როგორც მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დაკარგულ 9 ადამიანს ეძებენ.
„24 ადამიანია ამოყვანილი, ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამის გარდა გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ. ვინაიდან, გვიან ღამით ცუდი ხილვადობა იყო, სამუშაოები შეჩერდა დილამდე. დილით კი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით და დრონებით დაათვალიერეს ხეობა და მნიშვნელოვან ქვათაცვენას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა“,- განაცხადა მარგველიძემ.
ipn
- Read more...
- 0 comments
- 209 views