Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება.
    ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს:
    „ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“.
    ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.
    ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. მაშველები კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას ასევე არასრულწლოვან ბიჭს.
    ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ცხედარი. დაკარგულია 6 ადამიანი.

    radio tavisupleba
  2. tvati
    17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია.
    ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა:
    „ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანას ოჯახის ახლობელი.
    ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

    radio tavisupleba
  3. tvati
    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროპორტს “სოლცი”-ს დაარტყა, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენი არის განლაგებული.
    რუსული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა.
    „დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან“, - აცხადებენ სამინისტროში.
    რუსული ოპოზიციური მედიის მტკიცებით, თვითმხილველების მონაცემებით, აეროდრომის ტერიტორიაზე მინიმუმ 2 თვითმფრინავი იწვის.
  4. tvati
    შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია. კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. ახალგაზრდა სტიქიას დედასთან და დასთან ერთად ემსხვერპლა.
    3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილების ნათესავი, შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი ავრცელებს, რომელმაც სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა.
    „ვაგრძელებთ…
    შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა;
    კოტე მაისურაძე;
    მარიამ მაისურაძე;
    გადმოსვენება – შაბათს საღამოს 19.08.2023; პანაშვიდი 20-21 აგვისტო.
    მის: ქ. რუსთავი, ლესელიძის მეორე გასასვლელი, სახლი #18.
    22 აგვისტოს 09:00 საათიდან დავასვენებთ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საიდანაც მოხდება გაცილება 15:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი.

    primetime.ge
  5. tvati
    მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარებში წირვა ჩატარდება.
    რელიგიური სწავლების თანახმად, ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის.
    რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
    სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე იგი მკვდრეთით არ აღდგებოდა.
    როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.

    ipn
  6. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
    მისივე თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება.
    "ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს უკრაინის სამხედრო დახმარების, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის თავდაცვის სფეროში, უკრაინის ევროპული ინტეგრაციისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
    შეგახსენებთ, რომ ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად დატოვა.

    ipn
  7. tvati
    იმისთვის, რომ ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე დასვენება უსაფრთხო იყოს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ გათვალისწინებულ დეტალს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
     
    პირველი და ყველაზე მთავარი - შედით წყალში იქ, სადაც ბანაობა ნებადართულია და მაშველებიც არიან. თუ მდინარეში ბანაობას გადაწყვეთ, იცოდეთ, რომ იგი რაღაც დონეზე მაინც უნდა გქონდეთ შესწავლილი. გაითვალისწინეთ, რომ ეს იგივე არ არის, რაც აუზში შესვლა, სადაც არც დინებაა და ფსკერის სიღრმეც და ტემპერატურაც მუდმივია. არასოდეს გადახტეთ წყალში უცნობ ადგილას, განსაკუთრებით თავით. შეამოწმეთ ამინდი. თუ მდინარე ღვარცოფულია, გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება უცებ ადიდდეს, განსაკუთრებით, თუ გაწვიმდა. ჭექა-ქუხილის დროს მაშინვე ამოდით წყლიდან (არამხოლოდ მდინარეში) და ნურც ნაპირზე გაჩერდებით. ტბებში ფსკერი ლამიანია და ყურადღება უნდა მიაქციოთ, არ ჩაეფლოთ. არ ჩახვიდეთ წყალში, თუ მისი ტემპერატურა მინიმუმ 19 გრადუსი ცელსიუსი არ არის. თუ მზეზე დიდხანს იყავით, წყალში შესვლამდე ცოტა შეისვენეთ, მერე კი ნელ-ნელა შედით, რომ სხეული ტემპერატურას შეეგუოს. თუ შეუძლოდ გახდით, მაშინვე ამოდით წყლიდან. თუ შეგცივდათ - მაშინაც. ზღვაზე ყოფნისას თან გქონდეთ სასმელი წყალი. მარილიანი წყალი სხეულს აშრობს, ამიტომ წყალი ხშირად უნდა სვათ. არ ჩახვიდეთ წყალში ნასვამი და მოერიდეთ ჩასვლას ახალნაჭამზე. თუ წყალში ძალა გამოგელიათ, დაწექით ზურგზე და დაისვენეთ. არ დაიძინოთ წყალში გასაბერ ლეიბზე. წყლის ველოსიპედზე, ნავზე და ასე შემდეგ უსაფრთხოების ჟილეტი ჩაიცვით. წყალში დაიხურეთ ფერადი საცურაო ქუდი, ასე უფრო ადვილად შეგამჩნევენ. არ იცურაოთ ისეთ ადგილას, სადაც გემები და ნავები დაცურავენ. თუ ხედავთ, რომ ვიღაც იხრჩობა, მის დასახმარებლად წყალში მარტო ნუ შეხვალთ, სხვებსაც დაუძახეთ. თუ ნაპირზე გამოყვანის შემდეგ ადამიანი ჯერ კიდევ სუნთქავს, იზრუნეთ, რომ სითბო შეინარჩუნოს და სასწრაფოს დაელოდეთ. თუ ადამიანი აღარ სუნთქავს, სასწრაფოს მოსვლამდე თავად ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მაშველები არიან, ბავშვის მეთვალყურეობა უმეტესად მაინც მშობლის პასუხისმგებლობაა. ნუ დაუყენებთ მეთვალყურეებად ბავშვებს უფროს დებსა და ძმებს, ისინიც ბავშვები არიან. წყალში ჩასვლამდე ბავშვს კარგად აუხსენით, რისი გაკეთება შეიძლება წყალში და რისი - არა და არ დატოვოთ ისინი წყალში ან წყალთან მარტო. ახლოს იყავით, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება მოასწროთ. თეა თოფურია
    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
  8. tvati
    17 აგვისტოს აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტთან ახლოს, ლაჩინის კორიდორში, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადაჭრა, რითაც ყარაბაღელებს ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა არტაკ ბაგლარიანმა განაცხადა.
    მისივე განმარტებით, კაბელის დაზიანების შემდეგ ყარაბაღელი სპეციალისტები რუს სამშვიდობოებთან ერთად შეეცადნენ ადგილზე მისვლას და დაზიანებული კაბელის შეკეთებას, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი არ დაუშვა.
    როგორც ბეგლარიანი ამბობს, 18 აგვისტოს, დილიდან მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუს სამშვიდობოებსა და აზერბაიჯანულ მხარეს შორის, დაუშვან ადგილზე ყარაბაღელი სპეციალისტები.
    2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.
    დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.
    აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

    netgazeti
  9. tvati
    საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ დაუდგინა  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა და, ჯამში, 4 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დააჯარიმა
    სააგენტოს განცხადებით, საქმე ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მტკიცებულებებით დგინდება ეკონომიკურ აგენტთა ნების თანხვედრა ერთგვაროვანი საფასო პოლიტიკის განხორციელების კუთხით. გარდა აღნიშნულისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება მოპასუხე ეკონომიკურ აგენტთა შორის გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში რეგულარული, არაერთჯერადი და მუდმივი ხასიათის კომუნიკაციის ფაქტები:
    „მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ეკონომიკურ აგენტთა ნების თანხვედრა დოკუმენტურად არ არის დაფიქსირებული, თუმცა ის გამომდინარეობს მხარეთა პარალელური ქცევიდან – 2022 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში (განსაკუთრებით მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში) შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე ფასების და ფასნამატის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებაში.
    ამასთან, მაგალითად, რეგულარის ტიპის საწვავზე, 2023 წლის 30 ივნისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განსახილველი კომპანიების მიერ საცალო ფასი პრაქტიკულად იდენტურ ნიშნულზე იყო წარმოდგენილი, რის პარალელურადაც ბაზარი გაჯერებული იყო დაბალი თვითღირებულების მქონე რუსული საწვავით და ეროვნული ვალუტა აჩვენებდა დადებით დინამიკას გამყარების მიმართულებით – აღნიშნული კი, ხსენებული დინამიკის საპირისპიროდ, აისახა საცალო ბაზარზე გაზრდილ ფასნამატში.
    მოცემული გარემოება/გარემოებები, როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში არაერთხელ აღინიშნა, წარმოადგენს მხარეთა კოორდინაციის არაპირდაპირი ხასიათის ეკონომიკურ მტკიცებულებას, რადგანაც მოპასუხე კომპანიებს გამოსაკვლევ პერიოდში ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეყენებინათ კონკურენტული უპირატესობა, შეემცირებინათ საცალო ფასი და დაფიქსირებულიყო პარალელური ქცევისგან გადახვევის ფაქტი, რაც არ მომხდარა“ ,— აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო.
    სააგენტოს თქმით, გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ფლობდნენ სხვადასხვა წარმოშობისა და, შესაბამისად, სხვადასხვა თვითღირებულების საწვავს, ბაზარზე დაფიქსირდა პარალელური ქმედებები საცალო ფასწარმოქმნის კუთხით. კერძოდ, როგორც წინამდებარე თავებში კომპანიათა საბაზრო ქცევის აღწერაში აღინიშნა, საწვავის სხვადასხვა თვითღირებულებისა და, შესაბამისად, მათ ფასებს შორის სხვაობების სიდიდის მიუხედავად, კომპანიების მხრიდან ფასთა ცვლილება საცალო ქსელში, როგორც წესი, მერყეობდა 1 თეთრიდან 10 თეთრის ფარგლებში.
    აგრეთვე, კომპანიების მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონკრეტულ შემთხვევებში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის მცდელობას ან/და საცალო ფასის შემცირების გზით იმ პროდუქტის საცალო სარეალიზაციო მოცულობის ზრდას, რისი რეალიზაციის მაჩვენებელიც 2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირდებოდა.
    ამასთან, სააგენტოს განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი“), შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ გამოსაკვლევ პერიოდში, კერძოდ, 2022 წლის მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, გააჩნდათ სხვადასხვა და ევროპული წარმოშობის საწვავთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი, თუმცა კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა საცალო დონეზე;
    კონკურენციის სააგენტოს თქმით, მოკვლევის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ საცალო ბაზარზე ხდებოდა მაღალი თვითღირებულების მქონე ევროპული წარმოშობის საწვავის საკუთარ საცალო ქსელში გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული წარმოშობის საწვავის რეალიზაცია საბითუმო გზით სხვა – მათ შორის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე. უწყების თქმით, მსგავსი ქმედება დაფიქსირდა შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ შემთხვევაშიც. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული  შესაძლებელი იყო მხოლოდ კოორდინირებული ქმედების პირობებში.
    ამასთან, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი“), შპს „ლუკოილ- ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ფასწარმოქმნა ბაზრის საცალო დონეზე, ისევე როგორც საცალო ქსელში ოპერირების საფასო სტრატეგია, იდენტური იყო შპს „რომპეტროლ საქართველოსი“, როგორც ევროპული საწვავის იმპორტიორი კომპანიის საცალო ფასწარმოქმნის სტრატეგიის, რამაც ამ უკანასკნელს, მოსალოდნელი კონკურენციის გამორიცხვის პირობებში, შესაძლებლობა მისცა საცალო ქსელში მოეხდინა მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის რეალიზაცია და პარალელურად საბაჟო საწყობიდან გაეყიდა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების მქონე პროდუქტი.
    კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის ხორციელდებოდა აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია.
    ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მიერ 2022 წლის მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, განხორციელებული კოორდინირებული ქმედებები წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას, კერძოდ, ეკონომიკური აგენტების კოორდინირებულ ქცევას, რომლის მიზანი ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა – გაყიდვის ფასის არაპირდაპირი დადგენის გზით.

    netgazeti
  10. tvati
    "ჩხოროწყუ საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:


    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით გოგუას. ბატონო დავით, მოგეხსენებათ ტურისტული სეზონის მხოლოდ შუა პერიოდია, ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალი გზა კი ამ დრომდე დაზიანებულია. ჩვენი გუნდის აქტიურობისა და მედიასაშუალებების გაშუქების შედეგად, მოქალაქეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ტობასკენ სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა, თუმცა სოფელ მუხურში მომდევნო ერთი თვე, ყველა საოჯახო სასტუმრო-ჰოსტელი დაჯავშნილია, შესაბამისად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა აღმოიფხვრას კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული დაზიანება. კარგად მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ ოფიციალურად მოგმართეთ წერილობით, სადაც აღვნიშნავდით, რომ გზებზე ავარიული მდგომარეობაა და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, არც რეაგირება განხორციელდა მანამ, სანამ შოვის სამწუხარო ტრაგედიამ ყველას არ შეგვახსენა არსებული საფრთხეები. სოფელ მუხურის მოსახლეობის ინტერესებიდან და ზოგადად ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე, აუცილებელია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მოხდეს მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში რეაბილიტირდეს და გაიხსნას ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალი სატრანსპორტო გზა, რომელიც ყველასთვის იქნება უსაფრთხო. ველით, თქვენს რეაგირებას. ფრაქცია ‘’ჩხოროწყუ საქართველოსთვის’’ თავმჯდომარე თენგიზ ზედანია
  11. tvati
    განსაცდელში მიტოვება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი ზუსტად ამ სახელწოდებით. მისი განმარტება კი ასეთია - დაუხმარებლად იმ ადამიანის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მიმტოვებელს კი ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი.
    იურისტები ფიქრობენ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება დღეს ამ მუხლითაც უნდა მიმდინარეობდეს.
    კიდევ ერთი მუხლი, რომლითაც იურისტების თქმით, საქმე უნდა იყოს აღძრული, ეს არის სამსახურებრივი გულგრილობა, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი. ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
    შოვი, სტიქიის ზონა დღეს არსებული ინფორმაციით, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
    რატომ განსაცდელში მიტოვება?
    იმიტომ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში, 3 აგვისტოსა და 4 აგვისტოს ღამით განვითარებული მოვლენები, იურისტებს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თქვან: შესაძლოა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სახელმწიფომ განსაცდელში მიატოვა.
    მივყვეთ ქრონოლოგიურად. რამდენიმე საათით ღვარცოფში ჩარჩენილი ადამიანები ჰყვებიან და იხსენებენ, რომ 112-ში დატოვებული შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათში გამოჩნდა მათ თავზე ვერტმფრენი, თუმცა, ისინი არა ამ ვერტმფრენმა და მაშველებმა, არამედ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიყვანეს სამშვიდობოს. ვერტმფრენმა ღვარცოფს გადარჩენილები სტიქიის ეპიცენტრიდან მოგვიანებით მეზობელ სოფელ გლოლაში გადააფრინა.
    შოვი, სტიქიის ზონა, 3 აგვისტო მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღვარცოფში ჩარჩენილი 12-ივე მოქალაქე სტიქიის ზონიდანაა გაყვანილი. ამას მოჰყვა ინფორმაცია კიდევ 40-მდე მოქალაქის სტიქიის ეპიცენტრიდან გამოყვანის შესახებ. ამ განცხადებებზე დაყრდნობით, 3 აგვისტოს საღამოს შეიქმნა განცდა, რომ სტიქიის ზონაში მოყოლილი ყველა ადამიანი გადარჩა. თუმცა, რამდენიმე საათში, შსს-მ გაავრცელა პირველი ცნობა, შოვში აღმოჩენილი ორი ცხედრის შესახებ.
    სოციალურ ქსელებში, მედიაში, მათ შორის, სატელევიზიო პირდაპირ ეთერებში, დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ ისინი ვერ უკავშირდებოდნენ ახლობლებს და ხელისუფლებას სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვას სთხოვდნენ. სწორედ მაშინ შეიტყო მკაფიოდ საზოგადოებამ, რომ ღვარცოფში, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი უნდა ყოფილიყო მოყოლილი. რაც მალევე დადასტურდა კიდეც.
    4 აგვისტოს ღამეს სტიქიის ზონაში ვერტმფრენს არ უმუშავია. იმ ღამეს, თემურ მღებრიშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს უთხრა:
    თემურ მღებრიშვილი „ასეთ რთულ ხეობაში, ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა[მუშაობა] და ეს იქნებოდა ძალიან არასწორი და არაგამართლებული უსაფრთხოების მიზნით, რამეთუ, იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს. კიდევ და კიდევ, გამომდინარე რთული რელიეფიდან“.
    ამ განცხადებიდან ერთი კვირის თავზე, 10 აგვისტოს, თემურ მღებრიშვილი იტყვის, რომ სტიქიის ღამეს „არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის“, ანუ, ვერტმფრენის სამძებრო სამაშველო ოპერაციაში ჩართვის აუცილებლობა და ასე ახსნის ამ გადაწყვეტილებას:
    „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აბსოლუტურად არ გავურბივარ ამ კითხვას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის, და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი. თუმცაღა, საჭიროების შემთხვევაში, მაინც ალბათ გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. და რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭიროება?
    გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი ციფრული დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების საშუალებით უფრო მარტივად [ეძებდა] ვიდრე ვერტმფრენით“.
    13 აგვისტოს კი, სტიქიის ზონაში პირველად ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, კითხვაზე, რატომ არ იფრინეს სტიქიის ღამეს ვერტმფრენებმა, თქვა:
    ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში „ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის. გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა, არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ და თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმწამს რაღაც, რომ გარისკოს პილოტებმაც – არ არის მიზანშეწონილი, არ არის დაშვებული“.
    ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ სისხლის სამართლის იურისტი ამბობს, რომ ეს განცხადებები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ქრონოლოგია იძლევა საფუძველს, რომ შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება გარდა 116-ე და 240-ე მუხლებისა, უნდა მიმდინარეობდეს ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს ადამიანის განსაცდელში მიტოვებას:
    ანა თავხელიძე „მუდმივი განხილვის საგანია, თუ რამდენად დროულად და სათანადოდ აღმოუჩინეს ადამიანებს დახმარება და ხომ არ ჰქონდა ადგილი სტიქიის ზონაში დაგვიანებულ რეაგირებას, რაც სისხლის სამართალში ვლინდება და ამის სახელდებაა განსაცდელში მიტოვება. ანუ გამოსაძიებელია, სახელმწიფომ, კონკრეტულმა ადამიანებმა, ხომ არ დატოვეს იქ ადამიანების დახმარების გარეშე. ამას სჭირდება ძალიან დეტალური გამოძიება. ამავე, 128-ე მუხლს შეიძლება დავუქვემდებაროთ, გომელაურის განცხადებაც“.
    რატომ სამსახურებრივი გულგრილობა?
    რაც შეეხება კიდევ ერთ მუხლს, რომლითაც ანა თავხელიძის თქმით, საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.
    გამოძიების ამ მუხლით დაწყებას იურისტი ორ ნაწილად ყოფს - სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ:
    „გამოძიება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს, სტიქიის დაწყებამდე, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურებრივ გულგრილობას ან რაიმე სხვა ტიპის სამოხელეო დანაშაულს ვინმეს მხრიდან, რომელსაც, მაგალითად, ევალებოდა, მიეღო შესაბამისი ზომები სტიქიის პრევენციისათვის, ინფორმაცია მიეწოდებინა შესაბამისი უწყებებისთვის და ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ ხომ არ გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა.
    და მეორე ნაწილი - ხომ არ ჰქონდა ადგილი სამოხელეო დანაშაულს სტიქიის შემდეგ, რეაგირების ნაწილში. სწორედ ამ მუხლით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება და გაეცეს პასუხი კითხვებს, რა რესურსი ჰქონდა სახელმწიფოს ეფექტიანი რეაგირებისთვის? გამოიყენეს თუ არა ეს რესურსი სრულფასოვნად? რატომ არ ითხოვეს დახმარება სხვა ქვეყნებისგან? რატომ ჩავიდა ადგილზე ვერტმფრენი სამი საათის შემდეგ?“
    ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა გასცეს და თუკი მსგავსი კვალიფიკაციის სპეციალისტები არ ჰყავს ქვეყანას, მაშინ გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთონ.
    სტიქიის ზონა, 5 აგვისტო ანა თავხელიძის თქმით, გამოძიების ნაწილში პრობლემას წარმოადგენს და კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ სტიქიაზე რეაგირებაცა და გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აბარია. ანუ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი:
    „როგორი რეაგირება განახორციელა შსს-მ სტიქიის შემდეგ, ამას შსს ვერ გამოიძიებს. მით უმეტეს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რიგითმა გამომძიებელმა შინაგან საქმეთა მინისტრისგან ან პარლამენტარისგან განსხვავებული დასკვნა გამოიტანოს და დაადგინოს, რომ სახეზე იყო დარღვევები? ეს უკვე ქმნის აშკარა ინტერესთა კონფლიქტს, მინიმუმ, გამოძიების ფორმალურ გამართულობას არღვევს“.
    ანა თავხელიძე შიშობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, იმ პოლიტიკური განცხადებების ფონზე, რა განცხადებებიც სტიქიის შემდეგ კეთდება, სრულფასოვანი გამოძიება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები ვერ მოიხსნება იმ შემთხვევაშიც, თუკი საქმის გამოძიებას სრულად გადაიბარებს პროკურატურა:
    „ჩვენი კანონმდებლობით, გენერალურ პროკურორს შეუძლია, რომ ეს საქმე გამოსაძიებლად დაიქვემდებაროს, ანუ, საქმე მთლიანად გამოიძიონ პროკურორებმა და სხვა პროკურორებმა ზედამხედველობა განახორციელონ. თუმცა, მაღალჩინოსნების განცხადებების ფონზე, განსაკუთრებული მოლოდინი ვერ გვექნება, რომ პროკურორების მიერ ჩატარებული გამოძიების შემთხვევაშიც კი მივიღებთ ობიექტურ, მიუკერძოებელ და სრულყოფილ გამოძიებას“.
    როგორ მიმდინარეობს გამოძიება?
    ამ კითხვაზე პასუხი არ არის. შოვის სტიქიის საქმეზე რომ გამოძიება დაიწყო, ესეც მხოლოდ სტიქიიდან ოთხი დღის თავზე, 7 აგვისტოს გახდა ცნობილი.
    სწორედ 7 აგვისტოს თქვა თემურ მღებრიშვილმა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება“.
    მეწყერს გადარჩენილი მოქალაქეები, ფაქტის თვითმხილველები, გამოსაკითხი პირები ანუ პოტენციური მოწმეები, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ისინი გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.
    შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება კვლავ 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს და ამ გამოძიებას კვლავ ისინი აწარმოებენ.
    ხომ არ აპირებს გამოძიება შეცვალოს საქმის კვალიფიკაცია? პასუხი არც ამ კითხვაზეა. თუმცა, 7 აგვისტოს, თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიების პროცესში გამოვლენილი გარემოებების ფონზე, შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეცვლილიყო კიდეც.
    სტიქიის ზონა კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ანა თავხელიძე მიუთითებს, ეს არის ინფორმაციული ვაკუუმი. არადა, საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყება ვალდებულია, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს:
    “ტელეეთერებით რასაც ვადევნებთ თვალყურს, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მაგალითად, შემთხვევის ადგილზე, ჩვენ არ გვინახავს ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობა, პირობითად, ნივთმტკიცებების ამოღების პროცესი. მოხდა თუ არა, წმინდა სისხლის სამართლებრივი კუთხით ადგილის შესწავლა სამაშველო სამუშაოების პარალელურად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან იქ შესაძლოა განადგურდეს და დაიკარგოს მტკიცებულებები, რადგან მაშველმა არ იცის, როგორ დაიცვას ნივთმტკიცება“.
    ანა თავხელიძეს გამოძიებასთან აქვს სხვა კითხვებიც:
    „მათ შორის, ცხედრის აღმოჩენის დროს, როგორ ხდება მათი დასურათება, არ ვიცით, ამას აკეთებს თუ არა სახელმწიფო. ეს ცხედრები ისე მიაქვთ-მოაქვთ, გვახსოვს, სტიქიის მეორე დღეს, საათობით ჰყავდათ დატოვებული ცხედრები და მოქალაქეები იცავდნენ მათ.
    მაგალითად, ატარებენ თუ არა ექსპერტიზას, რომ დადგინდეს გარდაცვალების მიზეზები, დრო და ხდება თუ არა შედარება მოვლენათა განვითარებასთან? ამ ყველაფერს სჭირდება ანალიზი სხვა მოვლენებთან და გარემოებებთან მიმართებით.
    შესაძლოა, აკეთებენ და არ ვიცით, ამიტომ საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს გამოძიება ახლა იმისთვის, რომ დაადგინოს, რა მოხდა შოვში, რეაგირება როგორი იყო და შეიძლებოდა თუ არა მინიმუმ ზიანისა და მსხვერპლის შემცირება“.
    „შოვი არის დანაშაულის ადგილი“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი, პარტია „ლელო საქართველოს“ წევრი და იურისტი და მოუწოდებს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის, ანუ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით:
    ანა ნაცვლიშვილი „შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა. შოვი არის დანაშაულის ადგილი! ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე! დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი!“.
    16 აგვისტოს 18 საათის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოებისას ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 26 ადამიანი. მაშველები ეძებენ კიდევ 7 ადამიანს.
    ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.
    ნინო თარხნიშვილი
    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
  12. tvati
    რუსული ძალების მიერ კუპიანსკის დაბომბვას 61 წლის ქალი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიდე ერთი, 60 წლის ქალიც დაშავდა. დაბომბვამ სახლებიც დააზიანა.
    შეგახსენებთ, თვის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა, რადგან რუსეთმა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბომბვა გაახშირა.

    ინტერპრესნიუსი
  13. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.
    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
    „გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.
    დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  14. tvati
    დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის მიღება შეაჩერეს.  ქუჩებში გუნდ-გუნდად ჩამომსხდარი ქალები, რომლებიც  თხილს იბარებდნენ, თხილის ჩასაბარებლად  მოსულებს უარით ისტუმრებდნენ.
    _ მხოლოდ „ბერძნულას“ მივიღებთ, თუმცა ჯერ ფული უნდა გამოგვიგზავნონ. ახლა  არ გვაქვს და ველოდებით, _ეუბნებიან  მიმღები თხილის ტომრებით მოსულ ხალხს.
    _რა მოგივიდათ, აი, ასეა, ხვალ ფერიცვალობაა. ყოველი დღესასწაულის წინ , ასე რომ უნდა გვეცეთ წურბელებივით, 30 წელიწადია,ვიცით, _ ბრაზობს ხალხი.
    _მოდი, მოდი, შენსას მივიღებ. ბევრი გაქვს? _ხმადაბლა გასძახა ნაცნობს,  თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში, ღია ცის ქვეშ მდგარი მიმღები ქალებიდან ერთ-ერთმა.
    გაიყვანა ცალკე და დაათვალიერა მისი თხილი…
    _ ასეთ მდგომარეობას ჰქვია ბარდაგი…ასე გაბანძდნენ ბოლო რგოლამდე. ესენიც ხელშემწყობები არიან ამ ყველაზე მოუწესრიგებელი და აშვებული  თხილის ბიზნესის.  ერთ კილოგრამ „ბერძნულას“ 2,50 ლარად იბარებენ. კარგია თუ ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა. ისიც ნაცნობობით. ხარისხიან თხილი ახლა მეტი არ უნდა ღირდეს? უხარისხოში კი, ბატონო, ნუ გადაუხდი. თუმცა, მიზეზისთვის კმარა _ ზოგადად თხილი უხარისხოა და მეტ ფასს მაინც არ ვიძლევითო, რომ თქვან.  ასეა სულ, ყოველი დღესასწაულის წინ , დააგდებენ ფასს, თუ გინდა ოქროს მარცვლები მოუტანეთ. მაფიაა, აბა, რა  ჯანდაბა, – გვითხრა ნუნუკა  კალანდაძემ, რომელმაც ჩასბებლად წამოღებული თხილი უკან წაიღო.
    „რა ვქნა, ნისიად ვიყიდი დღეს რაიმეს ფერიცვალობისთვის და  ვნახავ, ერთი კვირის შემდეგ, იქნებ, ფასი გაიზარდოსო…“
    „ერთი კვირი შემდეგ, მარიამობა იქნება და ტყუილა ვარაუდობ, დაია”, _ უთხრა მას თანმხლებმა მეზობელმა.

    არავინ იცის და ვერც ამბობენ, რა მოხდება დღის მეორე ნახევარში. მიიღებენ თუ არა თხილს ან  ფასი  კიდევ უფრო დაიწევს თუ არა.
    ერთი რამ კი ცხადია – თხილის ფასი და ზოგადად მცენარის მდგომარება, რომლის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ამ წელში გამოყო ქვეყნის პრემიერმა, უფრო ადრე კი თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, ხანგრძლივი პროექტით სოლიდური თანხების ხარჯვა დაიწყო, არათუ უმჯობესდება, კიდე და კიდევ უარესობისკენ მიექანება.
      მარინა ჩიხლაძე ავტორი


    გურიანიუსი
  15. tvati
    მარტვილის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ გუშინ საღამოს ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.
    არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
    გამოძიება დაადგენს, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. საგამოძიებო მოქმედებები დღესაც გრძელდება.

    რუსთავი 2
  16. tvati
    შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება - მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება, - ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
    მისივე თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.
    „ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
    შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.

    იპნ
  17. tvati
    ფეისბუკზე ვრცელდება მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე როგორ იშლება კლდე. ვიდეოს ავტორი, სალი ჯიქიძე წერს: "ᲐᲮᲐᲚ ᲒᲖᲐᲖᲔ ᲙᲚᲓᲔ ᲩᲐᲛᲝᲘᲜᲒᲠᲐ, ᲠᲝ ᲐᲠ ᲛᲔᲩᲥᲐᲠᲐ ᲣᲖᲐᲠᲛᲐᲖᲐᲠᲘ ᲚᲝᲓᲘ ᲓᲐᲔᲪᲔᲛᲝᲓᲐ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲐᲡ!"

     
    ამ გზაზე რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა ქვათაცვენა - თბილისის მერიამ შემდეგ სცადა, ხელოვნურად ჩამოეშალა მაშველების დახმარებით კლდის ნაწილი და ახალი დამცავი ბადეებით დაეფარა ეს მონაკვეთი.
    რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ქვათაცვენა მოხდა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ, სადაც ამ დრომდე მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული არ ყოფილა.
    "ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში. სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია. გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება" - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    რადიო თავისუფლება
  18. tvati
    შოვის ღვარცოფში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა. 4 წლის ლუსის სოფო მარტო ზრდიდა.
    გლოლელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა. მისი გოგონა ახლა ახლობლებთანაა. ბავშვისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა, არც დაკრძალვას დაასწრეს.
    „ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში.
    23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა.
    ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი გაუცდა. შემდეგ გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და ვეღარ მოახერხა“, - ჰყვება სოფოს ძმა გიორგი.
    სოფოს მშობლები და ორი სტუდენტი ძმა გლოლაში ცხოვრობენ. ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს.
    სტიქიის ზონა ბავშვის დასახმარებლად ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია წამოიწყო. თვითონვე გაუკვირდათ, ფული ისე მალე შეგროვდა.
    „თავიდან გვინდოდა ელემენტარული თანხა მაინც შეგვეგროვებინა, რომ როგორმე ოჯახს დავხმარებოდით. პოსტი სამჯერ დავდეთ და მეტი არაფერი დაგვჭირვებია. ხალხმა აიტაცა, თავისით ავრცელებდნენ და აზიარებდნენ. უნდოდათ, ლუსის უკეთ ეცხოვრა“, - ამბობს „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის“ წარმომადგენელი ლამარა ბოჭორიშვილი.
    შეგროვებული ფულით ბავშვისთვის თბილისში პატარა ბინის ყიდვას აპირებენ. სანამ ლუსი გაიზრდება, მის მეურვეებს სახლის გაქირავება შეეძლებათ.
    „უკვე შევარჩიეთ სტუდიო ბინა დიდ დიღომში. გარემონტებული ბინაა. რომ გაიგეს, რისთვის გვინდოდა, კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, ჩვენ მოგიწყობთო. ეს ბინა სოფოს დედის სახელზე გაფორმდება“, - ამბობს ნანა სოხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“.
    ლუსის დედა სოფო ბაკურაძე გლოლაში 15 აგვისტოს დაკრძალეს.
    თეა თოფურია
    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
  19. tvati
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს, როდესაც უკრაინელი პილოტები წვრთნას დაასრულებენ.
    „როგორც კი სწავლება დასრულდება (თვითმფრინავები იქნება) ვფიქრობ, უკრაინელი პილოტები წვრთნიდან დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც მათთან ერთად იქნება. ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. მერწმუნეთ, ამ კვირაში პრეზიდენტი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესის დაჩქარებაზე საუბრობს. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება", - აღნიშნა კულებამ.
    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა, რომ შემოდგომასა და და ზამთარში უკრაინა ცის დაცვას ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით ვერ შეძლებს.
  20. tvati
    მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
    “რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
    გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

    ipn
  21. tvati
    36 წლის ეკატერინე ქვლივიძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალია.
    შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს შევიდა. სამხედრო მუნდირი ბავშვობიდანვე იზიდავდა და მტკიცედ სწამდა, რომ სამხედრო საქმე ერთადერთი რეალური გზა იყო ქვეყნის დასაცავად.
    საკუთარ ოცნებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, სახლში ფიქრობდნენ, გაიზრდება და სამხედრო მფრინავობასაც გადაიფიქრებსო. მხოლოდ დედა იყო მის მხარეს.
    ეკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში, როცა გაზეთში ქართველ ტანკისტ ქალებზე ნახა სტატია მათივე ფოტოებით. მაშინვე დაიწყო ძებნა რა სამხედრო სპეციალობების შესწავლას შეძლებდა საქართველოში. საზღვაო, საქვეითო და საავიაციო მიმართულების მწირ ჩამონათვალს წააწყდა:
    მითხრეს, რომ რახან ასე მინდოდა სამხედრო მფრინაობა, შემეძლო მისაღები გამოცდებით ჩამებარებინა საინჟინროზე, კერძოდ, საავიაციო ხელსაწყოების მიმართულებაზე და ამის შემდეგ ერთი ნაბიჯიღა დამრჩებოდა მფრინაობამდე.
    რა თქმა უნდა, ჩავაბარე. ძალიან რთული სპეციალობა აღმოჩნდა.
    არამხოლოდ სასწავლო მასალებს, რამდენიმე უცხო ენასაც ვსწავლობდი ერთდროულად, ჩემი ინიციატივით. ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი დამატებით, რეპეტიტორების გარეშე. ვიყავი ძალიან კარგი სტუდენტი, თითით საჩვენებელი, და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემს ერთადერთ ნაკლად ჩემი სქესი განიხილებოდა – გოგო ვიყავი.
    ძალიან კარგად სწავლობ, განათლებული ხარ, საინტერესო, ბევრი რამ იცი, მაგრამ გოგო ხარ – ასეთი დამოკიდებულება იყო ჩემ მიმართ უნივერსიტეტში და მეც ვფიქრობდი, რომ „ნაკლის“ გადაფარვა ერთადერთი რამით შემეძლო – განათლებით. წლები ვმუშაობდი, რომ ჩემი მთავარი ძლიერება განათლება ყოფილიყო“ – ამბობს ეკა.
    სტუდენტობის პირველსავე წელს ეკამ „ბოინგის სტიპენდია“ მოიპოვა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემოდა, თუ ყველა საგანში 100 ქულას დააგროვებდა სტუდენტი.
    საინჟინრო ფაკულტეტზე სულ 46 სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის, გოგო მხოლოდ ეკა იყო. ქართულად არ არსებობდა ლიტერატურა ავიაციის შესახებ. ტექნიკური რუსული კი ეკასთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მთელი ღამეები ელექტროსქემების რუსულ წიგნებს ჩასცქეროდა, ჯერ თარგმნიდა, რომ გაეგო რას ეხებოდა თემა, მერე კი შეგნებული და გააზრებული დამახსოვრების დრო დგებოდა.
    2007 წლიდან, როცა ეკა საინჟინრო ფაკულტეტს ამთავრებდა, თავდაცვის სამინისტრომ ინტენსიურად დაიწყო სამხედრო ავიაციის განვითარება და ინჟინრების, მფრინავების მიღება გამოაცხადა.
    „მე და ჩემმა კურსელმა ბიჭებმა შევიტანეთ საბუთები. არასდროს დამავიწყდება, 11 თებერვალი იყო, სამხედრო ავიაციის სარდალმა რომ დამირეკა. ჩავნიშნეთ შეხვედრა გასაუბრებისთვის და ასე მოვხვდი შეიარაღებულ ძალებში.
    გოგოებისთვის მაშინ ცალკე ყაზარმა და საშხაპეც არ იყო გათვალისწინებული. ჩემ შემდეგ კიდევ აიყვანეს ორი გოგო და 2007 წლიდან უკვე სამმა გოგომ დავიწყეთ სამხედრო ავიაციაში ბედის ცდა.
    სამხედრო მფრინავად თითქმის 12 წელი ვიმსახურე. ეს ჩემი ცხოვრების უძვირფასესი წლები იყო. დიდი გამოცდილება მივიღე და გავიზარდე როგორც ადამიანი. გავიარე ბევრი რთული და საინტერესო ქარტეხილი“ – ამბობს სამხედრო მფრინავი.
    საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საფრენოსნო ფაკულტეტზე ახლა უკვე ყოველ წელს 5-ზე მეტი მომავალი მფრინავი გოგო აბარებს.
    როგორც ეკა გვეუბნება, ბევრ კომპანიაში მუშაობენ ახლა საავიაციო უნივერიტეტის კურსდამთავრებული მფრინავი გოგოები. ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზეც გოგოების სწავლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია.
    2017 წელს, ხანგრძილივი სამხედრო მფრინაობის შემდეგ, როცა ეკა კვალიფიციურ პროფესიონალად იქცა, აშშ-ში გაგზავნეს ერთწლიან კურსზე, რომლის მიზანიც დასავლური სამხედრო სისტემებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვა იყო.
    „ეს იმისთვის ხდებოდა, რომ რაც შეიძლება მობილიზებულები ვყოფილიყავით ნატოსთან ინტეგრაციისას – სამომავლოდ ერთმანეთის სამხედრო ენა რომ გაგვეგო წვრთნებისას“ – იხსენებს ეკა.
    ეკატერინე ქვლივიძე
    ამერიკიდან რომ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალ პოზიციამდე ჩამოაქვეითეს და ფრენებიდან „მოხსნეს“ იმ მიზეზით, რომ საფრენი საშუალებების მცირე რესურსი ჰქონდათ დარჩენილი, კერძოდ, ამერიკული შვეულმფრენი ე.წ. იროკეზები, რომლითაც ეკა ამერიკაში წასვლამდე დაფრინავდა.
    „ჩამოსვლის მერე უნდა დავბრუნებოდი სასწავლო ფრენებს, რომ სრულფასოვან, დამოუკიდებელ მფრინავად შევმდგარიყავი. აღარ გამიგრძელეს ეს სასწავლო ფრენები, რესურსი ცოტა აქვს ტექნიკას და გოგოებზე ამას არ დავხარჯავთო. 12 წლის სამხედრო სამსახურის შემდეგ მითხრა ეს ჩვენმა ახალმა მეთაურმა“ – ამბობს ეკა.
    გააპროტესტა ეს ყველაფერი, იმ დროს პარალელურად GIPA-ში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაში, აკადემიური ჰქონდა აღებული და ითხოვა სამხედრო სამსახურისგან, მაგისტრატურის დასრულების საშუალება მიეცათ.
    აღარ დაფრინავდა, აღარც თანამდებობა ჰქონდა და ამისთის დრო ჰქონდა, მაგრამ სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს. „არადა, კანონით ყველა მეთაური ვალდებულია ხელი შეუწყოს სამხედრო პირს სამოქალაქო განათლების მიღებაში, ცხადია არა სამხედრო ბაზის საქმის დაკნინების ხარჯზე.
    ბაზაზე კომპიუტერის შეტანა არ შეიძლებოდა, არ მქონდა ინტერნეტი, პრეზენტაციებს ვერ ვამზადებდი, ელექტრონულ წიგნებს ვერ ვკითხულობდი, სრულიად იზოლირებული ვიყავი, იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი. როცა სისტემაში ხარ, პროტესტს ვერ გამოთქვამ, არ გაქვს ამის უფლება.“ – ამბობს ეკა.
    რაღაც პერიოდი უმუშევარი იყო, მერე 2 წელი ლექციებს კითხულობდა საავიაციო უნივერსიტეტში. იყო რექტორის მოადგილე საფრენოსნო მიმართულებით, პარალელურად თელავის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორი იყო, თუმცა მთავარი ოცნება – სამხედრო ავიაცია ოცნებად დარჩა. დიდი ხანია აღარ უფრენია. თავდაცვის სამინისტროში, როგორც თავად ამბობს, შეუძლებელია ვინმე იყოს ოპოზიციური პარტიიდან დღევანდელ საქართველოში – ეკა ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრია.
    ეკატერინე ქვლივიძე
    „დღემდე მენატრება სამხედრო მუნდირი, ვერ აგიხსნით, რა ემოცია იყო ჩემთვის, როცა მუნდირის ბოლო ღილს ვიკრავდი და მხრებს ვშლიდი. მართლა მჯეროდა, რომ დიდ საქმეებს გავაკეთებდი.
    ამ ფონზე სერიოზული ძალები უნდა გვგყავდეს მობილიზებული,“ – ამბობს ეკა ქვლივიძე და დასძენს, რომ ოდესმე ისევ ასწავლის ახალგაზრდებს სამხედრო საავიაციო საქმეს.

    batumelebi.netgazeti
  22. tvati
    შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
    “უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით”, - წერია განცხადებაში.
    აღინიშნება, რომ საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე.
    უკრაინის რეგიონებისთვის საბუთების არაღიარების თარიღების რეგიონზეა დამოკიდებული. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული - ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება.
    “რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად… შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს,” - წერია განცხადებაში.
  23. tvati
    უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა მიკოლა ურჩილოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ბრიგადა "აზოვი" ფრონტზე დაბრუნდა და ამჟამად ლისიჩანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, სერებრიანი-ლესნიშესტვოს რაიონში იბრძვის.
    "აზოვის" პოლკი 2022 წლის გაზაფხულზე თითქმის ორი თვის განმავლობაში ინარჩუნებდა თავდაცვის პოზიციებს "აზოვსტალის" ქარხანაში, მარიუპოლში. მაისში "აზოვსტალის" მცველებმა ქარხნის ტერიტორია დატოვეს, მეთაურთა ბრძანებით. რუსეთის არმიის ტყვეობაში აღმოჩნდა ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ - მათგან ბევრი "აზოვის" მებრძოლი იყო.
    ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელები აპირებდნენ "აზოვის" მებრძოლთა საჯაროდ გასამართლებას. გასული წლის სექტემბრის შემდეგ "აზოვის" 300 მებრძოლზე მეტი უკრაინაში დაბრუნდა, პატიმართა გაცვლის გზით.
    "აზოვის" პოლკი 2014 წელს შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება და მის სათავეებთან იდგნენ ულტრამემარჯვენე შეხედულებების აქტივისტები. 2015 წელს აშშ-ის კონგრესმა აკრძალა პოლკისთვის დახმარების გაწევა, ნეონაცისტურ ჯგუფებთან სავარაუდო კავშირების გამო. ამჟამად "აზოვი" წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილს.
    რუსეთში უმაღლესმა სასამართლომ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. ამასთან, "აზოვს" რუსეთის პროპაგანდა რეგულარულად იყენებს იმის მტკიცებულებად, რომ უკრაინაში ნეონაციზმი სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი.

    რადიო თავისუფლება
  24. tvati
    აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ.
    "ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან... აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის", - ამბობს ელჩი.
    საქართველოში საქმიანობის განმავლობაში კელი დეგნანი, აშშ-ს სხვა ელჩებთან შედარებით, ყველაზე ხშირად გამხდარა პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი. რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, რა იყო, მისი შეფასებით, ამის მიზეზი.
    "პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან - მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო - მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ სხვადასხვა დროს, იქნებოდა ეს 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ [The Killers-ის] კონცერტზე. სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს...
    მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად - როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც", - თქვა ელჩმა.
      რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ნინო გელაშვილის ინტერვიუ კელი დეგნანთან მალე გამოქვეყნდება.
  25. tvati
    საქსტატის მონაცემებით, წელს, ივლისში, ივნისთან შედარებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა და ზრდასრული კაცისთვის* 250 ლარი გახდა.
    სტატისტიკის სამსახური 20 წელზე მეტია, ერთი და იმავე, უკვე მოძველებული მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს, - იმის მიუხედავად, რომ წლების წინ მის შეცვლას, ბოლოს კი გაუქმებასაც აპირებდა.
    საარსებო მინიმუმი პროდუქტების ფასების შესაბამისად იცვლება. ეს იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
    მარტივად აგიხსნით,
    რა არის საარსებო მინიმუმი და სასურსათო კალათა?
    რას ითვლის საქსტატი?
    რატომ არის საარსებო გაანგარიშების გზა მოძველებული?
    რას „აფუჭებს” არასწორი დათვლა?
    რა არის საარსებო მინიმუმი და სასურსათო კალათა?
    საარსებო მინიმუმი არის სახელმწიფოს მიერ გამოანგარიშებული თანხა, რომლითაც, სახელმწიფოს წარმოდგენით, ერთ ადამიანს თვეში უნდა ეყოს იმისათვის, რომ ცოცხალმა გაიტანოს თავი.
    ეს თანხა გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
    მინიმალური სასურსათო კალათა არის ყველა იმ პროდუქტის ერთობლიობა, რომელიც, საქსტატის განმარტებით, ზრდასრულ ადამიანს „ფიზიოლოგიურად აუცილებლად“ სჭირდება „ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის“.
    რა „აწყვია“ ამ კალათაში, ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება განსაზღვრავს და მასში 40 დასახელების პროდუქტია შეყვანილი, ყოველდღიური ულუფების მითითებული რაოდენობებით:
    250 გრამი პური
    70 გრამი ხორბლის ფქვილი,
    40 გრამი სიმინდის ფქვილი,
    40 გრამი ხორცი,
    40 გრამი თევზი
    25 გრამი მაწონი,
    15 გრამი ხაჭო
    50 გრამი სხვადასხვა დასახელების ხილი და ა.შ..
    პროდუქტების წონები პირობითად ისეა გადანაწილებული, რომ დღეში 2300 კილოკალორია გამოვიდეს.
    საქსტატის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი:
    40 პროდუქტის ფასს ყოველთვიურად ითვლის საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში;
    ამ მონაცემებზე დაყრდნობით ითვლის თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს მთელს ქვეყანაში;
    და საბოლოოდ ითვლის მინიმალური სასურსათო კალათის თვიურ ღირებულებას.
    მე-20 წელია ამ კალათაში ერთი და იგივე აწყვია, თუმცა, წლებისა და თვეების განმავლობაში, იცვლება პროდუქტების ფასები.
    თუკი ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა - ესე იგი, პროდუქტები საგრძნობლად ძვირდება, როგორც ბოლო 2 წელიწადში - საარსებო მინიმუმიც იზრდება. და პირიქით - ინფლაციის შემცირებისას საარსებო მინიმუმიც მცირდება.
    ინფლაციის მნიშვნელობა
    ინფლაციის ზრდა განსაკუთრებით მძიმედ ყველაზე ღარიბ ფენაზე აისახება. საქართველოს რეალობაში:
    სოციალურ შემწეობას 670 ათასამდე ადამიანი იღებს - ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%;
    მათი შემოსავლების, მთლიანი თუ არა, დიდი ნაწილი მაინც სოციალური ტრანსფერებია - პენსიები და სოციალური დახმარებები;
    სახელმწიფოს დაწესებული პენსიები და დახმარება სწრაფად არ იზრდება, ინფლაციის გამო კი მცირედი თანხით იმაზე ნაკლები პროდუქტის ყიდვას შეიძლება, ვიდრე ინფლაციამდე.
    ასე რომ, საარსებო მინიმუმის ნომინალური მაჩვენებლის ზრდა იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს კეთილდღეობა გაიზარდა - არამედ იმას, რომ მცირედი შემოსავლის მქონე ადამიანს, - რომელსაც არც პენსია გაზრდია და არც შემწეობა, - კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება თავის გატანა.
    შევაჭრების კოეფიციენტი და არასასურსათო კალათა
    მაგრამ საარსებო მინიმუმის გაანგარიშება სასურსასო კალათის თვიური საშუალო ღირებულების გაანგარიშებით არ სრულდება. ეს რიცხვი კიდევ ორჯერ უნდა შეიცვალოს.
    პირველ რიგში, ის უნდა გამრავლდეს „შევაჭრების კოეფიციენტზე“, რაც არის 0.865.
    საქსტატის წარმოდგენით, ადამიანები, გამყიდველთან შევაჭრების შემდეგ, თითქმის 14%-ით იაფად ყიდულობენ.
    მიღებული ღირებულება კიდევ უნდა გაიყოს 0.7-ზე.
    ეს იმიტომ, რომ, საარსებო მინიმუმიდან სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით.
    უხეშად რომ ვთქვათ, საქსტატის წარმოდგენით, ადამიანი თავისი შემოსვლის 70%-ს ხარჯავს საკვებ პროდუქტებში, ხოლო დანარჩენი 30% სხვა ყველანაირ ხარჯში მიდის.
    ეს მეთოდოლოგია მოძველებულია
    რამდენიმე მიზეზის გამო:
    პირველ რიგში იმიტომ, რომ სინამდვილეში არასასურსათო, ანუ ყველა სხვა ხარჯს 30%-ზე გაცილებით მეტი უკავია.
    მაგალითად, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანისამოსი, სწავლის გადასახადი თუ სხვა ნებისმიერი რამ, მათ შორის მკურნალობა, დასვენება, გართობა.
    საქსტატის 2022 წლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ სამომხმარებლო ხარჯების მხოლოდ 41% მოდის სურსათზე (ამაში შედის სასმელი და თამბაქო), ხოლო დანარჩენი 59% - ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე, საოჯახო მოხმარების საქონელზე, ჯანმრთელობაზე გაწეულ ხარჯებზემ, სახლის საჭიროებებზე, კომუნალურ გადასახადებსა და განათლებაზე.
    შევაჭრების კოეფიციენტი, რაც კალათის ღირებულებას 13.5%-ით ამცირებს, სულ უფრო და უფრო კარგავს აზრს:
    თუკი წლების წინ ბაზარში კლიენტი გამყიდველს შეევაჭრებოდა, ახლა, ეს წარმოუდგენელია. უმეტესობა პროდუქტს სუპერმარკეტში ყიდულობს.
    2300 კილოკალორია, რაც ამ მეთოდოლოგიითაა განსაზღვრული, ჩამორჩება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეკომენდაციებს:
    ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებაში ენერგეტიკული ღირებულების დღიური ნორმა სხვა და სხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის 2270-დან 4200კკალ-მდე მერყეობს;
    ბრიტანული NHS-ის თანახმად, ჩვეულებრივ, კაცებისთვის საჭირო კალორიების რაოდენობას დღიურა 2500 კკალ-ია.
    40-პროდუქტიან სასურსათო კალათაში ძირითადად შეტანილია ისეთი პროდუქტები, რომელთაც მაღალი კალორიული ღირებულება კი აქვთ, მაგრამ ნაკლები კვებითი ღირებულება აქვთ და ჯანმრთელობისთვისაც ნაკლებადაა სასარგებლო. ამას სახალხო დამცველის აპარატი ჯერ კიდევ 2016 წელს ამბობდა.
    რას „აფუჭებს“ არასწორი დათვლა?
    სახელმწიფო 1997 წელს მიღებული კანონით ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი არის ორიენტირი, რომელიც გამოიყენება, სხვა მიზნებთან ერთად, ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური პაკეტების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის.
    ანუ თუ საარსებო მინიმუმი მაღალია, გაზრდილია სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებებიც - სახელმწიფოს მოუწევს აღიარება, რომ დახმარებების რაოდენობა უნდა გაზარდოს.
    წლებია, ექსპერტები, სოციალური პოლიტიკის მკვლევრები და სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს მეთოდოლოგია მოძველებულია. პოლიტიკური თანამდებობის პირებიც კი აღიარებენ ამ ნაკლოვანებებს.
    ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა 2019 წელს განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმი:
    „არასწორი საზომია“, რომელიც საბჭოთა დროიდან ინერციითაა გადმოყოლილი;
    იგი არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და ახლაც მხოლოდ ერთეულ ქვეყნებს აქვთ.
    საქსტატიც ამბობს, რომ ამ კრიტიკას იზიარებს.
    გამოსავალი?
    საქსტატის გენერალურმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ შარშან თებერვალში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი უწყება ყველა სხვა სტატისტიკურ მაჩვენებელს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ითვლის, გარდა საარსებო მინიმუმისა.
    „ვფიქრობთ, რომ რახან ამ მაჩვენებლის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს, ის უნდა ჩანაცვლეს საერთაშორისო ანალოგით“, - თქვა გოგიტა თოდრაძემ და ასეთ ალტერნატივად აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი დაასახელა.
    აბსოლუტური სიღარიბე მცირდება - რა ხდება ფართო სურათში?
    ასევე ნახეთ
    აბსოლუტური სიღარიბე შემცირდა - როგორ „მდიდრდება“ საქართველო?
    მან ასევე განაცხადა, რომ „უახლოეს მომავალში ეს ინდიკატორი აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგანაც წარსულის გადმონაშთია“.
    ამ საპარლამენტო მოსმენის შემდეგ წელიწად-ნახევარი გავიდა, თუმცა ეს პოლიტიკა არ შეცვლილა.
    2023 წლის 15 აგვისტოს საქსტატმა კვლავ გამოაქვეყნა ყოველთვიური განახლება, რომლის თანახმადაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2023 წლის ივლისში 249.8 ლარით განისაზღვრა.
    თუკი თქვენც გიჭირთ, წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ამ თანხით, გაეცანით ექსპერიმენტს რადიო თავისუფლების არქივიდან:

    ასევე ნახეთ
    მოგიყვებით, როგორია საარსებო მინიმუმით ცხოვრება
    ექსპერიმენტი მესამე კვირას კრახით დამთავრდა…
    ---
    * საქსტატი ამჟამად საარსებო მინიმუმს ითვლის მხოლოდ შრომისუნარიანი მამაკაცისთვის და „საშუალო მომხმარებლისთვის“. ამ რიცხვებს შორის განსხვავებას აუცილებელი კალორიების რაოდენობა განაპირობებს - კაცებისთვის აუცილებელი კალორიები მეტია, ვიდრე ქალებისა და ბავშვებისათვის.
    წლების წინ უწყება ამ მონაცემს მრავალსულიანი ოჯახებისთვის ცალკეც ითვლიდა ხოლმე, მაგრამ ბოლო სამი წელია, მხოლოდ ორ მაჩვენებელზე შეჩერდა. რახან საქსტატის მეთოდოლოგია მხოლოდ „შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდს“ აღწერს, ჩვენც ამ მაჩვენებლის მაგალითზე აგიხსენით მისი პრობლემები.

    რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...