Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
    სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.
    რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

    იპნ
  2. tvati
    მივმართავთ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიების (იმედის, რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებელის) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს:
    ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია ოცნების პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად.
    ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია ნაცმოძრაობის ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს., - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "საქართველოსთვის წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 

     
    მისივე თქმით, "ოცნება" დღეს "ნაცების" მსგავსად მედიას იყენებს მოდელირებული რეალობის შექმნის, fake-ის გავრცელებისა და ხალხისათვის სიმართლის დასამალად.
    "სააკაშვილის მოგონილი მედია ბოიკოტის კოპირების გზით, შეშინებული კობახიძეები, მდინარაძეები, კალაძეები და სხვები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაცვლად, სტუდიებში სხედან და კომფორტულად, საკუთარ თავს ელაპარაკებიან.
    ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და „ოცნებას“ გახსნან  სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის.
    გახსნან პირდაპირი ეთერები ყველასთვის! ვიმეორებ ყველასთვის და არა მხოლოდ სააკაშვილის თათბირების გასაშუქებლად, სასამართლო დარბაზიდან!
    ჩვენ, გახარიას გუნდი, მოგმართავთ თქვენ, ივანიშვილის დამცველებს,  მოდით დებატებში მოქალაქეებისთვის მწვავე პრობლემებზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, შრომის პირობების დაცვასა და მინიმალურ ხელფასზე, დასაქმებაზე, გაზრდილ ფასებზე, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევის პრობლემაზე. პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირ არჩევაზე, საარჩევნო ბარიერისა და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პროცესზე. თქვენივე ტელევიზიებში, იმედზე მაგალითად.
    ჩვენ, ასევე ველოდებით ივანიშვილისგან თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე.
    შეგახსენებთ, რომ საარჩევნო წელს, ტელევიზიებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საეთერო დრო დაუთმონ ყველა პოლიტიკურ აქტორს თანაბრად. პოლიტიკური დებატების გარეშე მოქალაეები ვერ გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს, რაც არჩევნების სამართლიანობას უქმნის რისკებს.", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 
  3. tvati
    დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა.
    ფრედერიკ X-მ სამეფო ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც დედამისმა, დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ხელი მოაწერა გადადგომის დეკლარაციას და შვილს გვირგვინი ოფიციალურად გადასცა.
    ტახტის გადაცემა დღეს, 14 იანვარს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ქრისტიანსბორგის სასახლეში შედგა. ამის შემდეგ კი, ტრადიციისამებრ, ქრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან დანიის-პრემიერ მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, ახალი მეფის ტახტზე ასვლის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა. ისტორიული მომენტის სანახავად კოპენჰაგენის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
    დედოფალი მარგრეტე II, რომელსაც დანიის სამეფო ტახტი 52 წელი ეკავა, ევროპაში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქია. 83 წლის დედოფალმა გადადგომის შესახებ საახალწლო მიმართვაში 31 დეკემბერს განაცხადა.

    netgazeti
  4. tvati
    საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომელთაც ბრალად ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ.
    როგორც ბერძნული მედია წერს, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია.
    მედიის თანახმად, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში კიდევ 13 უცხოელი იმყოფება, რომელთაგან 7-ზე დეპორტაციის პროცედურები დაიწყო.
    მედიის ცნობით, პოლიციამ სახლების და საწყობების ძარცვის 35 ფაქტი, 1 ყაჩაღობის და გამოძალვის 2 ფაქტი გახსნა. მათივე ცნობით, ამოღებულია პისტოლეტი, რევოლვერი, რამდენიმე ვაზნა, ცეცხლსასროლი იარაღი, გასაღებები, საკეტები და კარების სახელურები, ელექტრონული მოწყობილობები, ნახატები, სამკაულები, მაჯის და ჯიბის საათები და ა.შ.
    ბერძნული მედიის თანახმად, გამოძიებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებმა, სულ მცირე, 2022 წლის ოქტომბრიდან დააარსეს და შეუერთდნენ კრიმინალურ ორგანიზაციას. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედებებით 200 000 ევროზე მეტი მიიღეს, ხოლო რიგ შემთხვევებში მათი მონაწილეობის გამოძიება მიმდინარეობს.
    მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება მათი დანაშაულებრივი ქმედების სრული მასშტაბის და ამოღებული ნივთების წარმომავლობის დასადგენად, რომელიც, სავარაუდოდ, მოპარულია.

    netgazeti
  5. tvati
    ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი მოქალაქე დააკავეს.
    გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

    ipn
  6. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.
    „ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს.
    „ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. გვახსოვს რაკეტების შესახებ, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესახებ, რომელიც უფრო მეტი იქნება. ვზრდით ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას აქვს საკმარისი პოტენციალი ამ რთული ომის გზაზე გასავლელად. ჩვენ გვაქვს მსოფლიო გაერთიანების პოტენციალი. გამარჯვების პოტენციალი გვაქვს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს და უკრაინის გვჯეროდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

    ipn
  7. tvati
    დღეს, 14 იანვარს, ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საზოგადოებას ორბელიანების სასახლიდან მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
    როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა მხოლოდ მატერიალური სიმბოლო არაა და ერთიანობის გამოხატულებაა. ამიტომ მისი თქმით, ყველას ევალება დროშის პატივისცემა და ყველა უნდა გრძნობდეს იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს.
    როგორც სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ახალგაზრდებ მიმართა, რომ ამ დროშის ქვეშ არსებული ფასეულობების შეცვლის და საქართველოდან სხა სურათის გატანის უფლება არავის მისცენ.
    14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
    ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რესპუბლიკის გამოცხადება, ისე დევნილობა და ხელახალი დამოუკიდებლობა.
    როგორ იქმნებოდა საქართველოს დროშები, რა გზა გაიარეს მათ, ნახეთ აქ:
    სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე: საქართველოს დროშების ამბავი

    netgazeti
  8. tvati
    გორში ძაღლი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
    როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ვადით.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
    „ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
    14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
    ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რესპუბლიკის გამოცხადება, ისე დევნილობა და ხელახალი დამოუკიდებლობა.
    როგორ იქმნებოდა საქართველოს დროშები, რა გზა გაიარეს მათ, ნახეთ აქ:
    სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე: საქართველოს დროშების ამბავი

    ნეტგაზეთი
  10. tvati
    ლაზერულ-სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით, ტროპიკული ტყეების ეკვადორის ნაწილში თიხის ბორცვებისა და დამარხული გზების ქსელი გამოავლინეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამაზონის ჯუნგლებქვეშ, ამ დაკარგულ ქალაქებში, 2000-ზე მეტი წლის, წინ სულ მცირე 10 000 ადამიანი ცხოვრობდა.
    ეს თიხის ბორცვები და დამარხული გზები ეკვადორში დაახლოებით 30 წლის წინ პირველად შეუმჩნევია საფრანგეთში კვლევების ეროვნული სააგენტოს არქეოლოგ სტივენ როსტეინს, რომელიც მაშინ ორ დასახლებაში აწარმოებდა გათხრებს.
    “მაგრამ მაშინ არ ვიყავი დარწმუნებული. არ გვქონდა სრული წარმოდგენა მთელ რეგიონზე”, – ამბობს როსტეინი.
    თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კვლევები 2015 წელს განახლდა და ჟურნალ Science-ში 11 იანვარს გამოქვეყნდა ინფორმაცია ახალი აღმოჩენების შესახებ.
    ლაზერულ-სენსორული ტექნოლოგიით მიღებულ გამოსახულებებზე ჩანს, რომ ეს ტერიტორია ერთმანეთთან დაკავშირებული დასახლებებითა და მათ შორის გზებით არის დაქსელილი, რაც დროთა განმავლობაში ტყემ დაფარა.
    მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ტერიტორიაზე უპანოს ხალხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვის 300-600 წლებამდე ცხოვრობდა, რომის იმპერიის დროს. 
    აღმოჩენილი  გზები 10 მეტრის სიგანისა და 20 კილომეტრამდე სიგრძისაა. 6000-ზე მეტ თიხის ბორცვზე საცხოვრებელი და საზეიმო დანიშნულების ნაგებობებია აღმართული. ბორცვებს გარშემო არტყია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინდვრები სადრენაჟო არხებით.
    კვლევას ეხმაურებიან არქეოლოგები, რომკებსაც პირადად მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასეთია ხოსე ირიარტე, ინგლისში ექსეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგი.
    “ამაზონს ხშირად თვლიან ხელუხლებელ ველურ ბუნებად, სადაც ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფებს უცხოვრიათ. მაგრამ ბოლოდროინდელი აღმოჩენები გვაჩვენებს, სინამდვილეში რამდენად კომპლექსურია ჩვენი წარსული ”, – ამბობს არქეოლოგი. 
    უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა  არაერთი მტკიცებულება აღმოაჩინეს, რითაც ჩანს, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეებში საზოგადოებები მანამდე ცხოვრობდნენ, სანამ იქ ევროპელი კოლონიზატორები ჩააღწევდნენ, მათ შორის ბოლივიისა და ბრაზილიის ტერიტორიებზე. ეს ადამიანები არც მხოლოდ მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, როგორც ეს ბევრს სჯეროდა.
    “ამაზონის ტერიტორიაზე ყოველთვის წარმოუდგენლად მრავალფეროვანი ადამიანები სახლობდნენ. მათ შესახებ მხოლოდ ახლა ვიგებთ”, – ამბობს არქეოლოგი როსტეინი და იხსენებს, რომ კვლევების წარმოებისას ყველა მომდევნო დღე შობას ჰგავდა, რომელიც მეცნიერებს ახალ საჩუქარს უგზავნიდა. 
    მეცნიერებმა უპანოს ხეობაში სულ 5 დიდი და 10 მომცრო დასახლება აღმოაჩინეს. ეს დასახლებები დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა განფენილი. 
    “ეს ურბანიზმია”, – ამბობს კვლევის მონაწილე ერთ-ერთი არქეოლოგი ეკვადორიდან და ამატებს, რომ ეს ახალი აღმოჩენები, სავარაუდოდ, მხოლოდ აისბერგის წვერია. 
    ლიდარი, ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ტყის საფარქვეშ უძველესი ქალაქები დაენახათ, სრულიად ცვლის მეცნიერთა წარმოდგენას ამაზონზე. “რევოლუციურად ატრიალებს ჩვენს ცოდნას კოლუმბამდელი ამაზონის შესახებ”, – ამბობს კარლა ჯეიმს ბეტანკური, ბონის უნივერსიტეტის არქეოლოგი.
    მთავარ ფოტოზე: ლიდარის ტექნოლოგიით მიღებული გამოსახულება ადგილისა, სადაც ქალაქები აღმოაჩინეს. 

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი კონგრესში „რესპუბლიკელები“ უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ.
    „თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ”, - აღნიშნა ბაიდენმა.
    მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან.
    “ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად ვარ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო საზღვარზე. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

    იპნ
  12. tvati
    14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
    საქართველოს პრეზიდენტის ადიმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში 16:00 საათზე ღონისძიება გაიმართება, აღიმართება სახელმწიფო დროშა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა.
    ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ოფიციალურ ცერემონიას დაესწროს.
    14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გამოცხადდა.

    იპნ
  13. tvati
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს.
    "ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!", - წერია განცხადებაში.
    საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

    იპნ
  14. tvati
    "დღევანდელ ბიძინას შეხედეთ ვინ იცავს, კეზერაშვილის მოადგილე, ირაკლი კობახიძე. 2012 წლის მერე წარმოიდგენდით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს დაიცავდა კეზერაშვილის მოადგილეებით, კობახიძეებით და ამ გაურკვეველი ხალხით? წარმოიდგინეთ, რამხელა შიშთან გვაქვს საქმე."

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
  15. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამინდი 12 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქალი და ქარბუქი. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული და ელექტროგადამცემი ხაზების შემოყინვა. 14-15 იანვარს, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.
    დედაქალაქში 13 იანვარს ტემპერატურა 1-4 გრადუსი იქნება, 15 იანვარს კი -2 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4- ბალიანი შტორმული ღელვა.
    “დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
    მოსალოდნელი ამინდიდან გამომდინარე, შესაძლოა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    „რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას: უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ ამას, ვიდრე ეს დეკემბერში იყო. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გრძელვადიანი დახმარების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება 1 თებერვალს იქნება ცნობილი.

    იპნ
  17. tvati
    "ადამიანი, თუ ფიქრობს, რომ ამ მინიონებს ამოეფარება უკან, რომელთა სიტყვასაც ფასი არ აქვს და ირაკლი კობახიძისგან შეიკერავს აბჯარს, ესე არ გამოვა. ამის უფლებას არ მივცემთ. რატომ გამოვიდა ივანიშვილი? იმიტომ, რომ ამ მინიონებს არ აქვთ რესურსი ეს ადამიანი სამალავში ამყოფონ.
     ივანიშვილი არის საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი. 2012 წლის იდეალებთან დამარცხებული ადამიანი. ივანიშვილს, პირველ რიგში, ხალხთან აქვს სალაპარაკო, მაგრამ სათქმელი რომ არაფერი აქვს, ამიტომ ჰყავს გამოყრილი ეს მინიონები."

    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 
  18. tvati
    ჩვენ არც ოლიგარქი გვყავს, არც მილიონები გვაქვს და არც საკუთარი მედია გაგვაჩნია. ჩვენს პარტიას რაც აქვს არის: კეთილსინდისიერება; იდეა და სიმართლე და ამას ვერაფერი გააჩერებს.

     როცა დასჭირდებათ, ივანიშვილს ზუსტად იგივე სიტყვებით მოიხსენიებენ, როგორც დღეს გახარიას მოიხსენიებენ. პირველივე დახლზე გაყიდიან ივანიშვილს და ეს თავად ივანიშვილმაც კარგად იცის.


    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 
  19. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.
    ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
    „როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

    იპნ
  20. tvati
    კობახიძის კრიტიკა არ გაიშვას - ამ კაცმაც [ირაკლი კობახიძემ] და ბიძინა ივანიშვილმაც კითხვებზე პასუხი კარგად იციან, კობახიძეს ეს უბრალოდ რიტორიკისთვის თუ უნდა, ეს არის მისი ბზუილი გახარიასთან - გამოდიან მინიონები და ბიძინა ივანიშვილის დაცვას ცდილობენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება შეაფასა.
    ლილუაშვილი საკუთარი პარტიის სახელით „ქართულ ოცნებას“ დებატებში იწვევს და ამბობს, რომ საჯაროდ უნდა ისაუბრონ კითხვებზე, რაც მმართველ პარტიას აქვს და მოისმინონ პასუხები.
    „ჩამოთვლილი საკითხები, რაზეც კობახიძემ ისაუბრა, უამრავჯერ დასმული კითხვებია და ჩვენ მიერ არაერთხელ, მათ შორის კობახიძის მიერ, არაერთხელ გაცემულია პასუხები. მას თუ არ უნდა, გაიგოს ამ კითხვებზე პასუხი, ეს სხვა საკითხია. თუ კითხვებზე პასუხი უნდა, გამოვიდეს, გახსნან ეთერები, დებატებში დავსხდეთ, ვისაუბროთ. მოდი, ბატონო ირაკლი, დავსხდეთ, ვისაუბროთ, ყველა იმ საკითხზე, რაზეც პოსტში ისაუბრეთ. გვითხარით, რა კითხვები გაქვთ, ჩვენ პასუხებს მოგასმენინებთ. კარგად იცის ამ კაცმაც [ირაკლი კობახიძემ] და ბიძინა ივანიშვილმაც კითხვებზე პასუხი, ჭარბადაა ინფორმირებული თითოეულ საკითხზე. სხვა შემთხვევაში, ეს თუ კობახიძეს უბრალოდ რიტორიკისთვის უნდა, ეს არის მისი ბზუილი გახარიასთან.
    ივანიშვილი გამოვიდა კულისებიდან პოლიტიკაში, რაღაცები ისაუბრა და ისევ დაიმალა. გამოვიდა, რაღაცები ისაუბრა, მათ შორის გახარიასთან მიმართებით და მერე უცებ მიიმალა. ახლა გამოდიან მინიონები და ივანიშვილის დაცვას ცდილობენ. ჯერ ამათი დასაცავი რომ გახდა, ეს მისთვის ალბათ, მძიმე მოცემულობაა. მათ [მინიონებს] აქვთ ქცევითი ქმედებები, რომ ყველა ერთ ხმაში საუბრობს და იმავეს ვხედავთ „ოცნების“ წარმომადგენლებისგან. მეგობრებო, თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, აგერ ვართ. მესმის, რომ კარგად გამოცდილი პიარტექნოლოგი ჰყავთ და ურჩევენ ამ საკითხებს, მაგრამ ასე ვერ დაიცავთ ივანიშვილს. მისი გადასაწყვეტი იყო კულისებიდან გამოსვლა და ახლა ვინღა შეაბრუნებს, ვინ მისცემს მათ ამის საშუალებას? გახარია მაგის საშუალებას არ მისცემს“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
    მისივე თქმით, „საუბარია არა მხოლოდ დებატებზე, არამედ ყველანაირ პლატფორმაზე, სატელევიზიო ეთერზე, სასამართლოზეც კი და ყველაფერზე, სადაც შეიძლება უაპელაციოდ სიცრუით დაფიქსირებული პოზიცია, დაადასტუროს [ირაკლი კობახიძემ]“.
    „თუ ვინმეს რამე აქვს ამ პოზიციის დასადასტურებელი, ნებისმიერ საჯარო სივრცეში დაჯდეს ბატონი ივანიშვილი გახარიას პირდაპირ და ამაზე ისაუბროს, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია?! საქმეს მიხედეთ, მეგობრებო. ასე ივანიშვილს ვერ დაიცავთ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
    მისივე თქმით, კობახიძის რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობისას“ ემთხვევა.
    „რომ არ ვიცოდე, რომ ეს პოსტი კობახიძისაა, მეგონებოდა, რომ „ქართული ოცნების“ „თავმჯდომარეობა ახეული“ ადამიანის პოსტი კი არაა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის. ერთი-ერთში იგივე ფორმულირებით საუბრობს კობახიძე თავის პოსტში. ადამიანი, რომელიც, გახსოვთ, 20 ივნისის დროს როგორ იმალებოდა ბაქოში. თუ მათ კითხვები აქვთ, ჩვენ მათზე პასუხები გაგვივრცელებია, თუ კითხვები დარჩათ, მათსავე პლატფორმაზე, მოდით, მეგობრებო - ამ საკითხებთან მიმართებით გახსენით „იმედის“ ან სხვა რომელიმე ტელევიზიის ეთერი, დავსხდეთ ვიდებატოთ. თქვით, თქვენი არგუმენტები, რა პოზიცია გქონდათ 20 ივნისის მოვლენების დროს ბაქოდან, თუნდაც ბასიანთან დაკავშირებით. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქ ჩამოარაკრაკეთ, არავის დაავიწყდეს, ვინ რა პოზიციაზე იდგა თავის დროზე“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
    შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეთავაზებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „აქსიომური ჭეშმარიტებაა, რომ გახარია მოღალატეა“.
    „არ გვაქვს კითხვები, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ლომჯარიას კარნახით - დებატებზე ნუ გაიქაჩება და „ეტიკტოკოს“ ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის ბოლო თვეებს ითვლიან“, - განაცხადა კობახიძემ.

    იპნ
  21. tvati
    თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
    მათივე ცნობით, გზის კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
    საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  22. tvati
    მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი - კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს - მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძეს უპასუხა.
    ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან "ქართული ოცნების" ლიდერები და გახარიასთან დაკავშირებულ საკითხზე თავად ივანიშვილმა უნდა ისაუბროს საჯაროდ.
    "მე არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური "ფოლოვერი" ყოფილა „ტიკ-ტოკზე“. ვურჩევდი, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება, მძიმე ეტაპი აქვს ცხოვრებაში და კიდევ უფრო დაუმძიმდება სამწუხაროდ. ჩემი „ტიკ-ტოკის“ ვიდეოების ყურებით განიმუხტება.
    რაც შეეხება დანარჩენს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინიონები რას იტყვიან. მთავარია ის, აპირებს ბრალდებებზე, რაც ისმის ივანიშვილის მხრიდან სამი წელია გახარიას მიმართ, აიღოს ანგარიშვალდებულება და საზოგადოების წინაშე თავად ისაუბროს, თუ აპირებს ისევ დაიმალოს და ამ მინიონებით გააგრძელოს საუბარი. მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი,"- განაცხადა ბუჩუკურმა.
    შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეთავაზებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „აქსიომური ჭეშმარიტებაა, რომ გახარია მოღალატეა“.
    „არ გვაქვს კითხვები, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ლომჯარიას კარნახით - დებატებზე ნუ გაიქაჩება და „ეტიკტოკოს“ ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის ბოლო თვეებს ითვლიან“, - განაცხადა კობახიძემ.

    იპნ

  23. tvati
    საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა დაძაბულობა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
    „ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავ შენარჩუნებული იყო ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლებაზე შეზღუდვებსა და თავდასხმებს, არასამართლიან შრომით პირობები. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია არ მოიცავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
    Human Rights Watch -ი აცხადებს, რომ ნოემბერში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იმ პირობით, რომ ის განახორციელებს შემდგომ რეფორმებს.
    ანგარიშში ყურადღება ეთმობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ უკან გაიწვიეს.
    „თებერვალში, მმართველი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციამ წამოიწყო საკამათო კანონპროექტის ორი ვერსია: ერთი, რომელიც მოითხოვდა, რომ არასამთავრობო ჯგუფები და მედიასაშუალებები, რომლებიც იღებენ თავიანთი წლიური შემოსავლის 20 პროცენტს ან მეტს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“. მეორე კი მსგავს მოთხოვნებს უწესებდა ინდივიდუალურ პირებს.
    კანონპროექტებს ფართო კრიტიკა მოჰყვა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და სხვათა მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებდა, რომ კანონპროექტების მიზანი დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა იყო, მათი საჯარო განცხადებები იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ აპირებდნენ დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციასა და დასჯას.
    საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო ერთ-ერთი კანონპროექტი. ორდღიანი მასიური საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკან გაიწვია იმ მოტივით, რომ ვერ შეძლეს კანონპროექტი საზოგადოებისთვის განემარტათ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
    Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთავრობის მტრული რიტორიკა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა საკითხებში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, გამოთქვა შეშფოთება ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებების შელახვის სისტემატური ძალისხმევის შესახებ.
    „სექტემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ სავარაუდო „გადატრიალებაზე“, რომლის მიზანი აქტივისტების გადაბირება, სამოქალაქო არეულობის გაღვივება და საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო. ამერიკის საელჩომ კატეგორიულად უარყო ბრალდება. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა დაკითხეს ათიოდე აქტივისტი, ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის დოკუმენტებზე, რათა აღეკვეთათ მათ მიერ საქმის საჯაროდ განხილვისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

    იპნ
  24. tvati
    მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა. ოქტომბრისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 37 საჩივარი და დაიწყო 12 გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში მავნე ჩარევის ფაქტზე, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
    ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.
    ამასთან, Human Rights Watch-ის ანგარიში პარლამენტის მიერ მიღებულ აკრედიტაციის წესსაც ეხება.
    „თებერვალში პარლამენტმა მიიღო ახალი, შემზღუდველი რეგულაციები მედიის აკრედიტაციის შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უფლებას აძლევს ხელისუფლებას აუკრძალოს ჟურნალისტებს პარლამენტში პარლამენტის წევრებისთვის კითხვების დასმა, თუ ისინი უარს იტყვიან ინტერვიუზე. ჩინოვნიკებმა ცვლილებების გასამართლებლად მედიის მიერ დეპუტატების შევიწროება დაასახელეს. სახალხო დამცველის ოფისმა გააკრიტიკა მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ეფექტური გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის წესები. წესის მიღების შემდეგ, პარლამენტმა წამყვანი კრიტიკული მედია საშუალებების 9 ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა. ჟურნალისტების თქმით, ეს მათი კრიტიკული კითხვების გამო მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
    ანგარიშში, ასევე, საუბარია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანაზეც.
    „ოქტომბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკამათო ცვლილებები, რომლებიც აფართოებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, დაისაჯოს სამაუწყებლო „კონტენტი“, რომელიც შეიცავს უხამსობას, სიძულვილის წაქეზებას ან ტერორიზმს. ცვლილებები კომისიას უფლებას აძლევს დააწესოს სანქციები, მათ შორის სოლიდური ჯარიმების დაკისრება და მედია საშუალებისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერება. ადრე კომისიას შეეძლო ასეთი ქმედებების განხორციელება მხოლოდ საჩივრების საპასუხოდ. ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს ცვლილებები და განაცხადეს, რომ ის ქმნის ცენზურის და იმ მაუწყებლების მუშაობაში თვითნებური ჩარევის სერიოზულ რისკებს, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას“, - აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

    იპნ
  25. tvati
    ივანიშვილი გამოვიდა კულისებიდან პოლიტიკაში, რაღაცები ისაუბრა, მათ შორის გახარიასთან მიმართებით და მერე უცებ მიიმალა. ახლა გამოდიან მინიონები და ივანიშვილის დაცვას ცდილობენ. ჯერ ამათი დასაცავი რომ გახდა, ეს მისთვის ალბათ, მძიმე მოცემულობაა.

     თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, აგერ ვართ. მესმის, რომ კარგად გამოცდილი პიარტექნოლოგი ჰყავთ და ურჩევენ ამ საკითხებს, მაგრამ ასე ვერ დაიცავთ ივანიშვილს. მისი გადასაწყვეტი იყო კულისებიდან გამოსვლა და ახლა ვინღა შეაბრუნებს, ვინ მისცემს მათ ამის საშუალებას? გახარია მაგის საშუალებას არ მისცემს.

       ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
×
×
  • შექმენი...