Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
    შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“.
    კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს.
    „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

    იპნ
  2. tvati
    დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა სამშენებლო სექტორს შესაძლოა, არ შეეხოს.
    შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კანონში ცვლილება უკვე დამტკიცებულია და დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება, დედაქალაქის გარკვეულ მონაკვეთებზე, 08:00-დან 11-მდე და 17:00-დან 20:00 საათის შუალედში.
    „ცხადია, ეს შეზღუდვა სიახლე იქნება, ამას გარკვეული სირთულეები შეიძლება მოყვეს. ბევრი შეხვედრა გვქონდა ბიზნესსის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და მათთან ერთად ყველაფერი დეტალურად გავიარეთ.
      ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რაზეც გავლენას მოახდენს ეს რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. ძალიან კარგად გვესმის რამდენად დიდია დღეს სამშენებლო სექტორის როლი საქართველოს ეკონომიკაში. ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც არსებითად დააზიანებს ბიზნესს და მოსახლეობას. ამიტომ მინდა, ვიცე-მერს დავავალო, დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, საკრებულოს ჩართულობით დეტალურად განიხილეთ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და რაც შეიძლება მალე მიიღეთ გადაწყვეყილება ამასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
     
    იხილეთ ასევე: კანონში ცვლილება დამტკიცებულია - რომელ ავტომობილებს აეკრძალებათ მოძრაობა 08:00-დან 11-მდე და 17:00-დან 20:00 საათის შუალედში?
      ავტორი: თაია არდოტელი

    bpn.ge
  3. tvati
    „თბილისი - ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
    მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.
    „თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
    კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.
    „16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს „საახალწლო სოფელი“. სოფელი განთავსდება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში, „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ. „საახალწლო სოფელში“ დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს. მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. გიწვევთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე, „საახალწლო სოფლის“ გახსნაზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    იპნ
  4. tvati
    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება, მათ შორისაა, სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
    აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
    მისი განმარტებით, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.
    „მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა დაგეგმილ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 მლრდ 763 მლნ 354 ათას ლარს. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი - 500 000 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 მლნ 486 ათასი ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი სოციალური პროგრამა, პროექტი გვაქვს, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით უამრავი პროგრამა გვაქვს და ამ ყველაფერზე საზოგადოებას ცოტა მოგვიანებით მივაწვდით დეტალურად ინფორმაციას“, - განაცხადა კალაძემ.
    მისივე თქმით, მომავალ წელს სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 მლნ 632 ათასი ლარის პროგრამების განხორციელება.

    იპნ
  5. tvati
    ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
    საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ - პუბლიკაციის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
    „დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღე გვაშორებს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომ ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენ ამ საერთო გზაზე ვიმყოფებით“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
    ელჩმა ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა.
    „ევროკავშირი, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას უკვე 10 წელია რაც მხარს უჭერს. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ფლაგმანს წარმოადგენს. ამჟამად, ჩვენი თანამშრომლობის შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კონტექსტში ჩვენ მეოთხე ეტაპზე ვიმყოფებით. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საკვების უსაფრთხოების ჰოლიტიკურ მიდგომაზე ახდენს ფოკუსს. საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს. ევროკავშირთან დაახლოებამ საქართველოს ადგილობრივი ბაზრის განვითარების საშუალება მისცა და შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა“, - აღნიშნა ჰაველ ჰერჩინსკიმ.
    ჰაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქციის მწარმოებელთა მდგრადობის შენარჩუნება.
    „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო წუხილი, რომელსაც ვიზიარებთ და ევროკავშირის ყველა წევრმა და საქართველომ უნდა მოაგვაროს, არის სოფლებში თაობათა განახლება. სოფლის მეურნეობის სექტორი კონკრეტულ ყურადღებას საჭიროებს, რომ კვების პროდუქციის მწარმოებლების მდგრადობა შევინარჩუნოთ და უკან არავინ ჩამორჩეს. დღევანდელმა პუბლიკაციამ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს, რათა სოფლის მეურნეობის მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრას. ამის გაკეთება კარგი პრაქტიკით, ახალი ტექნოლოგიებით, და ბუნების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტით შეიძლება, რათა ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, ნიადაგისა და წყლის მართვის გაუმჯობესება მოხდეს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
    ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ პროდუქტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით იხილავს.
    „ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოში ჩემს მიერ გატარებული დროის განმავლობაში მე ნამდვილად დავაფასე ქართული სოფლის მეურნეობა.
    საქართველო შესანიშნავი ხარისხის ხილს, ბოსტნეულსა და ზოგადად, საკვებ პროდუქტებს აწარმოებს და იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნულ პროდუქციას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით ვიხილავ. ამ პროცესს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რეფორმა უნდა დაეხმაროს და მაშინ როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობას უახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ევროპულ ბაზარზე მის ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. ეს როგორც ქართველ ფერმერებს, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაეხმარება. დღეს ჩვენ ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

    იპნ
  6. tvati
    გამოქვეყნებულ დასკვნაში მინისტრების საბჭო ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ თავის ერთგულებას ადასტურებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ გაფართოება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის გეოსტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს.
    ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ მკაფიო ერთგულება გამოავლინოს, რეფორმების გატარების პროგრესი გააგრძელოს და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად შეასრულოს, რათა ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ წინ სვლა განაგრძოს.
    “საბჭო აღნიშნავს და დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს. საბჭო მიესალმება საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რადგან აღნიშნული ელემენტები დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გატარებისას საქართველოს მყარ საფუძველს აძლევს“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში.
    რაც შეეხება გაფართოების ზოგიერთ საფუძველს, საბჭო აცნობიერებს საქართველოს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის, სახელმწიფო შესყიდვების და ეკონომიკური რეფორმების კუთხით. მინისტრთა საბჭო მიესალმება წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მზაობას.
    „საბჭო საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი გამოავლინონ, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავონ. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო“, - ნათქვამია დასკვნაში.
    საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.
    საბჭო იმეორებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით სასამართლო, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს.
     
    საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიებისა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების სისტემური მიდგომით განხორციელებას.
    რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, საბჭო იხსენებს, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი მყარი ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყოს, განსაკუთრებით კი 2024 წელს.
    საბჭო იმეორებს, რომ საქართველომ ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების. ასევე, LGBT პირები უნდა დაიცვას დაშინებისგან, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან.
    საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას. საბჭო ხაზს უსვამს მოლოდინს, რომ საქართველო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან შესაბამისობას არსებითად გაზრდის. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ქმედებების ფარგლებში თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული ზომების შემთხვევაში, რათა გვერდის ავლა არ მოხდეს.

    იპნ
  7. tvati
    "ასეთ ვითარებაში, როცა სირაქლემის პოზაში ხარ თავჩარგული, ხარ ქვეყნის მოღალატე. კორუფციულად ადამიანების ფულის მოპარვა არის თითოეული ადამიანის ღალატი. სანამ ეს წურბელები, რომლებიც ადამიანებს ჯიბეში უყოფენ ხელს, მათ ფულს პარავენ და სახლში მშვიდად სძინავთ, სანამ ესეთი ადამიანები ამ მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება."

    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  408908079_2892286277578978_117144162417142444_n.mp4
  8. tvati
    “საჭიროა იმ კორუფციული სისტემის დემონტაჟი არჩევნების გზით, რომელიც დღეს შემოგვთავაზა "ოცნებამ". სანამ გამართული მართლმსაჯულების სისტემა არ იარსებებს, სანამ არ იარსებებს ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ექნება კოფუციული დანაშაულების გამოძიების ფუნქცია და არა ისეთი, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, სანამ ეს ძირმომპალი კორუფციული სისტემა არ შეიცვლება და სანამ ეს ადამიანები მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, იმ დრომდე გაიქცევიან ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან.”

    ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 10000000_1323098004866440_5887251945746261474_n.mp4
  9. tvati
    რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
    მათივე ცნობით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
    „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.
    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
  10. tvati
    ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
    ფრანგული მედიის ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა.
    მათივე ცნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს.
    წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
    „ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია შემიწყალებს თუ არა, ჩემ შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის“, - აცხადებს გრიგორიადიასი.
    რაც შეეხება მარტის აქციებში მონაწილეობას, მისი თქმით, აქციაზე ევროპულ კურსს იცავდა.
    „რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ჩვენ არამარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ, ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ“, - აცხადებს ბრალდებული.
    ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხება, გრიგორიადისი ასე პასუხობს:
    „მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ“, - აცხადებს ბრალდებული.
    ის, ასევე, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
    „საშინელებაა, რაც აქ ხდება, სრული უპასუხისმგებლობა, კადრების ნაკლებობაც არის, დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა - ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები, გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული....მაღაზიის მომსახურებაც ნაგავია, როგორ მოიგო ტენდერი შპს “ექსპრეს ქსელმა”, ვერ ვხვდები. ორი დღე ერთი და იგივე საკვებია, ოთხშაბათი, პარასკევი, რადგან არიან პატიმრები, რომლებიც მარხულობენ. მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს, არ აინტერესებთ. მრავალფეროვნება არ გექნება, რადგან პატიმრების უმეტესობა ქრისტიანია. არაფერია, რითაც შეიძლება პატიმრებმა ივარჯიშონ, სასეირნოდ ჯერ მოხდილ საკანში შედიხარ, სადაც ნორმალურად ვერ ირბენ, მაგიდა საკანში იმდენად უცნაური ზომისაა, დიდი ხანი თუ გიწევს წერა, ხატვა, ან რამე მაგდაგვარი, სკამიდან განადგურებული დგები, ხერხემლის პრობლემები გაგიჩნდება მაგიდასთან თუ მუშაობ. დაჟანგებულია თითქმის ყველაფერი, საკნის კარების გარდა. სუპში მინახავს გაყავისფრებული, დამპალი მწვანილი, კატლეტში მინახავს ბუსუსები, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მწვანე ნაგლეჯი ამოვიღე ერთხელ, წიწიბურას კეფირი მოვასხი და კეფირი გაყავისფრდა, ალბათ, იმიტომ რომ, გაურეცხავად, პირდაპირ ყრიან და ხარშავენ წიწიბურას. მოუხარშავი კარტოფილი შემხვედრია სუპში, ამ საკვებს იღებს ყველა ის პატიმარი, ვისაც საშუალება არ აქვს, რომ მაღაზიის საკვები იყიდოს. არაჰიგიენურად მზადდება ყველაფერი, მოკლედ რომ ვთქვა. დღეს, მაგალითად, პირველად გადავწყვიტე, კომპოტი გამესინჯა, არ ვიცი, ეს რა იყო, კომპოტს რატომ ეძახიან, ვერც ამას ვხვდები, ჩაის კი ჩაის ფერი არ აქვს და „მანი ქაშის“ გემო აქვს ხოლმე. სოსისი, რომ შემოვედი, მაშინ კარგი იყო, ახლა შეცვალეს, გემოს აღწერა მიჭირს, იმდენად ცუდია, ბევრად იაფი ჯდება ეს ალბათ, ახლა რითაც შეცვალეს. მაღაზიას რაც შეეხება, რის გამოც ვშიმშილობ და ხელს „ვიჩეხავ“, თავიდანვე შევამჩნიე რაღაც ხარვეზები მაღაზიის მუშაობაში. რადიო ვიყიდე, 3 კვირა ელემენტები ვერ ვიყიდე, ბოლოს კამერა დავწვი, შემოიტანეს ელემენტები, სიაში ერთს ვწერდი, მეორე მოჰქონდათ, რანაირად შეიძლება თეთრი შოკოლადი შავში აგერიოს, აი, ასეთი პრიმიტიული შეცდომებით მოსულა შეკვეთა, ერთი-ორი თვის წინანდელ ამბავს გიყვებით. ყვირილს ასე თუ მივეჩვეოდი, არ მეგონა, ყველაფერზე „ვჭედავ“, ამ ბოლო ხანებში, აღარ ვიკავებ ბრაზს. ახლა ბოლოს, ახალი საყვედური მივიღე შეურაცხყოფის მიყენებაზე, ერთი კვირა რასაც ვწერდი, არაფერი ამოდიოდა, ვრჩებოდი მშიერი. ბოლოს, ხელსახოცი, კეტჩუპი და სოსისი დავწერე, ხელსახოცი ამოვიდა, სოსისი არა. მოკლედ, აბსურდია, რაც აქ ხდება. რანაირად შეიძლება ასეთმა კომპანიამ ტენდერი მოიგოს, ვერ ვიგებ. თავის ელემენტარულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სასაქონლე ბაზაში რაც უწერია, ის ვერ მოაქვს მაღაზიამდე. დისტრიბუციის ბრალია, თუ მაღაზიის, არ ვიცი, თან პასუხისმგებელიც არავინ არის, შენ თუ მშიერი რჩები. ახლა ეს სტრატეგია მაქვს, ვწერ სიას, ყველა თუ ამოვა იქიდან, ერთ პროდუქტს დავიტოვებ და შევჭამ, დანარჩენს სხვა საკანში ვაწვდი სხვას. (ძალიან იშვიათია, რომ პროდუქტების დაწერილი სიიდან ყველაფერი ამოვიდეს)“, - აცხადებს გრიგორიადისი.
    ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს სასამართლო განაჩენს რამდენიმე დღეში გამოუტანს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
     
    იპნ
  12. tvati
    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 14 პირი ამხილა. მათგან 5 უკვე დაკავებულია. დაზარალებულთა ნაწილი არასრულწლოვანია.
    უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელმაც ნაცნობ 14 წლის ბიჭს ფეისბუქის მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა. ბიჭმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები თავის ორ მეგობარს გაუგზავნა. საბოლოოდ, აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები გოგონას კლასელებს შორის გავრცელდა.
    კიდევ ერთ შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა. ამჯერად, ბრალდებული 28 წლის კაცია. მან სოციალურ ქსელში ყალბი გვერდები შექმნა, რომელთა საშუალებითაც, 2023 წლის მაისიდან სექტემბერის ჩათვლით პერიოდში, 3 არასრულწლოვან გოგონასთან ჰქონდა კომუნიკავია.
    28 წლის კაცს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებული დანარჩენი საქმეებიც ამის მსგავსია. უწყებაში ჰყვებიან, რომ ბრალდებულები ნაცნობ ან სოციალურ ქსელში გაცნობილ ქალებთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციას ამყარებენ. შემდეგ მოიპოვებენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ, ინტიმური შინაარსის ფოტო ან ვიდეომასალებს და უგზავნიან დაზარალებულების ახლობლებს ან სრულიად უცხო პირებს.
    უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები თავად დაზარალებულების მიმართვის შემდეგ, ოპერატიულად და კონფიდენციალობის სრული დაცვით ჩაატარეს.
    უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი აქტების დაფიქსირების შემდეგ მიმართონ ცხელ ხაზზე – 199.
    ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.
  13. tvati
    ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, მინდა მივუსამძიმრო, თემურ კირბაიას ოჯახს, ნათია ბახტაძის ოჯახს. კიდევ მსხვერპლია საქართველოში, ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიწირეს ჩვენი მოქალაქე. თემურ კირბაია მოკლეს, ნათია ბახტაძე მოკლეს. ირაკლი ბებუა დრანდის ციხეში იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ქრისტინე თაკალანძე - უკანონო პატიმრობაშია, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა., - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. 


    ალექსანდრე მოწერელიამ "ქართულ ოცნებას" მოუწოდა - "საზოგადოებას აუხსნან  რუსეთთან ჯერ არ ნახული და არ გაგონილი პრაგმატული პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი ?! "

    მისი თქმით, სამწუხაროდ  არანაირი დიპლომატია და არანაირი პოლიტიკა არ ჩანს, ჩანს ის რომ, რუსეთთან მიმართებაში არის კაპიტულანტური მიდგომა  და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან დისტანცირების პოლიტიკა.


     
    "როგორც ჩანს, რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს,  შედეგი არ გამოიღო. აგერ, ლავროვი მოგვიწოდებს საზღვრის დემარკაციისაკენ. ასევე გვამცნეს, რომ ოჩამჩირეში სამხედო ბაზის მშენებლობა დაიწყება. მაინტერესებს,  ფრენების აღდგენით- რუსეთის ლამის ყველა ქალაქთან, რუსი ტურისტების, ამ  ურდოების უკონტროლო შემოშვებით შედეგი რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ ეკონომიკურად კიდევ უფრო მიჯაჭვული გახდა საქართველო რუსეთზე.  სად არის ე. წ  პრაგმატული პოლიტიკის შედეგები.
    მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან  რუსეთთან ჯერ არ ნახული და არ გაგონილი პრაგმატული პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი ?! სამწუხაროდ  არანაირი დიპლომატია და არანაირი პოლიტიკა არ ჩანს, ჩანს ის რომ, რუსეთთან მიმართებაში არის კაპიტულანტური მიდგომა  და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან დისტანცირების პოლიტიკა.
    ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველები არიან საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებაში. ნებაც  კი არ ჩანს თქვენგან, ამ ადამიანებზე ზრუნვის. ამ პოლიტიკით არა თუ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ გაუჩნდებათ სურვილი ერთიან საქართველოში ცხოვრების, არამედ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც უჩნდებათ ემიგრაციის სურვილი და სტატისტიკაც ამას მეტყველებას.
    ამ დღეებში წალენჯიხაში გახლდით, სოფელ ობუჯში, სადაც მოქალაქეებს შევხვდი. ერთ-ერთი მოქალაქეს-  ქალბატონ ასმათ ბერულავას, უკვე უწყება არ აქვს დატოვებული და სოფლისათვის გზას ითხოვს, თუმცა ამაოდ. მეორე მოქალაქე- ბატონი თეიმურაზ ფიფია, რომელიც არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, რომელიც გადავიდა საცხოვრებლად უკრაინაში და ომი იქაც დაეწია. ამ ადამიანის შვილები დღესაც ომობენ იქ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ებრძვიან. ეს ბატონი რომელიც ხანშიშესულია დაბრუნდა საქართველოში და სახელმწიფოს სრულიად მიტოვებული ყავს და სრულიად მიტოვებული ყავს ის ადამიანები, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულნი არიან, უკრაინაში წავიდნენ და ბევრი მათგანი არის ჩამოსული დღეს საქართველოში, არანაირი ყურადღება მათ მიმართ არ არის სამწუხაროდ.
    ეს საკითხი არის ზეპარტიული, მოგიწოდებთ, პარტიული კუთვნილების და მიუხედავად, ჩამოვყალიბდეთ და განვსაზღვროთ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს გადალახოს ის მძიმე მოცემულობა რაშიც დღეს ვიმყოფებით და გადალახოს ეს მოცემულობა საერთო კონსესუსი საფუძველზე.", - განაცხადა მოწეწრელიამ. 
  14. tvati
    სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების ოფიციალურად გაფორმებამდე, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე.
     
    თუმცა, მთავარი წინ არის. საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა. ამისთვის კი ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. სწორედ ამ მიზნით 8 ნოემბერსვე, ანუ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღებისთანავე, ჩვენმა გუნდმა მივმართეთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეექმნა სამუშაო ფორმატები ევროკომისიის უმნიშვნელოვანესი პუნქტების შესასრულებლად. ამის შემდეგ ოფიციალურად წერილობით 2-ჯერ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს ანალოგიური მოთხოვნით - რომ სასწრაფოდ დაიწყოს ინკლუზიური სამუშაო პროცესი იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ქვეყანამ დაკარგული დრო და რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს საქართველოს გაფართოების მოლაპარაკებების ეტაპზე, როგორც მაგალითად მოლდოვა., - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართცელოსთვის” წევრმა მიშა დაუშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

    მისი თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, "თუ რაიმე სიურპრიზი არ მოუწყო ჩვენს ქვეყანას სააკაშვილისა და ღარიბაშვილის ახლო მეგობარმა ორბანმა."
     
    "თუმცა დღემდე არანაირი სამუშაო ფორმატი არ შექმნილა. ამის სანაცვლოდ პოლიტიკური პარტიები, როგორც სახელისუფლებო, ისე ზოგიერთი ოპოზიციური, დაკავებულები არიან კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკუთარ მიღწევად გასაღების.
     
    სინამდვილეში, საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - პირველი, რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს ხალხმა ძალიან ბევრჯერ ძალიან მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს. დიახ, ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ქართველი ხალხის ბრძოლა გაითვალისწინეს. ასევე, აღსანიშნავია, ჩვენი საჯარო მოხელეების წვლილი, რომლებიც მრავალი წელია შრომობენ საქართველოს მიახლოებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან და მე ვამაყობ ნამდვილად იმით, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურს (სხვადასხვა თანამდებობაზე) ემსახურებოდა და წვლილი მიუძღვის ამ შრომაში.
     
    სტატუსის მიღება მათ შორის იმის დამსახურებაცაა, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში იყო ასოცირებული ტრიოს ლიდერი და ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ამაყობდნენ ამით. ჩვენ ვიყავით იმ ასოცირებული ტრიოს ლიდერი, რომელიც სწორედ ოცნების ხელისუფლების ინიციატივით შეიქმნა წლების წინ და სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს ინტერესებში შედიოდა. დღეს კი ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი გამოდის და ევროკავშირს აბრალებს, რომ ასოცირებული ტრიო დაიშალა. რეალურად, კი ასოცირებულ ტრიოში მრავალი წლის ლიდერობაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს.
     
    დიახ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, თუ რაიმე სიურპრიზი არ მოუწყო ჩვენს ქვეყანას სააკაშვილისა და ღარიბაშვილის ახლო მეგობარმა ორბანმა.
     
    ჩვენი გუნდი ყველა ფორმატში აუცილებლად იზეიმებს წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას - მთავარი სამუშაო არის წინ და ეს სამუშაო, რაც შეიძლება დროულადაა გასაწევი. ვინაიდან, დიახ, ქართველ ხალხს ეჩქარება გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!", - აცხადებს მიშა დაუშვილი. 
  15. tvati
    გუშინ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა. ღარიბაშვილის "ეკონომიკური დუღილის" ფენომენი,  ტყუილი - ჩვენმა მოქალაქეებმა ამხილეს!, - ამის შესახებ აცხადებს საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი. 


    მისივე თქმით, 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშებთან ერთად, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც.
     
    "მანამდე იყო რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ასევე ღარიბაშვილის ამ ცრუ თვითკმაყოფილებას წყალი შეუყენა და რუსი ტურისტები დაგვამადლა.
    ამჯერად ხალხმაც პირდაპირ ამხილა.
     
    სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება.
    ანუ ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში, ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ეს ნარატივი ასეთია: "ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული"!
     
    არადა, კვლევის მიხედვით:
    ყოველ მე-10 ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს.
    ყოველ მე-4 ოჯახს, მხოლოდ საჭმლისთვის ყოფნის შემოსავალი.
    მთავარ გამოწვევად ქვეყანაში სიღარიბე და უსაფრთხოება სახელდება.
    მოქალაქეების 16% ემიგრაციაში წასვლას გეგმავს და ამის მთავარი მიზეზი, სწორედ, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და დაბალი ხელფასებია.
     
    იცით, რატომა არის ასე? რატომ იზრდება ეკონომიკა, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობს?
     
    იმიტომ რომ ასეთია სწორედ პოლიტიკური კორუფციის ფასი - ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც.
     
    თუ სისტემური კორუფცია თქვენს ილუზიებში არ არსებობს, მაშინ რატომ არ შექმენით საგამოძიებო კომისია ქოლცენტრებზე? რატომ არ აფართოებთ დეკლარაციების შემვსებ პირთა წრეს?
     
    კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შექმენით საგამოძიებო კომისია ჯორჯიან ეარვეისის დავალიანების ჩამოწერის საკითხზე! რატომ გეშინიათ?
     
    ხომ აგზავნიდით სამთავრობო არხებს, მტკიცებულებები გვინდაო? ნუ გადაეფარებით ამ კომისიებს და გექნებათ!
     
    დაელაპარაკეთ ქართველ ხალხს!
     
    ესაუბრეთ მოშიმშილე აქციის მონაწილე მასწავლებლებს, რომლებიც აპროტესტებენ განათლების სისტემის მთლიან პოლიტიზირებას!
    ესაუბრეთ ახალგაზრდებს, სადაც ნულოვანი რეიტინგი გაქვთ!
    ესაუბრეთ ეთნიკურ უმცირესობებს და მშიერ ბავშვებს რეგიონებში!
     
    მაგრამ თქვენ ამის რესურსი არ გაქვთ, უზარმაზარი მხარდაჭერა  გქონდათ და ახლა, სისტემას ამოფარებულები, მხოლოდ თქვენი კორუფციით ნაშოვნი ფულის დაცვისთვის ზრუნავთ. მხოლოდ კორუფციული ინტერესით მოძრაობთ - ისიც, ბასლაინში!", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 
  16. tvati
    "სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება. ანუ ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ეს ნარატივი ასეთია: " ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული"

     ბექა ლილუაშვილი, საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.    408887751_735828331907002_5854361763736525202_n.mp4
  17. tvati
    “მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან რუსეთთან ჯერ არ ნახული, არ გაგონილი პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი!”

    ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 408881108_1527946551364897_6710633606097275450_n.mp4
  18. tvati
    “სინამდვილეში, საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - პირველი, რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს ხალხმა ძალიან ბევრჯერ, ძალიან მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს. დიახ, ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ქართველი ხალხის ბრძოლა გაითვალისწინეს. ასევე უდიდესი წვლილი აქვთ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მრავალი წელია შრომობენ საქართველოს მიახლოებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან და მე ვამაყობ ნამდვილად იმით, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურს (სხვადასხვა თანამდებობაზე) ემსახურებოდა და წვლილი მიუძღვის ამ შრომაში.”

    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 408878261_733101571595325_8541776176331105255_n.mp4
  19. tvati
    ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას, – ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის სახელმწიფო მინისტრმა ანა ლუჰრმანმა განაცხადა.
    მისი თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი.
    „მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, რამხელა ენთუზიაზმია ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ჩვენ ამ მხრივ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს მომავალ წელს“, – განაცხადა ანა ლუჰრმანმა.
     

    ავტორი - გივი ბარამიძე
  20. tvati
    ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშანის კარინშიმ განაცხადა.
    მისი თქმით, ევროპაში უნდა შეთანხმდნენ ამ პროცესის დასაწყებად.
    ამასთან, როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს დგას ორი მთავარი საკითხი, ერთი – ევროკავშირის სანდოობა, მეორე კი, რუსეთის ანგარიშვალდებულება.
    „რაც შეეხება ევროკავშირს და სანდოობას, ვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანება. ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ ეს ქვეყნები მზად არიან მოლაპარაკების დასაწყებად და საქართველო მზად არის მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პროცესი უნდა გავიაროთ და ევროპაში უნდა შევთანხმდეთ ამ პროცესის დასაწყებად. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სანდოობისთვის. მეორე არის უკრაინისთვის შეპირებული ფული – 50 მილაირდი ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დაპირებას მივყვეთ და შევასრულოთ. ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. რაც შეეხება რუსეთის ანგარიშვალდებულებას, მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიწიოთ საერთაშორისო ტიბუნალის შესაქმნელად, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ასევე მნიშვნელოვანია სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმება“, – განაცხადა კრიშანის კარინშიმ.
     

    ავტორი - გივი ბარამიძე
  21. tvati
    შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალიმ განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
    „ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით. შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ამ ისტორიულ კვირაში შვედეთის მთავრობა მუშაობს“, – განაცხადა ჯესიკა როსვალიმ.
     

    ავტორი - ქეთი ჩოხელი
  22. tvati
    პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ წითელი ხაზები „ჯერ არ გადაულახავს“.
    ამის შესახებ გახარიამ 9 დეკემბერს რაჭაში, პარტიის ადგილობრივ წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
    მისი თქმით, საქართველოსნაირ ქვეყანაში კორუფცია ღალატის ტოლფასია.
    გიორგი გახარია ხშირად საუბრობს კორუფციასა და ნეპოტიზმზე, როგორც ქვეყნის მთავარ პრობლემებზე. ამავდროულად, კორუფციის არსებობას თავისი პრემიერობის დროს უარყოფდა.
    „რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ”, — თქვა გახარიამ 2020 წელს, პარლამენტში დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას, უარყო რა, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა ადგილი.

    ნეტგაზეთი
  23. tvati
    პოლონეთის პარლამენტმა 11 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა დონალდ ტუსკის კანდიდატურას.  მანამდე ამ თანამდებობას მათეუშ მორავეცკი იკავებდა, რომლის პარტიამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვეღარ შეძლო უმრავლესობის დაკომპლექტება. 
    ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. 
    ორშაბათს ტუსკის კანდიდატურას პარლამენტში 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო. 
    პოლონეთის სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ლიდერი დონალდ ტუსკი გამოდის სიტყვით მას შემდეგ რაც ის პარლამენტმა პერმიერ-მინისტრად აირჩია. ფოტო: EPA-EFE/PAWEL SUPERNAK
    ტუსკი, რომელმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოალიცია შექმნა პოლონეთის “მესამე ძალასა” და მემარცხენეებთან, მანამდეც იკავებდა ამ თანამდებობას. ის იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2007-2014 წლებში, შემდეგ კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. 
    მართალია, ოქტომბრის არჩევნებზე მორავეცკის  კანონისა და სამართლიანობის პარტიამ ყველაზე მეტი, 36% მოიპოვა, თუმცა სხვა პარტიებმა უარი განაცხადეს მანამდე მმართველ პარტიასთან კოალიციაზე და ტუსკის ირგვლივ გაერთიანდნენ. 

    netgazeti
  24. tvati
    რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან, სადაც გასული წლიდან იხდიდა სასჯელს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია, აცხადებენ მისი წარმომადგენლები. 
    ინფორმაციას როიტერსი და სხვა საერთაშორისო მედიებიც ავრცელებენ. 
    ნავალნის წარმომადგენლები  მოელიან, რომ მას გადაიყვანენ “მკაცრი რეჟიმის” კოლონიაში, მას შემდეგ, რაც აგვისტოში დამატებით 19- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 
    როგორც როიტერსი აღნიშნავს, რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე პატიმრების მატარებლით გადაყვანის  პროცესს შეიძლება კვირები დასჭირდეს, ადვოკატები და ოჯახის წევრები კი ამ დროს მოკლებული არიან შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია პატიმრის ადგილმდებარეობის და ჯანმრთელების მდგომარეობის შესახებ მის დანიშნულების  ადგილზე მისვლამდე. ამიტომ ნავალნის წარმომადგენლებისთვის ამჟამად გაურკვეველია, სად იმყოფება რუსი ოპოზიციონერი და გადაჰყავთ თუ არა ახალ საპატიმროში. 
    “ჩვენ არ ვიცით, სად არის ამჟამად. ის შეიძლება იყოს რომელიმე ციხეში ან სპეციალური რეჟიმის დაწესებულებაში. ასეთი დაახლოებით ოცდაათია რუსეთში. ჩვენ ვეცდებით მივიდეთ ყველა კოლონიაში და შევამოწმოთ, მოვძებნოთ ის”, – განუცხადა “როიტერსს” ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმუშიმ. 
    შეერთებული შტატები უკვე გამოეხმაურა ამ ფაქტს და ღრმა შეშფოთება გამოთქვა. 
    “ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ”, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

    netgazeti
×
×
  • შექმენი...