ჭანჭახის მონაცემზე.
    ჩვენ ვისაუბრეთ სტიქიის ჩამოყალიბების სავარაუდო გარემოებებზე – ზოგადად, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, როგორ ხდება ხოლმე შოვის მსგავსი ტერიტორიის მონიტორინგი? და ჩვენთან თუ მიმდინარეობს ის?
    როდესაც საუბარია გლაციალურ პროცესზე – მყინვარული წყლის გასკდომაზე ან კლდეზვავზე, მყინვარის ჩამოშლაზე და ა.შ. – ეს არის ძალიან სწრაფი პროცესი და ამაზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ამიტომ საჭიროა, რომ არსებობდეს როგორც მეტეოსადგურები, ასევე მდინარეზე ჰიდროლოგიური სადგურები, ფერდობის მონიტორინგი უნდა არსებობდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის, რადარული მონიტორინგი – იქ კლდეზვავი იქნებოდა თუ მყინვარის ჩამოშლა, მყისიერად, რეალურ დროში გადმოგვცემდა სიგნალს, რომ მოხდა ჩამოშლა და იქიდან დაიწყებოდა ევაკუაციის დროის ათვლა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის პროგნოზი, ეს არის უკვე მომხდარის დაფიქსირება და რეალურ დროში სიგნალის გადმოცემა.
    დაბოლოს, სხვა ქვეყნების მაგალითზე, სასიგნალო მექანიზმი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, როგორ მუშაობს?
    სასიგნალო მექანიზმის პირველი აპარატურული ნაწილი არის, რომელზეც ახლა ვისაუბრე – რადარები და სხვა. ხოლო მეორე ნაწილი არის რეაგირება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ 8, 10 ან 20 წუთზე, იქ, ბუნებრივია, სამაშველო ჯგუფის ჩასვლაზე და სამაშველო ოპერაციის ორგანიზებაზე ლაპარაკი ზედმეტია – არ ესწრება. ამიტომ, როდესაც ასეთი პატარა მდინარეა, დახრილობა აქვს, სწრაფი ნაკადებია – მანდ მთავარი ფოკუსი გადადის ხოლმე ადგილობრივი მოსახლეობის, იქ მომუშავე პერსონალის და ტურისტების ელემენტარულ დონეზე ინფორმირება.
    აქ არაა საუბარი რაღაც განსაკუთრებულზე, უბრალოდ უსაფრთხოების ზომების გაცნობაზე და ინფორმირებაზე, რომ თუ გაისმა სიგნალი, თუ მოგივიდათ შეტყობინება, ამ ბილიკით მიდიხართ ამა და ამ ადგილზე უსაფრთხოებისთვის.

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია თბური ტალღა.
    მათი ვარაუდით, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა  37-39◦C-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39-41◦C-ს მიაღწევს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38◦C, მაღალ მთაში 28-33◦C მდე მოიმატებს.
    სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

    პუბლიკა
  19. tvati
    სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
    „ღრმად დამწუხრებული ვართ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან. ფიქრებით დაღუპულებთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა "ტვიტერზე".
    3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

    ipn
  20. tvati
    გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
    პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები.
    „რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ჩვენ პატივს მივაგებთ მსხვერპლს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები“, – წერს პეტერ ფიშერი.
     
     

    ავტორი - ქეთი ჩოხელი
  21. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, 48 წლის მირიან ჭელიძე სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.
    სამინისტრო ჭელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
    „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.
    პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  22. tvati
    ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 16 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს.
    როგორც ხიდეშელი აცხადებს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.
    „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც შეეხება სტიქიის ზონას, 18 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 14 იდენტიფიცირებულია, ჯერ კიდევ იძებნება 16 მოქალაქე. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები. მინდა, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. 80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული სტიქიის ზონაში და შვიდ ძირითად ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლოა დაღუპულები ყოფილიყვნენ. ასევე, სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს ძებნა“, – განაცხადა ხიდეშელმა.
    შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
    დღეს საქართველოში გლოვის დღეა.
     

    ავტორი - შალვა სუმბაძე
  23. tvati
    დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.
    2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.
    2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
    2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
    საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.
     
    ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა
     
    მიმდინარე წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.
    ასევე ნახეთ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა
    გასული წლის დეკემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება.
       
    2022 წლის 30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

    რადიო თავისუფლება
  24. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.
    აღნიშნულის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სტიქიის ადგილზე განუცხადა. როგორც ის განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.
    „ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს, გამოძიება დაწყებულია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
    შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. 16 მოქალაქეს ეძებენ.
  25. tvati
    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად - ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ,- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
    როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.
    „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.
    2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს.
    საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს.
    კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი მათგან, 1 935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით.
    განსაკუთრებით ყურადსაღებია, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული უკანონო პატიმრობები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 9 მოქალაქე.
    უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება.
    ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლებების შელახვა. აღნიშნულთა შორისაა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ჯანდაცვის სერვისებზე და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა.
    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ.
    ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II , რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება , რომლითაც რუსეთის ფედერაციას სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში საქართველოსთვის თანხის გადახდა დაეკისრა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
×
×
  • შექმენი...