Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    პარტია "საქართველოსთვის", განცხადება: 

     
    ევროკომისიის და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისთანავე, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოცნებას 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობის დაწყებისკენ და გამოვხატეთ მზადყოფნა სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე.
    კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დღიდან ოცნება გეგმას მალავს. ხელისუფლებას ამ პერიოდში არ გამოუხატავს მზაობა რეკომენდაციების რეალურ შესრულებაზე. 
    გუშინ სადღესასწაულო დღეებში, როცა თითქმის არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანაში არ იმყოფება და შეუძლებელია მათი პოზიციის გარკვევა, ოცნებამ გამოაქვეყნა შინაარსობრივად სუსტი გეგმა.
    ქვეყნისთვის ისტორიულ პროცესში, გადამწყვეტი არჩევნების წინ, ასეთი შინაარსობრივად სუსტი გეგმის გამოქვეყნება ჩვენი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა შევიდეთ სამუშაო ჯგუფებში, კიდევ ერთხელ წარვადგინოთ ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებული კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც უკვე წარდგენილია პარლამენტის თავმჯდომარესთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი რეკომენდაციების შესრულების იძულებისთვის და რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ნათელი გავხადოთ ხელისუფლების რეალური განზრახვა.
    გამოვხატავთ მზაობას სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე და მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა. განვლილმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ოცნება მარტო არ დაიტოვება.
  2. tvati
    “ოცნება” სააკაშვილს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მას პრივილეგიას აძლევს, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით სასამართლო პროცესზე პირდაპირი ეთერით ალაგოს პარტიული გეგმები. ამაზე ვთქვით, რომ ეს არასწორია და მიუღებელია. ამაზე თუ ვინმე გვედავება, წაიკითხოს საპროცესო კანონმდებლობა.

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GIVYrRgNaKK5LVUCADCjwpWKeDdpbmdjAAAF.mp4
  3. tvati
    “გარდა იმისა, რომ “ოცნება” და “ნაცები” ბევრი რამით დაემსგავსნენ ერთმანეთს, ერთ-ერთი ნიშანდობლივი მსგავსებაა, ის ვინთ მათიანი არარის და ფიქრობს განსხვავებულად აგენტებს გვეძახიან , ერთი ამერიკის აგენტს, მეორე კი რუსეთის. ამ მსგავსების ამოსავალი წერტილი, გარდა იმისა, რომ ისინი ერთი ჯოხის ორი ბოლო არიან, არის ბელადომანია.

     ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკულ გამოხმაურებას ვუყურებდით ჩვენს პოზიციაზე მათ ბელადთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, კი “ოცნების”, რადგან არ აქვს პასუხები ჩვენს კითხვებზე.”

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.    GPYrnBiPggW-kaADAOGWGA3ZPepKbmdjAAAF.mp4
  4. tvati
    ჩვენი ბრიფინგის ძირითადი მიზანი იყო ქართული საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ის საინფორმაციო სპეცოპერაცია, რომელსაც ახორციელებს “ოცნება” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ ატივტივებენ სააკაშვილს მუდმივად ზედაპირზე.

     “ოცნება” ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი ისე განხორციელდეს, რომ რეფორმები არ გტარდეს ქვეყანაში, ასე გაწევრიანების პერსპექტივა დაიხურება. მაგალითად თურქეთი 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსს ფლობს , მაგრამ გაწევრიანებაზე არ მიმდინარეობს საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ ამ პროცესში არ გავიჭედოთ.

     კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  GFUprhi-J-YhUiUBAEWItkkNW5sHbmdjAAAF.mp4
  5. tvati
    მაგული ჩხობაძემ, ნოემბერში გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედამ, ჯანდაცვის სამინისტროს 25 დეკემბერს გამართული ბრიფინგის საშუალებით მიმართა.
    ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი მოითხოვს, უწყებამ შეისწავლოს ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და დაადგინოს, რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია და წარიმართა პოსტოპერაციული მკურნალობა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
    „დოკუმენტებითაც დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც განაპირობა, სავარაუდოდ, ჩატარებულმა ოპერაციამ. ამიტომ, მთავარი კითხვა, რაც ჩვენ კლინიკასთან მიმართებით გვაქვს და რასაც ვარაუდობს ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი, არის ის, თუ როგორ ჩატარდა ოპერაცია, სათანადოდ ჩატარდა თუ არა? ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდგომ, კლინიკამ რამდენად უზრუნველყო ყველა სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა? რამდენად იყო ეს სათანადო ყურადღება გამოჩენილი უშუალოდ ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში“, — ამბობს ჟურნალისტის ოჯახის ინტერესების დამცველი, მარიამ ლევიძე.
    გარდაცვლილი ჟურნალისტის დედა მაგული ჩხობაძე ფიქრობს, რომ მისი შვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ჰოსპიტალური ინფექცია და შეუსაბამო პოსტოპერაციული მკურნალობა გახდა.
    „მე ექიმი ვარ და მასშტაბურად ვაყენებ საკითხს. ხდება კი საქართველოში ღვიძლის პათოლოგიის მართვა? რა თქმა უნდა, მე ექსპერტიზის დასკვნა არა მაქვს. ამიტომ სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღვძრავ. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველომ შეისწავლოს არსებული საკითხი, თუ შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება. 6 თვე გავიარეთ ჩვენ ეს, 8 მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით”, — ამბობს მაგული ჩხობაძე.
    ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი, რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ნოემბერში სტამბოლში გარდაიცვალა. ის რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    როგორც ჩანს, მოგვიწევს თვითმმართველობის ანა-ბანა ავუხსნათ და გამრუდებული ხაზი გავუსწოროთ ზოგიერთს:      რუსთავის ბიუჯეტი ჩვენმა გუნდმა დაუმტკიცა რუსთაველებს (ქალაქს) და არა “ოცნებას”.      ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის, ყოველთვის გამოვიყენებთ “ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც”. გაგრძელება იქნება

    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 
  7. tvati
    “თუ დასავლეთის ქარი იქნება, ვარკეთილის დროშასავით წაიღებს ამ ხელისუფლებას."     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. GICWmAB5uuRL8LUDAClXRtpHAHcZbmdjAAAF.mp4
  8. tvati
    “საგადასახადო შეთანხმებებით და შეღავათებით, რომლებიც პირდაპირ კორუფციული სქემების შედეგია, 25 ოჯახი სარგებლობს. ეს არის ის რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ქვეყანაში საყოველთაო სოციალური დაცვის სისტემა. განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე ხალხისგან, ჩვენ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო შეგვიმუშავებია, შესაბამისად ვიცით რა შეიძლება რეალურად გაკეთდეს ამ მიმართულებით.”        ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. GDSDtBikm-sCbQABAGlBDPQxUQdxbmdjAAAF.mp4
  9. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს ულოცავს.
    როგორც პატრიარქისადმი პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, წლები, რომლებიც პატრიარქმა, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარა, რთული იყო როგორც საქართველოსთვის და ასევე მისთვის, საქართველოს სულიერი მამისათვის.
    „უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს. თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს!
    ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისათვის. თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის, მშვიდობისა და პატივისცემის იდეალებს. ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში.
    სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფოდით. კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს.
    სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. დაე, თქვენი ლოცვით დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელს დედამიწაზე. მრავალი ბედნიერი ახალი წელი ეზეიმოს თქვენი ლოცვითა და მზრუნველობით გაძლიერებულ საქართველოს!“,- აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

    იპნ
  10. tvati
    სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „პირველ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის არის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი.
    მისი თქმით, როდესაც ალიანსი ხედავს რუსეთის მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა NATO-ს სიახლოვეს, ეს შეშფოთებას იწვევს.
    ამავე ინტერვიუში მან ისაუბრა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივაზეც.
  11. tvati
    აუტიზმის მქონე პირთა მშობლები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, კომიტეტებს თხოვნით მიმართავენ, 18 წლის შესრულების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აღარ ჰქონდეს სერვისების წყვეტას.
    მშობლები მოითხოვენ, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.
    განცხადებას ხელს 230 მშობელი აწერს. მათი თქმით, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 26-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები ორგანიზებას უკეთებენ და აძლიერებენ სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო სამსახურებსა და პროგრამებს ისე, რომ პროგრამები განხორციელებული იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე და ეფუძნებოდეს ინდივიდის საჭიროებებეს და ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას და ინტეგრირებას.
    აუტიზმის მქონე ადამიანების მშობლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტებს.
    „ძვირფასო კომიტეტების წევრებო,
    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა აქტიურად დაიწყო 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ამ პროცესმა ხელი შეუწყო ქვეყანაში საჭირო სერვისების შექმნას და განვითარებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების უზრუნველყოფას და ა.შ. საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საჭირო თერაპიების დაფინანსების პროცესი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იყო პირველი, რომელმაც შექმნა “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამა.
    თბილისის შემდეგ მსგავსი პროგრამები დაინერგა და დღემდე არსებობს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი და რუსთავი. აღნიშნული პროგრამების შექმნა საჭირო გახდა იქედან გამომდინარე, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ განსხვავებული თერაპიები დიაგნოზის სპეციფიკიდან გამომდინარე. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მთავარი მოთხოვნაც ხომ სწორედ ეს გახლავთ – მონაწილე სახელმწიფოებმა პროგრამების შექმნისას გაითვალისწინონ თითოეული ადამიანის მდგომარეობის სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები.
    კონვენციის 26-ე მუხლი, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციას, გვეუბნება, რომ მონაწილე სახელმწიფოები ორგანიზებას უკეთებენ, აძლიერებენ და განავრცობენ ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო სამსახურებსა და პროგრამებს, კერძოდ ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში იმგვარად, რომ აღნიშნული სამსახურები და პროგრამები განხორციელებული იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე და ეფუძნებოდეს ინდივიდის საჭიროებისა და ძლიერი მხარეების მულტიდისციპლინურ შეფასებას, ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას და ინტეგრირებას.
    როგორც მშობლები, ასევე სერვისის მიმწოდებლები ერთხმად ვთანხმდებით და ვიზიარებთ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის მოთხოვნას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის სერვისების უწყვეტად მიწოდებას ყოველგვარი დისკრიმინაციის (მათ შორის ასაკის ნიშნით) გარეშე.
    დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით კი, კონვენციის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ყველა დისკრიმინაციული კანონის, დადგენილების, წესის, ტრადიციის შესაცვლელად ან გასაუქმებლად. ასევე, ყველა პოლიტიკასა და პროგრამაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა.
    დეტალური ინფორმაციის მოწოდების მიზნით, აუტიზმის მქონე მოზარდთა მშობლები მოხარული ვიქნებით, თუ ზემოთ აღნიშნული კომიტეტების წევრები გამოთქვამთ ჩვენთან შეხვედრის სურვილს. შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მეშვეობით გაგიზიარებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

    პუბლიკა
  12. tvati
    ლარსის გამშვებ პუნქტთან, ტრაილერების რიგში მდგარი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ეწურებათ საკვებისა და საწვავის მარაგი.
    ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც უამინდობის გამო უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია.
    ლარსის გახსნას ელოდებიან რუსეთისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებიც.
    დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა.
    საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

    პუბლიკა
  13. tvati
    საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 476 780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1 297 661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118 044 მონაწილე შემოუერთდა.
    2023 წელს პენსიით ისარგებლა 3 535 ადამიანმა, შედეგად  პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6 929 შეადგინა. დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20 811 344 ლარია, ხოლო მიმდინარე წელს იგივე მონაცემი 13 264 294 ლარს მოიცავს. ამ დროისათვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში 107 644 კომპანიაა დარეგისტრირებული, 2023 წლის სტატისტიკით კი, სქემაში გაწევრებულ ორგანიზაციათა ოდენობა 12 650-ით გაიზარდა.
    საინვესტიციო საქმიანობის შედეგები ასე გამოიყურება:
    მხოლოდ 2023 წელს, საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, საპენსიო აქტივების ჯამური წმინდა ამონაგები 834 მილიონი ლარია.
    პროცენტულად, 5 წლის განმავლობაში, ნომინალურმა ამონაგებმა 57% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 13.3% იყო.
    საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირების დაწყებიდან  მე-5 წელს, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, მათ შორის, წმინდა კონტრიბუციების მოცულობა 3.5 მილიარდი ლარია, ინვესტირების შედეგად მიღებული  წმინდა ამონაგები კი 834 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია რომ, პორტფელების დივერსიფიკაციასთან ერთად გაიზარდა საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ამონაგებიც და მხოლოდ 2023 წელს 401 მილიონი ლარი შეადგინა.
    დაარსებიდან დღემდე, საპენსიო სააგენტოს ჯამურ აქტივებზე ნომინალური ამონაგები 57% -ია, რაც იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებელზე 13.3%-ით მაღალია.
    რომ ბოლო 3 წლის მონაცემების მიხედვით, საპენსიო სააგენტო რეგიონისა და OECD-ის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ბოლო 3 წლის აკუმულირებული მონაცემებით (2020-2022), საპენსიო სააგენტოს ჯამურმა ნომინალურმა ამონაგებმა 33% შეადგინა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს საპენსიო სააგენტო რეგიონისა და OECD-ის ქვეყნების  რეიტინგის ლიდერია.
    გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს განცხადებით, საპენსიო აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, ხოლო თითქმის 20% ანუ 823.8 მილიონი ლარი, გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელს ETF-ების ანუ გაცვლითი სავაჭრო ფონდების საშუალებით ფლობს.
    სააგენტოს აქციების პორტფელი დივერსიფიცირებულია, მისი 45% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 24% განვითარებული აზიის ქვეყნებში, ხოლო 18% ევროპაში.
    საპენსიო სააგენტოს თანახმად, ესაა იმ ტოპ 10 კომპანიის სია, რომლებშიც თანხების ზემოთხსენებული 20%-ის ნაწილია ინვესტირებული:
    Apple – 3%; Microsoft – 2.9% Amazon – 1,4%; Nvidia – 1.3%; Google – 0.8%; Meta – 0.8%; Berkshire Hathaway – 0.8% Tesla – 0.7%; UnitedHealthcare – 0.7% Nestle – 0.5%. კანონში შესული ცვლილებები შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც  2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ  სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდებიან კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.
    3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

    პუბლიკა
  14. tvati
    2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება.
    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მათ ტენდერი გამოაცხადეს 3 ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსების
    შესყიდვაზე. ავტობუსების ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 383 408 ლარს შეადგენს.
    როგორც  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.
    „ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, მგზავრის გადაადგილებისთვის საჭირო შატლი, რომელსაც შესაბამისი ბრენდინგი ექნება და მითითებული იქნება ადგილი, საიდანაც ქალაქიდან აეროპორტამდე ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან,“ —განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მის კომენტარს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული სატენდერო აუცილებელი მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული ავტობუსები ნაწარმოები უნდა იყოს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.
    ქუთაისიდან ქუთაისის აეროპორტამდე ამ დრომდე არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აეროპორტში მოხვედრის ერთადერთი გზა პირადი ავტომობილი, ან ტაქსია. ქუთაისიდან აეროპორტამდე გადაადგილება ასევე შესაძლებელია ქუთაისი-სამტრედიის მიკროავტობუსითაც, რადგან აეროპორტი ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, სამტრედიასთან ახლოს მდებარეობს.
    ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვდნენ აქტივისტებიც. აღნიშნულ პრობლემაზე სტატია მოამზადა „ბათუმელებმაც“.
    ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში ჩასვლა უფრო ძვირია, ვიდრე ბათუმში – აქტივისტები ტრანსპორტს ითხოვენ

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის[პარასკევის] ჩათვლით დღეები განისაზღვრა.
    ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
    „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
    დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    “ვეტერინარულ სამედიცინო ცენტრ ვეტ-მედში”, სადაც მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ოპერაცია საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
    ოპერაციაში კონსულტანტების სახით ჩართულნი იყვნენ ნეიროქირურგები, რომლებიც ადამიანებთან მუშაობენ.
    “ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია, ველოდებით. ტვინი ფუნქციონირებს. ჰემატომები მთლიანად მოშორებულია, ტვინი გათავისუფლებულია, აღარაა კომპრესია [შეკუმშვა, გაჭ####ტა, გასრესა – სინდრომი, რომელიც ვითარდება ქალაშიდა პათოლოგიური პროცესების – ახალწარმონაქმნების, ანთებითი პროცესების, სისხლჩაქცევების, ასევე ქალა-ტვინის ტრავმების დროს, ხშირად ქალას ძვლების მოტეხილობებისა და ქალაშიდა ჰემატომების დროს]”, – გვითხრეს ვეტ-მედში.
    გუშინ, 24 დეკემბერს, ბაღდათში მოქალაქეებმა იპოვეს ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის ქალა დაუზიანეს.
    თავდაპირველად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლს მოზარდებმა პირში საახალწლო ასაფეთქებელი აუფეთქეს. თუმცა, როგორც ვეტერინარულ სამედიცინო ცენტს ვეტ-მედში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, ცხოველს დაზიანება, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. უცნობია, დაზუსტებით ვინ და რა ასაკის ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული.
    “თავის ძალიან მძიმე ტრავმაა აქვს, ფილტვების შეშუპება აქვს დაწყებული, კისტის ან პნევმატიკური ტყვია ტანში”, – წერდა მიშა კაჭკაჭიშვილი.
    “სავარაუდოდ, ვიღაცამ იფიქრა, რომ პირში აუფეთქეს რაღაც იმიტომ, რომ პირიდან და ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა, მაგრამ ეს არის ტყუილი. ბლაგვი საგანი აქვს თავში ჩარტყმული და აქედან გამომდინარე აქვს ტრავმა. თავის ქალის მთლიანობა აქვს დარღვეული. ასაფეთქებლით სხვანაირი დაზიანებები ექნებოდა, თავის ქალა არ ექნებოდა გატეხილი”, – განმარტავენ ვეტ-მედში.
    მას შემდეგ, რაც ძაღლმა ღამე გადაიტანა, რთული ოპერაციისთვის მზადება 25 დეკემბერს დილიდან დაიწყო.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი შეიწყალა.
    შეწყალებულთაგან 6 სრულად გათავისუფლდა და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე მოქალაქეებს შობას ულოცავს და დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის ცვლილების [25 დეკემბერი 7 იანვრის ნაცვლად] მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობს.
    მისი თქმით, ცხადი იყო ძველი კალენდრის ხარვეზები, თუმცა მთავარი არგუმენტი ცვლილებისთვის გახდა „შიდა ეკლესიური და საზოგადოებრივი მოთხოვნა კალენდრის ცვლილებაზე, რასაც მორწმუნეთა და საზოგადოების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“.
    ეპიფანე ხაზს უსვამს, რომ ცვლილების მიუხედავად, ყველა იმ თემში, სადაც მორწმუნეებს ძველი კალენდრის შენარჩუნება სურდათ, მათ ამის უფლებაც მიეცათ. „თუმცა, ვხედავთ, რომ ეს უფლება გამოიყენა დაახლოებით ასმა თემმა რვაათასხუთასიდან.
  19. tvati
    „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.
    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
    „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.
    ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „საქართველოს რკინიგზა“ ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, - ნათქვამია განცხადებაში.

    იპნ
  20. tvati
    ორი თვე გავიდა, იძახიან, რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ხელს ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს. ვის „აბოლებენ“ ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
    მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას.
    „სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ჩავერთოთ მოლაპარაკების პროცესში. აქ სისწრაფეზეა საუბარი, რომ მოქალაქეების დაკვეთა და სურვილი ძალიან სწრაფად აღსრულდეს. ამის საპირწონედ გამოდიან ვიღაც ექსპერტები, ფულგადახდილი ხალხი, რადიკალური პრორუსული პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ არ აქვს აზრი როდის დაიწყება მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება ნიშნავს შედეგის მიღწევას, ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და ეს ნიშნავს ასევე, იმ ფინანსური რესურსის ათვისებას, რაც კანდიდატის სტატუსს ახლავს. „ქართულ ოცნებას" არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას, როგორც უკარგავდა კანდიდატის სტატუსს. ორი თვე გავიდა, იძახიან, რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ახალი წელი ხელს, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს. ვის „აბოლებენ“ ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება. ჩვენ უკვე 2 თვეა ვითხოვთ შექმნას. თქვეს, რომ რაღაც სამოქმედო გეგმა აქვთ - მე ვფიქრობ, ამ სამოქმედო გეგმაში საერთოდ არაფერი წერია, თორემ როგორ შეიძლება გაასაიდუმლოო დოკუმენტი და საზოგადოებას არ აუხსნა რა არის ამ სამოქმედო გეგმაში, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის მოლაპარაკებების ჩართვის პროცესს. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გაწელავენ ამ პროცესს, მათ შორის, სამუშაო ფორმატების შექმნის პროცესსაც", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
    ამასთან, ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა "ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ "ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს და რეალური ალტერნატივა არის პარტია „ლელო“.
    "ეს თქვა და პოლიტსაბჭოში შეიყვანა: სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე და ა.შ. როცა ამბობ, რომ ახალი სახეების დროა და პოლიტსაბჭოში შეგყავს ყველაზე ძველი, დაძველებული, ეს ბუნებრივია თავსებადი არ არის, მაგრამ მე მესმის "ლელოს" მესიჯი, ცოტა პოპულისტურად გამოუვიდათ, მაგრამ იმედია გამოასწორებენ და შინაარსობრივ საკითხებზე გაამახვილებენ აქცენტს", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

    იპნ
  21. tvati
    თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ღამით მოხდა.
    ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.

    იპნ
  22. tvati
    უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა და 2024 წელს ბრძოლის ველზე რუსეთისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენება უსურვა.
    მისი თქმით, მტრის ტერორისტული საოკუპაციო რეჟიმი ვერასდროს შეძლებს განახორციელოს თავისი გეგმა და გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, გაანადგუროს უკრაინის ტრადიციები და შეცვალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა.
    „უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
    დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 2024 წელი უკრაინისთვის უწყვეტი ბრძოლის პერიოდი იქნება, ამიტომ ერი მას ოკუპანტებისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენებით შეხვდება.
    „დაე, შობის ვარსკვლავმა მოგვანიჭოს შთაგონება და ამოუწურავი ენერგია მტერთან საბრძოლველად და ახალმა წელმა უკრაინას დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოუტანოს“, - განაცხადა ბუდანოვმა.
    შეგახსენებთ, უკრაინა შობას წელს პირველად 25 დეკემბერს აღნიშნავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივლისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შობის დღესასწაულის 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშვნას ითვალისწინებს.

    იპნ
  23. tvati
    მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.
    როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე.
    „2023 წელს, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები. მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა.

    იპნ
  24. tvati
    18 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 120 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, ასევე 927 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.
    მათ შორისაა 119 ტანკი, 196 ჯავშანტექნიკა, 177 საარტილერიო სისტემა, ცხრა მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, ორი სარაკეტო სისტემა, 256 სატვირთო მანქანა და 35 ერთეული სპეციალიზებული აღჭურვილობა.
    „გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს სამი საბრძოლო თვითმფრინავი, ოთხი რაკეტა და 126 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნა პავლიუკმა.
    მედიის ინფორმაციით, 24 დეკემბრის მდგომარეობით უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა 353 190 შეადგინა. მხოლოდ ბოლო დღის განმავლობაში 800 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.

    იპნ
×
×
  • შექმენი...