Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
    მათივე ცნობით, განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი დაარღვია და განმცხადებელს გონივრულ ვადაში ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.
    სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს სასამართლოს დროებითი განჩინება.
    „საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე და 2023 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ს.ბ.-თვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.
    განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი დაარღვია და განმცხადებელს გონივრულ ვადაში ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.
    სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს.
    საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    იხილეთ რეკომენდაცია

    ipn
  2. tvati
    საზღვრის არალეგალური კვეთის მზარდი მცდელობების ფონზე ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის.
    ამის შესახებ ბრძანება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ გასცა.
    ლატვიის სასაზღვრო დაცვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში საზღვრის უკანონო კვეთის 96 შემთხვევა დაფიქსირდა.
    ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს შვებულებიდან.
    ლატვიის სასაზღვრო დაცვის თქმით, მათ აქვთ “ინფორმაცია ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ.”
    ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ არალეგალური იმიგრანტების ნაკადის ორგანიზებაში ბელარუსი ოფიციალური პირების მზარდი ჩართულობაა დაფიქსირებული.

    იპნ
  3. tvati
    უკრაინის ტერიტორიის ნატო-ს წევრობაზე გაცვლა უცნაურია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
    პოდოლიაკის კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის კომენტარს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში უკრაინას შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს.
    “ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წავიდეთ დემოკრატიის მარცხზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსული რეჟიმის კონსერვაციაზე, საერთაშორისო სამართლის დამცირებასა და ომის სხვა თაობებზე აუცილებელ გადატანაზე”, - წერს პოდოლიაკი.
    მისი თქმით, თუ რუსეთის დიქტატორი, ვლადიმირ პუტინი გამანადგურებელ მარცხს არ განიცდის, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის გაზრდილი მადით.
    “მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისა და პირდაპირ ვთქვათ, პუტინის ტრიუმფის მეშვეობით “ცუდი მშვიდობის” დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილსაც და ომსაც. ეს ეხება ახალი “ევროპის გაყოფის” ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის ნატო-ს ქოლგითაც. მაშინ რატომ არის საჭირო რუსეთისთვის სასურველი გაყინვის სცენარის შემოთავაზება, იარაღის დაჩქარებული მიწოდების მაგივრად? არ არის საჭირო მკვლელების საზარელი ინდულგენციებით წაქეზება”, - წერს პოდოლიაკი.

    იპნ
  4. tvati
    ბერდია სიჭინავას პოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით:
    367719152_680413636864937_1490657504914122017_n.mp4
  5. tvati
    შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
    შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.
    ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
    შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.
    ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 7 პირს ეძებენ.
  6. tvati
    სიონის ტბაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
    როგორც უწყებაში აცხადებენ, 15 წლის მოზარდის სიონის ტბაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება დღეს შევიდა, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ მაშველები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები.

    იპნ
  7. tvati
    რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბები ბურღის ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს, ამის გამო, მუდმივად მიწისქვეშა ბიძგებია და საცხოვრებელ სახლებს ბზარები აქვს გაჩენილი.

     
    “სახლში ბზარებია, ბათქაში გუშინწინ სულ ჩამოვიდა ძირს საძინებლებში და ბავშვებს ეშინია. მარტში, ჭა – 24 მეტრია და სულ გაივსო პირამდე და რომ ვთქვით, დაშალაო თვითონ, მიწა დაიშალაო. 24 მეტრიანი ჭა პირამდე გაივსო, ეს რომ ჩაინგრეს, სახლიც ჩავა. სადაც ვთქვი, აბრალებენ სახლის აშენებას, ყველას გლახად გაქვთ სახლი აშენებული,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
    “ამ დილას ისეთი აფეთქება იყო, მე ვთქვი, სადღაც ალბათ, დიდი მანქანით ქვები დაცალეს ან ხრეში, ხრიალ-ხრიალით რომ წამოვიდა, ყოველდღეა ეგ. ამას ჰქვია ცხოვრება და ეგენი ზრუნავენ ხალხზე, არ ზრუნავენ. ეგენი არიან საკუთარი თავისთვის. ესენი რომ ჩაინგრევა, მერე იტყვიან საწ####ბი – მართლა საწ####ბი ვართ, იმიტომ, რომ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
    აფეთქების შედეგად, ნახეთ, რა დღეშია – ნახეთ, როგორი ბზარებია, მომატებულია. ძალიან განსაცდელში ვარ, ყურადღებას არავინ გვაქცევს. გვეშინია, 11 საათიდან რომ არის აფეთქება, 2-3-ჯერ ისეთი ძლიერი არის, რომ გასაქანი არ გვაქვს ხალხს და რა გვეშველება,“ – თქვა ადგილობრივმა.
    ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირები ბზარების გაჩენას სახლების უხარისხოდ აშენებით ხსნიან.

    metronome.ge
  8. tvati
    დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, შემთხვევა მახაჩკალაში მოხდა.
    გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი მძიმედ არის. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 600 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, რომლის სახელიც არ გასაჯაროებულა, ხანძარი ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს ავტომობილების სადგომზე გაჩნდა.
    რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 260-მდე მეხანძრე-მაშველი და ექიმი მონაწილეობს. მისი თქმით, მძიმედ დაშავებულები მოსკოვში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.
    რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ცეცხლი ავტომობილის შეკეთებისას გაჩნდა, რასაც აფეთქების ხმა მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    სომხეთის მიმართვის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭო 16 აგვისტოს რიგგარეშე სხდომას გამართავს ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
    სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომას ნიუ-იორკში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დაესწრება.
    სომხეთის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, ჩაერიოს ადამიანების წინააღმდეგ მასობრივი დანაშაულის, მათ შორის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის წინააღმდეგ.
    აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.  
    დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

    ნეტგაზეთი
  10. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ ამ ეტაპზე არ უჭერს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს.
    საგამოძიებო კომისისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა.
    როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, ენმ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, თავად კი ამ „პოლიტიკურ ფარსში“ მონაწილეობას არ მიიღებენ.
    „საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს, თუ რა მოხდა რეალურად: სად და რამდენად იყო დისფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და, შესაბამისად, მოხდეს ამ პასუხისმგებლობის დაკისრება. ჩვენ მთავარი მიზნიდან უნდა ამოვიდეთ და ეს არის სიმართლის დადგენა.
    ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს უმძიმესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, პოლიტიკური დივიდენდებისა და სარგებლის მისაღებად. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მავნებლურ საქციელს გამოიყენებს იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირებაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
    დაუშვილის თქმით, ვიდრე ენმ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდოდა, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით უკვე გაგზავნილი ჰქონდათ სადეპუტატო კითხვები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის.
    „ათობით კითხვა დავუსვით ცალკე პრემიერ-მინისტრსა და ცალკე შს მინისტრს. ფაქტობრივად, წინასაგამოძიებო მოქმედებები დავიწყეთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით, რათა ჭეშმარიტება დადგინდეს. თუ ჩვენ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ ან მივიღებთ უშინაარსო პასუხებს, რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო კომისიის შექმნის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
    ნეტგაზეთი
  11. tvati
    ამერიკამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვაჩუქა 21 სეისმური სადგური პირდაპირ ხაზით და პლიუს 7 სეისმური სადგური NATO-ს საგრანტო პროგრამის ხაზით (თითოელის ღირებულება დაახლოებით 38 000 $-ია), -  ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს.


    მისი განცხადებით, ამერიკამ შეგვიქმნა თბილისის ძლიერი მოძრაობების მარეგისტრირებელი სეისმური ქსელი.


    "დააფინანსა ყველა ამ სადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და გვიყიდა 100 000 $ ის ღირებულების სასერვევრო სისტემა. კიდევ უამრავი, რა ჩამოთვლის! ყველა ჩვენი მაღალი გამავლობის მანქანა ამერიკის შეძენელია. ამერიკის კანონმდებლობით დროებითი შემოტანის რეჟიმში შემოსული 24 სადგურების ჩუქება არ შეიძლება. ეს სადგურები სხვა ქვეყნებსაც ეხმარება. მაინც ჩვენთან დატოვეს 2 წლით.", - წერს გოდოლაძე. 
  12. tvati
    მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიპლომატებთან ერთად მოლდოვის დატოვება უწევს რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს.
    მოლდოვური მედიის ცნობით, დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.
    მანამდე მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე უნდა შემცირებულიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ რუსეთის საელჩოს შენობას მოლდოვის ოფიციალური პირების მოსმენისთვის იყენებდნენ. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, კიშინოვში რუსეთის საელჩოს შენობის სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც რუსეთის სპეცსამსახურები მოდლოვის ოფიციალურ პირების საუბარს უსმენდნენ.
    როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რუსეთის საელჩოს წარმომადგენლების შემცირების მიზანია, რომ მოლდოვაში ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული ქვეყნის დესტაბილიზაციაში.
    კიშინოვიდან დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას გაუმართლებელი გადაწყვეტილება უწოდა. რუსული მხარის განცხადებით, მოლდოვის ეს გადაწყეტილება „ფართომასშტაბიანი ანტირუსული კამპანიის“ ნაწილია.
    რუსეთის საგარეოს განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მოსკოვსა და კიშინიოვს შორის ურთიერთობებზე. მათი განცხადებით, ამაზე პასუხისმგებლობა მოლდოვას ეკისრება.
    რუსული მხარის განცხადებით, მათი საელჩოს პერსონალის შემცირების გამო ისინი ვეღარ შეძლებენ სათანადოდ უზრუნველყონ საკონსულო მომსახურება.
    „ოფიციალური კიშინიოვის ამ არამეგობრულ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება შედეგები რუსეთ-მოლდოვის ურთიერთობებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის საკონსულო მომსახურებაზე. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება საქმიანი და კულტურული კავშირების შენარჩუნება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე - მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.
    „ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრის, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.

    სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
    სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  14. tvati
    ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს.
    ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.

    იპნ
  15. tvati
    ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალმცოდ­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.
    აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კუბ­ლაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.
    ცნო­ბის­თვის, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი 2000 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რად. 2000-2002 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, სა­მი­ნის­ტროს სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი.
      2002-2004 წლებ­ში მუ­შა­ობ­და იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში „ქარ­თვე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის" იუ­რის­ტად. 2004-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის ფონ­დის ჯერ მე­ურ­ვე­თა საბ­ჭოს წევ­რად, ხოლო შემ­დეგ ფონ­დის დი­რექ­ტო­რად.
    2005-2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე.

    ambebi.ge
  16. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ  დისკრედიტაციის კამპანიას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:


    "ვეხმაურებით ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებული საინფორმაციო ომის და დისკრედიტაციის კამპანიას, რომლის მიზანი, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა და ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი აღარ არის მთავარი ღირებულება, მისთვის მთავარი ღირებულება გახდა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია შოვის ტრაგედიაზე დადგინდეს სიმართლე, ობიექტურად შეფასდეს სახელმწიფოს რეაგირება, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტრაგედიები. ამ მიზნით, ჯერ კიდევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გაჟღერებამდე, დავიწყეთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით წინასაგამოძიებო პროცესი და ათეულობით კითხვით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, იმისათვის, რომ კომისიის გზით დადგინდეს სიმართლე, ეს თანაბრად უნდა იყოს ყველას ინტერესში, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავთ. დღეს, კომისიის შექმნას ნაციონალური მოძრაობა ადამიანური ტრაგედიიდან მორიგი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად იყენებს, ხოლო ოცნება - ნაციონალური მოძრაობის ამ მავნებლურ პოლიტიკას - სიმართლის, თავად კომისიის და დაზარალებულების დისკრედიტაციისთვის, რითაც ნებისმიერ, პირველ რიგში კი, მორალურ პასუხისმგებლობას არიდებს თავს. აღსანიშნავია, რომ ნაცმოძრაობამ კომისიის შექმნის საკითხი საპარლამენტო სხდომების დაწყებამდე ბევრად ადრე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის გარეშე მაშინ დააყენა, როცა გარდაცვლილები არ იყვნენ დაკრძალულები და ყველა დაკარგული ჯერ კიდევ არ უპოვიათ. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა, რაც სიმართლის დადგენას კი არ მოემსახურება, არამედ დაეხმარება ოცნებას, ჰიბრიდული საინფორმაციო ომი აწარმოოს საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ, აბსურდული ნარატივით დაუპირისპირდეს ოპოზიციას და სტიქიით დაზარალებულ ადამიანებსაც კი, და საბოლოოდ მოიხსნას ნებისმიერი პასუხისმგებლობა. საზოგადოებას დღეს აინტერესებს სიმართლე და არა ნაცმოძრაობის და ოცნების მიერ დადგმული მორიგი პოლიტიკური ფარსი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანიც არის სიმართლის დადგენა და მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა ნორმალური ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყოველთაოდ ნათელი გახდება ხელისუფლების ბრალეულობაც და პასუხისმგებლობისგან დამალვის მცდელობაც, რაც შეიძლება ლოგიკურად გახდეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შინაარსობრივი მსჯელობის ერთ-ერთი საფუძველი. ამავე დროს, თუ ნაცმოძრაობა არ შეწყვეტს მავნებლურ პოლიტიკას და მორიგჯერ მოევლინება მაშველ რგოლად ოცნებას, რის შედეგადაც ოცნება მოახერხებს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ნაცმოძრაობა ოცნებასთან ერთად თანაბრად გაიზიარებს პასუხისმგებლობას შოვის ტრაგედიის ირგვლივ სიმართლის დადგენის და გაკვეთილის გამოტანის პროცესის ჩაშლაზე და ორივე ძალას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ადამიანების ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისთვის.", - წერია განცხადებაში. 
  17. tvati
    მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 2 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილზე მყოფი აქტივისტები იუწყებიან.
    განახლება: აქტივისტების ცნობითვე დაკავებულები პოლიციის განყოფილებიდან, დაახლოებით, 11:10 საათზე გაათავისუფლეს.
    ვიდეოში, რომელსაც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ავრცელებენ, ჩანს რომ პატრული მიდის დემონსტრანტთან და უთითებს, რომ მისი პლაკატი შეურაცხმყოფელია. შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი დემონსტრანტს პლაკატს ართმევს.
    ფოტო: სქრინშოტი ნინო კალანდიას ვიდეოდან
    დემონსტრანტებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს აკავებენ.

     
    გუშინ, 13 აგვისტოს ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე, თუ რატომ არ იფრინა 3 აგვისტოს ღამით ვერტმფრენმა, მან განაცხადა:
    ამ და მის სხვა განცხადებებს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. განცხადებების შემდეგ, აქტივისტებმა გუშინ და დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციები გამართეს.
    ამას გარდა, აქტივისტებმა ასევე გააპროტესტეს ირაკლი კობახიძის განცხადებებიც. ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაში მოყოლილი ადამიანების მონათხრობი, რომელთაც თავიანთი რესურსით გადარჩენა მოახერხეს, ეჭვქვეშ დააყენა. მან თქვა, რომ სპეკულაციებია, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს.

    netgazeti
  18. tvati
    აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელშიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროსთვის საჭირო ისეთი საშუალებები შედის, როგორებიცა: საბრძოლო მასალა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ტერიტორიის განაღმვისთვის დამატებითი მოწყობილობა.
    ბლინკენის განცხადებით, პაკეტის ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
    "ომი რუსეთმა დაიწყო და მას ჰქონდა საშუალება ეს ომი ნებისმიერ მომენტში დაესრულებინა, უკრაინიდან თავისი ჯარის გაყვანის გზით. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები დადგებიან უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

    ipn
  19. tvati
    ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი.
    უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.
    „ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გაგრძელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
    მედია აღნიშნავს, რომ შეტაკების დროს ორივე მხრიდან 20 სამხედრო დაიღუპა, 40 კი - დაჭრილია, „კადიროველების“ მეთაური კი - სასჯელის მოხდის მიზნით ფრონტის ხაზზე არის გადაყვანილი.

    იპნ
  20. tvati
    შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა.
    ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი.
    ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ.

    იპნ
  21. tvati
    თბილისში, ჰუალინგთან ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი ადგილზე დაღუპა.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და დაწყებულია გამოძიება.



    პუბლიკა
  22. tvati
    "დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა" - ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. 
    "ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე, არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. [...]
    საერთოდ არაფერი რომ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ შევეშვებოდი ყველაფერს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. [...] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა", - განაცხადა დავით ჯელაძემ ფორმულას ეთერში.
    დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".

    ფორმულა
    1d496705-c634-4538-9e45-d6c3df195dca.mp4
  23. tvati
    "გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე" | წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე და კობახიძეს პასუხობ.
      "3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი!
    3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!
    იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა", - წერს ის.
           
  24. tvati
    "ბავშვის გადასარჩენად სტიქიასთან გმირულად მებრძოლ კაცზე კობახიძის იერიში ორგანიზებული სამთავრობო კამპანიის ნაწილია. ავტორიტარულ რეჟიმებს განსაკუთრებით ეშინიათ გმირებისა და ავტორიტეტების. მათთვის მთავარი მხოლოდ მთავრობისადმი ლოალურობაა. რეჟიმისთვის "არასანქცირებული" გმირობა პრობლემაა და თუ ეს გმირობა სამთავრობო ხაზში არ ჯდება, მაშინ დანაშაულიცაა. ავტორიტარული რეჟიმი ანადგურებს რეალურს და თავად ქმნის საკუთარ "გმირს", რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მის სამსახურში და ხელისუფლისადმი აბსოლუტური ლოალურობით გამორჩეული. ახლა რეალური გმირის განადგურების ოპერაცია აქვს დაწყებული რეჟიმს და თითოეული ჩვენგანის ვალია, გვერდით დავუდგეთ ამ ვაჟკაცს."


    პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი, აკაკი გვიანიძე.    
  25. tvati
    "ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze" | წერს შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა. კობახიძემ კომენტარი გააკეთა სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზეც, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამოწმებელია ეს ყველაფერი". მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

    მთავარი არხი
×
×
  • შექმენი...