Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.
    აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამერიკელ ტურისტებს ჩინეთის სავიზო განაცხადის შევსებისას მოთხოვნილი საბუთების ნაკლები რაოდენობით წარდგენა დასჭირდებათ.
    ჩინეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ამერიკელებისთვის მოსაწვევი წერილის, ავიაბილეთისა და სასტუმროს ჯავშნის წარდგენა აუცილებელი აღარ იქნება. ჩინეთის ეს ნაბიჯი, COVID-19 პანდემიის შემდეგ, ტურიზმის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.

    იპნ
  2. tvati
    უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
    „მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!“ - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
    შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით, 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა.

    იპნ
  3. tvati
    თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის 17 თანამშრომელი, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს. მან ნეტგაზეთს მიაწოდა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის წერილი, სადაც ის გაფიცულთა გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.
    ამ პასუხის მიღებამდე აღნიშნული 17 თანამშრომელი პროფკავშირის დახმარებით სამსახურში დაბრუნებას ითხოვდა.
    კერძოდ, როგორც ისინი აცხადებდნენ,  თეატრს 25 დეკემბერს აცნობეს გაფიცვის შეწყვეტისა და მუშაობის განახლების სურვილის შესახებ. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მათ ოპერიდან მიიღეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან.
    ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების გაფიცვა 53 დღეს გრძელდებოდა. გაფიცული ტექნიკური პერსონალი ხელფასების 100%-ით ზრდას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას ითხოვდა. ადმინისტრაცია კი მათ იანვრიდან ხელფასების 40%-ით მატებას დაჰპირდა.
    ოპერის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვის დასრულების შემდეგ სამსახურში აღარ უშვებენ „დაგვპირდნენ სწრაფ რეაგირებას“ — ოპერის გაფიცული თანამშრომლები შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს შეხვდნენ მთავარ ფოტოზე: ოპერის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია. 14 ნოემბერი, 2023

    ნეტგაზზეთი
  4. tvati
    საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 23.4 მლრდ აშშ დოლარი (62.6 მლრდ ლარი) შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
    მათივე ცნობით, საკუთრივ საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2023 წლის მესამე კვარტალში 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
    „მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.
    საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 23.4 მლრდ აშშ დოლარი (62.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 78.9 პროცენტია. 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 867.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 599.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, საკურსო ცვლილებების გამო კი 293.3 მლნ. აშშ დოლარით. ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 7.0 და 18.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
    სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.7 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.2 მლრდ აშშ დოლარი (22.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 873.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.1 პროცენტი).
    საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.9 მლრდ აშშ დოლარი (18.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.5 მლრდ აშშ დოლარი (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.9 მლრდ აშშ დოლარი (7.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 9.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
    საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.6 მლრდ აშშ დოლარი (31.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 39.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.5 მლრდ აშშ დოლარია (14.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 18.4 პროცენტია.
    2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 31.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 873.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 457.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
     



    იპნ
  5. tvati

    ახალი ამბები
    საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო.
    ბიძგები 08:58 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

    იპნ
  6. tvati
    საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს.
    როგორც ის განმარტავს, შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით.
    „ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!
    ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ.
    ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ”, - ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

    იპნ
  7. tvati
    ზუგდიდის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ...
     გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - პარტია "საქართველოსთვის". GIORvhgro3IRKAMFANpmJYfTBMFbbmdjAAAF.mp4
  8. tvati
    რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა, - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მაცეი კლიშჩმა ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, წინა ღამე “რთული იყო” უკრაინისთვის და “დაძაბული იყო პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა ელემენტისთვის”. კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს.
    მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით სამი წუთი გრძელდებოდა, ხოლო ობიექტი პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრით სიღრმეში შემოფრინდა.
    “მანევრებთან, რომლებსაც ის ახორციელებდა, და პოლონური საჰაერო სივრციდან მის გაფრენასთან დაკავშირებით მე, როგორც ოპერატიულ მეთაურს, არანაირი გადაწყვეტილებები არ მიმიღია ამ ობიექტთან დაკავშირებით", - განაცხადა კლიშჩმა.
    მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით რაკეტა უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.
     
    იპნ
  9. tvati
    საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში არსებობს პოზიტიური შედეგი, რომელსაც ახლა ვერ გააჟღერებს. როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება.
    „დავით გარეჯთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. იცით, რომ ამასთან დაკავშირებით კომისიები მუშაობს. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე. ეს მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება და დამერწმუნეთ, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც ორ მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება. აუცილებლად იქნება შედეგი. გვაქვს პოზიტიური შედეგი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. დღეს ისევე, როგორც არასდროს ისეთი მაღალი დონის დიალოგი არის ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ჭრილში. დღეს ჩვენი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებობს ძალიან კარგი კომუნიკაცია. მომსწრე ხართ შარშან, შარშანწინ, როდესაც პრეზიდენტი ალიევი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში წელს 2-ჯერ იმყოფებოდა. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის სამთავრობათაშორისო კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ კონკრეტული შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა ელჩმა.
    დიპლომატის განმარტებით, დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 3 ქვეყნის ელჩს მოუსმინეს და ფართოდ განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
    „დღეს არაერთგზის ნახსენები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივა,ზუსტად ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან 3 ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრების ჩართულობით გაგრძელდება მედიაცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის მხარდაჭერით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. დღეს მოგვეცა საშუალება საგარეო კომიტეტში შევკრებილიყავით და ფაქტობრივად, რეგიონულ ჭრილში განგვეხილა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. 3 ქვეყანაში ჩვენი წარმომადგენელი, როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, ასევე თურქეთში ვესწრებოდით დღევანდელ სხდომას. შესაბამისად, განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებიც იყო განხილული და რა თქმა უნდა, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობა. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. დღეს მოგვეცა საშუალება პარლამენტარებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პრაქტიკა ძალიან სასარგებლოა და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ფორმატში მუშაობას“,-განაცხადა ელჩმა.

    იპნ
  10. tvati
    „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
    მისი თქმით, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
    „ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. უნდა იმუშაოს შესაბამისმა სამსახურმა, რომელიც დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. რაც შეეხება სამაშველო ჯგუფების მუშაობას - დროულად მოხდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ რეაგირება. 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ადგილზე მობილიზებული. ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა. დაშავებულების შესახებ არავის მოუმართავს“, - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

    იპნ
  11. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" განცხადება ოპოზიციურ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით:
     
    "როგორც საკუთარი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ინფორმირების მიზნით, გვსურს გაცნობოთ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს გადამწყვეტ სადეპუტატო მანდატებს: რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირა და მიიღო ამ მუნიციპალიტეტების 2024 წლის ბიუჯეტები. მათ შორის: - 21 დეკემბერს - რუსთავში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა რუსთაველების ბიუჯეტს; - 25 დეკემბერს - ჩხოროწყუში, წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით (აქ პოლარიზაცია დასრულებულია  ) ; - 28 დეკემბერს - წალენჯიხაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა წალენჯიხელების ბიუჯეტს; - 29 დეკემბერს - ზუგდიდში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობა“ საერთოდ არ დაესწრო ზუგდიდელების ბიუჯეტის განხილვის სხდომას. ამ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული და პირადი ინტერესებით მოქმედებენ და მათთვის ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ინფრასტრუქტურული გამოწვევები არ არის პრიორიტეტული. იმ მუნიციპალიტეტებზეა საუბარი, სადაც „ოცნების“ პროპაგანდა ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს ჩვენი პოლიტიკური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში იმყოფება, „ნაცინალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები კი „ოცნებასთან“ ალიანსში გვდებენ ბრალს. ფაქტები კარგად მეტყველებენ, რომ ჩვენი პარტია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და „ოცნების“ მიერ შემოტანილი ბიუჯეტების მიღება რუსთავში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა, ისევე როგორც წალენჯიხაში - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოტანილი ბიუჯეტის. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, მომავალშიც გავაგრძელებთ მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებით მოქმედებას და „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გამოვიყენებთ ხალხის ინტერესებისთვის, არ დავუშვებთ მათ ვიწროპარტიულ საბოტაჟს და კრიზისის შექმნის მცდელობებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე."
  12. tvati
    ცნობილია იმ გზების მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება.
    2024 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის შემდეგ მონაკვეთებზე:



    ზამთრის საბურავების გარდა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
    ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
  13. tvati
    უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ არჩეული ალექსანდრე წულაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
    ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
    უწყების ცნობით, ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით.
    ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.
    კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რამე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას. შესაბამისად, მას მოსამართლის მანტიის გახდა მოუწევს.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    "გვეჩქარება ძლიერ დასავლელ პარტნიორებთან დაახლოვება, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა აღვიდგინოთ დაკარგული ლიდერის სტატუსი ასოცირებულ ტრიოში და რაც შეიძლება მალე მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეთ."

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GHDZvBjBcCW1PfkEAMyDY1UqjRhybmdjAAAF.mp4
  15. tvati
    უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი შევიდა, რის გამოც, ქვეყნის ლიდერმა, ანჯეი დუდამ სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია.
    პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტის შესვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
    „დილით, ამოუცნობი საჰაერო ობიექტი უკრაინის საზღვრის მხრიდან პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შემოვიდა და საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან სიგნალის გაქრობამდე, მას ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის რადარებით აკვირდებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
    თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანჯეი დუდა დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, გენერალური შტაბის უფროსს და შეიარაღებული ძალების სარდალს ხვდება.
    პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა იაცეკ ჰორისევსკიმ განაცხადა, უცნობი ობიექტი ზამოსცის მიდამოებში დაფიქსირდა.

    იპნ
  16. tvati
    თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში ხანძარია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა.
    მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.
    ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    იპნ
  17. tvati
    კომპანიები – „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების გამო მათი დაჯარიმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ.
    ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოციაციის წევრი ეს კომპანიები კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხმებიან და ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს.
    დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი – ავერსი, PSP, გეფა და მერმისი დააჯარიმა. კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.
    სააგენტოს ცნობით, დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.

    პუბლიკა
  18. tvati
    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ფაჩულიას მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის #1 საჯარო სკოლის მიერ მასწავლებლის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და სკოლას გასაუბრების ეტაპის თავიდან ჩანიშვნა დაავალა.
    ფოთის #1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ საათებზე კონკურსი 2022 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა. თამარ ფაჩულიამ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. მან გასაუბრების ეტაპიც გაიარა, თუმცა საბოლოოდ ის მასწავლებლად არ აიყვანეს.
    თამარ ფაჩულია „პუბლიკას“ უყვება, რომ პროცესი დარღვევებით, არაობიექტურად და არასამართლიანად წარიმართა. ამიტომ თავდაპირველად კომისიის გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოში თამარ ფაჩულიას ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავდა. 
    თამარ ფაჩულია რამდენიმე დარღვევაზე მიუთითებს, რომელთა გამოც კომისიის გადაწყვეტილების სამართლიანობაში ეჭვი შეეპარა.
    მისი თქმით, დოკუმენტების მიხედვით, კომისია შეიქმნა 26 აგვისტოს, თუმცა მანამდე 24 აგვისტოს განცხადებები უკვე გადარჩეული იყო. სასამართლოზე დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ზეპირი ბრძანების დამადასტურებელი დოკუმენტი. ის ამბობს, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ კომისიამ წინასწარვე იცოდა, რომელი კანდიდატი უნდა აეყვანათ სკოლაში და გასაუბრება მხოლოდ ფორმალობა იყო.
    მეორე საკითხი, რომელზეც ის ყურადღებას ამახვილებს კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო ნუსხაა. ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით, კანდიდატს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონოდა.
    ის  ჰყვება, რომ გასაუბრებაზე 100 ქულიდან 95 მიიღო, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, კომისიისგან ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი, რის გამო დააკლდა მას ქულა.
    ფოთის საქალაქო სასამართლომ ფაჩულიას საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, გუშინ, 28 დეკემბერს გახდა ცნობილი.
    მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და პედაგოგებმა უსამართლობაზე თვალი არ უნდა დახუჭონ.
    მისი თქმით, მოვლენების შემდგომი განვითარება ახლა დამოკიდებულია სკოლაზე, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუკი გადაწყვეტილება არ გასაჩივრება სკოლამ უმოკლეს ვადებში უნდა ჩანიშნოს გასაუბრების ეტაპი. სასამართლოში თამარ ფაჩულიას ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები იცავენ.

    პუბლიკა
  19. tvati
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა.
    როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია).
    მათივე ცნობით, ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.
    „წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.
    ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
    ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით.
    სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  20. tvati
    გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი,- ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
    განცხადების თანახმად, ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
    „ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი“,- ნათქვამია განცხადებაში.
    ცნობისთვის, ორი დღის წინ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა.
  21. tvati
    ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეთანხმებული ქმედების გამო 4 ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა.
    უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.
    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
    „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა.
    მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს.
    ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას.
    კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
    ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა.
    დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული;
    გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები;
    გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.
    ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
  22. tvati
    ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ცდილობს დღესასწაულების ხარჯზე "გაძვრეს."

     შარაშიძე გიორგი, თბილისის საკრებულოს წევრი. GBc0vhhpa0ivh9QDAFbILRzscwIDbmdjAAAF.mp4
  23. tvati
    აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა.

    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF (1).mp4
  24. tvati
    "რუსეთი აფხაზეთის ანექსიისკენ ყოველდღიურად გადადგამს ნაბიჯებს, ჩვენ კი ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს, აფხაზებს ერთიანი ევროპული სახელმწიფოს შექმნა შევთავაზოთ, სადაც აფხაზები უკეთ დაიცავენ საკუთარ ენასა და კულტურას, ჩვენ კი ერთიანი ევოპული სახელმწიფოს ნაწილი ვიქნებით"      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. GHCUvhj1JEElYUABAKTOcP8UiHRhbmdjAAAF.mp4
  25. tvati
    ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მშვენებლობისას საქმე გვაქვს კორუფციულ ინტერესებთან, რის გამოც შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი. ეს ფული კი , ყველამ კარგად ვიცით, სჭირდებათ საარჩევნო მიზნებისთვის.

     რა დაუშავა თბილისმა და თბილისელებმა კალაძეს გაგვაგებინოს. რა გაუკეთა ტვერელს?! რა გაუკეთა ანჩისხატს, სადაც უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს?! რა ხდება აბანოთუბანში?! ეს არის პირდაპირი ძალადობა ქალაქზე, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა. ასეთი უპასუხისმგებლო ძალა თბილისში უმრავლესობით ვეღარ უნდა მოვიდეს, რადგან მათ თბილისისთვის ასეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტები აღარ ჰქონდეთ.

     გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი GICWmAD27aLL6q4EAKEpVZruDDcpbmdjAAAF.mp4
×
×
  • შექმენი...