Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი ავრცელებს.
    „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის“, - განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა.
    ცნობისთვის, პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევროკავშირის ფონდებზე წვდომა დაბლოკილი ჰქონდა. ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის მთავრობის მოსვლის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია ფინანსური დახმარების მიწოდების გზებს მოძებნიდა, როგორც კი პოლონეთი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას აღადგენდა.
     
    იპნ
  2. tvati
    გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა.
     პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება.
     კომპლექსის 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

    რადიო თავისუფლება
  3. tvati
    უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.
    ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა.
    79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
    შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    იპნ
  4. tvati
    "აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა."


    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი. 
    GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF.mp4
  5. tvati

    ახალი ამბები
    თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ.
    მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა.
    „გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაში, რატომ არ მაცდი საუბარს? მე ჩემს სიმართლეს ვიტყვი და შენ შენი სიმართლე თქვი გამოსვლის დროს. რა უბედურებაა, ასე როგორ შეიძლება მოქცევა, ლაპარაკს არ მაცდი“, - მიმართა სოხაძემ ლიპარტელიანს.
    მას საუბარი ისევ ლილე ლიპარტელიანმა გააწყვეტინა და რევაზ სოხაძის განცხადებებს ტყუილი უწოდა.
    „თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ ძველი თბილისი ან თბილისი უფრო ნაკლებად უყვარს, ვიდრე ლილეს, ძალიან ცდება. არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ქალაქს ავნებს. ჩანს, ვის უყვარს თბილისი და ვის არა“, - მიმართა რევაზ სოხაძემ ლილე ლიპარტელიანს.
    ხმაურის პარალელურად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ლილე ლიპარტელიანს მიმართა.
    „ეტყობა „ათიანში“ გხვდება ასეთი აღელვებული რომ ხარ, ზრდილობაზე რომ არაფერი ვთქვათ. რა დღეში ხარ, სახეს ნუ დაკარგავ! რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობ, გესმოდეს მაინც, აცადე ადამიანს საუბარი, სირცხვილია. იცოდე მიკროფონს არ ჩაგირთავ!“ - განაცხადა ტყემალაძემ.
    მოგვიანებით, სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად სიტყვიერი შელაპარაკება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრების გოგა ონიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებმა გააპროტესტეს და ავთანდილ ცინცაძემ მას სამარცხვინო და მოძალადე უწოდა.
    „თქვენთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილი იყოს კარგად და ის ფინანსური გარანტიები, რაც თქვენ გაქვთ, რაც აქვს ნოშიკო ნამორაძეს, რაც აქვს წილოსანს. აი, ესენი არ მოგაკლდეთ! მაგრამ ეს ასე არ იქნება, ჩემო კარგებო! დარწმუნებული ვარ, 600 ათასი კაცი კი არ გაგცემთ პასუხს, არამედ უფრო მეტი ადამიანი“,- განაცხადა ონიანმა.
    მან სიტყვით, გამოსვლისას ბოდიში მოუხადა უკრაინაში ქართველებს, რომელთათვისაც „სკვერი ვერ გამოინახა“ ამის საპასუხოდ კი, ავთანდილ ცინცაძემ მას ჰკითხა - „2008 წლის მეომრებს ბოდიში რატომ არ მოუხადე?“
    „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა ონიანს ბოდიში მოხდა მოსთხოვეს.

    ipn
  6. tvati
    1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება.
    უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.
    სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შესამცირებლად არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური საფუძვლები.

    იპნ
  7. tvati
    საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება.
    უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით.
    სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 8.807 ლარით, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე 6.500 ლარით. დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
    შესაბამისი ცვლილებები სემეკ-ის სხდომაზე დაამტკიცეს.
  8. tvati
    კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ:
    GMGtnBgENrH139AEAE2SvODcT_xNbmdjAAAF.mp4
  9. tvati
    ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, მოქალაქეებს სთხოვს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფოტორობოტის საფუძველზე ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას.
    12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი.
    ფოტორობოტი ნატო ხუტაშვილმა 26 დეკემბერს გაავრცელა.
    „უფლებები საქართველოს” განცხადებით, ის შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტურმა დეპარტამენტმა 2023 წლის 20 სექტემბერს შექმნა.
    ორგანიზაცია მიუთითებს, რომ:
    12 წლის გოგოს დაღუპვიდან 9 თვეზე მეტი გავიდა. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული ამ დრომდე არ არის.
    „უფლებები საქართველოს” შეფასებით, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული.
    ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, გააძლიერონ ძალისხმევა და ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს დამნაშავის იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა.
    publika
     
  10. tvati
    სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარემო შეუსაბამოა.
    „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მათ განსხვავებული მიდგომა, სკრინინგი და ეფექტიანი მკურნალობა სჭირდებათ.
    გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია, ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის პატარა დაწესებულებებია დაცული – 500-700 პატიმრისთვის.
    publika
  11. tvati
    რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის გამო აფხაზეთში ოპოზიციის მიერ გამოწვეული არეულობები ხელოვნურად არის წახალისებული გარედან.
    მისი აზრით, რუსეთი ამ სიტუაციას მშვიდად უნდა მიუდგეს.
    „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ“, — განაცხადა კარასინმა.
    კარასინის თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუსეთს მიეკუთვნა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
    ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემი შეთანხმების რატიფიცირებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.
    ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.
    გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან პოლიციელები, მედპერსონალი და სამხედრო მოსამსახურეები.

    netgazeti
  12. tvati
    ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებისთვის.
    ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“.
    მსგავსი სახის მომსახურებისთვის უწყებას აქამდეც, 2022-შიც დაუქირავებია კონსულტანტები.
    ამჟამად მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა რამდენჯერმე გადავადდა.
    20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.
    კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
    პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია ბიზნეს-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატისტიკაში.
    კერძოდ, 24 დეკემბერს განახლებული მონაცემით, ივანიშვილის ქონება 6,55 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2013 წელს „ბლუმბერგმა“ ივანიშვილის ქონების სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო.
    გამოცემის ცნობითვე, 2023 წელს ივანიშვილის ქონების ღირებულება 17 პროცენტით, ანუ 950 მილიარდით გაიზარდა, ხოლო მისი ყველაზე დიდი აქტივი ნაღდი ფულია.

    იპნ
  14. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს.
    პრეზიდენტი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს.
    „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.
    ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
    მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“,- აცხადებს პრეზიდენტი.
    შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.
     
    იპნ
  15. tvati
    თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

    იპნ
  16. tvati
    დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.
    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.
    რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.
     
    იპნ
  17. tvati
    “ქართული ოცნების” ანტი-პრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა შეასრულა ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთა და ქართველი და აფხაზი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ბიჭვინთის ინფრასტრუქტურა რუსეთს გადასცა. მსგავს "გადაწყვეტილებებს" იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს. "

    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
     
     
  18. tvati
    უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია.
    „რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის“, - აღნიშნა დანილოვმა.
    უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ფაქტი იმის დასტურია, რომ ყირიმი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორია.
    „ის, რაც მოხდა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით და ჩვენთვის ის ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები“, - აღნიშნა დანილოვმა.

    იპნ
  19. tvati
    ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია.
    ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ მედიკამენტებს , საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.
    „უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
    კომპანია „როშესთან“, ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას აგრძელებს და მოლაპარაკებები მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან აქვს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.
    მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  20. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
    სააგენტოს ცნობით, თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე ზოგან დროგამოშვებით მოთოვს, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან თოვლი და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.
     
    იპნ
  21. tvati
    როგორ ეფარება სააკაშვილის საფრთხობელა ფარს "ოცნება"      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. GICWmAAMlikwllQCALrjbKRrJ2NmbmdjAAAF.mp4
  22. tvati
    ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს.
    როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
    „31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31 დეკემბრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება გახანგრძლივდება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან გახანგრძლივდება 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
    რაც შეეხება შობის ღამეს, დედაქალაქის მერის თქმით, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.

    იპნ
  23. tvati
    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 27 დეკემბერს განიხილოს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს.
    რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტი საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავდა.
    საინიციატივო ჯგუფმა, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს ("ჩვენი ბიჭვინთა) საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“
    ე.წ. საკანონმდებლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას, სავარაუდოდ, „ოპოზიციური“ ძალებიც გამართავენ.
    ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მომზადებულ შეთანხმებაში აგარაკისა და მიმდებარე წლების ტერიტორიების აღმნიშვნელ კოორდინატებში შეცდომები იყო დაშვებული. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომები გამოსწორდა და ახალი დოკუმენტი უკვე გაიგზავნა.

    იპნ
  24. tvati
    ამ ხელისუფლებისთვის ბუნებრივად თავსებადი არ არის ევროკავშირი, რადგან ხელისუფლების მიზანია დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მხოლოს ინსტიტუტების მიტაცებითა და მათი სრული დაუფლებით არის შესაძლებელი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან.

     “ოცნების” ხელისუფლება დაინტერესებულია “ნაც.მოძრაობა” ასეთი დანაკუწებული, დაშლილი არ იყოს, ამიტომ ეძლევა სააკაშვილს უფლება სასამართლო დარბაზიდან აწარმოოს კამპანია და მართოს პარტია.

     პარადოქსია, რუსთავში ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო ქოცობას გვაბრალებენ, წალენჯიხაში ბიუჯეტის მიღების გამო კი ნაცობას. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს.

    ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. GE0Fqhi_tk9OJq8DALLgfymSJBQRbmdjAAAF.mp4
  25. tvati
    “ოცნების” მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არის უსუსტესი. რეფორმების განხორციელების ნულოვანი სურვილი ჩანს ამ გეგმაში და ალბათ, სწორედ ამიტომ მალავდნენ ამ დრომდე.


    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    GC4InRgSWglcXFoBAA8-oyg1j-wZbmdjAAAF.mp4
×
×
  • შექმენი...