Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალუირ პროკურატურა ავრცელებს.
    უწყების იფორმაციით, აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
    „ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
    ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
    გენერალური პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიციის ფაქტს, დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილი პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის.
    როგორც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობის შედეგად, რათა აღნიშნული პირი წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე.
    ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკოლ მ. არგენტიერის განცხადებით, ეს ექსტრადიცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყვეტი კოორდინაციის და პარტნიორობის შედეგია.
    „საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
    2023 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ძებნილი პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. ძებნილი პირის საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ მოხდა.
    საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
     
  2. tvati
    „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსის, დაკავებულ ივერი ნატრიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
    სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
    დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
    სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, უცნობია, დაცვის მხარის პოზიცია.
    ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.
    გამოძიების ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატროშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა.
    „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

    ipn
  3. tvati
    აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
    განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხიდან უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან გადაეცემა, რათა კიევმა ბრძოლის ველზე საჩქარო საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს. დანარჩენი 300 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში იქნება გადაცემული, რათა კიევმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.
    ცალკე თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ USAI-ის ფარგლებში უკრაინას მეტოქის დრონებთან საბრძოლველად დამატებითი ლაზერით მართვადი საბრძოლო მასალა გადაეცემა.
    პაკეტში, ასევე, შევა დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS საზენიტო კომპლექსებისთვის, დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, Javelin და AT-4 სისტემები, 3 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა და ყუმბარები ცეცხლსასროლი იარაღისთვის, და ა.შ.

    იპნ
  4. tvati
    პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბერ-ოქტომბერში  შემოწირულების სახით  1 797 000 ლარი მიიღო. კერძოდ, სექტემბერში 431 000 ლარი, ხოლო ოქტომბერში – 1 366 000 ლარი.
    აგვისტოში კი „ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონამდე თანხა, 867 000 ლარი მიიღო.
    პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან [ფიზიკური პირი] მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისგან – 120 000 ლარს.
    სექტემბერ-ოქტომბერში მმართველი პარტიის უმსხვილესი შემწირველები, ანუ ისინი, ვინც „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, იყვნენ: ირაკლი ბექაური, გიორგი მახათაძე, მამუკა მახათაძე, ვლადიმერ კახეთელიძე, უტა მოლაშხია, ზურაბ დუმბაძე, ლაშა გოგოლაძე, მარინა მურადაშვილი, ზურაბ კვირიკაშვილი, ზურაბ რამაზაშვილი, კახა ზუკაკიშვილი, გიორგი ბუბუტეიშვილი, პაატა ცისკარიშვილი.
    იურიდიული პირებიდან შემწირველია სს „არქეოპოლისი” – მათ „ოცნებას“ 76 000 ლარი შესწირეს.
    აგვისტო-ოქტომბრის შემწირველებზე დაკვირვებით თვალსაჩინოა ტენდენცია, რომ „ქართულ ოცნებას” აქტიურად სწირავენ ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების კომპანიების წარმომადგენლები.
    ირაკლი ბექაური (60 000 ლარი) – ის სხვადასხვა კომპანიის დირექტორია, მათ შორის არის ღვინის და სხვა ალკოჰოლის კომპანიები. კერძოდ, ბექაური შპს ასკანელის, შპს ჯიესპი გრუპის, შპს გრუზსპირტპრომის, შპს კ და ქართული სპირტის, შპს საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებისა და ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირის დირექტორია;
    გიორგი დამენია (შესწირა 50 000 ლარი) – ის ირაკლი ბექაურის თანადირექტორია კომპანიაში – შპს კ და ქართული სპირტი;
    ზურაბ რამაზაშვილი (60 000 ლარი) – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ის დაკავშირებულია [დირექტორი ან/და მეწილე] შემდეგ კომპანიებთან: ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირი, შპს მწვანე რანჩო, სს თელავის ღვინის მარანი, შპს ივერიატრანზიტ, შპს ვინოტეკი;
    კახა ზუკაკიშვილი (60 000 ლარი) – შპს ვინოტეკი; [აღნიშნულ კომპანიაში ზუკაკიშვილი და რამაზაშვილი პარტნიორები არიან];
    გიორგი მახათაძე (60 000 ლარი) – ის სხვა კომპანიებთან ერთად, შპს „გაგრა პლუსის” მეწილე და დირექტორია. აღნიშნული კომპანია ალკოჰოლური სასმელებთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევა;
    მამუკა მახათაძე (60 000 ლარი) ასევე დაკავშირებულია „გაგრა პლუსთან”. თავის მხრივ ის შპს ორიონ გრუპის მეწილე და დირექტორია;
    პაატა ცისკარიშვილი (60 000 ლარი) – შპს თელავის მარანი, შპს 1000 ღვინო, შპს გურმანი, შპს ენოვინო;
    აღსანიშნავია, რომ აგვისტოში შემწირველებს შორის იყო შპს მარნისკარის მეწილე ვაჟა ციგროშვილი (ორმაგი მოქალაქეობა, რუსეთის ფედერაცია); 40 000 ლარი აქვს შეწირული ასევე ამავე კომპანიის დირექტორს პაატა ბუზარიაშვილს.
    ღვინის ბიზნესით იყო დაკავებული კიდევ ერთი შემწირველი შალვა შარმანაშვილი (60 000 ლარი);
    აგვისტოში შემწირველებს შორის ასევე იყო  ნანი მენაბდიშვილი (60 000 ლარი), შპს წინანდლის ძველი მარნის მეწილე.
    ასევე, ირაკლი უგლავა (30 000 ლარი) – შპს ასკანელი ძმების დირექტორი;
    რობიზონ დავითაშვილი (30 000 ლარი), შპს ენისელის მარნის დირექტორი;
    სერგეი სუმაროკოვი (40 000) – შპს ქართული ღვინის სახლი, შპს კახური ქვევრი, შპს მეღვინეობა მუკუზანი – დირექტორი;
    ირაკლი ნანეიშვილი (30 000 ლარი) – შპს ძველი მარანის დორექტორი და მეწილე.
    ირაკლი კოტეტიშვილი (50 000 ლარი) – შპს კიაზოს ღვინის ტრადიციები.
    ვლადიმერ კახეთელიძე – შპს იოკა და შპს კვკ-ის დირექტორი, მეწილე;
    უტა მოლაშხია – შპს მძიმე ტექნიკა, შპს ნიუ გრუპი, შპს ჰაივეი;
    ზურაბ დუმბაძე – შპს „ახალი მშენებელი“, შპს ოლდ ბათუმი, შპს აჭარა აგროჯგუფი, შპს ნექსთ აპარტამენტი და სხვა;
    ლაშა გოგოლაძე – შპს სასტუმრო თბილისი, შპს არქტური, შპს მწვანე ველი 22, შპს ზიპლაინი, შპს გარეჯი 2022 და სხვა;
    მარინა მურადაშვილი – შპს როლსის დირექტორი და მეწილე;
    ზურაბ კვირიკაშვილი – შპს ორბი, შპს წიქარა, შპს დეტექტორი;
    გიორგი ბუბუტეიშვილი – შპს ანასა, შპს ბემი, შპს მცხეთის გუჯარი;

    პუბლიკა
  5. tvati
    თბილისის დროით 17:00 საათზე, ამერიკული იუთუბ-არხის საშუალებით, ქართული ანიმაციური სერიალის, “ჟირაფი ჟოზეს” პირველი სერიის პრემიერა შედგება ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის.
    “ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან. მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია”, – დაწერა ჟოზეს შემქმნელმა გიორგი მარშანიამ ფეისბუკის პირად გვერდზე.
    “ჟირაფი ჟოზე” სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სერიალია.
    სერიალის შემქმნელი ნეტგაზეთს უყვება, რომ ყველაფერი იმდენად მსუბუქად და ჰობის სახით დაიწყო, წელიც კი აღარ ახსოვს, როდის დაიბადა ზუსტად “ჟოზე”.
    “2013 ან 2014 წელი იყო. მე და ჩემი მეგობარი სოფელ გლდანში, მასთან სახლში ვსხდებოდით და რაღაცებს ვაკეთებდით ჩვენთვის. ერთ-ერთი იყო ჟოზე. ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი მაშინ და ვხედავდი, რომ დათვლა, ფერები ბავშვებმა ინგლისურად იცოდნენ. მივხვდი, რომ ეს ცოდნა მულტფილმებიდან ჰქონდათ, თან მსგავსი რამ ქართულ ენაზე მათთვის არ არსებობდა. ინგლისურად თუ სწავლობდნენ ინგლისურენოვანი მულტფილმებიდან, ქართულადაც ისწავლიდნენ. ასე გავაკეთეთ ჟოზეს პირველი სიმღერა “მხიარული მათემატიკა” და პერსონაჟად ავირჩიეთ ჟირაფი. ძალიან ბევრი ცხოველია ანიმაციებში, მაგრამ ჟირაფი, ჟოზეს გარდა, შეიძლება არც გაგახსენდეთ. თან ჩვენი ქვეყნისთვისაც ეგზოტიკურია. ყველაფერს ინტუიციურად და ინსტინქტის დონეზე ვაკეთებდით”, – გვეუბნება გიორგი მარშანია.
    ეს პირველი სერია მალევე ძალიან პოპულარული გახდა და, როგორც პროექტის ავტორი გვეუბნება, პირველივე წელს დააგროვა 6 მილიონი ნახვა, რაც იმ დროისთვის ძალიან ბევრი და წარმოუდგენელი იყო. 
    “მერე მეორე სერია გავაკეთეთ, მესამე და მივხვდი, რომ ამისთვის საქმიანი სახე უნდა მიმეცა”, – იხსენებს გიორგი მარშანია.
    2017 წელს სამსახურიდან წამოვიდა და ირაკლი ნადირაძესთან ერთად “სტუდია ველოსიპედი” დააფუძნა. გიორგის ახალგაცნობილმა მეგობარმა, რომელსაც თავადაც უნდოდა ანიმაციაზე მუშაობა, სწავლისთვის გადადებული 2500 ლარის სახით პირველი ინვესტიცია ჩადო და ასე დაიწყო პროცესი, რომელიც ამერიკულ პრემიერამდე მოვიდა.
    გიორგის თქმით, სერიალის პირველი სეზონი უკვე თარგმნილია და სერიები პერიოდულად განთავსდება ჟოზეს ამერიკულ იუთუბ არხზე. პროექტის შემქმნელებს დაწყებული აქვთ მუშაობა, რომ პირველი ორი სეზონის შემდეგ ჟოზე ამერიკულ ტელევიზიაშიც მოხვდეს და სათამაშოების სახითაც გამოუშვან. 
    “ჟოზე ქართული კულტურის ნაწილია. ჩვენ ქართულ პროდუქტს ვაკეთებთ და ამ ქართული პროდუქტის გატანა გვინდა ამერიკაში. ყველაფერი იგივე დარჩება. ჟოზეს ჩოხაში ამერიკელი და სხვა ინგლისურენოვანი ბავშვებიც ნახავენ, ჩიჩილაკსაც და ა.შ. გლობალიზაციის მთელი ხიბლიც ეს არის და არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ რამე გადავაკეთოთ. მულტფილმი კი არაა უნივერსალური, ბავშვები თავად არიან უნივერსალურები. საგანმანათლებლო თემებიც საერთოა, გართობა და მეგობარი რომ სჭირდება ბავშვს, ესეც დედამიწის ყველა კუთხეში საერთოა”, – ამბობს გიორგი მარშანია.
    “ჟირაფი ჟოზეს” ქართულ იუთუბ არხს, დღეის მონაცემებით, 437 587 290 ნახვა აქვს.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    ევროკავშირის გაფართოება არის მკაფიო პასუხი აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოსთვის ჩვენს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერნოკის განცხადებას, რომლის თქმითაც, ევროკავშირის გაფართოება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეოპოლიტიკური შედეგია.
    “ევროკავშირის გაფართოება არის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეოპოლიტიკური შედეგი. ევროპაში ნაცრისფერ ზონებს ვეღარ დავუშვებთ. გაფართოება ასევე გეოპოლიტიკური შესაძლებლობაა ევროკავშირისთვის”, - აღნიშნა ბერბოკმა.

    იპნ
  7. tvati
    ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით, მას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მოვლენები აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
    ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული იყვნენ.
    „მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ყველაფერი გაკეთდეს მათ დასაცავად და არანაირად არ აგონ პასუხის იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
    ენტონი ბლინკენმა და ისააკ ჰერცოგმა შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ გამუდმებით ფიქრობენ მძევლებზე, როგორც ისრაელისა და აშშ-ს ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე.
    „გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოდ დავიბრუნოთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

    იპნ
  8. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, გია ცეცხლაძის განცხადებას, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ეხმაურება -  სუს-ის თანამშრომელი სუს-ში დაბრუნდა
    399057621_354304057075182_5840703592726442357_n.mp4
  9. tvati
    საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.
    „ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (90% საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობასსტაბილურ და მშვიდობიან გარემოში. ისტორიულად, ისევე როგორც თანამედროვე დროს ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ურყევი ერთგულება ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების.
    მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2009 წელს, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში იყო დასტური ევროკავშირში ჩვენი ისტორიული საგარეო კურსის.
    2022 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას გადასცა კანდიდატის სტატუსი, საქართველო  დარჩა გარკვეულწილად ასოცირებული ტრიოს მიღმა, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გადავადდა, მიუხედავად მრავალი წლის მანძილზე მოწინავე პოზიციებისა.
    მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება კვლავ წინაა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, ჩვენ, პარლამენტის წევრქალ დეპუტატებს საპარლამენტო ოპოზიციიდან გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით  გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე.
    იმავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან  დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის  კეთილდღეობისთვის.
    კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქვე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე. ეს წაახალისებს რეფორმების მხარდამჭერ აქტორებს ქვეყნის შიგნით და გაზრდის საქართველოს ევროკავშირში წევრობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობებს.
    ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები მადლობას გიხდით ევროკავშირში თქვენი ლიდერობისთვის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების ურყევი მხარდაჭერისთვის ევროპისა და  რეგიონისთვის ამ კრიტიკულ დროს.
    გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება ლისაბონიდან თბილისამდე მოიტანს გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია (რეფორმების ჯგუფი), თინა ბოკუჩავა (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ანა ბუჩუკური (პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“), თამარ ჩარკვიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი), ნატო ჩხეიძე (პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“), ხატია დეკანოიძე (ევრო-ოპტიმისტების ჯგუფი), ეკატერინე ხერხეულიძე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თამარ კორძაია (დამოუკიდებელი დეპუტატი), ანა ნაცვლიშვილი („ლელო საქართველოსთვის“), სალომე სამადაშვილი („ლელო საქართველოსთვის“), ხათუნა სამნიძე (საქართველოს რესპუბლიკური პარტია), ანა წითლიძე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ქეთევან თურაზაშვილი (პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“).

    1ტვ
  10. tvati
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
    ტელეკომპანიის ცნობით, ბლინკენი თელ-ავივში, აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩთან ჯეკ ლუსთან ერთად ჩავიდა.
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელში გამგზავრებამდე მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობასთან „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის შესახებ საუბარს და იმ ნაბიჯების განხილვას გეგმავს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უნდა გადაიდგას.
    ენტონი ბლინკენი ასევე აპირებს განიხილოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების და უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის პრევენციის საკითხებზე.
    სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი ვიზიტის მესამე პრიორიტეტი “შემდეგი დღის“ განხილვაა, ანუ იმის, თუ „როგორ შეგვიძლია შევქმნათ პირობები გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის, გრძელვადიანი, მდგრადი უსაფრთხოება ისრაელებისა და პალესტინელებისთვის.“
    აღსანიშნავია, რომ ბლინკენი ისრაელში, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, მესამედ ჩავიდა.

    ipn
  11. tvati
    “რაც საზოგადოებამ ნახა, ამას შეიძლება ერთი სიტყვა დავუპირისპიროთ, ეს არის უღირსობა. მოვისმინეთ აბსოლუტურად არაგულწრფელი ბოდიში. საბოლოო ჯამში ჩვენ თავი არ მოვიტყუოთ, ერთადერთი იარაღი, რაც გაკოტრებული ხელისუფლების არსენალში დარჩა, ეს არის სიძულვილის ენა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება მთელი წინასაარჩევნო კამპანიის თანმდევი პროცესი. ეს აჩვენებს იმას, რომ უუნაროა მმართველი ძალა, რომელსაც არგუმენტები გამოელია და გადასულია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.”      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 398148766_840285644443993_6257294032920136528_n.mp4
  12. tvati
    ბალდის კანიონთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალდის მოსახლეობა აპროტესტებს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კანიონის ტერიტორიის აუქციონის გზით 40 წლიანი იჯარით შ.პ.ს. „კანიონი 350“-ს გადაცემის საკითხს.
    მარტვილის საკრებულოს ფრაქციის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის აკაკი ხუნწელიას განცხადებით, ამ წუთებში ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, მოსახლეობა ინვესტორს სამუშაობის შესრულების საშუალებას არ აძლევს. 
    აკაკი ხუნწელია: გუშინ 2 ნოემბერს ინვესტორმა მუშებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფელ ბალდის მაცხოვრებლებს 2 პირს, რომლებიც კარავში აპროტესტებდნენ ბალდის კანიონზე მიმდინარე უკანონო მშენებლობებს. დღეს მოსახლეობამ გადაკეტა გზა და არ უშვებს ინვესტორს სამუშაოების განსახორციელებლად, ამ დროისთვის მობილიზებულია პოლიცია.
    ბალდის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას პროტესტის ნიშნად გაშლილი აქვს კარავი და მეთერთმეტე დღეა კარავში ათენებს ღამეს. მოსახლეობა ითხოვს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას.
    ბალდის კანიონის ტერიტორიაზე აუქციონის გამოცხადებამდე არ ჩატარებულა მოსახლეობასთან საჯარო განხილვა, თვითმმართველი ორგანოც, საკრებულო, საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული. კანიონზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიის მიღმა (გავლებულია ღობე და განთავსებულია ჯიხური), რაც კანონდარღვევაა. 
    აღნიშნულზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი, დააფიქსირა კანონდარღვევა, მაგრამ შემდეგ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
    საქართველოს პარლამენტის წევრმა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ალექსანდრე მოწერელიამ სადეპუტატო კითხვებით მიმართა საქართველოს პარლამენტს:  
    „მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალდაში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა კეთდება. თითქოს მისასალმებელია, თუმცა სინამდვილეში დიდი ვნებათაღელვა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ისევ ადგილი აქვს “ოცნების”ხელისუფლების არაკომპეტენტურობას, საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპების სრულ იგნორირებას, საეჭვო გარიგებას. მიუხედავად პროტესტისა, მოსახლეობის გამოსვლებისა, ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ დიალოგი აწარმოოს, საჯარო განხილვა ჩაატაროს, რაც არ ჩატარებულა სანამ ტერიტორიას გაასხვისებდნენ, ჯიუტად განაგრძობს დუმილს და პოლიციის მეშვეობით ცდილობს მოსახლეობის დაშოშმინებას.  სახეზეა კლასიკური მაგალითი დღევანდელი "ოცნების" ხელისუფლების სრული არაკომპეტენტურობის და უპასუხისმგებლობის. დიახ, ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ისე წარმართოს პროცესები, რომ ამან არ გამოიწვიოს დაპირისპირება მოსახლეობას, კერძო კომპანიას და სახელმწიფოს შორის. “
    დეპუტატმა, ასევე, წერილობით არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა, არც ამასთან დაკავშირებით მიგვიღია პასუხები.
    პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით, მარტვილის  მუნიციპალიტეტის მერს თორნიკე ჯანაშიას და თვითმმართველობის შესაბამის თანამდებობის პირებს ბალდის კანიონის  საკითხის განსახილველად საკრებულოში იბარებს!

    პარტია „საქართველოსთვის“
     

  13. tvati
    "აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია და შესაბამისად, საგულისხმოა, რომ ერთხმად, ღირსეული მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. მოსამართლე გიორგაძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების შეწყვეტა, ცალსახად განხილულ უნდა იქნეს დამუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად, რაც კიდევ ერთი საფუძველია იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს 2024 წლის საპრლამენტო არჩევნებით ,,ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ამით ავტომატურად, ერთხელ და სამუდამოდ სასამართლოში მოკალათებული სანქცირებული კორუფციული სინდიკატის ამოძირკვა… სიმართლის თქმის და არაფორმალური მმართველობის დასრულების დრო ახლოვდება…" ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი. 
     

  14. tvati
    “არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა “ოცნებაში”, რომელიც გააჩერებდა ბერაიას, მოლიდინიც იმისა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება არ მაქვს. მსგავსი ქცევა საბოლოო ჯამში ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, საერთოდ რომ გენდერს თავი დავანებოთ, ეს იყო სრულად სახე დაკარგული ადამიანები საქართველოს პარლამენტში.”

     ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_1527403784691588_4531452392111762128_n.mp4
  15. tvati
    შალვა კერესელიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს:
    - ქალაქ მცხეთაში, შესასვლელთან ახალი ხიდის მშნებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ ბრძანეთ რომ გასულ წელს დასრულდებოდა, თუმცა 2023 წელი მიილია და ჯერაც არ დასრულებულა. რა ხდება ამ ხიდთან დაკავშირებით? როდის დასრულდება ხიდის მშენებლობა? უკვე ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში აზრი, რომ კორუფციული გარიგებების ნიშნები შეიმჩნევა.
    - უკვე ათი წელი გავიდა, რაც ქალაქი მცხეთა მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს, ამ პროცესის გამო ხშირია უკანონო მშნებელობები და დარღვევები. რამდენი ხანი უნდა იყოს კიდევ ეს ქალაქი ასეთ რთულ მდგომარეობაში?
    - დაბა ჟინვალში არსებობს ძალიან დიდი პრობლემა კოლექტორთან დაკავშირებით. როდის დაიწყება ან საერთოდ თუ დაიწყება ამ პროექტის სამუშაოების განხორციელება?

    პარტია "საქართველოსთვის" 10000000_1035656064151234_4544989868013562510_n.mp4
  16. tvati
    “ოჩამჩირეში თუ რუსებმა დაიწყეს სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა და მოწყობა, ისევე როგორც სოხუმის აეროპორტის, 10-15 წლის შემდეგ უსაფთხოების პრიზმაში თუ შეაფასებენ ამ პერიოდს პირდაპირ დაუკავშირებენ “ოცნების” უმოქმედობას, უუნარობას, არაპროფესიონალიზმსა და რუსეთთან გეოპოლიტიკურ ფლირტს, აბსოლუტურად არასწორ დროს და არასწორ ადგილას.”
     კახა ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  398155452_5922438644525970_3444722901032268624_n.mp4
  17. tvati
    “ჩემ მიერ წარმოდგენილი მაღალმთიანი რეგიონების განვითარება კომპლექსურ ღონისძიებათა ერთიანი სისტემური მიდგომით, ეს გახლავთ ჩვენი საპარლამენტო პოლიტიკური გუნდის ხედვა და პირადად გიორგი გახარიას საჯარო გზავნილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მთაში მცხოვრები მოსახლეობისადმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. სხვა შემთხვევაში მთა დაკარგავს თავის ისტორიულ, სასაზღვრო, აგრარურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ფუნქციას რის გარეშეც სახელმწიფოს ცალმხრივი განვითარება წარმოუდგენელია.”

     შალვა კერესელიძე, პარტია 'საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  10000000_1035656064151234_4544989868013562510_n.mp4
  18. tvati
    იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს.
    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის.
    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით.
    ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები, გარკვეული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი, კოლეგა უწყებასთან ერთად.
    ამ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, დამატებითი დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ იმსჯელებს სასამართლო. ეს აღარ არის ჩვენი კომპეტენცია“, - განაცხადა მინისტრმა.

    იპნ
  19. tvati
    შოთა ტყეშელაშვილი 02.11.23 12:27
        საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის 9 თვეში 365 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 450 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
    ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.
    შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2023 წლის 9 თვეში მათზე ჯამში 1,56 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 258 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.2 მილიარდ ლარს აიღებს. შესაბამისად, წელს შტატიან და უშტატო მოხელეებზე ბიუჯეტმა უკვე 1.92 მილიარდი ლარის ანაზღაურებები გასცა (მატება 316 მილიონი ლარი).
    მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.
    ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები 2022 წელს 10%-ით უკვე გაზარდა, რაც საბაზო ხელფასის 1,100 ლარამდე გაზრდით მოხდა.
    საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და ააიპ-ებში არიან დასაქმებული. საგულისხმოა ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ჯამურ მონაცემს თუ რამდენი მილიარდი ლარი იხარჯება საჯარო სექტორში დასაქმებული 301,000 ადამიანის ხელფასზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა (113,000 პირის) ხელფასებს აღრიცხავს.

    bm.ge
  20. tvati
    ძალიან მიკვირს, რატომ შემოაქვს პაპუაშვილს ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა - "ოცნების" დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდება.
    ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული საერთო რეფორმიდან.
    „მე შემიძლია ზოგადი კომენტარი გავაკეთო, თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული პარლამენტის წევრების ხელფასი და ეს უნდა გახდეს რაღაც ეტაპზე საერთო სისტემის ნაწილი. ცხადია, პარლამენტის წევრებიც და სხვა საჯარო მოხელეებიც ერთნაირი მიდგომის ნაწილი უნდა იყოს. თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი დეპუტატებზე,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
    2025 წლის 1-ლი იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატებს, სავარაუდოდ, ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიციატორი თავად არის.

    იპნ
  21. tvati
    2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.
    რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:
    პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით),
    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით),
    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი (იზრდება 2 910 ლარით),
    კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი (იზრდება 3 460 ლარით),
    კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი, მოადგილე 8 750 ლარი (იზრდება 3 950 ლარით),
    კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 500 ლარი (იზრდება 3 760 ლარით),
    პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი - (იზრდება 3 626 ლარით).
    რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
    კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

    იპნ
  22. tvati
    კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    „ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა.
    ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა.
    „ამჟამად ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობითი ომის გეოპოლიტიკური შედეგი. მაგრამ გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ვბედავთ. გადავხედოთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი კავშირი“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეკემბერში გასამართ სამიტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პოზიტიურ გადაწყვეტილებაზეც მიანიშნა.
    „გვსურს უკრაინა ჩვენი კავშირის წევრად ვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გასცემს“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

    იპნ
  23. tvati
    საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება:


    ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, დემოკრატიულად განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ; მხარს ვუჭერთ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; ვეყრდნობით რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და პარლამენტის შესაბამის რეზოლუციებს, მათ შორის 2021 წლის რეზოლუციას „დეოკუპაციის და რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“; ვადასტურებთ რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას; ერთხმად და მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილება, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში ასევე დამატებითი საფრთხეა ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და როცა ქვეყანა ელოდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომისა. შესაბამისად, ცივილიზებულმა დასავლეთმა უნდა შეაკავოს რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის გამოვლინება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მოვუწოდებთ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი. ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოვახდინოთ ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად. ვინაიდან მმართველმა პარტიამ ფაქტობრივი უარი განაცხადა ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე საქართველოს პარლამენტში, ამ ფორმით გიზიარებთ საპარლამენტო ოპოზიციის ერთიან პოზიციას.

    პატივისცემით, პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე პარლამენტის წევრი ნიკა მაჭუტაძე პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე პარლამენტის წევრი თამარ კორძაია პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის წევრი ანა წითლიძე პარლამენტის წევრი აკაკი მინაშვილი პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი პარლამენტის წევრი გიორგი ბოტკოველი პარლამენტის წევრი თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის წევრი გიორგი გოდაბრელიძე პარლამენტის წევრი აბდულა ისმაილოვი პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე პარლამენტის წევრი სულხან სიბაშვილი პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი პარლამენტის წევრი ცეზარი ჩოჩელი პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის წევრი დევი ჭანკოტაძე პარლამენტის წევრი ეკატერინე ხერხეულიძე პარლამენტის წევრი თეიმურაზ ჯანაშია პარლამენტის წევრი მანუჩარ კვირკელია პარლამენტის წევრი დავით კირკიტაძე პარლამენტის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტის წევრი ჰერმან საბო პარლამენტის წევრი ვახტანგი მეგრელიშვილი პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე პარლამენტის წევრი როსტომ ჩხეიძე.
  24. tvati
    "გამჭირვალე დემოკრატიულ ქვეყნებში სტანდარტი და პროცედურა არის ესეთი, რომ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რამდენად საშიშები არიან გაქცეული პატიმრები მოქალაქეებისთვის."

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    398376361_874143000960949_7985960489455312702_n.mp4
  25. tvati
    “ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნია! ჩვენს მიერ გამოაშკარავებული ერთ–ერთი ხმაურიანი საქმე თბილისის მერიის მიერ რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზისგან“ ხუთ მილიონამდე ლარის სპეცტექნიკის შეძენას ეხებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, მერიამ მაინც არ გააუქმა ხელშეკრულება „კამაზთან“, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ არის სანქცირებული რუსული ტერორისტული არმიის სამხედრო კომპონენტებით მომარაგებისთვის.”
     გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  396855013_664992082291718_4930730812717578838_n.mp4
×
×
  • შექმენი...