Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    როგორც ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იზიარებს ისრაელის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ 17 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელი არ არის. 
    “ძალიან დამამწუხრა და აღმაშფოთა ღაზაში გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვნახე, ისე ჩანს, რომ ეს სხვების გაკეთებულია და არა თქვენი. თუმცა ამაში ბევრი არ არის დარწმუნებული”, – ამბობს ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მიმდინარეობისას. 
    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თელ-ავივში დღეს ჩაფრინდა. თუმცა სანამ შტატებს დატოვებდა, არაბული ქვეყნების ლიდერებთან მისთვის დაგეგმილი შეხვედრების უმეტესობა გაუქმდა. ამ დროისთვის, მისი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებიდან, მხოლოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრაა დარჩენილი. 
    ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად თელ-ავივის კემპინსკის სასტუმროში იმყოფება. 
    “ბატონო პრეზიდენტო, ჯო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ჩამოსვლისთვის და ცალსახა მხარდაჭერისთვის, რასაც ამ მძიმე დროს იჩენთ. მხარდაჭერისთვის, რომელიც ამერიკელი ხალხის ნებას გამოხატავს”, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასაწყისში. შეხვედრა ღიაა და ტელევიზიით გადაიცემა. 
    17 ოქტომბერს ღამით ღაზას სექტორში, საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებლობას, რასაც საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ასობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელი უარყოფს და ბრალს “ისლამურ ჯიჰადს” სდებს. თავის მხრივ, პალესტინის მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. არცერთ დამოუკიდებელ წყაროს მათი მტკიცებები არ დაუდასტურებია.
  2. tvati
    არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს. ორგანიზაცია იმპიჩმენტს „სადამსჯელო“ პროცედურას უწოდებს.
    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მმართველ ძალას თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს მიტაცებული და და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს. TI პარლამენტარებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
    პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი განხილვას ესწრება.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. მათი თქმით, ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად, ვიზიტების გამართვით.
    საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ ავტორების წარდგინება დააკმაყოფილა და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მოსამართლეთა პლენუმის 3 წევრი საერთო მოსაზრებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

    პუბლიკა
  3. tvati
    პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტაშის გამო უსაყვედურა.
    პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავენ.
    მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრდა და მმართველი პარტია გააკრიტიკა, ადმინისტრაციის წევრებმა ტაში დაუკრეს – ისინი სხდომას თვალ-ყურს ლოჟიდან ადევნებენ.
    შალვა პაპუაშვილმა მათ უთხრა:
    რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა.
    სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემა თქვეს, რომ იმპიჩმენტი არ შედგება, „შანსი ნულია”. თუმცა, მათთვის „მთავარია რეაგირება”.
    სხდომა მმართველი პარტიის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია და ის აღარ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუ იმპიჩმენტი ვერ შედგება, კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მომდევნო ერთი წელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი”. საქართველოს პრეზიდენტად კი ფორმალურად დარჩება.
    თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს „ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართა კითხვით, „როგორ ჩახედავენ თვალებში შვილებს და შვილიშვილებს, როცა პირადი კეთილდღეობა ევროპულ მომავალზე გაცვალეს”.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. მათი თქმით, ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად, ვიზიტების გამართვით.
    საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ ავტორების წარდგინება დააკმაყოფილა და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მოსამართლეთა პლენუმის 3 წევრი საერთო მოსაზრებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

    პუბლიკა
  4. tvati
    პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი განხილვას ესწრება.
    კვორუმი შედგა. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა.
    სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემა თქვეს, რომ იმპიჩმენტი არ შედგება, „შანსი ნულია”.
    სხდომა მმართველი პარტიის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია და ის აღარ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუ იმპიჩმენტი ვერ შედგება, კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მომდევნო ერთი წელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი”. საქართველოს პრეზიდენტად კი ფორმალურად დარჩება.
    კობახიძემ გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამ მოსამართლეზე საუბრით დაიწყო, რომლებსაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდათ.
    განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე, კობახიძემ თქვა, რომ ვერ ამოხსნეს „უმარტივესი კაზუსი”, მათი მსჯელობა და მათი ჩანაწერები იყო „აბსურდული”.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. მათი თქმით, ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად, ვიზიტების გამართვით.
    საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ ავტორების წარდგინება დააკმაყოფილა და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მოსამართლეთა პლენუმის 3 წევრი საერთო მოსაზრებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

    პუბლიკა
  5. tvati
    “ჩვენ გვგონია, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა. თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით და ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. “

     ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393927062_714210507311602_2078396561337210661_n.mp4
  6. tvati
    “არაფერი აღარ ინდობა ამ დარბაზში, ბოლო წლებში რასაც კადრულობდა “ნაც.მოძრაობა” იგივე მეორდება ახლა, “ოცნების” პირობებში.”

       ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393916425_696815395665781_7079322886296414050_n.mp4
  7. tvati
    ნეტგაზეთი გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის სიტყვას პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე.
    ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.
    საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.
    საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. ესე იგი, თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა და არა ექსკლუზიურად მთავრობისა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. ხვალინდელი სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან. ეს იმედისმომცემია! საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.
    ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა… ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას…. სია შემიძლია გავაგრძელო…
    ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა, და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.
    საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა!
    არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, რამეთუ მგონია, რომ საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას ვცდილობდი და რა შევძელი, სწორედ იმ ვიწრო უფლებების ჩარჩოში, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა, ნდობა და თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვა საფეხურზე ამეყვანა. შედეგი ამ დარგში არ იზომება, არ გულისხმობს მოლაპარაკებებს, მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს შენთან ურთიერთობის ინტერესი და სურვილი.
    მჯერა, რომ სწორედ მათივე თვალით დანახულმა ჩემმა ძალისხმევამ დაიმსახურა ჩვენი ხალხის ნდობა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ ყველაზე მეტად გაღიზიანებთ თქვენ.
    დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ველოდები.. კარგად ვიცი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სადღაც ზემოთ პარტიის მაღალ სფეროებში, თუ სადღაც ჩრდილოეთით, სადაც კარგად იციან თუ ვინ არ გაუხსნის არასოდეს მათ გზას ამ ქვეყანაში და გადაეღობება ყველგან და ყოველთვის.
    ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ამ კენჭისყრის შედეგი – და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით (აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება!) ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით.
    ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გამოაცხადებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ, მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?!
    მოდელირებული რეალობით ვეღარ ატყუებთ და ყველა ხვდება იმას (და შესაძლოა, თქვენც კი ზოგჯერ), რომ ამ პროცესის დაწყება, როგორც მისი ნებისმიერი შედეგით დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისუსტის და პოლიტიკური წარუმატებლობის უტყუარი ნიშანია. ამას ვერსად გაექცევით!
    მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.
    არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში წყდება ამ ვითომც და ,,ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე“ .
    აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!
    სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.
    რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ, და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ! ამას გპირდებით!
    როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად ცნო. ხელი აგიკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა.
    80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!
    დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს.
    ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღემდე ამ არჩევანის ერთგულია და ყოველ ჯერზე ამტკიცებს და იცავს თავის ევროპულობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე და ვინმე უარს ათქმევინებს მის უალტერნატივო მომავალზე.
    და სწორედ ამ ტრიბუნიდან და ამ მძიმე დროს, მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით, მაშინ როდესაც უკრაინაში მარცხდება და ეძებს გზებს სახის გადასარჩენად.
    მივმართავ ჩვენს პარტნიორებს,
    მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ სწორედ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს. მაშასადამე, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, მათთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები მხედველობაში მიიღებენ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.
    დაბოლოს, მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალი გზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა.
    მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას.
    მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?
    ისე, როგორც თავის დროზე, გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყვეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა - მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
    მისივე განცხადებით, ის თავისი სიტყვისა და ფიცის ერთგული იქნება და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე უერთგულებს.
    „მე დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა.
    მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას ცოცხლად ვხედავთ.
    მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?
    ისე, როგორც თავის დროზე, ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები გავიყვანე და სხვათა შორის, ასევე სასამართლო მომიწყვეს, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე ვუერთგულებ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    იპნ
  9. tvati
    თურმე გეწყინათ, როცა გუშინ „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი, მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
    მისივე თქმით, მმართველი გუნდი დღეს მას კი არ უწყობს იმპიჩმენტს, არამედ თავის თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს.
    როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ვეელოდება და კარგად იცის, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
    „არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, რამეთუ მგონია, რომ საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას ვცდილობდი და რა შევძელი, სწორედ იმ ვიწრო უფლებების ჩარჩოში, რათა ჩვენი ქევყნის მიმართ პატივისცემა, ნდობა და თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვა საფეხურზე ამეყვანა. შედეგი ამ დარგში არ იზომება, არ გულისხმობს მოლაპარაკებებს, მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს შენთან ურთიერთობის ინტერესი და სურვილი. მჯერა, რომ სწორედ მათივე თვალით დანახულმა ჩემმა ძალისხმევამ დაიმსახურა ჩვენი ხალხის ნდობა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ ყველაზე მეტად გაღიზიანებთ თქვენ.
    დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ველოდები. კარგად ვიცი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სადღაც ზემოთ პარტიის მაღალ სფეროებში, თუ სადღაც ჩრდილოეთით, სადაც კარგად იციან თუ ვინ არ გაუხსნის არასოდეს მათ გზას ამ ქვეყანაში და გადაეღობება ყველგან და ყოველთვის.
    ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ამ კენჭისყრის შედეგი - და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება. ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით.
    ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გამოაცხადებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ, მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?!
    მოდელირებული რეალობით ვეღარ ატყუებთ და ყველა ხვდება იმას (და შესაძლოა, თქვენც კი ზოგჯერ), რომ ამ პროცესის დაწყება, როგორც მისი ნებისმიერი შედეგით დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისუსტის და პოლიტიკური წარუმატებლობის უტყუარი ნიშანია. ამას ვერსად გაექცევით!
    მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.
    არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში წყდება ამ ვითომც და „ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე“ . აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!
    სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ რა ტერმინებით შეგამკობენ თვქენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.
    რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ, და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ! ამას გპირდებით!
    როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგინკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა.
    80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფელბის, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    იპნ
  10. tvati
    დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.
    პრეზიდენტის თქმით, არავინ არ დაიჯეროს, რომ ქართველ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე.
    „ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღემდე ამ არჩევანის ერთგულია და ყოველ ჯერზე ამტკიცებს და იცავს თავის ევროპულობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე და ვინმე უარს ათქმევინებს მის უალტერნატივო მომავალზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

    იპნ
  11. tvati
    16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე - საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტერგრაციის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
    მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო უნდა იდგეს, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.
    „ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.
    საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტერგრაციის შესახებ. ესე იგი, თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა და არა ექსკლუზიურად მთავრობისა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება.
    გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში.
    მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებელობა და პროფესიონალიზმი. ხვალინედელი სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან. ეს იმედისმომცემია!,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    იპნ
  12. tvati
    უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის ოლქში, სოფელი პოიმა დაიკავეს და დამატებითი ძალების დახმარების შემდეგ, პესჩანოვკისკენ წაიწიეს, იტყობინება რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხი „რიბარი“.
    „რიბარის“ გარდა უკრაინელთა ამ წარმატებაზე ცნობებს არავინ ავრცელებს – არც ოფიციალური მოსკოვი და არც ოფიციალური კიევი თუ უკრაინული მედია.

    სოფლის მდებარეობა ხერსონის ოლქში – რუსეთის კონტროლირებად დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან 4 წლამდე გაიზრდება.
    ეროვნული ბანკის თქმით, გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება:
    „მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, "ევროპელი სოციალისტები" და თეონა აქუბარდია ესწრებიან.
    საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“.
    სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
    იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.
    დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.

    იპნ
  15. tvati
    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო.
    იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.
    განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
    აღსანიშნავია, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, ფეხზე მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი წამოდგა.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეა.
    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობახიძის მოხსენებას უსმენს უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი და "ევროპელი სოციალისტები".
    დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.

    იპნ
  16. tvati
    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას რიგით ფორმატში წარმართავს და მოთხოვნის მიუხედავად პარლამენტმა უარი განაცხადა, მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.
    „პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    იპნ
  17. tvati
    რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?!…


    გიგა ფარულავა, ზუგდიდი - პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის"
    393487088_349354310800126_7589740491328903681_n.mp4
  18. tvati
    საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
    18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
    „მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.
    აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  19. tvati
    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, ის იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა.
    იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
    თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანს აღარ ეწვევა.

    იპნ
  20. tvati
    პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. როგორც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხზე მუშაობა 12:00 საათიდან დაიწყება.
    "კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
    საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.
    „საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე,“- აღნიშნულია დადგენილების პროექტში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

    იპნ
  21. tvati
    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო “შეკრებისა და მანიფესტაციებს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მკაცრდებოდა აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი.
    “საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს, იგეგმება.
    “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 5 ოქტომბერს, მესამე მოსმენით მიიღო. მოსმენის პარალელურად, აქტივისტებს პარლამენტთან კარვები ჰქონდათ გაშლილი.
    „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილება ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.
    6 ოქტომბერს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულ კანონს პარლამენტი პრეზიდენტს არ გადაუგზავნიდა. და  ძალაში დაუყოვნებლივ შევიდოდა. მალევე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კობახიძემ იხუმრა. პრეზიდენტმა ამ განცხადებებს “არასერიოზული და ცინიკური” უწოდა და დააანონსა, რომ ვეტოს უფლებას აუცილებლად გამოიყენებდა.
    ევროკავშირის ელჩის პოზიცია ე.წ. კარვების კანონზე 

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მთავრობისგან მეტ პასუხისმგებლობასა და რეფორმების მზაობას ელიან.
    “ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა უნდა სჭარბობდეს. საფრანგეთი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მიმართავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საჭირო რეფორმების განხორციელებაზე. კერძოდ, ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს, იგეგმება.
    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 16 ოქტომბერს, გამოცხადდა. დასკვნას მხარი დაუჭირა პლენუმის 9 წევრიდა 6-მა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

    ნეტგაზეთი
  23. tvati
    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის საავადმყოფოზე თავდასხმაში “ჰამასს” ადანაშაულებს.
    “მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს: ღაზაში საავადმყოფოს ბარბაროსი ტერორისტები დაესხნენ თავს და არა ისრაელის თავდაცვის ძალები. ისინი, ვინც სასტიკად მოკლა ჩვენი შვილები, კლავენ საკუთარ შვილებსაც”, – წერს ნეთანიაჰუ.
     
    ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა, ღაზიდან ისროლეს.
    რამდენიმე საათის წინ ღაზაში, საავადმყოფოზე საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 500 ადამიანი ემსხვერპლა. “ჰამასი” თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და მას სამხედრო დანაშაულად აფასებს. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით კი, საავადმყოფოს მოხვდა “ჰამასის” მიერ გასროლილი რაკეტა.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცოს თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, თავდასხმის დაწყებისას შოლცი უკვე თვითმფრინავის ბორტზე იყო, თუმცა მალევე გადაიყვანეს ახლომდებარე შენობის თავშესაფარში.
    შემთხვევის ადგილიდან კადრებს გერმანელი ჟურნალისტი ავრცელებს.
     
    “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანული დელეგაცია თავდასხმისგან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ე.წ. “რკინის გუმბათმა” იხსნა. კანცლერის დელეგაციის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, შოლცმა საკუთარი თვალით ნახა როგორ ჩამოაგდო “რკინის გუმბათმა” ორი რაკეტა.
    გერმანიის კანცლერის თვითმფრინავმა თელ-ავივიდან აფრენა შემთხვევიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეძლო.
    რამდენიმე საათის წინ ღაზაში, საავადმყოფოზე საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 500 ადამიანი ემსხვერპლა. “ჰამასი” თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და მას სამხედრო დანაშაულად აფასებს. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით კი, საავადმყოფოს მოხვდა “ჰამასის” მიერ გასროლილი რაკეტა.

    ნეტგაზეთი
  25. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
    ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
    შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
    20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთან გადააგზავნა.
    მოგვიანებით, კერძოდ 22 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ამ ეტაპზე და „თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“.

    იპნ
×
×
  • შექმენი...