Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტმა მაუწყებლის დაფინანსების შესახებ პირველი მოსმენით  მიღებული კანონპროექტი შეცვალა. თუ კანონპროექტის ეს ვერსია შევა ძალაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.
    ახალი კანონპროექტით, მაუწყებლის დაფინანსება 2026 წლიდან დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
    მიმდინარე წლის ნოემბერში, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად უნდა დაფინასებულიყო (ასე ფინანსდება სხვადახვა უწყება, მაგალითად: პროკურატურა, ომბუდსმენი…)
    ნებისმიერ შემთხვევაში, გაუქმდება მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესი, რომლის მიხედვითაც თითქმის 15 წელია მისი დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის ოდენობით ხდება. შესაბამისად, მშპ-ს ზრდასთან ერთად, განუსაზღვრელად იზრდება საზოგდოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიც.
    დღეს მოქმედი წესით, საზოგადოებრიცი მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით 110.3 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. ამ წესის დარჩენის შემთხვევაში კი,  2024-2027 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების გათვალისწინებით, 2027 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 139.8 მლნ ლარს მიაღწევდა.
    „2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება არანაკლებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა“, — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
    ამასთან, განმარტებითი ბარათის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი გარდამავალ პერიოდში — 2024 წლის და 2025 წლის დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის — სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება წინა წელს ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით.
    თუმცა კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიღება გავლენას იქონიებს, როგორც კანონპროექტის ამოქმედების წელს, ისე — შემდგომი საშუალოვადიანი პერიოდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების კუთხით.
    კერძოდ, 2024 და 2025 საბიუჯეტო წლისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით, ანუ თითოეული წლისათვის 101 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო 2026 წლიდან გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებული ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
    მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში იყო 1 284 700 ადამიანი. აღნიშნულ რაოდენობას თუ გავამრავლებდით 64-ზე, 2023 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, ახალი მოდელით, უნდა ყოფილიყო 82 მილიონ ლარამდე.
    წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე  აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით.
    კანონპროექტის ინიციატორები როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრები არიან. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
    მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში ცვლილებები მიმდინარე წლის ნოემბერში პირველი მოსმენით მიიღო, მაუწყებლის მენეჯმენტმა პარლამენტის თავმდჯომარესთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ დაფინანსების წესის ცვლილება და მისი ბიუჯეტზე მიბმა საფრთხის ქვეშ აყენებდა მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას.
    საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და  მხარეებმა მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე იმსჯელეს. ამ შემხვედრის შემდეგ კი პარლამენტმა კანონპროექტი შეცვალა.
    “შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება” – საზმაუს ხელმძღვანელები დეპუტატებს შეხვდნენ

    netgazeti
  2. tvati
    ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე, ნინა ჯეჯელავა ადასტურებს.
    მწერალი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
    ზურაბ ქარუმიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.
    1983-2000 წლებში ის იყო თსუ-ს XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ. 1994-95 წლებში მუშაობდა უისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ).
    გამომცემლობა “ინტელექტის” თანახმად, რომელთანაც მწერალი თანამშრომლობდა, ქარუმიძის პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოქვეყნდა გაზეთში „ლიტერატურა და სხვა“.  1998 წელს გამოვიდა მოთხრობათა კრებული “Opera”; 2000 წელს რომანი “ღვინომუქი ზღვა”; 2003 წელს – რომანი “თხა და გიგო”; 2005 წელს ნიუ-იორკში, მისი თანარედაქტორობით გამოიცა წიგნი “Enough: Rose Revolution in the Republic of Georgia, 2003″; 2009 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი “ჯაზის ცხოვრება”.
    ავტორია  ინგლისურენოვანი რომანისა “Dagny or a Love Feast” (“დანგი ანუ სიყვარულის აღაპი”), რომელიც წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე 2012 წელს, 2014 წელს გამოვიდა აშშ-ში; 2015 წელს – თურქეთში, 2017 წელს – გერმანიაში და დასახელდა გერმანიაში გამოსულ წიგნთა საუკეთესო ათეულში.
    2011 წელს გამოიცა მისი რომანი “მელია-ტულეფია: Fox-Trot”; 2013 წელს – ვრცელი მოთხრობა “ბაშიაჩუკი ანუ მობიდიკი”; 2014 წელს – რომანი “ჯაზის ყვავილობა”, 2017 წელს კი შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოვიდა მისი რომანი “ბაყაყები”.

    netgazeti
  3. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ში გადაუჭრელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შთააგონებს.
    “ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, მეგობრებო. თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვა. ისინი ხედავენ ოცნებების ახდენას, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ, რომ თავისუფლება ეცემა, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერა მცირდება. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების დაპყრობის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, აშშ და სხვა თავისუფალი ქვეყნები საკუთარ თავში, ძალასა და ლიდერობაში დარწმუნებული უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დიქტატურებმა საკუთარ თავში და თავისუფლების შელახვისთვის საჭირო ძალაში ეჭვი შეიტანონ.
    „როცა თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობს დიქტატურები და მათი ყველაზე საშიში ამბიციები მწიფდება. აქ თითოეულ თქვენგანს ესმის, რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის, ელოდოს საბრძოლო მასალას. ელოდოს კვირების, თვეების განმავლობაში და არ იცოდეს, იქნება თუ არა მხარდაჭერა. თითოეულმა თქვენგანმა, ვისაც ბრძანების გამოცდილება აქვს, იცის რას ნიშნავს, როცა წინ წასვლის ნაცვლად უბრალოდ უყურებ, ელოდები საბრძოლო მასალას ან აღჭურვილობას მაშინ, როცა მტერი კმაყოფილია და ემზადება თავდასხმებისთვის. ნებისმიერი თქვენგანი, რომელსაც საბრძოლო ზონაში ვაჟი ან ქალიშვილი ჰყავს, უბრალოდ ვერ მიიღებდა მათთვის რომ ეთქვათ, რომ სიცოცხლის დაცვა მოითმენს, რადგან ცოტა მეტი დებატები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

    ipn
  4. tvati
    “მოსახლეობას ერთი მხრივ “ოცნება” ეუბნება, რომ შენ პრობლემა არ გაქვს და თვალებს ხუჭავს, მეორე მხრივ ოპოზიცია ეუბნება, რომ პოპულიზმით გადაარჩენს და პენსიას გაუზრდის 1000 ლარამდე. სწორედ ამიტომ აჩვენა კვლევებმა, რომ ამდენ ადამიანს აქვს გადაუწყვეტელი პოზიცია და “ოცნებისა” და “ნაცების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.”
       ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 10000000_672652208271408_3544156512137833248_n.mp4
  5. tvati
    “ოცნება” იბრალებს, რომ სტატუსი თავისი მოტანილია, აქეთ რადიკალური ოპოზიცია იბრალებს, რომ ევროინტეგრაცია სააკაშვილს უკავშირდება. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუსი საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარია, ამიტომაც არ ენდობიან პარტიებს.”     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410116310_370653048662226_7002238290773190736_n.mp4
  6. tvati
    იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
    კითხვაზე, უჭერს თუ არა უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და თვლის თუ არა, რომ ახლა ერთ გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიოს, კულებამ უპასუხა :
    „ვფიქრობ, ახლა არსებობს ერთი დიდი გუნდი იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც გაფართოების ნაწილი არიან. დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით წარმატების მიღწევა ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, თქვენ იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით. თუკი ევროკავშირი ამ მომენტს ხელიდან გაუშვებს და არ გააცნობიერებს, რომ ევროკავშირის გაძლიერება მის გაფართოებასთან არის დაკავშირებული, ეს უზარმაზარი ისტორიული შეცდომა იქნება. ის, რაც დღევანდელი განხილვის დროს სასწორზე დევს არ არის კონკრეტული ქვეყნის წევრობის საკითხი, არამედ ევროკავშირის მომავლის საკითხი, ევროკავშირის არა მხოლოდ როგორც კავშირის, არამედ როგორც ძალის საკითხი. ევროკავშირის, როგორც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ძალის საკითხი“, - აღნიშნა კულებამ.

    ipn
  7. tvati
    ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე — ესაა ის საკითხები, რასაც საქართველოს მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ასახელებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ეროვნული დონის გამოწვევებს შორის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მე-4 ადგილზეა.
    ჩამოთვლილთაგან, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ სამი პასუხი) – NDI-ს კვლევა
    განათლება
    NDI-ის კვლევის ფარგლებში ცალკე დაისვა კითხვა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს შორის. ამ მიმართულებით მოქალაქეები მთავარ გამოწვევებად განათლების დაბალ ხარისხს (24%), მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალ კვალიფიკაციას (23%) და უნივერსიტეტებში სწავლების მაღალ საფასურს (22%) ასახელებენ.
    განათლების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებს შორის სახელდება მაღალი ფასი საგანმანათლებლო მასალებზე/წიგნებზე, რეპეტიტორების მაღალი საფასური, მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალი ხელფასები და სკოლებში/უნივერსიტეტებში თანამედროვე ტექნილოგიების არარსებობაც.
    რეგიონებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს უფრო კრიტიკულად აფასებენ.
    მცირედი სხვაობა შინიშნება ქალებისა და კაცების ხედვებს შორის: განათლების საფასურს, კაცებთან შედარებით, მეტი ქალი ასახელებს პრობლემად.
    ჯანდაცვა
    რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ამ მხრივ მთავარ გამოწვევებად წამლებისა (68%) და სამედიცინო მომსახურების (40%) საფასური სახელდება. ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს შორის მესამე ადგილზეა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობა (28%) და წამლების დაბალი ხარისხი (28%).
    ჯანდაცვის მიმართულებით გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდეცია. მაგალითად, მოსახლეობის 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებსაც უნდა ფარავდეს.
    კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. კერძოდ, გამოკითხულთა 79% ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისთვის მისაღებია, რაც წინა კვლევასთან შედარებით 3%-ითაა შემცირებული.
    ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი — ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
    გამოკითხულთა 29%-ის აზრით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკმარისს არ აკეთებს, 16%-ის აზრით კი, მთავრობა ამისთვის არაფერს აკეთებს.
    ამავე კვლევის მიხედვით, 6%-ითაა შემცირებული ნატოს მხარდაჭერა. ნატოში გაწევრიანება მისაღებია გამოკითხულთა 67%-ისთვის. ნატოს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში, ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა. თუმცა ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა.

    გამოკითხულთა 27%-ისთვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული აგრესია წარმოადგენს, 13%-ისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, 11%-ისთვის კი რუსული პროპაგანდა.
    კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება, 20%-ის აზრით კი, ნატოს წევრობა.
    გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. კერძოდ, კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, გამოკითხულთა 60% ევროკავშირს ასახელებს, 38% – აშშ-ს და 20% რუსეთს, 17% კი ნატოს.
    კვლევის მიხედვით, უმრავლესობას (66%-ს) სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევრო – ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. გამოკითხულთა 11%-ის აზრით კი, რუსეთთან ახლო ურთიერთობა ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს.
    ამასთან, პარტიული სიმპათიების მიუხედავად, უმრავლესობას რუსეთთან დაახლოებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ურჩევნია.

    როგორც NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, ეთნიკური უმცირესობები დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავდებიან – უმეტესობამ არ იცის ამ ორ არჩევანს შორის რომელს მიანიჭებდა უპირატესობას; ამ დასახლების მეოთხედი კი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.
    „ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა
    შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40% იზიარებს.

    ამავე კვლევის თანახმად, თანაბარია მათი რაოდენობა, ვინც რუსეთთან არსებული ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას და შეზღუდვას უჭერს მხარს.

    კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრის ქვეყნების ელჩებს გადასცემს.
    პრეზიდენტი ამბობს, რომ ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები-მინისტრები.
    ამის შესახებ ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდისას განაცხადა.
    მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხით უცებ ყველა ერთ აზრზე შეჯერდება.
    პრეზიდენტი აგროვებს ხელმოწერებს პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. კამპანიის ფარგლებში იგი რეგიონებში მართავს შეხვედრებს, რომელსაც, ზურაბიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებიან.
  10. tvati
    მიუსაფარი ცხოველები და მოუწესრიგებელი გზები ადგილობრივ დონეზე მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
    როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2020 წლის მერე მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მნიშვნელობა
    გასაკუთრებით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმ მიაღია.
    გამოკითხვაში მონაწილეებს კითხვა დაუსვეს შემდეგი ფორმულირებით: „რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს? გამოკითხვაში მონაწილეებს მაქსიმუმ სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ.
    გამოკითხულთა 22%-მა დაასახელა მიუსაფარი ცხოველები, 22%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა გზები, 15%-სთვის — სისუფთავე ქუჩებში, საგზაო მოძრაობა — 14%, გარემოს დაბინძურება — 14%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი — 14%.
    კვლევის მიხედვით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ქალებს აწუხებთ.
    სხვა ტიპის დასახლებებთან შედარებით, თბილისს მეტად აწუხებს საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი
    კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა, სულ, 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2.2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა — 90% მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევამ უნდა დაფაროს მენტალურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისები, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, წამლები, ჰოსპიტალიზაცია. კვლევა დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
    ამასთან, უმრავლესობის (83%) აზრით დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს.

    თუმცა მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა, მათმა ნახევარმა კი მიმართა კიდეც. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება.

    გარდა ამისა, NDI-ს კვლევის თანახმად, თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ.

    კვლევაში ასევე საუბარია ჯანდაცვის სხვა საკითხებზეც. მოსახლეობის 45% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯანდაცვა გაუმჯობესდა, 23% ამბობს, რომ გაუარესდა, 28%-ის აზრით კი არ შეცვლილა.

    უმრავლესობის აზრით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემებია.
    შეკითხვაზე, რას მიიჩნევენ ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად, 68%-მა უპასუხა წამლების საფასური, 40%-მა — ექიმთან ვიზიტების საფასური, 28%-მა დაასახელა ექიმების და სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, 28%-მა წამლების დაბალი ხარისხი, 15%-მა — საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, 8%-მა — ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში, 5%-მა — ცუდი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა საავადმყოფოებში, 5%-მა — სამედიცინო საშუალებების ნაკლებობა, როგორიცაა პირბადე ხელის დეზინფექციის საშუალებები და ა.შ. 4%-მა ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებში, სხვა პრობლემები კი დაასახელა 2%-მა.
    კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

    ნეტგაზეთი
  12. tvati
    რა თქმა უნდა, ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს და მოგვიანებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.
    „ველოდები და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან ნათელია, რომ არა მხოლოდ ქართველ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლებაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან პოზიტიურია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე“,- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    იპნ
  13. tvati
    „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
    კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.
    უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
    16% - კარგად
    41% - საშუალოდ
    30% - ცუდად
    11% - უარი პასუხზე
    1% - არ ვიცი
    აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

    იპნ
  14. tvati
    ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.
    ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.
    კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:
    12% - ფული არ გვყოფნის საკვებზე;
    28% - ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე;
    45% - ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები;
    10% - საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა;
    3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება;
    1%- არ ვიცი.
    1%- უარი პასუხზე.
    აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

    იპნ
  15. tvati
    „ოცნების“ ინიციატივები, რომლებიც ჩრდილოვან მმართველობას გააძლიერებს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.  409929007_1159855271657199_1085838136919520385_n.mp4
  16. tvati
    "რატომ ჩამორჩა საქართველო ევროკავშირთან თავსებადობას."

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    409901323_891602262285191_8600872223981061306_n.mp4
  17. tvati
    ამიტომ არის საქართველოში კორუფცია ღალატის ტოლფასი...

    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
    408921498_290436033995648_2924928676644988178_n.mp4
  18. tvati
    "მივმართავთ ხელისუფლებას, დროულად გადავიდნენ საქმის კეთებაზე და შექმნან სამუშაო ფორმატები."


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    409582713_344465321623672_2018017836825255965_n.mp4
  19. tvati
    პატარა ემიგრანტი გოგონას წერილი თოვლის ბაბუას _ თოვლის ბაბუა ბილეთი მინდა, რომ ოჯახთან ერთად საქართველოში წავიდეთ. ბებიები და ბაბუები მენატრება.
    წერილს exclusivetv.org ავრცელებს.

    gurianews.ge
  20. tvati
    “საქართველოში დღეისათვის გამეფებული კორუფცია და არაფორმალური მმართველობა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს.”

     გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. 406480608_377497804849594_1933244951291161589_n.mp4
  21. tvati
    საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.
    ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმს არ დაუდასტურებია თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა.
    „აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.
    „ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.
    გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი”, - აცხადებენ სუს-ში.
    გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

    იპნ
  22. tvati
    საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 და 12 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
    მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
    „მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
    მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    ipn
  23. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.
    „ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თეიმურ კარბაია დაიღუპა - ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75 წლის იუბილე!“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
    გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

    ipn
  24. tvati
    კომიტეტის ათმა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი მოამზადეს.
    პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს.
    კანონის პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი განისაზღვრება, რომლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.
    ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.
    პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.
    პროექტით ასევე განისაზღვრა გარდამავალი დებულებები 2024-2025 წლისათვის. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 - 2025 წლისთვის წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით დაფინანსდება.
    კანონის პროექტით ასევე იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.
    პარლამენტში წარდგენილი პროექტის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026
    წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით.
    თითქმის 15 წელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ფინანსდება.
    პარლამენტმა ნოემბრის თვეში დაამტკიცა პროექტი, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების აღნიშნული წესი უქმდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად დაფინანსდეს - კერძოდ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში, არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
    საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული პროექტის განხილვის შეჩერება და დაფინანსების წესზე კონსულტაციების გამართვა მოითხოვა.

    იპნ
×
×
  • შექმენი...