Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და კენჭს უყრის რეზოლუციას ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
    ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საბჭოს შეხვედრა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, სადაც ნათქვამია, რომ გენერალურ მდივანს შეუძლია, საბჭოს ყურადღება მიმართოს ნებისმიერი საკითხისკენ, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
    საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში გუტერეში წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან მუდმივი დაბომბვის ფონზე, მოსალოდნელია, რომ საზოგადოებრივი წესრიგი მალე მთლიანად დაირღვეს, რაც შეუძლებელს გახდის შეზღუდული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასაც კი.
    რეზოლუციის პროექტი, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ კენჭი უნდა უყაროს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა.

    იპნ
  2. tvati
    “კორუფცია არის სისტემური ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით პირდაპირ მკაფიოდ ითქვა- დღეს, ადამიანები, ვინც ჩაჭიდებულები არიან ძალაუფლებას, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჯიბეები გაისქელონ, დღეს, როდესაც გრძნობენ იმას, რომ შეიძლება ხვალ დასრულდნენ და ეს აუცილებლად მოხდება. ამის ფონზე მთელი მოწადინებით ყველანაირი წყაროდან ფულის მოპარვაზეა ეს ხალხი გადართული, ამ ხალხს სწორედ ეს ეტკინა, რომე ეს არ გაუტარდებათ.”

     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.  408753929_3726387794259544_9219832586446920431_n.mp4
  3. tvati
    რვათვიანი პაუზის შემდეგ, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თეონა გეგელიასთან ინტერვიუში საუბრობს პარტიის მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციაში სიახლეზე, გადადგომის რეალურ მიზეზებზე, 20 ივნისზე დარჩენილ შეკითხვებზე, ოცნების წახალისებულ კორუფციასა და 2024 წლის არჩევნებში ოცნების და ნაციონალების დამარცხების ფორმულაზე. საუბარი ჩაწერილია 2023 წლის 5 დეკემბერს.


    00:00 - მისალმება. პარტიული ტელევიზიების პრობლემა და გახარიას იუთუბ-არხის შექმნის მიზეზი
     
    02:36 - რატომ არ ჩანდა ტელევიზიებში
     
     
    04:46 - „ოცნების“ მედიაპოლიტიკა და გახარიას მონაწილეობა ამ მედიაპოლიტიკის რადიკალიზებაში 2019 წელს
     
    07:17 - ფულის როლის შეცვლის აუცილებლობა მედიაში და პოლიტიკაში
     
    11:31 - რა კითხვები აქვთ გახარიას მიმართ
     
    12:37 - რუსეთთან კავშირი. ემიგრაცია
     
    15:03 - საქართველოში დაბრუნება. როგორ მოხვდა ოცნების გუნდში
     
    15:50 - გასაუბრებები ოცნებაში. ივანიშვილის გაცნობა
     
    17:41 - პარტიული საქმიანობა „ოცნებაში“
     
    18:20 - 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები. შესაძლებელი თუ არა პრევენცია. ვინ გასცა სროლის ბრძანება
     
    28:57 - გახარიას პრემიერმინისტრობიდან გადადგომის რეალური მიზეზი. რა შეთანხმება დაარღვია ივანიშვილმა
     
    34:41 - მოსალოდნელია თუ არა რყევები მმართველ გუნდში არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ოცნების მთავარი შეცდომა
     
    40:40 - რა მოტივაცია ამოძრავებს მმართველი პარტიის ამომრჩეველს
     
    42:16 - პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ოცნების ბუნებრივი მოკავშირე და დამცავი ფარი
     
    43:51 - დიდხნიანი დუმილის შემდეგ, რატომ დაიწო ივანიშვილის ხსენება
     
    48:36 - რა გარანტიები აქვს რომ ხელისუფლება ხელს არ შეუშლის საარჩევნო მიზნების მიღწევაში
     
    49:41 - რატომ არის 2024 წლის არჩევნები უნიკალური საქართველოს ისტორიაში
     
    54:51 - ემხრობოდა თუ არა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს
     
    58:03 - რას უპირისპირებს „ოცნების“ მძლავრ გზავნილებს - „ჩვენ თუ არა, სააკაშვილი მოვა“, „ჩვენ რომ არა, ომი იქნება“
     
    1:09:16 - რამდენად რეალისტურია ფორმულა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შეიძლება აიღონ 50%-ზე ნაკლები მანდატი 2024 წლის არჩევნებში. რატომ ითხოვს პარტის „საქართველოსთვის“ საარჩევნო ბარიერის გაზრდას
     
    1:14:31 - ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამბიცია
     
    1:19:12 - უნდა გათავისუფლდეს თუ არა სააკაშვილი პატიმრობიდან. ითხოვენ თუ არა ამას, საქართველოს დასავლელი პარტნიორები?
     
    01:23:34 - ივანიშვილის გავლენა „ნაციონალების“ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე
     
    01:24:49 - ენდობა თუ არა სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქვეყნდება
     
    01:29:10 - ვინ არის პარტია „საქართველოსთვის“ ტიპური ამომრჩეველი
     
    01:33:47 - ვის ხედავს პარტია „საქართველოსთვის“ პარტნიორებად ახალარჩეულ პარლამენტში.


    Youtube: 
     
    გახარია_ ქართულ მედიაზე, გადადგომის დღეზე, ივანიშვილზე, არჩევნებში გამარჯვების ფორმულაზე.mp4
  4. tvati
    შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე , - ამის შესახებ ჟენევაში გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი.
    „ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, ეუთო-ს მისიაში აშშ-ის ელჩისა და მუდმივი წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის ხელმძღვანელობით მიესალმა მონაწილეებთან დიალოგს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს სხვა ვალდებულებები, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შეუზღუდავ წვდომის დაშვებას და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებისთვის ხელის არ შეშლას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    აშშ-ის მისიის განცხადების თანახმად, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
    „რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე, როგორც მიმდინარე ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა.
    „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქცევას უმკაცრესად, ისევე როგორც ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც გრძელდება 2008 წლიდან. რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც ამჟამად თავისი ძალები სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჰყავს განლაგებული, რითაც აშკარად არღვევს გაერო-ს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ამ დარღვევებს მოჰყვა ნოემბერში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
     
    იპნ
  5. tvati
    აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
    “ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რას იზამს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაემართება ნატო-ს პირობებს? რას გააკეთებენ ისინი?..
    ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ სენატს მოვუწოდებ რამე ქნას, და სწორი რამ - მხარი დაუჭიროს უკრაინელ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი”, - განაცხადა ბაიდენმა.
    ცნობისთვის, ოთხშაბათს უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დიდმა პაკეტმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა.

    იპნ
  6. tvati
    ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება.
    პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოსა და კავკასიის დამახასიათებელი ნიშანი.
    „მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით. მე ვთვლიდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ ეს კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდება, ყოფილიყო სრულყოფილი კამპანია, რომელიც მოიცავდა საქართველოში ყველა წარმოშობის მოქალაქეს. ევროპა სწორედ მოქალაქეობაა. მოქალაქეს არ აქვს ეროვნება, უფრო სწორად კი მოქალაქე არის თავისი ეთნიკური წარმოშობის, თავისი რელიგიური მრწამსის, თავისი ძირის და ფესვების და არის ყველანაირი სრულყოფილი მოქალაქე. ყველას უნდა ჰქონდეს ევროპული ტიპის სახელმწიფოში წარმატების და სრულყოფილად არსებობის საშუალება. ამ საშუალებას საქართველო ყოველთვის იძლეოდა და იძლევა დღესაც. ამით საქართველო იყო ევროპელი და იქნება ევროპელი. საქართველოს კულტურაში ეს ფასეულობა ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონოდა თავისი იდენტობის, თავისი ენის, მრწამსის, შენარჩუნების და განვითარების საშუალება. ამით ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად ვუგზავნით ჩვენს ხმას ევროპას, რომ ეს არის ის საფუძველი, რომელზედაც ჩვენ გვინდა, რომ მომავალი სახელმწიფოც იყოს აშენებული. ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა მშვიდობიანად განვვითარდეთ და მივიღოთ ყველა ის კეთილდღეობა, რაც მოაქვს ევროპას. პირველ რიგში მივიღოთ თავისუფლება და გამყარდეს თავისუფლება, რომელიც ყველას ინდივიდუალურად მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ. მე მინდა ყველას გისურვოთ, რომ იცხოვროთ იმ ხვალინდელ საქართველოში.
    ასევე, მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. აქ ერთად ყოფნის დღე. დღეს იწყება ჰანუკა და ვინც აქ ებრაული მრწამსისაა, მინდა მივულოცო მათ ეს დღესასწაული. მინდა ასევე მივულოცო იეზიდენბს მომავალი დღესასწაული. მალე კათოლიკური შობაა და შემდეგ მართლმადიდებლური, მინდა მოგილოცოთ. ასევე ყველა დღესასწაული მინდა მოგილოცოთ, რასაც ჩენ ერთად ვზეიმობთ. ერთად ცხოვრება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს არა მხოლოდ პატივს ვცემთ, არამედ ასევე ვზეიმობთ ერთად და ვგლოვობთ ერთად, როცა გლოვის დრო დგება. ასევე მინდა ვახსენო, რომ სომხებისთვის ეს დღე მძიმე დღეა. სპიტაკის მიწისძვრა მოხდა 35 წლის წინ. არ შეიძლება, ეს დავივიწყოთ, იმიტომ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, აქ სომხური წარმოშობის მოქალაქეები ცხოვრობენ. ისინი ამ დღეს ძალიან მძიმედ იხსენებენ და ჩვენც მათთან ერთად მძიმედ ვიხსენებთ.
    მინდა გისურვოთ ყველას ძალიან მხიარული საღამო, რომელიც იქნება ზეიმი ტოლერანტობის, რომელიც ჩვენი ნიშანია. რომელიც არის და იყო კავკასიის ნიშანი და რომელიც მომავალშიც ევროპულ კავკასიაში იქნება ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    იპნ
  7. tvati
    გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა.
    მისი თქმით, საჭიროა არა მხოლოდ რუსული აქტივების გაყინვა დასავლურ ქვეყნებში, არამედ მათი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენება.
    “ეს იქნება, თუ გსურთ, ავანსური გადასახადი, რომელთა გადახდაც რუსეთს ოდესმე მოუწევს უკანონო შეჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა. ყველა არგუმენტი განვიხილე და ჯერ ვერ აღმოვაჩინე ვერაფერი, რაც დამარწმუნებდა იმაში, რომ ეს ცუდი იდეაა”, - განაცხადა კემერონმა.
    დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, მოუწოდა აშშ-ის პოლიტიკოსებს მხრი დაუჭირონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა ის სენატში დაბლოკეს.
    “ეს ფული უკრაინელებს უნდა გადავცეთ. მხარი უნდა დავუჭიროთ მათ და დავრწმუნდეთ, რომ სწორედ პუტინი წააგებს, ვინაიდან, თუ ეს ფული დამტკიცებული არ იქნება, არსებობს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც გაიღიმებს: ერთ-ერთი მათგანი ვლადიმირ პუტინია რუსეთში, ხოლო მეორე სი ძინპინია პეკინში”, - განაცხადა კემერონმა.

    იპნ
  8. tvati
    ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე.
      ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 10000000_1599187464223279_9221620511662940818_n.mp4
  9. tvati
    “მთავრი გამოწვევა ბევრ სხვა საკითხთან ერთად არის ის, რომ შავი ფულის მოძრაობა არჩევნებზე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და უნდა დასრულდეს. თუ ამ შავი ფულის გამოყენება არ შეიზღუდა, უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ეს იქნება სრული ტყუილი. “

    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_1270665660269808_1715325643322076908_n.mp4
  10. tvati
    ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი ნატა საბანაძე- ევროინტეგრაციის საკითხებზე. 
          10000000_667114672108460_7749060974544638687_n.mp4
  11. tvati
    ენერგოომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ბუნებრივი არის მიწოდებასთან დაკავშირებულ მთავარ საკითხად უსაფრთხოების პრობლემა იდგა.
    ანგარიშში ბუნებრივი გაზის კომპანიებიდან მიღებული მონაცემებია ასახული. ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების, გაჟონვის, მოწამვლის (მხუთავი არით CO-თი 64 ინტოქსიკაციის) და სხვა უბედური შემთხვევების რამდენიმე ათეული ფაქტი, უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა მძიმდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
    „როგორც ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, მხუთავი აირით მოწამვლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა და ამ მხრივ კვლავ პრობლემურად რჩება მსხვილი ქალაქები, მათ შორის ქალაქი რუსთავი და ქუთაისი“, – ნათქვამია ანგარიშში.



    პუბლიკა
  12. tvati
    უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ილია კივა მოსკოვში მოკლული იპოვეს.
    „უკრაინსკაია პრავდას“ თანამოსაუბრეები სამართალდამცავი უწყებებიდან ამბობენ, რომ „მოღალატის, კოლაბორაციონისტისა და პროპაგანდისტის ლიკვიდაციის უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას“.
    რუსული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლეს რადის ყოფილი დეპუტატის ილია კივას ცხედარი მოსკოვის რაიონში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
    „კივა მოკლეს“, — დაწერა Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.
    უკრაინული მედიის ცნობით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კივა რუსეთში გაიქცა, საიდანაც აცხადებდა, რომ „უკრაინელ ხალხს სჭირდება განთავისუფლება“ და „უკრაინელები, ბელარუსები, რუსები ერთი ხალხია“.
    უმაღლესმა რადამ კივას სახალხო დეპუტატის მანდატი 2022 წლის მარტში ჩამოართვა. ამავდროულად, კივა ეჭვმიტანილი იყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ღალატში.
    2023 წლის ნოემბერში კივას მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების ჩამორთმევით.

    NETGAZETI
  13. tvati
    საქართველოში, მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურებიან იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
    “ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ (ასევე, ოსურ და ქართულ) საზოგადოებებს  შორის აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა აქტორების და ჯგუფების მონაწილეობით. საგნობრივი დისკუსია შესაძლოა შეეხოს მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების გაფართოება, ადამიანების თავისუფალი მიმოსვლა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი თემა, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში ევროკავშირში ინტეგრაციის თანმდევი სიკეთეების შესახებ საუბარი.
    აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დიალოგი არ შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ოფიციალური საერთაშორისო ფორმატის (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები) ალტერნატივად, ან ჩამნაცვლებლად. არაფორმალური, მრავალგანზომილებიანი დიალოგი, მაგალითად ე.წ. „1.5 არხის“ ფორმატში, არ წარმოადგენს დიპლომატიურ შეხვედრებს ოფიციალურ პირებს შორის, არამედ არის არაფორმალური გარემო ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და, საჭიროებისამებრ, გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც ყველასთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს და რომელთა გადაწყვეტაც ხშირად ვერ ხერხდება ოფიციალური ფორმატების ფარგლებში მათი ზედმეტი პოლიტიზების გამო. ცხადია, რომ ამგვარ საერთო ინტერესებს მიკუთვნებულ სოციალურ, ეკონომიკურ, უფლებრივ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მნიშვნელოვანია დიალოგის პროცესში გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობაც.
    მხოლოდ ქართულ-აფხაზური (ასევე, ქართულ-ოსური) დიალოგი საქართველოში არსებული კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ცხადია, რომ სახალხო დიპლომატიისა და დაინტერესებული მონაწილეების დიალოგის გარეშე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი წარმატებული ვერ იქნება. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ წარსულში გადატანილი ტკივილისა და ტრაგედიის მიუხედავად, მშვიდობის მშენებლობას და ამ პროცესში შედეგებზე ორიენტირებულ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. დიალოგის ფარგლებში ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე პროგრესის მიღწევა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს “მტრის ხატის“ მსხვრევას, ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას, ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებას საზოგადოებების სამომავლო კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. 
    მიგვაჩნია, რომ დიალოგი სწორედ ის საკითხია, რომელიც ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს საჭიროებს და ჩვენ მზად ვართ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. 
    2023 წლის 7 დეკემბერი 
    ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები:
    საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
    კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის;
    სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”;
    სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); 
    “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“;
    “დავიწყოთ ახლა”;
    ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); 
    გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი;
    მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი;
    საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
    კავშირი “მომავლის ცხინვალი”;
    ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი;
    სტუდია რე;
    ფონდი „სოხუმი“;
    კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი;
    იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“; 
    მოძრაობა – აფხაზეთისთვის;
    ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
    ახალი ხედვა – ახალი ჰორიზონტები; 
    Go Group Media;
    ასოციაცია „აგორა“;
    საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია;
    პაატა ზაქარეიშვილი; 
    გურამ ოდიშარია; 
    მარინა ფაღავა;
    მერი გელაშვილი; 
    ლია ჩლაჩიძე;
    რუსუდან მარშანია;



    NETGAZETI
  14. tvati
    აფხაზეთის ხელისუფლებამ საკუთარი არაპოპულარული იდეების გასატარებლად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში კრემლის პროპაგანდისტები ჩართო. 
    მარტივი მისახვედრი იყო, რომ ინალ არძინბას მიწვევით, მედიაჯგუფ “Russia Today”-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის აფხაზეთში ვიზიტი და ახალგაზრდებთან შეხვედრის მთავარი მიზანი, ახალგაზრდების თვალში საერთაშორისო არასამთავრობოების დისკრედიტაცია იყო. 
    აფხაზმა სტუდენტებმა მარგარიტა სიმონიანის ლექცია სოხუმში აფხაზეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან კვირას, 3 დეკემბერს მოისმინეს. სიმონიანმა მოყვა, რომ წელიწადში ორჯერ სტუმრობს აფხაზეთს, ბიჭვინთას, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა მისი ბებია. ბევრი აქო ამჯერადაც აფხაზეთის ბუნება და ხალხი. 
    თუმცა, საუბარი, ძირითადად, შეეხო რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთოებს, ინვესტიციებს, პატრიოტიზმსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 
    სიმონიანმა 2001 წლის მოვლენები [კოდორის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა რუსლან გელაევის დანაყოფებსა და აფხაზეთის სამხედროებს შორის] გაიხსენა. მან მაგალითად მოიტანა ეს, როგორც რუსეთსა და აფხაზეთს შორის მჭიდრო კავშირი –  “ჩეჩენი ითხოვდნენ აფხაზეთისგან, რომ ისინი რუსეთში, სოჭში გაეტარებინათ. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი მადლიერი იქნება, რომ ტერორისტები არ გადმოუშვით ჩვენთან”, – უთხრა სტუდენტებს სიმონიანმა.
    მისივე თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ რაღაც სახელმწიფოები, უზარმაზარი თანხების ხარჯვის მიუხედავად, დაანგრევენ აფხაზეთისა და რუსეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს. აი, აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში კი, ამბობს, რომ რეალურ საფრთხეს ხედავს. 
    “ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც USAID-ია, შეუძლია გავლენა იქონიონ აფხაზეთის განვითარებასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. “საკუთარი პოლიტიკისა და ღირებულებების თავს მოხვევას ცდილობენ და პარალიზებას უკეთებენ ქვეყანას ამ ერის კულტურული კოდის შეცვლით, საბოლოო ჯამში კი, დამოუკიდებლობას ართმევენ ქვეყანას,  თქვენს ხელმძღვანელობას ვუსურვებ სიბრძნეს, გაბედულობას და ძალას, რომ უკომპრომისოდ ებრძოლოს მათ. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. რა ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ ისინი თქვენთან, სიკეთეს ვერ მოგიტანენ, აი, ბოროტებას კი – ბევრს. ღმერთმა არ ქნას და ყველაფერი დასრულდება სისხლისღვრით, როგორც სრულდება ხოლმე მათი ჩარევა “, – თქვა სიმონიანმა აფხაზ სტუდენტებთან საუბარში.
    აფხაზეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიმონიანის შეხვედრის ინიციატორი საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა იყო.
    “რამდენადაც მარგარიტა რუსეთში მაღალი რანგის პერსონებთან ურთიერთობს და გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას ახდენს, საჯარო ადამიანია, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ შეზღუდვების გარეშე დაესვათ მისთვის ნებისმიერი კითხვა”,- უთხრა არძინბამ სააგენტო სპუტნიკს, რომელსაც სიმონიანი ხელმძღვანელობს.
    სტუდენტების დიდი ნაწილი არ იზიარებს მინისტრის აზრს, თუმცა, საჯაროდ ამაზე საუბარს უფრთხიან. ისევე როგორც ეშინიათ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა. 
    “კიდევ ერთი წელი უნდა ვისწავლო და გამოცდები ვაბარო. თუ ახლა იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, შეიძლება გამომაგდონ უნივერსიტეტიდან, როგორც რუსეთში ხდება ხოლმე, საიდანაც ეს ქალბატონი ჩამოვიდა. თუმცა, საიინტერესო იყო იმის ყურება, აბორიგენებად რომ მიგვიჩნევს. ძალიან უსიამოვნოა, როდესაც სულელად გთვლიან”,- გვეუნება პირად საუბარში უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი. 
    თუმცა, სტუდენტებს არსებობს ალტერნატიული აზრიც: “რა კარგია, რომ პროფესიონალები ჩამოდიან, ვის უკანაც მთელი საინფორმაციო მანქანა დგას. მეც მინდა ასეთი გავლენა მქონდეს ადამიანებზე. ხომ ხედავთ, როგორ ბრწყინვალედ გვაჭერს ყველაზე მტკივნეულ ადგილებზე. ეს პროფესიონალიზმიც არაა, ეს ნიჭია. ვიცი, რომ ბევრი არ იზიარებს ასეთ აზრს რუსულ პროპაგანდაზე, და არ მინდა ვინმე გავაღიზიანო”,-  ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი ანონიმურად.
    საჯაროდ და მკაფიოდ ნეგატიური აზრი გამოხატა ასეთ შეხვედრების შესახებ აფხაზეთის ომის მონაწილემ ასლან კობახიამ.
    “მარგარიტა სიმონიანი რუსეთის დიდი პატრიოტია, თუმცა უნდა გავაგებინოთ, რომ მხოლოდ აფხაზი ხალხისა და ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვისი ადგლია აქ. რუსეთში ჯაშუშები და მოღალატეები საკმარისსად არიან და წესით, საქმე იქ მეტი უნდა ჰქონდეთ ამ მხრივ. აფხაზები დიდი ხანია აღარ არიან იმ ასაკში, რომ ხელით სატარებელი იყვნენ. ბოდიში თუ უხეშად გამომდის, მაგრამ საშინლად არ მომწონს, როდესაც მიგივთითებენ იმაზე, რაზეც არაა საჭირო. თავად გავერკვევით. ჩვენმა მეზობლებმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზები არასოდეს დაუშვებენ, რომ ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთში საფრთხე მომდინარეობდეს. ჯაშუშებზე ნადირობა კი არაა კარგი საქმე! – დაწერა ასლან კობახიამ ფეისბუკზე. 
    მარგარიტა სიმონიანის ყველა გამოჩენას საინფორმაციო სივრცეში დიდწილად ნეგატიური კომენტარები ახლავს, თუმცა რუსეთის ჟურნალისტიკის  “დიდი მეგობარი” ინალ არძინბა ხელს უწყობს მსგავს პროექტებს და პირდება საზოგადოებას, რომ რუს ჟურნალისტებთან უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრების ციკლს გააგრძელებს. შესაძლოა, შემდეგ სტუმრად ვლადიმირ სოლოვიოვი, არძინბასთან მეგობრულ ურთიერთოებებში მყოფი პროპაგანდისტი ვიხილოთ.
    სტუდენტები და ახალგაზრდები აფხაზეთში ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა, მათ შორის, ორმხრივ საერთაშორისო პროექტებში. შესაბამისად, სიმონიანი ყველანაირად შეეცადა შეეშინებინა ისინი “დასავლეთის დამღუპველი გავლენით”. ამავე დროს, აფხაზი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა ხშირად ერთადერთი ფანჯარაა დიდ სამყაროში, რადგან რუსეთის გარდა მათ სხვაგან გასვლის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ აქვთ. მეტიც, რუსეთის ქალაქებში საკუთარი ხარჯებით მოგზაურობის ფინანსების ქონაც ხშირად ფუფუნებაა. რუსული ორგანიზაციები კი, მაგალითად როსსოტრუდნიჩესტვო ან КСОРС აფხაზ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო ან სხვა სასარგებლო პროექტებს ძალიან შეზღუდულად სთავაზობენ.  
    აფხაზეთის სისხლიან მომავალსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების აფხაზეთის იდენტობაზე დამღუპველ გავლენებზე საუბარს ახალგაზრდობა უფრო სიცილით აღიქვამს. ეს ნიშნავს, რომ ამ “ლექციებს” უკუეფექტი ექნება, ვინაიდან დღეს აფხაზი ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკმაოდ კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევა და კრემლის პროპაგანდისტების ჭკუის სწავლებებს, ტვინების გამორეცხავად აღიქვამს. 
    რატომაა დაინტერესებული კრემლის პროპაგანდისტებთან თანამშრომლობით აფხაზეთის ხელისუფლება? ყველაფერი მარტივადაა. აფხაზეთში ობიექტური მედია, როგორც წესი, მხარს უჭერს აქ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას და თავისუფალია პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის გავლენებისგან. ახალგაზრდებისთვის ტვინების გამორეცხვის მიზანი კი ისაა, რომ მოიშორონ საზოგადოებაში არსებული ყველანაირი განსხვავებული აზრი და გააგრძელონ არაპოპულარული იდეების განხორციელება, რომელიც მხოლოდ მათთან ახლო კავშირში მყოფ ოლიგარქებს აძლევს ხელს. 
    ამისთვის კი, როგორც ჩანს, აფხაზეთის ხელისუფლება მზადაა, ყველაზე მძიმე არტილერია – კრემლის პროპაგანდის მანქანაა ჩართოს ბრძოლაში. თუ უფროს თაობაზე რუსული ტელევიზიების ეკრანებიდან ახდენენ გავლენას. ახალგაზრდებთან საქმე უფრო რთულადაა. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ უშუალო შეხვედრებს დიდი ზეგავლენა ექნება. 


    NETGAZETI
  15. tvati
    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
    განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყოს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.

    IPN
  16. tvati
    რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.
    „დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში.
    ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან, ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყება.

    იპნ
  17. tvati
    “ჩვენი პოლიტიკური გუნდის კაპიტალია კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და გამოცდილება, ამიტომ ამის თქმის მორალური უფლებაც გვაქვს და ვალდებულებაც და ამ ადამიანებისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეების ჯიბეებში არ გვიფათურებია ხელი.”      ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ბს.mp4
  18. tvati
    გაინტერესებთ ის 20-25 ოჯახი, ვის ჯიბეში მიდის გაზრდილი ეკონომიკა? გაინტერესებთ კონკრეტული სახელები და გვარები? დააკვირდით, ვინ გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებას!


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  აბ.mp4
  19. tvati
    როგორ შეამცირა "ოცნებამ" საქართველოს პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან - რა სხვაობა აისახა ციფრებში...

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.        407804247_1359933274911325_8804904656160539059_n.mp4
  20. tvati
    “ყველაზე მეტად ვინც წუხს და ნერვიულობს “ნაც.მოძრაობის” დაშლაზე არის “ოცნება”. რატომ? რადგან იციან, რომ “ნაც.მოძრაობის” არარსებობის პირობებში “ოცნებას” პრობლემა ექმნება დარჩეს ხელისიფლებაში. ამიტომ უნდა დავინახოთ და დავიჯეროთ, რომ ცვლილებების დრო მოდის.”

     მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  408798455_1379597719298498_3193534942392373141_n.mp4
  21. tvati
    “ბატონ კალაძეს მინდა მივმართო, კანონი მხოლოდ მაშინ ნუ ახსენდება, როცა გადაწყვეტს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, წვიმაში, ქარში ქუჩაში დატოვოს მოქალაქეები ბავშვებთან ერთად, კანონი გაახსენდეს პირველ რიგში მაშინ, როცა თვითონ გახდა ამ ქალაქში უკანონობისა და კორუფციის სიმბოლო. თუ კორუფციასთან ბრძოლა პოპულიზმია, მაშინ დათანხმდეს ჩვენს ინიციატივას საკრებულოში და შექმნას ანტიკორუფციული კომისია, ასევე მოუწოდოს პროკურატურას გამოიძიოს თბილისისთვის დამაზიანებელი პროექტები. კანონი უნდა კანონობდეს ყველას შემთხვევაში.”      გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. 407927707_1985898318463002_624884873841136623_n.mp4
  22. tvati
    ერთი წლის წინ ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი დიდი ჩემოდნიდან გაცოცხლებული 1930-იანი წლების თბილისისა და არამარტო თბილისის ყოველდღიურობის ამსახველი კადრები 6 დეკემბერს არტარეას სივრცეში გამოიფინა.
    გურამ წიბახაშვილი და ირაკლი ხვადაგიანი გამოფენაზე „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი
    “ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს: ქალაქის ყოფას, სპორტულ ღონისძიებებს, საქმიან სიტუაციებს, პორტრეტებს, აღლუმების ერთგვარ კულისებს, ვიდრე ქვეყანაში დიდი ტერორი დამყარდებოდა.
    გამოფენის კურატორი გურამ წიბახაშვილია. ძველმანების ბაზრობაზე ამ უნიკალურ კოლექციას ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა მიაკვლია. 
    თბილისი. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ე.წ. “ცისფერი გალერეა”. საქართველოს საბჭოთა არქიტექტორთა გამოფენა. 1930-იანი წლები. ფოტოს ფრაგმენტი.
    “საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლები რეგულარულად ვსტუმრობთ ხოლმე ბუკინისტურ მაღაზიებს, ქუჩის ბაზრობებს. ხშირად ხდება, როცა ოჯახებიდან ძალიან საინტერესო არტეფაქტები გაედინება და მერე ასეთ ადგილებში ხვდება. ერთ-ერთი ასეთი “ნადირობისას” წავაწყდი შარშან ერთ კონკრეტულ ადამიანთან მინის ფართო ფორმატის ნეგატივების კოლოფებს. რამდენიმე ვიყიდე.
    ზედაპირული დათვალიერებითაც ჩანდა, რომ კარგად შენახული, იშვიათი ტიპის ნეგატივები იყო, გადაღებული სცენები კი – ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი. მითხრა, თუ ინტერესი გაქვს, სხვებსაც მოვიტანო. მეგონა, სულ 5-7 კადრი იქნებოდა. მაგრამ სავსე ჩემოდანი დამახვედრა. ჯამშ, 500-მდე ნეგატივია”, — გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი.

    ნეგატივების ზედაპირული დათვალიერების მერე მალევე დაიწყო მათი გაციფრულება. “სოვლაბმა” ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან ერთად გადაწყვიტა, 1930-იანი წლების ყოფის ამსახველი ეს კადრები გამოფენას იმსახურებდა. ფოტოების ნაწილი ციფრულად დაიბეჭდა, ნაწილი კი გურამ წიბახაშვილმა ზუსტად იმ ტექნოლოგიით დაბეჭდა, რასაც გასული საუკუნის 30-იან წლებში იყენებდნენ და თავად უცნობი ავტორი გამოიყენებდა.

    ფოტოგრაფის კვალი ჯერ არ ჩანს. იმ ადამიანის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვისგანაც ნეგატივები შეიძინეს, ეს შეიძლება ვინმე გიორგი ქათამაძე იყოს, თუმცა ვერსია, ჯერჯერობით, არ დასტურდება.

    “გამოცდილი ანთროპოლოგი რომ აფიქსირებს ყოფა-ცხოვრების ძალიან საინტერესო და სახასიათო ელემენტებს, თითქოს ასე ამზადებდა ამ კოლექციას ეს ადამიანი, რომ თითქმის 100 წლის მერე, შეულამაზებლად, ოფიციალური ჩარჩოს გარეშე შეგვხედა მაშინდელი ცხოვრებისთვის. იმ დროს კამერა რეჟიმის სამსახურში იდგა და იშვიათი იყო მოქალაქე ფოტოგრაფს ასე დაედოკუმენტირებინა რეალური ყოფა”, — ეუბნება „ნეტგაზეთს“ ირაკლი ხვადაგიანი.
    სავარაუდოდ, უცნობი ფოტოგრაფის ავტოპორტრეტი
    გამოფენაზე წარმოდგენილ კადრებში კრთება ტოტალიტარიზმის აჩრდილი ყოველდღიური ცხოვრების მიღმა. მაგალითად, ბელადების პორტრეტები სამუშაო სივრცეებში. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ კოლექციაში შეგიძლიათ დააკვირდეთ ქალაქს, მის ტრანსფორმაციას, როდესაც ბერიას ხელმძღვანელობით “სოციალისტური” რეკონსტრუქციები განხორციელდა. ძველი უნიკალური განაშენიანება ახალმა საბჭოურმა არქიტექტურამ შეცვალა. აქ შეგიძლიათ ნახოთ საბჭოური დემონსტრაციების ერთგვარი კულისები, სადაც აღლუმზე დგომით დაღლილი და გაბეზრებული ადამიანების რეალური განწყობები ჩანს.

    “30-იანი წლების ბოლოს, როცა უკვე კონსოლიდირებულია რეჟიმი და პიკზეა ტოტალიტარიზმის დამყარების კამპანია, ჩანს, როგორ იძულებით და უხალისოდ არიან ამაში ადამიანები ჩართულები, მოჩვენებითი მხიარულებით”, — გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი და მისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კადრს გვაჩვენებს.
    ფოტო, სავარაუდოდ ,გარეუბანშია გადაღებული, თბილისის, ან სხვა ქალაქის. საბჭოური განაშენიანება დაწყებულია, ბავშვები უცნაურ საბჭოურ მასკარადში მონაწილეობენ, უკეთიათ ლენტები რუსული წარწერებით, “მადლობა სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის”. 
    მადლობა სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის”
    კოლექციაში მცირე ნაწილი შიშველ ნატურას ეთმობა, რაც იმ დროისთვის ძალიან იშვიათია.
    “უნიკალურიცაა, თუ გავიხსენებთ მაშინდელ კულტურას, სტერეოტიპებს, სექსის, სხეულის, სექსუალობის აღქმებს”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ფოტოებს გურამ წიბახაშვილიც.
    “ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ კოლექციაში ის ფოტოები, სადაც ავტორის სავარაუდოდ ნაცნობი ქალია აღბეჭდილი. ასეთი ფოტოები ძალიან იშვიათია. ერთი გიგო გაბაშვილთან აღმოვაჩინეთ ადრე და ახლა აღმოჩნდა, რომ ამ ფოტოგრაფსაც აქვს მსგავსი. ეს არის პატარა მცდელობა, რომ თავისუფლების ფანჯარა იპოვო. შენთვისაა, შენი პირადია, მაგრამ მაინც ფანჯარაა”, – გვეუბნება ფოტოგრაფი.

    იმ დროს კამერა ბევრს არ ჰქონდა. გამოფენის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ავტორის ვინაობა გაირკვევა. იქნებ, მისი სხვა ნამუშევრებიც გამოჩნდეს, ან დამთვალიერებლებმა ამოიცნონ ფოტოებზე პერსონაჟები, ადგილები. 

    “დღევანდელი და მაშინდელი ფოტოგრაფია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. იმ დროს კამერის ქონა უკვე სხვა მნიშვნელობის მოვლენა იყო, უკვე სხვა ადამიანი იყავი. თან ყველაფერში ერეოდნენ მაშინ და ყველაფერს აკონტროლებდნენ. ეს ფოტოები კი კონტროლისგან და ცენზურისგან თავისუფალია. ამ თვალსაზრისით არის ძალიან უნიკალური ეს კოლექცია”, – გვეუბნება გურამ წიბახაშვილი.

    გამოფენა არტარეას სივრცეში 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

    ნეტგაზეთი
  23. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარშს „შენი ხმა ევროკავშირს“.
    ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოდან სხვადასხვა ინიციტივები, ერთად თუ ცალ-ცალკე, საერთო გზავნილს უგზავნის ევროპას.
    „9 დეკემბერს იქნება არასამთავრობეობის მარში, რომელსაც ასევე ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან იმისთვის, რომ ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი, როცა რამდენიმე დღეში ველოდებით გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, პირადად მიიღებს თუ არა მონაწილეობას სამოქალაზო საზოგადოების დაგეგმილ მარშში.
    „შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა. მარში სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით 9 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.
     
     
    ნეტგაზეთი
  24. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა.
    ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა სპორტში დისციპლინისა და თავისუფლების მნიშვნელობას და ამ უკანასკნელის ნაკლებობაზე მიუთითა.
    „სპორტული სამყარო უკვე შესული ხართ ევროკავშირში. წარმოადგენთ გამარჯვებულ და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს და უსაზღვრო რაოდენობით მედლები მოაქვს შინ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ქართული საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს.
    პრეზიდენტი აგროვებს ხელმოწერებს პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. კამპანიის ფარგლებში იგი შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

    ნეტგაზეთი
  25. tvati
    ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დენ ლაიენი Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. უახლესი რეიტინგის მიხედვით, პირველი ოთხი ადგილი პოლიტიკოსმა ქალებმა გაინაწილეს.
    ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან ქალებს შორის დასახელდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ხუთეულს ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ხურავს.
    FORBES-მა სია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეადგინა. მათ შორისაა ფული, მედია, ძალაუფლება, გავლენის მასშტაბი და ა.შ. გამოცემის მიხედვით, ქალები, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, ქმნიან პროდუქტს და აყალიბებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ სამყაროს.
    რეიტინგის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

    ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...