Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ყირიმს „კომბინირებული გზით“ გაათავისუფლებს, მაგრამ ეს სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.
    „კომბინირებული გზით - ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური, მხოლოდ სამხედრო, კიდევ ბევრი განსხვავებული ვარიანტია. მაგრამ სამხედრო მოქმედებების გარეშე ეს შეუძლებელია, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდი... კომბინირებულად ყველაფერს დავიბრუნებთ. რას ნიშნავს- ახლა ახსნა-განმარტებას არ გავაკეთებ", - აღნიშნა ბუდანოვმა.
    წინა განცხადებებზე კომენტირებისას, რომ 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში შევა, ბუდანოვმა განაცხადა: „სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოვლენები უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე, ყველა გათვლებით, უნდა განვითარებულიყო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ“.
    „თუ გადახედავთ ყირიმს და საომარი მოქმედებების დონეს, რომელიც იქ მიმდინარეობს, მიხვდებით, რომ 2022 წელთან შედარებაც არ შეიძლება", -აღნიშნა ბუდანოვმა.
     
    იპნ
  2. tvati
    ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა 11 დღის წინ გაიმართა.
    ზალუჟნის გარდა მასში მონაწილეობა მიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანმა სამეთაურო შტაბმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა კრისტოფერ კავოლიმ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა ტონი რადაკინმა.
    „ხუთსაათიანი შეხვედრის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინის სამხედრო სტრატეგია გადახედილიყო“, - აღნიშნავს The Guardian.
    „დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო, თუ რა მოიხერხოს უკრაინის კონტრშეტევის გაჩერებულ პროგრესთან, ასევე მომავალ დამღლელ ზამთარზე საბრძოლო ქმედებების გეგმები და გრძელვადიანი სტრატეგია, ვინაიდან ომი გარდაუვლად უახლოვდება 2024 წელს“, - წერს გამოცემა.
    გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასასვლელზე აკეთებენ.

    იპნ
  3. tvati
    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
    მათივე მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს.
    „შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში. გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე. ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  4. tvati
    რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად აღიქ­მე­ბა - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.
    "ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქარ­თულ კულ­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად აღიქ­მე­ბა რო­გორც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი... თუ ინ­ტერ­ნეტ­ში ეძებთ მწვადს ან რა­ი­მე მსგავსს, მა­შინ უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში ის აღიქ­მე­ბა არა რო­გორც კავ­კა­სი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნა­წი­ლად, არა­მედ რო­გორც სრუ­ლი­ად რუ­სუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნა­წი­ლი... იგი­ვე ეხე­ბა მუ­სი­კას და ელი­ტებს, მათ შო­რის კულ­ტუ­რულს" - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.
      გარ­და ამი­სა, მედ­ვე­დე­ვის თქმით, რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო "ისევ იმე­გობ­რე­ბენ".
    ჟურნ­ნა­ლის­ტმა მედ­ვე­დევს ჰკი­თხვა: "დად­გე­ბა თუ არა დრო, როცა ქვეყ­ნე­ბი მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან", რა­ზეც მედ­ვე­დევ­მა მი­უ­გო: "ასე­თი დრო რა თქმა უნდა დად­გე­ბა. თუმ­ცა რო­დის - არ ვიცი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს დრო შორს არ არის"

    ამბები
  5. tvati
    ”გვაქვს დასაბუთებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამ სამშენებლო პროექტს აერთიანებს პოლიტიკური კორუფციის სერიოზული ნიშნები და სწორედ იმისათვის, რომ ეს ფაქტი იქნას გამოძიებული და დადგენილი, არის თუ არა აქ პოლიტიკური კორუფცია, ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, რომ ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.”

    გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.  შარაშიძე.mp4
  6. tvati
    კითხვა კალაძეს - "რა ბედი ეწია ლაგუნა ვერეს თბილისისთვის ჩუქების ამბავს?"

    გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. 370481916_1436510563809559_8856089455351165941_n.mp4
  7. tvati
    საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.
    საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.
    „მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული. კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიანში“, – აცხადებს კვიჟინაძე.
    მისივე თქმით, მაღალრისკიანი დანაზოგი არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ხდება.
    „პრაქტიკულად, „ეფლში“ „გუგლში“ ან სხვა საწარმოებში ჩაიდება ეს აქციები, არ დაიკარგება. მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიძლება სწორია, მაგრამ არ შეიძლება, ასე იყოს მიღებული გადაწყვეტილება. უპირველესად უნდა შევეკითხოთ პენსიონერებს, ანუ ყველა უნდა იყოს გარანტირებულ დაბალრისკიანში. საპენსიო სააგენტო, ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო რეკლამის სახით ან სხვა კუთხით თუ განახორციელებენ ღონისძიებებს, ხალხს აუხსნან რა ხდება და ხალხი ამას დაიჯერებს, კი ბატონო. ახლა ასეთი რამ არ არის. ჩემთვის არის ძალიან პრინციპული, არ დავუშვებ, რომ რაიმე პრობლემა მაინც შეექმნას საპენსიო დანაზოგებს“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
    ამასთან, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ახალი კანონპროექტი აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რომელიც 2018 წელს გამოვლინდა.
    „როგორც იცით, 2018 წელს მიღებული კანონით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთთვიანი ვადა მოქალაქეებს შორის პორტფელებს შორის არჩევანის გასაკეთებლად, თუმცა რეფორმის მიმდინარეობამ დაგვანახა ამ შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ეს მონაწილეებს მისცემს მეტად გაცნობიერებული არჩევანის მიღების საშუალებას. პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ გაუქმდება როგორც აღნიშნული შეზღუდვა, ასევე გადავადდება პორტფელებში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესიც“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
     

    ავტორი - ლიზი ჩიმჩიური
  8. tvati
    რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.
    აღნიშნულის შესახებ მედვედევმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა.
    „პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა“, - რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
    მისივე თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ დარჩა „თავგასული, შეშლილი, უცნაური ადამიანები“, მაგრამ მათი გავლება პოლიტიკაზე მინიმალურია.
    „აი, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი - მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი აღიაროს რეალიები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და დაალაგონ მათთან ურთიერთობები“, - დასძინა მან.

    იპნ
  9. tvati
    რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, შეტევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
    ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
    „ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი სოფელი პოდოლი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2, დაიჭრა - 1 ადამიანი“, - წერს სინეგუბოვი.
    მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტი - კაფე დაბომბეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.

    იპნ
  10. tvati
    "კაცი თოჯინით," - ასე შეარქვა ხალხმა გიორგი დუდაშვილს, რომლის ოჯახიც შოვის სტიქიას ემსხვერპლა. მეუღლისა და ორი ვაჟის ცხედრის პოვნის შემდეგ, დუდაშვილი ნაბოლარა შვილის, ანასტასიას თოჯინით ხელში ეძებდა ანასტასიას. დღეს, შოვის სტიქიიდან 23 დღის შემდეგ, გიორგი დუდაშვილმა ოჯახის ოთხივე წევრი ერთად მიაბარა მიწას. დუდაშვილის ოჯახთან გამოსამშვიდობებლად და მარტო დარჩენილი მამის სანუგეშებლად, ქაშვეთის ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა.  მთავარი არხი
  11. tvati
    მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე 85:60 დაამარცხა.
    საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრების 12-ვე მოთამაშემ შეძლო.
    საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე შედგა.
    შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე, სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი, ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება.
    საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა.
  12. tvati
    3 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული, ზაზა მესხის სიკვდილი დადასტურდა.

    „ზაზა, მქონდა პატივი შენთან მეგობრობის! მადლობა ყველაფრისთვის!
    დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა - ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა
    ძალიან მძიმეა, ზაზასთან ერთად საქართველომ მისი შვილების სახით ღირსეული ქართველები დაკარგა!
    როგორი რთულია ეს ყველაფერი, ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და საქართველოს
    ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა - მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს.

    ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოჰყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და ზაზას ერთი შვილის ცხედრები“,- წერს ზაზას ახლობელი.

    newsline.ge
  13. tvati
    დღეს ღამით რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი თავდასხმა განხორციელდა.
    ინფორმაციას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
    მათი განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრას რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, არავინ დაშავდა.
    რუსული მედიის ცნობით, დროებით დაიკეტა მოსკოვის აეროპორტების, სადაც ოცზე მეტი რეისი გადაიდო, რვა კი - გაუქმდა.

    იპნ
  14. tvati
    თბილისის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცა, რითაც მხარი დაუჭირა დედაქალაქში რამდენიმე სადავო პროექტისა და ცათამბჯენის მშენებლობას – მათ შორისაა მულტიფუნქციური კომპლექსი „ლაგუნა ვერესთან“, რომლის აშენებაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ფონდ „ქართუს“ კომპანიას სურს.
    ასევე პროექტებს შორის, რომელსაც საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა არის მრავალფუნქციური კომპლექსები ვაკეში, ნაძალადევსა და დიღომში.
    დღევანდელი გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მშენებლობასაც, რომელიც ვაკეში 169-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს.
    საკრებულოს უმრავლესობამ ასევე კენჭი უყარა „ოცნების” დეპუტატის,  ნინო წილოსანის ოჯახთან დაკავშირებულ მშენებლობასაც ნაძალადევში. ეს არის პროექტი, რომლის მიხედვითაც ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე წილოსანის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიას ასევე მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება უნდა.
    ოპოზიცია ამბობს, რომ ქალაქში მსგავსი მშენებლობების აშენება გამოიწვევს ურბანულ გენოციდს. ოპოზიციამ სხდომა კენჭისყრამდე დატოვა.
    საკრებულოს თავმდჯომარემ, გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ ოპოზიციას არ სურს ქალაქის განვითარება. მისი თქმით, საკრებულოს მხარდაჭერა აღნიშნულ პროექტებზე ავტომატურად არ ნიშნავს მშენებლობის ნებართვას.
    საკრებულოს მხარდაჭერის შემდეგ, მერიაზეა დამოკიდებული, გასცემს თუ არა აღნიშნულ პროექტებზე მშენებლობის ნებართვას.

    პუბლიკა
  15. tvati
    დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა. დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას, ბრალდების მხარე კი გრიგორიადისის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გრიგორიადისი დატოვა წინასწარ პატიმრობაში.
    დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით 4 ექსპერტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები გამოიკითხნენ, რომლებმაც საქმის ფარგლებში შეისწავლეს ლაზარე გრიგორიადისის და პოლიციელის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, ასევე მარტის აქციებზე დამწვარი ავტომობილის დაზიანებები.
    ქიმიურ ექსპერტს, რომელსაც საკვლევად ჰქონდა პოლიციელის ტანსაცმელი, უნდა დაედგინა, იყო თუ არა ტანისამოსზე ნავთობპროდუქტების კვალი.  ექსპერტმა მაკა ფიცხელაურმა, რომელიც დღეს პროცესზე მოწმის სახით იყო წარმოდგენილი, მოსამართლეს უთხრა, რომ ჩატარებული ექსპერტიზით პოლიციელის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი აღმოჩნდა.
    ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო პროცესი 22 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

    პუბლიკა
  16. tvati
    საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელსაც დიპლომატიური ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს დიპლომატს, თუ რა მემკვიდრეობას უტოვებს ახალ ელჩს, როგორ აფასებს საქართველოს შიდა და საგარეოპოლიტიკურ წარმატებებს და რას ნანობს თავისი ელჩობის პერიოდიდან.
    გამოსვლის დასაწყისში ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო და წასვლის შემდეგ თან წაიღებს მოგონებებს, რომლებიც ყოველთვის გააღიმებს.
    შეურაცხყოფები და პრო-რუსული კამპანია
    დეგნანის განცხადებით, მმართველი პარტიისა და მასთან აფილირებული პირებისა თუ ძალების შეურაცხმყოფელ და კრიტიკულ განცხადებებს პირადულად არ იღებს – „პოლიტიკოსები არიან პოლიტიკოსები“, – ამბობს იგი. მისივე თქმით, დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციული დისკრედიტაციის კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებსაც სურთ ძირი გამოუთხარონ ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს.
    ევროინტეგრაცია
    ამერიკელი დიპლომატის თქმით, ქართულ კულტურაში, ისტორიასა და ტრადიციებში დამკვიდრებულია ღირებულებები, რომლებზეც აშშ და ევროკავშირი დგანან – ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფლება და სხვა. დეგნანის მოსაზრებით, მათ შორის ეს უბიძგებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ.
    არაფორმალური მმართველობა
    ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებს დეგნანთან ჰქონდათ – არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა და არის თუ არა ეს მმართველი ბიძინა ივანიშვილი? დეგნანმა ამ კითხვებს პირდაპირ არ უპასუხა, აღნიშნა რა, რომ ეს „მნიშვნელოვანი და რთული საკითხია“.
    დიპლომატის თქმით, ყველა ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები თუ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არ იყოს შეუსაბამო გავლენა. დეგნანმა ამერიკული გამოცდილებაც გაიხსენა და თქვა, რომ ასეთ შეუსაბამო გავლენას აშშ-ში ანტიმონოპოლიური კანონი დაუპირისპირეს. ამ კანონმა, თითქმის ერთი საუკუნის წინ, შეზღუდა მნიშვნელოვან ბაზრებზე და, შესაბამისად, ქვეყანაზე, მონოპოლისტი კომპანიების გავლენა.
    დეგნანის თქმითვე, ამ გავლენასთან ბრძოლის მცდელობებში არ შეიძლება უბრალოდ სხვა ქვეყანაში მიღებული მსგავსი კანონის მიღება, ვინაიდან ყველა სახელმწიფო სპეციფიკურია და თავისი ვითარება აქვს.
    პირდაპირი ფრენები აშშ-თან
    ელჩის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის მხრივ საელჩო აქტიურად მუშაობდა და ამას აგრძელებს კიდეც. როგორც დეგნანი ამბობს, ამ კუთხით საელჩოს საკმაო პროგრესიც ჰქონდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გადახაზა – „[პანდემიის შემდეგ] ნულიდან მოგვიწია დაწყება“.
    რას ნანობს და რა მემკვიდრეობას ტოვებს
    დეგნანს ისიც ჰკითხეს, თუ რაზე ნანობს ყველაზე მეტად ელჩობის პერიოდიდან და რას მიიჩნევს მემკვიდრეობად, რომელსაც დატოვებს.
    ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ ერთადერთი, რაზეც ნანობს, პოლარიზაციაა, რომელიც მისი ჩამოსვლის დღიდან არის და არც ახლა ტოვებს საზოგადოებას.
    რაც შეეხება მემკვიდრეობას, ამ კუთხით დეგნანი უმთავრესად მიიჩნევს მის ურთიერთობებს და კავშირებს ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებსაც სამშობლოსთვის საუკეთესო სურთ. „მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, – შეაჯამა ელჩმა.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფლები არიან და უკვე გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა.
    როგორც სუსი აცხადებს, კახაბერ ნათაძისა და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმი გამოიყენეს, მოლაპარაკებების შედეგად კი  დღეს გაათავისუფლეს.
    საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედროა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2021 წლის დეკემბერში დააკავეს და 5.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ფაქტთან დაკავშირებით მაშინ თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, მამუკა ჩხიკვაძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა, სადაც მოქალაქეები ქართულ მხარეს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.
    კახაბერ ნათაძეც, მამუკა ჩხიკვაძის მსგავსად, 2021 წლის დეკემბერში, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ გდულეთთან დააკავეს.

    netgazeti
  18. tvati
    სულ უფრო მეტი რამ მიანიშნებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე, ზაპოროჟიეში, რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, წერს „სი-ენ-ენი“ და მიუთითებს, რომ ამის მთავარი ინდიკატორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტოკმაკის მიმართულებით წინსვლაა. უკრაინის პროგრესზე საუბრობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიც.
    ამერიკული ტელეარხი აგრეთვე ციტირებს რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რთული ვითარების შესახებ წერენ. მათ შორის ერთ-ერთი იმასაც კი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა თვენახევარი უნდა შეინარჩუნონ არსებული პოზიციები, რათა შემდეგ წინსვლა და ტერიტორიის დაკავება სცადონ.
    უკრაინელების წინსვლას ადასტურებს როგორც უკრაინის გენერალური შტაბი, აგრეთვე ზაპოროჟიეს რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი. თუმცა, უკანასკნელის მტკიცებით, უკრაინელებმა დაცვის პირველი ხაზის გარღვევა „დიდი დანაკარგების“ ფასად მოახერხეს.
    უკრაინის პროგრესზე „ალმამლაკა“-სთან ინტერვიუში განაცხადა მარკ მილიმაც. როგორც ამერიკელი სამხედრო ამბობს, უკრაინელებმა მართლაც შეძლეს, გაერღვიათ რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები თვეების განმავლობაში ამზადებდნენ. თუმცა, მილის შეფასებით, უკრაინის კონტრიერიში კვლავაც „ძალიან ნელ“ ტემპში მიმდინარეობს.

    netgazeti
  19. tvati
    ავტორი: ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი
    თბილისის განვითარებაში არსებობს რამდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლებმაც „გმირთა მოედნის“, როგორც სატრანსპორტო კვანძის, წარმოშობა განაპირობეს (ის არსებითად სატრანსპორტო კვანძია და არა მოედანი). მათ შორის მთავარია თბილისის რკინიგზის სადგურის ისეთ ადგილას აშენება, რომ საჭირო შეიქნა მდინარე ვერესა და მტკვრის შესართავთან არსებული ქედის გაჭრა, რათა სადგურიდან მომავალი გზ,ა ერთი მხრივ, შეერთებოდა საქართველოს სამხედრო გზას, ხოლო მეორე მხრივ, ყოფილი ლენინის (ახლა კოსტავას) ქუჩით დაკავშირებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე განთავსებულ უბნებს, ვაკეს, ვერას და მთაწმინდას. სამშენებლოდ ათვისება საბურთალოსი, რომელიც აღნიშნულ უბნებს საქართველოს სამხედრო გზით უკავშირდებოდა, გახდა დამატებითი ფაქტორი სადგურის ქუჩის ამ გზასთან დასაკავშირებლად (იხ.სურ. 1 და 2).


    აღნიშნული ქედის გაჭრას მალევე მოჰყვა ამ სატრანსპორტო კვანძის მარჯვენა სანაპირო ქუჩასთან დაკავშირება, ცოტა გვიან კი, ვარაზის ხევის კოლექტორში გატარებით, ვაკის რკინიგზის სადგურთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ამდენად, აღნიშნულ ადგილას გაჩნდა 5 გზის თავმოყრით შექმნილი, ძალზე რთული სატრანსპორტო კვანძი (იხ. სურ. 3), რომელსაც 2000-იან წლებში მეექვსეც დაემატა – მდინარე ვერეს პოტენციურ სარეკრეაციო ხეობაში გატარებული ავტომაგისტრალი.

    მოკლედ, „გმირთა მოედნის“ ამ უაღრესად რთული სატრანსპორტო კვანძის წარმოშობა უშუალოდ განაპირობა რკინიგზის მთავარი სადგურის გაუაზრებელმა განთავსებამ ქალაქში. ამისთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩისა და რკინიგზის გადაკვეთის ადგილი, რადგან ეს ქუჩა ვერის ხიდით ბუნებრივ ლანდშაფტში უხეში ჩარევის გარეშე დააკავშირებდა სადგურს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს უბნებთან.
    1934 წლის რუკაზე (იხ. სურ. 2), კარგად ჩანს, რომ მომავალი „გმირთა მოედნის“ არეალი ქალაქის ქუჩათა ქსელთან და მის სხვა სტრუქტურებთან დაკავშირებული არაა – ის არის მდინარე ვერეს მტკვართან შესართავ ადგილას არსებული დაბლობი, სადაც გაჩნდა სატრანსპორტო კვანძი ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნების რკინიგზის სადგურთან და საბურთალოსთან დასაკავშირებლად, რასაც დაემატა საკუთრივ ამ კვანძის კავშირი მარჯვენა სანაპირო ქუჩასთან, რომელიც შემდგომში ქალაქის გამჭოლ ავტომაგისტრალად იქცა.
    ამ თვალსაზრისით უაღრესად სიმპტომატურია პოსტსაბჭოურ ხანაში აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია, ეგრეთ წოდებული „ესტაკადათა აბლაბუდის“ გაჩენა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ადგილას არა მოედნის, არამედ სატრანსპორტო კვანძის არსებობას.
    აღნიშნულ შეცდომას, ე.ი. მთავარი სარკინიგზო სადგურის არასწორ ადგილას აშენებას და ამის გამო ქედის გაჭრას მოჰყვა სხვა ქალაქმშენებლური შეცდომებიც – ქედის კონცხზე ცირკის შენობის, ამ კონცხის ძირას, მტკვრის მხარეს საცურაო აუზის (მოგვიანებით მის ადგილას რესტორან „არაგვის“), ეგრეთ წოდებული „თერთმეტსართულიანი სახლის“, მის მომიჯნავედ, საბურთალოსკენ მიმართული ნაგებობების რიგის, მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე საქსოვი ფაბრიკისა და საცურაო აუზის, „ლაგუნა ვერეს“ მშენებლობები (იხ. სურ. 3). ყველა ამ ობიექტის მომსახურება მხოლოდ ზემოთ აღწერილი, ძირითადად ინდივიდუალური მანქანებისთვის გათვლილი, სატრანსპორტო კვანძიდანაა შესაძლებელი. არცერთი მათგანი არაა დაკავშირებული თბილისის ჩამოყალიბებულ საქალაქო სტრუქტურებთან, რაც მათ უსიცოცხლო „კუნძულებად“ აქცევს. ეს „კუნძულები“ თამაშობენ ერთგვარი მეტასტაზების როლს ქალაქში, რამდენადაც თავიანთი სიმძლავრის გამო არიან საზოგადოებრივი ცხოვრების მიზიდულობის წერტილები, მაგრამ ვერ ეწერებიან თბილისის საზოგადოებრივ სივრცეთა ორგანულ სისტემაში.
    აღწერილის გამო ამ არეალში აშენებული ყველა ობიექტი იგივე ბედს გაიზიარებს, დამატებით გადატვირთავს მას სატრანსპორტო თვალსაზრისით და, რაც მთავარია, კიდევ უფრო გაართულებს ისედაც უაღრესად რთულ ქალაქმშენებლობით ამოცანას, ჩართოს ეს არეალი თბილისის საზოგადოებრივ სივრცეთა ცოცხალ სისტემაში.
    ამიტომ აუცილებელია ამ არეალში ყოველგვარი სამშენებლო საქმიანობის დროებით აკრძალვა და საქსოვი ფაბრიკის ადგილას დეგეგმილი მაღლივი შენობებისთვის მშენებლობის უფლების გაცემის საქმისწარმოების შეჩერება.
    ამის მერე აუცილებელი იქნება ღია ქალაქმშენებლური კონკურსის გამოცხადება ამ არეალის საქალაქო საზოგადოებრივ სივრცეთა სისტემაში ჩართვის მიზნით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში საჭირო იქნება კონკურსის არსის შესაფერი, თანამედროვე ქალაქგეგმარების თვალსაზრისით გამართული საკონკურსო პირობების შედგენა და კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარება.

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის - მოქალაქეებს სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება, ეს დნმ-ში აქვთ, - ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკასა და ევროკავშირისა და აშშ-ის ღირებულებებთან საქართველოს თავსებადობას ეხებოდა.
    როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველო აბსოლუტურად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც აქვს ევროკავშირსა და აშშ-ს.
    „საქართველო აბსოლუტურად იზიარებს ამ ღირებულებებს, რაც აქვს ევროკავშირსა და აშშ-ს. როგორც აღვნიშნე, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის საქართველოს ისტორია, კულტურა, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაფერი ეს საქართველოს კულტურის ნაწილი. თავისუფლების ესოდენ დიდი სიყვარული, დამოუკიდებლობისადმი ერთგულება, სურვილი, რომ აიგოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, რაც ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს. რაც აკავშირებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ოჯახის, რწმენის, თავისუფლების სიღრმისეული სიყვარულია. ეს არის ორივე კულტურის ნაწილი. რატომ გრძნობენ ამერიკელები ასე კომფორტულად თავს საქართველოში, თითქოს, შინ არიან ან ქართველები ამერიკაში სტუმრობისას თავს? - ზუსტად ამიტომ. ეს ევროპისკენ მტკიცე ორიენტაცია აქედან გამომდინარეობს. ეს ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც საქართველო ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად იზიარებს. თავისუფლების მოყვარული, დემოკრატიისკენ სწრაფვის მქონე ნებისმიერი ადამიანი, საზოგადოება მსოფლიოში ამითაა განმსჭვალული. 12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე წარმატებას მიაღწევთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს ეს დნმ-ში აქვთ, მას სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება. ერთ-ერთი ბირთვი, ფუნდამენტური კავშირი, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, ეს არის ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სუვერენიტეტი კი ნიშნავს თქვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების დაცვას. გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს შეძლოს ეს. ვინაიდან უაღრესად დიდ პატივს ვცემთ არამხოლოდ იმას, რაც შეასრულეთ 30 წლის განმავლობაში, არამედ რაც შეასრულეთ 26 საუკუნის განმავლობაში“, - განაცხადა დეგნანმა.

    იპნ
  21. tvati
    პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა.
    „ვეხმარებით საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესის გზა ევროპის გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება. მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია. მრავალ სამინისტროსთან და ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, რომ საქართველოს წარმატება ჰქონდეს ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს წარმატებისა. პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სულ მცირე გადავიდნენ შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის“, - განაცხადა დეგნანმა.
    როგორც მან აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, რომელიც მიმართულია „საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.“
    „სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან და მე ნამდვილად პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის, ჩემი აზრით და იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, - განაცხადა დეგნანმა.

    იპნ
  22. tvati
    თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური კორუფციის გზით, არჩევნების გაყალბებისთვის დაჩქარებული მზადების კლასიკური მაგალითია., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.

    მისი თქმით, სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-101-ე მუხლების საფუძველზე. 
      "ხალხის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი მშენებლობის ნებართვები ოცნების დეპუტატებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და შემომწირველებისთვის პარტიაში შავი ფულის - ე.წ. „ატკატების“ სანაცვლოდ. სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100-101-ე მუხლების საფუძველზე. კობახიძის საჯარო ნებართვის ლოდინი საჭირო არ არის. ასევე, წესით საკითხით უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური და უკვე 1 სექტემბრიდან - ახლადშექმნილი ანტი-კორუფციული ბიუროც, რომელსაც პარტიების დაფინანსების მონიტორინგი ანდეს. შეგახსენებთ, მისი ხელმძღვანელი კორუფციისთვის გადამდგარმა და გადმომდგარმ პრემიერმა დანიშნა, - წერს მეზვრიშვილი და დასძენს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა და უწყებების უმოქმედობაა ელიტური კორუფციის და საარჩევნო მოსყიდვების გზით არჩევნების გაყალბებისთვის მზადების პირველი ინდიკატორი.
  23. tvati
    მესტიის მერიის ცნობით, ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური მუნიციპალიტეტში 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.
    მერია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვის პროცესში.
    დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე სამუშაოს შპს „აი ჯი ენერჯი“ ასრულებს.

    პუბლიკა
  24. tvati
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.
    კელი დეგნანი იმ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და რითიც კონკრეტული ძალები ცდილობენ საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებას.
    კელი დეგნანის თქმით, ქართველები შეჩვეული არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც.
    მან ასევე აღნიშნა, რომ არ შეხვედრია მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს, რომლებიც მის შესახებ „კომენტარებს აკეთებენ“ და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ის ადამიანები, ვინც ცდილობენ „დააბნიონ ქართველები, დაყონ საზოგადოება – გვერდით გავწიოთ”.
  25. tvati
    „რუსული მოხალისეობრივი კორპუსი“, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, მოუწოდებს „ვაგნერელებს“, რომლებსაც არ ჩაუდენიათ სამხედრო დანაშაულები, გადავიდნენ უკრაინის მხარეზე.
    კორპუსის ხელმძღვანელი, ნიკიტა კაპუტისტინი, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „ვაგნერელების“ ხელმძღვანელები ცინიკურად მოკლეს და ახლა მათ აქვთ არჩევანი – „ან თქვენი ხელმძღვანელების ჯალათების დაბმული ძაღლები იყოთ, ან შური იძიოთ“.
    კორპუსის ტელეგრამ-არხში აღნიშნულია, რომ თუ „ვაგნერელები“ უკრაინის მხარეზე გადავლენ, კიევი მათ „უსაფრთხოების და ღირსეული პირობების“ გარანტიას აძლევს.
    უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
    „რუსული მოხალისეობრივ კორპუსში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში არიან. კიევში ამას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსი, ლეგიონ „რუსეთის თავისუფლებასთან“ ერთად, უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიაზე რეიდებში იღებდა მონაწილეობას.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...