Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა.
    ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ.
    „საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა", - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
    ამასთან, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი, რომლებსაც, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ინკუბატორებში საფრთხე ემუქრებათ.
    საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შვიდი ასეთი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს, „ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.

    იპნ
  2. tvati
    აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
    ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
    როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

    იპნ
  3. tvati
    "ამ ეტაპზე მთავარია კონსოლიდაცია. ვნახოთ, როგორ შეასრულებს რადიკალური ხელისუფლება და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხალხის დაკვეთას, რაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას გულისხმობს. ამ ყველაფერში საჭიროა ერთიანობა."

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    400769183_1322369495143583_6791795537033533557_n.mp4
  4. tvati
    “არ გვეძლევა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების უფლება, რაც წესით უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მოგეხსენებათ, დაინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი ოჩამჩირის საზღვაო სამხედრო ბაზაზთან დაკავშირებით, რაზეც ჯერ კიდევ ველოდებით, მოხვდეს დღის წესრიგში. ასევე მეორე რეზოლუცია, რომელიც ეხება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობას, ფორმალურად დააწერეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტს. პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” 29 კორესპოდენცია, რომელიც გულისხმობს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, არის ვადაგადაცილებული. საპარლამენტო ინიციატივების ნაწილში, ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ არის გადადებული ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტები. ეს კი ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ ჩვენი მოვალეობები, ხელოვნურად ხელის შეშლის საფუძველზე.”

     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 400861263_1231645488238411_7667875049702394262_n.mp4
  5. tvati
    მოლდოვის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს ელექტროენერგიის ტარიფი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იტყობინება.
     
     
    ამრიგად, კომპანია Premier Energy-ს აბონენტებისთვის (მოლდოვის ცენტრსა და სამხრეთში) ტარიფი 7%-ით შემცირდა - 1 კვტ/სთ-ზე 2,57 ლეიდან ($0.95) 2,39 ლეი-მდე ($0.88), ხოლო FEE Nord კლიენტებისთვის (მოლდოვის ჩრდილოეთში) - 10%-ით, 3,2 ლეიდან ($1.18) 1 კვტ/სთ-ზე 2,88 ლეი-მდე ($1.06) გაიაფდა.
    ANRE-ს პოზიციით, ფასის ცვლილების მიზეზები იყო ელექტროენერგიის საშუალო შესყიდვის ფასის შემცირება დაახლოებით 3-4%-ით, მისი შესყიდვის მოცულობის პროგნოზების ცვლილება, ასევე ეროვნული ვალუტის საშუალო გაცვლითი კურსის გამყარება.
    ოფიციალური გაცვლითი კურსი 10 ნოემბრის მდგომარეობით არის 17,9 ლეი/$1. მოლდოვაში ელექტროენერგიის ტარიფი 2023 წელს პირველად იანვარში, მეორედ აპრილში და მესამედ ივლისის დასაწყისში შემცირდა.

    კომერსანტი
  6. tvati
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.
    სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა და ამოიღო სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.
    კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პირველი პრიმა (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით აწარმოებს.
    „კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით“, — აცხადებს სუსი.

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია Edison research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,  კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
    ქართული ოცნება – 37% ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21% საქართველოსთვის – 9% ლელო – 5% გირჩი/დროა – 4% ლეიბორისტული პარტია – 4% ხალხისთვის – 4% გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4% ალტ-ინფო – 3% ხალხის ძალა – 3% მოქალაქეები – 3% პატრიოტთა ალიანსი – 3% ევროპული საქართველო – 1% სხვა – 1% „ფორმულას“ ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
    ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

    publika
  8. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურაზე, დისკრიმინაციასა და საჯარო პოსტების კონტროლზე საუბრობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
    სამსახურიდან გათავისუფლების შესახდებ ბრძანება მას დღეს, 10 ნოემბერს ჩაბარდა.
    გთავაზობთ მის განცხადებას:
    თავდაპირველად გამოქვეყმებულ facebook-პოსტში ის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ალექსანდრე დარახველიძის დანიშნის შემდგომ არსებულ პრობლემებზე საუბრობდა და აღნიშავდა, რომ შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება.
    „დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას. დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში”, – წერდა რაზმაძე.
    ის ასევე აღნიშნავდა, რომ, როდესაც მან თავისი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს, 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.
    გოგა რაზმაძე ჰყვება, რომ მას სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში „საქმეს ურჩევდა“  შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი.

    publika
  9. tvati
    უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
    "ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე და ამის დავიწყება არ შეგვიძლია. ვხედავთ, რომ ახლა ეს პრინციპები ზეწოლის ქვეშაა. ასე რომ, როგორ შეგვიძლია რეაგირება? როგორ შეგვიძლია ევროკავშირის შიგნით რაღაცების შეცვლა?
    მუდმივად ვიცვლებით, მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს ღირებულებებზე და ამას მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში დაინახავთ. უკრაინაზე თუ ვისაუბრებთ, უკრაინამ მსოფლიოს თვალები აუხილა ამაზე. უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა. ეს უპრეცედენტო იყო, ეს ნატო არ იყო, ეს ევროკავშირი იყო, ვინაიდან გვსურდა უკრაინას დავხმარებოდით საკუთარი თავის დაცვაში. გვსურდა მტკიცე ვყოფილიყავით.
    აქ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვარ და [ევროკავშირის] მეორე ელემენტია ის, რომ ევროკავშირის ქსელს ვაფართოებთ, რათა დავნერგოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება. კი, ეს რთული იქნება, არის შეფერხებები და დაბრკოლებები, მაგრამ აქ პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ჩვენი საზღვრები გავხსნათ, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი”,-განაცხადა მიშელმა.

    ipn
  10. tvati
    როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს სად გადის მისი საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    პრეზიდენტის განმარტებით, თუ ევროკავშირს სურს ჰქონდეს შავი ზღვა, როგორც თანამშრომლობის ზღვა, ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ.
    „რუსეთი და ევროკავშირი. არჩევანი გაკეთებულია იმ დროიდან, რაც საქართველო არსებობს, მაგრამ ეს არჩევანი უფრო მკაფიოდ 1991 წელს გაკეთდა, დამოუკიდებლობის შემდეგ. ეს მუდმივი არჩევანია. ორი დღის წინ, კომისიამ საბოლოოდ მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გადაწყვეტილება - მომდევნო დღეს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა არა ევროკავშირის მომხრეთა ჩვეული 80%, არამედ, 85%. არ ვიცი, უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა თუ შეგვიძლია, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ 75% ევროკავშირის მომხრეა უსაფრთხოების გამო. ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რადგან რეკომენდაციის გადაწყვეტილებამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთმა, როგორც მას ეს დიდი ხანია სჩვევია, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე კი, მძევლად აიყვანა.
    ეს არის ის, რაც პერიოდულად ხდება. ისინი [რუსები] აფხაზეთის აეროპორტს იკავებენ და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე საკუთარი ფლოტისათვის. ასე რომ, ეს არის რუსეთი, იმედი კი ევროკავშირშია. უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, ამას დრო სჭირდება. სავარაუდოდ, იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება საქართველოს სრულფასოვან წევრობას, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ევროკავშირი დანახულია ადგილად, სადაც შენ ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოდ იქნები.
    დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისაა, რასაც დღეს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მიმართ გრძნობენ, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთს გადაწვდომა არ შეუძლია. ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება. ის იმპერიალისტურ ძალად დარჩა. შეიძლება ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი [რუსეთის მიმართ], როგორც ამას სილვი კოფმანი წიგნში Les aveuglés აღწერს. მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის რეალობაა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ რუსეთი საბოლოოდ არ მიხვდება, რომ მას, ისევე როგორც სხვა, ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს საზღვრები, რომელსაც მან პატივი უნდა სცეს. ნებისმიერ რუსს, რომ სთხოვოთ თავისი ქვეყნის საზღვრების დახატვა - ზოგიერთები ამ საზღვრებში უკრაინას მოაქცევენ, სხვები საქართველოს, ზოგიერთები კიდევ სხვადასხვა ადგილებს. მათ არ იციან სად გადის მათი საზღვრები. თუ ევროპას სურს კონტინენტის არქიტექტურის რეკონსტრუქცია, ჩვენი და ევროკავშირის მოვალეობაა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს გაიგებს, რომ მას საზღვრები გააჩნია;
    ვფიქრობ, ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანი იქნება, როდესაც ეს დრო მოვა, როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს სად გადის მისი საზღვრები.
    ეს არის მეზობლების ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, ეს არის კოოპერაციის დასაწყისი. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. თუ ხვალ ევროკავშირს სურს ჰქონდეს შავი ზღვა (რომელიც ევროპული ზღვა გახდა), როგორც თანამშრომლობისა და კავშირებადობის ზღვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს, რადგან ეს ხვალინდელი მსოფლიოსათვის აუცილებლობაა, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

    ipn
  11. tvati
    სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
    დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს.
    ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს აუგებენ, შემდეგ კი, ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ანდრია პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც, 13:00 საათისთვის გარდაცვლილ თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე გადაასვენებენ და დაკრძალავენ.
    გარდაცვლილის ძმის, ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, ოჯახს ერთადერთ მოთხოვნა აქვს, რომ მოხდეს დამნაშავეების სათანადოდ დასჯა.
    „ურთულესი დღეა ჩვენთვის. ვინაიდან ჩემი ძმა ეკლესიის დიდი პატივისმცემელი იყო და იმ შემთხვევის დროს სწორედ ლომისის სალოცავში მიდიოდა სანთლების დასანთებად, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ დაკრძალვამდე მისი გადმოსვენება მომხდარიყო გორის საკათედრო ტაძარში, სადაც წესს აუგებენ და პანაშვიდს გადაუხდიან. ამის შემდეგ გადავასვენებთ სოფელში და დავკრძალავთ. ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, მოხდეს დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ გარდაცვლილის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა.
    ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 2 დღის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.
    შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

    ipn
  12. tvati
    “კვლევა ნამდვილია და ზუსტად გადმოსცემს მოქალაქეების ნებას მაშინ, როცა შიშის ფაქტორი არ არსებობს. შესაბამისად, შესაძლოა ხალხის ნება ზუსტად არ იყოს გადმოცემული შედეგებში. კვლევებით და სხვა ფაქტორებითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი მზარდია. ამას ყველაზე კარგად კი არჩევნებზე დავინახავთ.”
     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  399856634_3590090021310655_6700786098600773953_n.mp4
  13. tvati
    რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თითოეული ჩვენგანისთვის და რა სარგებელი აქვს მას ქვეყნისთვის.

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    400759024_1074725936881022_7337418810202551814_n.mp4
  14. tvati
    გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კედლის მხატვრობის რესტავრატორმა, ლელა ნინოშვილმა „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
    რესტავრატორის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბეს კრიტერიუმები, თუ რა არეალში აქვთ გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა.
    „ვინაიდან გელათში ამჟამად კრიზისული სიტუაცია და საკმაოდ არაორდინალური მდგომარეობაა, როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ისე მისი ფიზიკური ისტორიის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, ეს არეალები, ჩვენ საკონსერვაციო ჩარევის საშუალებებს არ გვაძლევს, ვინაიდან იქ დაზიანების პროცესი კვლავ მიმდინარე, აქტიურია და დაზიანების წყარო აღმოფხვრილი არ არის, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები იმის მიხედვით, თუ რა არეალებში გვაქვს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა დგას, ასევე [ჩამოვაყალიბეთ]კედლის მხატვრობის რა ნაწილი არის სტაბილურ მდგომარეობაში და ამ ეტაპზე, რა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და რა ნაწილში ვერ ხდება საკონსერვაციო ჩარევა. ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დაზიანებების კატეგორიზაცია და სისტემატიზაცია.
    ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა, ვინაიდან უმეტესი მათგანი არის გამოსაწერი საზღვარგარეთიდან. ახლა საჭიროა, რომ დამატებითი კვლევები, მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდეს და შემდგომ გადავდგამთ ნაბიჯს, რითაც უშუალოდ განვახორციელებთ ჩარევებს კრიტიკულ არეალებში“, - განაცხადა ლელა ნინოშვილმა.
    რაც შეეხება ფრესკების ცვენას, როგორც რესტავრატორმა აღნიშნა, ამ მხრივ, დაზიანების პროცესი არის აქტიური გარკვეულ ნაწილში და ზოგად, დაზიანების პროცესი არ არის აქტიური.
    „დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ. ამ ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი არის მიმდინარე, ჯერჯერობით ვიფარგლებით მხოლოდ კვლევით, რომ სრულად შევისწავლოთ მდგომარეობა. ამ ნაწილში ვერ ხორციელდება საკონსერვაციო ჩარევა, მაგრამ დანარჩენ ნაწილებშიც,მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ტაძარია მოხატული, გამოვლინდა არეალები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, გადაუდებელ სტაბილიზაციას და სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ მუშაობა 8 თვის წინ დავიწყეთ და ძალიან აქტიურ ფაზაში, მუშაობა თითქმის არ გაგვიწყვეტია, ეს არის კვლევითი ეტაპი, რომელსაც წინ ვერ გავუსწრებთ, ამიტომ, ვიდრე კონკრეტული შედეგები არ გვექნება, მანამდე ასე წინმსწრებად ნაბიჯების გადადგმა იქნება არასწორი და ძეგლისთვის დამაზიანებელი. რაც შეეხება გადახურვამდე განსახორციელებელ სამუშაოებს, სწორედ ამიტომ არსებობს კონსერვაციის დარგში ეს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიდრე დასრულდება სრულმასშტაბიანი კვლევა და ვიდრე გადახურვა არ დასრულდება, მოხდეს იმ ადგილების ფიქსაცია, რომელიც კრიტიკულად მძიმეა და რომელიც დაკარგვის რისკის ქვეშ არის,“ - განაცხადა ლელა ნინოშვილმა.
    მან ასევე განმარტა, თუ რა ნაწილში წააწყდა არასწორ ჩარევას, რომელიც წარსულში რესტავრაციის შედეგად განხორციელდა.
    „უკანასკნელი ჩარევები, რომლებმაც მოიცვა დასავლეთის მკლავის ზედა რეგისტრები, სრულმასშტაბიანი კვლევა ადასტურებს და ეს არ არის ჩემი მოსაზრება, რომ ის არის შეუთავსებელი ძეგლის ფიზიკურ, ტექნიკურ მდგომარეობასთან, შეუთავსებელი მისი შესრულების ტექნიკასთან და ის არის დამაზიანებელი სამწუხაროდ. [იქ დატანილია] ახალი შეუთავსებელი მასალები, რომლებიც პროგრესირებს და იწვევს ახალ დაზიანებას“, - განაცხადა ლელა ნინოშვილმა.
    სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა არქიტექტორმა ვახტანგ ზესაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტაძარი დროებით გადახურულია, თუმცა კონკრეტული გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე მოხდება. არქიტექტორი განმარტავს,რომ ბევრი გამოწვევა შეხვდათ, თუმცა საბედნიეროდ, დასასრულისკენ გავიდნენ.
    „მეორე ნაწილი არის სტრუქტურული მონიტორინგი, დავაყენეთ ბზარებზე მონიტორინგის სისტემები, რომელიც 10-15 წელი იქნება ადგილზე და ამ ბზარების მოძრაობას აღრიცხავს. გადახურვის თვალსაზრისით შევიმუშავეთ ორი ვარიანტი, ერთმა ვარიანტმა ტაძრის ინტერიერში პრობლემები აჩვენა იმდენი ხარაჩოს გაჩენის მხრივ, რომ უბრალოდ, შემდეგ პარალიზებული გახდებოდა ტაძარი. ამის გამო შევიმუშავეთ მეორე ვარიანტი, რომელიც უსაფრთხოა ტაძრისთვის და ფრესკებისთვის. რეალურად, გუმბათს წყლის ინფილტრაციის პრობლემები დღეს არ აქვს, ამიტომ უნდა გადავხუროთ ტყუილად. გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ, პროცესები კი UNESCO-სთან შეთანხმებით მიდის. ახლა არის დროებითი გადახურვა, რომელიც არის ე.წ. ჟეშტისგან გაკეთებული და რომელიც პირდაპირ კრამიტზე აწყვია. ეს ინფილტრაციის პროცესს აზღვევს, მაგრამ არ აძლევს საშუალებას, რომ არსებული ნესტი შიგნიდან აორთქლდეს ანუ რეალურად, ეს დროებითი გადახურვა, რომელსაც ჩვენ ზევიდან ვაწყობთ, იქ მუშაობის საშუალებას აძლევს უკვე სახურავებზე და რასაკვირველია, ნესტის გაშრობას უკვე სახურავებიდან, რაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვახტანგ ზესაშვილმა.

    იპნ
  15. tvati
    ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
    მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან. მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს.
    „მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
    ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა, ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ მას სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  16. tvati
    ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
    ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული.
    „როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო აღნიშნული ცვლილებების პროექტს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა ჯერ დასრულებული არ არის.
    აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც.
    როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს. შეკრების სახესთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი გზავნილის ეფექტური კომუნიკაცია და არ უნდა იქონიოს მსუსხავი ეფექტი უფლების განხორციელებაზე.
    შეკრების ფორმასა და ტიპთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ მოთხოვნებთან.
    დასკვნაში დეტალურადაა განხილული კანონპროექტის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს. ასევე, პირაპირ არის მითითებული, რომ აქციებით გამოწვეული ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, მათ შორის საგზაო მოძრაობის დროებითი შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს შეწყნარებული, სანამ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს.
    ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, როდესაც ის არააუცილებლად ან აქციებთან დაუკავშირებლადაა მიჩნეული, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს კონვენციებით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებს და გაუმართლებელია.
    როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, არ არის ნათელი თუ რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული მაშინ, როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან, ასევე საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებების თაობაზე. დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია არაპროპორციულად და მსუსხავი ეფექტის მქონედ უფლების განხორციელებაზე. როგორც ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მითითებული,
    შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.
    იმედის გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს ეუთო/ოდირის დასკვნას და უარს იტყვის კანონპროექტის საბოლოოდ მიღებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  17. tvati
    საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.

    მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებლო და სხვ.) ადგილობრივი ჯიშების შესწავლას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივი, იშვიათი ჯიშების კოლექციის შექმნას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, პრაქტიკული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

    სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ხეხილის გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი ჯიშების ნერგები გადასცა. ახალი საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის შექმნა ამ კულტურების კონსერვაციასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

    საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა პარტნიორ ორგანიზაციას გასამრავლებლად ბაღის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში არსებული მარცვლოვანი კულტურების ისტორიული კოლექციიდან, ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების 50-მდე ნიმუში გადასცა. მარცვლოვანი კულტურების ისტორიული კოლექცია 2005-2006 წლებში ბოტანიკური ბაღისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით იქნა აღდგენილი.
    მხარეები საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესწავლისა და შენარჩუნების საკითხებზე 2018 წლიდან თანამშრომლობენ.

    ღონისძეიებას ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა სიხარულიძე და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.

    ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. 
















  18. tvati
    "ოცნებას" სადაც გაუჭირდა იმდენჯერ "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარა კვორუმის შეკვრაში და პირდაპირ ხმები აჩუქა."


    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    401005540_3545220209084966_7538422811471828524_n.mp4
  19. tvati
    გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მთავრობას არ დაუმსახურებია.
    გერმანელი პოლიტიკოსის შეფასებით, რეკომენდაცია, უპირველეს ყოვლისა, საჩუქარია ქართველი ხალხისთვის.
    8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    „თუკი საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირის წევრობისკენ სვლა, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები“, აცხადებს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში.
    რიშის მოსაზრებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს გარკვეული პირობებით მიენიჭოს სტატუსი, „კარგი კომპრომისია“.
    სენატორის თქმით, ნახსენები ცხრა პირობის შესრულების შემდეგ, ბედნიერი იქნება იხილოს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ.
    8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
    „ჩვენი ხმა ევროპას“ — პრეზიდენტი EU-სთვის ხელმოწერებს შეაგროვებს „უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას“ — EU-ს ელჩი სტატუსზე რეკომენდაციაზე ევროკომისია: მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა დათქმებით

    ნეტგაზეთი
  21. tvati
    გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომები დაცულია. იმ შემთხვევებს, როცა ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ, რაზმაძე ასე ხსნის – “მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს”.
    TV მონიტორინგის ეთერში, ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, საკრებულოს თავმჯდომარე ასე გამეხმაურა:
    ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა ის ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს მოკლულ თამაზ გინტურს, რაზმაძემ ასე უპასუხა:
    6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ლომისის ეკლესიის კარი, რომელიც ოკუპანტების აჭედეს, ძალით გააღეს. ამის შემდეგ, მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
    ლევან დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს, თამაზ გინტურს კი ხვალ, 11 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასაფლაოზე დაკრძალავენ.

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს.
    კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა:
    უმუშევრობა – 47% ფასების ზრდა – 45% სიღარიბე – 43% ოკუპირებული ტერიტორიები – 25% ემიგრაცია – 19% განათლება – 18% ნარკოტიკების უკანონო მოხმარება/გავრცელება – 15% ჯანდაცვა – 13% რუსების მიგრაცია საქართველოში – 13% ომი უკრაინაში – 8% ევროინტეგრაცია – 8% კორუფცია – 8% კრიმინალი – 7% გარემოს დაცვის პრობლემები – 3% საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
    კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
    ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

    პუბლიკა
  23. tvati
    Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას, 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.
    კითხვაზე, გსურთ, რომ „ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:
    ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 68% ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 32% სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები), 33%-ს კი უმრავლესობაში „ქართული ოცნების” დარჩენა ერჩივნა.
    ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 86% „ნამდვილად აპირებს”, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 
    ამასთან, მოსახლეობის 60%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 40% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
    საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
    კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

    პუბლიკა
  24. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარიზში მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად იმყოფება, France 24-ს ინტერვიუ მისცა.
    ინტერვიუში მან ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, მიენიჭოს საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი და ასევე, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი იქნება საქართველოს მომავალი „ქართული ოცნების“ პრორუსული პოზიციების ფონზე“.
    ინტერვიუში სალომე ზურაბიშვლმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრება საქართველოსთვის უსაფრთხოების და დემოკრატიის ერთადერთი პერსპექტივაა და ამის გარეშე ქვეყანა მარტო დარჩება რუსეთის წინაშე.
    მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ შეუსრულებია 12 რეკომენდაცია სრულად, ევროკომისიის გადაწყვეტილება არის იმ პროგრესის შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველომ და ასევე ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო გეოპოლიტიკური მდგომარეობით.
    Fance 24-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, ეშინია თუ არა მას, რომ „უფრო და უფრო ღიად პრორუსული მთავრობა“ ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს მოსახლეობაზე. მანვე აღნიშნა, რომ 2024 წელი საარჩევნო წელია.
    Fance 24: პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან?
    პრეზიდენტს ასევე ინტერვიუ ჰქონდა Radio France info-თან, სადაც განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად ევროპამ თავსი მხარდაჭერაც უნდა აჩვენოს, მათ შორის, მომავალი წლის არჩევნებზე:
    France 24-თან და Radio France info-თან პრეზიდენტის ინტერვიუ 9 ნოემბერს შედგა. მათი ქართული თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

    პუბლიკა
  25. tvati
    აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი წერს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან.
    ამ განცხადებით კომიტეტი გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციებს, მიენიჭოს საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გაწევრების გზაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდნენ.
     
    ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
    ამასთან, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
    მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.

    პუბლიკა
×
×
  • შექმენი...