Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
    ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
    დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია.

    იპნ
  2. tvati
    ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი მთის ფერდობზე ტყის მასივს უკიდია.
    მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები.
    უწყების განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
    მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

    პუბლიკა
  3. tvati
    "მოგესალმებით მეგობრებო! ალბათ საინფორმაციო საშუალებებითაც შეიტყობდით, რომ ლუგელას ხეობაში ტყის მასივი იწვის. ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია,შესაბამისად მის ლიკვიდაციაში 150-მდე მაშველია ჩართული რეგიონის მასშტაბით. ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისედ შევუერთდეთ ჩვენს გმირ მაშველებს. დღეს მუხურის ცენტრში შევიკრიბებით 13:00 საათზე. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შემოგვიერთდით."


    ჩხოროწყუ საქართვეელოსთვის
  4. tvati
    პროკურატურის ინფორმაციით, ქორწინების იძულების ფაქტზე 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინეს.
    პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
    პროკურატურის ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    პუბლიკა
  5. tvati
    „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარიდან ერთ-ერთი დააკავეს, ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
    გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული პირი არასრუწლოვანია და საკუთარ სახლში აიყვანეს, სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს. დანარჩენი 2 გაქცეულის ძებნა კვლავ გრძელდება.
    „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიქცა. ისინი კლინიკაში კვლევებზე მიიყვანეს და ბადრაგებს გაექცნენ.
    იუსტიციის მინისტრმა, სამივე პატიმარს მოუწოდა „გონს მოეგონ და ჩაბარდნენ“.

    იპნ
  6. tvati
    „სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ნინო გიორგაძეს, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, უფლებამოსილება შეუწყდა.
    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2023 წლის 1 ნოემბერს გაიმართა. საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.
    ორგანიზაცია წერს, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. ვინაიდან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, საბჭოს წევრებმა მისი საქმიანობა შეაფასეს. შედეგად, მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70%-ს და შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე.
    ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  მისი მოთხოვნა 1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (14-მა) წევრმა.
    „აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. ამგვარი „ერთსულოვნება” გვაფიქრებინებს, რომ ის არ მიიჩნიეს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურ მოსამართლედ და მიგვაჩნია, რომ მისი არდანიშვნის რეალური საფუძველიც ამ ფაქტორს უკავშირდება”, – ამბობს „სასამართლოს გუშაგი” და მომხდარს უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს. 
  7. tvati
    ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ, მაგალითებით:
    კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა, ხელისუფლება ვერ მიიწერს. "ოცნებას" უნდა მოვთხოვოთ ქმედითი ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად.
    ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  398338607_1484931058715665_4511042282173461335_n.mp4
  8. tvati
    “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმებიდან გაქცეულ სამ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
    პატიმრები თბილისში მდებარე კლინიკიდან გუშინ, 1 ნოემბერს შუადღისით გაიქცნენ.
    გაქცევიდან რამდენიმე საათში მათ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიმართა და ჩაბარებისკენ მოუწოდა. მინისტრმა ასევე პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართა და თქვა, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია და ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაეხმარება, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
    მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვისაც უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

    netgazeti
  9. tvati
    რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფელ წორბისში, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა ტრენერმა ჯამბოლათ თედეევმა დადგა.
    თავად თედეევს 2017 წელს პუტინისგან აქვს მიღებული ჯილდო “სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის”
    როგორც ტელეგრამ baeston არხი წერს, თედეევმა ქანდაკების გახსნისას ვლადიმერ პუტინზე და 2008 წლის მოვლენებზე ისაუბრა.
    რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. მას შემდეეგ ცხინვალში ვლდიმერ პუტინის სახელობის ქუჩაც გაჩნდა.

    netgazeti
  10. tvati
    170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით, ევროკომისიას მიმართავს, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
    მათივე განცხადებით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სჯერათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ქართველ ხალხს დაეხმარება, უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში.
    „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია - დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.
    ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად - მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში.
    ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს.
    ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს. 2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.
    ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.
    მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
    ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები.

    ipn
  11. tvati
    ეს პოსტი მინდა იმ ადამიანებმა (პოლიტიკოსებმა თუ უფლებადამცველებმა) ნახონ, ვინც საჯარო მოხელეებს მუდმივად აბულინგებს, თითქოს „აშეიმინგებს“ რომ ხმა ამოიღონ, სისტემას დაუპირისპირდნენ, ამხილონ დ ა.შ. ვინც მოხელეებისგან მუდმივად ითხოვს „გმირობას“ და როცა ნამდვილი გმირი გამოჩნდება - არა ისეთი როგორიც თავად წარმოუდგენიათ - მოხელის ეთიკის დამრღვევი და საჯარო სამსახურში პოლიტიკით დაკავებული, არამედ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, აპოლიტიკური - ამ მორალის მკითხველებიდან ერთი ადამიანი არ ჩანს, ვინც ასეთ მოხელეს გვერდით დაუდგება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. 


    ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამორალური ორმაგი სტანდარტია, როდესაც ზოგიერთი უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია საერთოდ არ გამოეხმაურა გოგა რაზმაძის საქმეს, როგორც მათთვის "პოლიტიკურად არასაინტერესო" საქმეს.


    "რატომ ვამბობ ამას? გოგა რაზმაძე (ადამიანი, რომელმაც პოლიციის სისტემაში წლები გაატარა, რომელიც ადამიანის უფლებების დეპარტამენტში კონკურსით მოხვდა, ნეპოტიზმის, ბიძაშვილ-მამიდაშვილობის და სხვა გავლენების გარეშე), რომელმაც გაბედა და უსამართლობა გააპროტესტა, თან ზუსტად ისე, როგორც ღირსეულ, კეთილსინდისიერ მოხელეს შეშვენის, ჯერ სრულიად სისტემამ დატოვა მარტო (აი იმ სისტემამ, რომელსაც ზოგიერთები პირადი ურთიერთობების გაფუჭების თუ ფინანსური ინტერესების გამო ეკეკლუცებიან, რომელთა სამართლიან კრიტიკასაც ერიდებიან) და შემდეგ ეს მორალის წამკითხავი ხალხი დაიმალა. დიახ, რომ ეკეკლუცებით, აი იმ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულზე გამოძიება არ დაიწყო და იმ სახალხო (რეალურად არასახალხო) დამცველმა დარღვევა არ დაადგინა. ერთმა საჩივარი იმ უწყებას გადაუგზავნა, ვისაც რაზმაძე უჩიოდა და მეორესთვის იმავე უწყების „არგუმენტები“ აღმოჩნდა თურმე გადამწყვეტი. როგორც ჩანს, გადააგორეთ ავტორიტარულ სტილში უწყების გაუქმება და რუსული კანონის განხილვის პროცეში მორჩილი სახალხო დამცველის შემოპარება. ხოდა ახლა მაინტერესებს, პირველ რიგში, სად ხართ პოლიტიკოსები? რითი ხართ ოცნებაზე და ნაცმოძრაობაზე უკეთესები, რომლებიც საჯარო მოხელეებს მუდმივად ამ ნიშნით ყოფენ? მათსავით გგონიათ, რომ რადგან ეს უფლებადარღვეული ადამიანი კონკრეტული მინისტრის (თუ მინისტრების) დროს მუშაობდა, პარტიულია? თქვენთვისაც არ არსებობს საჯარო მოხელის ცნება? რატომ არ იღებთ ხმას? და რატომ არ ამოიღეთ, როცა ეს ამბავი დაიწყო (ბოდიში, თუ ვინმემ ამოიღო და გამომრჩა). სად ხართ ზოგიერთი უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია (ბევრი გამოეხმაურა, ვგულისხმობ, ვინც არ გამოეხმაურა)? თუ ამ ზოგიერთისთვის არაა ეს „პოლიტიკურად“ საინტერესო საქმე? ესაა ყოვლად ამორალური ორმაგი სტანდარტები. გოგა ჩემი არავინაა, უბრალოდ წესიერი მოხელეა, რომელიც სხვა წესიერ მოხელეებთან ერთად გავიცანი. ამისთანა წესიერი სისტემაში ბევრია, გაბედული ცოტა. მისნაირები აუცილებლად შორს წავლენ. მორალისტებს და კეკლუცებს კი არაფერი ეშველებათ. და ბოლოს, სად არიან საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ამ უმოქმედო უწყებების განვითარებაში ფულს დებენ და პასუხს არ სთხოვენ რას ხმარდება მათი ფული? ბუნებრივია, მხოლოდ გოგას ქეისი არ განსაზღვრავს უმოქმედობას, გრძელი სიაა.", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.     
  12. tvati
    “დარწმუნებულები ვართ, რომ წინა საარჩევნოდ პოლიტიკური გარემო ბევრად უფრო დაძაბული იქნება, გაცილებით მძიმე ფაქტები გამოვლინდება, ძალადობაც იქნება და მუქარაც. “ოცნებას” დაშინება და მანიპულაციები უკვე დაწყებული აქვს. “ოცნება” პირდაპირ გვეუბნება, რომ მოქალაქეები კი არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს ჩვენი ძალაუფლება.”

     მიშა დაუშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_1467693640718384_923305212756413031_n.mp4
  13. tvati
    დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, დღეს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან მასზე თავდასხმა განხორციელდა.
    კერძოდ, როგორც ტატუაშვილი განმარტავს, თავს მმართველი პარტიის მიერ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი დაესხნენ.
    მისივე თქმით, სოფელ დიდ დმანისთან „მერსედესის“ მარკის მანქანა აედევნა, რომლის მგზავრების მხრიდანაც ცეცხლსასროლი იარაღით 4 გასროლა მოხდა.
    „მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც ფიზიკური დაზიანებისგან მიხსნა. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის მიერ. მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.
    უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ჩემზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭერა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - აცხადებს დმანისის ყოფილი მერი, გიორგი ტატუაშვილი.

    იპნ
  14. tvati
    „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს.
    როგორც სააგენტოს „ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა.
    მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
    „ინტერპრესნიუსი“ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

    ipn
  15. tvati
    დღეს, პირველი ნოემბერს,  გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა.
    თუმცა სხდომაზე არ განუხილავთ გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, რომლითაც მათ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას მიმართეს.
    როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკითხის განხილვა საჭირო აღარ იყო, რადგან ბერაიამ ბოდიში გუშინვე მოიხადა.
    „გუშინდელ ძალიან მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით შეფასებები ერთმნიშვნელოვანია, მიუღებელია, ნამდვილად გამართლება არ აქვს იმ ყველაფერს, რასთან დაკავშირებითაც, განმცხადებელმაც ისაუბრა და ბოდიში მოიხადა, არა მხოლოდ მან, ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდანაც იყო განცხადება გაკეთებული.
    ამიტომ გენდერული საბჭოს დღევანდელი სხდომაზე, რომელსაც ტრადიციულად არ დაესწრო ოპოზიცია, თუმცა გუშინ ბევრს აპელირებდნენ ამაზე, ამ საკითხის უფრო მეტად, დეტალურად განხილვის საჭიროება არ ყოფილა, რადგან საკითხზე შეფასებები ერთმნიშვნელოვანია. ყველა ვისურვებდით, რომ მომავალში არც კი განმეორებულიყო რამე მსგავსი ქალ დეპუტატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
    ნინო წილოსანის თქმით, გუშინ მომხდარღთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო არც განცხადების გავრცელებას აპირებს.
    „საბჭოს დანიშნულებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, ის არ არის ეთიკის ნორმების შემფასებელი და ამ კუთხით ყველა დეპუტატი თავისუფალია თავის შეფასებებში, მათ შორის მე გუშინ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. თავისთავად იმ ფაქტს, რომ ქალი დეპუტატის მიმართ ამგვარად იყო მიმართვა განხორციელებული, ჰქონდა რა თქმა უნდა, გენდერული კუთხით მძიმე დატვირთვა და შესაბამისად, განმცხადებელმა მოიხადა ბოდიში.
    საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ საკმაო დროა გასული და რეაგირებებიც ისეთია მიცემული, რომ გენდერული საბჭოს განცხადება ამ ეტაპზე აღარ იგეგმება. თუმცა, ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
    31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

    netgazeti
  16. tvati
    პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე გრიგორი კარასინთან წარსულში უსაუბრია.
    მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ამ საუბრის ჩანაწერი გუშინ, 31 ოქტომბერს იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გავრცელდა და მისი ავთენტურობა აბაშიძემ დაუდასტურა ჯერ IPN-ს, შემდეგ ნეტგაზეთსაც.
    როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ეს გადაწვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო. 8 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება “ღარიბაშვილის მთავრობასთან” შეათანხმა.
    “წელიწადი და 8 თვეა ამ თემებზე მასთან [კარასინთან] არ მისაუბრია”, – მისწერა ნეტგაზეთს აბაშიძემ, როდესაც მას ვკითხეთ ამ აუდიოჩანაწერის შემდეგ შედგა თუ არა განმეორებით მისი საუბარი კარასინთან ფრენების აღდგენის საკითხზე.
    პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ვთხოვეთ აეხსნა წინააღმდეგობა მის ნათქვამსა და ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას შირის.
    “წელიწადისა და 8 თვის წინ თუ ისაუბრეთ ამ თემაზე კარასინთან, ეს ნიშნავს, რომ საკითხი ორმხრივად განიხილებოდა. ეს წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების პოზიციასთან, რომ გადაწყვეტილება სრულად რუსეთმა მიიღო”, – მივწერეთ აბაშიძეს, რაზეც გვიპასუხა, რომ ფრენების აღდგენაზე კარასინთან ჯერ კიდევ პანდემიამდე საუბრობდა.
    “ადრე პანდემიამდე, როდესაც პრაღაში ვხვდებოდით, ამ თემაზე ვსაუბრობდით, თუმცა უშედეგოდ. ამაზე ვაკეთებდი საჯარო კომენტარებს”, – განაცხადა აბაშიძემ.
    კითხვას, მოლაპარაკებების მიუხედავად საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთმა ქართულ მხარესთან შეთანხმებით მიიღო თუ არა, აბაშიძემ ასე უპასუხა:
    გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში კარასინი აბაშიძეს 2022 წლის მარტში, ანუ უკრაინაში ომის დაწყბიდან მალევე რჩევას ეკითხება, ღირს თუ არა ფრენების აღდგენის საკითხის დღის წესრიგში დაყენება ქართულ მხარესთან. საუბრისას დიპლომატები თანხმდებიან, რომ ამ საკითხის განხილვა ნაადრევია.
  17. tvati
    პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა ცვლილებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება.
    2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში. ეს 2018 წელს მიღებული კანონის შესაბამისად მოხდა — პირველი 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში უნდა მომხდარიყო.
    დღეს მიღებული ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღემდე არსებული მოდელი 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება.

    პარლამენტის განცხადებით, მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა.
    2019 წლის პირველი იანვრიდან, 2018 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, ქვეყანაში ამოქმედდა ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა. მას შემდეგ მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს.
    საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრდნენ ან არ გაწევრდნენ სისტემაში, 40 წლამდე პირებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა.
    საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:
    დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს. დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს. სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

    publika
  18. tvati
    საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს.
    გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში.
    ივლისში პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელთა მიხედვითაც, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო გაუქმდა და მისი კომპეტენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ შეითავსა.  ამასთანავე, 9-დან 11-მდე გაიზარდა სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება მიენიჭა.
    არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონში ცვლილებები კრიტიკულად შეაფასეს. „კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება“, – ასე აფასებენ ორგანიზაციები ამ ცვლილებებს.
     
    PUBLIKA
  19. tvati
    ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.
    იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ის განცხადებები, რომელიც მან ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.
    შალვა პაპუაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბერაიამ თავისი განცხადების გამო სინანული გამოთქვა.
    „ის, რომ ჩვენს პარლამენტში დაძაბული სიტუაციაა და ხანდახან შეიძლება რაღაც ზღვრის გადალახვა იყოს, ამ გამოწვევას თავისი პასუხი აქვს და ამის პასუხი არის ორ რამეში: ერთი, ყველა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და ყველა შევეცადოთ, რომ კეთილსინდისიერები ვიყოთ ყველას მიმართ, არა გამორჩეულად, როცა საქმე ეხება ჩემიანს სხვისიანს, არამედ ყველას მიმართ ვიყოთ. გარწმუნებთ, თუკი ასე მივუდგებით მითუმეტეს „ქართულ ოცნებაზე“ რომ ვსაუბრობთ, რომელსაც უმრავლესობაშია პარლამენტში და რომელსაც, უპირველეს ყოვლისა აქვს ინტერესი, სიმშვიდე და საქმიანი გარემო იყოს. გარწმუნებთ, არავის აქვს სურვილი და სიამოვნებას არავინ იღებს, როდესაც არის არეულობა და თუნდაც შეურაცხყოფა. ამიტომ, ერთ რამეს მოგიწოდებთ, ვიყოთ თანმიმდევრული და ერთი სნადარტით მივუდგეთ ყველაფერს. წეღან ამიტომ ვამბობდი ქალბატონი თეა წულუკიანის შემთხვევაზე. ვინმეს თუ ესიამოვნა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი მწვერვალი ნახა რუსულ ენაზე, არ ვიცი. ეს პარლამენტისთვის ყველანაირად შეურაცხმყოფელი იყო და მაშინ რომ რეაგირება გვქონოდა დღეს, უფრო სხვა მორალური პიედესტალი გექნებოდათ. ერთი რამ დავაფასოთ, ადამიანმა გამოთქვა თავისი სინანული და სხვებისგან სინანული არ მსმენია ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
    ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.
    ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

    იპნ
  20. tvati
    "ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს. მის არსენალში მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია - ლანძღვა-გინება."

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    396191219_1258046658218723_5577489314334996573_n.mp4
  21. tvati
    პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო პასუხისმგებლობა აიღოს და კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს.
    დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით იმ სფეროს აყენებს შეურაცხყოფას, რა მიმართულებითაც მუშაობს, ამიტომ სალაპარაკო არ უნდა გახადოს და დღესვე უნდა გადადგეს.
    „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.
    ელისაშვილი მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

    იპნ
  22. tvati
    თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს - მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
    მისივე თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.
    „ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე ასეთი ეპითეტები გამოიყენოს და ეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთოს, ამ შემთხვევაში მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს „გაგორებული ფალავანი“ მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ, მაგრამ დისკრედიტაცია რაც მან ჩემს - საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ წამოიწყო, ეს მოუბრუნდა მას. ამით მან დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე, მე არ მგონია, რომ მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზეც, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. ამიტომ თუ გნებავთ გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით თქვენთვის არის უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს. მე მოვითხოვ, რომ მან დატოვოს თანამდებობა,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
    პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას მიმართა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიწყებს და დაამთავრებს პოლიტიკურ კარიერას.
    „ქალბატონო თეონა, საბედნიეროდ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის ვინ დაიწყებს პოლიტიკურ კარიერას და ვინ დაამთავრებს. რაც შეეხება სინანულს - გასაგებია, თქვენ შეიძლება ობიექტი იყოთ, მაგრამ მე მგონი, ყველამ უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარი ფორმებით სინანული გამოთქვას.
    აქვე ვიტყვი - ბატონმა ირაკლიმ გუშინ რაც თქვა, იმ ყველაფერს, თუ არ ჩავთვლით ბოლო მონაკვეთს, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ,“ - მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიამ.

    იპნ
  23. tvati
    საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ილონ მასკის დაფუძნებული კომპანია „სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტი.
    კომპანიის მონაცემებით, საქართველო სამეზობლოში გახდა პირველი ქვეყანა, სადაც „სტარლინკი“ ჩაირთო. „სტარლინკის“ ინტერნეტი აზერბაიჯანსა და სომხეთში 2024 წელს ჩაირთვება, თურქეთში კი კომპანია მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. რაც შეეხება რუსეთს, აქ „სტარლინკი“ შესვლას ამ ეტაპზე არც გეგმავს.
    სწრაფი სატელიტური ინტერნეტის ღირებულება კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარიდან დაიწყება, ინტერნეტის მიმღები მოწყობილობის შეძენა, გადასახადების ჩათვლით, 2 015 ლარი ღირს.
    კომპანიებისთვის სხვა ტარიფი მოქმედებს. მიმღები მოწყობილობის შეძენა კომპანიებს, ჯამში, 8 821 ლარი დაუჯდებათ, ყოველთვიური გადასახადი კი 708 ლარიდან იწყება.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება შსს-ს ყოფილი თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას.
    ომბუდსმენი დასაბუთებას სრულად არ აქვეყნებს პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწ####ბელი არგუმენტაცია”. ომბუდსმენის ასევე ადასტურებს, რომ საქმის წამროების ფარგლებში მოწმეები არ გამოუკითხავს.
    “სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ განცხადების შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატი სრულად მოქმედებდა კანონმდებლობის და იმ 9-წლიანი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აპარატში თანასწორობის მექანიზმის დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა.
    ამ საქმეში, სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწ####ბელი არგუმენტაცია.
    ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
    ერთ-ერთი, ვისაც რაზმაძე დისკრიმინაციას და ღირსების შელახვაში ადანაშაულებდა შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე იყო. გოგა რაზმაძის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა მისი საქმის შესწავლა სწორედ დარახველიძესთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა.
    მისი თქმით, სახალხო დამცველს შეხვედრა გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სთხოვა. რაზმაძე ამბობს, რომ ლევან იოსელიანმა ვერც ამ პერიოდში და ვერც ფაქტის გასაჯაროებისა და მის მიერ საქმის მოკვლევის შემდეგ “ვერ მოიცალა”.
    რაზმაძის თქმით, სახალხო დამცველმა არ დააკმაყოფილა მისი არცერთი მოთხოვნა თუ შუამდგომლობა, არ გამოკითხა მის მიერ მოწმედ მითითებული პირები და არ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.
    რაზმაძის თქმით, განმცხადებლის მიერ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. ამ შემთხვევაში კი სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი მას, განმცხადებელს დააკისრა.
    “სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს უთხრა, რომ არ აქვს აზრი სიმართლისთვის ბრძოლას და არასოდეს აიმაღლონ ხმა სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი აცნობიერებს მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმ მსუსხავ შედეგს, რაც ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის შეიძლება ჰქონდეს”, – წერს რაზმაძე.
      გოგა რაზმაძემ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტში მუშაობისას მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საჯარო განცხადება 12 ივლისს გამოაქვეყნა. მან რეპრესიულ მიდგომებში დაადანაშაულა მისი უშუალო უფროსი, გიორგი ოსაძე, სამინისტროს გენერალური ინსპექცია და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.
    დარახველიძე რაზმაძეს იმავე დღეს გამოეხმაურა და თანამშრომლის განცხადებას “სრული ტყუილი და აბსურდი” უწოდა. დარახველიძემ განაცხადა, რომ რაზმაძის მონაყოლი მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
    ამ ამბავზე გამოძიება თავდაპირველად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. თუმცა, მალევე უწყებამ შსს-ს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ საქმე გამოსაძიებლად ისევ შსს-ს გენერალურ ინსპექციას გადააბარა.

    ნეტგაზეთი
  25. tvati
    „ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიში“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ თეონა აქუბარდიასთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო.
    დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაია, რომელმაც გუშინ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, თანამდებობიდან გადადგეს.
    სხდომის გახსნისას, როდესაც პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო, სიტყვა ითხოვა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. ხატია დეკანოიძის თქმით, დღევანდელი დღე ჩვეულებრივად ვერ დაიწყებოდა, ისე, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა.
    „ახლა, თქვენ, მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ ყველას ერთად და რატომ – გუშინ, გადააჭარბა-თქო და ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს, არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერც ვლაპარაკობ და ვერც გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ აქ  თეა წულუკიანი რომ იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო?!
    mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ?! მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეგ ნაკლები შეურაცხყოფაა?! მეტი არ არის?! ამიტომ, ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი…
    …ცოტა წესიერად მოიქეცით მართლა, ყველა“, – განაცხადა მდინარაძემ.
    31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.
    ამავე თემაზე:
    პრეზიდენტი ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს  პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ — მელია ენმ-ის კაც დეპუტატებს “ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია” – ომბუდსმენი “ოცნების” დეპუტატებზე ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით – ქალი დეპუტატები “ოცნებას” ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა — ხვიჩია

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...