Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    “ჩვენი პოლიტიკური პარტია, ღიად გვაქვს ეს დეკლარირებული, არ გეგმავს გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ეს უბრალოდ არ გვჭირდება.”

     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 407782745_262224350179560_3997899162012778879_n.mp4
  2. tvati
    იანვრიდან კერძო ობიექტებისთვის (არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის) ბუნებრივი გაზის ფასი იზრდება.
    „თბილისი ენერჯის” განცხადებით, „მომწოდებლების მიერ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო კომპანია იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს”.
    შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან „თბილისი ენერჯის” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე იქნება 1.29 ლარი (1 ლარი და 29 თეთრი), ნაცვლად აქამდე არსებული 1.24 ლარისა (1 ლარი და 24 თეთრი), დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
    „თბილისი ენერჯის” განცხადებით, ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ერთ კუბური მეტრი გაზის ფასი კვლავ 0.539708 ლარი იქნება.


    პუბლიკა
  3. tvati
    საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის.
    კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და საჭიროდ მიიჩნევენ მცირე განმარტება გააკეთონ.
    კლუბის განცხადებით, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს:
    „ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა. საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრის პრინციპიც მხოლოდ სპორტულია.
    ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
    საქართველოს თასის ფინალში საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ უნდა დაუპირისპირდეს. რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმეორებდნენ ტექსტს „აჭარა აჭარლებს, თასი რჩება თბილისში“.

    ნეტგაზეთი
  4. tvati
    საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავენ. ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ევროგაერთიანებას სთხოვენ, საკითხი დადებითად გადაწყვიტოს.
    მეღვინეთა თქმით, ათწლეულების მანძილზე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა “სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე”.
    “ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რაც, ცხადია, ყოველგვარ პერსპექტივას უზღუდავდა მას, ღირსეულად წარდგენილიყო ღვინის მაღალი კულტურით გამორჩეული ქვეყნების წინაშე”, — აღნიშნავენ ისინი.
    მათივე სიტყვებით, რუსული ემბარგოს შემდეგ სახელმწიფომ ბუნებრივად დაიწყო ზრუნვა ქართული ღვინის, როგორც ბრენდის რეფორმაზე, რაც ამ პროდუქტს ევროპის ქალაქებში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა.
    განცხადების ხელმომწერთა სიტყვებით, ახლა ქართული ღვინო ახალი იდენტობის ძიებისა და განვითარების რთულ, გარდამტეხ საფეხურზე გადასვლის პროცესშია, რისთვისაც მას რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება სჭირდება.
    მეღვინეები ასევე უსვამენ ხაზს მიკრო, მცირე და საშუალო მოთამაშეებისთვის ფინანსებზე თანაბარი წვდომის, ხარისხიანი განათლებისა და კოოპერაციული კულტურის გამომუშავების მნიშვნელობას.
    “ჩვენი თხოვნაა, მიიღოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულმა ღვინომ გაიკვალა გზა თავის ბუნებრივ ეკოსისტემაში – ევროპაში, სწორედ ასე დაიმკვიდროს დამოუკიდებელმა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი ადგილი თავისუფალი სამყაროს ევროპულ ოჯახში”, — ამბობენ ისინი.
    ნახეთ ხელმომწერთა ჩამონათვალი
    14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
    მანამდე, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა იქვე არის დათქმა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა პირობა, რათა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე- მოლაპარაკებების გახსნაზე.

    ნეტგაზეთი
  5. tvati
    რა უნდა რუსეთს საქართველოსგან და რას სთავაზობს „ოცნება"...

    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
    407408192_883500083302981_7455561497578219296_n.mp4
  6. tvati
    ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი აკრიტიკებს ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ლუკა კურტანიძე 30 ნოემბერს ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე არ შეუშვეს.
    განცხადება ოლიმპიური კომიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
    კომიტეტი წერს, რომ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომლის თანახმადაც, კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია.
    აღმასრულებელი კომიტეტი ასევე მიუთითებს, რომ ლუკა კურტანიძის დამსახურება „ქართული სპორტის წინაშე შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ ყრილობაზე შეკრებილი ადამიანებისა” და რომ ჭიდაობის ფედერაცია არ არის კერძო დაწესებულება, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე მეტი ანგარიშვალდებულება აქვს.
    პირველ დეკემბერს ლუკა კურტანიძემ განაცხადა, რომ 30 ნოემბრის ყრილობაზე მას ჯერ „ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მიანიშნა, რომ ზედმეტი იყო, შემდეგ კი გენერალურ მდივანმა, თამაზ გოგელიამ უთხრა, რომ ყრილობაზე დასწრების უფლება კანონით არ აქვს და გასვლა სთხოვა”.
    ლუკა კურტანიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. ის არაერთხელ გახდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი. რამდენიმე მედალი მოიპოვა ვეტერანი მოჭიდავის რანგშიც. ასევე, იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე.
    რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს – ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს.
    2019 წლის იანვარში, სპორტის სასახლეში, გეგა გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს, საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.
    ინციდენტიდან 2 კვირის შემდეგ გეგა გეგეშიძე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებიდან 2 დღეში ის 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
    2020 წლის 5 დეკემბერს გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. გეგეშიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

    პუბლიკა
  7. tvati
    ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
    სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამედიცინო სფერო არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგად აცნობიერებს თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა.
    პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება.
    „თქვენი ხმა ევროპას“ - ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა ალბათ ყველაზე ნაკლებად თქვენთან მჭირდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომლებიც კარგად აცნობიერებენ თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა, ყველაზე კარგად აცნობიერებს თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპული სტანდარტები.
    ევროპა არ არის მიუწვდომელი იდეალი, ალბათ, იქაც არის ამ სფეროში ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ არსებობს რაღაც მინიმალური სტანდარტები, რომელიც ყველასთვის უნდა გახდეს მინიმალური სტანდარტი. ჯანდაცვის უფლება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, არ უნდა იყოს მხოლოდ ფარატინა ქაღალდებზე დაწერილი, ეს უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში რეალობა.
    ჩვენ ვიცით ევროპა კარგად. ძალიან ბევრი თქვენგანი შეიძლება სწავლობდა ევროპაში და დღესაც ძალიან ბევრი სწავლობს. ძალიან ბევრი მოღვაწეობს ევროპაში და სხვათა შორის არიან საკმაოდ წარმატებული, კარგად ცნობილი და აღიარებული, იქ სადაც მოღვაწეობენ, იმ ჰოსპიტლებში, კლინიკებში. ევროპამ ჩვენც გაგვიცნო. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ ევროპაც მოდის ჩვენკენ გარკვეულწილად. ჩვენი მიღწევა კოვიდთან ბრძოლასა და გამკლავებაში იყო შემჩნეული. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო კოვიდის გამოწვევას და ამას უნდა ვუმადლოდეთ იმ წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც მართეს კოვიდ პანდემია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ შევძელით ეს და ამით დავიმსახურეთ ერთგვარი პატივისცემა სხვადასხვა ევროპულ სფეროებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ეს სფერო ქვეყანაში, მით უფრო ძლიერი იქნება საქართველო.
    „ჯანდაცვაში არ შეიძლება, რომ საქართველო, მედეას ქვეყანა ბოლოს და ბოლოს, იყოს რომელიმე დარგში ჩამორჩენილი და პირიქით, არ იყოს წამყვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ხელშეწყობა აქვთ ჩვენს ექიმებს, ყველგან ყველა ქვეყანაში, ამერიკაში თუ ევროპაში აქვთ ძალიან დიდი წარმატებები. თქვენც აქ წარმატებულები ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო წარმატებული, უფრო ძლიერი შეიძლება იყოთ და რაც უფრო ძლიერი იქნება ეს სფერო ამ ქვეყანაში, უფრო ძლიერი იქნება ეს ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

    იპნ
  8. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ ნახსენებ 20-25 ოჯახში იგულისხმებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ღიად არ უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც არიან და „ერთი ჯიბიდან მათაც აფინანსებენ“. ამის შესახებ ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის.
    „გახარიას პრემიერობის დროს ეს 20-25 ოჯახი ვერ მდიდრდებოდა, მერე აიწყვიტეს, ნამდვილად. საქართველოს რიგითი მოქალაქეები ქვეყნიდან მიდიან იმის გამო, რომ ხელფასი არ ყოფნით და ახალგაზრდები 2-3 სამსახურში მუშაობენ, ამავდროულად, სწავლობენ იმის გამო, რომ ფინანსური შემოსავალი იქონიონ. ამის მიუხედავად, მაინც არ ჰყოფნით იმიტომ, რომ ფასები მაღლა გაიქცა. ეს არ ეტყობათ ამ 20-25 ოჯახს. მე უფრო გავაფართოებდი ამ სიას, 20-25 ოჯახის ნათესავებს და ახლობლებს, რადგან ნეპოტიზმი, რომელიც მანამდე არ იყო, ან მინიმალურად იყო, დღეს ყვავის“,- განაცხადა ქემოკლიძემ.
    კითხვაზე, გახარიას პრემიერობიდან წასვლის შემდეგ გამდიდრდნენ ეს ოჯახები თუ არა, ქემოკლიძეს თქმით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს აღნიშნული ოჯახები ვერ იგებდნენ ტენდერებს და ვერ აწყობდნენ ბიზნეს გარიგებებს.
    „დიახ. გახარიას, როდესაც პრემიერობის დროს მართვის ინსტრუმენტები ხელთ ჰქონდა, ეს ადამიანები ვერ იგებდნენ ტენდერებს, ვერ აწყობდნენ წინმსწრებად ბიზნეს გარიგებებს. მარტო მე მახსოვს მათი ათეულობით პროექტი, რომლებიც გაჩერებული იყო და, შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის მაგიდიდან იყო გადადებული. როგორც კი წამოვედით რა გააკეთეს პირველი? გააკეთეს ის, რომ ეს პროექტები უკან დააბრუნეს და დომინოს პრინციპით მწვანე დერეფანი გაუკეთეს.
    ობიექტური ანტიკორუფციული სააგენტო რომ არსებობდეს და საქმეები შეისწავლოს, ათეულობით კი არა ასეულობით საქმეს ამოიღებენ, როდესაც ძალიან ძვირფასი ქონებები გადაცემულია 1 ლარად. არსებობს მანიპულაციები იმისა, თუ როგორ იკანონებენ ამას და შემდეგ როგორ ყიდიან. წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი ხართ, ან პრემიერთან ხართ დაახლოებული და საქართველოს რიგითი მოქალაქის ქონებას გიკანონებენ 1 ლარად და შემდეგ სხვადასხვა მანიპულაციებით გიფორმებენ და შემდეგ ყიდით ამ ქონებას. უკვე ყიდით მილიონობით ლარზე და დოლარზე. მომენტალურად ხდებით მილიონერი.
    როდესაც შენ ერთ დღეს გარკვეულ კომპრომისს დაუშვებ ვიღაცაზე, მომენტალურად მეორე მინისტრი გაგახსენებს: „შენს ნათესავს, რომ გაუკეთე ჩემმა რა დააშავა?“
    გახარია პრემიერობის პოსტზე აკეთებდა მაქსიმუს, რაც შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო. მაშინ იყო მხოლოდ 5 ოჯახი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან იყვნენ დაახლოებულები და ამას აკეთებდნენ,“ - განაცხადა ქემოკლიძემ.
    კითხვაზე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს იძულებული იყვნენ თუ არა ამაზე თვალი დაეხუჭათ, მისი თქმით, ვირუსის მთლიანად დასამარცხებლად სისტემას უნდა ფლობდე.
    „იძულებული კი არ ვიყავით, სადაც ეს 5 ოჯახი ჩაკეტვადი იყო, იქ ეს 5 ოჯახი იკეტებოდა და შესაბამისად, ისინი, როგორც მეტასტაზები სახელმწიფოს დანარჩენ ორგანიზმში ვერ მიდიოდნენ. მთლიანად რომ დაამარცხო ვირუსი, სისტემას უნდა ფლობდე. როგორ წარმოგიდგენიათ, ძალოვანი უწყებები პირდაპირ იყვნენ მიბმულები ბიძინა ივანიშვილთან და გახარია ამავდროულად ცდილობდა კორუფცია ჩაეკეტა?“- განაცხადა ქემოკლიძემ.
    ამასთან, კითხვაზე, გახარიას შს მინისტრობის დროს ძალოვანი სტრუქტურა პირდაპირ იყო მიბმული ივანიშვილზე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ინსტრუქცია, სწორედ „შუშის სახლიდან“ მოდიოდა, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით, ქემოკლიძე პასუხობს: „გეოგრაფიულად არ ვარ დარწმუნებული შუშის სასახლიდან მოდიოდა, მაგრამ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ იყვნენ მიბმულები, ჩემი აზრით, ეს ძალიან მკაფიოდ ჩანდა“.
    „იმ კონკრეტულ მოცემულობაში გახარია რამდენსაც ახერხებდა, ამაზე ერთი მედალი ეკუთვნის“,- აღნიშნა ქემოკლიძემ.
    ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ „2 მნიშვნელოვან სცენარზე“ ისაუბრა.
    „მე იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია, მათ შორის, მათი შიდა ანტურაჟიდან გამოსული. „ქართული ოცნება“ 2 მნიშვნელოვან სცენარს ამუშავებს 2024 წლის არჩევნებისთვის. ერთი არის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ფიქტიური შერიგების სცენარის განვითარება. მეორე არის სააკაშვილის მომენტალურად გამოშვება. როგორ გამოშვება? ტექნიკურად ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. პოლიტექნოლოგიური ხრიკის კარგად მოფიქრება და დაგეგმვა უნდა. ორივე კოზირი მათ არჩევანშია. უბრალოდ ფიქრობენ რომელი გაათამაშონ. შეიძლება ორივე გაათამაშონ. ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს ფრთხილად. შეიძლება მომენტალურად სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდეს“. სააკაშვილი, როგორც „ჯოკერი“ ისე სჭირდებათ, ან შიგნით, ან გარეთ“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

    იპნ
  9. tvati
    “წარმოუდგენელია ქვეყანაში ეკონომიკა იზრდებოდეს და ამის პარალელურად, უპერსპექტივობის და ქვეყანაში არსებული სოციალური გამოწვევების გამო, ქვეყნიდან ახალგაზრდები გარბოდნენ. იმიტომ, რომ სამართლიანი გარემო არ არის ქვეყანაში. გულწრფელად რომ გითხრათ, სად აქვს “ნაცმოძრაობას” რევანშის თავი, საერთოდ ვერ გაუგიათ რა ხდება საკუთარ პარტიაში. კობახიძე კი დადის და გვეუბნება, რომ ორი ალტერნატივა აქვს საქართველოს მოსახლეობას: ან “ოცნება” ან “ნაცმოძრაობა”. პოლარიზაციის გამომწვევი ეს ორი პოლიტიკური ძალა არის ამ ქვეყნის შემაფერხებელი, ამიტომ ალტერნატიულ არჩევანს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.”

     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 10000000_381794520958235_1807395549109272765_n.mp4
  10. tvati
    შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან ქუთაისი #საქართველოსთვის  

  11. tvati
    7-8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევსა და ვარშავას ეწვევა.
    სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი კიევში შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან. იოსელიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
    ვარშავაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კი სახალხო დამცველი შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს.
    „შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    IPN
  12. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
    „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
    თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.
    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.
    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

    1ტვ
  13. tvati
    საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2-3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იყო წარმოდგენილი.
    ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტითა და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და სხვადასხვა გათამაშება დახვდათ. დამთვალიერებლებმა ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენაც იხილეს.
    ფესტივალზე კონდიტერმა ვაჟა წულუკიძემ შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასი ჩაატარა. ღონისძიებაზე საახალწლო გვირგვინებისა და შოკოლადიანი თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართა. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი აფორმებდა. ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა.
    ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართა. წლევანდელი წელი მასშტაბურობით გამოირჩეოდა. მასში მონაწილეობას 30-მდე კომპანია იღებდა, მათ შორის იყვნენ დამწყები მეწარმეები და ყველასათვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები.
























     

  14. tvati
    2024 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
    შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
    ცვლილებებით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.
    კანონპროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით – ID ბარათებით – შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, მათი შეფასებით, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.
    აღნიშნული ცვლილებების მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების მიზეზი იყო დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ მომზადებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.
     

    ავტორი - თეონა მანაგაძე
  15. tvati
    ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მომავალ კვირას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.
    „როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავალ კვირას. მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის, რადგან ეს არის გრძელვადიანი მიზანი და საჭიროებს ძალების გაერთიანებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
    იმედი მაქვს, რომ მთავრობა, ოპოზიციის პოლიტიკური ძალები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ თავიანთ ძალისხმევას ერთად, კონსტრუქციულად და და ინკლუზიურად მუშაობისთვის, რათა განახორციელონ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.
     

    ავტორი - ქეთი ჩოხელი
  16. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები მოკლეს.
    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმები და ჩაიდინა ომის დანაშაული:
    „გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში ნაჩვენებია ორი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯა, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ. ინფორმაციის გადამოწმებით დასტურდება, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუიარაღებელი ჯარისკაცები მოკლეს“ — ვკითხულობთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    ვიდეო, რომელზეც უკრაინის შეიარაღებული ძალები საუბრობს, თავდაპირველად „ტელეგრამ“ არხზე DeepState გავრცელდა. არხის ინფორმაციით, კადრები დონეცკის ოლქში, სტეპოვის მახლობლადაა გადაღებული, სადაც რუსეთის 45-ე ბატალიონს აქვს პოზიციები დაკავებული. „ტელეგრამ“ არხი წერდა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელების სანგარი აღმოაჩინეს და უკრაინელ ჯარისკაცებს საკმარისი ჩაბარება მოუხდათ:
    „მას შემდეგ, რაც მეორე უკრაინელი ჯარისკაცი ამოდის სანგრიდან, რუსი ჯარისკაცები ორივეს ცხრილავენ“ — წერდა „ტელეგრამ“ არხი, სადაც ვიდეო გავრცელდა.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    ანა ბუჩუკურის გამოსვლა ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ ორგანიზებულ პანელზე “საქართველოს პოლიტიკური გზა ევროპამდე”
    407408179_722604136409056_4761098247151126842_n.mp4
  18. tvati
    შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან მარტვილი #საქართველოსთვის













     
  19. tvati
    შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან ბათუმი #საქართველოსთვის



























  20. tvati
    კითხვები იქნება, ვის რამდენი მოუპარავს, ვის რა დაუშავებია... ყველაფერი წინაა გახარია სოფელ ობუჯში 407466456_3653745924854784_4755185538686200063_n.mp4
  21. tvati
    "დღეს, ის რომ "ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, ბევრს არ უნდა. მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ "ნაცები" დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ.

    "ოცნების" მთავარი ამოცანაა, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს და რომ 12 წელია გრძელდება ბრძოლა "ქოცსა" და "ნაცს" შორის. ეს არის იდეალური გარემო ერთისთვისაც და მეორესთვისაც.

    "ქოცის" და "ნაცის" ისტერიკა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. მათი შიშები, ახლა, იცით, რა არის - ესენი არიან პათოლოგიურად კეთილსინდისიერი ტიპები, არაფერს არ გვაპატიებენ, დაგვიჭერენ გამოიძიებენ ყველაფერს, კორუფციას... თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვთ ჩართული, რადგან ამათ ძალიან კარგად იციან, "ნაცებს" მოელაპარაკებიან, გაუყოფენ, უბრალოდ. ეს არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც მათი ისტერიკა გაიზრდება, ათას სისულელეს დაგვაბრალებენ, მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - რაც უფრო დიდია ისტერიკა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან, მით უფრო ახლოს!"


    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

  22. tvati
    "საქართველო პატარა ქვეყანაა. არ შეიძლება თორმეტი წელი სარგებლობდე ხალხის ნდობით და გაცვითო ეს ნდობა. ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას, დაუსჯელობას… ამათ ახლა სახლში იმდენი აქვთ წაღებული, რომ იმას ფიქრობენ როგორ დაიცვან, შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, თან დაჭერისაც ეშინიათ... ეს ხალხი არ უნდა გაქრეს, მაგრამ რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ! კითხვები ახლა დაიწყება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი - გაფუჭებული. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის! ყველა ზეპირად ვიცი! ვიღაც ძალიან მდიდრდება, ვიღაც კი ქვეყნიდან გარბის. მე რატომ არ მეშინია, ან რომ გადავდექი, რატომ არ შემეშინდა? იმიტომ რომ ვერაფერს დამაბრალებენ, საქმის გარდა არაფერი მიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია! ყველას ყველაფერი მოეკითხება...“ოცნებამ“ არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ „ნაცები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. „ოცნების“ მთავარი ამოცანაა, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. მათი ისტერიკა გაიზრდება, ათას სისულელეს დაგვაბრალებენ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია ისტერიკა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან!"


    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

  23. tvati
    პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები  სამეგრელოში, გურია-აჭარასა და იმერეთში გუნდის წევრებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
    გუშინ, 1 დეკემბერს სამეგრელოში, მარტვილში პარტიის ახალი ოფისი გაიხსნა. შეხვედრები გაიმართა  წალენჯიხასა და ზუგდიდში.  2 დეკემბერს პარტიის ლიდერები აჭარისა და გურიის რეგიონის გაერთიანებულ გუნდს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
    პარტია „საქართველოსთვის“რეგიონულ წარმომადგენლობათააქტივსპარტიისთავმჯდომარე გიორგი გახარიასთან ერთად, სხვა ლიდერებიც: რეგიონული მდივანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი  შალვა კერესელიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გიორგი შარაშიძე,პარტიის  საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული შეხვდნენ.
    შეხვედრების მთავარი მიზანირეგიონებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების გადაწყვეტაა, ასევე, საუბრები შეეხებოდაპარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობის გააქტიურებას, სამომავლო გეგმებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
    პარტიის წევრებმაგამოთქვეს მოსაზრებები და ინიციატივები რაიონული წარმომადგენლობების ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობის გასაძლიერებლად.
     
  24. tvati
    ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის. ყველას ყველაფერი მოეკითხება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას და დაუსჯელობას. ამასთან, განმარტავს, რომ „ოცნების“ ამოცანაა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს.
    „საქართველო პატარა ქვეყანაა. არ შეიძლება თორმეტი წელი სარგებლობდე ხალხის ნდობით და გაცვითო ეს ნდობა. ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას, დაუსჯელობას… ამათ ახლა სახლში იმდენი აქვთ წაღებული, რომ იმას ფიქრობენ როგორ დაიცვან, შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, თან დაჭერისაც ეშინიათ... ეს ხალხი არ უნდა გაქრეს, მაგრამ რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ! კითხვები ახლა დაიწყება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი - გაფუჭებული. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის! ყველა ზეპირად ვიცი! ვიღაც ძალიან მდიდრდება, ვიღაც კი ქვეყნიდან გარბის. მე რატომ არ მეშინია, ან რომ გადავდექი, რატომ არ შემეშინდა? იმიტომ რომ ვერაფერს დამაბრალებენ, საქმის გარდა არაფერი მიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია! ყველას ყველაფერი მოეკითხება...“ოცნებამ“ არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ „ნაცები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. „ოცნების“ მთავარი ამოცანაა, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. მათი ისტერიკა გაიზრდება, ათას სისულელეს დაგვაბრალებენ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია ისტერიკა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
    მათივე ცნობით, პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები სამეგრელოში, გურია-აჭარასა და იმერეთში გუნდის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 1, 2 და 3 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში, მარტვილში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში.
    „გიორგი გახარიასთან ერთად რეგიონულ წარმომადგენლობათა აქტივს და ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის სხვა ლიდერებიც შეხვდნენ: რეგიონული მდივანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები სალომე კობალაძე და გიორგი შარაშიძე, პარტიის საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული.
    შეხვედრების მთავარი მიზანი ქვეყანაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების გადაწყვეტაა. საუბრები შეეხებოდა პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
    პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის შეხვედრები მოქალაქეებთან ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
×
×
  • შექმენი...