“დიახ რუსეთი არის მტერი და “ოცნება” ცდილობს ამ მტრისგან გამოძერწოს მეგობარი, ეს არის შეუძლებელი. ყველაფრის დათმობა მტერთან არის შემგუებლური რეჟიმი.
სად არის მშვიდობის პოლიტიკა, რომელზეც ამდენს საუბრობდა “ოცნება”. დღეს ჩვენს მოლაქეებს კლავენ, იტაცებენ, ძალადობენ. აი სწორედ ამას ვეძახით ჩვენ “ოცნების” მოჩვენებით მშვიდობას.”
ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
400439572_283913027328761_43255382400309347_n.mp4
“ოცნებას” და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე არიან. მათ რეალური პრაგმატული პოლიტიკის არაფერი ესმით. მათ რუსეთის საგარეო პოლიტიკა როგორც ჩანს არ იციან და მხოლოდ თავიანთ ბრძენ კაცს უჯერებენ.
თუ კი ვინმე იყო მსგავსს სიტუაციებში ჩვენი მხარდამჭერი, საერთაშორისო პარტნიორებს ვგულისხმობ, დღეს ხმის ამომღები ამ ტრაგიკულ ვითარებაზე არავინ იქნება, რადგან “ოცნებამ” მეგობრები მტრად გამოაცხადა.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
400417462_1095968865097532_4872011077010114494_n.mp4
პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ.
ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან.
400154148_1018174179490222_5183921556615709848_n.mp4
“ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან პოლიტიკანები, რომლებიც პოლიტიკას კი არ აკეთებენ , არამედ საზრდოს ეზიდებიან.
რაღაში გვჭირდებიან ხელისუფლებაში, თუ ოჩამჩირეში ბაზა გაახსნევინეს, თუ სოხუმის აეროპორტი გააკეთებინეს, თუ გალში ეთნიკურ ქართველებს აპარტეიდი დამართეს, თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები ვერ დაიჭირეს. ამ ყველაფრის კეთებას სჭირდება პოლიტიკური გამბედაობა, რომელიც “ოცნებას” არ გააჩნია.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
10000000_117865651420240_8414122521654319555_n.mp4
ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული. სავარაუდოდ, ვიდეო თავად გინტურის ან გატაცებული ლევან თოდიაშვილის ტელეფონითაა გადაღებული.
ვიდეოში ჩანს და ისმის, რომ თამაზ გინტურისთვის მიუღებელია რუსების მიერ ეკლესიის აჭედვა.
„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” ამბობს ვიდეოში გინტური, ამის შემდეგ ის და მისი თანმხლები პირი, მოგვიანებით გატაცებული ლევან დოთიაშვილი კარს ხსნიან და ტაძარში შედიან.
„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი” – ისმის ვიდეოში თამაზ გინტურის ხმა.
ვიდეოში არ ჩანს რუსების გამოჩენის და სროლის ეპიზოდი.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული შემაშფოთებელი ნაბიჯისა.
როგორც ფოტიგა წერს, გაფართოების პოლიტიკა რჩება ძირითად ინსტრუმენტად ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ხვალ, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ანგარიშში მან ყურადღება გაამახვილა „ტრენინგების საქმეზეც“ და აღნიშნა, რომ სუს-ის ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც ტრენინგის ორგანიზატორების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს მისცემდა.
მისივე თქმით, ამ სიუჟეტის წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები.
მერი ლოლერმა „შეკრებებისა და მანფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. კარვების კანონი მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. მან ხელისუფლებას მოუწოდა, კანონი გაიხმოს.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო არეულობის შესაძლო დაგეგმვის საქმეზე სუს-ის განცხადება ე.წ. „კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად გამოიყენა.
პრეზიდენტმა ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო.
5 აგვისტოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.
ცვლილებების თანახმად:
მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი;
შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:
საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ამ ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სუსის 18 სექტემბრის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას.
იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება”.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკანონოა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.
"ოცნებისთვის" ადამიანის სიკვდილი იქცა სტატისტიკად, მისი მკვლელობა კი „ერთეულ შემთხვევად“ (გუშინდელს მერე მეგონა არანაირი შეფასება აღარ გამაოცებდა და ესეც იკადრეს). ადამიანზე, როგორც მთავარ ფასეულობაზე, ზრუნვის სახელით ხელისუფლებაში მოსული ოცნება ამ ნაწილშიც ნაცმოძრაობის „ღირსეულ“ გამგრძელებად იქცა - მისთვის მოქალაქეების სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ყველაფრის ფასად. ადამიანების ნაცვლად ძალაუფლებაზე ზრუნვამ დაასრულა ნაცმოძრაობა და დაასრულებს ოცნებასაც."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ხვალ, 20:00 საათზე დაგეგმილი კონცერტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო აღარ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს.
როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ახლა არანაირი კონცერტის ჩატარება არ შეიძლება, რის გამოც, ღონისძიების სახე შეიცვლება, თუმცა, მისი არსი, რომ ქვეყნის „მომავალი რუსეთი არაა“, უცვლელი რჩება.
„ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც ჯერ გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებდით და ვგეგმავდით ხვალ, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს არა ზეიმისთვის (ზეიმი იქნება, თუ ჩვენ პასუხი მივიღეთ დეკემბერში), მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართული - ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი. ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან, რუსეთმა სცადა კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც დღეს, მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი, ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ, ევროპაში გავაგზავნით ჩვენს ხმას - შენს ხმას, ყველანი ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, აქ ყველანი უნდა ვიყოთ და ვიდგეთ, არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რადგან რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს ჩვენი წარსულიდან მაგალითია, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ არასდროს, თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნა და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი. ხვალ, 20:00 საათზე შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამაზე წინმსწრებად ვერ ისაუბრებს.
„არ დავიწყებ ამ თემის გაშლას, ხვალ გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ 8 ნოემბრის დასკვნაზე, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, ცრუ მოლოდინები არ იყოს, ეს არის დასკვნა, გადაწყვეტილება რასაც ჰქვია, იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც 15 დეკემბერს იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული. არავის შეუძლია დღეს, იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაზე წინსწრებით რამე თქვას, ეს თუნდაც პატივისცემაა ამ ქვეყნების სუვერენულობის მიმართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს, - ასე ეხმაურება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, მარკ კლეიტონი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.
„რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის საუკუნოვანი პოლიტიკა არ თავდება.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა და მშვიდობა ევროპაში.
„მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების განმავლობაში, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, განცხადებებს, რომ ვითომ ჩვენი ერთსულოვანი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა, მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის.
ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს საქართველოში შეიძლება სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის, რუსეთისკენ შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რაიმე ისწავლოს. რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთთან მშვიდობიანად მოილაპარაკებს. ჩვენი მომავალი არის პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.
„რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ გვერდზე.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, ამითაა გამოწვეული მათი ისტერიკა გახარიას წინააღმდეგ - მადლობა „ოცნებას”, რომ ჩვენი პარტიის სანიტარულ დასუფთავებას აწარმოებს, ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს გადააკეთებს და „სასაცილო „ფეიკს” გამოაქვეყნებს.
„გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ ჩაატარეს კვლევა „გორბით“ და ისტორიულ მინიმუმზეა მათი მხარდაჭერა. „ქართული ოცნების” მხარდაჭერა ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა. ეს ისტერიკა, რომელიც გახარიას წინააღმდეგ აქვთ, გამოწვეულია ამ კვლევით. ალბათ, გადააკეთებენ-გადმოაკეთებენ და სასაცილო „ფეიკს” გამოაქვეყნებენ, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე რეალურად, რა შედეგი დადო ფარულად ჩატარებულმა კვლევამ. გახარიას წინაშე ისტერიკა გამოწვეულია კვლევით, რისი ჩატარებაც რამდენიმე კვირის წინ დაასრულა „ოცნებამ” და მათი მხარდაჭერა არის დაახლოებით 27%.
ჩვენს გუნდს აქვს მზარდი მხარდაჭერა და ბოლო ერთ თვეში რომ ნახოთ, რამდენჯერ საუბრობს, მაგალითად, ირაკლი კობახიძე. შესაბამისად, გამოხმაურება, რაც გახარიას მხრიდან იხილა საზოგადოებამ ამას უკავშირდება. მადლობა “ოცნებას”, რომ სანიტარულ დასუფთავებას აწარმოებს ჩვენი პარტიის. ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!”,- განაცხადა ბუჩუკურმა.
აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და თანაგრძნობას გამოვხატავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - აცხადებს მეთიუ მილერი.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კირბლელი კაცი თამაზ გინტური, ხოლო გატაცებულია ასევე ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა სოფელ კირბალთან ახლოს მდებარე ლომისის ეკლესიასთან. ეს ტაძარი ოკუპირებულ ტერიტორიებში ექცევა და რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს მასთან მიახლოებას უკრძალავენ. მიმდინარე წლის ზაფხულში ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩამოხსნა. მოკლული და გატაცებული, სავარაუდოდ, ეკლესიაში მოსალოცად მიდიოდნენ.
მომხდარის შემდეგ თბილისმა ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
“აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ოსური მხარის ცნობით, შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ოსურ მედიასთან აღნიშნა, რომ ისინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან და მხოლოდ ის იციან, რომ მოხდა ინციდენტი, რომელშიც იარაღიც ფიგურირებს.
“ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას ცრუ დასმენაზე.
რა თქმა უნდა, ეს არის “ოცნების” მიერ დადგმული სპექტაკლი, რომლითაც ცდილობს გააშავოს თავისი ყოფილი გუნდის წევრები იმ კაგებეშნიკური მეთოდებით, რომლებიც კარგად აითვისა “ოცნებამ”.
აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი.
400130386_1766106630528653_1988189442240985799_n.mp4
“აბსოლუტურად აღარაფერი არ დარჩა “ოცნებისგან” ისეთი, რაც მათ განასხვავებდა “ნაც.მოძრაობისგან” და რის გამოც მათ ჰქონდათ დიდი მხარდაჭრა საქართველოს მოქალაქეებისგან.
“ოცნება” გადმოვიდა შეტევაზე ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებსაც ებრძოდა 2011-12 წლებში. ჩვენი საკრებულოს წევრს და მის არასრულწლოვან შვილს იარაღები დაადეს, მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს, კიდევ არის მსგავსი ფაქტები, რომლებიც ზეწოლასა და მუქარას მოიცავდა.
ვეტყვი “ოცნებას”, ჩვენ იმდენად დიადი და ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიზანი გვაერთიანებს, მათი ჩანერგილი თუ მოსყიდული ადამიანების გამოცლით კი არ გვაზიანებენ, არამედ აბეტონებენ საკუთარ პოლიტიკურ შლეიფს და იმას, რომ ერთი-ერთში დაემსგავსნენ “ნაც.მოძრაობას” და მათი ადგილი პოლიტიკაში უკვე აღარ არის.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
399110015_6726268714130727_5457167186953250432_n.mp4
“ყველა წასულის ან გაშვებულის, რომლებსაც ჩვენთან საერთო აღარაფერი აღარ ჰქონდათ, ნარატივი თუ რატომ დატოვეს პარტია, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ეს ყველაფერი ერთმანეთს უბრალოდ კი არ ჰგავს, უფრო მეტიც ერთი უწყების დაწერილი ტექსტია, რომელიც ამ ადამიანებს უნდა გაეჟღერებინათ.
“ოცნება” თვალნათლივ ხედავს, რომ გიორგი გახარიასა და მის პარტიას აქვს მზარდი რეიტინგი, შესაბამისად ცდილობენ მის დისკრედიტაციას. ამისთვის კი იყენებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც დააშინებენ ან მოისყიდიან.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
400175691_721710573320757_1673877427298430808_n.mp4
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ 25 მილიონი ევროთი გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მილიონ ევროს მიაღწევს.
„ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი პრიორიტეტია პარტნიორებთან მუშაობა რაფაჰის ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ვმუშაობთ დამატებით მარშრუტებზე - მაგალითად, საზღვაო დერეფანზე კვიპროსიდან - რაც უზრუნველყოფს დახმარების მდგრად, რეგულირებულ და ძლიერ ნაკადს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან, ასევე, ისაუბრა ღაზაში მყოფი მძევლების საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მძევალი მნიშვნელოვანია.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ღაზის სექტორის მომავალზე საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტებისთვის და განიხილება სხვადასხვა იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის უზრუნველყოფა, მათ შორის გაერო-ს მანდატით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შექმნა.
„ეს ნიშნავს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ვერ გააკონტროლებს ან მართავს ღაზას. უნდა იყოს მხოლოდ ერთი პალესტინის ხელისუფლება და ერთი პალესტინის სახელმწიფო“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ღირსების შელახვის მიზნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს წარუდგინეს ბრალი. შემთხვევა გასულ კვირას, 30 ოქტომბერს მოხდა.
ბრალდებულები პირველ ნოემბერს დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით წარუდგინეს ბრალი, რაც გულისხმობს დამამცირებელ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სისხლის სამართლის საქმეზე სხვა პირების მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, დროულად აღდგეს თერაპიული სესიები მათი შვილებისთვის. ამის შესახებ მათ პრესკონფერენცია დღეს, 6 ნოემბერს, თბილისში გამართეს.
მშობლების თქმით, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის თოთოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო კი ბავშვებს თერაპიულ სესიებს სექტემბრის შემდეგ აღარ აწვდის.
„მესმის, რომ შეიძლება კლინიკის აღჭურვის პროცესი ვადებში გახანგრძლივდეს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნა არის შეხვედრა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსმენა“, — აცხადებს ანა დანელია.
თერაპიული სესიები მას შემდეგ შეწყდა, რაც თბილისში, ილიას უნივერსიტეტის C კორპუსში არსებული „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტი“ შენობის ავარიულობის საბაბით დაიხურა.
ერთ-ერთი აქტივისტისა და მშობლის, მარი კორკოტაძის თმით, საუბარი იყო ალტერნატიული ფართის მოწყობაზეც, თუმცა პროცესი მუდმივად იწელება დროში. კორკოტაძე პრემიერ-მინისტრის მრჩევერლს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილს ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს.
„ნიკო თათულაშვილისგან — უშუალოდ მას ვერ ვეკონტაქტებით იმიტომ, რომ თავისი საკონტაქტო ინფორმაცია არ გაგვიზიარა, მისი თანამშრომელი გვეკონტაქტება — სულ არის ცრუ დაპირებები: მომავალ კვრას იქნება შეხვედრა, 10 დღის შემდეგ იქნება შეხვედრა, 5 დღის შემდეგ იქნება შევხედრა … ამ დაპირებებში გავიდა თითქმის ორი თვე. ბავშვები ამ მნიშვნელოვანი თერაპიების გარეშე დარჩნენ“, — განაცხადა მარი კორკოტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი“ 2023 წლის სექტემბერში დაიხურა. ინსტიტუტი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში იყო განთავსებული, დახურვის მიზეზად ილიას უნივერსიტეტმა შენობის ავარიული მდგომარეობა დაასახელა.
ილიაუნის C კორპუსს ავარიულობის გამო ცლიან — რა ხდება
25 სექტემბერს აუტიზმის მქონე ბავშების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადებით მიმართეს და პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფა სთხოვეს.
ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად“ აფასებს.
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები.
„ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.
სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას”, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული პირი თამაზ გინტურია.