"იმის ნაცვლად, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სამართალი ვიხილოთ, “ოცნება” გვაყურებინებს სამარცხვინო ცირკს, თუ როგორ მართავს პატიმარი სააკაშვილი პარტიულ თათბირებს სასამართლოში. არც ერთ სხვა პატიმარს მოსამართლე ამის უფლებას არ მისცემდა."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GKXAmhiXAcOtjy8DAPHDtGHCoh8AbmdjAAAF.mp4
ვენეციის კომისიის დასკვნა ცხადყოფს, რომ ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან დაწყებული ანტიკორუფციული რეფორმების ბოლომდე მიყვანის და სამთავრობო პროგრამის, „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხორციელების შემთხვევაში, არამხოლოდ არ იარსებებდა ელიტური/პოლიტიკური კორუფცია საქართველოში, არამედ ქვეყანას უკვე გახსნილი ექნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე ვენეციის კომისიის შეფასებას გამოეხმაურა.
მეზვრიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება კორუფციის იმ ტოტს არ მოჭრის, რომელზეც ზის და ამიტომ, „ელიტური/პოლიტიკური კორუფციისგან გათავისუფლების და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“.
„საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაუქმებულია, აღარ არსებობს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ კორუფციასთან ბრძოლა შერჩევითია - სრულად ხელშეუხებლები არიან „ოცნების“ და „ოცნებასთან“ დაკავშირებული კორუმპირებული ელიტები. ეს არის მიზეზი, რის გამოც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ღარიბდება და რამდენიმე ოჯახი მდიდრდება.
ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლების მთელი ძალისხმევა არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, არამედ „ოცნების“ ელიტური, კორუმპირებული ოჯახების ხელშეუხებლობის დაცვისკენ და კორუფციის გზით შემდგომში მათი კიდევ უფრო მეტად გამდიდრებისკენ არის მიმართული.
დაუსჯელია პრემიერი, დაუსჯელია თბილისის მერი, დაუსჯელია ელიტური/პოლიტიკური კორუფციის არაერთი ფაქტი - ვაკის პარკის ტრაგედიიდან დაწყებული, სიცოცხლისთვის საშიში მშენებლობებით და სახელმწიფო ქონების მიტაცებით დამთავრებული, რაზეც მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, პროკურატურას დღემდე რეაგირება არ მოუხდენია. დაუსჯელია პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი, „ოცნებასთან“ დაკავშირებული კეზერაშვილის პარტნიორები და მფარველები. დაუსჯელები არიან კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც თავად უნდა ებრძოდნენ კორუფციას.
ჩვენი კიდევ ერთი სიმართლე დადასტურდა - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა მართლაც ფიქცია და ფარსი აღმოჩნდა.
კორუფციის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების სრულად დამორჩილებით „ოცნებამ“ შექმნა ელიტური ოჯახების დაუსჯელობის უსამართლო სისტემა. ამ სისტემაში ადამიანებს პასუხს აგებინებენ წვრილმან ქურდობაზე, ხოლო ბიუჯეტის და თავად ამ ადამიანების მძარცველი 25 ოჯახი დაცულია.
ვენეციის კომისიის დასკვნა ცხადყოფს, რომ ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან დაწყებული ანტიკორუფციული რეფორმების ბოლომდე მიყვანის და სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხორციელების შემთხვევაში, არამხოლოდ არ იარსებებდა ელიტური/პოლიტიკური კორუფცია საქართველოში, არამედ ქვეყანას უკვე გახსნილი ექნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
ფაქტია, დღევანდელი ხელისუფლება კორუფციის იმ ტოტს არ მოჭრის, რომელზეც ზის და რომელიც შესაძლებლობას აძლევს, ბიუჯეტიდან ხალხის ფული მოიპაროს. ელიტური/პოლიტიკური კორუფციისგან გათავისუფლების და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლთან მდებარე გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.
"ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული გალფის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.
შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს". - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
20 დეკემბერს 11:00 საათზე პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კორუფციის თემაზე ბრიფინგს გამართავს . მისამართი: პარტიის ოფისი, ა. ბელიაშვილის ქ. 68.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის, - ამის შესახებ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაშია აღნიშნული.
„2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის სთხოვა მოსაზრება საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე. ვინაიდან ეს დასკვნა ეხება საარჩევნო სფეროს, იგი მომზადდა ერთობლივად ვენეციის კომისიისა და ოდირის მიერ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისია და ოდირი აღიარებენ, რომ არსებობს მოქმედი საარჩევნო ჩარჩოს ზოგიერთი ხარვეზის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოფხვრის მიზანი, მაგრამ წუხან, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.
„საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები ეხება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას. ისინი რთული და საკმაოდ დამაბნეველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ და მრავალჯერად ჯვარედინ გზავნილებს კანონის ორივე წყაროს შორის. მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან ის ეხება საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებს - კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრობას და მიღებული იქნება, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იქნება დარჩენილი. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები. ეს განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოში უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ცესკოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც, ვენეციის კომისია და ოდირი მიესალმნენ.
„იმავდროულად, მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ვენეციის კომისიის და ოდირის აზრით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ვენეციის კომისია და ოდირი რეკომენდაციას იძძლევიან:
შეიცვალოს ცვლილებების პროექტი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსენსუსი ცესკო-ს არაპარტიული წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს პირველ რიგში მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-თან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს კვალიფიციურ უმრავლესობას, მანამ, სანამ შესაძლოა მიმართავდეს მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას, როგორც ჩიხის საბოლოო გადაწყვეტას, გათვალისწინებულ იქნას ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის სხვადასხვა ეტაპებს შორის შემოთავაზებული შეზღუდული დროის გახანგრძლივება; ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოს პრეზიდენტს დაუბრუნდეს, მოხდეს ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის, უარყოფისა და დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება, პროექტიდან ამოღებულ იქნას ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილის გაუქმება.
ვენეციის კომისია და ოდირი მიიჩნევენ, რომ შეთავაზება - ხელახლა იქნას შემოღებული მოთხოვნა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევა/დანიშვნა კვალიფიციური უმრავლესობის მიერ მოხდეს გადამწყვეტი და გადაუდებელია.
ვენეციის კომისია და ოდირი ასევე იმეორებენ თავიანთ წინა რეკომენდაციებს საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით, კერძოდ:
„უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესარჩევი კომისიისა და მისი მიუკერძოებელი და ავტორიტეტული წევრების გამჭვირვალე ფორმირება და ცესკოს არაპარტიული წევრებისა და თავმჯდომარის კანდიდატურის გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული წარდგენის პროცესი, მკაფიოდ უნდა იქნას განსაზღვრული, თუ რა საფუძვლებით შეიძლება პარტიების მიერ წარდგენილი წევრების გათავისუფლება და გაძლიერდეს ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების (საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიები) წევრების კრიტერიუმები და შერჩევის პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესები უპარტიო წევრების დანიშვნისათვის“.
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში სავარაუდოდ, მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მისი განცხადებით, უდიდესია საჯარო მოხელეების წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
"საჯარო მოხელეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს! უდიდესია მათი წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. პროფესიული, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან თავისუფალი, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. ასეთი დეპოლიტიზებული საჯარო სამსახური, რომელსაც შესწევს უნარი გაუძლოს პოლიტიკურ ცვლილებებს, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საჯარო სამსახურის რეფორმის გაგრძელება უნდა იყოს პრიორიტეტი.", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.
”რა აქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებას საჯარო მოხელეებისთვის? რა აქვს სათქმელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ასევე კობახიძის საპარლამენტო გუნდს, 700 000 ადამიანისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველია? რა აქვს სათქმელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ მშობლებისთვის და ბავშვებისთვის, რომელთა მესამედი ნუტრიციის პრობლემას განიცდის? რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებთან, ვისაც სუფთა სასმელი წყლის პრობლემა აქვს, მოსახლეობის 70%-ს? რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯიბეში უყოფენ ხელს მისი ჩინოვნიკები და ფულს აცლიან, სწორედ 20-25 ოჯახი მდიდრდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. ოპოზიციას კი არ აქვს ხელისუფლებისთვის რაიმე სათქმელი, ხელისუფლებას აქვს ასახსნელი მოქალაქეებისთვის, რით ჯობია ის ოპოზიციას.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
GNY5fxiFTeSAfmkBAE-ftGMCsvdobmdjAAAF.mp4
“ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად არ წასულა, იყო და დარჩა. მისი მმართველობის პირობებში საქართველოში რამდენი ანტიდასავლური ნაბიჯი გადაიდგა ეს ვიცით, რამდენი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამდა ესეც ვიცით და ლეგენდებს, როცა გვიკითხავენ ივანიშვილზე, ე.წ მშვიდობის დროს მოქალაქეებს გვიკლავენ, გვტაცებენ და ბაზებს გვიშენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ივანიშვილის ყოვლისშემძლეობა.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
GOcUfxgvcb-KQq0DAHjFvAj1CoN_bmdjAAAF.mp4
იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, ალიანსისთვის მას პრინციპული ღირებულება აქვს. და გვსურს ვხედავდეთ, რომ დემოკრატია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ასე რომ, არჩევნები დემოკრატიების დიდი ნაწილია, ის სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს. ეს არის მესიჯი, რომელიც გადავეცი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს…
ეს [არჩევნების თემა] ოპოზიციასთან საუბრების ნაწილი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენადაც არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე ოპოზიციისა და მთავრობის როლია მნიშვნელოვანი. დემოკრატია ყველა ჩვენგანის, ყველა მოქალაქის ერთად მუშაობით ფუნქციონირებს. ასე რომ, ჩემი გადმოსახედიდან, მთავრობისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა.
ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან 2024 წელს ველი, გასატარებელი რეფორმების გამო, რომლებიც ვახსენე, მაგრამ ასევე, იმიტომ, რომ 2024 წელი არჩევნებით დასრულდება, და იმედი გვაქვს, რომ რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ”, - განაცხადა კოლომინამ.
"სამართალმა კიდევ ერთხელ იზეიმა! რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა."
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ „ფერისცვალებას“, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით აქტიურად ვადევნებთ თვალს, მათ შორის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ „ფერისცვალებას“. ბოლო დღეებში „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პროსათავისო ძალა, არანაირი პროდასავლელი, პრორუსი, პროჩინელი, და პროქართველი ის არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ 2020 წელს გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას ერქვა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და „ოცნებას“ ევროპა თუ სურდა, ამ პროგრამას გვერდზე არ გადადებდა, მეტიც, დღეს ბევრად წინ ვიქნებოდით, მისი რეალიზება რომ დაეწყოთ, დღეს უკვე მოლაპარაკებების გაფართოებაზე ვილაპარაკებდით!
გახარიას 2020 წლის სამთავრობო პროგრამაში ასახულია ის ძირითადი მიმართულებები, რომლის შესრულებასაც გვთხოვს ევროკავშირი რეკომენდაციების და დათქმების სახით, ყველა მიმართულება ამ პროგრამაშია: ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება, კორუფციასთან ბრძოლა. ყველა ამ მიმართულებით საქართველოს, სამწუხაროდ, დღეს დიდი ჩავარდნა აქვს, ამიტომ „ოცნების“ ეს მანევრი - ევროპელზე უფრო ევროპელი გამოჩნდეს, ღიმილის მომგვრელია.
„ოცნებას“ ჰგონია, კანდიდატის სტატუსის მიღებას არჩევნებში თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, დროს მოიგებს და ცარიელი სიტყვებით შეეცდება საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთხელ მოტყუებას, რეალურად, კი ყველაფერი ახლა იწყება,
რეალურად, საქმე ახლააა გასაკეთებელი, ძალიან დიდი შრომაა გასაწევი და კონკრეტული ნაბიჯები და რეფორმებია განსახორციელებელი!“
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ისეთი კეთილია, მოვა და რაღაცას გაჩუქებს, ცდება! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა, არ შეიძლება! მარტივ მაგალითს გეტყვით: ჩვენს მთავრობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისე რომ არაფერი უთქვამს, წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, ვლადიკავკაზიდან, თრუსოს ხეობით შემოყვანილი ჰყავს ოჯახები, თავიანთი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად. პატრიოტები თუ არიან, ამდენი ქართველი რომ ვერ გადადის საკუთარი შვილის და მშობლების საფლავების მოსანახულებლად, რატომ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას? რატომ არ უცვლიან ამას იმაში, რომ ჩვენმა მოქალაქეებმაც შეძლონ სამაჩაბლოში თავიანთი მიცვალებულების საფლავებზე მისვლა? თუ დათმობაზე მიდიხარ, და ამათ ჰუმანიტარული მიზნებით უშვებ ქვეყანაში, შენ რატომ არ სარგებლობ ამით? სხვათა შორის, რომ გესმოდეთ, ეს უზარმაზარი რისკია საქართველოსთვის, რადგან სამაჩაბლოში ვითომ აღმოჩენილი აქვთ, რაღაც ფეიკი რუკები და პრეტენზიას აცხადებენ დამატებით ტერიტორიებზე, მათ შორის, თრუსოზეც. ეს ხალხი ისე შემოუშვეს თან, კაციშვილმა ვერ გაიგო! როცა დეპუტატებმა კითხვა დასვეს, გაისუსნენ, სანამ იქიდან ოსებმა პირდაპირ არ დადეს ვიდეოები, როგორ იყვნენ შემოსულები და როგორ ამბობდნენ სადღეგრძელოებს თავისი წინაპრების საფლავებზე. ჰუმანიტარული ნაბიჯი იყო?! მაშინ ჩვენც შეგვიშვან! თუ, ქართველების საფლავები სამაჩაბლოში საფლავები არ არის?! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა! ცალმხრივ დათმობებს ისინი სისუსტის ნიშნად აღიქვამენ და უარესად მოგაჭერენ წიხლს, - თქვა გიორგი გახარიამ კახეთში, რეგიონულ გუნდთან შეხვედრისას.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად კახეთის რეგიონულ აქტივს და ადგილობრივ მოსახლეობას სხვა ლიდერებიც შეხვდნენ: რეგიონული მდივანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, პარტიის საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული, პარტიის ახალგაზრდული ფრთისა და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
გიორგი გახარია საკუთარ გუნდთან ერთად განაგრძობს შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. შეხვედრების მიზანი ქვეყანაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების განხილვაა. კახეთში შეხვედრებისას საუბრები შეეხებოდა პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ფაქტზე მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს.
არჩილ ჩიქოვანი მომხდარის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ.
როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ.
არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ, როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს”,- აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ბათუმის მერის საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.
მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.
„ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.
მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე უახლოეს მომავალში სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩაუტარდება. ამის შესახებ "კარაპს მედლაინის" პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კალანტაროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება.
„ოპერაცია სასწრაფო იყო. თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% უკვე დახურულია. ვფიქრობთ, 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება მსგავსი ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, - აღნიშნა ალექსანდრე კალანტაროვმა.
ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.
ეს ადამიანები {„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები} არიან პროთავისები - ევროპელებიც, ჩინელებიც, აფრიკელებიც იქნებიან და სომალელ მეკობრეებთანაც დაიჭერენ კავშირს, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ძალაუფლების შენარჩუნება რისთვის სჭირდებათ? - იმისთვის, რომ მეტი ფული იშოვონ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას კი არ აქვს ხელისუფლებისთვის რაიმე სათქმელი, ხელისუფლებას აქვს ასახსნელი მოქალაქეებისთვის, რით სჯობია ის ოპოზიციას.
სიჭინავას შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და „ამ ხელისუფლების არსებობა ბუნებრივად არათავსებადია“.
„მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს კანდიდატის სტატუსის მიღება, წისქვილს ასხამს წყალს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამ ყველაფრის პარტიულ დონეზე ჩაშლა, ვფიქრობ, რომ არ იქნება სერიოზული. ამ მიდგომის მცდელობა აქვთ ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს. მაგალითად; „ნაციონალურ მოძრაობა“, რომელიც თავის ბელადს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, ამ ქვეყანაში ევროპული ღირებულებების შემოტანას და ევროპისკენ სვლას, ვიღაცა უკავშირებს ამას ბიძინა ივანიშვილს. სამთავრობო ღონისძიებაზე, კერძოდ ბიუჯეტის გადახდილ ღონისძიებაზე - პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი ახსენეს და თურმე „პრეზიდენტს იქ არაფერი ესაქმებოდა“. ამიტომ, ასეთი განცხადებების კეთება ვფიქრობ, რომ არა სერიოზულია. პირველი, ვის წისქვილზეც ეს ასხამს წყალს, ეს არის ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქე. დანარჩენი არის ყველაფერი უინტერესო. რაც შეეხება ხელისუფლების მოწოდებას ოპოზიციის ნაწილის მიმართ, ძალიან უხერხულია.
ეს ხელისუფლება არ იყო რუსული კანონი რომ მიიღო? შავი დემოკრატიის დღე, რომ გაუთენა ქართულ სახელმწიფოს? - ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასებით. ესენი არ იყვნენ ძალით, რომ შევატანინეთ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი? კობახიძე არ იყო, რომ საუბრობდა, არ უნდა შეგვეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსზეო?! „სიმბოლური სტატუსი“ - ასე არ მოიხსენიებდა ირაკლი ღარიბაშვილი ამ სტატუსს? თუ „არაფრის მომცემ სტატუსს“ არ ეძახდა კახა კალაძე კანდიდატის სტატუსს? ის ინფანტილიზმი, რაც არის ქართულ პოლიტიკაში, ძალიან უსუსურად გამოიყურება მერე ოპოზიცია ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც პრორუსს რუსს ეძახი, ეს ადამიანები არიან პროთავისები - ევროპელებიც, ჩინელებიც, აფრიკელებიც იქნებიან და სომალელ მეკობრეებთანაც დაიჭერენ კავშირს, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ძალაუფლების შენარჩუნება რისთვის სჭირდებათ? - იმისთვის, რომ მეტი ფული იშოვონ, მეტ ადამიანს ჩაუყონ ჯიბეში ხელი და ამოუღონ ფული, ეს კორუფციულად ნაშოვნი ფული მაქსიმალურად შეინარჩუნონ, ეს არის ამოცანა ამათი. დღეს ხომ ხედავთ, როგორი ევროპელები არიან თავიანთ განცხადებაში? თუმცა ამ ყველაფრიდან კუდი ძალიან კარგად უჩანთ.
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, გაურთულდა თუ გაუადვილდა ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის ამოცანა, მე ძალიან მაინტერესებს, მაგალითად: ეს პროცესები, რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია საერთოდ რას აპირებდა? ხელისუფლების შეცვლას არ აპირებდა საერთოდ?“, - განაცხადა სიჭინავამ.
ამასთან, სიჭინავას განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია „კომიკური“ იყო.
„რა აქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებას საჯარო მოხელეებისთვის? რა აქვს სათქმელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ასევე კობახიძის საპარლამენტო გუნდს, 700 000 ადამიანისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველია? რა აქვს სათქმელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ მშობლებისთვის და ბავშვებისთვის, რომელთა მესამედი ნუტრიციის პრობლემას განიცდის? რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებთან, ვისაც სუფთა სასმელი წყლის პრობლემა აქვს, მოსახლეობის 70%-ს? რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯიბეში უყოფენ ხელს მისი ჩინოვნიკები და ფულს აცლიან, სწორედ 20-25 ოჯახი მდიდრდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. ოპოზიციას კი არ აქვს ხელისუფლებისთვის რაიმე სათქმელი, ხელისუფლებას აქვს ასახსნელი მოქალაქეებისთვის, რით ჯობია ის ოპოზიციას. ევროპული სტატუსი და ამ ხელისუფლების არსებობა ბუნებრივად არათავსებადია“, - აღნიშნა სიჭინავამ.
- „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის პროსათავისო ძალაა და არა პროევროპელი, პრორუსი, ან პროჩინელი, როდესაც მკეთრად შეცვალა რიტორიკა და უცებ ევროპელებზე დიდ ევროპელად ცდილობს თავის წარმოჩენას.
- 2020 წლის გახარიას მთავრობის პროგრამას ერქვა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და ევროპა თუ უნდოდა "ოცნებას" ამ პროგრამას გვერდზე არ გადადებდა და მეტიც, დღეს ბევრად წინ ვიქნებოდით, ვიდრე კანდიდატის სტატუსია.
- ამ პროგრამაში ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი რეკომენდაციების და დათქმების სახით გვთხოვს: ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, საჯარო სამსახურის რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GNYQfxj5cUk7u_gDADA_XMWAKDI6bmdjAAAF.mp4
- დღეს, რაც ერთის მხრივ „ოცნებას" და მეორე მხრივ „ნაცებს" სჭირთ, არის ბელადომანია. მათ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის, საკუთარ ბელადებს გადაუხადეს მადლობა. არავის გახსენებია ანწუხელიძე, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გინტური...
- ვინმეს არ ეგონოს, რომ სტატუსი მივიღეთ და ამით მორჩა. ყველაფერი ახლა იწყება, მთავარი სამუშაო წინაა.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GFR6fhjAVrBpFikDAHJi2lNVSGMMbmdjAAAF.mp4
“ჩვენ დასაცავი გვაქვს ჩენი მომავალი, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას კონკრეტული რეფორმების გატარება, რადგან ლიდერის სტატუსის დაბრუნება შევძლოთ.
არ მესმის ოპოზიციის იმ ნაწილის, რომელიც ამბობს - აზრი არ აქვს სამუშაო ფორმატებში მონაწილეობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამიტომ მოიპივა ქართველმა ხალხმა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ხალხის მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატი გვავალდებულებს მაქსიმული გავაკეთოთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
GICWmACGnA_zAjYBAN0JLNzOQy0WbmdjAAAF.mp4
არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - ევროინტეგრაციის თანმდევია ყველა ბენეფიტი უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნის გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. ცხადია, ამ პროცესის თანმდევია ყველა ის ბენეფიტი, რაც როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით ახასიათებს ამ პროცესს - ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სისტემაში. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფა არის ის ღერძი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა, რომელმაც შედეგად მოიტანა სტატუსის მიღება. ქართულ საზოგადოებას რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის დაეჯერებინა, ვისთვისაც ქვეყნის თავზე ჭურვების სროლა იყო უკეთესი, დღეს სტატუსი კი არა მეგობრებო, სად იქნებოდა საქართველო და რა უბედურებაში, კარგად წარმოსადგენია,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
კითხვაზე, რატომ აწარმოებდა მმართველი პარტია პროპაგანდას, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტი უნდა, მათიკაშვილი პასუხობს, რომ საუბარი იყო არა ევროკავშირზე, არამედ „ძალაზე, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას“.
„ევროკავშირს ომი უნდა თქვენ ვინმესგან გაგიგიათ? არა! აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არის გარკვეული ძალა, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას და ვისი ინტერესებიც იყო მათ შორის საქართველოს მხრიდან უფრო გამომწვევი ნაბიჯების გადადგმა, კარგად გვახსოვს უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებებიც, რომ მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ, თურმე მოხალისეები სახელმწიფოს უნდა გაეგზავნა. ამ ხაზს რომ აჰყოლოდა ქვეყანა, კანდიდატის სტატუსს მიიღებდა თუ გაგანია ომის პირობებში გაჩანაგებული იქნებოდა?! არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.