Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    რაჭის სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მერვე დღეა აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
    „ამ ეტაპზე, სამძიებო სამუშაოებისათვის მობილიზებულია100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. მძიმე ტექნიკის ოპერატორები, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით.
    დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები. მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  2. tvati
    გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა T-Online გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიიდან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ განცხადების გაკეთებას “უახლოეს მომავალში” გეგმავს.
    “ახლა კანცელარია ამ საკითხის გადაწყვეტაზე გერმანიის უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან და უკრაინის უდიდეს მხარდამჭერთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს,” - წერს გამოცემა.
    წყაროების ინფორმაციით, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ასევე, “მწვანე შუქი” მისცეს გერმანული Taurus-ის რაკეტების გადაცემას.
    გამოცემა წერს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, არა მხოლოდ გერმანული ფრთოსანი Taurus-ის რაკეტების, არამედ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების გადაცემაც გამოიწვიოს.
    გამოცემის წყაროების ინფორმაციით, კოორდინირებული მიდგომა, განსაკუთრებით კი აშშ-სთან, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის შეიარაღების ახალი სისტემების გადაცემას დათანხმდეს.

    interpressnews
  3. tvati
    „სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი და დიდად სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ სტატუსს დათქმები მოჰყვება“,- ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.
  4. tvati
    მოსკოვის მიერ მიღებული ყველა ზომა პარტნიორებთან, უცხოელ ინვესტორებთან და კომპანიებთან მიმართებაში მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალე პოტენციური ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ DW-ს განუცხადა.
    გამოცემამ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც „არამეგობრულ ქვეყნებთან“, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შეჩერებას გულისხმობს.
    ”რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რაც სურს თავისი ამჟამინდელი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, რითაც მსოფლიო საზოგადოებაში აძლიერებს მისი, როგორც არასანდო ეკონომიკური და ბიზნეს პარტნიორის იმიჯს. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი სიგნალი გაღე სამყაროსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის: თუ ნამდვილად გსურთ რაიმე ბიზნესის კეთება, რუსეთი ამის ადგილი არ არის ", - განაცხადა პიტერ სტანომ.

    იპნ
  5. tvati
    შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს - ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნამაჰვანჰესის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებული პირებიდან ერთის ძმას, პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების მიზნით საქმის შესწავლას დაჰპირდა.
    ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით.
    „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.
    კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე.
    როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე.
    ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას.
    რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
    შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნამაჰვანჰესის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებულმა ირაკლი ჭელიძის ძმამ დაადასტურა, რომ შეწყალების თემაზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან. მისი თქმით, პატიმრის ციხიდან დასახსნელად საქმის შესწავლას ოჯახს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ანგი ხუციშვილი დაპირდა.
  6. tvati
    სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
    მათი განმარტებით, სააგენტო, შესაბამის უწყებებთან ერთად, შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება.
    „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს.
    სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.
    სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება“,-აღნიშნულია განცხადებაში.
    აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ოთხ ბელარუსულ იურიდიულ პირსა და ბელარუსის 8 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში ავიაკომპანია „ბელავია“, მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და ერთი სამოქალაქო ავიალაინერიც შედის.
  7. tvati
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება.
    "რუსეთის ლიდერი არ არის პარტნიორი მოლაპარაკებებისთვის, მან ძალიან ბევრი, ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა,"- განაცხადა კულებამ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანის კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება სურს.
    კულებას განმარტებით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ მიტაცებული მიწების გათავისუფლების შემდეგ.
    "პუტინი არ არის პარტნიორი. არსებობს არაპირდაპირი ბრძოლის სხვა დიპლომატიური გზებიც, მაგრამ გვესმის, რომ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან ვერასდროს ვიხილავთ ", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
  8. tvati
    ანი მოსემღვდლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს მეგი გუტაშვილის მამა როგორ აფრთხილებს ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შოვში მოსალოდნელ საფრთხეზე.
    „ბრაზი მახრჩობს!!
    მეგის მამა, 14 თებერვალს. დღეს ამ კაცმა ორი ახალგაზრდა შვილი და ნათესავები დაკარგა.
        როგორი დარწმუნებით იუწყება მოსალოდნელ საფრთხეზე. და პასუხი ამაზე?! ,,არაფერი მოხდება კაცო”. 
    უპასუხისმგებლო და უგუნური ხალხი ღუპავს ასეთ ახალგაზრდობას საქართველოში“, - წერს მოსემღვდლიშვილი.


    tia.ge
  9. tvati
    სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას - მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან ისაუბრა.
    მისი თქმით, შეტყობინების შემოსვლისთანავე, როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო.
    „როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. სტიქიის ზონაში გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრის მოადგილე, შემთხვევის ადგილზე გავემგზავრეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
    როგორც თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.
    „ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალებით დათვალიერდა სტიქიის ზონის მიმდებარე პერიმეტრი, პარალელურად პოლიციის თანამშრომლების და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების გამოყვანა და მობილიზება. ამავდროულად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდა დამატებით ცხელი ხაზი, დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

    ინტერპრესნიუსი
  10. tvati
    სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
    მათივე ცნობით, გოგა რაზმაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განმეორებით 2023 წლის 4 აგვისტოს მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა.
    „სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, დაიცვას გოგა რაზმაძის უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ, გამომძიებელთან გასაუბრების გზით, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები.
    გოგა რაზმაძემ იგივე ფაქტთან დაკავშირებით სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა. განცხადებაზე რეაგირების მიზნით იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება.
    სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
    სამსახური მზად არის, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატაროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  11. tvati
    დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
    მისი თქმით, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ხოლო ის პირები, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდნენ, შემდეგ ინიციატორთან კომუნიკაციით, ან სამაშველო ღონისძიების შედეგად დგინდებოდა რომ უსაფრთხოდ იყვნენ, პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ პირად კომუნიკაციას, რის შედეგადაც ხდებოდა აღნიშნული პირების ამოღება დაკარგული პირების სიიდან.
    „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ონის პოლიციაში იმავე დღეს დაიწყო გამოძიება. სტიქიური მოვლენის შემდეგ, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 135 პირთან დაკავშირებით, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირის დაკარგვის შესახებ.
    საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი.
    შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება, რომელიც ხდებოდა როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში.
    ის პირები, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდნენ, ხოლო შემდეგ ინიციატორთან კომუნიკაციით, ან სამაშველო ღონისძიების შედეგად დგინდებოდა რომ უსაფრთხოდ იყვნენ, პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ პირად კომუნიკაციას, რის შედეგადაც ხდებოდა აღნიშნული პირების ამოღება დაკარგული პირების სიიდან“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

    იპნ
  12. tvati
    აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტისას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც  ამჟამად საჭირო კვლევებს უტარებენ.
    აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალთან ახლოს და ნაწილობრივ კალაპოტშიც, კოტეჯებს აშენებენ. მიწის ნაკვეთი აქ ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის წესით 2021 წელს გაყიდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პერიოდულად, როცა მდინარე დიდდება, ამ ადგილს წყალი ფარავს.
    ამიტომაც ორთაბათუმში, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ, შიშობენ, რომ კოტეჯები საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე შენდება და სახელმწიფო სტრუქტურებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.
    აქ ჰყვებიან იმაზეც, რომ წლების წინ ამ ტერიტორიაზე მდინარემ თევზის აუზი დაანგრია.
    „ყოროლისყალს ძალიან ფართო კალაპოტი აქვს. რაღაც პერიოდში მდინარე მკვეთრად ადიდდება ხოლმე და კალაპოტს სრულად ავსებს. წყალი გზამდე ამოდის. ასეთი წყალდიდობების დროს მეწყრებიც არის. ალბათ გახსოვთ მასაურაში მომხდარი ამბავი, მაშინაც ყოროლისწყალი ადიდდა,“ – გვიყვება დალი ხალვაში, სოფელ ორთაბათუმის მკვიდრი.
    ორთაბათუმის თემში სხვადასხვა დროს მდინარის ადიდებისა და მეწყრის ჩამოწოლის გამო მოსახლეობა  ბევრჯერ დაზარალდა. 
    მდინარის კალაპოტზე კოტეჯების მშენებლობის პროცესის ამსახველი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამინ ლამპარაძემ გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ დიდხანს ცხოვრობდა ამ სოფელში და კარგად ახსოვს, როგორ ფარავს წყალი ამ ტერიტორიას წვიმების დროს:
    „მაგ ადგილზე თევზის აუზი ჰქონდათ და ადიდებულმა მდინარემ დაანგრია. წყალი გზამდე ამოდიოდა. ამიტომაც გამოვაქვეყნე ფოტო, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. ასევე მიკვირს ინვესტორის, ვინც ასეთ ადგილზე ფულს დახარჯავს.“

     
    დღეს ხელვაჩაურის მერიამ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხვას, გაცემულია თუ არა კოტეჯების მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად არც ის ვიცით, არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა, რომლითაც აქ მშენებლობის ნებართვა დასაშვებია. სწორედ ასეთ დოკუმენტს უნდა დაყრდნობოდა ხელვაჩაურის მერიის არქიტექტურის სამსახური ნებართვის გაცემისას.

    ამ საკითხს დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიშა ბოლქვაძეც გამოეხმაურა. მან პროკურატურას მიმართა და მოითხოვა დაუყოვნებლივ შეისწავლონ ნებართვის კანონიერება.
    საჯარო რეესტრის მონაცემებით აქ მიწის ნაკვეთი 2021 წელს ჯერ რამაზ ბერიძემ დაირეგისტრირა, შემდეგ კი რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ისრაელის მოქალაქეები და მათ მიერ დაფუძნებული კომპანია ფიქსირდება. თანამესაკუთრეა  რამაზ ბერიძეც.


    ბათუმელები ნეტგაზეთი
     
    ხელვაჩაური
  14. tvati
    სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, შოვში გატარებულ მძიმე დღეებზე ჰყვება.
    „როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი... თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი. 
    მაგრამ ვაანალიზებთ, ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ.
    ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს...
    აღარ მინდა, პროფესიაში მსგავსი შემთხვევა განმეორდეს", - ამბობს კობა კურტანიძე.

    რეზონანსი
  15. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიისგან "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი გამშვების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს.
    "კარგი ამბავი გერმანიიდან - ზუსტად ის, რაზედაც ოლაფ შოლცთან შევთანხმდით. ოლაფ, დიდი მადლობა. ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად. მადლობა გერმანიას, პირადად კანცლერს ამ შეთანხმების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება უწყვეტად ცდილობს იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყნის დამცველებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰქონდეთ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გაცილებით მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო, ვიდრე ახლაა.
    "ამ ”გაცილებით მეტს” ეტაპობრივად ვაქცევთ ჩვენი საჰაერო ძალების, ჩვენი საზენიტო მსროლელების, ჩვენი მობილური ბრიგადების კონკრეტულ შესაძლებლობებად", - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლებიც ექნება."ეჭვი არ მეპარება, რომ ცაში F-16-ები გვექნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

    ipn
  16. tvati
    „უფლებები საქართველოს" ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო" ავრცელებს.
    მათი ინფორმაციით, უფლებები საქართველოს" ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო" შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით.
    „უფლებები საქართველომ" ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.
    ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
    „უფლებები საქართველო" 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

    ipn
  17. tvati
    რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.
    „რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“.
    მისი ინფორმაციით, ადგილზე 45 მაშველი და 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
    „ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურია. მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელდება“, - აცხადებს კოვალნი.

    ipn
  18. tvati
    სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
    კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.
    „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს.
    შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.
    1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.
    1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.
    გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.
    1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.
    1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ - ხელმძღვანელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

    ipn
  19. tvati
    „იყიდება საოფისე კომერციული ფართი ჩუღურეთის რაიონში“, – თითქმის ერთი თვეა, უძრავი ქონების პლატფორმაზე ამ სათაურით იყიდება ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრის, „აპოლოს“ შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
    2 400 კვ. მეტრი ფართობის საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარია.
    აღმაშენებლის N135-ში მდებარე ძეგლის თანამესაკუთრეა შპს „კონფიდენს გრუპი“, რომელსაც „ელიტ პრო“ ფლობს. თავის მხრივ, „ელიტ პროს“ მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.
    ძეგლის მეორე თანამესაკუთრეა შპს „თეატრები აპოლო“. მის 10%-იან წილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ფლობს (წილის მმართველი ამჟამად მისი შვილი, გიორგი ჩიგოგიძეა). ამავე შპს-ს 80%-იან წილს „კონფიდენს გრუპი“ ფლობს. 7%-ს – პორტუგალიის მოქალაქე მანანა გეტაშვილი; 3%-იან წილს კი – თინათინ სვანიძე.

    როგორც „პუბლიკასთან“ შპს „თეატრები აპოლოს“ დირექტორი, გიორგი გეგელია, ამბობს, შენობის შეძენით უკვე რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
    შეკითხვაზე, რას გულისხმობს კინოთეატრის „საოფისე ფართად“ გასხვისება, გეგელია გვპასუხობს, რომ „ეს შეიძლება [სააგენტოს] შეცდომა იყოს… ფუნქციის შეცვლა ინვესტორზე იქნება დამოკიდებული“.
    „პუბლიკამ“ დირექტორს ასევე ჰკითხა, ხომ არ იგეგმება რაიმე სახის წინაპირობის ჩადება ხელშეკრულებაში, თუნდაც  იმ დათქმით, რომ შენობას შეუნარჩუნდეს კინოთეატრის ფუნქცია:
    გიორგი გეგელიას ასევე ვკითხეთ, ხომ არ დაინტერესებულა რომელიმე პოტენციური მყიდველი შენობაში კინოთეატრის აღდგენით:
    „მაქსიმუმ, რაღაც ფუნქციად დაუტოვონ, თორემ როგორც კინოთეატრი, რა თქმა უნდა, – არა. რადგან დღეს კინოთეატრი მომგებიანი და შემოსავლიანი არ არის. თუ ამხელა თანხას გადაიხდის, არ მგონია, კინოსთვის იყოს… სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფუნქცია იქნება კინოთეატრი, მაგრამ შეთავსებით, ალბათ, რაღაც კვების ობიექტი გაიხსნება ან სხვა. მარტო კინოთეატრად მაგას არავინ არ იყიდის, აბსურდია, რა კინოთეატრებიცაა, ისინიც იხურება. მე არ მგონია, მარტო კინოთეატრი გააკეთოს ვინმემ“, – განაცხადა გეგელიამ.
    მისივე თქმით, შენობის შეძენით დაინტერესებულთა შორის მხოლოდ კერძო კომპანიები არიან და მათ შორის არ არიან სახელმწიფო უწყებები.
    „პუბლიკამ“ თბილისის მერიას მიმართა შეკითხვით, ხომ არ არის დაინტერესებული „აპოლოს“ მუნიციპალიტეტის ბალანსზე დაბრუნებითა და შენობაში მუნიციპალური კინოთეატრის აღდგენით, თუმცა ამ დროისთვის მერიის მხრიდან არ არსებობს ინიციატივა „აპოლოს“ შესყიდვის ან მესაკუთრეებისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების შესახებ.

    როგორც ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩაიწერება თუ არა ხელშეკრულებაში დათქმები ფუნქციის შენარჩუნების შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, ხელშეკრულებაზე მაღლა დგას კანონი, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება, შენობის ფუნქცია იყოს ისევე დაცული, როგორც მისი ფასადი თუ ინტერიერი – სახელმწიფოს ამ საკითხის დარეგულირების საშუალება აქვს.
    ხელოვნებათმცოდნის თქმით, შესაძლებელია, მოიძებნოს შუალედური გამოსავალი – შენობამ შეითავსოს როგორც კინოთეატრის, ასევე სხვა გასართობი დანიშნულებაც, თუმცა დაუშვებელია მისი ფუნქციის სრულად გაქრობა.
    „აპოლოს“ მნიშვნელობის შესახებ
    „პუბლიკა“ გთავაზობთ ფრაგმენტებს „აპოლოს“ შესახებ მომზადებული 2018 წლის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევიდან, რომლის ავტორიც ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიაა:
    კინოთეატრი „აპოლო“ იმ ნაგებობათა რიცხვშია, რომელიც დიდად განსაზღვრავს, არა მხოლოდ უბნის ისტორიას, არამედ ქართული კულტურის ამბავსაც მოგვითხრობს. „აპოლო“ პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო თბილისში, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა მიხეილის პროსპექტზე. შენობა მოდერნის სტილში აშენდა და მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს. ის იყო იმ დროის ევროპაში და, კერძოდ, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი. მოდერნის მრავალ ნიშანს შეიცავდა ნაგებობის ინტერიერიც. კინოთეატრი „აპოლო“ თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცნობილი შენობაა. ეს იყო გასაბჭოებამდელი თბილისის ყველაზე დიდი კინოთეატრი. თავისი ზომით და მხატვრული გაფორმებით ის ახლაც გამორჩეულია დავით აღმაშენებლის პროსპექტზე. ნაგებობა მოდერნის სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თბილისში. […] ამ ღირებულების დამადასტურებელია, რომ შენობას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. პროექტის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მიუხედავად საფუძვლიანი რეკონსტრუქციისა, რომელმაც შეცვალა კინოთეატრის შიდა გეგმარებითი მოწყობა და ახალ ყაიდაზე გადაიყვანა მისი ფუნქციონირება, პრაქტიკულად ხელშეუხებელი დარჩა ინტერიერის მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც საბედნიეროდ დღემდე არის შემონახული და იძლევა საშუალებას მათი კონსერვაცია-რესტავრაციისათვის. ფოიედან დაწყებული, დარბაზის გარეთ არსებულ სივრცეებში უამრავი დეკორატიული ელემენტი – ნალესი რელიეფები, სვეტების კაპიტელებისა და ბაზების ქვის ჩუქურთმა, კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, იატაკის მოზაიკა და ლითონის ჭედურობა მოდერნის სტილის კინოთეატრის უმდიდრესი შიდა კაზმულობის დამადასტურებელია და გაოცებას იწვევს როგორც თავისი მხატვრული ხარისხით, ასევე ფანტაზიის გაქანებით.  
        პუბლიკა
  20. tvati
    საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.
    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობენ. სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებen. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალოდეტექტორები, რაც მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას აიოლებს.
    სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.
  21. tvati
    აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „შავ ნუსხაში“ შეიყვანა რვა ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი.
    როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, მხილებული არიან ბელარუსის რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ჩატარებულ რეპრესიებში, ასევე არიან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის თანამონაწილეები და ჩართული არიან ალექსანდრ ლუკაშენკოს გამდიდრებაში.
    კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდნენ ბელარუსის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“, ასევე მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და ბელარუსის მეტალურგიული ქარხანა. ასევე ნუსხაში არის ლუკაშენკოს თვითმფრინავიც.
    რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სიაში არიან ბელარუსის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი დმიტრი კროჩიკი, ასევე ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირი ალექსეი ალექსინი და მისი ოჯახის წევრები.
    ამასთან ერთად, დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებისა და მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები დააწესა. სულ ამ სიაში არის 101 ადამიანი და ისინი აშშ-ში ჩასვლას ვერ შეძლებენ.
    აღნიშნული სანქციები აშშ-ის ადმინისტრაციამ ბელარუსში 2020 წელს გამართული საპროტესტო აქციების მესამე წლისთავზე გამოაცხადა. ცნობისთვის, 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვება ლუკაშენკომ იზეიმა, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა. აშშ და ევროკავშირი 2020 წლის არჩევნებს ფალსიფიცირებულად მიიჩნევენ და მათ შედეგებს არ ცნობენ.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  22. tvati
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 სადგურია განთავსებული.
    მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების მოსაზრებით, ისეთი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება, როგორიც შოვში მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
    „სახელმწიფომ 2014 წლიდან ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების, მოწყობილობების დაყენებას, რომლებიც ჩვენს სინიპტიკოსებს, შესაბამის სპეციალისტებს ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ეს ჩვენმა მოსახლეობამ მკაფიოდ უნდა იცოდეს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დღესდღეობით 200 სადგურია, 100 სადგურის დამონტაჟება მიმდინარეობს. როცა ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდეს და მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
     

     
  23. tvati
    რაჭაში, კურორტ შოვში განვითარებულ სტიქიას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან სამძიმარი „ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
    „შეერთებული შტატები სამძიმარს აცხადებს მათთვის, რომლებიც საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და პატივისცემას ვადასტურებთ იმ პირველი მაშველების საოცარ თავდადების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ, რომ გადაარჩინონ სიცოცხლე და დახმარება აღმოუჩინონ დაშავებულებს", - წერს ბლინკენი.
      შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა.
    ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 19-ის ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით, ეძებენ 15-ს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი ადამიანი იყო იქ, შეუძლებელია.

    რადიო თავისუფლება
  24. tvati
    “როგორც იცით ჩვენს ჰაერის საზომ აპარატებს ტემპერატურის საზომიც აქვს თან. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში ( 44° მზის გულზე) ფიქსირდება. ჩვენ გარდა ჰაერის მონაცემებისა ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ტემპერატურის შესახებ. შეეცადეთ მოერიდოთ გარე აქტივობებს და მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით დღის განმავლობაში.“ - ავრცელებს “ჩემი ქალაქი მკლავს“.
  25. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ დღის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი იპოვეს.
    "დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია და მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში", - თქვა მან.
        ბოლო მონაცემებით [14:30 სთ], სტიქიის ზონაში ნაპოვნია 21 ადამიანის ცხედარი, ეძებენ 12-ს.
    გუშინ, 8 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე - ზურაბ ბიბილეიშვილი - რომელსაც სტიქიის ზონაში ეძებდნენ და დაკარგულად მიიჩნეოდა, თბილისში იყო.
        შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა გამოძიების დაწყებაზე საუბარი არ ყოფილა.
    7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
    მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

    რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...