Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    „ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ.
    „ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ღია ვართ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როცა მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს, რაზეც ანგარიში მარტში გამოქვეყნდება“, — განაცხადა შარლ მიშელმა.
    მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალია.
    „დღეს ჩვენ ვეუბნებით უკრაინელ ხალხს, ჩვენ მათ მხარეს ვართ. მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ევროკავშირის სანდოობისთვის“, — თქვა მიშელმა.
    კითხვაზე როგორ მოახერხეს ამ გადაწყვეტილების მიღება, უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, მიშელმა თქვა, რომ ევროპულმა საბჭომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ გადაწყვეტილებისთვის.
    „მნიშვნელოვანი იყო, რომ არც ერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგა ამ გადაწყვეტილებას, ამიტომაც შესაძლებლობა, ის ამ საღამოს გამოგვეცხადებინა“, — განაცხადა მიშელმა და დასძინა, რომ რომ ევროპული საბჭო ხვალაც აგრძელებს მუშაობს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადასაწყვეტად.
  2. tvati
    გილოცავთ საქართველო - ასე ულოცავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
    ელჩები სპეციალურ მიმართვას ვიდეორგოლის საშუალებით ავრცელებენ.
    “საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის - გილოცავთ საქართველო“ , -აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
    საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
    „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის", - დაწერა მიშელმა.
     



     
    410483769_225920773872670_8843226531056470976_n.mp4
  3. tvati
    პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და  გამარჯვებას ულოცავს. 


    „გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, აქ ჩვენი საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ყველაზე დიდი დამსახურებაა. გილოცავთ!", - აცხადებს გიორგი გახარია. 
  4. tvati
    მერიის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
    „ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
    საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

    იპნ
  5. tvati
    დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
    “დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი.
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორების ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმებისადმი ვალდებულებებისა და ერთგულების აღიარებაა.
    ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაერთიანებული, აყვავებული და სტაბილური ევროპისადმი.
    ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი!“ - წერს ბორელი.
     
    იპნ
  6. tvati
    ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
    “დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა.
    საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” - წერს ზურაბიშვილი.

    იპნ
  7. tvati
    მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
    “ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
    სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღეს, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება.
    მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

    იპნ
  8. tvati
    ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
    გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.
    „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“,- წერს შალრ მიშელი.
    ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.
    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.
     
     
    1tv
     
     
     

     
  9. tvati
    ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
    ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
    ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

    იპნ
  10. tvati
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
    საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა.

  11. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, თბილისში, პარტიის ოფისში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, მესტიის საკრებულოს დეპუტატი ვიკა ფილფანი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული აქტიური ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.



    "თქვენმა თაობამ პასუხი უნდა გასცეს ამ დრომოჭმულ პოლიტიკურ ელიტას, 2024 და 2025 წელს, თქვენმა თაობამ თავისი სიტყვა უნდა უთხრას დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ გსურთ და რომ მოვიდა დრო, საბჭოთა ელიტა პოლიტიკაში და ქვეყნის ცხოვრების კიდევ ბევრ სხვა განზომილებაში, უნდა შეიცვალოს... თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ელიტები რამდენჯერმე შეიცვალა, ჩვენთან კი - ერთი და იგივე... ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე სახეები, ან მათი შვილები, შვილიშვილები და ა.შ. ეს უნდა შეიცვალოს!“ - უთხრა გიორგი გახარიამ ახალგაზრდებს მათთან შეხვედრისას.


    პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ახალგაზრდებისგან მან კითხვები და პრობლემების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.

    კითხვები შეეხებოდა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სტუდენტთა საცხოვრისების, სტუდენტური დასაქმების, სტიპენდიების, სამუშაო გარემოს გაუმჯობესების, ნეპოტიზმის, დედაქალაქში გადაადგილების და კიდევ ბევრ პრობლემურ საკითხს. ახალგაზრდების თქმით, თანაბარი, სამართლიანი, კონკურენტული გარემო სჭირდებათ, რასაც მოქმედი ხელისუფლება მათთვის ვერ უზრუნველყოფს და, ხშირად, პირიქით, ამ გარემოს ჩამოყალიბებას ხელს უშლის. განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის კი მათ ევროპული მომავალი სჭირდებათ. გიორგი გახარიამ ახალგაზრდებთან საუბრისას აქცენტი მათს როლსა და 2024 წლის არჩევნებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე გააკეთა.

    „საქართველოს, ადამიანური რესურსის გარდა, სხვა აქტივი არ გააჩნია, საქართველოს ყველაზე მთავარი აქტივი არის ადამიანური რესურსი. წარმოდიგინეთ, ქვეყანაში, სადაც კორუმპირებული ელიტებია, ქვეყანაში სადაც კორუფცია ყვავის, ქვეყანაში, სადაც ნეპოტიზმი არის სოციალური ლიფტების ერთადერთი შესაძლებლობა, ეს ახალგაზრდა ერთხელ ცდის, მეორედ ცდის, მესამეჯერ და ბოლოს წავა იქ, სადაც სამართლიანი და კონკურენტული გარემოა. ეს არის უიმედობა, სხვა კი არაფერი?! ამიტომ ეს ყველაფერი შესაცვლელია, შესაცვლელია არჩევნებით, არჩევნებით!“  - განაცხადა გიორგი გახარიამ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.                 
  12. tvati
    კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირის განცხადებით, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თავს ესხმის ქართულ დოკუმენტურ კინოს.
    კინემატოგრაფისტთა პროფკავშირში ამბობენ, რომ წულუკიანის „იმედი ლაივის” ეთერში გაკეთებული განცხადებები შეიცავს ტყუილებს, „ქალთმოძულე შინაარსს” და ცრუ ბრალდებებს”.
    კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს მიტაცებულ კინოცენტრს და აგვისტოს თვიდან გამოცხადებულ კინო წარმოების კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
    კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში გუშინ, 13 დეკემბერს დოკუმენტურ ფილმ „ჯადოსნურ მთაზე“ ისაუბრა და ფილმის რეჟისორები სახელშეკრულებო პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.
    წულუკიანის თქმით, კინოცენტრს ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მცირე ბერკეტი და ალბათ „ამ მცირე ბერკეტს გამოიყენებს“.
    საუბარია მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმ “ჯადოსნური მთაზე”, რომელიც აბასთუმნის ტუბდისპანსერზეა.
    მისი თქმით, ფილმი 2017 წელს ჩაბარდა და თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც კინოცენტრმა ჩაიბარა, საუბარი არ იყო ბიძინა ივანიშვილზე.
    წულუკიანი ამბობს, რომ რეჟისორმა ფილმში ცვლილებები 2018 წელს, მას შემდეგ შეიტანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის განახლება დააანონსა.

    პუბლიკა
  13. tvati
    სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ ასადმა გუშინ, 13 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მიიღო. შეხვედრა ალ-მუჰაჯირინის პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
    საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არძინბამ სირიის ლიდერს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან აფხაზეთში მიწვევა გადასცა. ასადმა მიწვევა მიიღო და აფხაზურ მხარეს სოხუმში 2024 წლის განმავლობაში ვიზიტს დაჰპირდა.
    სოხუმის რეჟიმის ინფორმაციით, ასადმა პირობა დადო, რომ „ძალ-ღონეს არ დაიშურებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის”.
    „მხარეებმა” მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრას და დაგმეს შეერთებული შტატების „ქმედებები და მცდელობები კონფლიქტების დაწყების შესახებ ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში”.
    მათ ასევე „დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და კოლექტიური დასავლეთის ქმედებები, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზას სექტორში”.

    პუბლიკა
  14. tvati
    ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინაში შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სთხოვა დაესახელებინა ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირის წევრი. ზელენსკის განცხადებები ამ საკითხზე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
    “ვერ ვიტყოდი, რომ ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ დიალოგი გვქონდა. ეს სიმართლეა. ვფიქრობ, გვჭირდება კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზება უნგრეთსა და უკრაინას შორის, რადგან მეზობლები ვართ, საერთო საზღვრები გვაქვს და საჭიროა, რომ ვილაპარაკოთ.
    მე წამოვჭერი მასთან ეს საკითხი, რომ გვჭირდება საუბარი, პრობლემების გადაჭრა. მე ვაჩვენე მას, რომ პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ.
    მეორე. მე ვფიქრობ, მართალი ვარ, როცა ამას ვამბობ, რომ მისთვის ნათელი გავხადე: უნგრეთს არ აქვს მიზეზი უკრაინის დასაბლოკად ევროკავშირს წევრობის გზაზე. მე ვთხოვე მას, დაესახელებინა მხოლოდ ერთი მიზეზი [რატომ უნდა დაბლოკოს უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრება], არა სამი, არა ხუთი, არა ათი, და პასუხს ველოდები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
    პრეზიდენტ ზელენსკისა და ორბანს შორის მოკლე საუბარი არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე შედგა, რომელსაც ორივე მათგანი ესწრებოდა. ზელენსკის თქმით, ეს საუბარი იმდენად იყო გულწრფელი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
     



    ნეტგაზეთი
  15. tvati
    ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო.
    ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად.
    „გარდიანის“ ცნობით, ეს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა. უნგრული სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, მთავრობას ბოლომდე არ შეუსრულებია პირობები, ხოლო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის ევროპის სახალხო პარტია და სოციალისტები და დემოკრატები, აპირებენ, შეშფოთების წერილი გაუგზავნონ კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.
    სავარაუდოდ, დახმარების განბლოკვა უკავშირდება უნგრეთის წინააღმდეგობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ ეს პოზიცია უკრაინის შიდა პრობლემებით – კორუფციით და ა.შ. იყო განპირობებული, თუმცა ანალიტიკოსები და პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად უნგრეთის პოზიცია სწორედ დახმარების განბლოკვაზე იყო მიბმული.
    ამ განბლოკვის მიუხედავად, უნგრეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა არაა გარანტირებული. ორბანის დამხმარის განცხადებით, უნგრეთის პოზიციას დახმარების მხოლოდ ერთი ნაწილის განბლოკვა ვერ შეცვლის.
    30 მილიარდი უკრაინის EU-ს წევრობის სანაცვლოდ — უნგრეთის ახალი მოთხოვნა

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას ითვალისწინებს.
    „ნეტგაზეთმა“ მოიპოვა ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლესი პროექტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება, შეიცვალოს.
    ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში შემდეგნაირია:
    ევროპული საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, მიიღოს შესაბამისი მოლაპარაკებების ჩარჩოები მას შემდეგ, რაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში; ევროპული საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები; ევროპული საბჭო მზადაა, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი; ევროკავშირი მზად არის, დაასრულოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპი, როგორც კი ჩრდილოეთ მაკედონია დაასრულებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ჩრდილოეთ მაკედონიას დააჩქაროს ამ ცვლილებების დასრულება. 14-15 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას.
    უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. კონსენსუსის არარასებობამ შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზეც იმოქმედა.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ საბოლოო მიღებისას, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის სიმბოლურად გადასცა ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები.
    ღონისძიებაზე, რომელზეც პრეზიდენტმა პოლიტიკოსები, მოქმედი თუ ყოფილი მინისტრები და მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიწვია, მივიდნენ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი და რიგი ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
    ზურაბიშვილი მათ წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. როგორც მან თქვა, ამ მიღებით დასრულდა კამპანია, „რომლის მიზანიც იყო, საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ამ ბოლო მობილიზაციაში, რომელიც მიგვიყვანდა 8 ნოემრბიდან, როცა მივიღეთ ძალიან სასიხარულო დასკვნა და რეკომენდაციები ევროპული კომისიიდან, 15 დეკემბრამდე, როცა ველით კიდევ უფრო სასიხარულო გადაყწვეტილებას“.
    პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საქართველოს ხმა ყოფილიყო ხმამაღალა გაგზავნილი ევროპისკენ“.
    ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა საქართველო გზაჯვარედინზეა, თუმცა ევროპისკენ გზაზე ქვეყანამ გაიარა „ძალიან ბევრი ეტაპი“.
    პრეზიდენტის თქმით, ევროპისკენ გზა „დაიწყო პირველი რესპუბლიკიდან, დაიწყო იმ მოძრაობიდან, რომელსაც ერქვა ეროვნული მოძრაობა“.
    ზურაბიშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლობა წარმოუდგენილია, თუ საქართველოს არ ეყოლება სანდო პარტნიორები, რომლებთანაც საერთო ღირებულებები აკავშირებს.
    მან აგრეთვე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ მათი და ამ ტერიტორიების მოსახლეობის გარეშე ევროკავშირში შესვლა არ იქნება არც სწორი და არც სამართლიანი. „არ შეიძლება რუსეთმა წაართვას იქ მიწები. ძალადობით წაიღოს უფლებები აეროპორტზე თუ პორტზე“, – ამბობს იგი.
    ზურაბიშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რატომაც ხალხს სურს ევროპა. „ევროკავშირის საწყისში არის მშვიდობა. ეს დაპირება მართლაც შესრულდა. არ იყო ადვილი. ძალიან ბევრი ადრინდელი კონფლიქტები არსებობდა, მაგრამ ეს შესრულებადია. თუ შესრულებადია, ჩვენც გვინდა მონაწილე ვიყოთ იმ სივრცესი, რომელიც იცავს არა მხოლოდ ადამიანებს და მათ ღირსებას, არამედ რეალურ მშვიდობას, რომელიც განუყოფელია თავისუფლებისგან. იცავს იდენტობას, კულტურას. არაა მსოფლიოში სხვა სივრცე, სადაც ამდენი მრავალფეროვანი და სხვადასხვა ქვეყნის სივრცე და იდენტობა, ენები, კულტური, ამგვარად იყოს დაცული. ამ მრივ უკვე ვართ შესული ევროპაში“, – აცხადებს იგი.
    პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო 15 დეკემბერს სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს. მანვე მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, დადებითი გადაწყვეტილებები მიიღოს მოლდოვასთვის და უკრაინისთვის.
  18. tvati
    „თქვენ ყველას უყვარხართ“, — განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით.
    „საქართველოს საკითხი კარგადაა. თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ“, — განაცხადა ორბანმა.
    უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხზე ორბანმა თქვა, რომ გაფართოება დამსახურებაზეა დაფუძნებული, სამართლებრივი პროცესია, რომელსაც თავისი პირობები აქვს და ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინას მისთვის დაწესებული 7-დან სამი რეკომენდაცია არ შეუსრულებია.
    „ამიტომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი ახლა არ არსებობს. ამ საკითხს უკრაინის მიერ პირობების შესრულების შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ“, — განაცხადა ორბანმა.
    14-15 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას.
    უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. არაერთი ანალიტიკოსის შეფასებით, თუ უნგრეთი უკრაინას დაბლოკავს EU-ს გზაზე, ეს შეაფერხებს გაფართოების პროცესში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანასაც, მათ შორის საქართველოსაც.
  19. tvati
    "რუსეთი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერია, ამიტომ უმრავლესობას ვთავაზობთ რუსეთის გავლენების შესუსტებისკენ მიმართულ კანონპროექტს."


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    410865305_1103967277278525_9118428394908937554_n.mp4
  20. tvati
    "წერილების გზავნას ჯობია, ღარიბაშვილმა თქვას, რომ უარს ამბობს განცხადებებზე, რომლებიც ემსახურებოდა ევროპის დისკრედიტაციას."


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    410196976_201350236364236_4182971440449175929_n.mp4
  21. tvati
    "როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე."


    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    410167700_888918402846092_3913311812839979619_n.mp4
  22. tvati
    “სამი რამ არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები გაცილებით ეფექტურად უნდა დავიცვათ; რუსეთის ძალის დასაბალანსებლად ჩვენი მეგობრები, ძლიერი მოკავშირეები ახლოს უნდა გვყავდეს; ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით შორს უნდა წავიდეთ და მოლაპარაკებების ეტაპზე მალე გადავიდეთ.”

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  409929868_1712908332447856_8988556880210775003_n.mp4
  23. tvati
    “საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება. “ოცნება” ამ პროცესის შეფერხებას ცდილობდა ირიბი თუ პირდაპირი გზით, თუმცა ხალხის დამსახურებით მივედით სტატუსამდე. ახლა კი მთავარია რეფორმები განვახორციელოთ, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები.”

     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 10000000_374262451744722_1017450925664077765_n.mp4
  24. tvati
    “ორბანი ჩამოყალიბდა ევროკავშირის სერიოზულ პრობლემად. უკრაინაში მარცხი ნიშნავს დასავლეთის მარცხს, გამარჯვების დიდი ნაწილი კი არის ევროკავშირის გაფართოება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაწევრიანებით. ევროპარლამენტარებმა ორბანი შეაფასეს, როგორც პუტინის ტროას ცხენი, რადგან ის იცლის პოზიციებს, რაც ყველაზე მეტად წაადგება პუტინს.”      ნატა საბანაძე - გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი; საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Research Fellow). 10000000_1868100466982728_1998771540363416675_n.mp4
  25. tvati
    საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ეს მალე ოფიციალურადაც გაფორმდება.

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410102982_890027726461219_8282511583682188178_n.mp4
×
×
  • შექმენი...