Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
    მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა არის საჭირო.
    „სწორედ ამისთვის უნდა ვატარებდეთ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა ყირიმის პლატფორმა, ასე ვთქვათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის მოძრაობების ღონისძიებებს, და უბრალოდ ვანადგურებდეთ ოკუპანტებს ჩვენს ყირიმში. რაც, პრინციპში, ისედაც კეთდება, ამას ხედავთ და ამ დღეებში კიდევ ნახავთ”, - განაცხადა ბუდანოვმა.
     
    ipn
  2. tvati
    ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი, რომელიც ამჟამად ერევანს სტუმრობს, სომხეთიდან საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ვიზიტის შესახებ თავად მინისტრი ჰაჯა ლაბიბი „ტვიტერზე“ ავრცელებს.
    „მივემგზავრები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიანი ვიზიტით, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. [ვიზიტის] მიზანია: ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირების გაძლიერება, რომელიც გვაერთიანებს“, - წერს ჰაჯა ლაჰიბი.
  3. tvati
    კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა.
    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    ipn
  4. tvati
    „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი გივი მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში 21 აგვისტოს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა.
    საუბარია „სალონიკის დეკლარაციის“ 20 წლის იუბილის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.
    მიქანაძის თქმით, ათენში გამართული შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს „პირდაპირ არ უკავშირდება“. ხოლო ათენში უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტების ყოფნას, განსხვავებით საქართველოსაგან, იმით ხსნის, რომ ეს ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.
    „ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნების მიმართებაში ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა და მოლდოვა[იყო] უკრაინასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი“, – თქვა გივი მიქანაძემ.
    ათენში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა კითხვით საგარეო საქმეთა სამინსტროს, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელებსაც ჯერ კიდევ 22 აგვისტოს, დილის საათებში მიმართა, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
    ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.
    თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი.
    შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 2003 წელს სალონიკში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურება მოხდა.
    21 აგვისტოს ათენში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა დეკლარაცია, რომელშიც, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაა გამოხატული.
    დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის გარდამტეხი მომენტი ევროპისთვის, რომელიც ქმნის ცნობიერების ახალ დონეს საერთო პრინციპების, ერთიანობისა და საერთო მომავლის შესახებ ევროკავშირში.
    დეკლარაციის ხელმომწერები სახელმწიოფოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაული, როგორიცაა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურის განადგურება.
    დეკლარაციაში ასევე ხაგზასმულია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მომავალი აქვთ, თუმცა არაფერია ნათქვამი საქართველოზე.
    ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა netgazeti
  5. tvati
    უკრაინის ეროვნული დროშის დღის ფარგლებში თბილისში, მშვიდობის ხიდთან უკრაინის 32-მეტრიან დროშას გაშლიან. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ-უკრაინულმა პლატფორმამ გაავრცელა.
    ორგანიზაციის თანახმად, დროშის გაშლის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვები და რიგითი მოქალაქეები.
    ქართულ-უკრაინული პლატფორმის ინფორმაციით, 32 სიმბოლური რიცხვია და ის უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს ასახავს:
    ფლეშმობი 23 აგვისტოს, 19 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობის მსურველები კი შეკრებას დაიწყებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 18:40 საათზე.

    nethazeti
  6. tvati
    შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე განუცხადეს.
    ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს, კერძოდ კი, 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

    ipn
  7. tvati
    ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გავრცელებული ცნობები შავი კამპანიის ნაწილია. მისი საბოლოო მიზანი კი პროფესიონალი ქალის ღირსების შელახვა და გაჩუმებაა.
    საქმე ეხება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თეა გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული.
    ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას თავი, შეიკავოს ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან.
    მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად გაავრცელა განცხადება. მან დაწერა, რომ მისმა ყოფილმა პარტიორმა მასზე იძალადა, საქმეს სასამართლო განიხილავს, ხოლო ფაქტის ამგვარად გასაჯაროებას გოდოლაძე ხელისუფლების მხრიდან გაჩუმების მცდელობას უკავშირებს.
    „ისი გასაჯაროვებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კომპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!
    არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!,“ – წერს გოდოლაძე.
    22 აგვისტოს დილას ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა მოკლე ნიუსი, სადაც ნათქვამი იყო, რომ თეა გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. თავდაპირველ მასალაში არ ჩანდა არც თავად გოდოლაძის პოზიცია და არც ინფორმაციის წყარო. ამ მასალაში არც ის იყო ნათქვამი, რომ თავად გოდოლაძესაც, „საფარის“ ცნობით, დაზარალებულის სტატუსი აქვს.
    რამდენიმე საათში, ტელეკომპანიის ეთერში შედარებით ვრცელი სიუჟეტი გავიდა. მასში ისმოდა თავად გოდოლაძის კომენტარი, სადაც ის უარყოფდა ბრალდებას და აცხადებდა, რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. ამავე სიუჟეტში იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ რატი იონათამაშვილის განცხადებაც. მან თქვა, რომ ამიერიდან თეა გოდოლაძის სიტყვების მიმართ ნდობა არ აქვს და დასძინა, რომ „მეორეს მხრივ, შოვის ტრაგედიის ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ ადამიანისგან იმ მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, ეს ფაქტობრივად, ნამდვილად იყო საზოგადოებაზე ძალადობის ფაქტი.“
    თეა გოდოლაძის საწინააღმდეგო კამპანია სატელევიზიო სივრცის მიღმა, სოციალურ ქსელებში გააგრძელეს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა, რომლებიც სახელისუფლებო მედიასაშუალებებში ექსპერტების სტატუსით არიან წარმოდგენილი ხოლმე.
    შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ თეა გოდოლაძე ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მათ შორის, შოვის განაშენიანების გამო.

    netgazeti
  8. tvati
    რატომ ვთქვით ამ ეტაპზე უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.
    „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე.

    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  368211457_1369955350256182_2394799288400054037_n.mp4
  9. tvati
    სად და როგორ აჩვენა სისტემამ, რომ იგი გაუმართავი და ჩავარდნილია.   რისი გაკეთება შეიძლებოდა, რაც ხელისუფლებამ ვერ ან არ გააკეთა. - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ. 



    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
    368291654_507921568195128_8082084884234827057_n.mp4
  10. tvati
    ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაშია ღნიშნული.

      მათივე თქმით, "ოცნებას" არჩევნების გაყალბებისთვის კომპლექსური პროცესი უკვე დაწყებული აქვს.


    "ამ პროცესში ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ყველა, ვინც შესაძლოა არჩევნების შედეგები ობიექტურად შეაფასოს. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე ცესკოს დაქვემდებარების შემდეგ, ოცნებამ გაააქტიურა სადამკვირვებლო მისიებისადმი ნდობის დასუსტების მიზანმიმართული პროცესი, რაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ორგანიზაციებზე დეზინფორმაციის გავრცელებით დაიწყო. იმ ფონზე, როცა 2024 წლის არჩევნების (მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების) ადმინისტრირება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა და მხოლოდ უმრავლესობის მიერ არჩეულმა ცესკომ უნდა განახორციელოს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დაცვა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, რაც მათ შორის, არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი მონაწილეობით არის შესაძლებელი. პარტია „საქართველოსთვის“ აქტიურად მუშაობს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ აქტორს, დღეიდან ყურადღებით ადევნონ თვალი არჩევნების გაყალბების მიზნით ხელისუფლების ქმედებებს, რათა ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა მოიპაროს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი." -, წერია განცხადებაში. 

      The Ruling Party is preparing to hold the 2024 Parliamentary elections without reliable observation missions, under the guise of "People's Power". Georgian Dream has already started a complex process of elections rigging. Everyone who might objectively evaluate the election results, is a problem for the Government in this process. Accordingly, after subordinating the Central Election Commission (CEC) at the legislative level, the Ruling Party activated the deliberate process of undermining the trust in the observation missions, which started at the beginning of this year by spreading disinformation about international organizations. Considering that administration of the 2024 elections (including electronic technologies) should be carried out by the CEC nominated by the Speaker of the Parliament and elected only by the majority, considering that there is not a single independent institution in the country that should ensure the conduct of elections in a free and fair environment, protection of the choice of citizens of Georgia is of critical importance, which is possible, among other things, with high voter turn-out. Political party „For Georgia“ is actively working to contribute to holding elections in a free and fair environment. We call on all interested actors to closely monitor Ruling Party’s actions aimed at rigging elections, not to give Georgian Dream an opportunity to steal the choice of the citizens of Georgia.
  11. tvati
    “თბილისში მიმდინარე 5 ურთულესი პრობლემური პროექტი, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აქვთ- პილიტიკური კორუფცია.
      “ხალხის ძალის “ განცხადება, რომელიც, რა თქმა უნდა, “ოცნების” გზავნილებს აცნობს ქართულ საზოგადოებას, უკავშირდება არჩევნების გაყალბების უკვე დაწყებულ მტკივნეულ პროცესს. ვხედავთ, რომ სერიოზული შეტევა მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სადამკვირვებლო მისიებზე, ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაიცვას ქართველი ხალხის არჩევანი. ხოლო არჩევნების გაყალბებას სჭირდება ე.წ “შავი ფული”, რომელიც შესაძლოა, სწორედ მსგავსი პროექტებიდან მოიპოვებოდეს.”

    გიორგი შარაშიძე, პარტია"საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  368652872_309944898381015_2326600811128499328_n.mp4
  12. tvati
    საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს.
    საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია. ცეცხლი ძლიერი ქარის შედეგად გაჩნდა. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, თურქეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე დასახლების ევაკუაციის შესახებ გასცა ბრძანება.

    publika
  13. tvati
    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ დააკავა 2 პირი, რომელიც ვადაგასულ შოკოლადს ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავდნენ და ისე ყიდდნენ.
    როგორც უწყება წერს, ბრალდებულები სხვადასხვა დასახელების უცხოურ შოკოლადს  უყალბებდნენ ვადას, შემდეგ კი თბილისის სავაჭრო ცენტრში გასაყიდად მიჰქონდათ.
    დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის მუხლებით.

    netgazeti
  14. tvati
    ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.
    თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი.
    შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 2003 წელს სალონიკში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურება მოხდა.
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში არაფორმალური შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ.
    „შევდივართ გაფართოების პროცესის ახალ ერაში. გაფართოება რჩება ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ძლიერ ინსტრუმენტად. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ აჩვენებს ერთად დგომის მნიშვნელობას ჩვენი დროის მნიშვნელოვან საკითხებზე. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ. ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა, რომ ევროპის ეს ხედვა რეალობად იქცეს“, – დაწერა სოციალურ ქსელში შარლ მიშელმა.
    ნეტგაზეთი დაინტერესდა, რატომ არ ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას. ამის გასარკვევად ნეტგაზეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა. ჯერჯერობით, უშედეგოდ. მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

    netgazeti
  15. tvati
    ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა.
    მისივე თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.
    ასევე, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 28 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 2-ის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა.
    „გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა.
    გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები“, - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.
    აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ ეძებენ 5 დაკარგულ ადამიანს, საიდანაც 4 ბავშვია.

    ipn
  16. tvati
    კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
    იონათამიშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაში არა მხოლოდ მათი, არამედ მრავალმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს.
    „ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, რაც კელი დეგნანის მიმართ დისკრიმინაციული კონტექსტით გაჟღენთილი იყო. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებდეთ, რომ საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი მხარის, ისე სხვა მხარეების. მე პირადად ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ელჩს ვიცნობდი, მათ შორის, ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის [კელი დეგნანის] მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
    რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შესახებ კელი დეგნანის განცხადებას, უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის მაღალი გარანტია აქვს, საჭიროებას აღარ ტოვებს, რომ ეგზიტპოლები, პარალელური დათვლა ჩატარდეს და ნებისმიერი, ვინც მის დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს.
    კითხვაზე, რატომ გამორიცხავს ელექტრონული არჩევნები პარალელური დათვლის საჭიროებას, იონათამიშვილი ამბობს, რომ პარალელური დათვლა შეიძლება მოხდეს, უბრალოდ „ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში პასუხები არის სწრაფად და მანიპულაციების სივრცე არ რჩება“.
    „ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია აქვს, ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებას, „კარუსელთან“, დისბალანსთან დაკავშირებით. ელექტრონული არჩევნები უკვე საჭიროებას აღარ ტოვებს იმისა, რომ ეგზიტპოლები ჩატარდეს, იყოს პარალელური დათვლა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ობიექტურ შედეგებს აქვეყნებს. პლუს, ხდება მისი გადათვლა და დადარება შესაბამისი კომისიების მიერ. დატრეინინგებულია უკვე 15 ათასზე მეტი ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით. გვაქვს გამოცდილება საპილოტე დონეზე ელექტრონული არჩევნების ჩატარების. დამკვირვებლების, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და ანგარიშებს რომ გადავხედოთ, ეს არის ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ისე თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ, სპეკულაციებისთვის სივრცე არ რჩება და ნებისმიერი, ვინც საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, ერთი მაგალითი, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და სად რა პრობლემა იყო. არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ისე, რომ მიზანმიმართულად ხდება ამის ტირაჟირება მათგან, ვისაც არ აწყობს, რომ ობიექტური სურათი ნახოს საზოგადოებამ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.
    ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“. როგორც დეგნანი რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოშიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გამოიყენებოდა.
  17. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალები სოფელ რაბოტინოდან მოსახლეობას ევაკუაციას ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
    მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რაბოტინოში ბრძოლით შეაღწიეს და საპასუხოდ რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ სოფელს.
    „47-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა, რომლებმაც სოფელ რაბოტინოში შეაღწიეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ“, - აღნიშნა მალიარმა.
    მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები დაგეგმილ საბრძოლო სამუშაოებს აწარმოებენ და მტერს ანადგურებენ.
    „საპასუხოდ, რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ რაბოტინოს არტილერიით. ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნა მალიარმა.

    ipn
  18. tvati
    უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება. აღნიშნული განცხადება იგნატმა „რადიო სვობოდას“ ეთერში გააკეთა.
    "უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა", - ნათქვამია განცხადებაში.
    მისივე თქმით, უკრაინას ასევე სასწავლო თვითმფრინავები და სატრანსპორტო ავიაცია სჭირდება.
    „F16-ის ტიპის მრავალმიზნობრივ გამანადგურებლებს დარტყმის განხორციელება ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერში შეუძლია, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებსა და თვითმფრინავებზე“, - დასძინა მან.

    ipn
  19. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება.
    "დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე ჩვენ პილოტებს მოამზადებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
    მან ასევე საბერძნეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა, უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის.

    IPN
  20. tvati
    გურიაში დოღის ლამის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს – გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაისახა და მას შემდეგ ყოველწლიურად კონკრეტულ დღესა და სივრცეში, 19 აგვისტოს ბახმაროში იმართება. ტრადიციის ძალა და ინერცია არსაიდან, წინარე ისტორიების, ლეგენდებისა და ადამიანების გარეშე არ ჩნდება, ტრადიცია დროს უძლებს მძლავრი ისტორიული მოვლენისა თუ გამოცდილების დახმარებით.
    როგორ მოხვდნენ გურული მოჯირითეები ამერიკაში – ესაა ისტორიული მოვლენა და გამოცდილება, რომელიც გურიაში ცხენოსნობას, ცხენებით ჯირითს, დოღს კოლორიტულ და ორგანულ ნაწილად აქცევს.
    ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1892 წელს დაიწყო, როდესაც იმ ხანის ძალიან პოპულარული ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი, თომას ოლივერი ბათუმში ჩამოვიდა – მიზანი Wild West Shows-თვის [ველური დასავლეთის შოუები] მონაწილე ცხენოსნების შერჩევა იყო.
    ველური დასავლეთის შოუების წარმომადგენლობა საბოლოოდ გურიაში აღმოჩნდა და ბევრი გაკითხვისა თუ ძიების შემდეგ, კირილე ჯორბენაძის დახმარებით შეიკრიბა ათკაციანი გუნდი, 10 მოჯირითე, რომელთაც ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა.
    დაიწყო გურული მოჯირითეების დიდი თავგადასავალი: ჯერ ისინი მარსელში ჩავიდნენ, მარსელიდან პარიზში, მერე ჰავრში, ბოლოს კი ინგლისში აღმოჩნდნენ; თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია შოუს მაყურებლებში გურულმა ათეულმა, მათ ლონდონელებმა კაზაკები შეარქვეს, როდესაც მათი გამოსვლა ნახეს Earl’s Court-ში მიმდინარე საერთაშორისო მებაღეობის გამოფენაზე. ეს იყო გურულების პირველი შოუ და პირველი გამოცდილება; ივანე მახარაძის გუნდი თვით სამეფო ოჯახისა და არისტოკრატების წინაშეც კი წარდგა. დედოფალმა ვიქტორიამ ამ წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქრული ალბომიც კი უსახსოვრა მათ.
    წარმატებული დებიუტის შემდეგ იწყება ამერიკული შოუები – 1893 წლის 10 აპრილს ბრიტანეთიდან ნიუ-იორკში ჩავიდა გემი, რომელზეც გურული მოჯირითეები იმყოფებოდნენ შემდეგი შემადგენლობით: პრინცი ივანე მახარაძე; ლუკა ჩხარტიშვილი; ქიშვარდ მახარაძე; ყარამან კალანდარიშვილი; ივანე მეტსახელად „ჩოხაგრძელა“ მახარაძე; ს. დგებუაძე; სილიბისტრო მახარაძე; გიორგი კალანდარიშვილი; იოსებ ტალახაძე და პავლე მახარაძე.
    1893 წლიდან ყოველ წელს ორი ჯგუფი მიემგზავრებოდა გურიიდან ამერიკაში – 30 წელზე მეტხანს გასტანა ამ მოგზაურობებმა და როგორც ბევრი რამ, ესეც დაასრულა რუსულმა სამხედრო ანექსიამ საქართველოში. ამერიკაში ნამყოფი მოჯირითეები ამერიკის აგენტებად და ჯაშუშებად შერაცხეს, ბევრი დააპატიმრეს, ბევრი დახვრიტეს, ბევრმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
    ველური დასავლეთის შოუებში მონაწილე ქართველი მოჯირითეებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია ქალი მოჯირითე, ქრისტინე ცინცაძე – ის ლუკა ჩხარტიშვილმა 1908 წელს ჩაიყვანა ამერიკაში; ქრისტინეს მშობლები მის გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა საბოლოოდ მან მაინც მოახერხა საკუთარი სურვილის ასრულება, ნიჭითა და მონდომებით ოკეანის გადაღმაც დაამახსოვრა მაყურებელს თავი.
    გურული მოჯირითეების მიმალული და უცნობი ამბავი პროექტ ნიკოს ფარგლებში გაცოცხლა კედელზე; ორი მხედრის ამბავი – ასე ჰქვია გიორგი პაბლო კალანდარიშვილის მიერ შექმნილ ნახატს, რომელზეც მისი მოგვარეები, ორი ისტორიული პერსონაჟი, ცხენზე ამხედრებული ძმები გიორგი და ყარამან კალანდარიშვილები არიან გამოსახული.
    პროექტი ნიკო ქუჩის ხელოვნების მოძრაობაა, რომლის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ამ მხარდაჭერის ფარგლებლებში 2019 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქალაქის არაერთ ქუჩაზე მოიხატა ისტორიული თუ კულტურული მნიშვნელობის ნახატი და მათ შორის სულ ახლახან შეემატა გურული მხედრების მურალი ნათანებში, ოზურგეთის გზაზე.

    „დღეს ვინც გურულ მხედრებს შეხედავს, მინდა ახსოვდეს და ამაყობდეს თავისი წინაპრებით, კულტურითა და ისტორიით, რომლის შემადგენელი ნაწილიც თვითონაა.“ – გვეუბნება კედლის მხატვარი. ისტორიის ძალა და ტრადიციის დროითი გამძლეობაც ხომ ეგაა, მუდმივი მახსოვრობა წარსულისა, მისი გათავისება, გააზრება და დახმარება აწმყოში, რომ მომავალშიც იყოს სივრცე და შესაძლებლობა ასეთი შთამაგონებელი ამბების შექმნისთვის.

    publika
  21. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს, უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
    მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
  22. tvati
    - რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო დანაზოგების ინვესტიციის ახალ წესთან დაკავშირებით. - რა იცვლება და როგორ მოვახერხოთ ჩვენი არჩევანის დაფიქსირება. - რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება.


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  369163573_199438006465699_8056180494789640677_n.mp4
  23. tvati
    „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს „მავნებელს“ უწოდებს.
    ზარქუა ელჩს პოლარიზაციის გაღრმავებასა და ქვეყანაში რევოლუციური ტალღის აგორების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
    როგორც ზარქუა ამბობს, კელი დეგნანი როგორ ელჩი „ვერ შედგა“.
    „მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ელჩო, ყოფილო! მე მინდა ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით აქ[…] ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ როგორც ელჩი ვერ შედეგით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ[…] ალბათ, თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლიციური ტალღა აგორებულიყო და ჩვენ ეს 3-4-ჯერ ჩავახშეთ, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა აქ ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა[…] მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ასე, რომ Goodbye My Darling [ნახვამდის, ჩემო ძვირფასო]“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
    აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელსაც საქართველოში თავის დიპლომატიური მისია ამოეწურა, არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებების და  კრიტიკის ობიექტი.
    თავად ელჩმა თავის ბოლო ინტერვიში „რადიო თავისუფლებასთან“  მმართველი გუნდის მხრიდან მის მიმართ კრიტიკაზეც ისაუბრა. ელჩის თქმით, „პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე“.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი - იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.
    „ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი. აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელექტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც.
    მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას. 2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი - ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში, პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება“, - განაცხადა დეგნანმა.
     
    იპნ
  25. tvati
    ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე. დიახ, იქ არის მიწა, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოიპარონ, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი რუსეთის მთვარის ჩაშლილ მისიას.
    შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული კოსმოსური ხომალდი, Luna-25, რომელიც მთვარეზე უნდა დაშვებულიყო, მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა.
     
    ipn
×
×
  • შექმენი...