Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
    თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, პირველ რიგში კი უკრაინაში მიმდინარე ომი.
    „თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იჩენს, რათა სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ისე პალესტინის ტერიტორიებზე შეაჩეროს და მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება და ამ მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს.
     
    იპნ
  2. tvati
    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. მათივე ცნობით, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
    „არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  3. tvati
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.
    უწყების ცნობით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
    „ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფელ აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  4. tvati
    ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, 4 მგზავრი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მიკროავტობუსს სატვირთი მანქანა შეეჯახა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    netgazeti
  5. tvati
    გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც მოიცავს საბრძოლო მასალას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
    ინფორმაციის თანახმად, ბერლინმა კიევს „ლეოპარდ 2 A6“ ტანკების საბრძოლო მასალაც გადასცა. ამასთან, დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს : Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რაკეტებს IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, TRML-4D-ის ორ სარადარო სადგურს, 9 000-ზე მეტ 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალას, ნაღმების გამწმენდ Wisent 1 ტიპის ორ ტანკს, დრონის აღმოჩენის 30 სისტემას, 34 სატრანსპორტო საშუალებას, 3 ათასზე მეტ ჩაფხუტს, MK 556 -ის ტიპის 30 შაშხანას და 750 000 ვაზნას და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას

    ipn
  6. tvati
    სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.
    გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილში. განაშენიანების დეტალური გეგმის საპროექტო არეალი შედგება ერთი მიწის ნაკვეთისგან - ფართობით 19 205 კვ.მ.
    „საპროექტო არეალი ქალაქმშენებლობითი დამტკიცებული გეგმის მიხედვით განთავსებულია ურეკი-შეკვეთილის საკურორტო და სარეკრეაციო გამწვანებულ ტერიტორიის საზღვრებში. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე არსებობს როგორც ძველი, ასევე ახალი მშენებლობები და მის გარშემო ტერიტორიებიც განაშენიანებულია, ასევე თითქმის ყველგან ვრცელდება საკურორტო ზონა 2 და საკურორტო ზონა 1. ვინაიდან პროექტით არ ხდება ფუნქციური ზონის ცვლილება, მიგვაჩნია მომავალში დარჩეს უცვლელად ტერიტორიის საკურორტო ზონა 2.
            -0:27       საპროექტო ტერიტორიაზე ვხვდებით დიდი რაოდენობით მწვანე ნარგავებს. ნარგავების სიმრავლიდან გამომდინარე პროექტის მიზანია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა წიწვოვანი ხე და ავითვისოთ კ-1 კოეფიციენტის მინიმალური რაოდენობა, რათა ბოლომდე შევინარჩუნოთ ბუნებრივად არსებული ლანდშაფტური გარემო,“- ნათქვამია გეგმაში.
    როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმრო და სასტუმრო ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ორი თორმეტსართულიანი ბლოკისგან.

    „ბლოკები ფუნქციურ-გეგმარებითი თვალსაზრისით, გაერთიანებულია მიწისქვეშა პარკინგით, რომლის საშუალებითაც მარტივად ხდება პარკირება და გადაადგილება ბლოკებს შორის.
    კომპლექსის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია აუზი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ეწყობა სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცე თავისი საფეხმავლო ბილიკებით, ველოგზებით და საბავშვო გასართობი ობიექტებით.
    ბლოკი A ფუნქციურად წარმოადგენს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს. პირველ სართულზე დაგეგმილია კაფე-რესტორნების და სპა ცენტრის (აუზი გასახდელებით, საუნითა და სპორტული დარბაზით) მოწყობა. მეორე სართულის დაგეგმარება გულისხმობს სასტუმროს ნომრების მოწყობას (სულ 50 ნომერი), ხოლო დანარჩენი ათი სართულის გეგმა ითვალისწინებს მრავალბინიან საცხოვრებელ აპარტამენტებს (სულ 233 აპარტამენტი).

    ბლოკი B ფუნქციურად წარმოადგენს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს, სადაც განთავსებულია ინდივიდუალური აპარტამენტები (სულ 283 აპარტამენტი). პირველ სართულზე დაგეგმილია კაფე-რესტორნების და მაღაზიების მოწყობა. ბლოკებს აქვს ბრტყელი გადახურვა და ყოველ სართულზე მოწყობილია ვერტიკალური გამწვანება. სახურავებზე მოხვედრა კიბით არის შესაძლებელი.
    საპროექტო ტერიტორიის განვითარების მთავარი ამოცანაა, როგოც ახალი ტურისტული ცენტრის განვითარება, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის ახალი და საინტერესო დასვენების შესაძლებლობების შექმნა,“- აღნიშნულია გეგმაში.
      ავტორი: თაია არდოტელი
  7. tvati
    სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს.
    მისივე თქმით, რუსებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს.
    „ანუ ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, - აღნიშნა გუმენიუკმა.
    მისი თქმით, „კალიბრი“ რაკეტები მაღალი სიზუსტის იარაღია, რომელსაც შეუძლია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიაღწიოს და ამიტომ, საზოგადოებამ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

    იპნ
  8. tvati
    იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.
    როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა.
    მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა.
    „ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ბავშვებში ამ ყველაფერს ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა. ეს ყველაფერი გრიპის ვირუსის არსებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს ექიმის მიერ მართული“,- აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში".
    მისივე თქმით, გრიპი გადამდებია და ინფიცირებული ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია.
    „რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში.
    გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

    იპნ
  9. tvati
    უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
    მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პირებს შორის 213 სამხედრო და სერჟანტი, 11 ოფიცერი, ხოლო 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.
    უკრაინის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელთა ძალისხმევის დამსახურებით შესაძლებელი გახდა მძევლების გათავისუფლება.

    publika

  10. tvati
    3 იანვარს ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ნიკორწმინდის ფოტოსურათები და დაწერა, რომ ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა სასწრაფოდ საყურადღებოა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 4 იანვარს უარყო აღნიშნული ინფორმაცია.
    თორნიკე ბარათაშვილი წერს, რომ ტაძრის სახურავი ნალექის გადატანას ვერ უზრუნველყოფს და შედეგად, ქვა ზიანდება.
    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება.
    „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი).
    ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლებისა და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია.
    ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946175 ლარი.
    სააგენტო კვლავაც გააგრძელებს ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.



    publika
  11. tvati
    თბილისში თიბისი ბანკზე თავდამსხმელი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    მათივე ცნობით, 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
    როგორც შსს აცხადებს, ბრალდებული თბილისში, თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
    „პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებს შსს.
    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    netgazeti
  12. tvati
    3 იანვარს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა – საბურთალოზე მდებარე ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა რომელსაც ამჟამად ეძებენ.
    როგორც “ნეტგაზეთს” თიბისი ბანკში განუცხადეს, ნიღბიანი პირის შეჭრისთანავე ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო განგაშის სიგნალის გაშვება, რის შემდეგაც პირმა ძარცვა ვერ მოახერხა და გაიქცა.  თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა  – ბანკში  იმყოფებოდნენ კლიენტებიც.
    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” , ამჟამად მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  178-ე და 236-ე მუხლებით.

    netgazeti
  13. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
    ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
    როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
    „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
     

        1ტვ
  14. tvati
    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, კიდევ ათობით ადამიანი დაშავებულია. ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
    სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
    ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ნოტო-ს ნახევარკუნძულისა და იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად ათობით შენობა დაინგრა, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 97 ათასზე მეტი ადამიანმა ევაკუაციის განკარგულება მიიღო. მათ ღამე სკოლებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა დაწესებულებების შენობებში გაატარეს, სადაც დროებითი თავშესაფრები იყო მოწყობილი.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  15. tvati
    ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს.
    ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
    „წინა წლებთან შედარებით, ახალი წლის ღამემ გაცილებით მშვიდად ჩაიარა. ზოოპარკის ახლოს მცხოვრებლებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და სროლები არ ყოფილა, შორიდან კი ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. ამიტომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ამისთვის მადლობა ჩვენს მეზობლებს. ზოოპარკის გარშემო ვინც ცხოვრობს, იქიდან სროლები არ ყოფილა. ჩვენი ვეტექიმი იმყოფებოდა ღამით ადგილზე და ეს მისი ინფორმაციაა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
     

    ავტორი - ანი ქაჯაია
  16. tvati
    თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.
    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთზე ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი. გაუჩერებლად შეეძლებათ მოძრაობა ავტომობილებს მლეთა-გუდურის მონაკვეთზეც.
    ამ ორივე მონაკვეთზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ავტომობილებს გადაადგილება მათი ზედამხედველობითდა კოორდინაციით შეეძლებათ.
    პრობლემებია ნაქერალას უღელტეხილზეც – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-დან 52 კილომეტრამდე მონაკვეთზეც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა თავისუფალია.
     
    ნეტგაზეთი
  17. tvati
    ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ვუსურვებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) წერს.
    „მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას ამ ვადის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის", - წერს ზურაბიშვილი.
     
    იპნ
  18. tvati
    ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა. სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
    ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ამ საშინელ კონფლიქტში მუდმივად იხდიან ფასს და რომ ისინი არასოდეს უნდა გახდნენ დრონებით და რაკეტებით თავდასხმების მსხვერპლი.
    „ერთად ვგმობთ ამ თავდასხმებს და სასწრაფოდ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, რომელიც არაფერს აკეთებს უბედურებისა და ტანჯვის მანკიერი ციკლის პროპაგანდის გარდა. მოვუწოდებთ, რომ ეს ომი ახლავე დასრულდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
     
    იპნ
  19. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს ეხმაურება.
    „ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს.
    ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველოს უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
     
    იპნ
  20. tvati
    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე:

    გილოცავთ დამდეგ 2024 წელს!
    GAEXvhgZwv16f70FAOM83kTE4g5LbmdjAAAF.mp4
  21. tvati
    ივანიშვილის გამოჩენას გახარიას ეფექტს მივაწერდი.
      დღეიდან “ოცნებას” ერთით ნაკლები ტყუილის თქმა მოუწევს, რადგან ივანიშვილმა თავად დაადასტურა, რომ ამ დროის მანძილზე კავშირი არ ჰქონდა გაწყვეტილი პარტიასთან.
     
     დღევანდელი დღე ნიშნავს იმას, რომ გახარია და ჩვენი პარტია სწორ გზაზე დგას და გამოჩნდა, რომ რეალურად “ოცნების” მთავარი ოპოზიცია ვართ ჩვენ. ოცნების მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამიტომ დასაჭირდათ ივანიშვილი.

     არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი, ერთი და იგივე პარტია ერთპიროვნულად ამდენი წელი თავის ჭკუაზე ატრიალებდეს ქვეყანას, რასაც ისინი აკეთებენ მართვა არ არის, ეს არის შენი ქვეყნის შენს ჭკუაზე ტარება, დრო და საჭიროება დადგა, რომ ეს შეიცვალოს.

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GPF1vBg8Fv-YpG4JAKqfTDomzqtVbmdjAAAF.mp4
  22. tvati
    “კარგია, რომ როგორც იქნა ივანიშვილმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა. თავის მართლება იყო სუსტი. გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!”


    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
     

     
  23. tvati
    2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა.
    „ბიზნესპრესნიუსი“ ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:
    2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება
     
    2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.
    სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის
    ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.
    დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება
    შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში 1-ლი იანვრიდან იმოქმედებს.
    სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდება
    სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა). ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი.
    სანიტარს, ბებიაქალს, უმცროს ექიმს და ექთნის თანაშემწეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდება
    2024 წლის 1-ლი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:
    უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი) დარიცხული; ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი) დარიცხული; ბებიაქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი) დარიცხული; სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი ) დარიცხული. მთავრობა ცემენტის, კერამიკული ფილებისა თუ ჭერის პროდუქტების ზედამხედველობას დაიწყებს
    2024 წლის 1-ლი იანვრიდან საზედამხედველო სფეროს ემატება 17 ახალი პროდუქტი (მათ შორის: თაბაშირ-მუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის, კერამიკული ფილების, წებო-ცემენტის და ჭერის პროდუქტები).
    მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62 ახალი პროდუქტის დამატება (მათ შორის - გადახურვის პროდუქტები, ბლოკი, აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები).
    ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება
    დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.
    კომერციული მომხმარებლებისთვის მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება
    უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით.
    ასაკობრივი პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზრდება
    70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით. მაღალმთიანში კი იქნება 380 ლარი.
    „ქართული ბრენდის“ შემცველობაში გამოყენებული სპირტის ზღვარი აღარ გაიზრდება
    ბრენდის ეტიკეტზე მითითება „ქართული ბრენდი“ შესაძლებელი იქნება 2024 წლის 2 იანვრიდან იმ შემთხვევაში, თუკი ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან არის დამზადებული.
    ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად დაფინანსდება
    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
    პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება
    ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
    ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო
    პარლამენტმა წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო.
    ცვლილებების ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელთა განმარტებითაც, ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.
    ცვლილების თანახმად, ახალი წესები 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
    კერძო და საჯარო დაწესებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის აყვანა მოუწევთ
    ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის აყვანა მოუწევთ. აღნიშნულს გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებები.
    მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება ექნება როგორც კერძო კომპანიების ნაწილს, ასევე ყველა საჯარო უწყებას მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს. კერძო ბიზნესი, ვისაც ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა მოუწევს იგულისხმება: საფინანსო სექტორი (ბანკები, მისოები და ა.შ.), სადაზღვევო სექტორი, სამედიცინო სექტორი, აეროპორტები, ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიები, მობილურ ოპერატორები.. იმ პირთა წრეს კი, ვისაც არ შეეხება ვალდებულება, ცალკე განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტი, რომელიც დამუშავების პროცესშია.
    მომდევნო წლიდან 2026 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება აღარ შეიცვლება
    2026 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აღარ შეიცვლება. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 11 დეკემბერს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
    ცნობისთვის, 2023 წლის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება - 101 190 000 ლარია.
    "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება
    3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში.
    სუს-ის თანამშრომელთა, ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება
    2024 წლის ბიუჯეტით, სუს-ის თანამშრომელთა, ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება.
    საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება მინიმუმ 1 330 ლარი გახდება
    საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე 282 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება - დასაქმებულთა ანაზღაურება მინიმუმ 1 330 ლარი გახდება. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზშია აღნიშნული.
    მასწავლებლებს, საჯარო სკოლის პერსონალსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ
    მასწავლებლებს, საჯარო სკოლის პერსონალსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს 2024 წლიდან ხელფასები ეზრდებათ. აღნიშნულს გულისხმობს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის დაინიცირება უკვე მოხდა პარლამენტში.
    ირიგაციის ახალი ტარიფები დადგინდება
    მელიორაციისთვის კომისიამ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომელიც ადგენს წყლის მოხმარება/მიწოდებასთან დაკავშირებულ წესებს, თუ როგორ უნდა მოხდეს წყლის მიწოდება, ვინ არის პასუხისმგებელი ამ საკითხებზე და ა.შ.
    სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება
    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
      ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
  24. tvati
    “ევროპა რუსულ გაზს თავიდან იცილებს, საქართველო კი რუსულ გაზზე ჯდება. საგანგაშოდ იცვლება ქვეყანაში რუსული გაზის მოხმარების ტენდენცია” - რუსული გაზის საქართველოში მოხმარების სტატისტიკაზე, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
    მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
    „თუ 2018 წელს გაზის მთლიან მოხმარებაში რუსული გაზის ხვედრითი წილი იყო მხოლოდ 1,7 პროცენტი, 2019 წელს იგი გახდა 6,3 პროცენტი , 2020 წელს 7,9 პროცენტი, 2021 წელს 15 პროცენტი, 2022 წელს 12 პროცენტი, ხოლო 2023 წლის თერთმეტი თვის მდგომარეობით, 19 პროცენტს მიაღწია. ესაა “გაზპრომის” ტაქტიკა, ბაზრის ხელში ჩაგდების მცოცავი პოლიტიკა.

     
    ხელისუფლება ამ ფაქტს ხსნის აზერბაიჯანული გაზის უკმარისობით. აქაც იტყუებიან, როგორც ყოველთვის. აზერბაიჯანულმა გაზმა უკვე ევროპაშიც შეაღწია. 2021 წელს 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიყიდა ევროპაში, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 12 მილიარდი კუბური მეტრი გახდება.
    აზერბაიჯანი დღეისთვის გაზს აწვდის იტალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, რუმინეთს, უნგრეთს, მომავალ წელს კი სერბეთშიც შევა.
    ნაცვლად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ტრადიციულად გაფორმებულიყო კონტრაქტები, გაზპრომის პოზიციებს ამყარებენ. ამის მიზეზი არის როგორც პოლიტიკური (ხელი გაუმართეს მოძმე კომპანიას), ასევე კორუფციული. ვიღაცა ხეირობს ხელისუფლებაში რუსული გაზის იმპორტისას, ქვეყნის უსაფრთხოება კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ“, - წერს რომან გოცირიძე.
      ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
  25. tvati
    ევროპული ქალაქები, სადაც საახალწლო ფეიერვერკი აიკრძალა - რა ალტერნატივას მიმართავენ მუნიციპალიტეტები... ჩეხეთის ქალაქ ვრხლაბის მერიამ გადაწყვიტა, ახალი წლის დღეებში ტრადიციული ფეიერვერკი აღარ გამართოს, რომ ჰაერში მავნე წვის პროდუქტების ემისიები თავიდან აიცილოს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.   ფეიერვერკის ნაცვლად ქალაქელებისთვის ლაზერული შოუ მოეწყობა.   ასევე, მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა, საახალწლო ფეიერვერკი არც „პირადად“ გამოიყენონ, რაც, ოფიციალური პირების მტკიცებით, ტრავმების შემცირებას ხელს შეუწყობს, ხოლო ცხოველებსა და ფრინველებს მაღალი ხმაურით გამოწვეულ სტრესს მოუხსნის. ამასთან, ქალაქის ხელისუფლებამ პიროტექნიკის გამყიდველებს სავაჭრო პუნქტების დახურვისკენ მოუწოდა.   ჩეხეთის გარდა, ფეიერვერკის გამართვა ადგილობრივ მოსახლეობას ნიდერლანდების 16-მა ქალაქმა, მათ შორის, ამსტერდამმა და როტერდამმაც აუკრძალა და ის პირადი გამოყენების ნაცვლად საერთო საქალაქო ღონისძიებად გამოცხადდა. ამიერიდან ფეიერვერკს მხოლოდ მუნიციპალიტეტები გამართავენ. აკრძალვის მიზეზად ნიდერლანდელებიც ტრამვების შემცირებასა და ჰაერში მავნე წვის პროდუქტების ემისიების თავიდან აცილებას, ასევე, ცხოველებისა და ფრინველებისთვის შიშის მოხსნას ასახელებენ. აკრძალვა ყველა სახის ფეიერვერკზე ვრცელდება. მოსახლეობას საახალწლოდ მხოლოდ შუშხუნებისა და სხვა მინიფეიერვერკის გამოყენება შეუძლია, რომლის ხელში დაჭერაც უსაფრთხოა.   ნიდერლანდებში კორონავირუსული პანდემიის პიკზე ფეიერვერკი მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა, რომ ისედაც გადავსებულ საავადმყოფოებს ტრამვირებული პირები არ დამატებოდა. მას შემდეგ რამდენიმე მუნიციპალიტეტი აკრძალვას ყოველწლიურად ახანგრძლივებს. გასულ წელს ფეიერვერკი ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქმა აკრძალა, წელს კი მათ კიდევ ოთხი მუნიციპალიტეტი დაემატა. ამ ქალაქებში ფეიერვერკის ნაცვლად სინათლის შოუ იმართება. მომავალ წელს უფეიერვერკო ქალაქების სიას კიდევ სამი მუნიციპალიტეტი დაემატება.   2023 წლის დადგომისას ტრადიციული საახალწლო ფეიერვერკი ბელგიის ქალაქ გენტსაც არ გაუმართავს. მაშინ მერიამ განაცხადა, რომ აფეთქებების ხმა ცხოველებს აშინებდა. ამის ნაცვლად ქალაქში საახალწლოდ, ეგრეთ წოდებული, ჩუმი ფეიერვერკი გაუშვეს: მისი მუხტი დიდ სიმაღლეზე არ ადის, ხოლო აფეთქების ხმა ერთ ადგილას ლოკალიზდება, რაც ადგილობრივ ცხოველებსა და ფრინველებში პანიკას აღარ იწვევს.   სლოვაკეთის ქალაქი, ლიპტოვსკი-მიკულაშის მერია ცხოველთა კეთილდღეობის მიზნით ფეიერვერკზე ზედიზედ რამდენიმე წელია, ჯერ კიდევ 2019 წლიდან ამბობს უარს, ხოლო გრანადასთან ახლოს მდებარე ესპანურ ქალაქ ვეგას-დე-ხენილში ძაღლებს სპეციალურად წვრთნიან, რომ ფეიერვერკის არ ეშინოდეთ. კერძოდ, მუნიციპალურ კურსებზე მათ ასწავლიან, რომ არ ეშინოდეთ და არ რეაგირებდნენ ძლიერ ხმაურზე, რომელიც ფეიერვერკს თან ახლავს.   კლასებს ძაღლების საწვრთნელი ადგილობრივი სკოლა და გრანადას ფლორა-ფაუნის დაცვის საზოგადოება უძღვებიან. მართალია, სხვადასხვა ძაღლს ფეიერვერკის შიში განსხვავებული აქვს და ამ შიშისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობითია, თუმცა მთავარი პრინციპია, ძაღლს დაანახონ, რომ ხმამაღალი ხმები, კაშკაშა ციმციმები და სპეციფიკური სუნი პატრონს არ აშინებს და შესაბამისად, ძაღლსაც არაფრის უნდა ეშინოდეს.

      მოამზადა ლადო სულაბერიძემ
×
×
  • შექმენი...