- Read more...
- 0 comments
- 147 views
-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ
-
შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან რაჭა საქართველოსთვის
-
ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პუბლიკა
- Read more...
- 0 comments
- 168 views
-
საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმოიხილავს გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს.
ოკუპაცია
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მრავალწლიანი პროცესის და ეტაპობრივად გაუმჯობესებული პროცედურების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული წესები გარკვეულწილად ხარვეზიანი რჩება და ამასთან, განსახლების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების ნაწილი დაუსაბუთებელია. გამოწვევაა ისიც, რომ გასულ წლებში დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული განსახლების ობიექტების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
სიღარიბე
ომბუდსმენის თანახმად, სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშნავს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ბავშვთა სიღარიბესთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც.
„დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის, ომბუდსმენის აზრით, კვლავ გასაწევია დიდი სამუშაო. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა.
ეროვნული უმცირესობები
სახალხო დამცველის შეფასებით, წელსაც აქტუალური იყო ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი საკითხები — ეროვნული უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემაა ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადების/გადამზადება. პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
გამოხატვის თავისუფლება
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.
სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედ კოდექსს ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.
იოსელიანის შეფასებით, ამ მხრივ 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იოსელიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებას, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს.
„2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა“, — აცხადებს სახალხო დამცველი.
ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელს უწოდებს ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიციირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს.
პატიმრების უფლებები
ომბუდსმენის შეფასებით, წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება.
სახალხო დამცველი საუბრობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზეც. კერძოდ, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ანალოგიური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. პრობლემურად მიიჩნევს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც.
„პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ“, — აღნიშნავს ომბუდსმენი.
თანასწორობა
რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, სახალხო დამცველი სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ არა თუ არ მომხდარა თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიის დამტკიცება, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სხვა სოციალური ჯგუფების აღნიშვნის პარალელურად, ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ლგბტ+ თემი არ არის მოხსენიებული არც სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში.
იოსელიანის შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება.
თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების ჭრილში, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხსაც.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ფემიციდის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა.
2023 წელს შემაშფოთებელი იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა.
სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მისი მანდატის გავრცელებას გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზეც.
სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ შეუსრულებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების ნაწილი, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ, სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და სხვა საკითხები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს.
ნეტგაზეთი
- Read more...
- 0 comments
- 132 views
-
პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.
სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს.
ამასთან ომბუდსმენი ხაზს უსვამს არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს.
„წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს დაკავებული პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანამდე, მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიღება გართულდა მათი ადვოკატების, ოჯახის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის, რაც შესაბამისად საჭიროებს გაუმჯობესებას.
გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. სახალხო დამცველი წლებია ხაზს უსვამს, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს.
არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით დამატებით აღსანიშნავია კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. კერძოდ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას.
სახალხო დამცველი წლებია საუბრობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე. კერძოდ, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ანალოგიური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას”, - წერია განცხადებაში.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 127 views
-
საიას შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს რამდენიმე გამოწვევა იჩენს თავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება.
მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია.
„2023 წელი საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით მიენიჭოს. ეს დათქმები, მათ შორის, მოიცავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით საჭირო რეფორმებსა და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ქვეყანაში ადამიანების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს გამოწვევები შემდეგი მიმართულებებით შეგვიძლია შევაჯამოთ: მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა.
2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია.
2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია.
ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ არიას ნახსენები ლგბტ+ ადამიანები და მათი უფლებები.
სრული შეფასება იხილეთ ბმულზე”, - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Read more...
- 0 comments
- 118 views
-
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა.
„დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.
1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ, მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციების გამო, უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა. ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი.
ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. გილოცავთ ადამიანის უფლებათა დღეს!“,-აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაში.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 132 views
-
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი - გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
მისივე განცხადებით, მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო იქნება თითოეული ადამიანის უფლების ნამდვილი დამცველი და ქვეყანაში თანასწორი და სამართლიანი გარემოს გარანტი
"დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. გუშინ კი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი - გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს.
ჩვენი მოქალაქეების უფლებების რეალურ და ქმედით დაცვას მაშინ შევძლებთ, როცა სახელმწიფო ერთი პარტიის ან ერთი კაცის ინტერესებზე კი არ იზრუნებს, არამედ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - რიგით მოქალაქეებზე.
მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო იქნება თითოეული ადამიანის უფლების ნამდვილი დამცველი და ქვეყანაში თანასწორი და სამართლიანი გარემოს გარანტი. მანამდე კი კორუფციისგან მოქალაქის დაცვა ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, მხოლოდ ილუზიაა.", - წერს გახარია.- Read more...
- 0 comments
- 166 views
-
გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე ბრალი წარუდგინა ვიეტნამის მოქალაქეს და მის თანამზრახველს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 9 დეკემბერს გაავრცელა.
უწყების ცნობით, ვიეტნამის მოქალაქემ თანამზრახველთან ერთად საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად განათავსეს უკანონო წარმომავლობის თანხები, შემდეგ კი თანხა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში დააბანდეს. კერძოდ, 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იყიდეს ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში — ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში მიწის ნაკვეთი.
“ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
გამოძიების ეტაპზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.
დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს”, — განმარტებულია უწყების განცხადებაში.
ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- Read more...
- 0 comments
- 149 views
-
ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, - ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ.
„რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
„რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მისცა, ხოლო ომის აქტიურად მხარდამჭერ სპორტსმენებს მონაწილეობა აუკრძალა.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 168 views
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ჯოზეფ ბორელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განიხილავს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს და არსებულ წინადადებებს განვიხილავთ, რათა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში ჩვენი წვლილი გავზარდოთ“, - აღნიშნა ბორელმა.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 162 views
-
მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი მუშაობა მიმდინარეობს.
„აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.
ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 138 views
-
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 166 views
-
ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ მარშს — “შენი ხმა ევროკავშირს” საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. ის მარშის მონაწილეებს ევროპის მოედანზე დახვდა, სადაც უნდა გაიშალოს ევროკავშირის დროშა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო გაიზიარებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და საქართველოს ეEU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს:
„შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დღეს, 9 დეკემბერს მოეწყო. მისი ორგანიზატორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა.
მსვლელობის ორგანიზატორები მარშის დაანონსებისას აღნიშნავდნენ, რომ ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. კერძოდ, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს, საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ნეტგაზეთი
- Read more...
- 0 comments
- 180 views
-
რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელი ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„მსოფლიო ცივილიზებური საზოგადოება 25 ნოემბრიდან მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან ერთიან კამპანიას აწარმოებს. პრობლემა რომელიც აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც.
მიუხედავად არა ერთი აქტიურობისა თუ კამპანიისა რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება მდგომარეობა საქართველოში კვლავ მძიმეა. ათეულობით ფემიციდის ფაქტი, ასეულობით ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა ქალებსა და გოგონებზე, ეკონომიკური იძულება, შერყეული ფსიქიკა, ბავშვთა ასაკში ქორწინების იძულება, დაკარგული მომავალი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ მძიმე სურათისა რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს სახეზე.
აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს არა მარტო ქალთა უფლებათა და თავისუფლებათა უხეშ და სასტიკ დარღვევას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას, რადგან ადამიანის და მისი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს ყოველი დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ვალდებულებას.
ჩვენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი ახალგაზრდები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რელიგიურ გაერთიანებებს, თემის აქტივისტებს გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილი ძალადობის აღმოსაფხვრელად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი წარმომადგენლები არიან:
1. სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია – ემილ სარქისიანი;
2. საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი“ – წარმომადგენელი ნიკოლოზ ცხომელიძე;
3. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო – წარმომადგენელი გია ართმელაძე;
4. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკე ეკლესია – წარმომადგენელი სალომე კაკაჩიშვილი;
5. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკე ეკლესია – წარმომადგენელი ნათია ფეიქრიშვილი;
6. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკე ეკლესია – წარმომადგენელი გიორგი ლომაძე;
7. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია – წარმომადგენელი დავით ჯანდიერი;
8. საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია – წარმომადგენელი ნანუკა ზუმბულიძე;
9. საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია – წარმომადგენელი ელენე კალატოზიშვილი;
10. ეზიდური კულტურის ცენტრი – წარმომადგენელი მიხეილ ლაზგინიანი;
11. ეზიდური თემი – ნონა მირზოევა აქტიური მრევლი;
12. სახარების რწმენის ეკლესია – თემის წევრი;
13. ლიზა ამოევი – მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.
publika
- Read more...
- 0 comments
- 153 views
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის შედეგებს აქვეყნებს.
კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 432 – ბათუმში, 354 – ქალაქ რუსთავში.
2460 საჯარიმო ქვითრიდან 2114 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა. 346 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 1451 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 851 – მიკროავტობუსის, 157 – სატვირთო ტიპის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.
publika
- Read more...
- 0 comments
- 155 views
-
თბილისში ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს, რომელშიც ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.
მარშის მონაწილეები 14 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მიდიან ევროპის მოედნისკენ, სადაც გაიშლება ევროკავშირის რეკორდულად დიდი დროშა.
მარშის ორგანიზატორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა.
მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. კერძოდ, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს, საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს:
- Read more...
- 0 comments
- 164 views
-
რატომ აღიზიანებს ოცნებას პრეზიდენტი...
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 407902120_1016894706202234_351583091879002918_n.mp4
- Read more...
- 0 comments
- 175 views
-
“როცა 20 ივნისზე ვსაუბრობთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის ანგარიში, აუცილებელია რომ გავაშუქოთ, თუმცა არცერთი მედიის მხრიდან არ გაშუქდა იმ დოზით, რა დოზითაც საჭირო იყო.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ბბსს.mp4 - Read more...
- 0 comments
- 118 views
-
“ბატონ გაიაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა. ის არის ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს საკუთარი მოქალაქეების ფულს იჯიბავდა, სწორედ მისი კომპანია ემსახურება სახელმწიფო ჩარტერებს. ასეთ ადამიანს ჩამოაწერეს 20 მილიონი ლარის დავალიანება და წარმოუდგენელია ამ საკითხში არ ყოფილიყო ჩართული სახელმწიფო სამსახურები.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ბს.mp4 - Read more...
- 0 comments
- 140 views
-
“2021 წელს არაფერს ისე არ დაუზიანებია ოპოზიცია და ჩვენი გუნდი და არაფერს ისე არ გაუძლიერებია ივანიშვილი და “ოცნება” , როგორც სააკაშვილის ჩამოსვლას.” ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 408748184_882532219834774_5226482160400547564_n.mp4 - Read more...
- 0 comments
- 149 views
-
საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები.
„9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო მსოფლიოში ცნობილია წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმებით, რომელიც მან წლების წინ ჩაატარა. შედეგად საქართველოში დაბალ დონეზე კორუფცია აღმოიფხვრა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა.
სამწუხაროა, რომ კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარებასთან ერთად ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდებოდა ელიტურ კორუფციას. ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სადაც სულ უფრო მეტი კითხვა ისმის სახელმწიფო მიტაცებასა და კლეპტოკრატიაზე.
წელს საქართველო ევროპული საბჭოსგან ელოდება გადაწყვეტილებას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბარია როგორც 2022 წლის ივნისში სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტში, ისე 2023 წლის ნოემბერში შემუშავებულ რეკომენდაციებში.
ევროკომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე გადადგას შემდეგი ნაბიჯები: დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები. უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; შეასრულოს ბიუროსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დეკლარაციების მონიტორინგის დროს ბიურომ უნდა გამოავლინოს თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი ქონება და ასეთ შემთხვევებზე უნდა დაიწყოს გამოძიება.
შეიმუშაოს და დაამტკიცოს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მისი სრულყოფილად განხორციელება რეალისტურ ვადებში, შესაბამისი დაფინანსებითა და მონიტორინგის მეშვეობით.
დაუბრუნდეს “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის” (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პროცესს, რომელიც მან 2023 წლის თებერვალში დატოვა და სრულად შეასრულოს წინა შეფასების რეკომენდაციები.
განაახლოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით იმგვარად, რომ შედეგად პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკის სფეროები გათავისუფლდეს გავლენიანი პირადი ინტერესებისგან და მათი გავლენისგან.
გაატაროს სასამართლო სისტემის სრულყოფილი რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. უფრო კონკრეტულად კი, შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იმ კანდიდატებისა და პირებისათვის, რომლებიც ამჟამად დანიშნული არიან სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობებზე.
შეცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა ის არჩეულ იქნას პარლამენტში უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, კვალიფიციური უმრავლესობით. ამ რეფორმების განხორციელება, საარჩევნო რეფორმებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვისაც, რაც ასევე გახდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასების საგანი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 113 views
-
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
36-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპარლამენტარებმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა და ევროკომისიის ექსპერტებმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ევროპა ხდება პირველი კონტინენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაფიო წესებს ადგენს. ევროპას გლობალური სტანდარტების დაწესების დროს მისი როლის მნიშვნელობა ესმის. დიახ, მე მჯერა, რომ ეს ისტორიული დღეა“, - განაცხადა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა.
მიღწეული შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სახის ამოცნობას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მის გამოყენებასა და ისეთი ხელოვნური ინტელექტის სისტემებს არეგულირებს, როგორიც ChatGPT-ია.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 161 views
-
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს.
ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნათია ჯულაყიძემ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 142 views
-
ცნობილი ხდება სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად. მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად სელფის 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს.
სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს.
ახალი ტექნოლოგია გამოირჩევა ინტერნეტის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე 4G და ფაქტობრივად გამორიცხავს დაყოვნებას, რაც უსაზღვრო ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, მათ შორისაა ტრანსპორტი, ჯანდაცვა, წარმოება და სხვა. კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნის თანახმად, 5G ქსელის აგება ხორციელდება ევროკავშირში მიღებული ნორმების გათვალისწინებით, რაც ქსელის უსაფრთხოებას განაპირობებს. სელფი 5G-ს ნერგავს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების წამყვანი კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით.
ნეტგაზეთი
- Read more...
- 0 comments
- 204 views
-
„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეონა გეგელიასთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც თანამდებობა დატოვა.
7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გახარია ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი გადადგომის მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო, რეალური უთანხმოება კი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლაზე დარღვეულ შეთანხმებას უკავშირდებოდა:
„პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ მელია დასაკავებელი იყო. საჭირო იყო ფორმის სწორი ამორჩევა იმისთვის, რომ შემდგომ ოცნება არ ჩამდგარიყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მელიასთვის ამნისტია გამოეცხადებინათ, თუ რა ფორმითაც გამოუშვეს, აღარ მახსოვს ეს დეტალები. თუმცა ეს არ იყო მთავარი.
მთავარი მიზეზი იყო, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის პოლიტიკიდან და, შესაბამისად, ეს იყო გარკვეული შეთანხმება ჩემსა და მას შორის, ეს იყო ოფიციალური განცხადება, რომელიც მან ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას განუცხადა. სულ რამდენიმე კვირაში ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო არა პოლიტიკიდან წასასვლელად, არამედ პოლიტიკაში დასარჩენად.
აბსოლუტურად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ ძალაუფლების შემდგომი კიდევ უფრო კონსოლიდირება მომხდარიყო და, საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ძალაუფლების დათმობას უკვე აღარავინ აპირებდა და ჩრდილიდან ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ძალაუფლების შემდგომი შენარჩუნება“ ,— აცხადებს გახარია.
პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო ის როლიც, რომელიც ამ ვითარებაში უნდა შეესრულებინა, რადგან მიაჩნია, რომ ხელისუფლების ცვალებადობა უკიდურესად მნიშვნელოვანია განვითარებად დემოკრატიებში და აცხადებს, რომ ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია:
„რა თქმა უნდა, მე აქ ჩემი როლი მქონდა, როგორც ჩანს, ვიღაცამ განსაზღვრა, რომ ამ მიზნის მისაღწევად გახარია თავის როლს შეასრულებს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მენეჯერის, რომელიც შეძლებს შემდგომ ამ ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ვთვლი, რომ მსგავსი ნაბიჯები, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საქართველოს მოქალაქე, პატივს არ სცემს მის არჩევანს…
საერთოდ ვთვლი, რომ ხელისუფლების ცვალებადობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, განვითარებად დემოკრატიებში. ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა. როგორც კი პირველი საბაბი გამოჩნდა, რომელმაც დაადასტურა ზუსტად ის, რაც ვისაუბრე, მე გადავდექი. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ჩემთვის სახელმწიფოს მსახურება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და ვერასოდეს ვერ იქნება როლი ჩრდილში მყოფი ადამიანის ინტერესების დაკმაყოფილება იმიტომ, რომ აქ არჩევანი ნათელია“ ,— ამბობს გიორგი გახარია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად არ წასულა და ქვეყნის მართვას ბნელი ოთახიდან აგრძელებს ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე:
„გადავდექი მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი რეიტინგი მქონდა და ისე მარტივად გავაკეთე ეს, კითხვის ნიშანიც არ არსებობდა. თუმცა დილით სამსახურში რომ მივედი, წარმოდგენა არ მქონდა, რომ საღამოს გადავდგებოდი. ეს არ იყო დაგეგმილი. შეთანხმება დაირღვა, ნათელი გახდა ამ დღის განმავლობაში. მე ამ სკამს ან კაბინეტს არასოდეს ვყოფილვარ ჩაჭიდებული. ჩემთვის მთავარი იყო შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვქონდა. ის ვითომ წავიდა და ამ ბნელი ოთახიდან აგრძელებდა ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე“, — აცხადებს გიორგი გახარია.
გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ 2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა. ერთი დღით ადრე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად პარტიის ცენტრალურ ოფისში გამაგრდა და პოლიციისთვის ჩაბარებაზე უარს აცხადებდა. საბოლოოდ, ნიკა მელია სპეცდანიშნულების რაზმმა გახარიას გადადგომის შემდეგ მაინც დააკავა პარტიის ოფისში.
ნეტგაზეთი
- Read more...
- 0 comments
- 212 views