Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა აუცილებლად მიიღებს ფულს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის.
    „ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმაც გაანადგურა ისინი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა El Pais-თან ინტერვიუში.
    ამასთან, მისი თქმით, თანხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც ჩაიდინა.
    „ჩვენ უნდა შევქმნათ ყოვლისმომცველი სისტემა სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად და ფინანსური მექანიზმები. ეს არის კომპლექსური სამართლებრივი, მარეგულირებელი და ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს არის ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კულებამ.

    ipn
  2. tvati
    საქართველოს სამთავრობო უწყებებმა გასულ წელს Meta-ს პლატფორმებიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის რაოდენობა გაზარდეს.
    Meta-ს ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოთხოვნის მიზნით საქართველომ 47 განაცხადი გააკეთა.
    განაცხადები ჯამში 149 ანგარიშს შეეხებოდა.
    Meta-ს განცხადებით, კომპანიამ საქართველოდან შემოსული განაცხადების 94% დააკმაყოფილა და ხელისუფლებას მოთხოვნილი ინფორმაცია გადასცა.
    2022 წლის ანალოგიურ პერიოდში — იანვრიდან ივნისის ჩათვლით ხელისუფლებამ Meta-ს 27 განაცხადით მიმართა, რაც ჯამში 40 ანგარიშს შეეხებოდა.
    Meta-ში შესული განცხადებები შეეხება როგორც Facebook-ს, ასევე Instagram-ს, Whatsapp-ს და სხვა სერვისებს, რომლებსაც Meta აერთიანებს.

    პუბლიკა
  3. tvati
    საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა და ვიზიტორთა “ქცევის წესების” შესახებ.
    კონკრეტულად, 2023 წლის თებერვლის ბრძანება, რომელიც აკრედიტებულ ჟურალისტებს პარლამეტში ქცევის წესებს უსაზღვრავს. მათ შორისაა ვალდებულება, რომ თუ პარლამენტის წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს იტყვის, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს მასთან კომუნიკაცია. ასევე, ჟურნალისტს ეკრძალება პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს და ა.შ.
    GDI-მ გაასაჩივრა შალვა პაპუაშვილის ბრძანება პარლამენტში შესვლისა და ქცევის წესების გამკაცრების შესახებ. ამ წესის მიხედვით, რომელიც პარლამენტში 2023 წლის სექტემბრიდან მოქმედებს, პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე, მოქალაქეს ეკრძალება სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების – ბანერებისა და პოსტერების, ასევე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა, ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. ასევე, ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე და ა.შ.
    ორგანიზაცია დავობს შალვა პაპუაშვილის ამ ბრძანებების შეუსაბამობას კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, რომელიც აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს არეგულირებს.
    GDI-ს შეფასებით, მოქალაქეთა ქცევის წესების შესახებ ბრძანება “გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში”. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პაპუაშვილის ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რეგულაცია ბოროტად გამოიყენოს იმ ჟურალისტების წინააღმდეგ, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას.
    “ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე”, – ვკითხულობთ GDI- ს გაცხადებაში.
    საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელები წარმოებაში 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მათ განიხილავს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მოსამართლეები ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მომხსენებელი – გიორგი კვერენჩხილაძე, ხოლო კოლეგიის თავმჯდომარე – ვასილ როინიშვილი.

    netgazeti
  4. tvati
    7 იანვარს ლოს ანჯელესში გაიმართა ოქროს გლობუსის რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონია. წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრიზიორი გახდა კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი”, რომელსაც გადაეცა 5 ოქროს გლობუსი შემდეგ კატეგორიებში: „საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა”, საუკეთესოდ შესრულებული კაცის როლი მხატვრულ ფილმში – დრამა (კილიან მერფი), კაცის მიერ საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში (რობერ დაუნი უმცროსი), საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი) და საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა.
    კილიან მერფი და რობერტ დაუნი უმცროსი ოქროს გლობუსებით. ფოტო: EPA-EFE/ALLISON DINNER
    იორგოს ლანთიმოსის „საცოდავი არსებები” (Poor Things) დასახელდა საუკეთესო მხატვრულ ფილმად მიუზიკლსა ან კომედიაში, ემა სტოუნს კი  ფილმში განსახიერებული როლისთვის გადაეცა ოქროს გლობუსი კატეგორიაში: საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში.
    „საცოდავი არსებების” გუნდი ოქროს გლობუსებით (მარცხნიდან): იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, უილიამ დეფო, მარკ რუფალო და იემი იუსეფ პოუზი. ფოტო: EPA-EFE/ALLISON DINNER
    საუკეთესო მსახიობ ქალად – დრამაში დასახელდა ლილი გლედსტონი მარტინ სკორსეზეს ფილმში „ყვავილის მთვარის მკვლელები” განსახიერებული როლისთვის.
    ლილი გლედსტონი ოქროს გლობუსით. ფოტო: EPA-EFE/ALLISON DINNER
    ფილმში „The Holdovers” განსახიერებული მთავარი და მეორეხარისხოვანი როლებისთვის ოქროს გლობუსი გადაეცათ: პოლ ჯიამატის (საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში) და და’ვინ ჯოი რენდოლფს (ქალის მიერ შესრულებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში).
    საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსი გადაეცა ჰაიო მიაზაკის ანიმაციურ ფილმს „ბიჭი და ყანჩა”.
    საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღეს ჟუსტინ ტრიემ და არტურ ჰარარიმ ფილმისთვის „დაცემის ანატომია”, რომელიც ასევე დასახელდა საუკეთესო არაინგლისურენოვან ფილმად.
    ჟუსტინ ტრიე ოქროს გლობუსებით. ფოტო: EPA-EFE/ALLISON DINNER
    საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად დასახელდა ბილი აილიშისა და ფინნეას ო’კონელის „ბარბისთვის” დაწერილი სიმღერა „What was I made for.
    სერიალებში ოქროს გლობუსები ასე განაწილდა:
    საუკეთესო სერიალი – დრამა: The Succession
    საუკეთესო სერიალი მიუზიკლი ან კომედია: „დათვი” (The Bear)
    გამარჯვებულების სრული სია ნახეთ აქ.
    ფოტო გარეკანზე: EPA-EFE/ALLISON DINNER

    netgazeti
  5. tvati
    ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ფინანსური მოგების მიზნით, მედიკამენტების ფასს შეთანხმებულად ზრდიდნენ და კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა, მიღებული გადაწყვეტილება შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ.
    ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
    „[ფარმაცევტულ კომპანიებს] შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე. ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. ვხედავთ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული ანუ ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში, მედიკამენტების ფასები 3-ჯერ და 4-ჯერ იყო გაძვირებული. სამწუხაროდ ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. კონკურენციის სააგენტოსგან ფაქტს რეაგირებაც მოყვა, კონკრეტული მტკიცებულებები ჩვენ, გასული წლის მარტის თვეში წარმოვადგინეთ. ამ კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოში ვერანაირი არგუმენტი ვერ წარადგინეს, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა და, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დადასტურდა. ასეთი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ. იცით, რომ ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით. მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, მათ ნაშთებს, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას დეფიციტი და პრევენცია მოვახდინოთ. ონკოლოგიურ მედიკამენტს რაც შეეხება, იცით, რომ ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას ამ წლიდან სახელმწიფო იღებს. შევძელით, რომ პაციენტებს, იანვრიდან, გარკვეულ მედიკამენტებს მივაწვდით.
    ცხადია, ყველა მედიკამენტს სახელმწიფო ვერ იყიდის. ჩვენ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროექტი როცა დავიწყეთ, მაშინ კონსულტაცია გავიარეთ უცხოელ კონსულტანტებთან. მათი მკაცრი რეკომენდაცია იყო რეფერენტული ფასწარმოქმნა ძვირადღირებულ მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში, ონკოლოგიურ მედიკამენტებს არ შეხებოდა და წავსულიყავით პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უშუალოდ მწარმოებლებთან. შესაბამის გეგმასაც მივყვებით. კონკრეტული ხელშესახები შედეგებიც გვაქვს, სადაც ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ვზოგავთ. ამან იმის შესაძლებლობაც კი მოგვცა, რომ მიმდინარე წელს, ჩვენი მოსახლეობა, ონკოლოგიური პაციენტები ონკოლოგიური მედიკამენტებით სრულად უზრუნველვყოთ. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, მიმდინარე წელს, ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ეს სჭირდება, მთელი წლის საჭიროებით, სრულად უზრუნველვყოფთ. ეს ეხება 400 ათას ადამიანს ქვეყანაში. შესაბამისი ბიუჯეტი და პროცედურული ნაწილი დასრულებულია და მიმდინარე თვიდან უკვე ამას შევძლებთ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
    ცნობისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმეს. მათივე ცნობით, “ავერსის”, "გეფას" ("ჯი პი სი" და “ფარმადეპო”), "პსპ"-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა.

    ipn
  6. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდეს.
    „9 - 11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, (10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს), ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
    დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
    მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ipn
  7. tvati
    77 ადამიანის მკვლელობისთვის პატიმრობაში მყოფი ანდერს ბრეივიკი ციხეში იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ყოფნის შეწყვეტის მოთხოვნით დღეს სასამართლოს მიმართავს.
    ბრეივიკი აცხადებს, რომ იზოლირებულად ყოფნა მის უფლებებს არღვევს.
    სარჩელში, რომელსაც ოსლოს რაიონულ სასამართლოში დღეს შეიტანენ, ადვოკატი, ოისტეინ სტორვიკი წერს, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლირებულად ყოფნამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა ბრეივიკზე. "ის ახლა თვითმკვლელობისკენაა მიდრეკილი", - აცხადებს ადვოკატი.
    იუსტიციის სამინისტროს იურისტები აცხადებენ, რომ ბრეივიკის განცალკევებით ყოფნა აუცილებელია იმ საფრთხის გამო, რასაც ის მუდმივად ქმნის.
    შეგახსენებთ, ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა. თავდასხმების შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. სასამართლომ ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    იპნ
  8. tvati
    იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
    მკვლელობა გასული კვირის პარასკევს მოხდა, მისი მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
    იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.

    იპნ
  9. tvati
    მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.
    კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ავარია ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა 3-ის მიმდებარედ მოხდა და 7 იანვრის 23:45 სთ-დან გაზის მიწოდება ავარიულად 12 000-მდე აბონენტს შეუწყდა.
    კომპანიის განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 8 იანვარის 10:00საათიდან და დასრულდება 22:00 სთ-მდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
    „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს მოუწოდებს,  არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ონკანები კი იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
    „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება შემდეგ მისამართებზე შეწყდა:
    მთისძისრის, კახეთის გზატკ. 36, 36ა, 36ბ, 36ვ, უშაკოვის, ყვარელის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, არველაძის, აფანასიევის, გეზათის, საბარგოს დასახლების, კაკაბეთის, კალანდაძის, კოპცოვის, მათიაშვილის, მესხეთის, მიქელაძის, ნავთლუღის დასახლების, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ონიანის, რატილის, სერგი დურმიშიძის, ტვიშის, ტოლენჯის, ყვარელის, ყარყარაშვილის, შერვაშიძის, სამხედრო დასახლების, წალენჯიხის, ხარაბაძის, ხაჩატურიანის, საბანაკოს დასახლების, საბანაკოს 1 ქუჩის და დასახლების, გუჯარეთის 1 და 2 ქუჩის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, კოტე ბაქრაძის, კაკაბეთის, გოჩა ყარყარაშვილის, ანდღულაძის, ზანდუკელის, ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ნავთლუღის დასახლების, უზნაძის, ქობულაძის, შალვა მშველიძის, ჩოჩუას, ჯანელიძის, მესხეთის, კვაჭანტირაძის, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება მელაანის შეს. 141-ში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ და საბიუჯეტო ობიექტებს. კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ანდღულაძის ქ. 66, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16, გედევანიშვილის ქუჩას (1-დან 29-ის ჩათვლით), ჯორჯ ბუშის ქ. 60 (მელაანის ქ. 60), საბანაკოს დასახლების 1ქ. 2ქ, 3ქ, ყვარელის 2ჩ.3, 103, 107ბ, 109, დედოფლისწყაროს I შეს. 2, საინგილოს ქ. 5, ჩიხი 5, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3-3 (იგივე 3ზ), 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, ირბახის ქ. 18-ში, ირბახისა და წურწუმიას ქუჩების კვეთა, ნაკვ. 50/025, 50/026-ში, ასევე ნაკვ. 50/029-ში მდებარე შპს ,,მოედანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქ. წამებულის გამზ. 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 52, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, კოპცოვის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,პალა”-ს, იუსტინე აბულაძის ქ. 15-ში მდებარე (წურწუმიასა და ირბახის ქუჩების კვეთა) შპს ,,მაილინ გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ს.დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, ავლიპ ზურაბაშვილის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ტოლენჯის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევ მიმდებარედ არსებული საზკებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ ,,ისანი”-ს მიმდებარედ კახეთის გზ-ზე მდებარე ,,სოკარი”-ს გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი ,,ალაზანი”, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, შპს ,,უნიქ სტეი ჰოტელს”, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს ,,კოკო”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა”, აწყურის ქუჩაზე – შპს ,,ვარკეთილი 95”, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ ,,სოფიო გაბედავა”, შპს ,,სერვის გრუპი”, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის სახ. საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებული სამედიცინო დაწესებულებება და მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა.


    ნეტგაზეთი
  10. tvati
    მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები იკლებს. ბოლო მონაცემებით, ბირჟებზე brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 77,71 დოლარს შეადგენს, ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ღირებულება კი ბარელზე 72,74 დოლარია.
    აღსანიშნავია, რომ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასებმა კლება გასული წლის მიწურულს დაიწყო. 26 დეკემბერს ამერიკული ნედლი ნავთობი 75,57 დოლარი ღირდა, Brent-ი კი 80,85 დოლარი.
    ამასთან, მსოფლიოში საწვავის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ Saudi Aramco-მ მის ფლაგმან Arab Light ნავთობის თებერვლის მიწოდებაზე ფასი შეამცირა. ფასების კლება შეეხო ყველა რეგიონს. როგორ Bloomberg-ი წერს, ფასების შემცირება მოთხოვნის შემცირების ფონზე მოხდა.

    სააგენტოს ცნობით, აზიის ბაზრებზე მიწოდებაზე ფასი ბარელზე 1,5-2 დოლარით შემცირდა. გარდა ამისა, ფასები შემცირდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

    bpn.ge
  11. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:


    "
    30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მორიგი გამოჩენისას, აღიარა ბალანსის პრობლემა ხელისუფლებაში და ამ პრობლემის კონსტიტუციური მოწესრიგების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა საკუთარი მთავრობის დამბალანსებლის როლში.   დემოკრატიულ სისტემებში, მსგავსი რამ, უბრალოდ, არ არსებობს, მიუღებელია, და, რაც მთავარია, შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს, მით უფრო, საკუთარი თავის დამბალანსებლის გარანტს.   სახელმწიფო მართვისას დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტების (და არა ცალკეული ადამიანების) არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელისუფლებო შტოებს შორის წონასწორობის შენარჩუნებისა და ბალანსის უზრუნველყოფისთვის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ამაში ყველა დაგვარწმუნა.   ამიტომ, ჩვენი გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“, წარვადგენთ ინიციატივას შეიცვალოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა. ეს უზრუნველყოფს მომავალი პრეზიდენტის მაღალ ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებული მაღალი პოლარიზაციის და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით. ბოლო სამი წლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ პირდაპირ არჩეულმა პრეზიდენტმა (მიუხედავად იმისა, ვინ იყვნენ მისი მხარდამჭერები წარსულში თუ დღეს), გაცილებით მეტად შეძლო დამბალანსებლის ფუნქციის შესრულება.   აღარაფერს ვამბობთ, საერთაშორისო მაგალითებზე, როდესაც სისტემის საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოებს შეუცვლიათ მოქმედი პრაქტიკა და დაუბრუნებიათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, როგორც ეს მოხდა მაგალითად, ჩეხეთში 2012 წელს. ვთავაზობთ „ოცნების“ ხელისუფლებას, საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ ამ ცვლილებაზე მუშაობა, მხარდაჭერას ვთხოვთ ასევე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს. საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის დაბრუნება, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე სრულად მოსწრებადია.", - ნათქვამია განცხადებაში. 

     
    GKubzBhGiRNCVWABAKeHPar9uqJZbmdjAAAF.mp4
  12. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა რუსეთს ჩამოართვას ცის კონტროლის უნარი და უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე.
    შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის „საზოგადოება და თავდაცვა“ მონაწილეებთან ონლაინ საუბრისას გააკეთა.
    კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მტერს ჩამოართვას ცის კონტროლი და საჰაერო დარტყმების საშუალება უკრაინის პოზიციებზე.
    "თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე. მათ სხვა ძალა არ აქვთ: ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    იპნ
  13. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს.
    როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა.
    „ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

    იპნ
  14. tvati
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ივნისში ევროპის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატად იყრის კენჭს, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
    გამოცემის ცნობით, მიშელი აპირებს ევროპარლამენტში მანდატის მოპოვებას თუ მას აირჩევენ, ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მის მემკვიდრეზე და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის ქვეყანაც ივლისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საბჭოს შეხვედრებს უხელმძღვანელებს.
    როგორც მედია წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კანდიდატი ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი იქნება.
    მედია აღნიშნავს, რომ მიშელი თავის პოსტზე ნოემბრის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მიშელის გადაწყვეტილება იურიდიულად დასაშვებია, ეს დამატებითი ზეწოლა იქნება ევროპის ლიდერებისთვის, რადგან მათ, ჩვეულებრივ, უფრო მეტი დრო აქვთ უმაღლესი პოზიციების განაწილებისას მოლაპარაკებების საწარმოებლად, რაც ყოველთვის ხდება ევროკავშირში გამართული არჩევნების შემდეგ.

    ipn
  15. tvati
    იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
    „იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში“, - აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
    ამასთან, მისი თქმით, იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების მიწოდების მიზნით, ნატო-ს ფონდში 37 მილიონ აშშ დოლარს შეიტანს.
    შეგახსენებთ, იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.
  16. tvati
    იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა დღეს უკრაინას ეწვევა და კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, ვიზიტის დროს იოკო კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება.
    გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცნობებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონია მტკიცედ გამოავლენს თავის ერთგულებას უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისადმი, მჭიდრო სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში და 19 თებერვალს იაპონიაში გაიმართება იაპონია-უკრაინის კონფერენცია ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობის საკითხზე და ღონისძიებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც დაესწრება.

    იპნ
  17. tvati
    მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
    წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
    მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
    ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

    იპნ
  18. tvati
    რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
    „11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი - ასეთია პოკროვსკის რაიონის დაბომბვის წინასწარი შედეგები. რუსებმა რაიონს C-300 რაკეტებით დაარტყეს, 11 ადამიანი მოკლეს და კიდევ 8 დაჭრეს. ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა,” - წერს ფილაშკინი.
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა რუსების მიერ დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის დაბომბვას და აღნიშნა, რომ “არც ერთი მსგავსი დარტყმა ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე არ ჩაივლის.” „დარტყმა ჩვეულებრივ საცხოვრებელ იყო, კერძო სახლებზე. ყველა დაჭრილს საჭირო დახმარებას უწევენ. და რუსეთი ყოველთვის გრძნობდეს, რომ არც ერთი მსგავსი დარტყმა ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე არ ჩაივლის. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ - ჩვენი ძალებით, საკუთარი თავდაცვითი და პოლიტიკური შესაძლებლობებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  19. tvati

    ახალი ამბები
    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა.
    „მოხარული ვარ ლიბანში დაბრუნდებით, რათა ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა გამოვხატო. ლიბანსა და რეგიონზე ღაზას ომის გავლენის შესახებ მნიშვნელოვან შეხვედრებს გავმართავ“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
    ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ლიბანის პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის, პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის, საგარეო საქმეთა და ემიგრანტების საკითხთა მინისტრს აბდალა ბუ ჰაბიბს და ლიბანის შეიარაღებული ძალების სარდალს გენერალ ჯოზეფ აუნს შეხვდება.

    იპნ
  20. tvati
    შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება.
    ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
    მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
    „მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ.
    მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.
    მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით - ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.
    ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
    მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
    ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  21. tvati
    7 - 8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
    ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
    მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 8-9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
    „თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება, 9 იანვრიდან კი გაწვიმდება და აცივდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 7-8 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 9 იანვრიდან კი ნალექიანი ამინდი იქნება.
    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-8 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 9 იანვარს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  22. tvati
    ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
    ისინი კლინიკაში, ექიმების თქმით, თავბრუსხვევის სიმპტომით შეიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
    მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.
    ადგილზე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებიც იყვნენ მისულები. ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.
     
    პუბლიკა
  23. tvati
    ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 იანვარს მას და მის ორ მეგობარს დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს. მისი თქმით, შემთხვევა ორბელიანის მოედანზე, ღამის საათებში მოხდა.
    “თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგვრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ.
    ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გაგვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები  […] მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტობრვად, ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!”, – წერს ნაზღაიძე.
    მისი თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მოზარდები იყვნენ.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. უწყება, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.  მისალოცი განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
    “გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი – საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს.
    მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზეიმობენ. ვუერთდები თქვენს სიხარულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”, – წერს პრეზიდენტი.
    დღეს, 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს.
     
    ნეტგაზეთი
  25. tvati
    ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
    მისი თქმით, მნიშვნელოვანი დროა, „ბევრ რამეში გადამწყვეტი“.
    „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს უფრო ძლიერი გახდეს, ხოლო ჩვენს მებრძოლებს - მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
    მან ცალკე მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის.
    „ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. ჩვენი სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
     
    იპნ
×
×
  • შექმენი...