“კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, რომლებმაც არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი არის ევროკავშირი და არა რუსეთი. ჩვენი მოქალეების დამსახურება არის იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ და ქართველმა ხალხმა განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ქონდეს ევროპული მომავალი.
ჩვენი ევროპელი მეგობრები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დატოვონ მარტო და პირისპირ რუსეთთან.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
10000000_1327172827958346_6455236385251882949_n.mp4
„ჰამასმა” ადამიანები დახოცა, „ჰამასმა“ თავები მოკვეთა, „ჰამასმა“ ცოცხლად დაწვა ბავშვები, „ჰამასმა“ გააუპატიურა, „ჰამასმა“ მძევლები გაიტაცა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში.
„როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად. „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ის ემუქრება ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ღაზა „ისლამური სახელმწიფოს ანკლავია“.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავანადგუროთ „ჰამასი“ ღაზაში. ჩვენ მოვშლით მის ტერორის მანქანას, მოვშლით მის პოლიტიკურ სტრუქტურას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხისგან დავიცვათ. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
მერიის ცნობით, ისნის გამგეობამ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა
„ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, – ამბობენ მერიაში.
უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
სკიბიცკიმ ამბობს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის განცხადებით, ახლა ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში, მისი განცხადებით, მალე განთავსდება, გააძლიერებს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი გიორგი მექვაბიშვილის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.
საია-ს თქმით, სამართალდამცავთა განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, იმის მიუხედავად რომ მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მექვაბიშვილმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. საიას განცხადებით, ამ საკითხით არც მოსამართლე დაინტერესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას:
„მომჩივანის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს. მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი ხარვეზისა, ხსენებული დადგენილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა,“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია-ს თქმით, საქმეში ნათლად გამოიკვეთა ქვეყანაში არსებული არაერთი სისტემური გამოწვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლებრივი გარანტიების დაბალი სტანდარტი, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შაბლონური/დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, დაუსაბუთებლად პირის დაკავება, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ გარანტიებს.
„მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივრით ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს,“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საიას თქმით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი მეორე საჩივარია, რომელიც საქართველოში თვითნებური დაკავების პრაქტიკასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებს შეეხება.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: საბჭოთა კანონმდებლობა აქტივისტების წინააღმდეგ — როგორ კლავენ პროტესტს საქართველოში
ყველა თანხმდება იმაზე, რომ „3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თეირანში განაცხადა.
„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება“, - განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, თეირანში გუშინ გამართულ „3+3“ ფორმატის შეხვედრას საქართველოს წარმომადგენლობა არ დაესწრო.
ადამიანები იმის გამო მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ და მათ მშვიდობიანად ცხოვრება სურდათ“, - განუცხადა მაკრონმა ისააკ ჰერცოგს.
შეხვედრაზე მაკრონმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და პრეზიდენტ ჰერცოგის აზრი გაიზიარა, იმასთან დაკავშირებით, რომ მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„მინდა, დარწმუნებულები იყოთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მარტო არ ხართ“, - აღნიშნა მაკრონმა ჰერცოგთან საუბრისას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მაკრონი პალესტინის პრეზიდენტ, მაჰმუდ აბასთანაც გამართავს შეხვედრას.
სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა (122 416-მა ოჯახმა) მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 226 328-ია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 191 ადამიანს (44 298 ოჯახს), 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება და სექტემბრის თვეში საარსებო შემწეობა არ გადარიცხვიათ - სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეში, საარსებო შემწეობის მიღება 20 872 პირს შეუჩერდა, 440-ს კი შეუწყდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სექტემბერში, ფულადი დახმარების მიღებაზე უარი 5 842-მა ადამიანმა განაცხადა. 15 855 პირის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს.
"ახალი დღე", სტუმრები:
ეთერ გოგიტაშვილი - ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ქრიზანთემების კოლექციის კურატორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
სოფო მეტრეველი - ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნათია ჯიჯიაშვილი - ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერიის ლაბორანტი
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება.
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
‘’ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
10000000_745860054176177_5253975133272866249_n.mp4
“ხელისუფლებაში მოსვლაც უნდა შეგეძლოს და ოპოზიციაში წასვლაც უნდა შეგეძლოს, მაგრამ არა ისე, რომ, როცა ოპოზიციაში მოდიხარ გრამი რეიტინგი აღარ გაგაჩნია და ფაქტობრივად გაღარიბებული ხარ ამ კუთხით, არამედ ისევ რეიტინგული ხარ, ისევ მოთხოვნადი ხარ და უკვე სხვა აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს ქმნი ქვეყანაში. სულ სხვა პოლიტიკური კონკურენცია მიიღება ამ შემთხვევაში.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი
10000000_1004496800834745_6677027488589786698_n.mp4
“მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში დაწესდეს პოლიტიკური კულტურა, როდესაც ოპოზიციაში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ხალხმა გააგდო, არამედ შენარჩუნებული ლეგიტიმაციით ოპოზიციიდანაც შეძლო ჯანსაღ პროცესებში მიიღო მონაწილეობა და ჯანსაღი გავლენები გქონდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
395209875_300836069413723_4772060803162556466_n.mp4
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში ორი დაშავებულია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, სამი ადამიანი დაშავდა.
სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულების ნაწილს კი, რომელთაც მძიმე ემოციური ფონი აღენიშნებოდა, ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა.
“ბუნებრივი აირია აფეთქებული. ექსპერტიზის და გამოძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა აფეთქება.
ხანძარი ლიკვიდირებულია, სახანძრომ სწრაფად იმუშავა. დაზარალებული და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ამ ეტაპზე მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დაზარალებული ოჯახები გაიყვანოს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს და შეამოწმოს კორპუსის მდგრადობა”,- აცხადებს ბესიკ დონაძე.
შემთხვევის ადგილას სახანრო-სამაშველო სამსახური ამ დრომდე ახორციელებს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ადგილზე იმყოფებიან “თბილისი ენერჯის” და ისანი-სამგორის გამგეობის წარმომადგენლები.
ევა გოცირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.
ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის პირველ დეკემბერს აირჩია პარლამენტმა – 90 ხმით.
2021 წლის შემდეგ, თითქმის ნახევარმილიონ ლარად ღირებული კომერციული ობიექტი დაამატა მოსამართლე ევა გოცირიძემ საკუთარი უძრავი ქონებების ჩამონათვალს. 150.4 კვ მეტრი კომერციული ფართობი დიღომში, ცამეტი ასურელი მამის ქუჩაზე, მას 450 223 ლარად შეუძენია. [წინა დეკლარაციის მიხედვით, ამ ქონების ფასი დოლარში აქვს მითითებული და წერს, რომ 141 960 დოლარი გადაიხადა].
დეკლარაციის მიხედვით, შეძენილი ფართობი მან იჯარით გასცა, თუმცა, როგორც თავად წერს, ხელშეკრულება დროზე ადრე შეუწყვიტეს, 2022 წლის თებერვალში. მოსამართლეს დეკლარაციაში მითითებული აქვს ასევე, რომ კომერციული ფართობი კრედიტით შეისყიდა.
ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მოსამართლედ ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – შვილი ჰყავს შეყვანილი. ამავე დეკლარაციის მიხედვით, 23 წლის გივი უგრეხელიძე არ მუშაობს და არც სხვა რაიმე შემოსავალი აქვს.
მცირე ზომის ფართობი მას ადამ მიცკევიჩის ქუჩაზეც აქვს. ევა გოცირიძემ დეკლარაციაში შენიშვნის სახით ჩაწერა ასევე, რომ ზემოთ მითითებული ქონება სინამდვილეში 2000 წელს არის შეძენილი.
2014 წელს ევა გოცირიძეს მემკვიდრეობით მიუღია ბინა სან-ზონაში [71,86 ].
2011 წელს კი მან თანამესაკუთრესთან, ოლან გოცირიძესთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო ასევე 3338 კვ.მეტრი ფართობი ამბროლაურში, სოფელ ხოტევში.
სესხის მომსახურებისთვის გასულ წელს ევა გოცირიძეს 40 974 დოლარი გადაუხდია. ამ ხარჯის გარდა გასულ წელს მოსამართლემ 8000 ლარი დახარჯა რემონტისთვის. წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში კი მან სარემონტო ხარჯის სახით 20 000 ლარი მიუთითა.
ამ ხარჯების პარალელურად ევა გოცირიძემ დანაზოგის შეგროვებაც მოახერხა. 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, როცა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, მას დანაზოგის სახით 10 000 ევრო ჰქონდა. ლარის ანგარიშებზე კი – ჯამში 12 000-ზე მეტი ლარი. მან მიუთითა ასევე, რომ bank postal-ის ანაბარზე 21 000 ლარს ფლობს.
რაც შეეხება შემოსავლებს, ევა გოცირიძეს გასულ წელს შემოსავლის სახით 105 032 ლარი მიუღია, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან კი მას ხელფასის სახით 30 360 ლარი აქვს მიღებული.
უფრო ადრე, 2014 წლიდან შევსებულ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, ევა გოცირიძე ფლობდა ბინას საფრანგეთში, სტრასბურგში. ეს ბინა შემდეგი წლების დეკლარაციებში აღარ იძებნება, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ქონება. თუმცა მომდევნო დეკლარაციებში არც ამ ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალია მითითებული.
2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით შვილის, გაგი უგრეხელიძის სწავლისა და ქირის გადასახადის სახით გაღებულ ხარჯებში ევა გოცირიძემ 27 000 ევროზე მეტი მიუთითა. მისი წლიური ხარჯი სწავლის გადასახადისა და ბინის დაქირავებისთვის ერთ წელში დაახლოებით 7000 ან მეტი იყო. რამდენიმე დეკლარაციაში მითითებულია ისიც, რომ გაგი უგრეხელიძე სტიპენდიასაც იღებდა – 1800 ევროს.
2018 წლიდან დღემდე ევა გოცირიძეს რემონტისა და საოჯახო ნივთების შესაძენად 143 833 ლარი აქვს დახარჯული.
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს, მათგან 7 – დააკავეს.
უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ, ქალის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ tiktok-ზე განათავსა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მმართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. დააკავა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ასევე, დაკავებული იქნა რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გ.ტ-მ, 2000 წელს დაბადებული ქალის ფეისბუქის გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა. 2022 წლის 26 მაისს და 2022 წლის 15 ივლისს, გ. ტ.-მ აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე, საჯაროდ ფეისბუქის გვერდზე განათავსა.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული გ.ტ. დააკავა და მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა.
მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო, ხოლო აღნიშნული მასალის განადგურება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდება.
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის ამ ფორმას მე-11 საჯარო სკოლის მოსავლეებმა და მათმა მშობლებმა მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა 3 წლის წინ იმ პირობით დაანგრიეს, რომ ახალი შენობა აშენდებოდა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის არარსებობის პირობებში, შვილების თემქაზე მდებარე სკოლაში ტარება უწევთ:
„სამი წელია ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შენდება, მაგრამ არავინ ჩანს, არც აშენების პირი უჩანს და ამიტომ გავმართეთ აქცია,” — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ სკოლის აშენებაზე მყარ გარანტიებს არ მიიღებენ.
განათლების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოცხადებულია ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. უწყებაში ამბობენ, რომ სკოლის მშენებლობა ნოემბერში დაიწყება. კითხვაზე შეთანხმებულია თუ არა პროექტი უკვე მერიის არქიტექტურის სამსახურთან და გაცემულია თუ არა უკვე სამშენებლო ნებართვა, განათლების სამინისტროდან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გვამისამართებენ.
აშშ-ის მიერ სანქცირებული უცხოური კომპანია ფლობს შპს-ს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურებთანაა დაკავშირებული. ჟურნალისტური გამოძიება ამის შესახებ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გამოაქვეყნა.
რა ვიცით?
2023 წლის 12 აპრილის სანქციების სიაში მოხვედრილია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია LEDRA TRUSTEES LIMITED, რომელიც, „პანდორას დოკუმენტების“ თანახმად, ფლობს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორს KRISTA INVESTMENTS LIMITED. ეს უკანასკნელი საქართველოში 2021 წლის მდგომარეობით იყო შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუს“ მფლობელი. 2021-ში ამ კომპანიის მფლობელი გახდა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე. გარდა ამისა KRISTA INVESTMENTS LIMITED ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შემომწირველი იყო. დეპუტატ ირაკლი აბესაძის გამოთხოვილი დოკუმენტების თანახმად, 2018-19 წლებში KRISTA INVESTMENTS LIMITED-მა ფონდს 27 მილიონ ლარზე მეტი შესწირა.
„ავტომატურად დაასანქცირეს“
როგორც ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ უთხრა „ტვ პირველს“, სანქციები LEDRA TRUSTEES LIMITED-ზე ავტომატურად გავრცელდა მისი მფლობელის სანქცირების შედეგად.
ჟურნალისტის კითხვას, დაკავშირებულია თუ არა კომპანია ივანიშვილთან, კალანდაძე პასუხობს, რომ LEDRA, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს, უწევდა იურიდიულ მომსახურებას.
სანქციები LEDRA TRUSTEES LIMITED-ს მართლაც იმიტომ დაუწესდა, რომ იგი, აშშ-ის სახდეპის ცნობით, შედის ქრისტოდოლუს ვასილიადესის ქსელში. ამ პირს კი უწყება არაერთი რუსი ოლიგარქebისთვის აქტივების შენარჩუნებაში დახმარებაში ადანაშაულებს. იგივე ბრალდებებით სანქციები ადვოკატს დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. ლონდონის განცხადებით, ადვოკატს კავშირი აქვს რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვთან.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება.
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
‘’ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის,
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება.
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
‘’ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს - ეს დამსახურება „ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, „გაჩუმებას ურჩევდა“.
„ნაწილობრივ ვეთანხმები [საგარეო საქმეთა მინისტრს], რომ ოპოზიციის ნაწილი უნდა გაჩუმდეს. ის ნაწილი, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს. მაგალითად, „ევროპული საქართველო“, მურმან დუმბაძე... არიან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად დეკლარირებენ, რომ კანდიდატის სტატუსი ბიძინა ივანიშვილს გააძლიერებს... ამ ნაწილში ნამდვილად ვურჩევდი გაჩუმებას, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ისტორიას მოვუგოთ დრო და ეს ისტორიული შესაძლებლობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. გამორიცხულია, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ ეს დამსახურება „ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება. კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს,“ - განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ოღონდ, გარკვეული დათქმებით.
„დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება შეფასების ნაწილშიც და დეკემბერში გადაწყვეტილების მიღების დროს. ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავუწესოთ კონკრეტული მოთხოვნაა, როდის დაიწყება მოლაპარაკებები [გაფართოებასთან დაკავშირებით],“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
ის ასევე, შესაძლო სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეეჭვება, რომ დღეს მას რამის თავი ჰქონდეს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი წარსული აქვს, ზოგადად, მისგან გამორიცხული არაფერია, მაგრამ მეეჭვება, მას დღეს რამის თავი ჰქონდეს. ჩვენ როდესაც სუს-ზე ვსაუბრობთ, რომელიც არის ქვეყნის, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ბევრად უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს და რეჟისორებს კი არ უნდა დასდევდნენ, თუ კონკრეტულად აქვთ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადატრიალება და არეულობა მზადდება, მათ უნდა ჰქონდეთ მყისიერი რეაგირება,“ - აღნიშნა სიჭინავამ.
ის ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჭორვილაში ჩასვლასაც შეეხო.
„რა შედეგი მოიტანა ჭორვილაში ჩასვლამ პოლიტიკურად? მივიდნენ, დაახვედრეს ადამიანები, ვერ შევიდნენ. შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლის დასაცავად ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მაშინ, როდესაც საუბარია ჭორვილაში ჩასვლაზე, როდესაც გარდაუვლად იცი, რომ გამოიწვევს მსგავსი ტიპის დაპირისპირებას, იმიტომ რომ საუბარი არის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის სოფელზე... რა პოლიტიკური შედეგის მომტანია, რომ ჩავიდა "ნაციონალური მოძრაობის" ახალი პოლიტიკური ფრთა? რა გააკეთეს? პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი იმისთვის უნდა აკეთოს, რომ კონკრეტული შედეგი დადოს. თუ ახლა იმისთვის აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაღაც დავთარში დავალებები გასცა და დაპლიუსდეს ეს დავალება, კიდევ მესმის,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გარდა ამისა, მისივე შეფასებით, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებაც“ და „დროაც“„ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მბრუნავი პოლიტიკური პარტიები არიან.
“რა შედეგის მომტანია mona.ge? რაც არ უნდა თქვას ელენე ხოშტარიამ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მბრუნავი პოლიტიკური პარტიები არიან. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე დადის წლების განმავლობაში ეს ვინმეს უკვირს? ან, ელენე ხოშტარიას განსხვავებული დღის წესრიგი არ შეიძლება ჰქონდეს. მესამე ცენტრად რომ გვთავაზობენ ხოლმე ხშირად. ზოგადად, კომიკურია. მოქალაქეების აღქმაში ელენე ხოშტარია მესამე ცენტრია, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივაა? ხომ კომიკურია, სასაცილოა, მაგრამ ცდილობენ, ამაში დაარწმუნონ მოქალაქეები, მაგრამ ამას მოქალაქეები გადაწყვეტენ,“ - განაცხადა სიჭინავამ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ასევე განმარტა, თუ რატომ იზრდებოდა მძევლების დადასტურებული რაოდენობა. მისი თქმით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება.
„ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“, - აღნიშნა ჰაგარმა.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებში გუშინ განაცხადეს, რომ ღაზაში 212 მძევალი იმყოფებოდა.
ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კატეგორიას მივაკუთვნებთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს.
“გვსურს, შევამციროთ აქ წესების დარღვევით დარჩენის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალური მიწები განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური ფორმით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა:
“როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად“.