"სამწუხაროდ თქვენ, რასაც კვლევას ეძახით, მე მაგას ვეძახი „ოცნების“ ჯიბის ორგანიზაციას. თქვენ, რასაც რეიტინგს ეძახით, მე მაგას ვეძახი „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის საოცნებო სიზმარს. თქვენ, რასაც ჩვენს შესაძლო სურვილებს ეძახდეთ პარლამენტში მოხვედრაზე, მე ვეძახი პოლიტიკურ ამბიციას, პარლამენტში მოხვედრაზე კი არა, არამედ ამ ქვეყნის ორი პარტიის ტყვეობიდან დახსნაზე და ამ მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას მოვითხოვ ყველა პროდასავლური, დემოკრატიული პარტიის მხრიდან."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
402217320_1377723899826355_7279944564329694987_n.mp4
"საჯაროდ მივმართავთ ხელისუფლებას, ასევე წერილობით მივმართავთ პაპუაშვილს, რომ მზად ვართ შესაბამისი ფორმატის პირობებში, მონაწილეობა მივიღოთ კონკრეტული გეგმის შემუშავებაში რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა მიმართულებით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებისთვის."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსვის" წევრი, დეპუტატი.
“სამწუხაროდ, “ოცნების” პირობებში გვიწევს ტოტალური დეზინფორმაციის ეპოქაში ცხოვრება, ჩვენი მოქალაქეების პრობლემები და მათი დღისწესრიგი არის განსხვავებული იმისგან, რასაც ვთავაზობთ.
ევროკავშირში გაწევრიანება სხვა არაფერია თუ არა უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, ღირსეული ცხოვრების უფლება. ნებისმიერი პუნქტისა და რეფორმის განხორციელება კი არის გზა, ჩვენმა მოქალაქეებმა იცხოვრონ სამართლიან სახელმწიფოში.”
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოს" თბილისის საკრებულოს წევრი.
401771168_1516625805739373_1465179795921723429_n.mp4
პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. ამ მიმართულებით დაკორექტირდა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იხილავს.
როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგლამენტი ამ მიმართულებითაც იცვლება და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტებით ჩანაცვლდება.
დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი.
როგორც ცვლილებების ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სესიაზე განმარტა, კანონით დადგენილი კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კერძოდ, პაპუაშვილის თქმით, კანონით დადგენილი კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 8-დან 10-მდეა, ხოლო პარლამენტის წევრების ხელფასებთან დაკავშირებით 7-დან 8.5-მდე წესდება, რითაც კოეფიციენტების ზღართან მიახლოება 85%-ით ხდება.
რეგლამენტის პროექტის შეცვლილი ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრის გასამრჯელო შესაბამისი წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრულ კოეფიციენტზე ნამრავლით განისაზღვრება. პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრება:
პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8;
კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7,4;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2;
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0.
პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იზრდება.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, დეპუტატების გასამრჯელო შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:
პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე – 9 500 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე – 8 750 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8 500 ლარი;
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი;
გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის დღევანდელი მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს:
ბატონო შალვა,
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში
ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით
გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც
დიდი სამუშაოა გასაწევი.
შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“
მოგმართავთ, დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების
ინიცირება. ასევე, გამოვხატავთ მზაობას, კვლავ მივიღოთ მონაწილეობა ევროკავშირის
რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში.
მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი დათქმა სწორედ
პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებითი ბრძოლაა - მათ შორის პარლამენტში
ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით
საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.
ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაში ვერაფერი ამოვიკითხე საქართველოს ინტერესების შესაბამისი, გარდა იმისა, რომ მივხვდი, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლისთვის მოხდა ამ ნაბიჯის წინსწრებით გადადგმა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას.
ლილუაშვილის განმარტებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ემსახურება მიზანს, რომ შეიქმნას ალტერნატივა, თითქოს დასავლეთის გარდა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველმყოფი შეიძლება ვინმე იყოს.
„2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დაახლოებით, სამ თვეში რუსეთი და ჩინეთი აფორმებენ გარკვეული სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან კარგია და გახარიას ხელმოწერილია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ამას ვერავინ გვასწავლის ჩვენ, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკურად შექმნა ალტერნატივა, თითქოს დასავლეთის გარდა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველმყოფი შეიძლება ვინმე იყოს და ამ პარტიულ მიზანს, მავნებლობას რომ ემსახურება ეს ქმედებები, ამაშია პრობლემა. ფუნქცია რა იყო, რა ბენეფიტი მოიტანა ამ სტრატეგიულმა შეთანხმებამ? - იმიტომ, რომ შეთანხმების ტექსტში ვერაფერი ამოვიკითხე საქართველოს ინტერესების შესაბამისი, გარდა იმისა, რომ მივხვდი ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლისთვის ხდება ამ ნაბიჯის წინსწრებით გადატანა. შემდეგ რომ იტყვის საზოგადოება, რომ ანაკლიის პორტი უნდა ყოფილიყო სტრატეგიული ბმის ელემენტი საქართველოს ევროპასთან ან ამერიკასთან და რომ იკითხავს, რომ რატომ გახდა ჩინეთთან, გამოვა ხელისუფლება და იტყვის, რომ „ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორია - მას არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, რომ დაგვიცვას?!“ როგორ დაგიცავს, რუსეთთან სამხედრო სფეროში ხელშეკრულება და პარტნიორული თანამშრომლობა აქვს შენს ოკუპანტ ქვეყანასთან“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.
„სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა“, - განაცხადა რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ელჩი ამბობს, რომ როცა საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, მისი რჩევა იქნება, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ.
2024 წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 15 ნოემბერს განაცხადა. კალაძის თქმით, რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად დაიყოფა და თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდება.
„პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები, იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები რომლებიც საჭიროებს გამაგრებას, ძველი შენობებია. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მოწესრიგდება ფასადზე ქაოტურად არსებული კომუნიკაციების ქსელები“, — ამბობს კალაძე.
მისივე თქმით, „შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით“, გაამაგრებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას.
„ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება“, — განაცხადა კახა კალაძემ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ “საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესსა და შემდგომი დემარკაციის მნიშვნელობაზე” ისაუბრა.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა “თბილისთან უფრო აქტიური მუშაობის საჭიროებაზე სამხრეთ ოსეთის საზღვართან ინციდენტის შემდეგ”.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მხარეს მებრძოლი, ტყვედ ჩავარდნილი ორი ქართველის ვიდეოს ავრცელებს.
ერთ-ერთ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ტყვედ ჩავარდნილი დაწერილ ტექსტს კითხულობს და იმეორებს რუსული პროპაგანდისტულ გზავნილებს დასავლეთის მიერ დაქირავებულ მებრძოლებზე. „ნეტგაზეთი“ ტყვეების სახელებსა და მათი ვიდეოების შინაარსს არ ასაჯაროებს.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც ამბობენ, რომ საკითხს არკვევენ და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ.
“სამწუხაროდ, დღესაც დაძაბულია ვითარება მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის საკითხთან დაკავშირებით. მოსახლეობას არავინ ესაუბრება, დაჰპირდნენ საჯარო განხილვას, მაგრამ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, პირიქით უფრო იძაბება მდგომარეობა, ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი ჰქონდა ადგილი. ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ოცნების” ხელისუფლებას, სანამ უბედურება დატრიალდება დროულად ჩაერთეთ და დაელაპარაკეთ მოსახლეობას. პრობლემა არსებობს, ამ პრობლემას სჭირდება გადაწყვეტა და დროული მიხედვა.”
ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
402220719_1374500926835101_3538936055963222973_n.mp4
GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა - პარტია "საქართველოსთვის" წევრების რეაქცია:
402270325_2356940727832372_6204060345838241321_n.mp4
“დღეს არ არის დამატებითი პოლარიზაციისა და დაპირისპირების დრო. დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაციის დრო, ერთობლივი მუშაობის გარეშე ძალიან რთული იქნება ევროინტეგრაციისკენ გზის გავლა. ამაზე უფრო დიდი მიზანი დღეს უბრალოდ არ არსებობს.
კარგად უნდა გავაცნობიეროთ ასევე, რომ თუ 2024-ის არჩევნები არ ჩატარდება სამართლიანად, თავისუფალად, თუ გაგრძელდა მოსყიდვა, მუქარა, ძალადობა, დაშინება,შავი ფული ეს იქნება შემაფერხებელი გარემოება ევროინტეგრაციის გზაზე, პასუხისმგებლობა კი სრულად “ოცნების” ხელისუფლების იქნება.”
მიშა დაუშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
402264489_329820176415366_2747562368557739678_n.mp4
“პარტიულ ორგანიზაციას რაღაც კვლევას ატარებინებენ და გამოაქვთ რაღაც ფეიკ მონაცემები გარეთ, მაგრამ რეალობა რა არის ზუსტად იციან და ხედავენ. რეალობაა, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამ დროს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც მზარდია არის გახარია და მისი გუნდი, ამიტომაც არიან ძალიან გაღიზიანებული.
ერთის მხრივ “ოცნება” ცდილობს გახარიას დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ, კი აძლიერებს “ნაც.მოძრაობას”. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათთვის მთავარი კომფორტული ოპონენტი “ნაც.მოძრაობაა”, რადგან ფარული ალიანსი აქვთ. როცა “ოცნებას” რაღაც გაუჭირდება, მაგალითად პარლამენტსა თუ საკრებულოებში, ზუსტად იციან “ნაც.მოძრაობა” მათი მაშველი რგოლი იქნება.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
402201979_349332164274916_7913725718002022800_n.mp4
“2024 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა უნდა მოვიდეს. ასე მოუწევს “ოცნებას” უმრავლესობის დათმობა. იმავე მიზეზით მოუწია 2012-ში “ნაც.მოძრაობას” უმრავლესობის დათმობა, თორემ გაყალბებით მაშინაც გაყალბდა.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
402496603_880419790301962_6592622955267879675_n.mp4
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების სახელების შეყვანას თვალისწინებს.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნების“ პრინციპული პოზიციაა, რომ მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის არცერთ დოკუმენტს, რომელიც ოკუპაციასა და საგარეო პოლიტიკას ეხება.
„ჩვენი პოზიცია ოკუპაციასთან და აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით აბსოლუტურად პრინციპულია და ამას დამატებითი მტკიცება, დადასტურება არ სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგარეო პოლიტიკას, ოკუპაციას და ა.შ. ჩვენ ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ ვთქვით, რომ არცერთ მათ დოკუმენტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. ზოგადად, მათი პოლიტიკის მიზანი საგარეო კუთხით, ოკუპაციის კუთხით არის, რომ რამე პროვოკაციებში, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, ჩვენ პრინციპულად მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანას ითვალისწინებს. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, აღნიშნული სია საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყენოს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, პარლამენტში როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის.
ამის შესახებ მან დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის რეპლიკას უპასუხა. რომან გოცირიძე ბიუროს სხდომაზე საუბრობდა, რომ პარლამენტი ოპოზიციის კანონპროექტებს არ განიხილავს. მისი თქმით, პარლამენტი სამი წელია ელისო ბოლქვაძის ინიციატივასაც არ იხილავს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში როიალის დადგმას შეეხება.
„აგერ სამი წელი გთხოვთ [ელისო ბოლქვაძე] როიალი დამიდგითო და ვერ დაუდგით, არ გრცხვენიათ?!“, – განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძის პასუხად ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ როიალი ყველა ევროპულ პარლამენტში დგას.
„ძალიან ბევრი სპეკულაციებია [პარლამენტში] ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ხო კავკაზა-ს ცნობით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩკალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე, განრიგშია გამოქვეყნებული. მასში ნათქვამია, რომ რეისები 2023 წლის 23 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მარტამდე კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენების განხორციელებას თბილისსა და მახაჩკალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს (12 დეკემბრიდან) შორის, ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე გავრცელდა.
Georgian Airways-ს, ისევე როგორც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას ახალი ფრენების დაწყების შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ. ამჟამად ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს თბილისსა და მოსკოვს შორის ახორციელებს.
რუსეთსა და თბილისს შორის ფრენებს რუსული ავიაკომპანია Azimut Airline-იც ახორციელებ. რეისებია: მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი, სოჭი–თბილისი–სოჭი; მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი; Минеральные Воды – თბილისი – Минеральные Воды.
2023 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.
19 მაისს განხორციელდა პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დემარში გამოუცხადა ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ.
“პოლიტიკური პოზიციონირების პრობლემა აქვს ხელისუფლებას. მათ რეაგირება ლავროვის განცხადებაზე ვერ ექნებათ.
დღეს “ოცნების” ისტორიულ მინიმუმზე მყოფი პოლიტიკური რეიტინგი დგას არა მათი იდეოლოგიის კონსოლიდაციაზე, არა მათ პოზიტიურ წვლილზე ამ ქვეყნის განვითარებაში, არამედ დგას წინა ხელისუფლების მობრუნების შიშებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, მივცეთ ქართველ ხალხს შესაძლებლობა “ოცნება” გადააბრძანოს ოპოზიციაში ისე, რომ “ნაც.მოძრაობა” არ მობრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არის ფორმულა.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
400764567_319978300790752_2792309545286890799_n.mp4
“ქართველი ხალხის მიზანი არის ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი დავალება გვაქვს შესასრულებელი. რადიკალური ხელისუფლება და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ერთმანეთს, რომ ეჯიბრებიან ვინ უფრო ევროპელია და ვინ უფრო ევროპულად იქცევა, სინამდვილეში ახლა რეკომენდაციების ერთობლივად შესრულებაზე უნდა გვესაუბრებოდეს. ხელისუფლება კი ნაცვლად ამისა, საზოგადოების დაქსაქსვითა და პოლიტიკური სპექტრის დაპირისპირებით არის დაკავებული.”
ანა ბუჩუკური, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
10000000_650612777153278_3770716722613499464_n.mp4
"ნაცები" და "ქოცები" ერთმანეთს უდასტურებენ თავიანთ გაყალბებულ კვლევებს და ამას აკეთებენ ჩვენს ხარჯზე. ეს დაადასტურა გუშინ ნაცმა მდინარაძემ, როცა მხოლოდ ნაცების რეიტინგი დაადასტურა. ოცნება „ნაცების" საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ყოჩაღ, ბიჭებო, ასე გააგრძელეთ, არჩევნებზე შევხვდებით."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
400836912_1045755686556491_5245284242111453011_n.mp4
GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ – 55%;
„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%;
„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – 4%;
„ლელო“ – 4%;
„ევროპული საქართველო“ – 3%;
„საქართველოსთვის“ – 3%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 2%;
„მოქალაქეები“ – 1%;
„გირჩი“ – 1%;
სხვა – 5%.
„იმედის” თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 13 ნოემბერს გამართა პრეზენტაცია დოკუმენტისა “ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ”, რომელიც რაჭასა და გურიაში 2023 წელს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკას აფასებს.
“საადვოკაციო დოკუმენტი მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას და გამოკვეთს იმ გარემოებებს, რომელთა გამოკვლევა, შესწავლა და ანალიზი აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით”, — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი ნეტგაზეთს დოკუმენტის შემუშავების მიზნებზე, ძირითად მიგნებებსა და ღიად დარჩენილ კითხვებზე ესაუბრა.
“რაჭისა და გურიის მოვლენების შესახებ სიმართლის დასადგენად რამდენიმე საკვანძო საკითხი უნდა დაისვას. თუმცა, ცხადია, ჩვენი დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევებს არ უკავშირდება. უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის გამოწვევები არსებობს კანონმდებლობაში და შემდეგ პრაქტიკაში განხორციელების ეტაპზე. დოკუმენტი აფასებს კიდევ ერთ მიმართულებას — რა გამოწვევები გვაქვს გამოძიების თვალსაზრისით”, – გვეუბნება თამარ ონიანი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შვიდ მთავარ საკითხს გამოყოფს კატასტროფების რისკის მართვასთან დაკავშირებით:
რომელია ძირითადი პასუხისმგებელი ორგანო კატასტროფების რისკის მართვაზე?
რამდენად სრულყოფილია სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი?
არსებობს თუ არა მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი?
არსებობს თუ არა საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების და მართვის პოლიტიკის დოკუმენტები?
რატომ არ არსებობდა ადრეული გაფრთხილების სისტემები?
არსებობდა თუ არა საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები?
რა შესაძლო კავშირი შეიძლება იყოს რაჭასა და გურიაში მიმდინარე საქმიანობებსა და ბუნებრივ კატასტროფებს შორის?
თამარ ონიანის თქმით, საიას კვლევა აფასებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეტაპსაც, იმას, თუ როგორ განხორციელდა ეს ოპერაციები.
“ეს არის ძალიან ფართო საკითხი და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან არ გაქრეს ეს მოვლენები. ყოველწუთიერად შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს ის მოსახლეობა, რომელიც კატასტროფების რისკის ქვეშ არსებულ ზონებში ცხოვრობს”, – ამბობს ონიანი.
საიაში ამბობენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ფართომასშტაბიანი კვლევის პირველი ნაწილია და წამოჭრილ კითხვებზე პასუხების შესავსებად სახელმწიფოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის მოწოდებაა საჭირო, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაციამ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.
“ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას ჩვენი მხრიდან სტრატეგიული მიზანი აქვს, რომ გავზარდოთ უწყებების ანგარიშვალდებულება. ბოლო პერიოდში ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაუარესებულია. ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს ამ თემების ირგვლივ. გვინდა, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში უპასუხოს ჩვენს კითხვებს და სპეკულაციების არეალი გამოირიცხოს”, — აღნიშნავს ონიანი.
ნეტგაზეთთან საუბრისას ონიანი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის უკვე არსებული მიგნებებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია გამოძიების ხარვეზებით მიმდინარეობა. მისი თქმით, ამის საფუძველს იძლევა კვალიფიკაცია, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება და ზღუდავს გამოძიების ფარგლებს. საიას მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლითაც შსს გამოძიებას აწარმოებს, გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით (მუხლი 116), სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას (მუხლი 240). თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩნდება კითხვები კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების შესაძლო ჩადენის შესახებაც: განსაცდელში მიტოვება (მუხლი 128) და სამსახურებრივი გულგრილობა (მუხლი 342).
“მეორე ხარვეზი, ეს თავად გამოძიების მწარმოებელი ორგანოა იმიტომ, რომ გამოძიებას ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, რომელიც, ჩვენი აზრით, არ არის დამოუკიდებელი ამ გამოძიების წარმოებისთვის. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური, რომელიც ყველა ეტაპზე არის ბუნებრივი კატასტროფებიდან მომდინარე რისკის თუ შემდგომ რეაგირების ეტაპზე ძირითადი მოქმედი ორგანო, არის სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება. საერთაშორისო სტანდარტია, რომ გამოძიებას უნდა აწარმოებდეს მიუკერძოებელი ორგანო. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვერ იქნება ის ორგანო, რომლის საქვეუწყებო დაწესებულებაც არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი”, — ამბობს საიას წარმომადგენელი.
თამარ ონიანი ნეტგაზეთთან ასევე საუბრობს კანონმდებლობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე. მაგალითად, საიას შეფასებით, ასეთია “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონი, რომელიც არ მოიცავს მითითებებს ვადებზე კანონის ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2017-20 წლებში ოპერირებდა. ამ სტრატეგიის განახლება არ მომხდარა. უცნობია, რა შესრულდა, შეუსრულებლობის შემთხვევაში რა მიზეზები აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს აქვს ახლა შანსი, რომ დასმულ შეკითხვებზე მოგვაწოდოს ჯეროვანი პასუხი”, — ამბობს თამარ ონიანი.
2023 წლის აგვისტოში შოვში სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სექტემბერში 3 ადამიანი ემსხვერპლა მეწყერს გურიაში. ორივეგან სტიქიის მსხვერპლთა შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის თქმით, სკოლაში ბავშვთა უფასო კვების დაწყებამდე მოსაგვარებელია ბუფეტების პრობლემა, რასაც 2-3 წელი დასჭირდება.
ამის შემდეგ, მინისტრის თქმით, შეიძლება ბავშვთა კვების მოდელის შერჩევა.
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რასაც ახლა ახორციელებს.
„როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ეს უახლოეს 2-3 წელიწადში გვარდება, შემდეგ ეტაპობრივად იქნება ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა“, — თქვა მან და დასძინა, რომ სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების მთავარი წინაღობა ფინანსური და სოციალური პრობლემა არ არის.
სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს, მინისტრის თქმით, მთავრობა ისედაც ეხმარება 200-ლარიანი პაკეტით ყოველთვიურად.
მან დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში მშობელთა ასოციაციის და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით განახლდება მინისტრის ბრძანება სკოლაში მოქმედი ბუფეტებში არსებული სიტუაციის გამოსწორების მიზნით.
“იქ, სადაც ახლა უკვე მოქმედებს სკოლის ბუფეტები, სადაც ეს შესაძლებელია, არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც, როგორც აღმოვაჩინე, წლებია არ განახლებულა და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღეს გვაქვს. ამიტომ უახლოეს მომავალში ყველა უწყების, მათ შორის მშობელთა ასოციაციის ჩართულობით და კონსულტაციით ეს ბრძანება განახლდება, დამტკიცდება და შევა ძალაში.
„ეს მოხდება წლის ბოლომდე, რომ არსებულ ბუფეტებში რა სიტუაციებიც გვაქვს გამოსწორდეს და შემდეგ უნდა გადავიდეთ მეორე ეტაპზე — სადაც არ გვაქვს [ბუფეტი], იქ შევქმნათ“, — დასძინა გიორგი ამილახვარმა.
სკოლებში ბავშვთა კვების საკითხმა საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დაიბრუნა აქტუალურობა. კერძოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“. მანამდე კი იგივე მოთხოვნა ჰქონდა მოძრაობა „ხმას“.
საქართველოს ხელისუფლება 2021 წელსვე ამბობდა, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა – ჯერჯერობით უცნობია.
ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია.
ამის შესახებ ინფორმაციას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის, მშობელი სოციალურ ქსელში წერს.
"რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ",- წერს მაკუნა გოჩიაშვილი "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ სახელმწიფო, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ეტაპობრივად დანერგვას იწყებს. უწყების თანახმად, 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება.
მანამდე მშობლები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და მედიკამენტის საქართველოში დანერგვას და დაფინანსებას ითხოვდნენ.