Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის, 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
    მათივე ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
    მერიის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე), ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.
    „აგრეთვე, შეზღუდვის პერიოდში, ალექსანდრე ინაშვილისა და შოთა მესხიას ქუჩებიდან, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რევაზ ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
    თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი შენგელაიას, თამარ ჭოველიძის, ბესარიონ ბელინსკის, კოტე მაყაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო ვასილ ბარნოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით.
    შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
    მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  2. tvati
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 2023 წლის დეკემბერში დეკემბერში მთავრობის მიერ გასხვისებული 14 სახელმწიფო ქონებიდან 6 კითხვებს აჩენს.
    ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
    „ყოველ კვირას საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა სახელმწიფო ქონება გადასცეს პირდაპირი პრივატიზაციის წესით ამა თუ იმ კომპანიას ან ფიზიკურ პირს. ამ გადაწყვეტილებებზე მიღებული განკარგულებები უკვე მესამე წელია კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ ქვეყნდება, რის გამოც უცნობია, ქონება ვინ რა პირობებით დაისაკუთრა ან რა შეღავათებს უწესებს მთავრობა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, ამიტომაც ამ სფეროში გაუმჭვირვალობა დაუშვებელია.
    2023 წლის დეკემბერში მთავრობის სხდომებზე განსახილველი 32 საკითხიდან 14 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა, რომელთაგან 6 გარკვეულ კითხვებს აჩენს:
    ანონიმური პრივატიზაცია: მთავრობის დღის წესრიგში შეტანილი იყო პრივატიზების ორი გადაწყვეტილება, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი: არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები.
    შპს „სომგოს კომპანია“: 4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა შპს „სომგოს კომპანიას“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. ამ კომპანიას მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს პირდაპირი პრივატიზების გზით, სიმბოლურ ფასად გადასცა 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიღნაღში, სასტუმროს აშენების პირობით. სავარაუდოა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებას გულისხმობდა, რისი დეტალებიც უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ გასაჯაროვდა.
    შპს „გლობალ ენტერპრაიზი“: 4 დეკემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეტარებინა გარკვეული ღონისძიებები შპს “გლობალ ენტერპრაიზისის” საქმიანობის ხელშესაწყობად. 2018 წელს შპს “გლობალ ენტერპრაიზისმა” სახელმწიფოსგან 15,512 კვ.მ. მიწა და მასზე არსებული 5 შენობა მარილის საწარმოს აშენების პირობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო. ამასთან, კომპანია დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში-ს“ მიერ. გაურკვეველია ხელშეწყობის რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მთავრობა ამ კომპანიასთან მიმართებაში.
    შპს „ნიკორა“: 4 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები ასევე შეუცვალა შპს “ნიკორას”. საუბარია კომპანიისთვის 2021 წლის 14 დეკემბერს გადაცემულ 8,925 კვ.მ. უძრავ ქონებაზე თბილისში, რომლის საპრივატიზაციო პირობები ასევე უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება არც მაშინ გამოქვეყნებულა.
    ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი: 19 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. 2009 წელს ლაშა პაპაშვილს აბასთუმანში 78,998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა, სასტუმროს აშენების პირობით. პირობის არშესრულების შემდეგ, მთავრობამ პაპაშვილის ხელშესაწყობად პრივატიზაციის პროექტში ცვლილებები სამჯერ შეიტანა: 2014, 2016 და 2018 წლებში. მთავრობის 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაც, შესაძლოა, საინვესტიციო ვალდებულებების მორიგ ჯერზე გადახედვას ეხებოდეს, თუმცა ამჯერად დეტალები უცნობია, რადგან მთავრობა შესაბამის დოკუმენტს არ ასაჯაროებს.
    მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

    იპნ
  3. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
    მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  4. tvati
    ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.
    „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.
    მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა.
    „პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
    მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს უკრაინა მიაღწევს თავის მიზანს და გახდება ნატო-ს წევრი.
    ამასთან, იენს სტოლტენბერგმა იმ ფასზე ისაუბრა, რომლის გადახდაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო უწევს და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი, დაიღუპა და დაიჭრა 300 000 რუსი ჯარისკაცი, რომ ომის გამო ინფლაცია გაიზარდა და ცხოვრების დონე შემცირდა და რუსეთი ახლა პოლიტიკურად იმაზე მეტად იზოლირებულია, ვიდრე ადრე.

    იპნ
  5. tvati
    ჩეხეთში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გუშინ, პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებული სტუდენტი შეიჭრა და 14 ადამიანი მოკლა, 25 კი დაჭრა.
    პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ და პრეზიდენტმა პეტრ პაველმა სამძიმარი გამოუცხადეს მოკლულთა და დაშავებულთა ახლობლებს. პრეზიდენტმა მომხდარი რესპუბლიკის ისტორიაში „ყველაზე ტრაგიკულად“ შეაფასა, აღნიშნავს „როიტერსი“.
    „როიტერსის“ ცნობით, მსროლელი 24 წლის კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი იყო. ტრაგედიამდე პოლიციას სოცქსელებში შეატყობინეს, რომ იგი პრაღაში მიემგზავრებოდა და სუიციდს გეგმავდა. ამავე შეტყობინებიდან მალევე, მოკლული ნახეს მსროლელის მამა.
    პოლიციამ ევაკუაცია დაიწყო იმ კორპუსში, სადაც მსროლელი, წესით, ლექციას უნდა დასწრებოდა, თუმცა იგი ფაკულტეტის ძირითად კორპუსში მისულა.
    სამართალდამცავთა ცნობით, მსროლელს ცეცხლსასროლი იარაღი ლეგალურად ჰქონდა შეძენილი და იგი მარტო მოქმედებდა. დიდი ალბათობით, მან თავი მოიკლა. თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება, ხომ არ მოკვდა იგი პოლიციელთა მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლით. მსროლელი აგრეთვე ეჭვმიტანილია პრაღასთან მდებარე სოფელში, ტყეში, მამა-შვილის მკვლელობაში.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    - ჩვენი გუშინდელი სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის, შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ!

    - “ოცნება” რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა, კითხვებზე პასუხი უნდა გეცა, ისარგებლა გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით და უბრალოდ კიდევ ერთხელ დაიმალა!

    - გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზეც აგებულია 2024 წლის საარჩევნო სტრატეგია.
    სააკაშვილი ამ სტრატეგიის მთავარი ღერძი და ერთადერთი ფარია, რომელსაც ის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეფექტიანად იყენებდა წარსულშიც (მაგ. 2021 წელს) და იგივეს გაკეთებას ცდილობს 2024 წლის არჩევნებისთვისაც.

    - კიდევ ერთხელ ვიმეორებთ გუშინდელ შეკითხვას: რატომ არღვევს „ოცნება“ საქართველოს კანონმდებლობას და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ატარებინებს ნაციონალების გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების პოლიტიკურ კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუკი ის იმდენად ჯანმრთელია, რომ ამის ენერგია და შემართება აქვს, რატომ არ არის ის თანაბარ პირობებში სხვა პატიმრებთან? და რატომ არ გადაგყავთ საპატიმრო დაწესებულებაში!

    - ახლა დღევანდელი კითხვა: დაგვისახელოს „ოცნებამ“ ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სასჯელს იხდიდა ან იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 განმავლობაში ემკურნალა?
    დაგვისახელეთ პატიმარი, რომელსაც საშუალება მიეცა და სასამართლო პროცესები გამოეყენა პარტიული აგიტაციისთვის?
    დაგვისახელეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სარგებლობს ან ოდესმე უსარგებლია მსგავსი პრივილეგიებით?

    - ეს კითხვა ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, პირველ რიგში, თქვენი - „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც და, ჩვენ თუ არა, იქნებ, მათ მაინც უპასუხოთ, როდემდე აპირებთ მათ შეშინებას და შანტაჟს სააკაშვილით, როდემდე აპირებთ იგი გყავდეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ეხმარებოდეთ დაშლილი ნაცების გაერთიანებაში.

    გამოდით და გაგვეცით პასუხი, ნუ იმალებით! 


    პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - ბექა ლილუაშვილი. 

  7. tvati
    - ჩვენი გუნდისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ იქნება არასდროს. სტრასბურგის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიტყვასიტყვით თქვა, რომ სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა მსჯავრდებულთა მიმართ.

       - ასეთ ადამიანს დღეს „ოცნება" საშუალებას აძლევს სასამართლო დარბაზიდან ჩაატაროს პარტიული თათბირები. ვინმე სხვა პატიმარს, მსგავსი პრივილეგიები გააჩნია?


    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  GICWmADL_yRF3b8AAL8WJLxhkmc4bmdjAAAF.mp4
  8. tvati
    ბექა ლილუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე:
    ჩვენი გუშინდელი სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის, შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ!
    ოცნება რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა. კითხვებზე  პასუხი უნდა გეცა,  ისარგებლა გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით და  უბრალოდ კიდევ ერთხელ დაიმალა! 
    გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზეც აგებულია 2024 წლის საარჩევნო სტრატეგია.
    სააკაშვილი ამ სტრატეგიის მთავარი ღერძი და ერთადერთი ფარია, რომელსაც ის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეფექტიანად იყენებდა წარსულშიც (მაგ. 2021 წელს) და იგივეს გაკეთებას ცდილობს 2024 წლის არჩევნებისთვისაც.        
    კიდევ ერთხელ ვიმეორებთ გუშინდელ შეკითხვას: რატომ არღვევს „ოცნება“ საქართველოს კანონმდებლობას და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ატარებინებს ნაციონალების გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების პოლიტიკურ კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუკი ის იმდენად ჯანმრთელია, რომ ამის ენერგია და შემართება აქვს, რატომ არ არის ის თანაბარ პირობებში სხვა პატიმრებთან? და რატომ არ გადაგყავთ საპატიმრო დაწესებულებაში!
    ახლა დღევანდელი კითხვა: დაგვისახელოს „ოცნებამ“ ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სასჯელს იხდიდა ან იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 განმავლობაში ემკურნალა?
    დაგვისახელეთ პატიმარი, რომელსაც საშუალება მიეცა და სასამართლო პროცესები გამოეყენა პარტიული აგიტაციისთვის?
     დაგვისახელეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სარგებლობს ან ოდესმე უსარგებლია მსგავსი პრივილეგიებით?
    ეს კითხვა ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, პირველ რიგში, თქვენი - „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც და, ჩვენ თუ არა, იქნებ, მათ მაინც უპასუხოთ, როდემდე აპირებთ მათ შეშინებას და შანტაჟს სააკაშვილით, როდემდე აპირებთ იგი გყავდეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ეხმარებოდეთ დაშლილი ნაცების გაერთიანებაში. 
    გამოდით და გაგვეცით პასუხი, ნუ იმალებით!
  9. tvati
    ჩვენსა და თქვენს შორის იცით რა განსხვავებაა? თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი პოლიტ.პატიმარია, ჩვენი აზრით კი - არ არის.

     ჩვენ იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ „ოცნებამ" წინასაარჩევნოდ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს.

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.  GK28mhi7lgPUrO4XAPghZh5Fqc1QbmdjAAAF.mp4
  10. tvati
    მსახიობი და რეპერi კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელსაც სისხლის სამართლის სამი სხვადასხვა მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, ახალციხის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე იმღერებს. ეს ინფორმაცია თავად ახალციხის მერიამ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
    “ნეტგაზეთი” ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იცის თუ არა მან, რომ კაბუ ბრალდებულია და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისი მიწვევა ამ ბრალდებების მიუხედავად.
    “უაზრო კითხვებია, პატივცემულო. ადამიანს არ აქვს, ჯერ ერთი [ბრალი დამტკიცებული]. უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს […] დამნაშავედ გამოგყავთ უკვე”, – უთხრა ლაზარაშვილმა “ნეტგაზეთს”.
    ახალციხის მერმა არ მიიღო განმარტება, რომ ბრალდებულის შესახებ კითხვის დასმა მისი დადანაშაულება არ არის და კიდევ ერთხელ მოგვიწოდა, “ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას”. ამის შემდეგ ლაზარაშვილს ვკითხეთ, როდის გადაწყვიტეს კაბუს მიწვევა საახალწლო ღონისძიებაზე – მის დაკავებამდე თუ მას შემდეგ. მან ამ კითხვაზე არ გვიპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ კონცერტში მონაწილეობის სურვილი თავად რეპერმა გამოთქვა და მერია მას ჰონორარს არ გადაუხდის.
    “თვითონ გამოგზავნეს წერილი და გაჩნდა სურვილი, რომ ჩამოსულიყო და ეგრეა რა. ანაზღაურების გარეშე ხდება … თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ მიეღო მონაწილეობა და ჩვენც მივიღეთ”, – გვითხრა ირაკლი ლაზარიშვილმა.
    კაბუ 25 ნოემბერს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება მას ქალზე ძალადობას, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/ შენახვას ედავება.
    გამოძიების ვერსიით, 25 ნოემბერს, კაბუმ ავტომანქანით გადაადგილებისას, მასთან მყოფ ქალს ფეხში დანის ტარი ჩაარტყა, ასევე, რამდენჯერმე გაარტყა ხელი. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით ემუქრებოდა ქალს, ასევე გახსნილი დანა ორჯერ მოუქნია დასარტყამად.
    უწყების ცნობით, შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, ქალმა პოლიციის მანქანა დაინახა, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად დაუძახა. პოლიცია მათ მანქანას აედევნა და კაბუ ადგილზე დააკავეს.
    მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ კაბუს მანქანაში ნარკოტიკები აღმოაჩინა — ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული 1,28 გრამ ალფა-პვპ.
    კაბუ ბრალდებას უარყოფს. 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    netgazeti
  11. tvati
    ჩეხეთის პოლიციის ცნობით, პრაღის ცენტრში, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები.
    BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა იან პალახის მოედანზე, სადაც ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს.
    ხელისუფლების განცხადებით, მთელი მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ თავი აარიდონ შემთხვევის ადგილზე გადაადგილებას და სახლში დარჩნენ.
    ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია.

    publika
  12. tvati
    “ნაცებო” დაზღნარდით!

    “ქოცებო”, ამოძვერით სოროებიდან და გაეცით ხალხს პასუხი, რატომ ეხმარებით სააკაშვილის კამპანიის ჩატარებაში?


    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 

  13. tvati
    გერმანუნლი გამოცემა tagesschau-ს ცნობით, საქართველო დაინტერესებული არაა მიგრაციის შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში ლეგალური მუშაობის უფლებას გულისხმობს.
    გერმანული გამოცემა წერს, რომ მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის, დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა.
    დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, „გერმანიის გადმოსახედიდან, მათი მხრიდან ეს გონივრული ნაბიჯია, რომელიც საქართველოსთვის უინტერესო აღმოჩნდა”.
    გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა და საქართველოს შს მინისტრმა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ სამთავრობო შეთანხმება თბილისში, 19 დეკემბერს გააფორმეს.
    მანამდე ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ პროექტი შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ინიციატივით დაამტკიცა. ორი ქვეყნის შს მინისტრების მხრიდან გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებას.
    შეთანხმების მეორე ნაწილი კი მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
    გომელაურის თქმით, შეთანხმება გაამარტივებს სამუშაო ვიზის აღების შესაძლებლობას.
    „ჩვენს მოქალაქეებს ლეგალურად შეეძლებათ იმუშაონ, დარჩნენ ქვეყანაში იმ დროით, რა დროითაც გაიცემა ვიზა“. – თქვა მან.
     
    პუბლიკა
  14. tvati
    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების შესაძლო გადაცემას არალეგალურსა და არალეგიტიმურს უწოდებს.
    “ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური, არალეგალური და ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.
    ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად. ამიტომ, ეს არის ჩვენი დასაცავი და ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაც დე ფაქტო ნაბიჯები. – განაცხადა ზურაბიშვილმა.
    აფხაზური საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 28 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს საბოლოოდ გადაეცეს – თვითგამოცხადებული პარლამენტი შესაბამისი დოკუმენტის „რატიფიკაციას” სწორედ ამ დღეს გეგმავს.
    მანამდე გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა” წერდა, რომ დოკუმენტი, შესაძლოა, ახალ წლამდე დამტკიცდეს.
    ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აფხაზეთში მცხოვრებლები აპროტესტებენ. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით კი, საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება – რუსულ-აფხაზურ შეთანხმებაში ბიჭვინთის აგარაკებისა და აკვატორიის კოორდინატები არასწორად იყო მითითებული.
    2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი “ბიჭვინთა” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა. კერძოდ: ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის.
    ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.
    17 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბიჭვინთაში რეზიდენციის მოწყობა უნდა.

    პუბლიკა
  15. tvati
    ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ბოლო 5 წელში 2 ცხოველი დაიღუპა – ანტილოპის სახეობის 2 გნუ.
    მოულოდნელი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის გაუგებარი და აუხსნელი და შესაბამისად, საფრთხის შემცველია.
    მისივე თქმით, ეს პრობლემის ერთი ფორმაა, მეორე კი არის სტრესი, რომელსაც შეიძლება ცხოველები სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ.
    პიროტექნიკა აშინებს ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებსაც.
    გარდა ამისა, მისი გამოყენების დროს ზიანდებიან ბავშვები.
    12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში მოზარდს პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩაუვარდა. აფეთქების შედეგად მან დამწვრობა მიიღო.
    ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, გუგა ქაშიბაძემ მაშინ თქვა, რომ ბავშვს დამწვრობა აქვს სახის, კისრის, გულ-მკერდის არეში, ორივე ზედა კიდურზე. საეჭვოა სასუნთქი გზების დაზიანება. ექიმის თქმით, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
    2 დეკემბერს გავრცელდა პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ, რომელსაც ამ ეტაპზე 25787 ხელმოწერა აქვს.
    პეტიციის ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, დაიწყონ ოპოზიციის მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; F1 კატეგორიის პიროტექნიკის გარდა (რომლის უსაფრთხოების მანძილი 1 მეტრია, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში). სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
    პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად – 1000 და 5000 ლარით; პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.

    პუბლიკა
  16. tvati
    ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება.
    „როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
    როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზშია აღნიშნული, მინისტრმა თქვა, რომ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ეფექტურია ფინანსური თვალსაზრისითაც, ამას ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, სადაც ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში დანახარჯები, დაახლოებით, 40%-ით მცირდება.

    პუბლიკა
  17. tvati
    აფხაზური საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 28 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს საბოლოოდ გადაეცეს – თვითგამოცხადებული პარლამენტი შესაბამისი დოკუმენტის „რატიფიკაციას” სწორედ ამ დღეს გეგმავს.
    მანამდე გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა” წერდა, რომ დოკუმენტი, შესაძლოა, ახალ წლამდე დამტკიცდეს.
    ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აფხაზეთში მცხოვრებლები აპროტესტებენ. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით კი, საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება – რუსულ-აფხაზურ შეთანხმებაში ბიჭვინთის აგარაკებისა და აკვატორიის კოორდინატები არასწორად იყო მითითებული.
    2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი “ბიჭვინთა” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა. კერძოდ: ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის.
    ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.
    17 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბიჭვინთაში რეზიდენციის მოწყობა უნდა.

    პუბლიკა
  18. tvati
    განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით სამინისტრო გეგმა-გრაფიკის შედგენაზე მუშაობს, რათა ეტაპობრივად დაიწყოს კვების საკითხის გადაჭრა, – ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2-ის” გადაცემაში ისაუბრა.
    აქამდე გაცხადებული პოზიციებისგან განსხვავებით, ამილახვარმა აღნიშნა ისიც, რომ მას არ სურს დაელოდოს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს; რომ სულ რამდენიმე თვეში მზად იქნება აღნიშნული გეგმა-გრაფიკი და შედეგად გავიგებთ, რა იქნება შესაძლებელი.
    მინისტრმა სკოლების რეაბილიტაციის პროცესზე აღნიშნა, რომ 3-4 წელში, 2027 წლისთვის უნდათ, რომ დასრულდეს ე.წ. 800 სკოლის პროექტი – მშენებლობა-რეაბილიტაციის. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან, რომ არ უნდა, რომ ამ პროცესის დასრულებას დაელოდოს სასკოლო კვების პროექტის ეტაპობრივად დასაწყებად.
    მისივე თქმით, სამინისტრო ასევე გაერთიანდა კვების საერთაშორისო კოალიციაში, სადაც გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკას, მეთოდოლოგიებსა და გამოცდილებას, თუ როგორ დაიწყეს საქართველოსნაირმა ქვეყნებმა.
    რა იყო სამინისტროს წინა პოზიცია სასკოლო კვებაზე?
    13 ნოემბერს მთავრობოს სხდომის დასრულების შმედეგ გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოგვარების შემდეგ გაჩნდებოდა შესაძლებლობა სასკოლო კვების დაწყების:
    ასევე იხილეთ მინისტრი უფასო სასკოლო კვებაზე: ინფრასტრუქტურის საკითხი უახლოეს 2-3 წელში მოგვარდება
    13 ნოემბერი, 2023 „სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და ამის განხორციელებაში ვართ ახლა, იცით ალბათ, ამხელა პროექტები გვაქვს. მეორე, როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ, და ეს უახლოეს 2-3 წელიწადში იქნება, შემდეგ უკვე გვექნება ეპატობრივად ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა. მთავარი პრობლემა არ არის სოციალური და ფინანსური პრობლემა, რადგან რადგან სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს ისედაც ვეხმარებით 200-ლარიანი პაკეტით“, – თქვა მან.

    პუბლიკა
  19. tvati
    რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა წააგო სამართლებრივი დავა, რომელიც ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასაუქმებლად წამოიწყო.
    „როიტერსის“ ცნობით, ევროკავშირის სასამართლომ ბრიუსელში უარყო აბრამოვიჩის სარჩელი და მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ, მიუთითა რა მის როლზე რუსული ფოლადის კომპანია Evraz-ში (EVRE.L) და ის ფაქტი, რომ ფოლადი წარმოადგენდა შემოსავლის ძირითად წყაროს რუსეთის მთავრობისთვის.
    „საერთო სასამართლო არ უარყოფს აბრამოვიჩის მიერ წამოყენებულ სარჩელს, რითაც მხარს უჭერს მის წინააღმდეგ მიღებულ შემაკავებელ ზომებს“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
    აბრამოვიჩის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.
    აბრამოვიჩი, რომელსაც ასევე აქვს ისრაელის მოქალაქეობა და არის ბრიტანული პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყოფილი მფლობელი, Forbes-ის თანახმად, 9,2 მილიარდ დოლარის ქონებას ფლობს. აბრამოვიჩი იმ ბიზნესმენებს შორისაა, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    2023-ის ნოემბერში თბილისში 3300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა, აცხადებენ „გალტ & ტაგარტის“ მკვლევრები.
    უძრავის ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარულად რჩება საშუალო ზომის (51-80 კვადრატული მეტრი) ბინები. რაც შეეხება ფასებს, ახალ ბინებზე მათი ზრდა გაგრძელდა, მეორეულ ბინებზე – მცირედი კლება. „მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავალში“, – მიიჩნევენ კვლევის ავტორები.
    ამასთან ერთად, 2023-ის ნოემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 239.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა. ქირის ფასებმა შეადგინა 11.4 აშშ დოლარი მ2-ზე, რაც 5,4%-ით ნაკლებია პიკურ მაჩვენებელზე 2023-ის მარტში.
    ყველაზე ძვირი ახალაშენებული და უცხოვრებელი ბინები მთაწმინდის, ვაკისა და ჩუღურეთის რაიონებში ღირს, ყველაზე იაფი კი- ვაშლიჯვარში, გლდანში და სამგორში.

    „გალტ & ტაგარტის“ კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკა.
    გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის პირველ 11 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი. „აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ზრდა საბურთალოსა და ისანში (+142.2% და +164.8% წ/წ, შესაბამისად). საბურთალოს რაიონში ამხელა ზრდა დაკავშირებულია უნივერსიტეტის/მინდელის ქუჩებსა და ლისის მიდამოებში დაგეგმილ პროექტებთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

    ნეტგაზეთი
  21. tvati
    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი გამარჯვებაა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა.
    მისი განმარტებით, პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა, იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს. მათ შორის, არის თურქული ბაზრის გახსნა და წამლებზე დაწესებული რეფერენტული ფასები.
    „რეფერენტული პოლიტიკითა და თურქული ბაზრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 300-400 მილიონი ლარი დაზოგეს. წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გარკვეულ მედიკამენტებზე, ფასები 80%-თაც შემცირდა. თუმცა, როგორც ვვარაუდობდით, საშუალოდ, 40%-ით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წარმატებაა“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა, რომლის განცხადებასაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    იპნ
  22. tvati
    უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის ახალი ჯარისკაცების ძიებაში, აპირებს მომავალ წელს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გამოიძახოს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Bild-თან, Welt TV-სთან და Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.
    მინისტრის განმარტებით, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე უკრაინელებს მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამწვევ პუნქტებში გამოცხადდნენ და მათ, ვინც თავს აარიდებს, სანქციები დაემუქრება.
    „ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, რა უნდა მოხდეს, თუ ისინი ნებაყოფლობით არ გამოცხადდებიან“, - განაცხადა მინისტრმა.
    შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა დამატებით 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შესთავაზეს.
    უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა და გეგმის შესრულებამდე მას უფრო ღრმა დისკუსია და მეტი არგუმენტი სჭირდება.

    იპნ
  23. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა მისცა, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ გააერთიანოს, მიზანი კი ენმ-ს „პოლიტიკური საფრთხობელას როლში“ დაბრუნებაა.
    როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის სპეცოპერაციას ატარებინებს, რათა შემდეგ, აღნიშნული პარტიით, ხალხი შეაშინოს.
    „ცოტა ხნის წინ ჩვენ, მთელი საზოგადოება ამ კაცის კალორიების თვლით ვიყავით დაკავებული და რაღაც დიდი სამედიცინო სამოყვარულო განათლებაც კი მიგვაღებინა, სხვათა შორის მედიასივრცემაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბევრმა სხვა სუბიექტმა. დღეს უკვე ამ ადამიანის სასამართლო პროცესებიდან ვისმენთ ჩვეულებრივად პარტიული მმართველობის გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ანუ, ეს არის ჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომელიც „ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს მისცა, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა გააერთიანოს. ეს არის სპეცოპერაცია. მე მიხეილ სააკაშვილის მიღმა დავინახავდი „ოცნების“ ამ ძალიან მიზანმიმართულ მკაფიო ამოცანას. მე არ მეგონა ამას თუ ვნახავდი, რომ „ოცნება“ სპეცოპერაციას ჩაატარებინებდა მიხეილ სააკაშვილს დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენისთვის. ივანიშვილი რომ ამბობდა თავის დროზე, „ღმერთმა დამიფაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამოვეფაროო“, ამის საპირისპირო პირდაპირი მოცემულობა არის დღეს შექმნილი. ეს არის ძალიან მკაფიო თანამშრომლობა ამ ორ პარტიას შორის,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
    ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლების მიერ სრულად არის კონტროლირებული და მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს პროცესზე პოლიტიკურ თემებზე საუბარს გამიზნულად არ აწყვეტინებს.
    „საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომ როცა მსჯავრდებული მაგალითად, საქმის შინაარსისგან განსხვავებულ საკითხზე საუბრობს, უნდა გააჩერონ და დააბრუნონ საკითხზე. ეს კაცი რას აკეთებს? „ოცნების“ მიერ აბსოლუტურად კონტროლირებადი სასამართლო მას სიტყვას არ უწყვეტს. ის კაცი გამოდის, თავის პოლიტიკურ აქტივობას ახორციელებს, მოწოდებებს აკეთებს, დირექტივებს გასცემს და საქმის შინაარსზე საერთოდ არ ლაპარაკობს. შემდეგ მთლიანად მთელი სამთავრობო მედიარესურსებით ამ ნარატივების ჩაშვება მიმდინარეობს საზოგადოებაში, იმიტომ, რომ საზოგადოება შეაშინონ, საზოგადოება დაზაფრონ, რომ აი, ნახეთ, ახლა მიხეილ სააკაშვილის ციხიდანაც კი მოახერხებს, ან არსებობს იმის საფრთხე, რომ მოახერხოს დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია, გამთლიანება და ისევ პოლიტიკური საფრთხობელას როლში დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“,“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
    ბექა ლილუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კოოპერაციაშია. მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია და არც უნდა ხელისუფლების დამარცხება, რადგან ძალიან კომფორტულ პოზიციაშია.
    ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ პარტიის „საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტი, რომლიდანაც რჩევების მიღება მნიშვნელოვანია.
    „ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტი, რომლიდანაც რაღაცა რჩევები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის ჩვენთვის არის ამ ქვეყნის ისტორიაში, რამ თქმა უნდა, თავისი მნიშვნელოვანი როლის შემტანი პრეზიდენტი, მაგრამ ამჟამად პატიმარი, რომელმაც სასჯელი უნდა მოიხადოს,“ - აღნიშნა ლილუაშვილმა.
    მან გადაცემაში ასევე, „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე, ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეფასებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიაზე პირდაპირ ამბობს, რომ არაკომპეტენტურები და „შტერები“ არიან. „მაგალითად, არჩევნების ნაწილში პირდაპირ ამბობს, უკაცრავად, შტერები არიან. ასე ამბობს ვენეციის კომისიაზე ხელისუფლება. რას ნიშნავს იცით, რომ არაკომპეტენტური ხალხია იქო. ვენეციის კომისია სწორედ სამართლებრივ კანონმდებლობას და სხვა ტიპის სამართლებრივ დოკუმენტაციას აფასებს. კომპეტენცია დაუწუნეს პირველ ნაწილში, მეორე ნაწილში საერთოდ სუბიექტურები არიანო, არ არიო სწორიო ანუ, პირდაპირ გადავიდნენ დისკრედიტაციაზე. ეს ხალხი ხვალ შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ მთელი სამყარო არის არაკომპეტენტური და დისკრედიტირებული და იმართება ვიღაცა ბოროტი ძალის მიერ და მხოლოდ ივანიშვილი და „ოცნება“ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება,“ - განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, „ქართულ ოცნებაში“ „გაუგებარს“ უწოდებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

    იპნ
  24. tvati
    პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
    როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.
    დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
    „გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი "ოცნება" და რომელიც ტარდება კორუფიისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით.
    სამსახურებრივი უფლებასილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია "იმედი", გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს.
    სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაციია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია "იმედის" საშუალებით.
    უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს "ოცნება".
    ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი "ნაცმოძრაობის" გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი "ნაცმოძრაობით" საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება.
    მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - ახალი წლების შემდეგ მაინც", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
  25. tvati
    „მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ჯოკერი. როგორ გგონიათ, რატომ აძლევენ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, პარტიული თათბირები ატაროს სასამართლო დარბაზიდან? ეს ჯოკერი ბიძინა ივანიშვილმა 2021 წელს გაათამაშა და იგივეს აპირებს ახლაც."
    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  GMnQmRjuolzsa_IDAFRtS5NR2nNvbmdjAAAF.mp4
×
×
  • შექმენი...