Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
    “საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრორუსული მთავრობის მიერ განხორციელებული იმპიჩმენტის პროცედურის წინაშე დგას.
    არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რჩება”, - წერს ფონ კრამონი.
    მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ისჯება ევროპული ძალისხმევისთვის იგი „ ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ“.
    „ხუთი თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ იდგა აქ, მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს. აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად, სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავსკონსტიტუციის 78-ე მუხლს: მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ ძალისხმევისთვის იგი ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ.
    ძვირფასო კოლეგებო. განგაშით გამცნობთ, საქართველო ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ საქართველოს 80 პროცენტზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი“, - განაცხადა კრამონმა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

    იპნ
  2. tvati

    ახალი ამბები
    გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    ისრაელში შოლცი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.
    აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა, რომელიც მიესალმა “ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოსთან გვერდში დგას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მის ძალისხმევებს უჭერს მხარს”.
    ისრაელში ჩასვლამდე შოლცმა ირანის ხელისუფლება და თეირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” კონფლიქტში ჩარევისგან გააფრთხილა.
    “ჩვენ, ფედერალური მთავრობა, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს შესაძლებელს ვაკეთებთ, რათა ამ კონფლიქტის შემდგომი გამწვავება აღვკვეთოთ…
    საერთო მიზანი გვაქვს. გვსურს თავიდან ავიცილოთ ხანძარი და უფრო ფართო ომი რეგიონში”, - განაცხადა შოლცმა ისრაელში გამგზავრებამდე.

    იპნ
  3. tvati
    „ოცნებამ“ თვითონაც დაადასტურა, რომ მათ ყველანაირი მცდელობა ექნებათ იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცესი გაიყვანონ ბოლოში, აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია და ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა, როდესაც საქმე ეხება იმპიჩმენტის საკითხს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვითვალისწინებთ რა პრეზიდენტის თხოვნას, ჩვენი გუნდი ხვალ სესიაზე არ შევა და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს."

       ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 393453233_2259204900942336_2244492552925649671_n.mp4
  4. tvati
    "ნახევარი საათის წინ, “ოცნებამ” პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია! “ოცნებას” არ ჰქონდათ საკმარისი ხმები, საინტერესოა, რომელი გაიყიდა ამჯერად. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული ერთ-ერთი წევრი საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, რომელმაც გუშინ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა!"


    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 

    Facebook: https://www.facebook.com/berdiasitchinava/posts/7134884933209127
  5. tvati
    ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან.

     ეს ის “ნაცებია”, რომლებმაც სასამართლო სისტემა გაუძლიერეს “ოცნებას”.

    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393383265_161497143641831_8447871072087648282_n.mp4
  6. tvati
    “ოკუპანტი რუსეთის გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის განთავსების შესახებ, საქართველოსთვის ეს გახლავთ მაღალი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება. იმდენი ილაპარაკეთ და იტრაბახეთ ომი გინდათ და მეორე ფრონტის თემებზე, რომ თქვენი ვითომდა პრაგმატული პოლიტიკით მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მართლა რისკისქვეშ დააყენეთ. რეალურად კი, ოჩამჩირეში სამხედრო ხომალდების განთავსება ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას და ხელისუფლების არაპრაგმატულ პოლიტიკას. ქვეყნის ბედ-იღბალზე მოფიქრალი ხელისუფალი ასეთ დროს, პარტნიორებს და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს მოსვენებას არ უნდა აძლევდეს, იმისათვის, რომ ქვეყანას საფრთხეები თავიდან აარიდოს. თუმცა მხარდამჭერები სად უნდა ეძებოთ? თქვენი ხომ უკვე არავის აღარ სჯერა და არავინ აღარ გენდობათ, ორბანის გარდა. "


     შალვა კერესელიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი 393420775_340662705035424_5119770124526724870_n.mp4
  7. tvati
    “სად გაქრა ღარიბაშვილის ეკონომიკური სასწაული? ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერ-მინისტრის თვითქებაი საკვირველი სად წავიდა? ჩიტმა წაიღო? იცით რატომ ვკითხულობ ამას? იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში აღტაცებული ლაქლაქით, რომ საუბრობთ და ქვეყანაში გასაოცარ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩაიფუშა ეგ ნარატივი! აგერ საერთაშორისო სავალუტო ფონფის შეფასება ვნახეთ, რომლის მიხედვითაც სომხეთის მაჩვენებლები ქვეყნის, რომელმაც ომი გამოიარა, უსწრებს საქართვრლოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს.”

     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.  393422141_1334620800491370_7687905814318416606_n.mp4
  8. tvati
    სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, მაგრამ ინდივიდუალური დეპუტატების მიმართ ნდობა არ აქვს და ამის გამო მოუწოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ, მეორე მხრივ კი არის ე.წ. კარწინკის ინტერესი, რომ საწყალი სალომე ზურაბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია არ უმაგრებდეს ზურგს - პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
    მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება.
    „ვიღაცებზე შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლა ან ვიღაცები იყვნენ პოლიტიკური გავლენის ქვეშ. რაც მთავარია, უმარტივესი კაზუსია, რომელიც ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ქვეყანას შეუნარჩუნდა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა. პროცედურას რაც შეეხება, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება პარლამენტში. 100 ხმის მობილიზება პრაქტიკულად არარეალურია. „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. მათ ჰქონდათ სრული კოორდინაცია. უფრო მეტიც, გუშინ წამოსცდა, რომ ერთად იმუშავებენ ხვალ ე.წ. კარწინკაზე - ანუ, ძლიერი სურათი რომ დავდგათ, შიგნით მარტო შევალ და თქვენ გარეთ დადექითო. წარმოიდგინეთ, „კარწინკაზეც“ კი ერთად მუშაობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა” და სალომე ზურაბიშვილი”,- განაცხადა კობახიძემ.
    მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და „ეს წარმოუდგენელი იყო“.
    „პრეზიდენტი ჰქვია, ყველაფერს რომ თავი დავანებო. თქვა, სირცხვილიაო და ასეთი ტერმინები გამოიყენა. ეს შემაშფოთებელია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ. ეს იყო უზრდელობა, პრეზიდენტი, 70 წლის ქალია და უზრდელობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
    ამასთან, კობახიძემ განმარტა საკუთარი განცხადება, როდესაც პრეზიდენტთან მიმართებით „კოჭლი იხვი” ახსენა და განაცხადა, რომ ეს ამერიკული ტერმინია.
    „კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ ამერიკაში. ეს უზრდელობა არაა, მაგრამ რაც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს უზრდელობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    იპნ
  9. tvati
    პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებენ.
    ამასთან, როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით პოზიციის გამოხატვა სწორია.
    “მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით პოზიციის გამოხატვა. რაც შეეხება გუშინდელ თხოვნას თუ მოწოდებას, ამას გავითვალისწინებთ. არ ვიცი, პრეზიდენტს რა გეგმა და ამოცანა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ. თუმცა ჩვენ დარბაზში შევიდოდით თუ არა, მოქალაქეებს კითხვა არ გაუჩნდებოდათ, რა იყო ჩვენი გადაწყვეტილება. დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმპიჩმენტის პროცესს. დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე პრეზიდენტის მოწოდებას გავითვალისწინებთ”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
    რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ არ გადადგება, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი არც უნდა გადადგეს.
    “რა თქმა უნდა, არ უნდა გადამდგარიყო და არც უნდა გადაადგეს. უნდა გააგრძელოს ბრძოლა, რომ ქვეყანას დაეხმაროს ევროინტეგრაციის პროცესში”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
    მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის ის განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა რცხვენოდეთ.
    “მნიშვნელოვანი არის ის, რომ რასაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებდა, ემსახურებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციას. “ოცნებამ” რა პროცესიც წამოიწყო, ეს იყო ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის მცდელობა და რაც სასამართლომ გააკეთა, "ოცნების" ინტერესებით მოქმედებაა.
    თუ ეს მოსამართლეები თავს დაბულინგებულად გრძნობენ, მათი პრობლემაა. დღეს სასამართლო გადაქცეულია “ოცნების” ინტერესებში მოქმედ ორგანიზაციად და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში მოქმედ სახელმწიფო ინსტიტუტად”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
     
  10. tvati
    ხაშურში გარდაცვლილი იპოვეს 14 წლის ბავშვი, რომელიც წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი იყო.
    ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ეს სტანდარტულია მუხლია, რითიც შსს გამოძიებას იწყებს, როდესაც ადამიანს გარდაცვლილს პოულობენ.
    გარდაცვლილია გოგონა, რომლის გაუპატიურების ბრალდებით 2 წლის წინ ბაბუა დააკავეს. 2022 წლის 12 სექტემბერს შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მან ვარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
    როგორც სკოლის დირექტორი „მთავარ არხს” ეუბნება, მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა ფანჯრიდან გადახტომით გადაწყვიტა.
    მომხდარის შემდეგ სკოლაში გამოიძახეს პოლიცია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

    publika
  12. tvati
    მიმდინარე კვირაში პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშს მოუსმენენ. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
    მისი ინფორმაციით, ამავე კვირაში დეპუტატები მოისმენენ სახალხო დამცველის ანგარიშსაც. ასევე, დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის” ფორმატში წარდგება თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე, ინტერპელაციის ფარგლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.
    მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც იმსჯელებენ.

    publika
  13. tvati
    საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. დასკვნას ერთვის სამი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
    „საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ პუნქტის, „ა“ ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისთვის [იმპიჩმენტი]”, – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.
    52-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნტქტში აღნიშნულია: პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
    რას წერენ მოსამართლეები განსხვავებულ აზრში?
  14. tvati
    აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. 
    ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ის ისრაელში იმყოფება. 
    მან განმარტა ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის მიზნები – ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი “ადასტურებს შეერთებული შტატების სოლიდარობას ისრაელის მიმართ”.
    ბლინკენი ამბობს, რომ ბაიდენი ასევე იმუშავებს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად. 
    მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მოისმენს ისრაელისგან, თუ როგორ წარმართავს თავის ოპერაციებს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს ღაზაში. 
    ღაზა მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა, მას შემდეგ რაც “ჰამასი”  7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა, ხოლო ისრაელმა საპასუხოდ სახმელეთო ოპერაცია დაანონსა ღაზას სექტორში და მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა სამხრეთისკენ გადაინაცვლონ.  

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    ირანის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლის შესაძლებლობას სთხოვს.
    “დიპლომატიისა და სამართლიანობის სულისკვეთებით, ოფიციალურად ვითხოვ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსგან, უზრუნველყოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიმართვის თანაბარი შესაძლებლობა. ისრაელის რეჟიმის ელჩის ცრუ ბრალდებების შემდეგ, აუცილებელია, განვმარტოთ ჩვენი პოზიცია”, – წერს მაჰმუდ ადიბი  პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
     
    ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ საქართველოს პარლამენტში შეხვედრები 10 და 12 ოქტომბერს გამართა. 1 ოქტომბერს მეიცადი შალვა პაპუაშვილს შეხვდა, 12 ოქტომბერს კი მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოუსმინა. კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  მეიცადიმ განაცხადა, რომ “ჰამასის” შეიარაღებას ირანი აწვდის. ისრაელის ელჩმა ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა “ჰამასის” მებრძოლების გაწვრთნაზე და მათი “ადამიანის მკვლელი უნარების” განვითარებაზე.
    “ჰამასი” ვერ განახორციელებდა ამ თავდასხმას ირანის დაფინანსების, ლოჯისტიკურის მხარდაჭერის თუ სხვა ხელშეწყობის გარეშე. ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია “ჰამასის” შესაძლებლობებზე და იმაზე, როგორ გამოიყენებს ის ამ შესაძლებლობებს”, – განაცხადა ჰადას მეიცადიმ.
    ირანის ელჩმა, მაჰმუდ ადიბიმ პლატფორმა X-ზე ჰადას მეიცადის განცხადება “ცრუ ბრალდებებად” შეაფასა.
    “ირანი მხარს უჭერს პალესტინას, მაგრამ არ არის ჩართული საპასუხო მოქმედებებში, ამ ქმედებებზე პასუხისმგებლები მხოლოდ პალესტინელები არიან”, – განმარტა მაჰუდ ადიბიმ.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.
    პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, სადაც შტოებს შორის არ არის ბალანსი.
    „დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას ახლო მომავალი გვეტყვის.
    მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული, ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს. პირველ შედეგს წლის ბოლოს, რაც არ უნდა უშლიდნენ ხელს შიგნიდან, ვიღაც ვიღაცები. მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპია. წინ გვაქვს წელიწადი და ამ ყველაფერს მივაღწევთ. ნურავინ დაკარგავს იმედს, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
     
    იპნ
  17. tvati
    არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.
    მისივე თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია ერთი ქვით მოკლეს.
    „არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა მიმართვისას.
    შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლედან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.

    იპნ
  18. tvati
    დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, - ასე შეაფასა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
    როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
    „დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც დღესდღეობით დარჩენილი იყო, როგორც ჩვენ სამართლებრივ სისტემაში, ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ, გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა სასამართლო. დღეიდან, უკვე ესეც აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლითაც მას უნდა რცხვენოდეს, ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა გარკვეულწილად უფრო საკუთარი თავის რეპუტაცია, ვიდრე საკონსტიტუციოსი. ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებაა იმ დროს, როდესაც პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე ასეთი დამახინჯებულია და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთი - პრეზიდენტი! ამიტომ, მე მინდა გაგამხნეოთ, საზოგადოებას გითხრათ და ყველას, ვინც დღეს მისმენს, რომ არსად არ მივდივარ არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
    შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლიდან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.

    იპნ
  19. tvati
    რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ის ფორუმს - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" - დაესწრება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ლიდერი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.
    ვლადიმერ პუტინი 18 ოქტომბერს, ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა. იმავე დღეს შეხვდება ის ჩინეთის ლიდერებსაც. პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებები ორ ეტაპად - გაფართოებულ და ვიწრო ფორმატში გაიმართება. კრემლის ინფორმაციით, დღის წესრიგი მოიცავს ორმხრივი ურთიერთობებისა და „უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების“ საკითხების განხილვას.

    იპნ
  20. tvati
    “ივანიშვილის დაკვეთით და ჩინჩალაძის მონაწილეობით ექვსი მოწყვლადი მოსამართლე გამოვლენილია. მათ დღეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს არა სალომე ზურაბიშვილს, მათ ხელი მოაწერეს საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.”

     ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.  393362631_625039516475409_2886523053256752217_n.mp4
  21. tvati
    “დღევანდელი საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით ორი რამ დადასტურდა. ერთი, რომ ექვსი მოსამართლე იმპიჩმენტს უცხადებს ევროინტეგრაციას და მეორე, ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ ეს მოსამართლეები.”

     ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის".  391633256_968571127544183_931550584841480938_n.mp4
  22. tvati
    “როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენო და იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო, როცა იცი რომ ამ პროცესით აზიანებ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, შეიძლება ამის დაწყება?”      მიხეილ დაუშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 391633256_968571127544183_931550584841480938_n.mp4
  23. tvati
    “ჩვენი ინტერესია მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ იმპიჩმენტის პროცესს, მათ შორის იმით, რომ დისტანცირდეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ პროცესისგან და მეტსაც გეტყვით, მინიმუმ გაუძვირდეს “ოცნებას” ეს ამოცანა.”

    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე 391738657_707789234076504_3766836264346627235_n.mp4
  24. tvati
    კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით - ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
    როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა.
    “საკონსტიტუციო სასამართლომ გაანალიზა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და მისი ადგილი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. კონსტიტუციის სტრუქტურის, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებისა და რელევანტური კონსტიტუციური ნორმების სისტემური განმარტებისა და ურთიერთკავშირის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამასთანავე, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე (პრეზიდენტის სტატუსი) და 52-ე (პრეზიდენტის უფლებამოსილებანი) მუხლები, სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობებში გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ხოლო 49-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტატუსის თითოეული ასპექტი, ისევე როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. სასამართლოს განმარტებით, საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს რომ პრეზიდენტის ნებისმიერი უფლებამოსილება კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმით იყოს პირდაპირ და სახელდებით გათვალისწინებული.
    ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, განმარტა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოლაპარაკების წარმოების კონსტიტუციური შინაარსი, მათი ძირითადი მახასიათებლები და კრიტერიუმები, ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და დაადასტურა, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა წინდაწინვე სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას; რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შეიჭრეს და დამოუკიდებელი, პარალელური საგარეო პოლიტიკა განახორციელოს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „მთავრობისგან თანხმობის მიღება“ გულისხმობდა მთავრობასთან სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში შეთანხმებული მოქმედების ვალდებულებას პრეზიდენტისათვის.
    საკონსტიტუციო სასამართლომ დააზუსტა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაგულისხმები არ იყო და ვერც იქნებოდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტის შესაბამისი აქტივობა არ შეესაბამებოდა საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებს, რის გამოც, საფუძველი არ გააჩნდა მტკიცებას, რომ თითქოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა, როდესაც მისი ქმედება ამ მიმართულებებს შეესაბამებოდა და მთავრობის პოლიტიკას აცდენილი არ იყო.
    საკონსტიტუციო სასამართლომ უშუალოდ კონსტიტუციურ წარდგინებაში იმპიჩირებად ქმედებად მიჩნეულ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ სამ სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტის რანგში, განახორციელა საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და სამივე შემთხვევაში აწარმოვა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.
    საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რამდენადაც იგი კონსტიტუციურ ორგანოებს „საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“ ავალდებულებდა ყველა შესაძლებელი ზომის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისათვის, რაც იმას გულისხმობდა, რომ ეს მუხლი საქართველოს პრეზიდენტსაც მხოლოდ „საკუთარი უფლებამოსილების“ ფარგლებში მოქმედების მანდატს ანიჭებდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით ნებისმიერი საქმიანობაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს წარმომადგენლობას, ვრცელდებოდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა მთავრობისგან თანხმობის მიღების თაობაზე.
    სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით. თავისთავად ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პრეზიდენტის ფიციც, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
    საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და პასუხი გასცა სხვა არაერთ სამართლებრივ საკითხს, რაც კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენის დროს იქნა პროცესის მონაწილეების მხრიდან დაყენებული. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დასკვნით დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს „კონსტიტუციის დარღვევას“ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  25. tvati
    საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, იმის გამო რომ ზურაბიშვილი ევროპელ კოლეგებს სთხოვდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
    როგორც ჩუგოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა რამე ფორმით ხელი შეუშალა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.
    მისივე განმარტებით, პარლამენტის წარმომადგენლების მტკიცება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ და მოსამართლეთა უმრავლესობამ გაიზიარა, არის უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის და არა სალომე ზურაბიშვილის.
    „ყველამ კარგად ვიცით ის, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 3 შეხვედრა. 31 აგვისტოს შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, 1-ელი სექტემბრის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 6 სექტემბრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან. უმრავლესობის წევრები თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ამ შეხვედრებზე გაჟღერდა ისეთი, რამ რაც ხელს შეუშლიდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ამ სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების პროცესს, პირიქით, მკაფიოდ არის დადასტურებული ის, რომ პრეზიდენტის ეს ქმედებები, ისევე როგორც სხვა ქმედება შეეხებოდა ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
    პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, იმის გამო რომ ზურაბიშვილი ევროპელ კოლეგებს სთხოვდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
    პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ, მაინც გადაწყვიტა რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო.
    ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა იმ მოსამართლეებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ.
    „ჩვენ ვცადეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო და არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე, რომ სამართლებრივი კუთხით ემსჯელა სხვადასხვა საკითხებზე. სასამართლოს თავმჯდომარემ დღესაც ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტი არ გამოცხადდა განხილვებზე. პრეზიდენტი წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების მიერ. არ გამოცხადდა კი არა წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების მიერ. სამწუხაროდ, სასამართლომ, მაინც გადაწყვიტა რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო.
    როდესაც დასკვნას ვკითხულობ, მიმყარდება სამწუხარო განცდა, რომელიც განხილვების დროს გამიჩნდა. სხდომის დაწყების პირველი წუთიდან გასაგები გახდა, სად იდგა მოსამართლეების უმრავლესობა. დიდი მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა სასამართლოს მხრიდან არ არის ერთსულოვანი.
    არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა რამე ფორმით ხელი შეუშალა საქართველოს სტატუსის მიღებას, პირიქით, მას მოუწევს იმპიჩმენტი იმის გამო, რომ ის აკეთებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ ქვეყანას დახმარებოდა სტატუსის მიღებაში. ეს ვერ გააბათილა პარლამენტმა სხდომებზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
    მისივე თქმით, მიუხედავად იმისა თუ როგორ დამთავრდება პროცესი, უკვე დიდი დოზით არის დამაზიანებელი საქართველოს დასავლელი კურსისთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებისთვის.
    მისივე შეფასებით, თუკი ამ პროცესებმა კანდიდატის სტატუის მიღების პროცესში კიდევ ერთხელ დახია საქართველო უკან, პოლიტიკური პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად საკონსტიტუციოო სასამართლოს გაიზიარებს.
    „სამწუხაროა, რომ პარლამენტის წარმომადგენლების მტკიცება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ და მოსამართლეთა უმრავლესობამ გაიზიარა, არის უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის, არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ინსტიტუტის. მსოფლიოში არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო ასე ბოჭავს პრეზიდენტს, ან ასე განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს.
    ახლა სამართლებრივ განხილვას აზრი არ აქვს, საკითხი უკვე გადავიდა პოლიტიკურ ველზე. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სამართლებრივი ნაწილი დასრულებულია. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, საერთოდ ამ საქმის სასამართლომდე მიტანა, მიუხედავად იმისა თუ როგორ დამთავრდება, უკვე დიდი დოზით არის დამაზიანებელი საქართველოს დასავლელი კურსისთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებისთვის“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

    იპნ
×
×
  • შექმენი...