Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან როგორ ასრულებს საქართველო რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
    მისივე თქმით, ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი, მაგრამ ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა და კომპრომისებზე წასვლა არ სურთ, სწორედ ეს იქნება პრობლემა.
    „იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა - გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროკავშირმა საქართველოს მისცა მკაფიო გზამკვლევი კანდიდატის სტატუსისკენ. მათ ეს ძალიან მარტივად წარმოადგინეს - საჭიროა მხოლოდ მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ, ამ რამდენიმე თვესა და კვირაში პოლიტიკური ლიდერები გვერდზე გაწევენ განსხვავებებს და მუყაითად იმუშავებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. კომპრომისი ძნელია და სწორედ ამიტომ არის საჭირო გამბედაობა, დიდი გამბედაობა. კიდევ გავიმეორებ - თუკი შენი მიზანია ემსახურო საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, ეს საჭიროებს კომპრომისს ყველასგან. მნიშვნელობა არ აქვს ამას “19 აპრილის შეთანხმებას” დაარქმევ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თუ 12 რეკომენდაციას. ეს ყველაფერი გულისხმობს ერთსა და იმავე რეფორმებს, რომლებზეც საქართველო მუშაობს წლების, ათწლეულების განმავლობაში და ბევრ სფეროში შთამბეჭდავ პროგრესსაც მიაღწია, იქნება ეს საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა თუ სხვა. ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი, მაგრამ ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი ის შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ სურთ, არ სურთ კომპრომისებზე წასვლა, სწორედ აქ ვხედავთ პრობლემას.
    ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან აგრეთვე, როგორ ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, ვინაიდან, ცხადია, მუშაობა გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსი არის შემდეგი ქვაკუთხედი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ - არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა. ხალხს კი სურს ევროპული მომავალი“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
    როგორც მან აღნიშნა, დასაკარგი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო - საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია.

    იპნ
  2. tvati
    არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
    მისივე თქმით, აშშ არსად წასვლას არ აპირებს და საქართველოს გვერდით იდგება მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის.
    „ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაციას, არამედ ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმისა, რომელიც გამოდის საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ხალხი საკმარისად საზრიანია - მინიმუმ ისინი, ვისაც მე შევხვედრივარ, ძალიან საზრიანად უდგებიან ამას. ისინი მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ - როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა მის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იქნებიან აქ საქართველოსთვის, ვინაიდან აქ ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
     
    იპნ
  3. tvati
    ნიდერლანდები და დანია უკრაინას ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ. აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა 20 აგვისტოს, თავის ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას განაცხადა.
    ზელენსკის თქმით, თვითმფრინავების გადაცემა მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება უკრაინის ძალებისთვის, რომლებიც რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევას აწარმოებენ.
    როგორც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ უთხრა ზელენსკის, თვითმფრინავების გადაცემის ვადები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე იქნებიან მზად უკრაინული ეკიპაჟები და ქვეყნის ინფრასტრუქტურა F-16-ების მისაღებად.
    ზელენსკიმ “ისტორიული” უწოდა თვითმფრინავების გადაცემის შესახებ განაცხადს.
    “ჩემთვის საამაყოა, რომ დანია, ნიდერლანდებთან ერთად, გაგზავნის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთისა და მისი უგუნური აგრესიის წინააღმდეგ.
    დანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია…” — აღნიშნავს დანიის თავდაცვის მინისტრი იაკობ ელემან-იენსენი.
    სანამ ორი ქვეყნის ეს გადაწყვეტილება გაცხადდებოდა, ნიდერლანდებმა და დანიამ პარასკევს თქვეს, რომ აშშ-მა მათ ნებართვა მისცა, გადასცენ კიევს ამერიკული F-16-ები.
    ვაშინგტონი ამბობს, რომ F-16-ები – ისევე როგორც ამერიკული “აბრამსის” ტანკები – გრძელვადიან პერსპექტივაში  გადამწყვეტი იქნება.
    რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის თებერვლიდან აწარმოებს. დიდი ხანია, კიევი მსოფლიოს ქვეყნებისგან საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ითხოვს.
    გარეკანის ფოტოზე: უკრაინის პრეზიდენტი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. AP Photo

    ნეტგაზეთი
  4. tvati
    11 აგვისტოს, “ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ფრაქციის წევრებმა საკრებულოში დააინიცირეს ინიციატივა, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:

    "ინიციატივა ითვალისწინებს: 1) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ყოველთვიური სატელეფონო ხარჯის გაუქმებას. 2) საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და ხელშეკრულებით დასაქმებულთა საწვავის ხარჯვის ლიმიტის მნიშვნელოვან შემცირებას. დაინიცირებული საკითხის საკრებულოს წევრთა მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები წელიწადში დაახლოებით 75 ათასი ლარით შემცირდება, რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროექტების დაფინანსებას. მოვუწოდებთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და დაიწყოს მერიის ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრები კი მოხმარდეს ჩვენივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების თუნდაც მცირედ გაუმჯობესებას!", - წერია განცხადებაში.   
  5. tvati
    თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალიდან გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ავტობუსი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ სივასიდან სტამბოლში გადაადგილდებოდა.
    თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იოზგათის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, შემდეგ კი გზატკეცილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარება და პოლიცია.
    გავრცელებული ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავამდყოფოში გადაიყვანეს.
    თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
     
     
     
    პუბლიკა
  6. tvati
    კინემატოგრაფისტები ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს.
    როგორც კინემატოგრაფისტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
    „ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!
    პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.
    პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას - კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!
    დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!
    პირველი 200 ხელმწერის სიას იხილავთ მითითებულ ბმულზე.
    თანდართული ფორმის გამოყენებით, კინოს სფეროში მომუშავე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, შემოუერთდეს ჩვენს პოზიციასა და ბრძოლას კულტურის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. https://forms.gle/Y5tLaK68BanzcVLh6“, - ნათქვამია კინემატოგრაფისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    ცნობისთვის, 2023 წლის 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

    იპნ
  7. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად არაფორმალურ ვახშამს დაესწრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერძნულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, ვახშამს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი.
    მედიის ცნობით, მაღალი რანგის პოლიტიკოსები მაქსიმოსის სასახლეში შეხვდებიან, რათა რეგიონის ევროპული მომავალი, ბალკანეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები განიხილონ.

    ipn
  8. tvati
    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმას მხდალ ქმედებად აფასებს.
    "მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ და მიზანმიმართულ თავდასხმას, რომლის სამიზნე უნივერსიტეტი და თეატრი იყო და რომლის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ახლა, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან", - აცხადებს ბორელი.
    შეგახსენებთ, 19 აგვისტოს, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაღუპა 7 და დაშავდა 156 ადამიანი.
  9. tvati
    უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
    „მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ - 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!" - განაცხადა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, F-16-ებს უკრაინა გამოიყენებს იმისთვის, რომ რუსი ტერორისტები უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ახლოს ვერ გაეკარონ.
    შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
  10. tvati
    თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
    როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო. მათივე განცხადებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“.
    „გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო.
    საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ პიროვნებას სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე, არ ჰქონდა განთავსებული შესაბამისი შშმ პირის საცნობი ნიშანი, რომელიც სპეციალურ ადგილზე დგომის უფლებას მისცემდა. ასევე, მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე.
    კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“.
    რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული ქმედებით ხორციელდება ბიუჯეტის შევსება, განვმარტავთ, რომ ჯარიმა წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას და შესაბამისად, კანონის მიხედვით, გათვალისწინებულია როგორც ჯარიმები, ასევე სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანა.
    ჯარიმის შედგენა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ნაკლებია სამართალდარღვევის სიმწვავე, ხოლო როცა მოქალაქეებს გადაადგილებაში ან უსაფრთხოებაში ხელი ეშლებათ, კანონი ითვალისწინებს ავტომანქანის ევაკუაციას.
    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადგილებზე არაუფლებამოსილი პირის დაჯარიმება და სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა ემსახურება პრევენციას და წარმოადგენს კანონით დადგენილ ნორმას.
    რაც შეეხება ტელეკომპანიის განცხადებას, თითქოს დამრღვევი პირი ადგილზე იმყოფებოდა, საპირისპიროს ამტკიცებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოც, სადაც ცხადად ჩანს, რომ თანამშრომლებს დასრულებული აქვთ ევაკუაციის პროცესი, ყველანი განთავსებულნი არიან ევაკუატორში და მიემართებიან საჯარიმო სადგომისკენ.
    კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ჯარიმა იძულებითი ღონისძიებაა, როდესაც ადგილი აქვს კანონდარღვევას, იზღუდება სხვათა უფლებები ან საფრთხე ექმნება მოქალაქეთა გადაადგილებას. იგი წარმოადგენს წესრიგის დაცვისა და პრევენციის ყველაზე ქმედით ინსტრუმენტს.
    მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ მერიის პრესსამსახურთან და ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუისა და ცილისწამების პროპაგანდას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  11. tvati

    ახალი ამბები
    მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
    უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    იპნ
  12. tvati
    რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის კოსმოსურ სააგენტო "როსკოსმოსის" პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
    „აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა", - ნათქვამია "როსკოსმოსის" განცხადებაში.
    მათი ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.
    უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან, "ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან" გაუშვეს. ის მთვარეზე ორშაბათს ან სამშაბათს უნდა დაშვებულიყო. "როსკოსმოსმა" დღეს დილით განაცხადა, რომ გუშინ საღამოს Luna-25-თან კონტაქტი დაკარგა. ეს მთვარეზე რუსეთის პირველი მისია იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში.
  13. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში" წერს, რომ ვიზიტი უკრაინისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის თემას მიეძღვნება.
    „როგორც ყოველთვის, გველოდება არსებითი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მთავარი საკითხია F-16-ები უკრაინისთვის, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ. ჩვენ გავძლიერდებით. ასევე დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, მშვიდობის ფორმულა, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხს აგებინებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
    შეგახსენებთ, ნიდერლანდებმა და დანიამ რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე შეერთებული შტატებისგან თანხმობა მიიღეს.
  14. tvati
    მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.
    „ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
    სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
    მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით“,- აღიშნულია ინფორმაციაში.
     
    იპნ
  15. tvati
    უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულთა რიცხვმა მიაღწია 148-ს, იტყობინება ოლქის ადმინისტრაცია 20 აგვისტოს.
    საავადმყოფოში მოათავსეს 41 პირი, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
      19 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგნოვში დაიღუპა სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბავშვი.
    თავდასხმის გამო დაზიანდა 500-მდე შენობა. რუსეთის არმიის ამ ქმედებას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ლომაკომ უწოდა „ომის დანაშაული“.
    გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა, დენიზ ბრაუნმა დაგმო „უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე განმეორებადი თავდასხმები“.

    რადიო თავისუფლება
  16. tvati
    უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
    მინისტრის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა, ინჟინრებმა და ტექნიკურმა პერსონალმა თვითმფრინავების ასათვისებლად წვრთნა უკვე დაიწყეს და ასევე ინგლისური ენის ცოდნას იმაღლებენ.
    რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დანია და ნიდერლანდები ასევე დაკავებული არიან ამ საკითხით.
    „მომზადების ეს პერიოდი იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებთ თვითმფრინავებს. და ასევე რაც მთავარია - რამდენს,” - განაცხადა რეზნიკოვმა.
    მისი თქმით, თვითმფრინავების გადაცემაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თქმა, როდესაც ინსტრუქტორები უკრაინელი პილოტებისა და მომსახურე პერსონალის მიღებულ უნარებს დაადასტურებენ.
    რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს.
    „გამართლებული მოლოდინები რომ გვქონდეს - მინიმუმ 6 თვე. მაგრამ გული არ დაგწყდეთ, თუ მეტი იქნება,” - აღნიშნა მინისტრმა.
     
    ipn
  17. tvati
    გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა, - ინფორმაციას გამოცემა ZDF-ი ავრცელებს.
    გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იანვრიდან ივნისამდე ქვეყნიდან 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამასთან, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი - არასრულწლოვანი.
    სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებდნენ და აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 705 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ მაკედონიელები (665), ავღანელები (659) და თურქები (525).
     
    ipn
  18. tvati
    ახალციხელი ახალგაზრდა, ამირან ჯანაშვილი, აშშ–ში გააგრძელებს სწავლას. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სრულად დაუფინანსა.
    „2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ვაგრძელებ სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი აქ მოხვედრა არ ყოფილა რომელიმე სასტიპენდიო პროგრამის ნაწილი. უნივერსიტეტს თავად დავუკავშირდი და შევიტანე განაცხადი ჩარიცხვასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეში ჩარიცხვის წერილთან ერთად სწავლისა და ცხოვრების დაფინანსების შემოთავაზებაც მივიღე“,–ამბობს ის.
    ამირანი ახალციხეში, N6–ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც თავად ამბობს, სწორედ სკოლაში მიღებული განათლების მყარი საფუძველი გახდა მისი წარმატების ერთ–ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.
    „აშშ-ში წამოსვლამდე ვსწავლობდი თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე (San Diego State University - Georgia, Civil Engineering). ვთვლი რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად კარგი შანსია ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკული დიპლომის მისაღებად, რაც თავის მხრივ ამარტივებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას“,–ჰყვება იგი.
    იგი იმ ეტაპებზე გვიყვება, რისი გავლაც აშშ–ს უნივერსიტეტში ჩასარიცხად დასჭირდა.
    „სტიპენდიის მოსაპოვებლად პირველ რიგში საჭიროა შეარჩიოთ სასურველი უნივერსიტეტის სასურველი პროგრამა და შეავსოთ ჩარიცხვის სააპლიკაციო ფორმა. თითოეულ უნივერსიტეტს საკუთარი სააპლიკაციო ფორმა აქვს რაც, ხშირად, მოიცავს პირად ინფორმაციას,ბაკალავრის ნიშნებს, სარეკომენდაციო წერილებს და სამოტივაციო წერილს. მნიშვნელოვანია აჩვენოთ რომ ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი გაქვთ, ეს ზრდის დაფინანსების მოპოვების შანსს. სააპლიკაციო პროცესის დასრულების შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ, რის შედეგადაც გადაწყდება რა პირობებს შემოგთავაზებენ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ჩემი აპლიკაციით დაინტერესებული პროფესორი გამესაუბრა, რის შემდეგაც შემომთავაზა დაფინანსება“.
    ამერიკულმა უნივერსიტეტმა ამირანს სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსა. დაფინანსება 400 000 აშშ დოლარს შეადგენს. სწავლასთან ერთად იგი კვლევით საქმიანობაშიც აქტიურად ჩაერთვება. სწავლის დასრულების შემდეგ ის კვლავ საქართველოში დაბრუნებას და სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს.
    „აშშ-ს განათლების სისტემა ყოველთვის მიზიდავდა. აქ საუნივერსიტეტო ცხოვრებას დიდი ყურადღება ეთმობა და სერიოზულად აღიქმება. სტუდენტებს შანსი ეძლევათ გააკეთონ კვლევები რომლებსაც რეალური ზეგავლენა ექნებათ როგორც აკადემიაზე, ასევე მათ სფეროში არსებულ ინდუსტრიაზეც. აქ ცოდნა არასდროსაა პრაქტიკისგან განყენებული რაც ძალიან მხიბლავს. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტიც სწორედ ასეთი ადგილია. მჯერა რომ აქ გატარებული პერიოდი მომცემს საჭირო ცოდნასა და უნარებს რომ გავხდე კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე და ჩემი წვლილი შევიტანო სფეროს განვითარებაში. ვაპირებ საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღების შემდეგ საქართველოში დავბრუნდე და განვაგრძო პროფესიული საქმიანობა“,–ამბობს ის.
        თემო ინასარიძე
  19. tvati
    რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
    „15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო.
    მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხადებული.
    შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს თქმით, დარტყმის დროს დაშავებულთა უმრავლესობა ეკლესიიდან ბრუნდებოდა, ავტოტრანსპორტში იმყოფებოდა ან გზას გადადიოდა.

    იპნ
  20. tvati
    აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში აფხაზეთის კონკურენტუნარიანობის შესახებ სოციალური პლატფორმის “აფხაზეთის მომავალი” მონაწილეებთან ისაუბრა.
    არძინბას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2,5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა და მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
    “მსოფლიოს ეკონომიკა და მსოფლიოს პოლიტიკა კონკურენტუნარიანი სფეროებია. თუ ვერ უძლებ კონკურენციას, საერთაშორისო პროცესებს მიღმა დარჩები”, –  განაცხადა არძინბამ.

    ნეტგაზეთი
  21. tvati
    ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.
    3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 დაკარგულ მოქალაქეს, საძიებო არეალი კი სტიქიის ეპიცენტრიდან ამბროლაურამდე მანძილს მოიცავს.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 116-ე მუხლებით იძიებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

    პუბლიკა
  22. tvati
    ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფილმის ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა.
    ფილმმა ჯილდო აიღო კატეგორიაში საუკეთესო მხატვრული ფილმი. ასევე „სარაევოს გულის“ მფლობელი კატეგორიაში საუკეთესო ქალი გახდა მსახიობი ეკატერინე ჩავლეიშვილი, რომელიც ფილმში მთავარი გმირის, ეთეროს როლს ასრულებს.
    ელენე ნავერიანმა სარაევოში გამარჯვება გუნდმა ქართული კინოს პროტესტს მიუძღვნა:
    „ეს „გული“ [პრიზი] მინდა მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დაუცენზურებელ კინოს“, – თქვა მან.

    „შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანმა თამთა მელაშვილის „საბას“ მფლობელ რომანზე დაყრნობით გადაიღო. მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ის რეჟისორის რიგით მესამე სრულმერაჟიანი ფილმია.
    „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2023 წლის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა.

    პუბლიკა
  23. tvati
    კულტურის სამინისტრო „ჩუბინაშვილის ცენტრზე“ აუდიტის დასკვნას აქვეყნებს და წერს, რომ კვლევითი ცენტრი სამინისტროს სასამართლოში უსაფუძვლოდ უჩივის.
    დასკვნის მიხედვით, აუდიტორული შემოწმების შედეგების (2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) თანახმად:
    2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო შედგებოდა 11 წევრისაგან, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, კვლევით ცენტრს ევალებოდა სამეცნიერო საბჭოში ჰყოლოდა 26 წევრი. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საბჭოს ამგვარი, კანონთან შეუსაბამო შემადგენლობა კვლევითი ცენტრის სახელით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს და არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე; 2022 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო საბჭოს ზოგიერთ სხდომას ესწრებოდა მხოლოდ 12 წევრი (26 წევრიდან), რაც სამეცნიერო საბჭოს არ აძლევდა უფლებას, მიეღო გადაწყვეტილებები. ცენტრის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომის მონაწილე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. მიუხედავად ამისა, მოცემულ სხდომებზე, არაუფლებამოსილი სამეცნიერო საბჭო მაინც მსჯელობდა და, კანონის საწინააღმდეგოდ, იღებდა გადაწყვეტილებებს კვლევითი ცენტრის სახელით, რომელიც, შეგახსენებთ, სახელმწიფო ორგანიზაციაა; ზემოხსენებული ჩამონათვალი მხოლოდ რამდენიმეა იმ სერიოზული პროცედურული დარღვევებიდან, რომლის პირობებშიც, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო საქმიანობდა ცენტრის არაერთი მეცნიერის გვერდის ავლითა და კანონის უხეში დარღვევით; გარდა ამისა, გამოვლინდა კვლევითი ცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების კანონშეუსაბამო, არაეკონომიური და არაეფექტური ხარჯვის შემთხვევები; მაგალითად, 2019-2020 წლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, ცენტრს, სავარაუდო შემსყიდველის დადგენის მიზნით, საერთოდ არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, ხოლო 2021-2022 წლებში ჩაატარა მხოლოდ ნაწილობრივ, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა; შესამოწმებელ პერიოდში, ცენტრის მიერ რამდენჯერმე ტენდერი გამოცხადდა და განხორციელდა ბაზრის კვლევის გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური, რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის პრინციპს; უფრო მეტიც, ერთ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ საკვალიფიკაციო პირობებთან შეუსაბამობის გამო, ცენტრის მიერ უნდა მომხდარიყო პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რაც კანონის პირდაპირი მოთხოვნაა. ამის ნაცვლად, ცენტრმა პრეტენდენტი გამოაცხადა ტენდერში გამარჯვებულად და ამგვარად, კანონის დარღვევით განკარგა სახელმწიფო სახსრები; გარდა ამისა, გამარტივებული შესყიდვისას ხელშეკრულების გაფორმების ზოგიერთ შემთხვევაში, სახეზეა ფინანსური დარღვევები, კერძოდ, ცენტრმა არ გამოიყენა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი საჯარიმო სანქციები მომწოდებლის მიერ საქონლის/მომსახურების მოწოდების ვადების დარღვევების გამო. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სახსრების განკარგვისას, ამგვარი, თვითნებური „პატიების“ ინსტიტუტს არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა; ცენტრის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების სხვადასხვა შემთხვევაში, ვერ ხერხდება დადგენა იმ სტუმრების, რომლებმაც ისარგებლეს სხვადასხვა მომსახურებით (სასტუმრო, კვება და სხვ.); ამ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით არ არსებობს ცენტრის დირექტორის ბრძანება და არ დგინდება მომსახურების პერიოდი და ადგილი; საანგარიშო პერიოდის არც ერთ წელს, ცენტრის მიერ არ ყოფილა დაცული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ყოველწლიურად ჩატარების წესი; ცენტრში დამკვიდრებულია უკანონო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ცენტრის მიერ მიღებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში საგრანტო თანხებით შეძენილი ფოტო და კომპიუტერული ტექნიკა საგრანტო პროექტის მონაწილე პირებს გადაეცემათ პირად საკუთრებაში. მოცემული ქმედება, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს სახელმწიფო ორგანიზაციის ქონების პირადი მიზნებისათვის გამოყენების ცალსახა ნიშნებს; შესამოწმებელ პერიოდში წიგნადი ფონდის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ცენტრში პირველადი სააღრიცხვო ჟურნალები წარმოებულია არასწორად, ხარვეზებით (ჟურნალებში ჩანაწერები გადასწორებული და გადახაზულია), ვერ ხერხდება ჟურნალების ჩანაწერებისა და ადგილობრივი ფონდის ერთმანეთთან შედარება. ამის გამო, შეუძლებელია დადგინდეს, არის თუ არა რაიმე დანაკლისი, რაც ცენტრში მიმდინარე აღრიცხვისა და კონტროლის ნაკლოვანებაა. სამინისტროს ამ განცხადებას გამოეხმაურა „ჩუბინაშვილის ცენტრიც“.
    „განცხადება შეიცავს მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელთა მიზანია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია. დასანანია, რომ სამინისტრო ასეთი უკადრისი მეთოდებით ებრძვის მასზე დაქვემდებარებულ კვლევით ცენტრს, რომლის მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად არის ცნობილი ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც.
    გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას დეტალურ დასაბუთებულ პასუხს სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულ ბრალდებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.



    პუბლიკა
  24. tvati
    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.
    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
    მათივე ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს.
    „მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და მათ კი ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
    ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე.
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს "ომიკრონის" ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან - მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  25. tvati
    უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
    “თვითმფრინავები Gripen - შვედეთის სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების, მონაწილეობით Gripen-ის სატესტო წვრთნები უკვე დაიწყო”, - განაცხადა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილა სამომავლო ნაბიჯები Gripen თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობის შესახებ.
    “შევხვდები პარლამენტის სპიკერს, საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს და წამოვწევ ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთი საკვანძოს ჩვენი ცის დასაცავად”, - განაცხადა ზელენსკიმ.
×
×
  • შექმენი...