Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ფოტო გადაღებულია სტიქიის პირველ წუთებში. თავდაპირველად ის "მთის ამბებმა" გაავრცელა. ფოტოზე ასახულია ჯელაძეების ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, რომელიც შოვში სხვა ადამიანებთან ერთად მოყვა 3 აგვისტოს ღვარცოფცში. გადარჩენილებმა თქვეს, რომ თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ასევე ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას. მათივე თქმით, სამაშველო სამსახურები იმ დროს გამოჩნდნენ, როცა, პრაქტიკულად, უკვე შედარებით უსაფრთხო ადგილას იყვნენ.
  2. tvati
    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიის ღამეს სამაშველო ვერტმფრენების ჩართვას რაციონალური საფუძველი არ ჰქონდა, რადგან ტერიტორია შესაბამისი დრონებით უკვე დათვალიერებული იყო.
    ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შს მინისტრ ვახტაგნ გომელაურის კომენტარი განმარტა.
    ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა.
    „არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველო სამსახურს, ასევე ვერტმფრენები. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე, ღამის ხედვის საშუალებით, აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც პროჟექტორებზე, არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში და იძლევა უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალება. ეს არის და ეს. ზუსტად იგივეს გაკეთება, ბუნებრივია, შეუძლია დრონს. ვერტმფრენი თავის ღამის ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის ლოკაციიდან მყისიერად გამოყვანა.
    გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული მანამდეც, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას უბრალოდ არ ჰქონდა დამატებითი, რაციონალური საფუძველი. ეს არის ის, რაც განმარტა შს მინისტრმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
    კობახიძის განცხადებით, „არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით“, არც სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროება იყო.
    „საღამოს 20:00 საათისთვის იყო საშუალება სრულად დათვალიერებულიყო როგორც ღვარცოფის მასის არეალი, ასევე დამატებით გარშემო სივრცეც, როგორიც არის ტყის მასივი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბრობდა შს მინისტრი, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული, ყველაფერი, რისი იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი. მოხდა ყველაფრის იდენტიფიცირება, ამიტომ აღარ იყო საჭირო რაიმე დამატებითი რესურსის ჩართვა. რომ ყოფილიყო მაგალითად ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობდა“, – განაცხადა კობახიძემ.
    3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 9 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

    ნეტგაზეთი
  3. tvati
    მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აბედათის ციხე-დარბაზი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს, - ამის შესახებ "მარტვილი საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.


      როგორც განცხადებაშია აღნიშბული, აბედათის ციხე-დარბაზის კომპლექსი შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა კი IV-VI საუკუნეებით თარიღდება, ხოლო შუასაუკუნეებში აგებულ ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ.



    "აბედათის ციხე-დარბაზი უნიკალური, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია და არაერთ ტურისტულ კომპანიას აბედათის ციხესიმაგრე შეტანილი აქვს ტურისტულ მარშრუტებში. აბედათის ციხე-დარბაზი, რომელიც ფაქტიურად ნადგურდება, საჭიროებს სათანადო მოვლა-პატრონობას და გამაგრებით სამუშაოებს. აბედათის ციხესიმაგრეში მდებარეობს ეკლესია-მონასტერი. ციხესიმაგრე გარშემორტყმულია ფლეთილი ქვით ნაგები გალავნით. გალავნის დიდი ნაწილი დანგრევის პირას მყოფია, ყოველდღიურად იზრდება დაზიანების ხარისხი, ხშირია გალავნიდან ქვათაცვენა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება, ასევე საფრთხე ექმნება ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირების, მრევლის, მომლოცველების და სტუმრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

    საქართველოს პარლამენტის წევრმა – აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატიმა, ალექსანდრე მოწერელიამ არაერთხელ მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

      ასევე ფრაქციის „მარტვილი საქართველოსთვის“ სახელით წერილით მივმართეთ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა აღნიშნული პრობლემის გადაჭრა მოხდეს მყისიერად. აუცილებელია აბედათის ციხის კომპლექსის სავალალო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ სასწრაფოდ ადგილზე მიავლინოს სპეციალისტები, უნდა მოხდეს დაზიანების ზუსტი მოცულობის და ხარისხის დადგენა, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. წარმოგიდგენთ ციხის გალავნის დაზიანების ამსახველ ფოტო მასალას.", - ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის". 
      #აბედათისთვის #მარტვილისთვის #საქართველოსთვის
  4. tvati
    14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.
    ომი აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლებში, 13 თვეს გაგრძელდა,  საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა.
    სხვადასხვა მხარის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და 4 ათასი აფხაზი. ასევე 2 ათასი მოხალისე მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.

    ნეტგაზეთი
  5. tvati
    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების (პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით) 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
    ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების (მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით) რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 44.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
    საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.4%-იანი წილით.
    შესაბამისად, საქსტატის განცხადებით, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366 100), რუსეთის ფედერაციის (320 800) და სომხეთის (214 600) მოქალაქეების მიერ.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    საწვავი გაძვირებულია ყველა ბენზინგასამართ სადგურზე. ნეტგაზეთმა მოიკვლია ფასები, თუ რა ღირს ერთი ლიტრი საავტომობილო საწვავი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე და ბოლო თვეებში როგორი იყო ფასების ზრდის დინამიკა. ფასების არქივი აჩვენებს, რომ გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წლის მაის-ივნისში დაიწყო.
    გალფი
    მაგალითად, გალფის ქსელში მაისიდან აგვისტომდე 1 ლიტრი დიზელის ღირებულებამ 80 თეთრით მოიმატა. თუ 1 ლიტრი ევრო დიზელი მაისში 2.09 ლარი ღირდა, დღეს, 14 აგვისტოს, მისი ღირებულება 2.89 ლარია. მაისში ევრო რეგულარის ღირებულება 2.25 ლარი იყო, დღეს — 2.69,  G Force ევრო რეგულარი მაისში ღირდა 2.35 ლარი, ახლა ღირს 2.79 ლარი, G Force პრემიუმი ღირდა 2.59 ლარი, დღეს მისი ფასი 2.99 ლარია, G Force სუპერის ფასი იყო 3.39 ლარი, ახლა ღირს — 3.65 ლარი.
    ვისოლი
    დაახლოებით მსგავსი ფასებია ვისოლში. ეკო სუპერი აქ ღირს 3.65 ლარი, ეკო პრემიუმი — 2.98 ლარი, ეკო დიზელი — 2.99 ლარი, ევრო დიზელი — 2.92 ლარი, ევრო რეგულარი — 2.72 ლარი, დიზელ ენერჯი — 2.87 ლარი. ფასების გაძვირების ტენდენცია ბოლო თვეებში აქაც მსგავსია.
    რომპეტროლი
    Efix სუპერი რომპეტროლში ღირს 3.69 ლარი, Efix ევრო პრემიუმი — 2.87 ლარი, ევრო რეგულარი — 2.65 ლარი, Efix ევრო დიზელი — 3.12 ლარი, ევრო დიზელი — 3.07 ლარი.
    საწვავის ფასები თითქმის იდენტურია დიდი ზომის, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე. აღნიშნული კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აქციასა და ფასდაკლებას სთავაზობენ როგორც ფასდაკლების ბარათებით, ასევე სპეციალური პირობებით კვირის კონკრეტულ დღეებში. ამ შემთხვევაში საწვავის შეძენა შესაძლებელია 10, 15, ან 20-თეთრიანი ფასდაკლებითაც. გარდა ამისა, ზოგიერთ კომპანიას აქვს ბენზინგასამართი სადგურები თვითმომსახურებით, სადაც საწვავი 10-15 თეთრით იაფი ღირს.
    საწვავი შედარებით იაფია მცირე ზომის ბენზინგასამართ სადგურებზე, თუმცა გაძვირების ტენდენცია ბოლო თვეებში აქაც შესამჩნევია.

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში უკვე გადამოწმებულია სტიქიის ეპიცენტრი 60%. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 9 დაკარგულს.
    3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 11 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    “აზერბაიჯანი მზადაა ახალი ჰუმანიტარული ტვირთი გადმოგვცეს, მათ შორის გამნაღმველი აღჭურვილობა. განაღმვის საკითხი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს. უკრაინა საჭიროებს ამ დახმარებას პატნიორებისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ციტირებს.
    ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინაში ამჟამად 174 ათასი კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია ამ კუთხით საფრთხეს წარმოადგენს.
    აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, ზელენსკის მიმართვამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში გამნაღმველ მანქანას გაგზავნიდა.
    ოფიციალური ცნობითვე, 2022 წელს აზერბაიჯანმა უკრაინას 17,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. 2023 წელს კი ელექტროაღჭურვილობის გასაგზავნად 7,6 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი - ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული , - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას.
    მისივე თქმით, ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული.
    „რაც შეეხება რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ავიაციაში ერკვევა, ყველას კარგად ესმით, ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ სამ საათში ადამიანები, გავრისკოთ და ვერტმფრენის დაღუპვას ან პილოტების დაღუპვას.
    ვერტმფრენს შეუძლია აფრენა, მთებში არის რისკის ფაქტორი. შეუძლია ღამე აფრინდეს, თუ კარგი ამინდია, ვთქვათ ბათუმის აეროპორტიდან თბილისში ჩაფრინდეს ან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდეს. რელიეფს გააჩნია, თუ არის მთა-გორიანია, თუ მართლა რაღაც გადაუდებელი არ არის, შეუძლიათ იქაც გარისკონ“, - განაცხადა გომელაურმა.

    იპნ
  10. tvati
    უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა.
    ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
    უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 118, ზაპოროჟიეში - 99, მიკოლაივის ოლქში - 97, დნეპროპეტროვსკის ოლქში - 94, ჩერნიგოვში - 71, ლუგანსკში - 67.
    ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და შესაძლოა შეიცვალოს რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისა და იქ არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ.

    ipn
  11. tvati
    რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია.
    ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
    მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
  12. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.
    მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა - დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს და 4 ფრაგმენტია ნაპოვნია.
    „მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა- არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
    ამასთან, მან მადლობა გადაუხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ გაწეული სამუშაოსთვის.
    „მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს.
    „წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

    ipn
  13. tvati
    თავდაცვის სამინიტროს განცხადებით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.
    ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს.
    „სტიქიის ადგილზე კი, ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

    პუბლიკა
  14. tvati
    შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ინფორმაცია ფორმულას ოჯახმა დაუდასტურა.
    სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო სოფელ გლოლადან. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:
    599700499 — ანი 59821195 — ლამარა TBC #GE67TB7993945064300064 — მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 — მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 
    ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 ადამიანი კვლავ იძებნება.

    FORMULA
  15. tvati
    “ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო,” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა.
    ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მოხვდა. მათკენ მომავალი უზარმაზარი მასის დანახვამდე ჯერ საზარელი გრუხუნის ხმა გაიგეს, მერე კი დაინახეს, როგორი სისწრაფით მოდიოდა იმ ადგილისკენ, სადაც პიკნიკს აპირებდნენ, მიწის ტალღა, რომელსაც ქვები და ხეები მოჰქონდა.
    ამ წამიდან დაწყებული სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა გადარჩენისთვის მარიამისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
    “ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - ამბობს მარიამი სანამ თავისი გადარჩენის ამბავს მოჰყვება. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ წაიღო სტიქიამ იმ ადგილიდან, სადაც ის და მისი ოჯახის წევრები უბედურებას გაურბოდნენ, ყველაზე ცოტა, 5 ადამიანი.
    მარიამს ახსოვს, რომ ღვარცოფმა შთანთქა მანქანა ახალგაზრდა წყვილით, ასევე ტალახის მასაში გაუჩინარებული გოგო და ბიჭი, რომელიც იმავე სახლში ისვენებდნენ, სადაც თვითონ, და მოხუცი ქალი, რომელიც ბოლოს რომ დაინახა, ცოტა მოშორებით, "კალცის ხიდთან" იდგა და გადარჩენას ცდილობდა.
    ამ ადამიანებიდან მარიამს მხოლოდ მათი ცნობა შეეძლო, ვინც მათ სახლში ცხოვრობდა - ამ ახალგაზრდა წყვილის დასახიჩრებული სხეულები 5 აგვისტოს იპოვეს მაშველებმა 7 კილომეტრით ქვევით იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს ნახა ისინი მარიამმა.
    “ყველაზე საშინელი მომენტი იყო, როცა პირველად დაგვარტყა ტალღამ: ჩემი მეუღლე დაუდგა ზურგით, ხელებში მოიქცია ბავშვი, მეც წინიდან დავუდექი და მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი აღსასრული. მორჩა! თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და ასე ვემშვიდობებოდით თითქოს ერთმანეთს.
    რაღაცნაირად, ბოლომდე ვიბრძოლეთ, ბოლო წვეთამდე ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო. ამ ტალღამ რომ დაგვარტყა, ერთი ან ორი წამი გავჩერდით, ერთმანეთს ვაკავებდით, მერე ორივე დაგვაგდო, მე ძალიან ცუდად მოვიყოლე ფეხი, მეგონა რომ დავკარგავდი ამ ფეხს - ამ ტალღიდან როგორღაც მოვახერხეთ ამოძრომა და ავცოცდით ცოტა შემაღლებულ ადგილას, რაც მეწყერს ჰქონდა გაკეთებული.
    შემდეგმა ტალღამ ამ ადგილიდან ნახევარ ნაბიჯზე ჩაგვიარა, მაგრამ აღარ დაურტყამს. აქედან დავიწყეთ 112-ში რეკვა. იქნებოდა ალბათ 4-ის ნახევარი.” - იხსენებს მარიამი.
    მასთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად ეს გზა გაიარეს ასევე ჯელაძეების 10-კაციანმა ოჯახმა და მამა-შვილმა გიო და თომა ადამიებმა. ეს არიან ადამიანები, რომელთა ტალახში ამოგანგლული ფოტოები გავრცელდა 3 აგვისტოსვე. მარიამმა და მასთან ერთად ღვარცოფში მოყოლილებმა იპოვეს ერთ-ერთი ადგილობრივი, მოხუცი კაცი, რომელიც "ვარდისფერ სახლთან" იყო და მარტო ცდილობდა გადარჩენას. ამ სახლთან მარიამი, შოთა და კოტიკო ღვარფოფის ერთ-ერთმა ტალღამ მოისროლა. ამავე სახლიდან ცდილობდნენ ფიცრების, სახურავის ნაგლეჯების და სხვა მყარი ნივთების გამოძრობას სტიქიის მასაში "გზის" გზის გასაკეთებლად.
    მარიამიც და მასთან ერთად ღვარცოფში მოყოლილი ადამიანებიც ჯერ საკუთარი ძალებით, მერე კი ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადაეჭრათ ტალახით დაფარული ტერიტორია და გაეღწიათ უსაფრთხო ადგილამდე.
    სამი საათის განმავლობაში, სანამ ისინი ნახევრად ტალახში იყვნენ ჩაფლულები და ღვარცოფის ახალ-ახალ ტალღებს ითვლიდნენ, ამაოდ ელოდნენ სამაშველო ვერტმფრენის გამოჩენას მათ თავზე. მაშველებმა შოვში მხოლოდ მაშინ ჩააღწიეს, როცა მარიამიც და სხვა მასთან ერთად მყოფი ადამიანებიც უკვე, ფაქტობრივად, სამშვიდობოს იყვნენ გასულები.
    “პირველმა ტალღამ მთლიანად წაიღო შოვი. შემდეგი ტალღები უბრალოდ მოდიოდა და მოდიოდა, უკვე აღარაფერი აღარ იყო, რაც ხვდებოდა წინ. ვიდექით და მდინარეს ვუყვიროდით, “გაიტანე”, “გაიტანე”.
    ვლოცულობდით მდინარეს გაეტანა ეს ტალახი, რომ ჩვენკენ აღარ წამოსულიყო. საითაც არ უნდა გაგეხედა, კილომეტრებზე ერთი და იგივე ლაფი იყო და ვეღარ ივლი ამდენს, როცა წასასვლელი არსად არის, ყველა ძალი და ღონე გამოცლილი გვქონდა.
    წარმოიდგინეთ, ჩვენთვის როგორი გადამწყვეტი იყო ყველა წუთი: გაჭედილები ვართ, ღამდება, მოსალოდნელია წვიმა და არ ვიცით შემდეგი ტალღა წამოვა თუ არა, ჩვენ გადაგვივლის თუ მდინარის კალაპოტს გაივლის. ვართ ასე სასოწარკვეთილები, ბავშვით, ტალახში ჩაფლულები. როგორ უნდა გადავრჩენილიყავით?
    რაც კი რამე ენერგია გაგვაჩნდა, ვცდილობდით, რომ კოტესთვის შემამსუბუქებელი ემოციები გადაგვეცა. ის კი არ გვეთქვა, რომ “დავიხოცებით”, ვეუბნებოდით,” როგორი მაგარი სპაიდერმენი ხარ”, “როგორ მაგრად ხოხავ”. რაღაც მონაკვეთების გავლამ მარტომ მოუწია იმ ღვარცოფში, აღარ გვქონდა ძალა, რომ ზურგზე მოგვესვა რომელიმეს.
    “სპაიდერმენულად გაცოცდი”, აბა ის, აბა ეს, რომ რაღაცნაირად არც ტრავმირებული არ ყოფილიყო თუ გადავრჩებოდით და არც პანიკაში ჩავარდნილიყო. ეგეც არ ვიცოდით, რომ გადავრჩებოდით.” - გვიყვება მარიამი.
    4 წლის კოტიკოს ოჯახში ყველაზე ნაკლები დაზიანებები აქვს. მარიამს ამ დრომდე აქვს ჭრილობები და დალურჯებები სხეულზე და როცა ამაზე ლაპარაკობს, აყოლებს, რომ შოთას ბევრად მძიმე ტრავმები აქვს.
    ღვარცოფში თავის გადარჩენისას ისინი გზადაგზა კარგავდნენ ფეხსაცმელებს, ტანსაცმელს და გადარჩენის იმედს და იღებდნენ ახალ-ახალ დაზიანებებს.
    საბოლოოდ მარიამს და მისი ოჯახის წევრებს გადარჩენაში ადგილობრივები დაეხმარნენ, რომლებიც სტიქიის ადგილამდე მაშველებზე ადრე მივიდნენ ფეხით, ტყე-ტყე, და ღვარცოფულ მასაში ჩარჩენილებსა და შედარებით უსაფრთხო ტერიტორიას შორის “გზა” დააგეს ხის ფიცრებით, სახლის სახურავის ფრაგმენტებით, ყველაფრით რაც ტალახში ჩაფლულებს სიარულს გაუმარტივებდა.
     
    ღვარცოფს გადარჩენილები მიდიან ვერტმფრენისკენ, რომელის შოვიდან მეორე საევაკუაციო რეისს შეასრულებს. მარიამი ამ ფოტოზე არ ჩანს, ამ ფოტოს გადაღებისას ის უკვე გაყვანილია სტიქიის ზონიდან შვილთან ერთად. 3 აგვისტო, 2023 წელი “ფეხი რომ ჩამოვდგი ამ გაკეთებული “ბილიკიდან”, მაშინ მომკიდა ხელი მაშველმა და გამაქცუნა, ჩამსვა ვერტმფრენში. მანამდე ერთ-ერთმა ბიჭმა, ადგილობრივმა, ჩემი შვილი სულ ხელით ატარა, არ ვიცოდით, რამდენად საშიში იყო ეს გზა. ვერტმფრენში რომ ავედით, არ მინდოდა რომ გავეყავით. თითო-თითოდ გამოვდიოდით, ჩემმა ქმარმა, რა თქმა უნდა, ქალები და ბავშვები გამოგვიშვა, ჯერ მე და კოტიკო წამოვედით და ის მერე გამოვიდა, მესამე რეისს გამოჰყვა.” - იხსენებს მარიამი.
    ვერტმფრენში, რომელმაც მარიამი და კოტიკო დროებით შტაბში გადაიყვანა სტიქიის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში, იჯდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი.
    სწორედ ის ხელმძღვანელობს შს მინისტრის მოადგილეებთან ერთად შოვში სამაშველო ოპერაციას. მღებრიშვილს მარიამი სთხოვდა, არ დაეტოვებინათ მისი ქმარი ტალახში და დალოდებოდნენ, სანამ ამოვიდოდა. ამ დროს ვერტმფრენი უკვე სავსე იყო სასტუმრო “სანსეტ შოვის” ბავშვიანი დამსვენებლებით და მარიამს მაინც მარტოს მოუწია გაფრენამ შვილთან ერთად.
     
    მაშველები სასტუმრო "სანსეტ შოვის" სტუმრებს ევაკუაციაში ეხმარებიან მარიამი დროებით შტაბში ჩაფრენისთანავე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟთან მივიდა. ამ დროს მას უკვე სხეულის ყველა ნაწილი სტკიოდა, მისი შვილი კი ყინვისგან კანკალებდა. აღმოჩნდა, რომ ექიმებს არც პლედები ჰქონდათ, არც ტეტანუსის აცრა და მხოლოდ სტერილური ზეწრებით და იბუპროფენით შეეძლოთ დახმარება.
    საბოლოოდ ოჯახი ონის კლინიკაში გადაიყვანეს, იქ კი მეგობრებმა მიაკითხეს და თბილისში წაიყვანეს.
    “ერთი კვირა ხომ გავიდა მაგ ამბიდან? ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებიდან არავინ არ შეგვხმიანებია. გასაგებია, ყველანაირად მესმის, იქ რამხელა ტრაგედია დატრიალდა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ერთი კვირა მგონი საკმარისია იმისთვის, რომ 16 გადარჩენილ ადამიანს დაურეკო და ჰკითხო, როგორ ხართ?” - გვეუბნება მარიამი. ის თვლის, რომ ყველას, ვინც სტიქიის ზონაში იყო და მით უმეტეს მათ, ვინც სიკვდილს თვალებში უყურებდა და მათაც, ვინც ამ დრომდე ეძებს დაკარგულების ცხედრებს, სულ მცირე, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მაინც სჭირდება სახელმწიფოსგან.
    ამ დრომდე ფსიქოლოგიური დახმარება სტიქიით დაზარალებულებს მხოლოდ კერძო სექტორმა შესთავაზა.
    “იცით, რას ნიშნავს სიკვდილს უყურებდე ყოველ წამს 3 საათის განმავლობაში? 112-ის ჩანაწერები მაინც ამოიღონ, როგორ ვბღავივართ. 'სად არის ვერტმფრენი, წუთი წუთზე მოვა?' - 'დიახ, თქვენი ზარი მიღებულია, გადაცემულია, ვერტმფრენი გამოვა', 'თქვენი ზარი გადაცემულია, დაელოდეთ რეაგირებას'. ჩვენ იქ ხალხი ლამის ხომ ჩავიხოცეთ, მაგრამ კინაღამ ფსიქიკურადაც შევიშალეთ. სამი საათი იყო განუწყვეტლივ სტრესში, ყოველი წამი სიკვდილის მოლოდინში, ეს არის ტანჯვა. ვინმე ფიქრობს, რა ფსიქიკა შეგვრჩა იმ დღის მერე? ისიც კი არ ვიცი, რა შეიძლება ვთქვა.” - ამბობს მარიამი.
    შოვში სტიქიას 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო ოპერაცია სხვა დაკარგულების საპოვნელად. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუქვეყნებიათ არც გადარჩენილების, არც დაღუპულების და არც დაკარგულების სია. შსს-ს ცნობით, 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ორასზე მეტი ადამიანი.
    ასევე ნახეთ “მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაუგონარი რამ ხდებოდა" - ქალი შოვიდან ფეისბუკის ჩართვებით
     
    ნასტასია არაბული
  16. tvati
    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით.
    ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები. ის მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები,
    მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას.
    „საქართველო აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა (თუ საუკეთესო არა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასე მაგალითად, გამოვლენილი აივ ინფიცირებულთა 86%-ზე მეტი სტაბილურად იღებს ანტირეტროვირუსულ მკურნალობას და მათი 92%-ზე მეტში მიღწეულია ვირუსის სუპრესია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, გარანტირებული აქვთ ცხოვრების კარგი ხარისხი და რაც მთავარია ისინი პრაქტიკულად არ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს. ასეთი პაციენტები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.“, – აღნიშნავს ცერცვაძე.
    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე (2022 წლის გაზაფხული) შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლი, „რაც მნიშვნელოვანია კეთილსაიმედო ეპიდსიტუაციის შენარჩუნების კუთხით“.
  17. tvati
    ირჩევენ ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის? – რა [არ]ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე
    რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას.
    ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა და მეორე ის, თუ როგორ უნდა ელაპარაკა საზოგადოებასთან, რომ მოქალაქეებს დროულად მიეღოთ ინფორმაცია.
    ბატონო ზვიად, სტიქიის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმია – ხელისუფლება არ თვლის თავს ვალდებულად საზოგადოებას სტიქიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. თქვენი აზრით, რატომ არ გრძნობს ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი – რა უნდა გაეკეთებინა, რომ სამაშველო სამუშაოები წარმატებით განხორციელებულიყო და მეორე ის, რომ ასეთ დროს ჰქონოდა, რაც შეიძლება მეტი, ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
    ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხო, ყველა მოქალაქემ გაიზიარა, განიცადა. ბუნებრივია, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. აქ მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების როლი, ანუ ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ღია და ჰქონოდა ეს ორი სტრატეგიული ბერკეტი კარგად დამუშავებული და გააზრებული – ემართა კრიზისები და ჰქონოდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია.
    ის, რაც ყველაზე მეტად დააკლდა ამ პროცესს და რაც ახლა ჩანს, [კრიზისის საწყის ეტაპზე ყველაზე კარგად ჩანდა], იყო ის, თუ რა ვერ მართა ხელისუფლებამ.
    ყველა მისი შემდგომი ქმედება იყო გამოწვეული სწორედ იმით, რომ მან ეს ორი პრინციპი ვერ მართა. ეს პროცესი გრძელდება დღემდე.
    დღემდე არ გვაქვს სია იმ ადამიანების, ვის ვეძებთ. არ ტარდება საინფორმაციო ბრიფინგები, საიდანაც საზოგადოება გაიგებს, რას აკეთებს ხელისუფლება. რა ტიპის მმართველობაა ეს?   ამყოფო საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში, ეს არის ავტორიტარული მართვის წესი. რაც არ უნდა პრობლემა იყოს, თუ ამ პრობლემას მიჩქმალავ, არ აქვს მნიშვნელობა სუბიექტური მოტივებით იქნება ეს განპირობებული თუ ობიექტურით, ეს არის ავტორიტარული მართვისთვის დამახასიათებელი.
    ავტორიტარული მართვაა პრობლემის მიჩქმალვა, ნაკლები ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, პრობლემის არსის გაბაიბურება და აქცენტების გადატანა სხვა საკითხებზე.
    სხვა თემების გააქტიურებით, დისკუსიებით ისეთ თემებზე, რომელიც არ არის მოცემულ შემთხვევაში არსებითი, ავტორიტარული ხელისუფლება იგებს დროს.
    ის [ხელისუფლება], რა თქმა უნდა, არ ხედავს გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მას შემოუბრუნდეს. მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ის გამოდის „გამარჯვებული“.
    რაზე იმარჯვებს? ის იმარჯვებს საკუთარ საზოგადოებაზე, რომელსაც ტოვებს ინფორმაციულ ვაკუუმში და ეუბნება – შენ რაც არ უნდა მითხრა, ეს ეწინააღმდეგება ახლა პროცესის ნორმალურ წარმართვას.
    ზვიად ქორიძე
    რატომ აღმოჩნდა იმ სიაში ან აღმოჩნდა თუ არა არავინ არ იცის. რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია?
    ეს იმას ნიშნავს, რომ სია ან არ აქვს ხელისუფლებას ან აქვს, მაგრამ არ უნდა მკაფიოობა შეიტანოს ამ პროცესში – უმალავს ამას საზოგადოებას. არ აწვდის ინფორმაციას ან იმიტომ, რომ არ იცის, ან არ უნდა რომ მიაწოდოს.
    ცდილობს, მაქსიმალურად დაავიწროოს კატასტროფის არეალი. აჩვენოს, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა. არ გაამახვილოს ყურადღება მსხვერპლზე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში მისი საინფორმაციო სტრატეგია არის ასეთი.
    ამას ემსახურება სწორედ ის, რომ მან დაავიწროვა ეს არეალი, სადაც შეიძლება ჟურნალისტებმა იმუშაონ. რატომ შეიძლება ჟურნალისტს შეუზღუდო მუშაობის უფლება სტიქიის ზონაში?
    მიზანია ის, რომ საზოგადოებას არასრულყოფილად მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება სტიქიის ზონაში.
    სახელისუფლებო ტროლ-ბოტების მხრიდან ტრაგედიის მეორე დღეს აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ „ახლა არ არის კითხვების და კრიტიკის დროს, ახლა უნდა ვიგლოვოთ“. რა სტრატეგიაა ეს? გლოვას არ სჭირდება ხელისუფლების შემოძახილი. პატივიც უნდა მივაგოთ გარდაცვლილებს და ეს ტრაგედიაც უნდა გავიაზროთ. მაგრამ არ შეიძლება გლოვით გადაფარო სხვა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელიც გაგაჩნია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება იმისთვის არ არის არჩეული, რომ მან გლოვა გამოაცხადოს, ხელისუფლება არის არჩეული იმისთვის, რომ მან ზუსტად განსაზღვროს, როგორ აირიდოს თავიდან კრიზისები. სტიქიური უბედურებებისგან თავის არიდების გეგმები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პროაქტიული ვალდებულებაა.
    კრიზისულ სიტუაციებში რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები ადამიანური დანაკარგებით იმოქმედოს. იმიტომ, რომ ყველაზე ძვირფასი არის ადამიანის სიცოცხლე და ამაზე უნდა იზრუნოს. მესამე უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, რომ თუ რამე სადმე გამოეპარა, ამის გამოძიება დაიწყოს.
    დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რაზე – ამ კრიზისის, უბედურების ფონზე, კიდევ ერთხელ დავსვათ საკითხი, არის თუ არა მოქალაქე დაცული ჩვენ საზოგადოებაში.
    ეს არის მთავარი კითხვა. ამას ემსახურება ის აქტივობა, ის თავდაუზოგავი შრომა, რომლითაც ჩვენი კოლეგები გამოირჩევიან. პირველ დღეებში მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია დროულად მიაწოდეს საზოგადოებას, თორემ მე მახსოვს პირველ დღეს ხელისუფლება სახელისუფლებო არხებზე კმაყოფილებას გამოხატავდა მთელი საათების განმავლობაში, რომ ნახე რა წარმატებით ჩავატარეთ ოპერაცია – არცერთი დაღუპული არ არის, დროულად გავარიდეთ სტიქიის ზონას. ის საერთოდ არ საუბრობდა იმაზე, რომ სტიქიის ზონაში იყო ისეთი ადგილები, სადაც პრაქტიკულად აღარ დარჩა არანაირი ინფრასტრუქტურა და ადამიანებს ვერ პოულობდნენ.
    ინფორმაციის თავისუფლებამ და საზოგადოების უფლებამ, რომ მოიპოვოს მეტი ინფორმაცია სტიქიურ უბედურებაზე და შემდეგ ამის შესაბამისად იმოქმედოს საზოგადოებამ, შეუქმნა დისკომფორტი მთავრობას. ამიტომ ხელისუფლებამ შესთავაზა საზოგადოებას მართვის ის წესი, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოსათვის არის დამახასიათებელი.
    ეს არ არის ჩვეულებრივი, დემოკრატიული და ანგარიშვალდებული ხელისუფლების მართვის წესი. მან არ იცის, როგორ მართოს კრიზისი, მან იცის, როგორ შეზღუდოს ინფორმაცია. ეს არის ავტორიტარიზმის კლასიკური ბუნება.
    თქვენი აზრით, რატომ მოიცალა სტიქიის დროს ხელისუფლებამ მედიაზე თავდასასხმელად? ჩვენ რომ საქმე გვქონდეს პასუხისმგებლიან და ანგარიშვალდებულ ხელისუფლებასთან, მაშინ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს ჟურნალისტი, იქნებოდა ღირებული მათთვის.
    არის არაზუსტი ეს ინფორმაცია? მიაწოდე მაშინ მეტი ინფორმაცია, გადაამოწმე და შესთავაზე საზოგადოებას და აჩვენე, რომ აქ, ამ ჟურნალისტმა დაუშვა შეცდომა. თუ ეს ჟურნალისტიც დარწმუნდება, რომ დაუშვა შეცდომა, ის ამას გაასწორებს.
    რატომ არ დატოვა ყურადღების მიღმა მთავრობამ არცერთი ამბავი, რომელსაც ავრცელებდა „მთის ამბები“? მარტივი მიზეზის გამო – „მთის ამბების“ ყველა ჟურნალისტი ძალიან კარგად იცნობს ამ რეგიონს, კარგად იცნობს მთის პრობლემატიკას. ამავდროულად გამოცემა სვამდა კითხვებს, თუ რატომ არ აღმოჩნდა ეფექტური სამაშველო სამუშაოები პირველ საათებში. რატომ არ აღმოჩნდა ხელისუფლების არცერთი რგოლი მზად იმისთვის, რომ დროულად ეწარმოებინა სამაშველო პროცესები.
    ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ მოსწონდა და ამის გამო ამოიჩემა ეს მედიასაშუალება. ეს მედია ავრცელებდა იმ ინფორმაციას, რომელიც ზუსტიც იყო, გადამოწმებულიც და ისეთი ტიპის, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეეძლო. ამ დროს ნორმალური, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იტყოდა, რომ კი, ეს იყო პრობლემა. აქ დავაგვიანეთ. მაგრამ აი, ეს კარგად გავაკეთეთ. ის ამ შემთხვევაში იქნებოდა არა დაპირისპირებული მედიასთან, არამედ მედიის ყველა ინფორმაციაზე იქნებოდა ადეკვატური რეაგირების რეჟიმში.
    ეს არის დემოკრატიული ხელისუფლების ბუნება. ავტორიტარული ხელისუფლება პირიქით – ცდილობს, ინფორმაცია დამალოს. აჩვენოს, რომ ყველაფერში ის არის მართალი და თუ ვინმე ხელს უშლის დღეს ხელისუფლების მუშაობას, ეს არის მედია. ამიტომ ის ბოლომდე ურტყამს ამას. ეს არის ავტორიტარიზმი. ის, ყველაზე მწვავე და ყველაზე ხელშესახები ადამიანებისთვის ხდება მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის კრიზისები ჩნდება. ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული კრიზისები და აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია არ გააჩნია.
    ბევრი ტრაგედია გამოიარა ამ ქვეყანამ, მაგალითად, იყო თბილისის წყალდიდობა 13 ივნისს, ბათუმში სახლის ჩამონგრევა. ამ ტრაგედიების დროს ვნახეთ, რომ საზოგადოება იყო ერთიანი. არ იყო ხელისუფლების წინააღმდეგ. თითქოს იცდიდა და ელოდებოდა, რას გააკეთებდა ხელისუფლება. სხვაგვარად მოხდა ახლა, როცა ტრაგედიის პირველივე წუთებიდან ხელისუფლება და საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. თქვენი აზრით, რა მოვლენათა ერთობლიობამ განაპირობა ასეთი სურათი? 2015 წლის 13 ივნისს, ეს ის დრო იყო, როცა ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო ასე მწყობრად ავტორიტარულ რელსებზე გადასული. საზოგადოებამ იქ გამოიჩინა უფრო მეტი სოლიდარობა, უფრო მეტი სულისკვეთება თანადგომისა და ამ პრობლემის ერთად გამკლავებისა.
    ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად მეორდება ეს კრიზისები და გლოვის დღეები საქართველოში. ავტომატურად ჩნდება კითხვა, პრევენციულად რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს? როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება ჩაერთოს აი, ამ პროცესებში და ითამაშოს მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი მთავრობისთვის?
    მთავრობას არ აწყობს ეს. მთავრობას ეს არ უნდა. ამიტომ ის ცდილობს ყველანაირად გარიყოს საზოგადოება ამ პროცესებისგან, დატოვოს ინფორმაციის გარეშე. ამას ხელს უწყობს ათასგვარი ჭორები, ტყუილ-მართალი. მერე საზოგადოება ერთმანეთთან ამოწმებს ამ ინფორმაციას.
    კი სოციალური ქსელები დღეს უფრო განვითარებულია, ვიდრე წლების წინ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმები სოციალურ ქსელებში უფრო მაღალი და უფრო რაფინირებულია. არა, იგივე პრობლემებს აწყდება საზოგადოება თანამედროვე სოციალური ქსელების პირობებში, როდესაც ინფორმაცია ჩაკეტილია, როგორც ძველი სოციალური ურთიერთობების პირობებში იყო.
    საინფორმაციო ვაკუუმში მოქცეული საზოგადოება, მუდმივად უნდა გყავდეს დამუხტული, პრესინგის ქვეშ. ამ პრესინგის საუკეთესო მექანიზმი არის ის, რასაც აკეთებს მთავრობა ტროლების ფაბრიკებით, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული – ცდილობენ, ამ კრიზისის პერიოდში საზოგადოების ყურადღება ძალიან უმნიშვნელო, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ. გამოიწვიონ დისკუსია: არიონ და დარიონ სიტუაცია, რაც შეიძლება მეტი გაუგებრობა შემოიტანონ. მიმართონ ისრები ჟურნალისტების წინააღმდეგ; მიმართონ ისრები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. ან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მშვიდად გამოძვრნენ  სიტუაციიდან.
    მთავრობის გამოძრომა რა არის, სახალხო მღელვარება ჩააცხროს, რაც შეიძლება მეტი გაურკვევლობა გააჩინოს საზოგადოებაში. დროც მოიგოს იმ თვალსაზრისით, რომ აი, რაზე დავიწყოთ მსჯელობა, რაზე ვიკამათოთ და როდის ვიკამათოთ.
    ეს არის თავის დაძვრენის პოლიტიკა, საზოგადოების დეზორიენტირების პოლიტიკა – რაც შეიძლება მეტად დავქსაქსოთ საზოგადოება, რომ მკაფიო კითხვებზე ვერ მოახერხოს კონსოლიდირება. ამიტომაც ხელისუფლება მიმართავს ყველა მეთოდს, ეს პროცესი რომ გააბაიბუროს და შედეგი არის ზუსტად ეს – თავისი კომფორტის მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
    სამწუხაროდ, ეს არის ავტორიტარული ხელისუფლების ბუნება. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, რადგან დემოკრატიული ხელისუფლება ასე არ იქცევა.
    ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასე იქცევიან ავტორიტარული მმართველები. დემოკრატიული მმართველობა სხვანაირად იქცევა, თორემ სტიქიური უბედურება ყველგან ხდება. შეიძლება სტიქიური უბედურების დროს მსხვერპლიც იყოს. თუმცა დემოკრატიული მმართველობის პირობებში, სადაც არის მართვის გამჭვირვალე მექანიზმები, იქ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წინასწარი შეტყობინებების სქემები იყოს გამართული და ადამიანები დროულად გაიყვანონ სტიქიური უბედურებების ზონიდან.

    ბათუმელები ნეტგაზეთი
  18. tvati
    მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესები საფრთხის შემცველი არ არის.
    „მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.
    ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.
    აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  19. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით.
    უწყების ცნობით, გაფართოვდა ძებნის არეალი.
    „სამძებრო სამუშაოებში ჩართული სამაშველო ნავების მეშვეობით, მდინარის და მისი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური მონიტორინგი ხორციელდება.
    სამუშაოებში ასევე, ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
    მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
  20. tvati
    რუსეთის ქალაქ უსურიისკში კაშხალი გაირღვა, დატბორილია რამდენიმე ქუჩა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
    რუსული მედიის ცნობით, დროებით განთავსების ცენტრებში 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ქალაქში „როსგვარდიის" ძალები და მაშველები მუშაობენ.
    „კაშხალი დაიშალა და უბრალოდ ტალახად და მიწად იქცა, ამჟამად ის შეკეთებას ან აღდგენას არ ექვემდებარება, კონტროლი მასზე დაკარგულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
    შეგახსენებთ, რომ კაშხალი წყალმოვარდნის თავიდან აცილებისთვის აიგო.

    ipn
  21. tvati
    "აგერ ნიკოს დაბადების დღეც დგება, მის გარეშე მეორედ აღვნიშნავთ ამ დღეს ბრჭყვიალა სიცოცხლით სავსე ბიჭის უსიცოცხლო დაბადების დღეს! არაფერი დარჩენია ოჯახს და ჩვენ, ოჯახის ახლობლებს მისი სახელით გავაკეთოთ ის, რასაც იგი აკეთებდა და გეგმავდა, რომ გაეკეთებინა. ნიკოს ფონდი ეხმარება ბათუმის ტრაგედიის, მამების ამარა დარჩენილი ბავშვებს. გახდი გმირის საშუალებით ახდენს სამი ბავშვის განათლების უზრუნველყოფას, დაწესებულია ნიკოს სახელობის ჯილდო. ახლა შოვის ტრაგედიით უდედოდ დარჩენილ ლუსის დახმარება, თუმცა არც ახალგაზრდები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით უნდათ განვითარება, არ იქნებიან უყურადღებოდ, მათთვის Hack Days Georgia 2023 გაიმართება. ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ნიკო აკეთებს გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ბიჭო სადაც ხარ,"- წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.

    რუსთავი 2
  22. tvati
    უკვე მე-9 დღეა, შოვში დაკარგულებს ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დამანგრეველ სტიქიას ემსხვერპლა 24 ადამიანი, 9-ს კი კვლავ ეძებენ.
    მაშველებისა და სამხედროების გარდა, ადგილზე ასევე მუშაობენ მოხალისეები – რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სტიქიასთან მებრძოლთა შრომა შეამსუბუქონ.
    მოხალისეთა ნაწილი ტალახში ეძებდა და ეძებს დაკარგულებს, ნაწილი კი მაშველთათვის საჭმელს ამზადებს, მათ საჭირო ნივთებს აწვდის, საჭიროებისამებრ ურიგებს ადგილობრივებს პროდუქტებს.
    ამ სტატიაში ნეტგაზეთი ორი მოხალისის ისტორიას მოგიყვებათ — ერთი მიქაელ ქავთარაძეა, რომელმაც 2 დღე ტალახში გაატარა, მეორე კი გვანცა შიშინაშვილი — იგი ჯგუფთან ერთად ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს, ორგანიზებას უწევს და არიგებს.
    „უკვე 3-4 დღეა მას შემდეგ, ამერია ძილი. წარმოიდგინეთ, ადამიანების ნაწილებს პოულობდნენ“
    მიქაელ ქავთარაძე სტიქიის მეორე დღიდანვე იმყოფებოდა შოვში. 2 დღის განმავლობაში ის და მისი 5-კაციანი გუნდი ტალახში ადამიანებს ეძებდა.

    მიქაელი გვიყვება, რომ თავიდან მუშაობა ტყის მასივის ფერდობზე დაიწყეს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ აქ „არანაირი ნიშანწყალი აღარ იყო“ და გადარჩენილები ამ ტერიტორიას ვერ შეაფარებდნენ თავს, გადაინაცვლეს ე.წ. სტალინის აგარაკთან – „მინდვრიანი ტერიტორიები იყო ახლოს და ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ვინმე იქ გადასულიყო“.
    მიქაელის და მისი გუნდის მიზანი ისიც იყო, რომ თუ სიცოცხლის რაიმე ნიშანს მიაკვლევდნენ, მისცემდნენ ლოკაციას მაშველებს, ისინი კი მძიმე ტექნიკით გაწმენდნენ ტერიტორიას: „სამწუხაროდ, იმ ადგილზე ტალახის პირობებში ყველაზე მძიმე ტექნიკაც კი ვერ შევიდოდა“.
    მოხალისეებზე საუბრისას ამბობს, რომ შოვში ენთუზიაზმითა და კეთილი ზრახვებით ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, თუმცა მათი ნაწილი ტალახში მუშაობისთვის მოუმზადებელი იყო.  როგორც მიქაელი განმარტავს, ამგვარი შრომისთვის საჭიროა პირადი ეკიპირება და ასევე, დასარჩენი, რადგან „იქ არ არის იმის ფიქრის დრო, რომ სახლი ან დასარჩენი ეძებო“.
    მისივე თქმით, ბევრ ადამიანს სტიქიის ზონაში არ უშვებდნენ, უშვებდნენ მხოლოდ მათ, ვისაც შესაბამისი მომზადება ჰქონდა. ასევე, ხეობაში ფეხით ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შემდეგ მძიმე ტექინიკამ დაიწყო მუშაობა, ასევე- მაშველებმა და კინოლოგებმა.

    „თავად ვარ რაჭიდან, მინდოდა, ჩემი პატარა წვლილი შემეტანა“
    რაჭაში დღეს რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი მუშაობს, მათი ნაწილი ტალახში მომუშავეებს ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრია გვანცა შიშინაშვილიც.
    გვანცა თავად არის რაჭველი, ამბროლაურის რაიონიდან, მისი სოფელია მეორე ტოლა. სტიქიის დღეს ის სოფელში მეგობრებთან ერთად იყო ჩამოსული – „ 3 აგვისტო ჩემთვისაც იყო აბსოლუტური შოკი, გამომდინარე იქიდან, წინა დღეს თავად ვიყავი სტიქიის ზონაში მეგობრებთან ერთად ასული და მეორე დღესაც ვგეგმავდით ასევე გასეირნებას.“

    მეორე დღესვე გვანცამ ფიქრი დაიწყო იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორი ჯგუფი გააქტიურდა, განსაკუთრებით, „რაჭა“ და „რაჭველები“.
    გვანცა ყოველ დღე ადის ჯგუფის ე.წ. შტაბამდე, პატარა შენობამდე, რომელიც ადგილობრივმა მოსახლემ დაუთმო. ყოველდღე აქ ადამიანებს მოაქვთ ის ნივთები, რომლებიც მათი აზრით მაშველებს დასჭირდებათ, იქნება ეს საკვები, პირველადი დახმარების ნივთები, წინდები თუ სხვა.
    გვანცა ჯგუფთან ერთად ამ დახმარებას ახარისხებს და საჭიროებისამებრ ამისამართებს. ნეტგაზეთთან დასძენს, რომ ამისთვის გუნდი ძალიან ლოკალურ „მინიმოკვლევას“ ატარებს, რათა ყველა ნივთი საჭიროებისამებრ გადანაწილდეს.

    „ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამე არ აქვს. და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვიღაცას რაღაც არ აქვს. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ. უბრალოდ, დამატებით, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ყოველდღიური შრომა შევამსუბუქოთ. აი, ამას ემსახურება ეს მოხალისეობრივი საქმიანობა.
    მაგალითად, დღევანდელი გეგმა რა არის: შემოვიდა ძალიან ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც საველე საქმიანობის პირობებში შეუძლებელია, რომ იყოს გამოყენებული. ამიტომ გადავწყვიტეთ,  ეს „დავაპაკეტოთ“ და სოფლებში გავუშვათ იმ ადამიანებთან, ვისაც ეს სჭირდება.
    ვცდილობთ, ყველანაირი საკომუნიკაციო არხით მოვიძიოთ, ვის რა საჭიროება აქვს, ვისაც როგორ შეგვიძლია ამ პროცესში შევეხიდოთ – ეს რესურსი გვაქვს და გვაქვს ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების მეშვეობით. ხალხი მოდის ყველა მხრიდან — კასპიდან, ხონიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან და ა.შ. მოდიან ადამიანები და მოაქვთ, რასაც თვლიან საჭიროდ“ ,— გვიყვება გვანცა და ამბობს, რომ გუნდს უნდა ,მაქსიმალურად მიზნობრივად გაიხარჯოს თითოეული ნივთი და თითოეული თეთრი. ამისთვის კი აპირებენ, რომ პატარ-პატარა მიმდებარე სოფლებიც მოიცვან.
    გვანცა შიშინაშვილი.
    11 აგვისტოს მონაცემებით, შოვში სტიქიის შემდეგ 24 ცხედარი იპოვეს, მეხანძრე-მაშველები და სამხედროები აგრძელებენ მუშაობას 9 დაკარგული ადამიანის მოსაძებნად.

    netgazeti
  23. tvati
    სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გოგა რაზმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც ხელმძღვანელობას დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს.
    თუმცა გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, ‬როგორ‭ ‬უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როცა ის დაწყებული არაა.
    რაზმაძის მიმართ მოწოდება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 10 აგვისტოს გაავრცელა. უწყების განცხადებით, გოგა რაზმაძემ  განმეორებით 4 აგვისტოს მიმართა და შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა.
    „სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, დაიცვას გოგა რაზმაძის უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ, გამომძიებელთან გასაუბრების გზით, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები.
    გოგა რაზმაძემ იგივე ფაქტთან დაკავშირებით სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა. განცხადებაზე რეაგირების მიზნით იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მზად არიან, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატარონ.
    „თუ‭ ‬გამოძიება‭ ‬დაწყებული‭ ‬არაა,‭ ‬გამოძიებასთან‭ ‬როგორ‭ ‬‬უნდა ვითანამშრომლო“
    ზემოთ აღნიშნული განცხადების პასუხად გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურში  პირველივე‭ ‬ ‭ ‬გამოძახებისთანავე‭ მისი ნებით ‬ ‭გამოცხადდა‭ ‬ ‭ და ე.წ. გასაუბრების ოქმში წერილობითაც დავაფიქსირა, რომ მზად იყო გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად.
    რაზმაძის თქმით, თანამშრომლობის‭ ‬სურვილი‭ ‬რომ‭ ‬‬არ‭ ‬ჰქონოდა‭, ‬არც‭ ‬სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს  მიმართავდა‭ ‬და‭ ‬არც მათთან მივიდოდა.
    „‬რომელ‭ ‬‬„გამოძიებასთან‭ თანამშრომლობისკენ“‭ ‬‬მომიწოდებთ?!‭ ‬სადაა გამოძიება? გამოძიებასთან თანამშრომლობა შეიძლება მაშინ, როცა‭ გამოძიებაა დაწყებული.‭ ‬თუ‭ ‬ გამოძიება‭ ‬‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ ‬გამოძიებასთან‭ ‬როგორ‭ ‬‬უნდა ვითანამშრომლო, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, — აცხადებს გოგა რაზმაძე.
    რაზმაძის თქმით,  საგამოძიებო სამსახურთან ‭ ‬უარი განაცხადა‬ ‭ „სამართლებრივ ‬‬აბსურდში‬“ მონაწილოებაზე, რადგან გამოძიება არ იყო დაწყებული, თავად კი გამოძიების დაუყონებლივ დაწყება მოითხოვა, ვინაიდან მათ „საკმარისზე მეტი‭ ‬ინფორმაცია“‭ ‬ მიაწოდა წერილობითი განცხადებით.
    „‬მეორედ‭ ‬თქვენგან‭ ‬‬შემეხმიანა‭ ‬‭‬გამომძიებელი‭ მას‭ ‬შემდეგ‭ ,‬ რაც‭ ‬‬სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება გამოძიების არდაწყებაზე გავასაჩივრე ამავე სამსახურის უფროსთან და პროკურორთან (სხვათა შორის, არც ერთისგან ჯერ პასუხი არ მიმიღია).‭ ‬კერძოდ,‭ ‬2023‭ ‬‬წლის‭ 9‭ ‬აგვისტოს‭ ‬‬მომწერა‭ ‬სპეციალური‭ ‬‬საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც მთხოვა დაკავშირება. მე მას ავუხსენი მიზეზები, რის გამოც მასთან საუბარს ვერ შევძლებდი და ვთხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება (რომლისთვისაც არ დაურეკავთ). თუ თქვენ რეალური სამართლებრივი პროცედურები გაინტერესებთ,‭ ‬2‭ ‬ადვოკატი‭ ‬მყავს‭ და‭ შეგეძლოთ, ‭რომელიმესთვის‭ ‬დაგერეკათ“, –  აცხადებს გოგა რაზმაძე.
    რაზმაძის თქმით, ‬სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სურს, ‬საზოგადოება‭ ‬ ‬შეცდომაში‭ ‬‬შეიყვანოს ‬და‭ ‬თავიანთი უკანონო გადაწყვეტილება გაამართლოს.
    რაზმაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის წერილობით აქვს მიმართული, რომ მათი ‭გამომძიებლის ‬უარი‭ გამოძიების‭ ‬დაწყების თაობაზე‭ ‬უხეშად‭ ‬არღვევს‭ ‬სისხლის‭ ‬‬სამართლის‭ ‬‬საპროცესო‭ ‬კოდექსის‭ იმპერატიულ მოთხოვნებს.
    „რა გასაუბრებაზე მესაუბრებით? ჩემთან გასაუბრებაც იმიტომ ხომ არ გინდათ, რომ ეს ე.წ. „გასაუბრების ოქმიც“ ისევ გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნოთ, რომლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამ ეტაპზე თავად დავით მინდიაშვილია‼️“, – აცხადებს გოგა რაზმაძე.
    გოგა რაზმაძის თქმით, გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით სპეციალურმა ‬სამსახურმა არა ‭ ‬მხოლოდ დაარღვია სისხლის ‭ ‬სამართლის ‭ ‬საპროცესო ‭ ‬კოდექსის ‭ ‬ის ‭ ‬ნორმა,‭ ‬რომელიც გამოძიების დაწყებას ავალდებულებს, დიდი ალბათობით, მოსპო დავით მინდიაშვილის მიერ ‭ ‬ჩადენილი ‭ ‬დანაშაულის ‭ ‬დამადასტურებელი ‭ ‬მტკიცებულებების ‭ ‬მოპოვების შესაძლებლობა.
    „‬ვინაიდან ‭ამ ‭მტკიცებულებებზე ‭ უკვე ‬ხელი ‭მიუწვდება ‭‬სწორედ ‭დანაშაულის ჩამდენ ‭პირს‭, რომელიც‭ ‬არათუ‭ ‬ჩამოშორებულია‭ ‬‬საქმიანობას, ‬ამ‭ ‬ეტაპზე გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია‭. ა‭მ‬ ‭‬საქმეზე ‭ ‬გამოძიების ‭ ‬დროულად ‭ ‬დაწყებას ‭ ‬ჰქონდა‭/‬ა‭ქვს‬ ‭ ‬არსები‭თი‬ ‭ ‬მნიშვნელობა.
    მაღალია ყველ‭ა‬ ი‭მ‬ მტკიცებულების განადგურების საფრთ‭ხე‬,‭ ‬რომელი‭ც‬ დაადასტურებს ჩემ ‭ ‬მიმარ‭თ‬ ‭დანაშაულის ‭ჩადენის ‭ ‬ფაქტ‭ს‬ ‭ (‬მა‭გ‬.‭ ‬შინაგან ‭ ‬საქმეთა ‬სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში არსებულ‭ი‬ ვიდე‭ო‬კამარების ჩანაწერები,‭ ‬სადა‭ც‬ ზუსტად იქნება ასახული‭ ‬ჩემი‭ ‬შესვლ‭ის ‬დ‭ა ‬გამოსვლის‭ ‬დრ‭ო‬,‭ ‬სხვა‭
    მნიშვნელოვანი‭ ‬მტკიცებულებები).
    ჩემთვი‭ს‬ ‭‬გაუგებარია, ‭‬რ‭ა‬ ‬გარემოებები ‭ ‬შეაფასა ‭ ‬სპეციალურმა ‭ ‬საგამოძიებო ‭ ‬სამსახურმა დ‭ა‬ დანაშაულის რომელი ნიშა‭ნი‬ დააკლდ‭ა‬ გამოძიების დასაწყებად.‭ ‬პასუხი,‭ ‬რომელიც მე ‭მივიღე, დაუსაბუთებელია.‭ ‬შეფასების ‭ ‬პროცე‭სი‬ ‭ კი‬ ‭ ‬სრულად ‭ ‬აცდენილი‭ა‬ ‭ ‬სისხლის სამართლის‭ ‬კანონმდებლობას“, – აცხადებს გოგა რაზმაძე.
    რაზმაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთან მიმოწერასაც, რომელმაც მისი თქმით, თხოვნის მიუხედავად, არც კი დაურეკა მის ადვოკატს.

    საგამოძიებო სამსახურის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შემყვანია – საია
    საზოგადოების შეცდომაში შემყვანად აფასებს სპეციალური საგამოძიებო სასმსახურის განცხადებას საია, რომელიც გოგა რაზმაძის უფლებებს იცავს.
    ორგანიზაციის განცხადებით, თუკი სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეალურად მოწოდებულია გოგა რაზმაძის ინტერესების დაცვისკენ, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, გააკეთოს ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმებით.
    კერძოდ, საიას განცხადებით, უწყებას შეუძლია დაიწყოს გამოძიება ნაცვლად იმისა, რომ ითხოვს საკანონმდებლო დონეზე არარსებულ „გასაუბრებაში მონაწილეობას“.
    როგორც საია აცხადებს, გოგა რაზმაძეს არასოდეს განუცხადებია უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და იგი მზადაა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.
    „27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმეზე იმ დასაბუთებით, რომ მისი განცხადება არ შეიცავდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განხილვას დაქვემდებარებული დანაშაულის ნიშნებს და განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზეც ითხოვდა გამოძიების დაწყებას გოგა რაზმაძე.
    ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი წერილში უთითებდა იმას, რომ გოგა რაზმაძემ არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება გამოძიების დაწყებამდე. რეალურად, გამოძიების დაწყებამდე „გასაუბრებას“ არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, უკანონო „საგამოძიებო მოქმედებაში“ მონაწილეობაზე უარი არასწორად იქნა აღქმული თანამშრომლობაზე უარად.
    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის წერილის პასუხად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გახმიანდა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში გოგა რაზმაძე მზად იყო გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
    საის განცხადებით,  4 აგვისტოს გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს – კოკა კაციტაძეს და მოითხოვა, მათ შორის, მის განცხადებასთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და მის განცხადებაში მითითებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება.
    ასევე, საიამ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორს და მოითხოვა გამოძიების დაწყება გოგა რაზმაძის საქმეზე.
    „ამ განცხადებაშიც აღნიშნულია გოგა რაზმაძის მზაობა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. გოგა რაზმაძის 4 აგვისტოს კოკა კაციტაძისთვის გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის Facebook გვერდზე განთავსდა განცხადება, სადაც გაჟღერებულია მოწოდება, რომ გოგა რაზმაძემ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აღნიშნული განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან გამოძიება არ დაწყებულა. შესაბამისად, ბუნებრივია, გოგა რაზმაძე ვერ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რომელიც არ არის დაწყებული“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
    შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა დისკრიმინაციულად ეპყრობა განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის დაფიქსირების გამო. მისივე თქმით, შსს გეგმავს აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციას, რათა არასასურველი თანამშრომლები სისტემიდან გაუშვას.
    რაზმაძის თქმით, დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებსა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ საუბარი არაერთხელ სცადა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან, რომლის კურატორად დანიშვნის შემდეგაც შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ დარახველიძესა და დეპარტამენტის მენეჯმენტისთვის მეილი გაეგზავნა.
    12 ივლისს, შუაღამისას გამოქვეყნებულ პოსტში გოგა რაზმაძე წერს, რომ საჯაროობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამინისტროში „ყველა ეტაპი გადავლახე და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალი ვერ ვიპოვე“.
    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გოგა რაზმაძის ბრალდებებს „სრულ ტყუილსა და აბსურდს“ უწოდებს. დარახველიძის თქმით კი, რაზმაძის განცხადება არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება.
    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგა რაზმაძის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და მისი განცხადება რეაგირებისთვის შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსთან გააგზავნა, ანუ  უწყებაში, რომელსაც განმცხადებელი დისკრიმინაციას ედავება.

    netgazeti
  24. tvati
    საქართველოს მწერალთა სახლი ეწინააღმდეგება კულტურის სამინისტროს მიერ ახალი დირექტორის პირდაპირ დანიშვნას და მის არჩევას ითხოვს.
    მწერალთა სახლი 12 აგვისტოს განცხადებაში ვრცლად საუბრობს უკვე ყოფილი დირექტორის, ნატა ლომოურის დამსახურებაზე და პროტესტს გამოთქვამს მისი გათავისუფლების გამო. ცნობილია, რომ მის პოზიციას „ქართული ოცნების“ წევრი, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის ავტორი, პარლამენტარი ქეთი დუმბაძე დაიკავებს.
  25. tvati
    რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი.
    ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
    „დღეს რუსებმა ქალაქ ორეხოვზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია 31 წლის პოლიციის კაპიტანი, 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციის 4 თანამშრომელი“, - წერს კლიმენკო.
×
×
  • შექმენი...