Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს. არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელი ვეტოს შესახებ განაცხადა.
    როგორც პაპუაშვილი განმარტავს, მათ ის „ვარიანტი მიიღეს, რაც ევროკავშირმა უთხრა“.
    „აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ თემასთან დაკავშირებით მანიპულაცია მიდიოდა. შინაარსობრივად არაფერი იცვლება, საუბარი რომ იყო სიძულვილის ენაზე, ტერორიზმზე, უხამსობაზე და.ა.შ. ეს ყველაფერი ისედაც წერია დღესაც კანონში, არაფერი იცვლება. ერთადერთი, რაც იცვლება და პირდაპირი მოთხოვნაა ევროკავშირის, რომ თვითრეგულაციის სისტემა, რომელიც ჩვენ მაშინაც მივიღეთ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის შედეგად, ეს სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას, წერტილი. ამის შემდეგ, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, როგორი იყოს სისტემა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით. ვეუბნებოდით, რომ ჩვენ არანაირი შინაარსობრივი ინტერესი არ გვაქვს, ვარიანტები არის, მთავარია, გვითხრათ, რომელი ვარიანტი დააკმაყოფილებს დირექტივის შესრულებას. ევროკავშირმა რომელზეც გვითხრა, ზუსტად ის ვარიანტი მივიღეთ.
    რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს, არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
    ცნობისთვის, “მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები 19 ოქტომბერს, სამივე მოსმენით მიიღეს.
    კანონის პროექტი საბოლოო - მესამე მოსმენით 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
    პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

    იპნ
  2. tvati
    ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე - როგორც ჩანს, ფარცხალაძის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო აშშ-ის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მოტივაცია.
    შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ელჩი გაერკვევა ამ საკითხში. მისივე თქმით, კარგი ნაბიჯი იქნებოდა თუ აშშ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესდა, მოხსნიდა.
    „ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ - პროკურატურამ იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე სხვა უწყებებზე მიმართვები იყო, მათ შორის სუს-ის. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს, როგორც საჯაროდ ითქვა და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც და მან ისაუბრა ამაზე საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების, არც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
    მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ მიეცა ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვების საშუალება და აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება „კანვასის“ ტრენერებსაც მიეცათ, თუმცა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „მათ ბრალი აქვთ წასაყენებელი“.
    „ბრალი თუ არ არის წაყენებული, მას ვერ შეუზღუდავ გადაადგილებას. მათ შორის, „კანვასის“ შემთხვევაშიც, ტრენერებისთვის არავის შეუზღუდავს ქვეყნის დატოვება. შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ბრალი არის წასაყენებელი და მათ დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

    იპნ
  3. tvati
    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს.
    „„ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ : ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა, როდესაც მან ამერიკელებს ოვალური კაბინეტიდან საჯაროდ სიტყვით მიმართა.
    „ვიცი, რომ ეს კონფლიქტები შეიძლება შორს ჩანდეს და ბუნებრივია კითხვის დასმა, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას“, - აღნიშნა ბაიდენმა.
    მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით“, ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა.
    „ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს.
    ”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს“, - განაცხადა ბაიდენმა.

    იპნ
  4. tvati
    სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცს ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს. გარდაცვლილი კობა მეფარიშვილია. მას ათზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეფარიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
    რას უკავშირდება მომხდარი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეფარიშვილი ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    იპნ
  5. tvati
    პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
    პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ სამ სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალიანსთან“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებში, 11 764 590 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა.
    „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების შემდგომ, შპს „ალიანსის“ დირექტორსა და „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს შორის შედგა კორუფციული გარიგება, რომლის მიხედვით, ბრალდებულებმა 2021-2022 წლებში შეადგინეს და „მუნიციპალური განვითარების ფონდს" წარუდგინეს შესრულებული სამუშაოს ყალბი მიღების აქტები, კერძოდ - ფორმა #2-ები და გადახდის სერტიფიკატები ხელოვნურად გაზრდილი შესრულებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნული ყალბი აქტების საფუძველზე, შპს „ალიანსს“ 6 469 185 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც კომპანიის დირექტორმა ფონდის ყოფილ თანამშრომელს ქრთამის სახით 45.000 ლარი გადასცა.
    ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სამშენებლო-საინჟინრო დასკვნის თანახმად, სინამდვილეში შპს „ალიანსის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4 216 004 ლარს, შესაბამისად სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 2 144 830 ლარი შეადგინა. საბოლოოდ შპს „ალიანსის“ დირექტორი სახელმწიფოს კუთვნილ 2 253 182 ლარს თაღლითურად დაეუფლა. ამასთან, დროში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, რის გამოც სამივე სოფლის სკოლა იყო უფუნქციო და მოსწავლეები იძულებულნი იყვნენ საგანმანათლებლო პროცესები მიმდებარე სოფლებში არსებულ სხვა სკოლებში გადაეტანათ.
    შპს „ალიანსის“ დირექტორს ბრალდება თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის მიღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
    პროკურატურა შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  6. tvati
    არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა.
    "არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ.
    მთავრობის ხელმძღვანელობით, მისი მორეაგირე უწყებების მონაწილეობით, მათ შორის, ჩვენი სამსახურის, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა, რომელიც ამ შემთხვევაში, მოგვიწევს, მოქმედებაში მოვიყვანოთ. 100 პროცენტიანი დაზღვევა, ამის მავნე გავლენას ვგულისხმობ, საქართველოს კი არა, უდგას ძალიან ბევრ ქვეყანას რეგიონში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს.
    გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის, სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი გამოცდილება კოვიდის დროს მივიღეთ. თავშესაფრების გამოყოფაც მათ შორის, თუმცა, ეს აქტუალური ხდება მაშინ, თუკი ღმერთმა დაგვიფაროს, პირდაპირი დარტყმა ხდება. თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც", - განაცხადა ლილუაშვილმა.

    იპნ
  7. tvati
    პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა დაიწყო.
    დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
    აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა.
    დარჩიაშვილის სახელზე გაგზავნილ კითხვებში ხაზგასმულია, რომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტია და „ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ასევე თანხვედრაში უნდა იყოს ჩინეთის საგარეო პოლიტიკასთან“.
    ერთ-ერთი კითხვა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში უნდა უპასუხოს, შემდეგია - რეალურად იცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო ვექტორი?

    იპნ
  8. tvati

    ახალი ამბები
    გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ერთად ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს.
    ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
    „პრემიერი ხაზს გაუსვამს რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების აუცილებლობას”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
    შეგახსენებთ, რიში სუნაკი გუშინ თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა. შემდეგ კი, საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და საუდის არაბეთს მოუწოდა ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის აღდგენას.

    ipn
  9. tvati
    18 ოქტომბერს რუსეთში  დააკავეს „რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა, იტყობინება „მედუზა“.
    კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის პრაღაში ცხოვრობს, თუმცა 2023 წლის მაისში, ოჯახური მიზეზებით, რუსეთში დაბრუნდა. 2 ივნისს იგი ყაზანის აეროპორტში, რუსეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს და ორმაგი მოქალაქეობის არშეუტყობინებლობისთვის პასპორტები ჩამოართვეს.
    მანამდე კურმაშევა რუსეთში იმყოფებოდა და პასპორტების დაბრუნებას ელოდა, მაგრამ 18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დააკავეს – ამჯერად, „უცხოეთის აგენტის“ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. გამოძიება ირწმუნება, რომ ჟურნალისტი აგროვებდა მონაცემებს რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობაზე და ამიტომაც, თავად უნდა მიემართა შესაბამისი უწყებებისთვის, რათა „უცხოეთის აგენტად“ დაერეგისტრირებინათ.
    ჟურნალისტი დიმიტრი კოლეზევი აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის სსკ-ის 330.1 მუხლის მესამე ნაწილით, რომლითაც კურმაშევას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
    „რადიო თავისუფლება“ ითხოვს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.
    „ალსუ ძალიან პატივსაცემი ჟურნალისტია, მეუღლე და ორი ბავშვის მზრუნველი დედაა. იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი გედმინი.
    „რადიო თავისუფლების“ ცნობით, კურმაშევა მრავალი წელია წერს თათრეთისა და ბაშკირეთის ეროვნული უმცირესობების პრობლემებზე და ინიციატივებზე, რომელთა მიზანიც თათრული ენისა და კუტურის შენახვა და დაცვაა.
    გარეკანის ფოტო: © „რადიო თავისუფლება“

    netgazeti
  10. tvati
    აშშ-ის საელჩო ლიბანში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, ხოლო დარჩენის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებისთვის მოამზადონ გეგმა.
    საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მზად ჰქონდეთ გეგმები, რომლითაც ქვეყნის დატოვებას აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშეც კი მოახერხებენ.
    „თვალი ადევნეთ ახალ ამბებს, რათა არ გამოგრჩეთ მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს შიდა უსაფრთხოებაზე“, – აცხადებენ საელჩოში. უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება ისრაელის მიერ „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ წამოწყებულ ოპერაციას უკავშირდება – შესაძლოა, ბრძოლები ისრაელსა და ლიბანის სამხრეთში მყოფ ისლამისტურ, ირანის მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორისაც დაიწყოს.
    საელჩო აგრეთვე იუწყება, რომ ლიბანი დატოვეს მისმა ისეთმა თანამშრომლებმა, რომელთა მუშაობაც არაა სასიცოცხლო და უცილებელი საელჩოს ფუნქციონირებისთვის.

    netgazeti
  11. tvati
    დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც არის დამნაშავე, რომელმაც მისი აზრით, აღებული ნიმუშები სათანადოდ არ დალუქა და შეინახა.
    მან ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა და თანამდებობიდან გაათავისუფლა.
    "ჯარიმა ჩამოწიეს 2 500 ლარზე. იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შვილი და ამ 4 შვილს ჭამა უნდა, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო. ამ ბავშვის მკვლელი რომ ვიპოვო, მეტად ფრთხილი უნდა ვიყო, მეტად მონდომებული და სენსიტიური. დააობა ნიმუში და სადაც შეეძლო, არ აიღო, ჩათვალა, რომ ეს მას არ ევალებოდა. თუ იყო ვინმე ვალდებული, მაშინ ის ვალდებული პირი იმ ღამეს უნდა მისულიყო. არ ევალებოდა და არ დალუქა მშრალ მდგომარეობაში ნიმუშები. ახლა რომ ამბობს, არ ვიცოდი გაშრებოდა თუ არაო. უნდა გაგეშრო და არ გაფუჭდებოდა. პასუხისმგებლობის წინაშე არ აღმოჩნდებოდი", - განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.
    ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა.
    გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება.
    ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
    გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

    იპნ
  12. tvati
    თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა.
    გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება.
    ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
    გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
    საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
    „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა ბრალდებული ექსპერტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. ექსპერტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) აქვს წარდგენილი.
    შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
    დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    იპნ
  13. tvati
    პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.
    კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 3.
    კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და I მოსმენით გუშინ, 18 ოქტომბერს დაამტკიცა, II და III მოსმენით კი ერთ დღეში განიხილა.
    მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება. 
    „ქართული ოცნება” ამბობს, რომ ცვლილებების შეტანის მოტივაცია ევროკავშირის 12 პუნქტიდან მეშვიდეს შესრულებაა.
    რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
    „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ისედაც გვაქვს მუხლი – „სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვაზე”.
    აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა.
    თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, მაუწყებლის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება არ აქვს მიმართოს კომუნიკაციების კომისიას თუ საკითხი ეხება ზემოთ აღნიშნულ 552 მუხლს.
    პარლამენტში ამჟამად ინიციირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი პროექტი კი სწორედ ამ წესს ცვლის.
    კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, ამ კანონის 552  მუხლის დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების [ანუ გასაჩივრების შიდა მექანიზმი] ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიაში.
    კომისია კი უფლებამოსილი იქნება, „ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევაში” რეაგირება განახორციელოს ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.
    „უხამსობის რეგულირება”
    გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებებისა, პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული პროექტი ასევე ითვალისწინებს კანონში „უხამსობის შესახებ” ჩანაწერის ისე შეცვლას, რომ მასზე პასუხისმგებელ უწყებად კომუნიკაციების კომისია განისაზღვრება.
    56 პრიმა მუხლში გაჩნდება ჩანაწერი – „იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას”.
    ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, „უხამსობის შემცველი” პროგრამის/რეკლამის განთავსებაზე რეაგირების უფლებას იღებს კომუნიკაციების კომისია. რეაგირების პროცედურები კი გაწერილია „ანგარიშვალდებულებისა და სანქციების” თავში.

    პუბლიკა
  14. tvati
    პარლამენტმა 79 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
    საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.
    კანონპროექტით, სიძულვილის ენის და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით.
    საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადასვლა კი, უფლებადამცველების აზრით, ხელისუფლების ხელში აჩენს დამატებით ბერკეტს მისთვის არასასურველი მედიის წინააღმდეგ.
    ამ თემაზე:
    ცენზურის დაკანონება თუ EU-ის რეკომენდაცია — კამათი პარლამენტში „ოცნება” მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებებს ევროკომისიას აბრალებს GDI: მაუწყებლობის კანონში ცვლილებების მიზანი განსხვავებული აზრის შეზღუდვაა


    ნეტგაზეთი
  15. tvati
    თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.
    როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    "გუშინ „ოცნება" დამარცხდა. ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს წყალი შეუდგა. რუსული კანონი დაიწყეს და ბოლომე ვერ მიიყვანეს, იმპიჩმენტი დაიწყეს და ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მიზნებს ვეღარ ასრულებს."


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  391640775_623543369854514_1753478420947875956_n.mp4
  17. tvati
    “თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პრელუდია ემსახურება იმას, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი “ოცნების” ბოსებმა თავიანთი ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების დროს. წაგებას, რომ მოგებად ასაღებს ის “ოცნება”, როგორ დაამთავრებს მმართველობას ამას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ძალიან კარგად ვნახავთ. როგორ დაამთავრა “ნაცებმა” გვახსოვს”

     ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393716763_872607851234001_399742530328523270_n.mp4
  18. tvati
    ქართულად გახმოვანებული ფილმების და სერიალების გათიშვის საკითხს, მგონი სერიოზულად არ აღიქვამს ეს ხელისუფლება. გასაგებია, ინტელექტუალური საკუთრება და კანონიერება. მაგრამ ვინმემ შესთავაზა სექტორს რაიმე სხვა გამოსავალი, ვიდრე სერვერების განადგურებაა? შესთავაზეს, რომ კანონის ფარგლებში მოეყვანათ საქმიანობა და სახელმწიფო დაეხმარებოდათ?  ქვეყანაში, ამდენი სახელმწიფო სუბსიდია რომ მიემართება, იმ ბიზნესების "დასახმარებლად" რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების საკუთრებაშია და სინამდვილეში მუქთა ფულის ხვრაში იხარჯება გადასახადები, ამის ნაცვლად - დაესუბსიდირებინა სახელმწიფოს ეს სექტორი! არამგონია პოლიტიკური კორუფციის შედეგად, მოპარული ასობით მილიონი ლარი დამჯდარიყო ეს საქმე.  ვინმემ ისაუბრა, შესთავაზა, განიხილა? არა! პირდაპირ როზგით მიადგნენ და საბოლოოდ დაზარალდა ვინ? თქვენ, ვისაც გიყვართ ფილმების და სერიალების ნახვა ქართულად. საერთოდ მგონია, რომ მთელი ეს პროცესი, ასევე ერთი რიგითი კორუფციული ქეისია.


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
  19. tvati

    ახალი ამბები
    გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
    გამოცემის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.
    ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებს ეწვევა.
    დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.
    აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა.

    იპნ
  20. tvati
    “თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ “ოცნება” შევიდა ისეთ თამაშში საიდანაც წაგებული გამოვიდოდა?! ეს ხომ ფაქტია, რომ წაგებულები დარჩნენ. აქ სხვა რამ მოხდა. მათ უბრალოდ ჩაეშალათ ის მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებდნენ.”

     ბექა ლილუაშვილი, პარტია "საწართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  394025569_6690960887661246_4327248252422508799_n.mp4
  21. tvati
    “ადამიანები, რომლებიც არიან სრულ გაურკვევლობაში, იწყებენ პროცესებს, ქმნიან კრიზისებს, გვაზიანებენ სახელმწიფოს, როგორც ეს იყო რუსულ კანონზე, როგორც ეს იყო იმპიჩმენტზე და ვერ მიჰყავთ თან ეს ყველაფერი ბოლომდე, საბოლოოდ კი გვიტოვებენ დაზიანებულზ სახელმწიფოს და დაზიანებულს სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პრეზიდენტს, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ ქალბატონ სალომესაც, რომ ამ პროცესების უკან რეალურად დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ის დღეს ესაუბრებოდა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს, რაც გულწრფელად, რომ ვთქვა არ მომეწონა.”

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  391694873_777413577480520_2429959823556860628_n.mp4
  22. tvati
    “იმპიჩმენტის პროცესს “ოცნება” არ დაიწყებდა, თუ მათ არ ექნებოდათ წინასწარი გარანტია, თუნდაც ფარული მოლაპარაკებებით, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანდნენ და ექნებოდათ 100 ხმა. უბრალოდ ეს მათ არ გამოუვიდათ.

     მოლიდინი ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვისგან გაცილებით მაღალი მქონდა, ვიდრე მოვისმინეთ.”

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393935139_349175690891548_3259914440254583827_n.mp4
  23. tvati
    “ჩვენმა ღიაობამ, გამჭირვალობამ და იმპიჩმენტის პროცესში პოზიციონირებამ განაპირობა ის, რომ “ოცნებამ” ვერ შეძლო 100 ხმის მობილიზება. ჩვენ დავინახეთ, რომ პრევენცია შევძელით და დღეს “ნაციონალური მოძრაობა” არ შევიდა სხდომაზე, სარეგისტრაციო ბარათებით ისხდნენ თავიანთი ფრაქციის ოთახში.”

    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  393227116_641974791455951_6320637585987127737_n.mp4
  24. tvati
    „ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო” – ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკანონმდებლო ორგანო დღეს მის იმპიჩმენტს განიხილავს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.
    მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია.
    სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას კონსტიტუციის არსი და სულისკვეთება არ დაურღვევია და ბრალდებების გასამყარებლად მმართველმა პარტიამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
    მისივე თქმით, ამ საიმპიჩმენტო პროცესით, „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფას ევროპელ ლიდერებს აყენებს და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს.
    პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველი პარტია ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს „მოწიწებით“ ეპყრობა, რაც „არც კი ეუხერხულებათ“.
    მისივე თქმით, მმართველი გუნდი დღეს მას კი არ უწყობს იმპიჩმენტს, არამედ თავის თავს, ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს.
    როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ელოდება და კარგად იცის, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
    ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ევროპელ პარტნიორებსაც მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ ამ „ანტიევროპული იმპიჩმენტის“ მიუხედავად, საქართველო არ მიატოვონ და რეგიონში რუსეთის გავლენა არ გაძლიერდეს.
    მისივე განცხადებით, ის თავისი სიტყვისა და ფიცის ერთგული იქნება და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე უერთგულებს.
    პარლამენტი დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს.
    საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა.
    გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

    პუბლიკა
  25. tvati
    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
    უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
    „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, — აცხადებს სუსი.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...