Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    თბილისში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
    მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.
    მათივე ცნობით, „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
    თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლითა დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

    ნეტგაზეთი
  2. tvati
    ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თანახმად, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდრამ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას უპასუხა.
    კალენდრამ თქვა:
    საქმე ეხება „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას ამავე კლუბში მოთამაშე ვიქტორ ოსიმენის შესახებ.
    6 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთში გადავა სათამაშოდ, ხვიჩა კი ამას არ გააკეთებს, ვინაიდან მას „სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს“.
    აგენტამდე მამუკა ჯუღელს თავად ვიქტორ ოსიმენმა უპასუხა და გალანძღა ის.
    ფეხბურთელმა
    ინსტაგრამის სთორიში დაწერა:
  3. tvati
    სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების იმპორტიორი კომპანია „სამი ძმა” აცხადებს, რომ პროდუქციიდან 2 დასახელების ბუშტის იმპორტირება და გაყიდვა შეწყდა.
    მიზეზი ლაბორატორიული კვლევებია ამ 2 პროდუქტის მავნებლობა დაადასტურა.
    კერძოდ, კვლევის თანახმად, ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ).
    ნიტროზამინები კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური CMR ნივთიერებაა, მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა;
    „სამი ძმა“ ასევე აცხადებს, რომ თუ ფოტოზე წარმოდგენილი პროდუქტი ვინმემ შეიძინა, შეუძლიათ, 9 მარტამდე კომპანიის ფილიალში დააბრუნონ.

    პუბლიკა
  4. tvati
    პუტინი ამას არ დაასრულებს იქამდე, ვიდრე ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    მისი თქმით, პუტინი გაჩერებას არ აპირებს.
    „ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს.
    რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის შემდეგ მშვენივრად იცით თუ ვის აქვს შემდგომი რისკები. უნდა გვესმოდეს, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება იყონ შემდეგი, თუ ჩვენ ვერ გავძლებთ…
    მათ [რუსებმა] ფინეთზე დაიწყეს ლაპარაკი, უზბეკეთის დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ის ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  5. tvati
    პარტია "საქართველოსთვის":

    გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

    ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას.

    ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემებზე ისაუბრა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა ოცნების ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა. მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რომც დავიჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისივე ოცნების ძალაუფლების დაბალანსება უნდა, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია 1 ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს. შესაბამისად, ლოგიკურად მის ინტერესშიც უდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება.

    ამიტომ, მოვუწოდებთ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. 


     
  6. tvati
    “როდესაც ქვეყანაში ასეთი ინსტიტუციური ქაოსია, ამ დროს საჭიროა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი აირჩიოს არა “ოცნებამ”, ან ვინმე სხვამ, არამედ აირჩიონ პირდაპირ ჩვენმა მოქალაქეებმა.”     მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. GICWmAA8JhzVY2APAK4WBsL5gz84bmdjAAAF.mp4
  7. tvati
    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
    მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში მიიღო.
    გუშინ, თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის ადმინისტრაციამ და მისმა ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა თავიანთი მმართველობა უნდა გააუმჯობესონ.
    ბლინკენმა აღნიშნა, რომ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას სწორედ ამ საკითხზე გაამახვილებდა ყურადღებას.
    შეგახსენებთ, რომ გუშინ, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდა.

    იპნ
  8. tvati
    პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
    „როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე“, - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში.
    შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს.
    მარიუშ კამინსკის დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა.

    იპნ
  9. tvati
    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 250 000 ლარი იქნება, ნაცვლად 25 000 ლარისა.
    როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონი 11 იანვრიდან შევა ძალაში.
    „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას.
    პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ სანქციები. უფრო მეტიც, პარლამენტის მხარდაჭერით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სანქციები ზოგიერთი მშენებლისთვის ბოლომდე შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. ამიტომ, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
    ახალი კანონის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის;
    კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: - III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა).
    ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის.
    კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).
    გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები.
    მინდა ამაზეც მოგაწოდოთ ინფორმაცია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით; მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით.
    მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, მშენებლობის განმახორციელებელი პირები გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს და ერთად ვიზრუნებთ დედაქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახის შენარჩუნებაზე“, -განაცხადა თბილისის მერმა.
  10. tvati
    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
    ცესკო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ.
    „საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად ხორციელდება.
    გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ლელო საქართველოსთვის“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ - “გირჩი“; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“; „კანონი და სამართალი“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პროგრესი და სამართალი“ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას აკმაყოფილებენ და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები ჰყავთ. აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.
    პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1-ელი იანვრიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას მხარდამჭერთა სიის ნიმუში გადაეცემა. პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1-ელი აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
    ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.
    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.
    დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  11. tvati
    ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა - ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
    ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები და დიპლომატიური დაძაბულობა შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით.
    „საზოგადოებას შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა სიტყვა „ოლიგარქის" ძალიან მრავალფეროვანი განსაზღვრება მიაწოდა, ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა. დეფინიცია ნიშნავს ჭარბი ნდობის კი არა, როგორც ივანიშვილი იტყოდა, არამედ ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას იმ ადამიანის ხელში, ვისაც აქვს პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ ეს, ყოველ შემთხვევაში რა თანამდებობაც ახლა უჭირავს, ვფიქრობ, არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, თუმცა გარკვეულ უხერხულობებს შექმნის.
    უხერხულობების შექმნის მთავარი საკითხი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება ფარად ივანიშვილის მხრიდან და ამ შესაძლო სცენარში დიპლომატიური დაძაბულობის შექმნა საქართველოს მხრიდან. გვახსოვს, ივანიშვილის ფულის დაცვაზე რა ხდებოდა, როგორ ჩამწკრივდნენ პრემიერით დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული ყველა თანამდებობის პირი და როგორ იცავდნენ მის ფინანსურ ინტერესებს, როცა ის საერთოდ საჯარო ფიგურას არ წარმოადგენდა, წარმოიდგინეთ, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, როგორ შეიძლება მან გამოიყენოს სახელმწიფო ინსტიტუტები და გადაიყვანოს ეს საკითხი დიპლომატიურ უხერხულობებში.
    სხვათა შორის საინტერესოა, დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის ახლა მოქმედების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ივანიშვილი საჯაროდ დაბრუნებულიყო?"- განაცხადა ლილუაშვილმა.

    იპნ
  12. tvati
    2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9,399-მა მოქალაქემ მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ავრცელებს.
    გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით პირველ ადგილზე სირია იმყოფება. 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი 104,561-მა სირიელმა მოითხოვა. მოწინავე ხუთეულში შემდეგ ადგილებს თურქეთი (62,624), ავღანეთი (53,582), ერაყი (12,360) და ირანი (10,206) იკავებენ.
    მეექვსე ადგილზე მყოფი საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი პირველად 8,414-მა ადამიანმა მოითხოვა. გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა.
    გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სამსახურმა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან თავშესაფარი 448-მა ადამიანმა მოითხოვა, ნოემბერში – 417-მა, ხოლო დეკემბერში – 351-მა.
    სულ, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351,915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ით მეტია.
    შეგახსენებთ, 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნო, რაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას აადვილებს.

    იპნ
  13. tvati
    ახლა რაც ხდება ეკლესიასთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ყველა მხარე ცდილობს ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

     ეკლესია საკუთარ თავს თავად დაიცავს, არ არის საჭირო პოლიტიკური აქტორების ჩართულობა ამ ყველაფერში.

     თვითონ ფაქტი საკმაოდ ჰგავს პროვოკაციას.

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GOKO9xgzNtoQQHgCAPdBhq-UikRzbmdjAAAF.mp4
  14. tvati
    სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
    როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
    საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
    ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
     
    იპნ
  15. tvati
    "ივანიშვილი არის 2012 წლის იდეალებთან და საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი."

     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.  GBc_9Rgjx2d1St4AAMC6zxb5ITtZbmdjAAAF (1).mp4
  16. tvati
    “ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტმა განსაკუთრებით დაგვანახა იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა იყოს ის პირდაპირი წესით არჩეული. იმიტომ, რომ მისი ფუნქციაა დიპლომატების დანიშვნა, ცესკო-სა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენა, მოქალაქეობის მინიჭება, შეწყალების გამოყენება - ესენი ფუნდამენტური საკითხებია. ასევე, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და საგარეო ურთიერთობებში მისი წარმომადგენელი. უმჯობესია, საქართველოს საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს ის მეთაური წარმოადგენდეს, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და არჩეულია მოქალაქეების მიერ.”

     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.  GBVRzRiZxW77S_8AALQ1EgilOnYobmdjAAAF.mp4
  17. tvati
    “ივანიშვილმა, როგორც კი გამოჩნდა, თქვა, რომ „ოცნებას“ შეუზღუდავი ძალაუფლება აქვსო, ეს „ოცნება“ კი თვითონ არის. ახლა შეუზღუდავი ძალაუფლება მე თვითონ უნდა დავაბალანსოო, ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ამის დაბალანსება გინდა, აღვადგინოთ ძველი წესი და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, იყოს პირდაპირი წესით არჩეული. კობახიძემ უკეთ იცის ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ვიდრე ორმა მილიონმა მოქალაქემ?”

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GFs9zRgtpUTZKmQBANNPPcHWs0h2bmdjAAAF.mp4
  18. tvati
    "საინტერესოა ივანიშვილი რას იტყვის კორუფციისთვის სანქცირებულ ოთხ მოსამართლეზე, ჩინჩალაძის და მურუსიძის სასამართლოზე ან ღარიბაშვილის ჩარტერზე."      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.   GICWmABAV1biaz0EABw8pQSk7kkRbmdjAAAF.mp4
  19. tvati
    მგონია, რომ ოპოზიციის ნაწილი ჯერ კიდევ საცივში ბანაობს. საცივიდან თავს რომ ამოყოფენ, ნაბახუსევები რომ გამოფხიზლდებიან და პოლიტიკურ წელს დაუბრუნდებიან, ძალიან კარგად დაინახავენ საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელობას - თუ უკეთესი ინიციატივის თავი აქვს რომან გოცირიძეს ან სხვა ადამიანს, გამოვიდეს და ბრძანოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე მისი პარტიის ინიციატივის შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებას.
    ოპოზიციის ნაწილის შეფასებას, რომ ახლა, აღნიშნული ინიციატივის დაყენება უტოპიაა, სიჭინავა ასე პასუხობს: „ოპოზიციაში ისეთი ადამიანები არიან, ესეც ამ ქვეყნის პოლიტიკური უტოპია მგონია, მაგრამ ხომ არიან და არსებობენ?“.
    „ჩვენ ჩვენი სურვილი და მზაობა გამოვხატეთ, ნაბიჯი გადავდგით და ჩვენი ინიციატივა ვთქვით. თუ უკეთესი ინიციატივის თავი აქვს რომან გოცირიძეს ან სხვა ადამიანს, გამოვიდეს და ბრძანოს - რაზეა საუბარი?! ჩვენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლება დაბალანსდეს და დამბალანსებელი იყოს არა ერთი ადამიანი, ივანიშვილი, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ იმის გარანტი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იქნება“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
    ამასთან, ბერდია სიჭინავა განმარტავს, რატომ დააყენა მისმა პარტიამ აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში სწორედ ახლა. როგორც სიჭინავა ამბობს, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ბოლო პროცესებით როგორც გამოჩნდა, „პირდაპირი ფორმით არჩეულ პრეზიდენტს მაღალი ლეგიტიმაცია აქვს“.
    „თუ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს ნომინალური ფუნქციები აქვს და ხშირად საუბრობენ იმაზე, რატომ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ვფიქრობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტმა განსაკუთრებით დაგვანახა იმის მნიშვნელობა, რომ ის პირდაპირი წესით იყოს არჩეული. პირველი იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტი ძალიან დიდი უფლებამოსილებით არაა აღჭურვილი, დიდი ფუნქციები აქვს, როგორიცაა დიპლომატების დანიშვნა, ცესკო-ს წევრების და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენა, მოქალაქეობის მინიჭება, შეწყალების გამოყენება - ესენი ფუნდამენტური საკითხებია. ასევე, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და საგარეო ურთიერთობებში მისი წარმომადგენელი. სულ რომ ცერემონიული ფუნქციები ჰქონდეს პრეზიდენტს, უმჯობესია, საქართველოს საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური წარმოადგენდეს, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და არჩეულია მოქალაქეების მიერ; ეს ადამიანი წარმოადგენდეს ქვეყანას და არა რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის არჩეული იყოს. მეორე ლოგიკა კი, რაც დროს უკავშირდება ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას სჭირდება მინიმუმ ორი სესია. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დარჩა ზუსტად ორი სესია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
    გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილს დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე მისი პარტიის ინიციატივა არ უკავშირდება მოსაზრებებს, რომ „ივანიშვილს პრეზიდენტობა უნდა“.
    მისივე თქმით, ივანიშვილის დაბრუნებას, რაღაც ფორმით შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე, მაგრამ „ის, რომ მის შემობრუნებას ელექტორალური თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, უტოპია და პოლიტიკური ინფანტილიზმია“.
    „ივანიშვილი არის საკუთარ თავთან და საკუთარ იდეალებთან დამარცხებული ადამიანი, რა იდეალებითაც მოვიდა 2012 წელს. 2012 წელთან დამარცხებული ადამიანია ივანიშვილი. ეს თვითონაც კარგად იცის. დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავთან რომ რჩება და საკუთარ გუნდს გადახედავს, იცის, რა იდეალებით მოდიოდნენ ეს ადამიანები და 2023 წელს მესამედ მობრუნებული რას სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს. რა მიზნით დაბრუნდა, მარტივია, ბევრი ფაქტორია - მიუხედავად ყველაფრისა, არ ენდობა იმ ბიჭებს, რომლებიც დატოვებული ჰყავს ხელისუფლებაში; მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ ისტორიულ მინიმუმზეა „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
    შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება და პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი წესით, მოქალაქეებმა აირჩიონ. რაც შეეხება საკითხზე პოლიტიკურ შეფასებებს, მაგალითად, „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა კი თქვა, რომ პარტიას - „საქართველოსთვის“, იდეების კრიზისი აქვს.

    იპნ
  20. tvati
    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს, როგორ დაიცვან თავი რესპირაციული ვირუსებისგან და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.
    როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვირუსის პროფილაქტიკისთვის სასურველია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება, სამედიცინო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება.
    ამასთან, სპეციალისტის განმარტებით, თუ ბავშვს ან ხანდაზმულს ტემპერატურა 2 დღეზე მეტ ხანს გაუგრძელდება, ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
    „რესპირაციული ვირუსების აქტივაციის სეზონია, რადგან ზამთარია და ასე იქნება დაახლოებით აპრილის ბოლომდე სხვადასხვა ინტენსივობით. წამყვანი იქნება სამი რესპირაციული ვირუსი - გრიპი, RSV [რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი], კორონავირუსი. სხვადასხვა ეტაპზე მათი ხვედრითი წილი ცირკულაციაში სხვადასხვა იქნება. ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, ხან მესამე.
    პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მთავარია ყურადღების მიქცევა, ბავშვებზე, ახალშობილებსა და ხანდაზმულებზე - ყველაზე მეტად მათ ერჩით [ვირუსი], რადგან მათი იმუნური სისტემა ძლიერი არაა. ამ სამი ვირუსიდან მხოლოდ ერთის საწინააღმდეგო აცრა გვაქვს. ეს არის გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია და საკმაოდ კარგია. დაინერგა უკვე ეს კულტურა - იცრება ყველა რისკ ჯგუფი. მოქალაქეებმა, სასურველია, მიმართონ ამცრელ კაბინეტებს და აქტიურად აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, არ არის კორონავირუსის, „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამიტომ, რეკომენდაცია რჩება საერთო - ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებები - ეს არის დახურული შენობების ხშირი განიავება, ხელების ხშირი დაბანა. თუ ბავშვს ან მოხუცს ტემპერატურის მატება აქვს და ეს ტემპერატურა 2 დღეზე მეტია 38-39 გრადუსის ფარგლებში, აუცილებელია კონტაქტი ოჯახის ექიმთან და მისი რეკომენდაციების მიხედვით დაავადების მართვა. ეს დაავადებები ძირითადად იმართება ამბულატორიულ დონეზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და სწორედ ექიმი წყვეტს, როდის უნდა მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. ამავე დროს, რეკომენდაციაა, რომ ამ დროს სამედიცინო დაწესებულებებში ყველამ გამოიყენოს ნიღაბი - თანამშრომელმა თუ მიმსვლელმა.
    ასევე, ვიტყოდი, რომ ამ სეზონზე დიდი თავშეყრის ადგილებში სასურველია, რომ ადამიანებმა გამოიყენონ ნიღაბი, რადგან, კორონავირუსის პანდემია დასრულებულადაა გამოცხადებული, მაგრამ კორონავირუსს ჯერჯერობით ვერ მოვსპობთ, ის ცირკულირებს და ისევ გარკვეული ტვირთი აქვს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
     
    იპნ
  21. tvati
    ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქმრის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, კლინიკაში შეყვანისას, სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა.
    მისივე თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
    „სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი და სასიცოცხლო ჩვენებით პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა,“ - აცხადებს ექიმი „ინტერპრესნიუსთან“.
    შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

    იპნ
  22. tvati
    "გახარიას გუნდი პარტია „საქართველოსთვის“ გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმართავს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად. პრემიერს კი მივმართავ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოს ინკლუზიურად."

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. GO6G5RiUQ3Hp_JQCAGBg4nlhZjRabmdjAAAF.mp4
  23. tvati
    "პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებულმა ჩვენმა ინიციატივამ გამოკვეთა ოპოზიციაში კოლექტიური ნაცები და კოლექტიური ქოცები."

     "ოპოზიციას მოვუწოდებ გამოფხიზლდეს..."  

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGq00BgnQMrPJy0BAGurG_ir6IofbmdjAAAF.mp4
  24. tvati
    "ივანიშვილი არის 2012 წლის იდეალებთან და საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი."

       ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. GBc_9Rgjx2d1St4AAMC6zxb5ITtZbmdjAAAF.mp4
  25. tvati
    ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.
    როგორც მან განმარტა, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 80-მდე გაიზარდა.
    „გრიპის და გრიპისმაგვარ ვირუსებში განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ გვაქვს. ბავშვებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, ხველა.
    ყველა ამ ნიშნის გამოვლენისას უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია.
    გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია.
    აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.
    ახლაც ჩვენს კლინიკაში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს გრიპის და გრიპისმაგვარი კლინიკურ ნიშნებით ფილტვების ანთება უდასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ფილტვების ანთების გართულება ახასიათებს.
    ეს ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც საჭიროებს კლინიკაში მართვას. გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, ასეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე, კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, შესაბამისი პრეპარატი უნდა მიიღოს.
    თუ დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია. მომართვიანობა გაზრდილია, ასე იყო წინა წლებშიც, საქართველოში დეკემბერი - იანვარი ყოველთვის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების აქტიურობის მაქსიმალური პერიოდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი. სავარაუდოდ, წელს გრიპის სეზონი ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც წინა წლებში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

    იპნ
×
×
  • შექმენი...