Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და  პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი  გახარია სოციალურ ქსელში სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.

    "რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია."




    Twitter: 
     
  2. tvati
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
    უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
    “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
    მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.
    ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, მოკლული თამაზ გინტურია.
    "რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ჩვენი მეგობარი, კირბალელი თამაზ გინტური", - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
  3. tvati
    თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებზე, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    „ნუ დავივიწყებთ უკრაინას. ისე, როგორც არასდროს, უკრაინა იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის პირველი მიმწოდებლები, ჩვენ ვართ უფრო მეტად, ვიდრე შეერთებული შტატები - ციფრები თქვენთვის ცნობილია. გაწევრიანების პერსპექტივა, მდგრადი ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ჩამოყალიბება, სამხედრო დახმარება, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა - ჩვენი სამუშაოს არსებითმა კომპონენტებმა და ამ ყველაფერმა უნდა გააძლიეროს უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ახლა სირთულეებს აწყდება, რათა შეაკავოს რუსეთის შეჭრა და დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორია“, - აღნიშნა ბორელმა.
    მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ამ საკითხზე ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, რადგან სასწორზე ევროკავშირის მთავარი ღირებულებები დევს.
    „თქვენ იცი, რომ რუსეთის დანაკარგები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთს შეუძლია ძალების აღდგენა. რუსეთი მზადაა, მსხვერპლად შესწიროს მეტი ადამიანი და ტექნიკა, ყოველგვარი სინანულის გარეშე. პუტინამდე სტალინს სჯეროდა, რომ რაოდენობა არის ხარისხის წყარო და ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს მნიშვნელობა და ფასი. ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ამ საკითხზე ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, რადგან სასწორზე ჩვენი მთავარი ღირებულებები დევს. უკრაინის მიღმა, არ უნდა გამოგვრჩეს ევროკავშირის გაფართოების გამოწვევა. უკრაინა, ახალი კანდიდატი, წინ უბიძგებს ძველი კანდიდატების რიგს, რომლებიც, წლებია, გველოდებიან და მთელი რიგი იმოძრავებს. ამიტომ ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ დრო, რომელსაც ვხარჯავდით ევროკავშირში გაწევრიანების დაუსრულებელ პროცესზე“, - განაცხადა ბორელმა.

    იპნ
  4. tvati
    ნატალია ძიძიგური ჩვენმა პარტიამ 2 კვირის წინ გარიცხა პარტიიდან, რადგან ეს ადამიანი „ოცნების" შემომწირველ დეველოპერებს მხარს უჭერდა საკრებულოში მოქალაქეების წინააღმდებ. ახლა კი საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდებით გვებრძვიან, რომლის სცენარიც სუს-ში არის დაწერილი.    არსებობს რაღაც ზღვარი, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო. ჩემდა სამწუხაროდ, ნატალია ძიძიგურმა ეს ზღვარი გადალახა.   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  399273283_686539183434467_6360692997340466166_n.mp4
  5. tvati
    ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.
    არსებული ინფორმაციით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული. მომხდართან დაკავშირებით კი 1 პირია დაკავებული.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.

    იპნ
  6. tvati
    "უბრალოდ ტყუილია, სიცრუეა, გადაგდებაა თბილისის მოქალაქეების, რაც იპოდრომთან დაკავშირებით ხდება და რაც მოახერხა კალაძემ. სხვათა შორის ივანიშვილმა ჯერ მუნიციპალიტეტს გადასცა, ეხლა სხვა კომერციული მიზნები გამოჩნდა და ეს არის მოქალაქეების მოტყუება და ქვეყნის იერსახის დამახინჯება. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს ამ ადამიანებისგან მოქალაქეების წინაშე."

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი,დეპუტატი.  399423177_347477261131634_8324430644921273272_n.mp4
  7. tvati
    მთავარია, რომ ხელისუფლება მოეშვას არჩევნების გაყალბების პროცესს, რომელიც დაწყებული აქვს და გადავიდეს შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებაზე, რომ ის ჩამორჩენა, რაც ამ წლინახევრის განმავლობაში „მოახერხა" ეს სივრცე შეავსოს. ამიტომ ხელისუფლება ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას და მას მოუწევს დემოკრატიული რეფორმების გატარება იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ მოლაპარაკების ჩარჩოს ნაწილი ან არა და მოუწევთ სახლში წასვლა.

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    399296017_920916902698401_8970246210579368440_n.mp4
  8. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული რუსული სამხედრო გემი უახლოეს ხანში ვეღარ შეძლებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას. უკრაინის არმიის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა 5 ნოემბერს, ღამით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ქარხანაზე შეტევის შედეგების დაზუსტება გრძელდება, თუმცა, დარტყმა ძლიერი და წარმატებული იყო და იქ მყოფი რუსული სარაკეტო გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
    უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივზე“ სარაკეტო იერიში 4 ნოემბერს მიიტანეს. საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა მიკოლა ოლეშჩუკმა 4 ნოემბერს ღამით, ტელეგრამზე დაწერა, რომ ქარხანაში იდგა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ მატარებელი გემი. რუსეთმა ქერჩის ქარხანაზე შეტევა მეორე დღეს დაადასტურა. 5 ნოემბერს, სახელმწიფო სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“ გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინის 15 ფრთოსანი რაკეტიდან 13 ჩამოაგდეს, მოუგერიებელმა რაკეტამ კი გემი დააზიანა. რომელი გემი, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
    რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა „Схеми“ 5 ნოემბერს გამოაქვეყნა Planet Labs-ის თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც ასახულია ქერჩის ქარხანა სარაკეტო დარტყმის შემდეგ. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების თადარიგის კაპიტანმა ანდრი რიჟენკომ გამოცემას განუცხადა, რომ მისი მონაცემებით, 4 ნოემბერს ამ ტერიტორიაზე იმყოფებდა რუსეთის ერთადერთი სამხედრო ხომალდი, რომელიც „კალიბრის“ ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი - გემი „ასკოლდი“. რიჟენკო თანამგზავრული ფოტოების ანალიზის საფუძველზე ამბობს, რომ გემის ზედა ნაწილი შესამჩნევად დაზიანებულია.

    რადიო თავისუფლება
  9. tvati
    გაეროს ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.
    ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თითქმის ერთი თვეა მსოფლიო უყურებს სიტუაციის განვითარებას ისრაელსა და პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შოკს განიცდის მსხვერპლის გამო, რომელიც სულ უფრო იზრდება. გაეროს სტრუქტურები მხარეებს კვლავ მოუწოდებენ, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა მძევალი, დაცული იყვნენ სამოქალაქო პირები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, ღაზის სექტორი სწრაფად და უსაფრთხოდ იყოს უზრუნველყოფილი სურსათით, წყლით, მედიკამენტებით და საწვავით.
    ერთობლივი განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. „30 დღე გავიდა. კმარა. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერთა შორის არიან გაეროს ადამიანის უფლებების და ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრები, ჰუმანიტარული საკითხების სამმართველოს, ბავშვთა ფონდის, განვითარების პროგრამის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
    ასევე ნახეთ ისრაელის არმია იტყობინება, რომ დაასრულა ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა
    ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს. კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 9400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3900-მდე ბავშვი. ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს. დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას. ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.

    რადიო თავისუფლება
  10. tvati
    თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 ნოემბერს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.
    გასულ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, სასამართლო სათათბიროდ გავიდა განაჩენის გამოსატანად.
    დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, ვინაიდან მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. ბრალდების მხარის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
    ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.
    აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.
    რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი
    სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
    „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი.
    ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.

    იპნ
  11. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 31 მარტს ჩატარების შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.
    „ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მომავალ წელს. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის“, - განაცხადა გონჩარენკომ.
    მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, საზოგადოებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იმით აუხსნას, რომ ეს არის ვითომდა დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა. გონჩარენკო ირწმუნება, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინისგან არანაირ არჩევნებს არ ითხოვენ.
    „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ ითხოვენ ჩვენგან არჩევნებს. არ არსებობს არც საჯარო და არც საზოგადოებრივი მოთხოვნები. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის აპარატის პოლიტიკური ამოცანები. საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან საპარლამენტო არჩევნები პირდაპირ აკრძალულია უკრაინის კონსტიტუციით“, - განაცხადა გონჩარენკომ.

    იპნ
  12. tvati
    თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს.
    განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა არსებული ხელფასების 100%-ით ზრდაა „რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია.“
    ადმინისტრაციის განცხადებით, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია.
    „2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავალი წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ოფიციალურადაც გვეცნობა სამინისტროს 18 ოქტომბრის წერილით. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ 35-40%-ით.“
    განცხადებაში წერია, რომ შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები.
    publika
    ასევე იხილეთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო პერსონალი გაიფიცა
    03 ნოემბერი, 2023  
  13. tvati
    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლებამოსილება შეუჩერა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
    ამიჩაი ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამას“ შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ღაზას სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება, უპასუხა, რომ ღაზაზე ბირთვული ბომბის ჩამოგდება კრიზისთან გამკლავების „ერთი გზაა“.
    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრის განცხადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის რეალობას მოწყვეტილია.
    "ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

    ipn
  14. tvati
    რომის პაპი ფრანცისკე ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
    „ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” - აღნიშნა რომის პაპმა.
    მისი თქმით, იმედი აქვს, იმოქმედებენ იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს.

    ipn
  15. tvati
    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მემკვიდრეობის მინისტრის, ამიჩაი ელიაჰუს განცხადებები ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „რეალობასაა მოწყვეტილი“.
    „ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები რეალობასაა მოწყვეტილი. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტებით, რათა ზიანი არ მიადგეს [ომში] არჩართულ ხალხს. ასეც გავაგრძელებთ გამარჯვებამდე“, – ციტირებს პრემიერის განცხადებას „თაიმს ოფ ისრაელ“.
    ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება „ერთ-ერთი შესაძლებლობაა“.
    გამოცემის ცნობით, ელიაჰუ ექსტრემისტული პარტიის წევრია და არ შედის საომარი პერიოდის კაბინეტში, რომელიც სამხედრო გადაწყვეტილებებს იღებს. იგი ასევე უარყოფს, რომ ღაზას სექტორში უდანაშაულო სამოქალაქო პირებიც არიან და მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს „არ აქვს არსებობის უფლება“.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილს რუსეთის აგრესიის პროპაგანდისთვის ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
    როგორც Kyiv Independent წერს, პატრიარქ კირილისთვის ბრალის დაუსწრებლად წაყენების შესახებ განცხადება უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 4 ნოემბერს გააკეთეს. უწყების განცხადებით, რუსეთის პატრიარქი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მმართველების გარემოცვის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში საჯაროდ დაუჭირა მხარი.
    გამოცემის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ პატრიარქი კირილი იყენებს მის დაქვემდებარებულ პირებს როგორც რუსეთის ეკლესიაში, ასევე მასთან დაკავშირებულ მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინაში, რათა კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის პატრიარქი კრემლის პროპაგანდას ხშირად აჟღერებს საკუთარ ქადაგებებში გასული წლის მარტში კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ გაამართლა და რუსეთის არმია დალოცა კიდეც.
    ამავე თემაზე წაიკითხეთ: უკრაინა რუსეთთან დაკავშირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
    გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება.
    თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს.
    ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, შაბათს, თურქეთმა ისრაელიდან ელჩი, საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვია იმის გამო, რომ ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.
    „ელჩის გაწვევა ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის შედეგია, რომელიც გამოწვეულია ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით და ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელის უარით“, - აღნიშნულია თურქეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
    საკირ ოზქან ტორუნლარი ისრაელში თურქეთის ელჩად 2022 წელს დაინიშნა, მანამდე ქვეყანას ისრაელში ელჩი 4 წლის განმავლობაში არ ჰყოლია მას შემდეგ, რაც 2018 წელს, ათობით პალესტინელის მკვლელობის პროტესტის ნიშნად გაიწვია.
    გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასს“ "გამათავისუფლებელი" ჯგუფი უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელი "ომის დამნაშავის“ მსგავსად იქცევა. საპასუხოდ, ისრაელმა თურქეთში მყოფ დიპლომატებს ქვეყანაში დაბრუნების განკარგულება მისცა.

    იპნ
  18. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ ქერჩში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე - „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდზე - წარმატებული დარტყმა განახორციელეს.
    ”ვადასტურებ”, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.
    მანამდე მან განაცხადა, რომ ელოდებოდა ინფორმაციის დადასტურებას ქერჩის „ზალივის“ გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე წარმატებული დარტყმის განხორციელების შესახებ, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი, „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდი იყო განთავსებული.

    ipn
  19. tvati
    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საზღვარგარეთ ორი ქართველი მეზღვაურის დაღუპვას ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
    „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, General Hospital of Ioannina G. Hatzikosta, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
    26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.
    აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ”, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

    იპნ
  20. tvati
    ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    „უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავს პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როდესაც ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
    ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკრაინა შუაგულ ომში ატარებს.
    „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი არსებობისთვის იბრძვით და ამავდროულად, ღრმა რეფორმებს ატარებთ საკუთარ ქვეყანაში. სასამართლო სისტემის რეფორმას ახდენთ, ოლიგარქების გავლენას ებრძვით, ფულის გათეთრებას ებრძვით…
    ვიცი, რომ გამორჩეული რეფორმების დასრულების პროცესში იმყოფებით. თუ ეს მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაშინ გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადასვლის უკრაინული ამბიციური მიზანი მიღწეული იქნება,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

    იპნ
  21. tvati
    "ეს ხდება ამ წუთებში ანჩისხატთან, თბილისის ისტორიულ უბანში."


    პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრები: სალომე კობალაძე, გიორგი შარაშიძე. 
    398215788_3749356368629042_6293850989041114487_n.mp4
  22. tvati
    რა თქმა უნდა, გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სანქციების მე-12 პაკეტს, ანუ სხვადასხვა საკითხის ფართო სპექტრს, - Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
    მისი თქმით, „ეს გარანტიაა, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით იქამდე ვიდგებით, ვიდრე საჭირო იქნება“.
    ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის ოფიციალურ პირებთან გამართავს.
     
    ipn
  23. tvati
    იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის(სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი) ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
    კონკრეტულად, ვინ არის აღნიშნული პირი ან სად დააკავეს, სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
    შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატროშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    ipn
  24. tvati
    როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იტყობინება, 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო, 3 – 2019 წლის 3 ივნისიდან (ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).
    როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდა.
    „ვინაიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად არ იყო დაკომპლექტებული (პარლამენტი არ ირჩევდა არამოსამართლე წევრებს), საბჭომ, კანონით დადგენილი წესით შეფასების გარეშე, სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა მათ წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულებამდე, 2022 წლის 2 ივნისს გაუხანგრძლივა.
    საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ მოსამართლეების უვადო გადანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა გამოსაცდელი ვადის დაწყებიდან 3 წლის თავზე, როგორც ამას “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებდა, არამედ – 4 წლის შემდეგ“, — აცხადებს „სასამართლოს გუშაგი“.
    შედეგად, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლეები — ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული — კანონით განსაზღვრული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ნაცვლად, 4 წელი ეწეოდნენ სამოსამართლეო საქმიანობას.
    რაც შეეხება  დანარჩენს 23 მოსამართლეს, ესენი არიან:
    ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია. „სასამართლოს გუშაგის“ თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1 დეკემბერს ეწურებოდათ.
    „რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნინო გიორგაძის არდანიშვნა, რომელსაც საბჭომ გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობაც კი არ მისცა, ატარებს სანქციის შინაარსს მოსამართლის წინააღმდეგ“, — მიიჩნევს „სასამართლოს გუშაგი“.
    მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადოდ არდანიშვნისთვის საბჭოს SJC-ც აკრიტიკებს ფოტოზე: მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია/იუსტიციის უმაღლესი საბჭო

    ნეტგაზეთი
  25. tvati
    პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება. როგორც ცნობილია,  ამჟამად ქვეყანაში არსებულ ინტერნეტპროვაიდერების ფასებთან შედარებით მისი მომსახურება უფრო ძვირია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვები: ვისთვის არის Starlink და ღირს თუ არა ამჟამინდელი ინტერნეტპროვაიდერების ჩანაცვლება მისი ინტერნეტით.
    Starlink არის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატელიტების ჯგუფი, რომელიც დედამიწის გარშემო დაბალ ორბიტაზე მოძრაობს. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ინტერნეტი ისეთ ადგილებში ხდება ხელმისაწვდომი, სადაც სხვა ინტერნეტპროვაიდერების მომსახურება ძალიან ძვირი ჯდება, შეუძლებელია, ან ინტერნეტი მკვეთრი შეფერხებით მუშაობს.
    საქართველოში ასეთი ადგილები უმეტესად მაღალმთიანი რეგიონებია.
    “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” თავმჯდომარის, უჩა სეთურის თქმით, ასეთ რეგიონებში და სხვადასხვა ნაკლებად დასახლებულ ზონაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი უალტერნატივოა, თუმცა ის მაინც არ უნდა განვიხილოთ, როგორც ქსელური და მობილური ინტერნეტის ალტერნატივა:
    უჩა სეთური
    Starlink-ის ოფიციალური საიტის თანახმად, ინტერნეტის სტანდარტული პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 160 ლარი იქნება, თუმცა თანამგზავრული ინტერნეტის მისაღებად საჭიროა სპეციალური მოწყობილობა, ე.წ. თეფში, რომელიც 1 780 ლარი ღირს. ეს ფასები განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის და რამდენჯერმე იზრდება იურიდიული პირების შემთხვევაში.
    კერძოდ, იურიდიული პირებს SpaceX სამ პაკეტს სთავაზობს. მათ შორის ყველაზე მცირე 1 ტერაბაიტი ინტერნეტის ღირებულება თვეში 708 ლარია, ხოლო ყველაზე ძვირი — 6 ტერაბაიტის — 4 189 ლარი. ამ შემთხვევაში განსხვავებულია ინტერნეტის მიმღები სპეციალური დანადგარის ფასიც — ის 8 321 ლარს შეადგენს.
    ეს ფასები და მომსახურება განსაზღვრულია იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ერთ ადგილას იქნება განთავსებული, მაგრამ მცირედით განსხვავდება იმ შემთხვევაში, თუ Starlink-ის ინტერნეტის მიღება გადაადგილებისას გჭირდებათ.
    სეთურის შეფასებით, Starlink შესაძლოა, ერთი შეხედვით ძვირად მოგვეჩვენოს, თუმცა, თუ მას შევადარებთ სხვა თანამგზავრულ ინტერნეტპროვაიდერებს, მაშინ უფრო იაფი გამოვა. ხოლო მისი შედარება არსებულ ოპტიკურ სიჩქარეებთან არ შეიძლება ტექნოლოგიურად, ხარისხობრივად და ფასის ჩანაცვლების მხრივ, რადგან Starlink განსხვავებული სერვისია:
    თუმცა, ამ უპირატესობების მიუხედავად, Starlink-ს შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული პრობლემებიც. მაგალითად, ფინურმა ონლაინ გამოცემამ გასულ თვეს გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოთხრობილი იყო “ოულუს უნივერსიტეტის” ცდა, რომლის თანახმადაც, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სიჩქარე იკლებს ტყეებში და ასევე არ იჭერდა ფინეთის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვართან.
    რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც SpaceX არ აძლევს წვდომას Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტზე.
    “[ფინეთში რუსეთის] საზღვრიდან 10-20 კილომეტრის რადიუსში ვცადეთ რამდენიმე ადგილას და ვერ შევძელით სატელიტთან დაკავშირება”, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.
    ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, როგორი ვითარება იქნება ამ მხრივ საქართველოში, რადგან ქვეყნის არცერთ მეზობელ ქვეყანას ამ დროისთვის Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამისთვის დავუკავშირდით კომუნიკაციების კომისიას, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. მათ ოფიციალურ განცხადებაში კი ვკითხულობთ:
    Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის დაფარვის ზონები საქართველოში.
    ამის დასადგენად ასევე დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროსაც, რომელიც SpaceX-თან მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მხარედ იყო ჩართული. თუმცა პრესსამსახურისგან ინფორმაცია სტატიის გამოქვეყნების მომენტში არ მიგვიღია. მათ ასევე ვკითხეთ, განიხილავს თუ არა სახელმწიფო Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტს მთავრობის მიერ გამოცხადებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს მეორედ დააანონსა.
    კომუნიკაციების კომისიის მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მონაცემების თანახმად, საქართველოში 1 067 302 ინტერნეტ აბონენტია ფიქსირებული, მათ შორის- 474 144 აბონენტი (მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირები) თბილისში, დანარჩენი კი სხვადასხვა რეგიონშია გადანაწილებული.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...