Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“„დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, რომ სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას.
    გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 27-ვე სახელმწიფოს ელჩს ხვდებიან და მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს აწვდიან.
    „როცა უკვე ქართველი ხალხის მონდომების ხარჯზე გვაქვს ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ეს ძლიერი ხმა კიდევ ერთხელ საქართველოდან მისწვდეს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერს.
    ამ მიზნით, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვხვდებოდით და ვხვდებით 27-ვე სახელმწიფოს ელჩს და ვაწვდით მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებაში დაუჭირონ მხარი. ვინაიდან ზოგიერთი სახელმწიფო სკეპტიკურად არის განწყობილი ამ საკითხისადმი, მათ სჭირდებათ დამატებითი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაუჭირონ საქართველოს მხარი. არგუმენტებს შორის დიდი სიგნალი იქნება ძლიერი მესიჯის გაგზავნა საქართველოსგან, რომელიც მარშის სახით იგეგმება.
    70-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილობით მიმართა 27-ვე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენ ელჩებს დღესაც ვხვდებით, მანამდეც შევხვდით და მომავალშიც შევხვდებით. შევეცდებით, რომ მანამ, სანამ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება გაიმართება, ყველა მათგანს ჰქონდეს ჩვენი წერილი“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
    მშვენიერაძის თქმით, მარში 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება.
    „მარში თავდაპირველად მსვლელობის სახით გაიმართება. დაიწყება 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან, მსვლელობას გავაგრძელებთ რუსთაველის გავლით და გადავალთ ევროპის მოედანზე, სადაც გაიშლება მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა, რომელიც ახლა იკერება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროშის თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იკერება, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში.
    მარშში მონაწილეობა თითოეულ მოქალაქეს შეეძლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მთავარია ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდეს მხარს“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

    იპნ
  2. tvati
    არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
    მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას.
    „გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
    სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა.
    დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 - ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა.
    სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  3. tvati
    შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს და გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
    მის განცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.
    როგორც გორგოძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამას ცენტრის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
    „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1-ელი იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა.
    აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.
    მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.
    ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში“, - აცხადებს სოფო გორგოძე.
     
    იპნ
  4. tvati
    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს, გორგოძე ხელმძღვანელის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის.
    მათივე ინფორმაციით, სოფო გორგოძე ცენტრს 1-ელი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს, წასვლის თაობაზე კი განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა.
    ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის მიერ თანამდებობის დატოვება PISA-ს კვლევებს უკავშირდება.
    სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად 2018 წელს დაინიშნა.
  5. tvati
    “ოცნება” და “ნაცები” არიან პოლიტიკური და ბიზნეს პარტნიორები, ამიტომაც არ გვაქმნევინებენ საგამოძიებო კომისიებს...

    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    407849276_6812626048805515_1298773043742115029_n.mp4
  6. tvati
    რატომ არ აწყობს “ოცნებას” დაშლილი “ნაც.მოძრაობა”?

    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    407872180_318748191050262_1453286728745746072_n.mp4
  7. tvati
    “როგორც კი დასუსტებულ და ფაქტობრივად დაშლილ “ნაც.მოძრაობას” საფრთხობელას სტატუსი გაუქრება, მაშინვე დაკარგავს “ოცნება” აბსოლუტურ უმრავლესობას, ხელისუფლებას.”

     ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 408748496_318729024392250_3097730718607939596_n.mp4
  8. tvati
    სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ადგილობრივი დროით 23:53 საათზე, მიწისძვრა მოხდა.
    ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში იყო.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    თურქეთში ვაშლზე მოთხოვნამ იმატა. Ani Tarim-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის მეჰმედ ჩაკმაკის თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნაა „გალაზე“, რომლის მარაგიც მათ თითქმის ამოწურული აქვთ.
    მისი თქმით, ძირითად ექსპორტიორ ქვეყანაში, ინდოეთში, ვაშლზე მოთხოვნამ შედარებით იკლო, დიდი ალბათობით ადგილობრივი კარგი მოსავლის გამო, თუმცა გაიზარდა ექსპორტი ვეროპისა და ამერიკის მიმართულებით.
    წლევანდელი ვაშლის მოსავალი თურქეთში შარშანდელისას, ცოტა ჩამოუვარდებოდა: 2022 წელს ვაშლის მოსავალმა 4,8 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა წელს ამ მაჩვენებლმა 4,7 მილიონი ტონა შეადგინა.
    ინდოეთი თურქული ვაშლის უმსხვილესი მომხმარებელია. 2022 წელს იქ 100 496 ტონა პროდუქტი გავიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი - 80 981 ტონით, მესამეზე კი ერაყი - 51 823 ტონით.
    რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანამ 1,025 მლნ დოლარად 2,635 ტონა თურქული ვაშლი შეიძინა. რაც შეეხება 2022 წელს, შარშან ქვეყანაში 3,849 ტონა თურქული ვაშლი შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 1,303 მლნ დოლარი შეადგინა.
      ავტორი: ეკა დარჩიაშვილი  
  10. tvati
    ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის თემა - ეს ერთიანი პაკეტია,- ასე განმარტა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ ის, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე.
    როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საბანაძემ აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ თუ უკრაინასთან წევრობის საკითხზე მოლაპარაკების გახსნა უნგრეთის დაჟინებით გადაიდება, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შემდეგი საიტისთვის გადაიწევს.
    შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოსთვის გამონაკლისი იქნას დაშვებული, სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ის პაკეტში მყოფი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პროცესებს ერთი საფეხურით ჩამორჩება და რა ბერკეტი აქვს ევროკავშირს ორბანის დასარწმუნებლად, ამ საკითხებზე ნატალი საბანაძე ვრცლად ინტერვიუში საუბრობს.
    - იმ შემთხვევაში თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების პროცესს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთლიანად პაკეტი დაიბლოკება და ავტომატურად საქართველოსაც შეექმნება პრობლემები და რა სახის პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი ?
    - რაც ვიცი ამ ეტაპზე, არის ის, რომ ორბანმა მეორე წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩინეთში ვიზიტი შეამოკლა და ბრუნდება იმისთვის, რომ მოამზადოს 15 დეკემბრის სამიტი და რაღაცნაირად კონსენსუსი გამოგლიჯოს ხელიდან ორბანს. როგორც იცით, ეს გადაწყვეტილებები პაკეტთან დაკავშირებით მიიღება კონსენსუსით, 27 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
    ორბანს აქვს რამდენიმე მოთხოვნა, პირველი არის, რომ ამ ეტაპზე მთლიანად მოიხსნას უკრაინის საკითხი. დაბლოკვას პრინციპულად, ჯერჯერობით, ასე არ აყენებს, მაგრამ ამბობს, რომ 15 დეკემბრის სამიტზე ეს საკითხი არ უნდა იდგას და სანამ დადგება უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნის თემა, ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკა უკრაინის მიმართ უნდა გადაიხედოს. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენად ეფექტურია ეს პოლიტიკა, რამდენად რეალისტურია, იმიტომ, რომ როგორც ამბობს, ვერ მოიგებს უკრაინა ამ ომს და რატომ ვაკეთებთ ამას და ვირთულებთ ურთიერთობებს რუსეთთანო, ეს არის ლოგიკა და ეს არის ერთი ნაწილი.
    მეორე ნაწილი - აქვს თავისი ორმხრივი პრობლემები, რაც ევროკავშირში ხშირად ხდება ხოლმე, სამწუხაროდ. ეს არავის მოსწონს, მაგრამ ხშირია, რომ საერთო კავშირის საკითხებში შემოაქვთ ხოლმე ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს თავიანთი ორმხრივი პრობლემები. უნგრეთს აქვს პრობლემა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ უკრაინაში საკმაოდ დიდი უნგრული უმცირესობაა, ისტორიული ავტოქთონური უმცირესობა, რომლის უფლებების დაცვას განსაკუთრებით ლინგვისტური უფლებების დაცვას, სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლებას მოითხოვს ორბანი. უკრაინამ შეცვალა კანონმდებლობა ევრონული უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად რუსეთის კონტექსტში და რუსული უმცირესობისა და რუსული ენის შედარებით შეზღუდვა მოისურვა, ამის ქვეშ უნგრელებიც მოყვნენ. ამან გამოიწვია ორბანის დიდი აღშფოთება და ამიტომ ამ თემაზე, ასევე, ორმხრივ საკითხზე ვაჭრობს. პარტიისთვის, რომელსაც ორბანი წარმოადგენს, უმცირესობების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ძალაუფლებას ინარჩუნებს ეს პარტია, დიდწილად, საზღვრებს გარეთ მყოფი უნგრელების ხარჯზე.
    და ალბათ, ყველაზე მთავარი - მესამე თემა არის ფონდები, რომელიც ევროკავშირმა შეუჩერა უნგრეთს, თავისი არადემოკრატიული გადახვევების გამო. სხვადასხვა რიცხვები სახელდება, მე მგონი, 13 მილიარდზეა საუბარი, რომელიც უნგრეთს უნდა მიეღო (პოსტკოვიდური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი ფონდი იყო) და ეს შეჩერებული აქვს, იმიტომ, რომ მიბმული იყო რაღაც პირობებთან, რომელსაც ის არ ასრულებს. შესაბამისად, ამბობს, რომ 50- მილიარდიან დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა უნდა უკრაინას დაუმტკიცოს, ამას დაბლოკავს.
    მიდის მსჯელობა, როგორ მოაგვარონ ეს საკითხი, წევრი სახელმწიფოების უმეტესობას სურს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მიიღოს გადაწყვეტილება და ყველაფერი როგორც გათვალისწინებული იყო, ისე მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულად ვაჭრობს ჩვენი მეგობარი ორბანი.
    - ფაქტორებს შორის რუსეთი არ დაგისახელებიათ- ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ორბანი უკრაინის საკითხისთვის პრობლემის შექმნით სწორედ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და მის წისქვილზე ასხამს წყალს. თქვენ როგორ მიიჩნევთ ?
    - კი, მეც ასე მივიჩნევ და ეს არის პირველი თემა, რომელიც მე ვახსენე. როდესაც ორბანი მოითხოვს ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას უკრაინის მიმართ, ეს არის, რეალურად, რუსული პოლიტიკის გატარება. ორი აზრი არ არის იმაში, რომ ჩავარდეს ეს გადაწყვეტილება 15 დეკემბერს, გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება პუტინისთვის. რთული სათქმელია ორბანი პირდაპირ იღებს დაკვეთებს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ინტერესების თანხვედრაა. რასაც ის აკეთებს ახლა ევროკავშირში, როდესაც არღვევს ერთიანობას და კითხვის ქვეშ აყენებს საგარეო პოლიტიკის ღერძს, რომელზეც არის შეთანხმება მიღწეული, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ინტერესში.
    - რაც შეეხება ამ კონტექსტში საქართველოს საკითხს, რა საფრთხეები ემუქრება მას ევროინტეგრაციის გზაზე?
    - ძირითადი აქცენტი უკრაინაზეა, საქართველოსა და მოლდოვაზე არ საუბრობენ, მაგრამ ეს არის ერთი პაკეტი. თავს ვერ დავდებ, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს სხვების თემა. უკრაინის თემა საბოლოოდ კი არ დაიბლოკება, მოხდება ამის გადატანა, ორბანი მოიგებს დროს, უფრო მეტად ივაჭრებს, რაზეც სურს ვაჭრობა და უკვე ახალ წელს პირველი სამიტი რომელიც იქნება, იქ დადგება თავიდან ეს საკითხი ანუ გადადებაზეა საუბარი. ამ სამიტზე საქართველოს თემა განიხილება, უბრალოდ საქართველო ჩამორჩება ერთი ნაბიჯით, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც სამიტის გადაწყვეტილებაა, ამას სჭირდება 27 სახელმწიფოს თანხმობა, ამიტომ ეს ყველა შემთხვევაში ერთიანი პაკეტია. შეიძლება ისე მოხდეს, რომ დააყენონ საკითხი, რომ, რადგან ახლა საქართველოს არ ეხება მოლაპარაკებების გახსნა წევრობასთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსი მისცენ და იმ ორის თემა ცალკე განიხილონ, ასეთი თეორიული შანსი არის, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია.
    - ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამიტზე უკრაინის საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება არა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის პროცესს, მომავალში, არამედ უშუალოდ ახლა, კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს?
    - ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან მე ასე ვხედავ, რომ ამის შესაძლებლობა არის. რა თქმა უნდა, თავს ვერ დავდებ, მაგრამ არის დიდი შესაძლებლობა, რომ მთლიანად სამივე ქვეყანაზე გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებით, გადაიდოს შემდეგი სამიტისთვის.
    - ბოლო კითხვას დაგისვამთ, რა ბერკეტები აქვს ევროკავშირს უნგრეთის დასარწმუნებლად და თუ ფიქრობთ, რომ არსებულ მექანიზმებს შორის არის უნგრეთისთვის ხმის უფლების დროებით შეზღუდვა ?
    - ეს არის ყველაზე მაღალი დონის მექანიზმი, რაც არსებობს. ბირთვულ მექანიზმსაც ეძახიან, იმიტომ, რომ იმის იქით უკვე არაფერი აღარ არის. ავსტრიის შემთხვევაში გამოიყენეს და ავსტრიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ინანეს, იმიტომ, რომ ავსტრიაში ამან გამოიწვია უკურეაქცია, ანტიევროკავშირული დამოკიდებულება, იმიტომ, რომ აღქმული იყო საზოგადოების მხრიდან, როგორც შიდა საქმეებში ზედმეტი ჩარევა. ამიტომ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ მექანიზმის გამოყენებას ერიდებიან. საბოლოო ჯამში, ეს არის როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ ამას ადვილად არ გამოიყენებენ. ერთი ვარიანტია, რომ დაარწმუნონ. მეორე ვარიანტია, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ- არსებობს წნეხი, შეიძლება რაღაც დათმობაზე წავიდნენ. მე მგონი საუბარია, რომ 900 მილიონის გამოყოფა მოხდა, რომელიც არ არის მიბმული პირობების შესრულებაზე უნგრეთის მხრიდან, თუმცა ფულით ორბანის დაკმაყოფილებასაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება, იმიტომ, რომ გამოდის, აშანტაჟებს ევროკავშირს.
    სალომე აბულაშვილი
    „ინტერპრესნიუსი“
  11. tvati
    თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
    ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    იპნ
  12. tvati
    საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება.
    ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
    მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება.
    „სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს. ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან.
    აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  13. tvati
    “სანამ ინსტიტუციები არ განვითარდებიან და დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალ სტანდარტს არ დაიცავენ, მანამ შეუძლებელია ელიტური კორუფციის გამოძიება.”
       კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  408389195_1062204294821698_7069175970555853845_n.mp4
  14. tvati
    “ოცნების” ყველაზე დიდი პრობლემა და ამავე დროს დანაშაულია ის, რომ პოლიტიკა და ბიზნესი არ გამიჯნა ერთმანეთისგან, რასაც წინა ხელისუფლებას ედავებოდა. დღეს ბიზნესი და კრიმინალი დაინტეგრირდა პოლიტიკაში. შეიძლება ძალიან დიდი წარმატების პოტენციალი გქონდეს, მაგრამ ქვეყნის შიგნით განვითარების შესაძლებლობას ვერ პოულობდე, რადგან იცოდნენ, რომ “ოცნების” მხარდამჭერი არ ხარ. გეცნობათ ვითარება? 2012 წლამდე იგივე ვითარება არ იყო ? თუ “ნაც.მოძრაობას” მხარს არ უჭერდი “სხვისიანი” იყავი, იგივე ხდება დღესაც.”

     კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  408302285_1038113694062231_2604419299541186974_n.mp4
  15. tvati
    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
    უწყების განცხადებით, ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
    „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“ — აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „შენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხალისეობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენაა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებაა:
    „მოხალისეობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეობის გამოვლენა.საზოგადოება, ქვეყანა ეყრდნობა პირად ინიციატივას. ეს ნიშნავს ამავე დროს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე ერთნაირად პასუხისმგებელი. ყველას გვაქვს ის წვლილი შესატანი, რასაც ჰქვია მოხალისეობა. თქვენ წარმოადგენთ ამ დიდ ძალას, რომელსაც ვერავინ შეაკავებს.
    თქვენ ხართ ევროპა, იმიტომ რომ ევროპა ესაა თავისუფალი გაგება იმისა თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას თუ ქვეყანას. მოხალისეობა არახალია, მოხალისეები იყვნენ 1924 წელს შეფიცულები, როდესაც ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდნენ იმ უცხო რეჟიმს, რომელიც ცდილობდა დამკვიდრებას. ეს იყო სუფთა წყლის მოხალისეობა“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
    პრეზიდენტმა სიტყვის გამოსვლაში ისაუბრა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც, რომლებიც მისი თქმით, ამ ქმედებით ქართულ ღირსებას წარმოადგენენ:
    „მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში. ისინი მათი თავისუფალი, ნებაყოფლობითი არჩევანით წარმოადგენენ ქართულ ღირსებას. მინდა პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, ვინც შესწირა თავიანთი სიცოცხლე და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან. მოხალისეები იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც 13 ივნისს სტიქიის წინააღმდეგ იბრძოლეს და ქალაქისთვის მაგალითის მიცემა შეძლეს“ — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
    ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის შოვში დაღუპული და ძმა, სოფი და გიორგი ყარალაშვილები და მათი მეგობარი დავით ბერიაშვილი დააჯილდოვა, რომლებიც „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებლები იყვნენ.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვში დაღუპულ და-ძმას, სოფი და გიორგი ყარალაშვილებს და დავით ბერიაშვილს ღირსების მედალი მიანიჭა.
    როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დავით ბერიაშვილი და სოფი და გიორგი ყარალაშვილები, რომლებიც „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებლები იყვნენ, პრეზიდენტმა მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის დააჯილდოვა.
    3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის იყვნენ სოფი და გიორგი ყარალაშვილები და მათი მეგობარი დავით ბერიაშვილი.
    ნეტგაზეთი
  18. tvati
    “ჩვენ გვაინტერესებს ის უბედური გარემო, რომელიც სისტემური კორუფციით ყვავის ქვეყანაში და ამის არაერთი ფაქტი ყოფილა ცხადი საზოგადოებისთვის, დაწყებული პრემიერის მამის კონტრიბუციით და გაგრძელებული ღვინის კომპანიების დაფინანსებით. ჩვენი მოტივი არ არის მეტი პასუხისმგებლობას არიდებული ფარცხალაძეები მივიღოთ საზოგადოებაში. სახელებისა და გვარების დასახელებას მაშინ აქვს აზრი, როცა ეს ხალხი ძალაუფლებას დაკარგავს. ამის დროც მოვა, ამ ხალხმა ის ნაძარცვი, ნაქურდალი, ნაპარავი, კორუფციით ნაშოვნი ფული უნდა დააბრუნოს უკან.”      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 408387197_903357451298961_6486913924705562993_n.mp4
  19. tvati
    როგორ წარმოგიდგენიათ ელდარ (ლუკა) კურტანიძის გაგდება? თავად მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და ერთი კითხვა რომელიმეს რომ დაესვა, გაიგებდა რა ხდებოდა. ნუ, ალბათ, ასე იყო საჭირო, ასე უნდოდა ვიღაცას და ჭორებს აყვნენ,- ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას გამოეხმაურა რის მიხედვითაც, მას საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“.
    გეგეშიძის განცხადებით, მას ლუკა კურტანიძისთვის „გამარჯობის მეტი არაფერი უთქვამს“.
    „როგორ წარმოგიდგენიათ ლუკა კურტანიძის გაგდება? აი, როგორ წარმოგიდგენიათ მითხარით? შეგიძლიათ გადაამოწმოთ უამრავი ადამიანი ესწრებოდა, არანაკლები მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ იქ. ერთი ადამიანი თუ დაადასტურებს მე გამარჯობის გარდა, მაგისთვის რომ რამე მეთქვას, რა ვიცი, რა გითხრათ. სპორტის კომიტეტს აინტერესებდა თუ რა მოხდა. შეეძლო უბრალოდ კითხვა დაესვა, ჩვენთან, ფედერაციასთან გაერკვია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები იყვნენ, რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტებიც იყვნენ. თავად მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და ერთი კითხვა რომელიმეს რომ დაესვა, გაიგებდა რა ხდებოდა. ნუ, ალბათ, ასე იყო საჭირო, ასე უნდოდა ვიღაცას და ჭორებს აჰყვნენ. ვის რა ინტერესი აქვს, მე რა ვიცი", - განაცხადა გეგეშიძემ.
    კითხვაზე, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას, გეგეშიძემ განაცხადა - „უკაცრავად, ახლა ჭორების გამო მე უნდა გადავდგე?“
    „რამდენი ვინმე იჭორავებს, ყველა პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა იმის გამო, რომ ვიღაცას ასე უნდა? დანაშაული რა არის? სცემეს კურტანიძეს? აგინეს? შეურაცხყოფა მიაყენეს? ორჯერ დავუძახეთ მის მერე, არ მობრძანდა. ზუსტად იმ სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო ყრილობაზე რა საკითხები გავიდოდა. ჰოდა, მობრძანებულიყო სხდომაზე, იქ გაიგებდა ყრილობაზე თუ რა ხდებოდა და მასაც დაესწრებოდა. მაგრამ მას სურვილი არ ჰქონია. როცა მოვიდა, რისთვისაც მოვიდა?!“- განაცხადა გეგა გეგეშიძემ.
    ცნობისთვის, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“.
    კურტანიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ როგორც მსოფლიო ჩემპიონი იმის ღირსი მაინც იყო, „ასე დამამცირებლად არ მოქცეოდნენ“.
    „ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა. გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა... დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა. რაღაც ვთქვი და წამოვედი“,- წერდა კურტანიძე.
    საკითხის განხილვას ცოტა ხნის წინ, პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, სპორტული ოჯახი დიდია და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის.
    იპნ
  20. tvati
    “სააკაშვილი, როგორც ჯოკერი ისე სჭირდება “ოცნებას”, შიგნით ან გარეთ, ეს პოლიტტექნოლოგიის საკითხია რომელს გადაწყვეტენ. მაგრამ ის, რომ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნას ასაზრდოებს შემდგარი ფაქტია.”      კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  407817764_1323104088321241_1968869103899210246_n.mp4
  21. tvati
    ევროპის გულში რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სლოვენიაში ვიზიტის წინ განაცხადა.
    „მსოფლიოში, სადაც ევროპის უშუალო სამეზობლო კრიზისებითა და კონფლიქტებითაა მოცული, გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც იმოქმედებს სწრაფად და გადამწყვეტად და ყველა ჩვენგანისთვის ევროპაში უსაფრთხოების საყრდენის როლს შეასრულებს. გერმანია და სლოვენია გაერთიანებული არიან ჩვენი საერთო ევროპის გაძლიერების, მომავალთან შესაბამისობაში მოყვანის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩვენთან გაერთიანების მიზნით“, - აღნიშნა ბერბოკმა.
    მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკის ინტერესებშია.
    „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მთლიანად და აბსოლუტურად ეკუთვნიან ევროკავშირს. ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ეს არის ჩვენი პირადი უსაფრთხოების ინტერესებში - ლიუბლიანაში, ბერლინში და მთელ ევროპაში. იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, აუცილებელი რეფორმების განხორციელება უნდა დასრულდეს. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი სიტყვა და გადადგას შემდგომი ნაბიჯები გაფართოების პროცესში, მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდება. ევროპის გულში რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას. სლოვენიასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის რეფორმაზე, რათა შევადგინოთ გზა გაფართოებული ევროკავშირისთვის. გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირის შიდა რეფორმებზე პროგრესი ერთდროულად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ბერბოკმა.
     
    იპნ
  22. tvati
    სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას მოჰყვა.
    როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, სპორტული ოჯახი დიდია და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის.
    „ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით. მინდა გაგახსენო ყველას, ვინც ამ არასასიამოვნო სიტუაციაში ჩაბმული, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, ბევრი სახეობა შედის, როგორც სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი და ფედერაციები. თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორედ, სირცხვილია, მითუმეტეს, არ არის პრობლემა, გეგა გეგეშიძე აღმასკომის წევრიც არის და ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახეთ და ჰკითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კომპიუტერის კლავიშებზე კაკუნი.

    სამწუხაროა, რომ ასეთი ამბავი ხდება. ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი რამ ვიცი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ავტორთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იმდენი რამე ვიცი, რაც თუნდაც ჩემი მინისტრობის დროს ხდებოდა... დაანებეთ სოციალურ ქსელებში წერას თავი, ტყუილებით ნუ კვებავთ ამ ხალხს, რაც გასარკვევია, ერთმანეთში გაარკვევენ, ამ საკითხზე საუბარი დავასრულოთ“,- აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
    აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, მან მეძმარეიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.
    „რას ნიშნავს დაამთავრეთ და გადაამთავრეთ. კორექტულად ისაუბრეთ. თქვენ პირიქით ძაბავთ სიტუაციას ამ გამოსვლით. კორექტული იყო ფედერაციაც და ოლიმპიური კომიტეტიც. თქვენ ზუსტად ძაბავთ ვითარებას ამ თქვენი გამოსვლით“,- აღნიშნა შოთა ხაბარელმა, რის საპასუხოდაც ირაკლი მეძმარიაშვილმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მაგ სიმართლით იარეთ თქვენ“.
    ხაბარელმა კი მეძმარიაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა:„რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი, მაგ სიმართლით იყავი შენ...საკითხი გამოაქვს დასაძაბად, გამოდიხართ და დამშვიდებული ვითარებაზე წამოწიეთ ისეთი სიტუაცია, რომ დაძაბოთ. რომელ კაკუნზეა საუბარი?! ქალივით იწყევლები“.
    ცნობისთვის, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“.
    კურტანიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ როგორც მსოფლიო ჩემპიონი იმის ღირსი მაინც იყო, „ასე დამამცირებლად არ მოქცეოდნენ“.
    „ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა. გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა... დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა. რაღაც ვთქვი და წამოვედი“,- წერდა კურტანიძე.

    იპნ
  23. tvati
    აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ - ფარგლებში პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა.
    მოსმენაზე მოწვეული იყვნენ ფერმერთა და ქალ ფერმერთა ასოციაციების, საბანკო ასოციაციისა და სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები.
    ფერმერთა და ქალ ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მათი შეფასებით, დაფინანსებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე პრობლემის წინაშე დგანან ქალები და ახალგაზრდები, მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად მოტივად დასახელდა ის ფაქტი, რომ მათ საკუთრებაში არ გააჩნიათ აქტივები, რომელიც შესაძლებელია საფინანსო ორგანიზაციებში გირაოს სახით ჩაიდოს შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით. ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ისიც, რომ საოჯახო მეურნეობებს არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი საბანკო სექტორი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალებისა და ახალგაზრდებისთვის სპეციალურ პროექტებს შეიმუშავებს.

     
    როგორც ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბოლო წლებში დაკრედიტების ზრდის მიუხედავად, ფერმერებს მაინც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აწუხებს და ეს უფრო მეტად საოჯახო მეურნეობებს ეხება.
    თემატური ჯგუფის წევრებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. მათი შეფასებით, დღეს საბანკო საზოგადოება ცდილობს ყველანაირად მოერგოს ფერმერის საჭიროებებს, თუმცა პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, კომპლექსურია და იგი ერთობლივად უნდა გადაიჭრას.
    შემდეგი ზეპირი მოსმენა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან გაიმართება.
    თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
     
      ავტორი: თაია არდოტელი
  24. tvati
    სარწყავი სისტემის განვითარებისთვის საქართველომ შესაძლოა, 70 მლნ ევროს სესხი აიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
    დოკუმენტები ძირითადად საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის და კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამებს ეხება.
    მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები: „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება (საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა)“, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა - ქვეპროგრამა 1)“ და „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“ კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
        -0:   მისი ინფორმაციით, ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსთვის ჯამში 70 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება - ერთი არის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი, მეორე კი - ინფრასტრუქტურის კომპონენტი.
    საინვესტიციო პროექტი (ინფრასტრუქტურის კომპონენტი) მოიცავს: საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას, რაც თავის მხრივ გულისხმობს სახელმწიფო მმართველობითი კონტროლის გაძლიერებას საქართველოს მელიორაციის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, გამჭვირვალობისთვის და ეფექტიანობისთვის და ირიგაციის სისტემის მდგრადობას, კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად; პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატ-გონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას. პროექტები უკავშირდება ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი არხების რეაბილიტაციას.
    როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკთან ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული, ერთია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროექტი - 14 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო მეორე უკავშირდება ქვემო სამგორის რეაბილიტაციას, კრედიტის ოდენობაა 30,8 მლნ ევრო.
    ბიუჯეტის მხარდაჭერის შემთხვევაში სესხის ხანგრძლივობა არის 15 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი არის სამი წელი, რაც შეეხება საინვესტიციო კრედიტს, ეს არის 25-წლიანი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდია 5 წელი.
    „ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება, რომლებიც ქვეყნის საირიგაციო სისტემის გამართვას ეხება. სამინისტროები მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ, რომ საუკეთესო პირობებით მომხდარიყო ამ არხების რეაბილიტაცია და ფერმერებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რათა წვდომა გაუჩნდეთ წყალზე. საირიგაციო წყალზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ დამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს ამ არხების რეაბილიტაცია. პროექტი ემსახურება იმ მიზნებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გარემოსდაცვითი კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
    მან მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს იმისათვის, რომ კლიმატზე და გარემოზე მორგებული სასესხო ხელშეკრულებების დადება ამ ქვეყანაში უკვე რეალობად აქციეს, რასაც 5-10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.
    ორივე კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.
     
      ავტორი: თაია არდოტელი
  25. tvati
    “ოცნება” კარგად ხვდება, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია გადატეხოს ეს ნაც-ქოცური 20 წლიანი მმართველობა, რომელსაც არანაირი კავშირი საქართველოს კეთილდღეობასთან, მის ბედნიერ მომავალთან, ევროპულ, დემოკრატიულ მომავალთან არ აქვს, ეს არის გახარიას გუნდი, ამიტომაც ვექცევით სერიოზული დარტყმების ქვეშ. მაგრამ, ამისთვის რა თქმა უნდა მზად ვართ, როგორც გიორგი გახარიამ თქვა, რაც უფრო გაძლიერდება ეს ზეწოლა, მით უფრო ახლოს ვიქნებით მიზანთან.”      გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი. 407486758_779762783914509_7109654814442267765_n.mp4
×
×
  • შექმენი...