Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის ტენდენციური.
    როგორც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ისე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებსა და ტერმინებში.
    პრეზიდენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, რადგან დასაბუთებაში ძირითად არგუმენტებს აკეთებს ხედვაზე და იმედი აქვს, რომ შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
    „დღეს, გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან მიმართებით და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტთან მიმართებით.
    ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, ბუნებრივია, დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო, თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითად დასაბუთებებს დასკვნა არის ტენდენციური, მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთო-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში. მხოლოდ,უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტში.
    საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტის მიღმა და აქვს თუ არა საერთოდ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას, აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ძირითად, არგუმენტებს მაინც აკეთებს ხედვაზე - იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი, რომ შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

    იპნ
  2. tvati
    გორის მუნიციპალიტეტში მამა-შვილს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
    შემთხვევა სოფელ სობისში მოხდა, მოკლული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.
    ,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, გარდაცვლილს დაზიანებები მამამ ნაჯახით მიაყენა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
    მომხდარის მიზეზად უთანხმოება სახელდება.
    მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    „გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს - 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.
    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
    განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
     
    იპნ
  3. tvati
    "სანქცირებული, სატელეფონო ჩათით მართული მოსამართლეების მიერ დადგინდება კონსტიტუციის დარღვევა.

     ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, ინსტიტუტის დაცვა და იმ შეთანხმების ჩაშლაა, რომელიც ნაცებმა და ქოცებამ შეიძლება მიაღწიონ და ერთობლივად დააიმპიჩმენტონ ქვეყნის მომავალი."

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393407845_23892185413762752_7549349955538479640_n.mp4
  4. tvati
    "ამ პროცესის საბოლოო მიზანი, პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოო პარტიული დაქვემდებარებაა, რითაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყნის ევროპულ მომავალს.

     ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, ინსტიტუტის დაცვა და იმ შეთანხმების ჩაშლაა, რომელიც ნაცებმა და ქოცებამ შეიძლება მიაღწიონ და ერთობლივად დააიმპიჩმენტონ ქვეყნის მომავალი. ჩვენ ყველა საშუალების გამოყენებით, შევეწინააღმდეგებით იმპიჩმენტის პროცესს."

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
  5. tvati
    "ეს სასამართლო „ნაციონალური რეჟიმის'' შექმნილი სისტემაა, რომელიც მერე „ოცნებამ" გადაიბარა, გააძლიერა და ახლა სატელეფონო მესიჯებით იმართება.

    „ოცნების" მთავარი მიზანი, არა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტია, არამედ მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტის. მათ სურთ, რომ ეს ინსტიტუტი სრულად დაიქვემდებარონ."

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393397014_1783850432030313_4811924964380784359_n.mp4
  6. tvati
    რომის პაპი ფრანცისკე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
    „ვფიქრობ უამრავ ადამიანზე, რომლებიც იტანჯებიან, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტყვეების გათავისუფლებისკენ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, რათა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა მთელი მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას.
    მისი თქმით, „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას“.
    რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას“.
    „გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი. ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს“, - აღნიშნა პაპმა.

    ipn
  7. tvati
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას.
    ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico აღნიშნულ საუბარში მონაწილე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
    წყაროების ინფორმაციით, 3 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით.
    ბლინკენმა მათ უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ანგარიშვალდებულებისთვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და არ აპირებს აზერბაიჯანისთვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გამორიცხვის გაგრძელებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევდა ბაქოსთვის სამხედრო დახმარება მიეწოდებინა.
    წყაროების ცნობით, ამავე საუბარში ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში სამხრეთ სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრის შესაძლებლობას განიხილავს.
    მიუხედავად ამისა, ბლინკენმა დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებთან საუბარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რწმენა გამოთქვა.

    იპნ
  8. tvati
    ვერსალის სასახლეში ბომბის საფრთხე დაფიქსირდა, მიმდინარეობს ევაკუაცია.
    ამის შესახებ ინფორმაციაც გამოცემა AFP საფრანგეთის პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    წყარომ აღნიშნა, რომ გაფრთხილება ონლაინ ანონიმური მესიჯით მივიდა და სასახლე, საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, როგორც მინიმუმ დღის ბოლომდე იქნება დახურული.
    ცნობისთვის, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუქარების ფონზე ლუვრის მუზეუმი დაიხურა.

    იპნ
  9. tvati
    ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს.
    ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების ავრცელებს.
    განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები „შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის” განხორციელებით „შეტევის გაფართოებისთვის” ემზადება, რომლებიც, მათივე ცნობით, „ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიან და კოორდინირებულ შეტევას” მოიცავს.
    ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
    „ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

    იპნ
  10. tvati
    მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე ფიქსირებული თანხაო, დანარჩენებმა ჩაუჩხრიალეთ ფული გაიაშვილს ჯიბეში, რამდენსაც მოგთხოვთო! აი, ესაა ბიზნესთან კორუფციულად შეზრდილი მთავრობის პოზიცია! საქართველოს მთავრობა ჩარტერი დაიდოს!


    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 
  11. tvati
    განმარტება სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის.

    რუსუდან თევზაძე, განათლების ექსპერტი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.
    387869390_1778374435950731_9179329575182995582_n.mp4
  12. tvati
    ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ.
    ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
    ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია.
    ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზას დატოვების უფლებას.

    იპნ
  13. tvati
    რუსულმა ძალებმა, დღეს დილით ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 11 თვის ბავშვი.
    „ახლა მაშველები ახორციელებენ დარტყმის შედეგების ლიკვიდირებას და შენობების ნანგრევებს ასუფთავებენ“, - ხარკოვის გუბერნატორმა.
    შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზო დაბომბეს. რაკეტა მოხვდა შენობას, სადაც მაღაზია და კაფე იყო განთავსებული. თავდასხმის დროს იქ 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 51 ადამიანი, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

    იპნ
  14. tvati
    ისრაელი და პალესტინა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებენ.
    ბოლო მონაცემებით, ისრაელში 1 300 ადამიანია დაღუპული, ღაზაში - 1 900.
    ისრაელში, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 1 300 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 3 418.
    პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, ღაზაში 1 900 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 256 ბოლო 24 საათში და დაშავებულია 7 696.

    იპნ
  15. tvati
    პარტია "საქარტველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე: 
    387869365_333796972661631_1457776529060569442_n.mp4
  16. tvati
    სამხრთეთ ლიბანში დაბომბვებს როიტერის ვიდეოოპერატორი ემსხვერპლა.
    როიტერის განცხადებით, ისინი დამატებით ცნობებს ელიან ოფიციალური უწყებებისგან და ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ისამ აბდალას დაღუპვის გამო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია სხვა რამდენიმე ჟურნალისტიც.
    სამხრეთ ლიბანი ისრაელს ესაზღვრება. ლიბანში ოპერირებს ჰეზბოლა. ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის პარალელურად, ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელს ცეცხლით უტევენ ჰეზბოლას მებრძოლებიც. ჰეზბოლას პოზიციებს ბომბავს ისრაელიც.
    7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორისკენ გაიტაცეს 150-მდე ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
    ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმები დაიწყო და სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.
    13 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1400-ზე მეტი.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ.
    „ჩამოვედი ისრაელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ საშინელი ტერაქტის შემდეგ“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.
    რობერტა მეცოლას თქმით კი, საჭიროა „ჰამასის შეჩერება.
    „ჩვენ აქ ვართ სოლიდარობის გზავნილით მას შემდეგ, რაც ისრაელმა საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადა. ტერორი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ როგორ ვუპასუხებთ მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უნდა შევაჩეროთ „ჰამასი“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

    იპნ
  18. tvati
    ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ აქვს მოლაპარაკებები, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთების ფასი იყოს ფიქსირებული.
    როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ბავშვის ბილეთმა 200 ევროს, ხოლო მცირეწლოვანი შვილის მშობლის ბილეთმა 250 ევროს არ გადააჭარბოს.
    „მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის იყოს ფიქსირებული თანხა, რომ მშობლებს და შვილებს ჰქონდეთ საშუალება შეიძინონ ავიაბილეთი ოპტიმალურ ფასებში.
    როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ 200 ევროს არ უნდა გადააჭარბოს ბავშვის ბილეთმა. მცირეწლოვანი შვილის მშობლის შემთხვევაში 250 ევროს არ გადააჭარბებს. ეს არის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასი, რაზეც „ჯორჯიან ეარვეისთან“ მოდის მოლაპარაკებაზე და შეიძლება ეს გაკეთდეს“,- განაცხადა ელჩმა.
    ლაშა ჟვანიას თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მაღალი მოთხოვნის გამო დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს.
    მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭება მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
    „ბოლო სამი დღის განმავლობაში საელჩოში შემავალი სატელეფონო ზარები კონცენტრირებულია საქართველოში გამგზავრების სურვილთან.
    საქართველოს მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მაღალი მოთხოვნის გამო დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს. ჩვენ ვეხმარებით ყველას, მაგრამ პრიორიტეტს მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს ვანიჭებთ და შემდგომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. როდესაც ამ სიას ამოვწურავთ, შემდეგ სხვა მოქალაქეების გამგზავრებაზე გადავალთ“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
    ელჩის თქმით, ამ წუთისთვის, საქართველოს 285 მოქალაქის მომართვა აქვს საელჩოს, ვისაც ისრაელიდან საქართველოში ჩასვლა სურს.
    „საელჩოს მოქალაქეებისთვის ბილეთის შეძენის რესურსი არ აქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საელჩოს შეიძლება ჰქონდეს რესურსი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ. თუმცა 2021 წლის გამოცდილებით ძალიან ცოტა იყო. ვინც ისრაელში მუშაობს, მას აქვს შესაძლებლობა ავიაბილეთი შეიძინოს“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
    ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ თელ-ავავის მიმართულებით ფრენა შეწყვიტა, ყველა სახელმწიფოს კომერციულმა ავიარეისებმა.
    "აღარ არის პრაქტიკულად არც ერთი მიმართულებით კომერციული ავიარეისები. საქართველოს მიმართულებით ეს ფრენები არ შეწყვეტილა და ეს არის დასაფასებელი", - განაცხადა ელჩმა.
  19. tvati
    ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    „არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს…
    რასაც ისრაელი აკეთებს სამაგიეროს გადახდა არ არის. რასაც ისრაელი აკეთებს, არის საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს", - განაცხადა ბლინკენმა.
    მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იმის წინაშე აღმოჩნდებოდა, რის წინაშეც ისრაელი აღმოჩნდა, დიდი ალბათობით იმავეს გააკეთებდა.
    „ერთი რამ უდავოა: სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით, რომელმაც საშუალება მისცა ასეთი რამ მომხდარიყო. ასე რომ, ეს ფიქრის ნაწილი უნდა იყოს და არის კიდევაც“, - განაცხადა ბლინკენმა.

    იპნ
  20. tvati

    ახალი ამბები
    დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
    დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში აღევლინება.
    გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
    მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
    წმინდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.
    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

    იპნ
  21. tvati
    ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატოვოს ხდის.
    ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
    „დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს, როგორც მნიშვნლოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.
    დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.
    ამასთან, ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  22. tvati
    ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
    რუტეს თქმით, ის ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით ჩავიდა რათა აჩვენოს, რომ ისრაელსა და ღაზაში საშინელი მოვლენები ყურადღებას არ გადაიტანს უკრაინის მხარდაჭერისგან.
    „უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. ამ ზამთარს რუსეთი ეცდება უკრაინას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ ნიდერლანდები დამატებით Patriot რაკეტებს მიაწვდიან, რათა უკრაინამ რუსეთის ბარბაროსული ავიადარტყმებისგან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, - წერს რუტე.
    ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ოდესის პორტს ეწვია, „სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ყველაზე რთულ პირობებში მუშაობენ“.
    „ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარება საპატრულო კატერები შეიძინოს, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება“, - წერს რუტე.

    იპნ
  23. tvati
    ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს.
    სამართალდამცველებმა, 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
    ამავე საქმეზე უკვე დაკავებულები არიან მოკლული დედა და ბიძა.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებს მიმართა.
    ზელენსკიმ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან: რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან.
    მისი თქმით, ახლა ყველა ისტორიული შემობრუნების მომენტშია, როდესაც ორი არჩევანი აქვს: ან ტერორისტული რუსეთი შეძლებს თავისუფლების დამარცხებას, ან გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა გავრცელდება მთელ კონტინენტზე, ან მრავალი დონისა და ფორმატის, განსაკუთრებით რეგიონული თანამშრომლობის წყალობით, რუსეთი წააგებს ამ დაპირისპირებაში.

    ნეტგაზეთი
     
  25. tvati
    ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ბიძაშვილის, თამუნა ბებუას განცხადებით, აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება.
    თამუნა ბებუას თქმით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
    „რეალურად, მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ირაკლის გასათავისუფლებლად“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ თამუნა ბებუამ.
    თამუნა ბებუას თქმით, სუს-ის ანალიტიკურ სამსახურს ირაკლი ბებუას ოჯახთან აქტიურ კომუნიკაცია აქვს და სამი წელია აიმედებს, თუმცა, უშედეგოდ.
    „რაღაც სახის კომუნიკაცია აქვთ მეორე მხარესთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გვეუბნებიან — დღეს, ხვალ, დაგვაიმედებენ, მაგრამ რეალურად შედეგს ვერ დებენ. შეიძლება რესურსის არქონაა [მიზეზი], შეიძლება, სურვილის არქონა“, — აცხადებს თამუნა ბებუა.
    ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.
    ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია.
    დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
×
×
  • შექმენი...