Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    რუსულენოვანმა მოსახლეობამ აჭარა მასიურად დატოვა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში, ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორმა და რესტორან „აკროპოლეს“ დამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, ბოლო თვეებში მათი რიცხვი განახევრდა. თავართქილაძის თქმით, მასიურად იკეტება და იყიდება მათ მიერ გახსნილი კაფეები და სხვადასხვა ტიპის მომსახურე ობიექტები.
    მიზეზებზე საუბრისას თავართქილაძე ამბობს, რომ მიგრანტების ნაწილი მობილიზაციის არარსებობის გამო რუსეთში დაბრუნდა, ნაწილმა კი აჭარიდან გაძვირებული ცხოვრების ხარჯის გამო, აზიურ ქვეყნებში გადაინაცვლა.
    „რუსულენოვანი მოსახლეობა, არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ ბელარუსებიც მასიურად ტოვებენ საქართველოს. თუ ბათუმში ნაქირავები ბინების რაოდენობას დავეყრდნობით, მინიმუმ რუსულენოვანი მოსახლეობის 40-50%-მა, ე.წ. ეკონომიკურმა ლტოლვილებმა უკვე დატოვეს ჩვენი ტერიტორია. ეს შეიგრძნობა ყველგან ქუჩებში, კაფეებში და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. მცირე ზომის ობიექტები, რომელიც გახსნილი იყო ჩამოსული ადამიანების მიერ დაიხურა, ან იყიდება.
    დიდი ნაწილი დაბრუნდა სამშობლოში, რადგან აქტიური მობილიზაციის საშიშროებას ვეღარ ხედავენ. მეორე ნაწილი მიემგზავრება უფრო იაფ ქვეყანაში აზიის მიმართულებით. ვისაც ევროპა შეეძლოთ ვიზის გათვალისწინებით, იქ წავიდნენ, განსაკუთრებით პოლონეთში. მათთვის მთავარი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველო იყო ძვირი ქვეყანა, ბინების, სამომხმარებლო კალათის მხრივ. უკვე მწირი შემოსავლით ვეღარ აუდიოდნენ იმ სოციალურ გარემოს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მათ უქმნიდა. აგვისტოს შემდეგ უკვე შეინიშნება უძრავი ქონების გაყიდვების შემცირება, ბევრი სამშენებლო კომპანია ამბობს ამას, ასევე მეორე დიდი დარტყმა განიცადეს ისრაელის ომის დაწყების შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამისა ფასების კლება გასაყიდ უძრავ ქონებაზე არ შეინიშნება. რაც შეეხება გასაქირავებელ ბინებს, აქ ფასებმა რადიკალურად 40-50%-ით დაიკლო და დაუბრუნდა პირვანდელ მაჩვენებელს. აპარტამენტი, რომელიც ქირავდებოდა 600-700$-ად, ამჟამად ღირს 200-250$.
    პიკზე 20 ათასზე მეტი ადამიანი იყო ბათუმში ჩამოსული, დღეს ალბათ ეს რიცხვი 7-8 ათასი მოსახლე იქნება. ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის არის ისრაელის ბაზარი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაფრინავდა, ამჟამად 2 ფრენაა მხოლოდ, რომელიც ინტენსიურად დატვირთულია. ისინი ოპტიმისტურად უყურებენ ტურისტული სეზონის განახლებას გაზაფხულიდან. ახლა დაფრინავენ თურქეთიდან, არაბეთიდან, ირანიდან და ძალიან მომატებულია რუსეთიდან, ოღონდ ახლა, წინასაახალწლოდ გამოჩნდნენ ტურისტები. ვფიქრობთ, რომ ზამთარში მათი რიცხოვნობა დაეტყობა ჩვენს ქალაქს და რეგიონს.“ - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

    bm.ge

  2. tvati
    უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა, წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 14 დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, დრონები მიკოლაივის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
    რუსულმა ძალებმა წუხელ რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის ტერიტორიისკენ Shahed-ის 15 დრონი გაუშვეს.

    ipn
  3. tvati
    ნოემბერში საქართველოს შაქრის იმპორტი წლიურად 40%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 8%-ით გაუძვირდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზარზე პროდუქციაზე ფასის მატება, მეორე მხრივ კი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული ის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შაქრის იმპორტზე დამატებითი გადასახადი დაწესდა.
    ცნობისათვის, მთავრობის დადგენილებით, 20 ნოემბრიდან 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა. ანუ, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი გახდა. აღნიშნული დადგენილება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს.
    საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქართველოში შემოვიდა 4,256 მლნ დოლარის ღირებულების 5 424 ტონა შაქარი, ანუ კილოგრამის ფასი საშუალოდ 78 ცენტი იყო. ოქტომბერში 9 668 ტონა შაქარში ქვეყანამ 7,015 მლნ დოლარი გადაიხადა, ანუ კგ-ში საშუალოდ 72 ცენტი. 2022 წლის ნოემბერში კი იმპორტირებული ერთი კილოგრამი შაქრის ღირებულება საშუალოდ 56 ცენტს შეადგენდა. წინა წლის ნოემბერში ქვეყანამ 10,758 მლნ დოლარის ღირებულების 19 273 ტონა შაქარი იყიდა. შედეგად გამოდის, რომ საქართველოს 2023 წლის ნოემბერში წლიურად შაქრის იმპორტის ღირებულება 40%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 8%-ით გაუძვირდა. რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში 88,059 მლნ დოლარის ღირებულების 128 207 ტონა შაქარი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 80,573 მლნ დოლარის ღირებულების 138 696 ტონა.
    იმპორტიორი ქვეყნების, Top-5 კი ასე გამოიყურება:
     
    ბრაზილია - 34,472 მლნ აშშ დოლარის 54,550 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 63 ცენტი) რუსეთი - 14,760 მლნ აშშ დოლარის 22,802 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 65 ცენტი) მაროკო - 11,599 მლნ აშშ დოლარის 13,364 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 86 ცენტი) არაბთა გაერთიანებული საამიროები - 9,162 მლნ დოლარის 14,000 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 65 ცენტი) საფრანგეთი - 7 მლნ დოლარის 8,671 ტონა (კილოგრამი საშუალოდ 80 ცენტი)

    bpn.ge
  4. tvati
    Aston martin, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 5 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 84 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 23 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული.
    „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Ferrari-ს რომელი მოდელებია ყველაზე პოპულარული ქვეყანაში და როგორია მათი ღირებულება:
    ყველაზე მეტი, 13 ერთეული არის მოდელი - Ferrari SF90 Stradale, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის წარმოებაში. ამ ავტომობილის ფასი 525 ათასი დოლარიდან იწყება და 995 ათას დოლარამდე ადის. 3-3 ერთეულია Ferrari f8 tributo და Ferrari 296 gtb, რომელთა ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამისად 284-322 ათასი დოლარია (წარმოების წლების მიხედვით).
    საქსტატის მონაცემებით, ერთი ერთეული მოძრაობს Ferrari portofino m (246 ათასი დოლარიდან); Ferrari 575m maranello f1 (160 ათასი დოლარიდან) და Ferrari 575m maranello 500 (ასევე 160 ათასი დოლარიდან). აღსანიშნავია, რომ ეს თანხა დაახლოებით, 2002-2004 წლებში გამოშვებულ მანქანებზე ფიქსირდება, ასაკის შემცირებასთან ერთად კი მათი ღირებულება თავისთავად იზრდება და შესაძლოა, 300 ათას დოლარსაც გადააჭარბოს.
     
    იხილეთ ასევე: Aston martin, Ferrari, Lamborghini - 5 ძვირად ღირებული ავტომობილი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული

    bpn.ge
     
  5. tvati
    ქალაქ ხერსონზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 62 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
    პროკუდინმა 23 დეკემბერი „თავისუფალი ხერსონისთვის რუსული ტერორის ბნელ დღედ“ შეაფასა.
    მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმიის მიერ ხერსონზე შეტევის შედეგად, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაზსადენი და საავადმყოფო. ჭურვები ჩამოვარდა საცხოვრებელ უბნებშიც.
    ქალაქი ხერსონი ფრონტის ხაზზე მდებარეობს. მდინარე დნიპროს მეორე მხარეს თავდაცვითი პოზიციები რუსეთის არმიას აქვს მოწყობილი.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  6. tvati
    თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ადგილზე მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას, ხოლო ახალი სახურავი უახლოეს მომავალში მოეწყობა.
    „გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედი ამ დრომდე არ მოუკითხავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას.
    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას.
    გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი – დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე.
    შეტყობინების მიღებისთანავე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსახლეობას, დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები.
    ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის გამო, გუშინ ღამით ვერ მოხერხდა სახურავის მოხსნა. სამუშაოები დღეს დაიწყო და ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელი.
    აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას. დღესვე, მიიღება პრევენციული ზომები. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში ახალი სახურავი მოეწყობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

    1ტვ
  7. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
    სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი.
    „კერძოდ, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, ექვს ბალამდე შტორმი.
    საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
  8. tvati
    მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა.
    „ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაც მთავარია მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავალი გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელმა ქვეყანამ მკაფიოდ თქვას, რა გზას ვირჩევთ მოლდოვის მომავლისთვის. მე მოვუწოდებ პარლამენტს, მომავალ წელს, შემოდგომაზე მოახდინოს რეფერენდუმის ინიცირება, რომელზეც ყველა მოქალაქის ხმა გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა სანდუმ.
    სანდუმ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
    ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  9. tvati
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
    ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწ####ბი-ვერონა) მონაკვეთზე.
    გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:
    გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
    ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ასევე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
    თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
    რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
     
    ipn
  10. tvati
    ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია.
    ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც 08:00 საათზე ბათუმის რკინიგზის სადგურიდან უნდა გასულიყო, ამ დრომდე შეყოვნებულია.
    მგზავრები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როდის აღდგება ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა.
    ბათუმის რკინიგზის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა. მათი ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათში აღდგება.
    “დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12:00 საათისთვის განახლდება”,- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

    ipn
  11. tvati
    რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
    „ამ კვირას ჩვენ კვლავ დავამტკიცეთ თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. არა მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების რუსული დრონებისგან და რაკეტების დასაცავად, არამედ ფრონტის ხაზზე მუშაობისთვის. რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, სამართლიანად დასასრულებლად. და მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან და რომლებიც მომავალ წელს მხარდაჭერის შესაბამისი ნაბიჯებისთვის ემზადებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.
    ცნობისთვის, 22 დეკემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ მიმართულებაზე სამი რუსული სუ-34 თვითმფრინავი გაანადგურეს.

    იპნ
  12. tvati
    უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა.
    აქციის მონაწილეებმა, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
    როგორც მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, უფასო სასკოლო კვება შიმშილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი პირობაა.
    „ჩვენს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ზოგავს თანხას საკვებზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უმეტესი საჭიროება დაუკმაყოფილებელია. უფასოს სასკოლო კვება ბავშვების შიმშილისგან გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ასევე დაგვეხმარება დავაზღვიოთ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში ზედმეტად გადაღლისგან, გადავარჩინოთ მშობლების იმისგან, რა რეალობაშიც უწევთ ცხოვრება“,- აღნიშნავს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ნინა ჩარკვიანი.

    იპნ
  13. tvati
    „ფარმაცევტულ ბაზარზე ახლა რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს „შავი ბაზრის“ გაჩენას საქართველოში,“ - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ბოლო დღეებში მთავრობისა და ფარმაცევტული სექტორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. „ვფიქრობ, ეს არის პოპულისტური შეტევა ფარმაცევტულ ბაზარზე, რასაც საბოლოო ჯამში არ მივყავართ იმ შედეგამდე, რაზეც უნდა იყოს გათვლილი. საერთოდ, როდესაც ბაზარი არის ლიბერალიზებული, არც არის ხელისუფლების საქმე ფასების რეგულირება. როგორ შეიძლება, შენ ბიზნესს უკარნახო ფასები, თუ რა ფასში გაყიდოს პროდუქცია, ბიზნესის პრინციპი არის, რომ მაქსიმალურ მოგებაზე იმუშაოს, იმის გათვალისწინებით, რის შესაძლებლობასაც აძლევს ბაზარი.
    ფარმაცევტულ ბაზარზე ახლა რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს „შავი ბაზრის“ გაჩენას საქართველოში. დაიყრება ახლა ბაზარზე არაეფექტური, უხარისხო წამლები. ერთადერთი მექანიზმი, რომ ფასები იყოს ნორმალური, არის კონკურენცია.

     
    ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხის გული მოიგონ. მაგრამ მოსახლეობაზე ზრუნვა რომ უნდოდეთ, გახსნიდნენ კონკურენტულ გარემოს და თავისთავად დარეგულირდებოდა ყველაფერი, თუმცა მერე ქულებს როგორ დაიწერენ, ან საარჩევნო სალაროში ფულს როგორ შეატანინებენ ბიზნესს?!
    ჩემი აზრით, ეს არის შეტევა ბიზნესზე. ალბათ, არიან ჯგუფები ხელისუფლების ორბიტაზე, (ვარაუდს გამოვთქვამ), რომლებსაც უნდათ ამ ბაზარზე შემოსვლა. ბაზარი კი დღეს საკმაოდ დატვირთულია, მათთან კონკურენცია ძნელია, ამიტომ ჯერ პრობლემები უნდა შეუქმნა მათ, ვინც ბაზარზეა. კონკრეტული ჯგუფები ვიცი, რომლებსაც უნდოდათ ბაზრის გაწმენდა და მერე შემოსვლა, ამას კი ცდილობდა ივანიშვილის მეშვეობით. შეიძლება, ახლაც ზუსტად იგივე ჯგუფი ცდილობს, ან სხვა ჯგუფია.
    ფაქტი ერთია, ბიზნესზე ასეთი შეტევის მიზეზი არასდროს არ არის ხალხზე ზრუნვა, ასეთი შეტევის მიზეზი არის ახალი მოთამაშეებისთვის ბაზრის გასუფთავება. ვვარაუდობ, რომ ფარმაცევტული სექტორის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი ბაზარზე ახალი ინტერეს ჯგუფების შემოყვანაა. ასე მუშაობს ხელისუფლება და ინტერეს ჯგუფებს ემსახურება,“ - განაცხადა ხუხაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.
    შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტების ნაწილი ზოგჯერ 32-ჯერ ძვირად იყიდება. უწყებამ კონკრეტული მედიკამენტების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა, რომლებიც აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. მეტიც, უწყების განცხადებით, მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა კი, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.
    აღნიშნულ განცხადებას, მეორე დღესვე მოყვა სამინისტროს მიერ, იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება 5-ზე მეტ მედიკამენტამდე, რომლებზეც რეფერენტული ფასები იმოქმედებს. უწყების ცნობით, ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ის წამლებიც, რომლებსაც ფარმაცევტული ქსელები იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.
    სამინისტროს ბრალდებას გამოეხმაურნენ ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, „ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა აქვს გაასაჯაროოს კომპანიების კომერციული საიდუმლოება. ბრალდებები იმ ნაკლოვანების გადაფარვას ემსახურება, რაც არასწორად გატარებული რეფერენტული რეფორმის შედეგად რეალურად ვითარდება.
      ავტორი: თაია არდოტელი
  14. tvati
    სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
    ამ დროის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
    სტიქიის ზონაში იმყოფებიან ყვარლის მერი და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.
    გარდა ყვარლისა, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
    ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

    იპნ
  15. tvati
    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
    დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.
    საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    ოჩამჩირეში რუსული მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა მნიშვნელოვან რისკებს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონს, მიიჩნევს ლონდონის კინგს კოლეჯის კონფლიქტებისა და უსაფრთხოების პროფესორი ტრეისი ჯერმანი.
    „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] თხოვნით დაწერილ მოსაზრებაში იგი აღნიშნავს, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი ასევე ზრდის საქართველოსთვის „ომში ჩათრევის რისკს“.
    ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი, GIP-ის კითხვების საპასუხოდ ასევე საუბრობს „ომში ჩათრევის რისკებზე“ და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მოლოდინებს ბოლო მოეღო.
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, თორნიკე თურმანიძე ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია საბრძოლო მოქმედებების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცობაც.
  17. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს, მეორის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის მერიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა პრორუსული „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ირაკლი მარტინენკომ და ზურა მახარაძემ გუშინ დაწვეს.
    „თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას. ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
    მარტინენკო და მახარაძე დროშის ამბობდნენ, რომ დროშა მათი თანამოაზრის ლაშა შალუხიას სოლიდარობის ნიშნად დაწვეს, რომელიც მათი თქმით, სწორედ ევროკავშირის დროშის დაწვის გამოა დაკავებული.
    ზურა მახარაძემ ევროკავშირის დროშა თანამოაზრეებთან ერთად 2023 წლის მარტშიც დაწვა, რის შემდეგაც ისინი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.
    საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
    თუ ამ ქმედების ჩამდენია ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, მაშინ ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

    პუბლიკა
  18. tvati
    „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. ბოლო 7 წლის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლამდე იკლებდა, თუმცა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 13-ით გაიზარდა.
    ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა.
    აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671.

    იპნ
  19. tvati
    ინტელექტუალურმა თამაშმა სახელწოდებით “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა. თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო და უნიკალურ გამოცდილებას შესძენს.
    “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” პოპულარული თამაშის ადაპტირებული ვერსიაა, რომელშიც კითხვები ძირითადად ევროპას ეხება; მისი მეშვეობით ახალგაზრდები მხიარული და ინტერაქტიური ფორმით ევროკავშირის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებენ. რაც მთავარია, პროცესი ამართლებს: ახალგაზრდების ინტერესი და ენთუზიაზმი საკმაოდ მაღალია - საქართველოს 6 რეგიონში თამაშებში უკვე 600-მდე გუნდი ჩაერთო.
    როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროექტი საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
    “ქართველი ახალგაზრდები არამხოლოდ ერთობიან თამაშის დროს, არამედ იღრმავებენ ცოდნას ევროკავშირისა და მისი ფუნქციონირების შესახებ, რადგან პასუხობენ კითხვებს, რომლებიც სწორედ ევროპის ისტორიას, სტრუქტურასა და მთავარ ღირებულებებს ეხება. საქართველო იწყებს გზას ევროკავშირის წევრობისკენ, ქართველი ახალგაზრდები კი ევროკავშირის მომავალი მოქალაქეები არიან… სწორედ ისინი არიან მომავლის მთავარი არქიტექტორები”- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

    საქართველოს მასშტაბით მიმდინარე მარათონს „ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის?" პრეზიდენტი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები უძღვებიან. როგორც გიორგი მოსიძე ამბობს, თამაშის მთავარი დანიშნულება ახალგაზრდებში ევროპის მიმართ ინტერესის გაღვივებაა.
    “ორი მიმართულება აქვს ამ თამაშს: პირველი, წმინდა ფასეულობრივია - საუბარია იმ ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც გვინდა, რომ გადავცეთ და დავნერგოთ ახალ თაობაში; და მეორე არის წმინდა ფაქტობრივი ცოდნა და ლოგიკური აზროვნება იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ევროპასთან. ყველაფერს მოიცავს ეს თამაში და ვფიქრობ, ძალიან გააღრმავებს ჩვენი ახალგაზრდების ცოდნას და თვალთახედვას”.
    დეზინფორმაციის ეპოქაში რომ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება უმნიშვნელოვანესია, ამას ახალგაზრდები კარგად ათვიცნობიერებენ.
    მარიამ ბატონისაშვილი, გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე:“ჩვენს თაობაში ასეთი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ჩემს თანატოლებსაც ვურჩევ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა, რადგან, ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ევროკავშირში და ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც შეაქვს ცვლილებები ქვეყნის განვითარებაში“. შალვა ბიჩელაშვილი, თელავის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე:“მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს არ ესმის ევროკავშირთან დაკავშირებით ბევრი რამ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთ პროექტებში აქტიურები ვიყოთ“.ევროკავშირის ინიციატივით მიმდინარე მარათონში მონაწილეობა მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. წლის განმავლობაში “რა?სად?როდის? საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტივე რაიონში ჩატარდება. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტელექტუალური თამაში არასრულწლოვანთა კოლონიაშიც გაიმართება.

    მიმდინარე წელს “რა? სად? როდის?” მარათონმა მოიცვა აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, ასევე იმერეთი. თამაშების სერია წელს გურიაში დასრულდა, 2024-ში კი საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაგრძელდება.
    ფაქტია, რომ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ინტელექტუალურ თამაშში და ამ პროცესში არამხოლოდ ერთმანეთს შორის, არამედ ევროკავშირთანაც აძლიერებენ კავშირებს. შედეგი კი ერთია: ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები მზად არიან, საკუთარ სოციუმსა და ქვეყანაში დადებითი ცვლილებების მოსახდენად.
     
    (R)
  20. tvati

    ახალი ამბები
    საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან იყო.
    ბიძგები 09:26 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

    იპნ
  21. tvati
    სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.
    სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე).
    „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე.
    სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის.
    ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე);
    ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ.
    ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  22. tvati
    აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან, - ამის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. განკარგულების ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
    დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ იგი გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს.
    სანქციების შემოღების კიდევ ერთი საფუძველია - მიწოდება „ნებისმიერი მომსახურების, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან, მათ შორის გაყიდვა, მიწოდება ან გადაცემა [...] ნებისმიერი საქონლის ან საქონლის კლასის”.
    განკარგულების თანახმად, “უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებში” იგულისხმება ნებისმიერი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსური მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ბანკები, საპენსიო ფონდები, საგადასახადო სისტემების ოპერატორები და მათი შვილობილი კომპანიები.
    განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.

    იპნ
  23. tvati
    დღეს {მიხეილ სააკაშვილმა} განცხადება მოგვიძღვნა, სადაც ადამიანურობაზე საუბრობს. ადამიანობასა და მორალზე ვინ მესაუბრება? - სასამართლოზე საქმეზე უნდა ისაუბროს და არა პოლიტიკაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
    აღნიშნულით მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომელიც კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას ეხებოდა.
    „დღეს „ოცნების“ მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება. „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ რეალურად ერთი მხრივ აქვთ ბიზნესპარტნიორობა, მეორე მხრივ კი პოლიტიკური პარტნიორობა, რაც არაერთ საკითხში გამოჩნდა. „ოცნებას“ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება სჭირდება იმისთვის, რომ მოქალაქეები 2024 წლის არჩევნებზე შეაშინოს, რომ თუ მე არ მომცემთ ხმას, ეს მოვა ძალაუფლებაში და ომი გექნებათ. ამისთვის ყველაზე ეფექტურად იყენებენ სააკაშვილს. ჩვენი კანონმდებლობით, არის თუ არა აკრძალული უცხო ქვეყნის მოქალაქე ასეთი ფორმით იყოს ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში? - აკრძალულია. საპროცესო კანონმდებლობით აკრძალულია თუ არა, პროცესის განმავლობაში, თან პირდაპირ ეთერში ბრალდებული/მსჯავრდებული საუბრობდეს პოლიტიკურ თემებზე, პარტიის მენეჯმენტს ალაგებდეს, გეგმას, თუ როგორ გაერთიანდეს პარტია. რატომ აძლევს „ოცნება“ ამის უფლებას? პრივილეგიას რატომ აძლევს, როდესაც კანონით აკრძალულია. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ვუსურვებთ. თუ ეს ადამიანი ცუდად არის, გვიმტკიცებდნენ თვეების განმავლობაში, რომ ათობით დაავადება სჭირს, რაც ლეტალურ შედეგად იწვევს, თუ ცუდად არის იმკურნალოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ კი არ მკურნალობს, თავიდან ფეხებამდე ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში. კითხვა დავსვით, თუ კარგად არის, აქ რატომ არის ? სხვა პატიმრებმა რა დააშავეს ? თუ „ოცნებისგან“ პრივილეგირებულია გვითხრან ეს. შეუთავსებელია, ვერ გავიგეთ, როგორ შეიძლება მიმტკიცებდე, რომ ისეთი დაავადებები მჭირს, რამაც შესაძლოა ლეტალობა გამოიწვიოს და თან თავიდან ფეხებამდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და პარტიას ალაგებდე. ჩვენ „ოცნებასთან“ გვაქვს პრეტენზია, კერძოდ, თუ ეს კაცი ცუდად არის დროზე უმკურნალეთ! კაცი თუ კვდება პოლიტიკურ პროცესებში რანაირად არის ჩართული? თუ პრივილეგირებულია, გვითხარით.
    დღეს განცხადება მოგვიძღვნა, სადაც ადამიანურობაზე საუბრობს. კარგით, რა...ადამიანობასა და მორალზე ვინ მესაუბრება? უნდა ავდგე და გავიხსენო ის, რაც ჩემზე უკეთ გახსოვთ და ბევრი საკუთარ თავზე გამოგიცდიათ. სასამართლოზე საქმეზე უნდა ისაუბროს და არა პოლიტიკაზე“,-აღნიშნა დაუშვილმა.
    ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას გამოეხმაურა და გიორგი გახარიას გუნდის წევრ დეპუტატებს „ადამიანურობისგან დაცლილი“ უწოდა.
    როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, მისი სიმპტომების „80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის“.

    იპნ
  24. tvati
    გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთში თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს.
    „სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. სხვა კითხვებზე გადავიდეთ, მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე.
    არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ.
    თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს.
    პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემს შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილი ჟურნალისტის შეკითხვებზე საპასუხოდ.
    ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს გორის მერი რუსეთში იყო წასული, ადგილობრივმა „მოზაიკამ“ გაავრცელა.
    გამოცემა წერდა, რომ მან ქვეყანა ავტომობილით დატოვა, იქამდე კი სამსახურში ერთ-დღიანი შვებულება აიღო.

    პუბლიკა
  25. tvati
    სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებით დათმო, სასამართლო სხდომიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას. პატიმარი რას გვიპასუხებს, ჩვენ სააკაშვილთან არ გვაქვს კითხვები, ხელისუფლებასთან გვაქვს კითხვები და ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი?      დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს, “ნაც.მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს გვერდით უნდა მივუსვათ “ოცნების” ხელისუფლება, ეს არის ისტორიული ამოცანა, რომელიც იქნება ყველაზე აქტუალური 2024 წელს და ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ამას. ეს ადამიანები არიან საუკეთესო ბიზნესპარტნიორები და პარაზიტები, რომლებიც ერთმანეთით სულდგმულობენ, შესაბამისად გამორიცხულია ქვეყანა წინ წავიდეს, თუ პოლარიზებული გარემო შენარჩუნდება.      ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. GCErjBiOY2vpRmsFAE5vDIQlFfY6bmdjAAAF.mp4
×
×
  • შექმენი...