Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    მოსკოვი გაოცებულია, რომ ევროკავშირი სწორედ რუსულ მხარეს ადანაშაულებს სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში, ამბობს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა.
    „გაკვირვებული ვართ ევროკავშირის პოზიციით. იქ იგნორირებულია ცხადი ფაქტები და სამხრეთოსური მხარის დეტალური ახსნა-განმარტებები. ყველაზე შოკი სმომგვრელია ის, რომ ბრიუსელში ცდილობენ, უაპელაციოდ დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, მცდარი შეფასებებია. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ევროკავშირი აშკარად ანგაჟირებული და მიკერძოებულია რუსეთის მიმართ“, – ციტირებს ზახაროვას სამთავრობო გამოცემა „ტასსი“.
    რუსული მხარის წარმომადგენლის განცხადებითვე, ევროკავშირის ეს პოზიცია ძირს უთხრის ბრიუსელს, როგორც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეს.
    6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.
    ისინი სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ტაძართან იმყოფებოდნენ. ის ამჟამად საოკუპაციო ხაზს იქითაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ტაძარში სიარულს მაინც ახერხებდნენ, წელს კი საოკუპაციო ძალებმა შესვლა აუკრძალეს. როგორც კირბლელი გივი გინტური (თამაზ გინტურის ძმა) ნეტგაზეთთან ჰყვება, ტაძრის კარი რუსმა სამხედროებმა 7 ივნისს აჭედეს.
    მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივები პოლიციის დახმარებით, ხან კი მათ გარეშეც ახერხებდნენ სასაფლაოსა და ეკლესიაში მისვლას, თუმცა ბოლო სამი წელია ეს განსაკუთრებით გართულდა.

    ნეტგაზეთი
  2. tvati
    ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
    სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.
    საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცნეტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა დღეს, 9 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

    ნეტგაზეთი
  3. tvati
    “ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, გუშინ კი ჩვენ ქართველი ხალხის ზეიმი ვიხილეთ და სიამაყის გრძნობას არ დაუტოვებია თითოეული ჩვენგანი… ვინც ამ პროცესში თავის თავს ვერ დაინახავს, ეს იქნება მისთვის განაჩენი. როცა მოქალაქეები ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენს პოლიტიკურ ამბიციებსა და ეგოზე მაღლა არ დავდგეთ, რადგან ეროვნული ამოცანის წინაშე ვდგავართ.”    ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 397561257_1106338963691914_4103811262682626218_n.mp4
  4. tvati
    ლევან დოთიაშვილს საქართველოს 9 ნოემბერს საღამოს გადავცემთ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “კგბ” ავრცელებს.
    “იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტის გამოძიება ოპერატიულად და სრულად მოხდა, ასევე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია ლ. დოთიაშვილის საქართველოში გაძევების გადაწყვეტილება.
    ამგვარად, დღეს საღამოს, 9 ნოემბერს ლ. დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა,” - ნათქვამია ოკუირებული ცხინვალის “კგბ”-ის განცხადებაში.
    ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
  5. tvati
    “მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, რადგან მთელ მსოფლიოს არაერთხელ აჩვენეს,რომ ჩვენი ერთადერთი არჩევანი ევროკავშირია და არა რუსეთი. ასევე მადლობა ევროპელ ხალხს, რომ ეს დაინახეს და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს. “ოცნების” მიზანი არასდროს ყოფილა 12 პუნქტის შესრულება და სამწუხაროდ, არც ახლა იქნება 9 რეკომენდაციის შესრულება. უნდა გვესმოდეს, “ოცნების” მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ დათქმებს შეასრულებენ არ უნდა გვქონდეს, რადგან ამ პირობების შესრულება ნიშნავს იმას, რომ მათ ინსტიტუტები უნდა გაათავისუფლონ და დამოუკიდებლობის ხარისხი გაუზარდონ.”
     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  400279834_1560200607846004_7922586483545283200_n.mp4
  6. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების შესახებ აცხადებს, რომ მან საოკუპაციო ხაზი თავისი ნებით გადაკვეთა.
    შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
    უწყება აცხადებს, რომ რაფიელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა და გაესაუბრნენ ყველა შესაძლო მოწმეს.
    ინფორმაცია რუსი აქტივისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ რუსულენოვანმა მედიებმა 8-9 ნოემბერს გაავრცელეს. მათი ინფორმაციით,  რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოქტომბრის დასაწყისში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ის ვლადიკავკაზში იყო დაკავებული.
    მოგვიანებით  ფონდმა „თავისუფალი რუსეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა ის, რასაც დღეს უწყება საჯაროდ თავადაც ამბობს: აფაილ შეპელევი ტაქსით ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში. ადგილობრივებმა ის რუსეთის საოკუპაციო ძალები (სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის FSB-ის მესაზღვრეები) იმყოფებოდნენ. მათ ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რომელიც ოფიციალური თბილისის მიერ ვერ კონტროლდება.
     
    პუბლიკა
  7. tvati
    ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად გამოაქვეყნა გაფართოების 122-გვერდიანი ანგარიში, რომელიც სხვადასხვა სფეროში გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებს მიმოიხილავს. დოკუმენტში ყურადღება ეთმობა 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს.
    ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილში ევროკომისია გამოყოფს ოთხ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც საქართველომ მომავალ წელს უნდა შეასრულოს. მათ შორის არის 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორთა დასჯა.
    „საქართველომ მომავალ წელს უნდა გამოიძიოს და დასაჯოს 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს Tbilisi Pride-ზე მომხდარ ძალადობის ორგანიზატორები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
    2021 წლის 5 ივლისის მოვლენები ნახსენებია დოკუმენტის გამოხატვის თავისუფლების ნაწილშიც. მომავალ წელს შესასრულებელ სამ კონკრეტულ ნაბიჯს შორის ერთ-ერთია:
    „საქართველომ მომავალ წელს უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ასევე სწრაფი, მიუკერძოებელი და სათანადო სამართლებრივი მონიტორინგი ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაშინების შემთხვევებზე, მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე ძალადობის წამქეზებელთა მიმართ“, – წერია ანგარიშში.
    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020-2022 წლებში, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ მიიღო 16 შეტყობინება ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ. შედარებისთვის, წინა 3 წლის განმავლობაში ორგანიზაციაში არცერთი შეტყობინება არ შესულა. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს უსაფრთხოების მაჩვენებელი 100-დან 135-მდე გაუარესდა 2023 წლის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინდექსში და ქვეყანა 77-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
    ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ ორგანიზატორები კვლავ თავისუფალი არიან.
    „2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელნი არიან. დაზარალებულად აღიარებულია 60 ფიზიკური პირი (მათ შორის 48 ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი) და ერთი იურიდიული პირი – „თბილისი პრაიდი“. პროკურატურამ ძალადობაში მონაწილეობისთვის 31 პირს ბრალი წარუდგინა; 14 ბრალდებულის საქმის წარმოება დასრულდა. რაც შეეხება ძალადობის ორგანიზატორებს, გამოძიება ოფიციალურად ამ დრომდე გრძელდება. საანგარიშო პერიოდში არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა არ მომხდარა. საქართველო სასწრაფოდ უნდა დააკვირდეს ამ შემთხვევებს, პასუხისგებაში მისცეს ძალადობის მონაწილეები და წამქეზებლები“.
    5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებდნენ, აქეზებენ ძალადობისკენ და 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივ ჯგუფებში გაწევრების გზებსაც სთავაზობდნენ.
    5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს თავს ათობით ჟურნალისტს დაესხნენ. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
    ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.
     
    პუბლიკა
  8. tvati
    Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის, „არტპადგატოვკის” აქტივისტი, რაფაილ შეპელევი შესაძლოა რუსმა საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ კირბალში დააკავეს.
    მანამდე გამოცემა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „პირველ დეპარტამენტზე” დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეპელევი შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.
    კერძოდ, ამ ორგანიზაციამ თქვა, რომ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „პირველი დეპარტამენტისვე” ცნობით, ვლადიკავკაზში რაიონულმა სასამართლომ „წვრილმან ხულიგნობაში” დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ კი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
    „პირველი დეპარტამენტის” მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გააკეთა ფონდმა „თავისუფალი რუსეთი”.
    ამ ორგანიზაციის განცხადების თანახმად:
    შინაგან საქმეთა სამინისტროს „პუბლიკაც” დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
    ასევე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 ნოემბერს გორის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი დააკავეს.
    7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული. ვიდეოში ჩანს და ისმის, რომ თამაზ გინტურისთვის მიუღებელია რუსების მიერ ეკლესიის აჭედვა.
    „ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” ამბობს ვიდეოში გინტური, ამის შემდეგ ის და მისი თანმხლები პირი, მოგვიანებით გატაცებული ლევან დოთიაშვილი კარს ხსნიან და ტაძარში შედიან.
    რუსმა ოკუპანტებმა კირბალში ლომისის ტაძარში შესასვლელი კარი მიმდინარე წლის აგვისტოში აჭედეს.
     
    პუბლიკა
  9. tvati
    აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
    როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს „კარგი ამბებია“, ვინაიდან „უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“.
    8 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
    „ჩვენი ხმა ევროპას“ — პრეზიდენტი EU-სთვის ხელმოწერებს შეაგროვებს „უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას“ — EU-ს ელჩი სტატუსზე რეკომენდაციაზე ევროკომისია: მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა დათქმებით ნეტგაზეთი
  10. tvati
    პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ხელი პირველმა თავად სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ.
    როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
    „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
    მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ, ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!
    საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია პეტიციაში.
    პეტიციაზე ონლაინ მიერთების მსურველებმა იხილეთ ბმული.

    ინტერპრესნიუსი
  11. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“.

    იპნ
     
  12. tvati
    2024 წლის პირველი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა იქნება სავალდებულო.
    უფრო კონკრეტულად, „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.
    ამასთან, როგორც ცნობილია, 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც დგება.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ პროცესს 1-ელი იანვრიდან მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო გაუწევს.
    რაც შეეხება აბორტის გაკეთების ვადებს, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.
    რაც შეეხება 7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტას, ის ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს.
    „10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით.
    12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში (გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დაწესებულების დონეზე) სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

    იპნ
  13. tvati
    "მადლობა - ქართველ ხალხს! დღევანდელი დღე ეკუთვნის ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი! მადლობა, რომ ამისთვის უმძიმესი ფასის არაერთხელ გადახდის მიუხედავად, ურყევად რჩებით თავისუფლების ერთგულად და გესმით, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ევროპასთან ერთად. მადლობა - ევროპელ ხალხს! იმისთვის, რომ ხედავთ ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები! დიახ, ასე იქცევიან მეგობრები - რომლებიც სირთულეების მიუხედავად, გვერდში უდგანან საკუთარ მეგობრებს! ახლა ერთიანობის და მუშაობის დროა! ახლა ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ლიდერის სტატუსი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესში! ამას ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს! სწორედ ერთიანობაა ახლა ქართველი ხალხის დავალება! იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი წინაპრების მიზანს და აღვასრულოთ ჩვენი შვილების ოცნება; იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში და გავიდეთ სამშვიდობოს ყველაზე მოკლე გზა არის ერთიანი ძალისხმევა! მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ საქართველოსთვის! ჩვენს წინსვლას ევროპისკენ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს! ვინც გაიაზრებს, ქართველი ხალხის დავალებას - ძალიან კარგი, და ვინც ამას ვერ გაიაზრებს, ის იქნება ქვეყნის და შესაბამისად, ჩვენი მტერი და ეს იქნება წყალგამყოფი ჩვენთვის! 2024 წელიც ძალიან მალე მოვა!"


    პარტია "საქართველოსთვის"
  14. tvati
    “დღეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანს, ან გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან არადა მოუწევს სახლში წასვლა, 2024 წლის არჩევნები შორს არ არის.”

    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 400645966_640172308271442_7461011111446168934_n.mp4
  15. tvati
    "ის დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა, სადაც ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში და გადაწყვეტილების მიღება ყოველ დღე უფრო და უფრო არადემოკრატიულია, საგარეო კურსი შეიძლება შეიცვალოს, გადაიხაროს ისე, რომ არანაირი კონსულტაციები არ ჩატარდეს საზოგადოებასთან, არ იყოს ჩართულობა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, მათ შორის ოპოზიციის. ის დამოკიდებულება, რომ ძალაუფლება არის განუყოფელი და ერთადერთი, შუასაუკუნეობრივი აბსოლიტარიზმის პრინციპით გამომდინარე, რომ არანაირი გაყოფა არ შეიძლება, ეს თავისთავად ძალიან ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს, ასევე ეწინააღმდეგება ჩვენი მომავალი განვითარების სურვილს. რეალურად ეს რეკომენდაციები, რომლის შესრულებასაც ჩვენგან ითხოვენ, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს სწორედ ამ ტიპის რეჟიმის დამსხვრევისკენ და ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ ამას გააკეთებს ის ხელისუფლება, რომელმაც თვითონ შექმნა ეს რეჟიმი, ალბათ არ იქნება სწორი.
     ნატა საბანაძე, საერთაშორისო უეთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Research Fellow). 400175679_1292626951442966_2446069605190324234_n.mp4
  16. tvati
    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა საქართველოს მოსახლეობას ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი შეფასების მოცემა.
    ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს დღე არის ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ევროპული გზა. პრეზიდენტის თქმით, ხალხს ამ გზიდან არ გადაუხვევია.
    ,,ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს,   ჩვენი პასუხი ოკუპაციას” – თქვა ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.
    ევროკომისიამ დღეს, 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
    ამასთან, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
    მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.

    პუბლიკა
  17. tvati
    ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპარლამენტარები. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები”.
    მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ მონიტორინგს და მუშაობას იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია აისახოს ევროპის საბჭოს დეკემბრის ანგარიშში.
    განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, მაიკლ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსიმ, სვენ მიკსერი.
    დღეს, 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ევროკომისია რეკომენდაციას უწევს.
    „კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დენ ლაიენი.
    ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის საკითხზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, ამავე წლის დეკემბერში. ევროპული საბჭო პოლიტიკური ორგანოა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედიან. ანუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი EU-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს. კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, თუმცა, ეს, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია.

    იპნ
  18. tvati
    უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ რეკომენდაციებზე იმოქმედოს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
    “გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ, არის ყოვლისმომცველი და ძალიან დეტალური დოკუმენტი. 136 გვერდი ინგლისურ ენაზე ძალიან დეტალურად. 30 თავში აღწერენ, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერში, რა ნაწილები უნდა შემოიღოს საქართველომ, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს.
    უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ დეტალურ, ხანდახან ძალიან ტექნიკურ, რეკომენდაციებზე იმოქმედოს.
    უფრო დიდ სურათში - ევროკომისიამ ცხრა ნაბიჯი დასახა, რომლებშიც საქართველოს პროგრესის ნახვა გვსურს. ამ ნაბიჯებიდან ზოგიერთი იდენტურია ან ძალიან მსგავსია 12 პრიორიტეტთან, რომლებზეც პროგრესი იყო, მაგრამ მეტი პროგრესია საჭირო. სხვა ნაბიჯები ახალია. შეხედეთ პირველ ნაბიჯს - დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით დეზინფორმაციას, რომელიც ევროკავშირს უმიზნებს. ასევე სხვა ნაბიჯი - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ფოკუსირება. ყველა ამ ნაბიჯზე ქმედებაა საჭირო და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებს დავეხმაროთ მაქსიმალურად შესაძლო პროგრესის მიღწევაში ყველა ამ ნაბიჯზე და ყველა დეტალურად აღწერილ, ტექნიკურ რეკომენდაციაზე, რომლებიც გაფართოების შესახებ ანგარიშშია მოყვანილი,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

    იპნ
  19. tvati
    მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში , - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.
    დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის განცხადებებთან შესაბამისობაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის ქმედებებში და გამოიყენონ შეთანხმებული სანქციები და შემზღუდავი ზომები.
    „საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საანგარიშო პერიოდში მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პოზიციებს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებს. თუმცა, საქართველო ძალიან მჭიდროდ და პროაქტიულად თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლით პრევენციის მიზნით. საქართველომ განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში და ოპერაციებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში.
    მნიშვნელოვანი დამატებითი ძალისხმევაა საჭირო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დაახლოების გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირისა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებსა და შემაკავებელ ზომებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
    მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში; გააგრძელოს ძალისხმევა ჰიბრიდული/კიბერ მდგრადობის გასაზრდელად, გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ იქნან გამოყენებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

    იპნ
  20. tvati
    ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    "საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
    ბრიუსელში პრესკონფერენცია, რომელზეც უსრულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მედიას, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ანგარიშს აცნობს, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
     
    იპნ
  21. tvati
    დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“.
    მათი ორი რესპონდენტის, – ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
    რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“.
    საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. იმავე წლის ზაფხულში მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა და სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი 12 რეკომენდაცია მიიღეს. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ რეკომენდაციები შეასრულა, თუმცა როგორც თბილისში მყოფი ჟოზეფ ბორელი ამბობდა, საქართველომ სრულად შეასრულა 12-დან 3 რეკომენდაცია.

    netgazeti
  22. tvati
    ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას.    ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა ევროინტეგრაციის გზაა.

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი.  399343376_747192220578762_2770922988650172210_n.mp4
  23. tvati
    “რუსეთი ჩვენი მტერი და ოკუპანტია, ის დღესაც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმის “ოცნება” რუსეთის აგრესიას სახელს რატომ ვერ არქმევს. მსგავს ვითარებაში ჩვენი გამოსავალია ერთი, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, მეორე გავძლიერდეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით. “ოცნება” კი თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან. რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს იმას, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირებას ვერ მოახდენ, ვერც შენს თავს და მოქალაქეებს ვერ დაიცავ.”      მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_302850989177949_224044619521318883_n.mp4
  24. tvati
    "მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ოკუპაცია არის ზეპარტიული საკითხი და ამის ირგვლივ გავერთიანდეთ ყველა. ახლა საჭიროა ერთობლივი განაცხადის გაკეთება."

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    399279700_1987252354977723_3118905473879214000_n.mp4
  25. tvati
    “რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი. მტერი ვინ არის ძალიან ნათელია, რუსეთი. კონფლიქტი მოუგვარებელია, საქართველო მარტო ვერ მოახერხებს რუსეთთან გამკლავებას, ამის გამოცდილება გვაქვს. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა, მეგობრების დარაზმვა, მაგრამ იმისთვის, რომ დაირაზმონ მეგობრები უნდა გყავდეს. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ბოლო დროს კი ამ საკითხში მოვიკოჭლებთ. არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, უსაფრთხოება იყოს შიდაპოლიტიკური გარჩევის საგანი, მით უმეტეს, როცა ტრაგიკული შემთხვევა გვაქვს. საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება და უნდა ვაჩვენოთ ოკუპანტს და ამასთან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ერთობა.”

     ნატა საბანაძე, საერთაშორისო უეთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Research Fellow). 10000000_359565023402456_2221294139835399622_n.mp4
×
×
  • შექმენი...