Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინის ეკონომიკა, სანაცვლოდ კი უკრაინა დასავლეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
    მისივე თქმით, „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას ეხება, ძალიან ცდება”.
    უკრაინის პრეზიდენტმა ომის გაყინვის საფრთხეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „მტაცებელია, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით”. მისი თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, პუტინი წახალისებული იყო დასავლეთის მოწოდებებით უკრაინის მიმართ, არ მოეხდინათ ესკალაცია.
    უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა იმაზეც, რომ გვიანდება აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარება. როგორც მან თქვა, „უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ურჩევდა, ვინაიდან ეს კრიზისს გააღრმავებს”.
    კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ შავი ზღვრის ბლოკირებამ ბევრი სახელმწიფოსთვის აგრარული სექტორის ფასების პოლიტიკის დემპინგი განაპირობა, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა „უბრალოდ პურის გარეშე დარჩა”.
    სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსიის ფორმატში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა დონალდ ტრამპზეც, რომელმაც შესაძლოა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს და განაცხადა, რომ ეს მის ღელვას იწვევს.
  2. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს პარტიის დამფუძნებელი და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ“.
    გახარიას თქმით, მათ „დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება“.
    გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ სთავაზობს დებატებს და პირისპირ საუბარს. მისი თქმით, ის მზადაა პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჟურნალისტთან და გადაცემაში ივანიშვილთან დებატები გაიმართოს.
    პირველად, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში 11 იანვარს გამოიწვია.
    გახარიამ თქვა, რომ ივანიშვილს სთავაზობს დებატებს თუნდაც იმ სასამართლოში, რომელსაც, მისივე თქმით, ივანიშვილი მართავს, ასევე – იმ მედიაპლატფორმებზე, რომლებიც, გახარიას განცხადებით, კონტროლდება ივანიშვილის მიერ.
    შეთავაზებას 12 იანვარს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მან გახარიას ურჩია, რომ „დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურსა და ლილუაშვილს“.

    პუბლიკა
  3. tvati
    გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ევროპაში 1930-იან წლების, ნაცისტური გერმანიის აგრესიის დაწყების პერიოდის მსგავსია.
    კემერონის თქმით, უკრაინა მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ხოლო მოსკოვის აგრესია თაობის გამოწვევაა.
    „ესაა გამოწვევა ჩვენი თაობისთვის. მსგავსია ვითარებისა, რომელშიც 1930-იან წლებში საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იყვნენ. პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, უნდა დავუპირისპირდეთ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი [უკრაინაში] შეჭრა წარმოადგენს“, – ციტირებს მას The Kyiv Independent.
    რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის როგორც წინა, ასევე ახლანდელი მთავრობა უკრაინას მხარს უჭერს როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
    დაშოშმინება/დაშოშმინების პოლიტიკა – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის მიერ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაცისტური გერმანიის მიმართ არჩეული მიდგომაა, რომლის მოკლე აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული დათმობების სანაცვლოდ შეიძლება აგრესიულ სახელმწიფოსა თუ ლიდერს უარი ათქმევინო იმპერიულ ამბიციებზე.

    ნეტგაზეთი
  4. tvati
    პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგარამოვამ გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა.
    "დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. ვინაიდან დღეს დაკითხული მოწმეები იმ სახლში არ იმყოფებოდნენ, სადაც ბიძის ჩართულობა და როლი გამოიკვეთა, მათ არ უსაუბრიათ. დედის მოტივზე თავად დედამ უნდა ისაუბროს, საქმეში ლოგიკური კავშირით რაც დადგენილია, არის ის, რომ ბავშვმა დედას დაურეკა, რისი მიზანიც იმ გარემოს მოშორება იყო, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ ბავშვი დედასთან ერთად დაბრუნდა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა",- განაცხადა პროკურორმა.
    კითხვაზე, მკვლელობაში ბრალდებულს ხომ არ უსვრია და ხომ არ დამუქრებია მოკლულის დედას, პროკურორი პასუხობს, რომ ეს გამოძიებით დადგენილი არ არის.
    "დღევანდელ სასამართლო პროცესზე მეც, ბრალდებულ ეგანასაც ჰქონდა კითხვების დასმის საშუალება და მან კითხვები დასვა, თუმცა, ამ საკითხებზე არ უსაუბრია, არ უკითხავს იმ მოცემულობით, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაემუქრა, იარაღი ისროლა. ჩვენ გამოძიებით ეს გარემოებები დადგენილი არ გვაქვს, შესაბამისად, გამოძიებით არსებულ გარემოებებზე შემიძლია ვისაუბრო, ეს არ ყოფილა გამოკვეთილი, თავად ბრალდებულს ამ საკითხებზე არ უსაუბრია",- განაცხადა გოგრიჭიანმა.
    ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე არასრულწლოვნის დედა
    ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი დააკავეს. ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
    რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.
    მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

    იპნ
  5. tvati
    საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.
    სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს.
    „საქართველოში კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზი არსებობს: გარდა წმინდა სტატისტიკურისა, ანუ რუსეთის აქტიური მოქალაქეების შემოდინება ქვეყანაში, ამას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა“, - განმარტავს ანალიტიკური კომპანია Finion-ის დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი გამოცემასთან საუბარში და დასძენს, რომ საქართველოში ინდმეწარმეს შეუძლია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 1%, ხოლო შპს-ს მფლობელს შეუძლია არ დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად, სანამ მისი ბრუნვა 100 000 ლარს არ მიაღწევს.
    „გარდა ამისა, საქართველოში რუსებს და ბელარუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვის“, - განმარტავს კომპანია Finion-ის დირექტორი.

    იპნ
  6. tvati
    ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
    პოლიციის ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი გასული წლის ივნისში.
    სულ, ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ იმყოფება და ახლა იძებნება, ხოლო ერთი მათგანი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის უკვე იხდის.
    ადგილობრივი პოლიცია დაკავებულების მიერ ჩადენილ სხვა შესაძლო დანაშაულებს იძიებს.

    იპნ
  7. tvati
    "ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბარიერის დაწევის გადაწყვეტილებას, თუკი ეს მის ინტერესში შევა."

    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF (1).mp4
  8. tvati
    "კალაძე, იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა თბილისელებისთვის, როგორც სჩვევია, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ მინდა ვუთხრა მას, რომ სიმართლეს ვეღარ დაემალება."

     გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. GGOJCRlmsXahZpwLABpPgLeAF3gqbmdjAAAF.mp4
  9. tvati
    „ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება - პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი."

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF.mp4
  10. tvati
    "ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ."


    გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
     
    GIac-hjA9933bBUIANodRNBmztJlbmdjAAAF.mp4
  11. tvati
    მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
    ბრალდების მხარე, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.
    სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამასთან, დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდება.
    გამოძიების თანახმად, 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
    სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა.

    იპნ
  12. tvati
    “ტენდერში კომპანიები იმის მიხედვით კი არ შეირჩევიან რა კომპეტენცია აქვთ, არამედ იმის მიხედვით ვინ რისი მომტანია პარტიის საარჩევნო ყულაბაში.”

    ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
  13. tvati
    საქართველოს კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით მომზადებული კვლევით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ.მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
    აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა.
    “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს – ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
    კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, რომ კვლევის მიხედვით მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.
    კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტრენდი მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებებზე, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინში გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.
    „ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა“, – წერია დასკვნაში.
    კვლევის ავტორების თქმით, მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად როგორიცაა 5 გბ. და ულიმიტო წუთები – ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია, 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ, 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია, ხოლო 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია.
    რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე.
    კვლევის მიხედვით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მდგომარეობა ასეთია – ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია.
    ამასთან, კომისიის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, კვლევის მიხედვით, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია:
    „აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55% – 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს – 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით მაღალია.
    რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი, სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის“ — აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
    კომისიის განცხადებით, კომბინირებული შეთავაზებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, ოპერატორების მიერ შეთავაზებული სააქციო ფასები განაპირობებს.
    უფრო კონკრეტულად, კვლევის ავტორების თქმით, კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტ პაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია.
    კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კვლევა ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა (Teligen, TechInsights) საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განახორციელა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ არის შემუშავებული.
    მათი თქმით, სწორედ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად, გამოყენებულია ორი მსხვილი ოპერატორის, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მომსახურებების ფასები, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კვლევაში გამოყენებული მონაცემები კი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან, ყველაზე დაბალ ფასიანს ასახავს ფასები კი მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში.
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა.
     
    ნეტგაზეთი
  14. tvati
    საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
    აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
    მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
    „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა.
    პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  15. tvati
    გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
    თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა.
    პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 16 იანვარს სატელეფონო საუბარი გამართეს.
    გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას.
    2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ გერმანიისგან დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T.

    პუბლიკა
  16. tvati
    ამ წუთის მონაცემებით, უკვე 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია - ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ოთხ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
    მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს.
    „გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მონაცემებით, უკვე ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”. როგორც გითხარით, უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

    იპნ
  17. tvati
    ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
    „როგორ იმუშავებს პრაქტიკაში 30-ზე მეტი ქვეყნის კავშირი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირში შეგვიძლია. ამ პალატამ ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმებისთვის თამამი იდეები უკვე წამოაყენა.
    მომავალ თვეში, კომისია ჩვენს იდეებს, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დებატების წინ, ევროპარლამენტისა და საბჭოსათვის გაგზავნილ კომუნიკაციაში გამოაქვეყნებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
    შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, ევროპარლამენტმა ევროკავშირის რეფორმის აუცილებლობის შესახებ ანგარიში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

    იპნ
  18. tvati
    ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორისგან შემოთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე მიიღო.
    „დღეს საბოლოო შეხვედრა გაიმართა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორთან, რომელთან ერთადაც შევთანხმდით იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება ამ კომპანიის გარე აქტივობების მიმართულებით. ეს გულისხმობს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რაც თავის მხრივ არის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგება; სხვადასხვა ტიპის თემატური ლექციების, სემინარების ჩატარება; ლიტერატურული პრემიების დაარსება და ძალიან ბევრი რამ, რომელსაც ეტაპობრივად გაგაგებინებთ“,- განაცხადა კეკელიძემ.
    გიორგი კეკელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, „რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობდა და განახლების დროა“. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება და დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხზე არ აპირებს. კითხვაზე, გაათავისუფლეს თუ არა კეკელიძე პოლიტიკური ნიშნით, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "ეროვნულ ბიბლიოთეკას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და არც უნდა ჰქონდეს."

    იპნ
  19. tvati
    დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე, დადგინდეს ვისთან მიდიოდა ხალხის ფული, რაც წერეთლის გამზირის ხარისხიან რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის  საკრებულოს წევრებმა გამართულ ბრიგინგზე განაცხადეს. 


    როგორც მათ აღნიშნეს, კორუფცია, მით უფრო სისტემური ხასიათის, საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყანაში ამ ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

    "როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ კომპანიებს,  რომლებიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ, ხელშეკრულებები გაუწყვიტა! 
    წერეთლის გამზირზე სახეზე გვაქვს დროში გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით გამოწვეული ქაოსი, რაც სრულ წინააღმდეგობაშია თბილისელების ინტერესებთან, იცხოვრონ კომფორტულ და უსაფრთხო ქალაქში, თბილისის მერის, ბატონი კალაძის მიერ დანერგილი სისტემური პოლიტიკური კორუფციის პირდაპირი გამოხატულებაა!
    კომპანიებს, რა თქმა უნდა, თავის წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ აქ პირველ რიგში პირადად მერის და მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ის განუკითხაობა, რაც დღეს წერეთლის გამზირზე ხდება, არავის, არც შემსრულებელს და, რაც მთავარია, არც დამკვეთს, ვინც შეარჩია ეს კომპანიები და ხალხის ფული - მილიონობით ლარი, გაფლანგა, არ უნდა ეპატიოს!
    ნებისმიერი თბილისელი დაგიდასტურებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია უხარისხოდ მიმდინარეობს და მაშინ ისმის კითხვა, რატომ მოხვდა ასეთი არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო კომპანიების ხელში ათობით მილიონი ლარი და რატომ მიიყვანა თბილისის მერიამ საქმე აქამდე?!
    სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამუშაოების ხელოვნურად გაწელვით მიზანმიმართულად სარგებლობს კალაძე-კობახიძის დაჯგუფება და პირდაპირი მიყიდვის წესით, ტენდერის გარეშე, მილიონობით ლარს უხდის სასურველ კომპანიას.
    ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი “ოცნების” ყოფილი პრემიერის უახლოესი ნათესავია, რაც დამატებით კითხვებს აჩენს კორუფციულ გარიგებებზე!
    სულ რამდენიმე წელიწადში, როცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თავიდან იქნება ჩასატარებელი, კალაძე აანაზღაურებს ხარჯებს? კალაძე, რომელიც არავინ იცის სად იქნება, ჩვენს მოქალაქეებს კი ისევ საკუთარი შრომით და გადასახახებით ყველაფრის ხელახლა გაკეთება მოუწევთ!
    ამიტომ, ჩვენი გუნდი ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე, დადგინდეს ვისთან მიდიოდა ხალხის ფული, რაც წერეთლის გამზირის ხარისხიან რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები!
    კორუფცია, მით უფრო სისტემური ხასიათის, საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყანაში ამ ქვეყნის ღალატის ტოლფასია! ამიტომაც, ჩვენი გუნდი აგრძელებს დაუნდობელ ბრძოლას ყველას წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის ღალატში მონაწილეობს!
    პროკურატურას მივმართავთ კითხვით, დაწყებულია თუ არა გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება არ მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში  ოფიციალურად მივმართავთ პროკურატურას წერეთლის გამზირის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით!', - განაცხადეს გახარიას გუნდის წევრებმა. 
  20. tvati
    პროფესორი მზექალა შანიძე ენათმეცნიერი და ფილოლოგია. იგი 70 წელზე მეტია ემსახურება ქართულ მეცნიერებას და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს სტუდენტთა მრავალი თაობა ჰყავს აღზრდილი. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
    ქართული მეცნიერების მემატიანე | მზექალა შანიძე
    თბილისის უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარების მოწმე და მონაწილე პროფესორი მზექალა შანიძე ჭეშმარიტი მეცნიერისთვის დამახასიათებელი უბრალოებით გვიზიარებს მოგონებებს.
    ტექსტი: ნათია ხულუზაური ფოტო: CLOUD STUDIO უნივერსიტეტის დამფუძნებლებთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ?
    უნივერსიტეტის დაფუძნება ძალიან დიდი ამბავი იყო. თავდადებული ხალხი იყო ის, ვინც ამისთვის იღვწოდა. აკაკი [შანიძე] და სხვები, მასთან ერთად, ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. ჯერ კიდევ პეტერბურგში დაიწყო ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის დაარსებისთვის მზადება. ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სადაც მოხსენებებს კითხულობდნენ მხოლოდ ქართულად. ამით იმისთვისაც ემზადებოდნენ, რომ მომავალში ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია შეექმნათ. მე თვითონ არ მოვსწრებივარ უნივერსიტეტის დაარსებას, მაგრამ როდესაც დავიბადე, ახალი დაარსებული იყო. მაშინ, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი და ვხედავდი ამ ხალხის ტრიალს და ლაპარაკს, ბევრი არაფერი მესმოდა. მხოლოდ შემდეგ ვიგრძენი, შევაფასე და მივხვდი, რა დიდი საქმე იყო გაკეთებული.
    თქვენი პროფესიული არჩევანი რამდენად განაპირობა გარემომ, რომელშიც იზრდებოდით?
    როგორ გითხრათ, როგორ გითხრათ… მე წიგნის კითხვა ჩემით ვისწავლე და რაც თავი მახსოვს, სულ წიგნებში მქონდა ცხვირი ჩაყოფილი. ალბათ, ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი. რჩევით არავის არ ურჩევია, თუმცა სულ ენათმეცნიერები ტრიალებდნენ ჩემ გარშემო.
    ბატონი ივანე თუ გახსოვთ?
    ბატონი ივანე მახსოვს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის ბოლო ლექცია, რომელზედაც ის გარდაიცვალა. მაშინ 14 წლის ვიყავი, მამაჩემი წავიდა და მეც ავეკიდე. დღემდე მახსოვს ის საზარელი სიჩუმე, რომელმაც დაისადგურა, როდესაც დაემხო მაგიდაზე ბატონი ივანე და… მამაჩემი ავარდა მაშინვე [სცენაზე]. მეორე ოთახში რომ გაიყვანეს, უკვე აღარ იყო ცოცხალი. და, როდესაც გამოვედით, მთელი ქუჩა ხალხით იყო სავსე – ბატონი ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალაო, გლოვის ზარი დადგა მაშინვე. იმდროინდელ საზოგადოებას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ივანე არის დიდი საქმის მეთაური, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში ყოფილიყო ღირსეული უნივერსიტეტი.
    მამის და ბატონი ივანეს ურთიერთობიდან თუ გაიხსენებთ რამეს?
    მამაჩემს ივანე ჯავახიშვილთან ყოველთვის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან დიდი პატივისცემით იხსენიებდა მას. ყოველთვის ასე მიმართავდა: ბატონო ჩემო, დიდო მოძღვარო, ბატონო ივანე. მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ხელს არ უშლიდა, თავისი საკუთარი, თუნდაც განსხვავებული აზრი გამოეთქვა ამა თუ იმ სამეცნიერო საკითხის შესახებ.
    აი, მაგალითად, ბატონ ივანეს ქართულ პალეოგრაფიაში გამოთქმული ჰქონდა აზრი იმის შესახებ, რომ ქართული დამწერლობა არის აღმოსავლური დამწერლობის ყაიდაზე შექმნილი. აკაკი არ იზიარებდა ამ აზრს. აკაკი იზიარებდა თეორიას, რომ ქართული ანბანი ბერძნულის კვალობაზე არის შექმნილი. როდესაც ბატონმა ივანემ თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა, აკაკი სოფელში ყოფილა და იქ წაუკითხავს ეს წიგნი და სწერს წერილს ივანე ჯავახიშვილს: წავიკითხე თქვენი წიგნი და, რა თქმა უნდა, პირველად იქიდან დავიწყე, სადაც ქართული ანბანის წარმოშობაზე მსჯელობთ, ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ ამაზე შემდგომ ვილაპარაკოთო. აი, ასეთი ატმოსფერო იყო.
    ივანე ჯავახიშვილი და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ, რომ მეცნიერება და განათლება ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია.
    რა თქმა უნდა, მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყნის განვითარება არ შეიძლება. ეს არ არის სწორი აზრი, რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს ქვეყანაში ისე, თავისთავად ან ქვეყნის ეკონომიკამ წაიწიოს წინ ისე, რომ ეს არ იყოს მეცნიერებასთან დაკავშირებული. დღეს, როდესაც მეცნიერებაში ამდენი სხვადასხვა დისციპლინა არის, კიდევ უფრო კარგად ჩნდება ის შინაგანი კავშირი, რომელიც არსებობს ყველანაირ მეცნიერებათა შორის. მეცნიერება არის საფუძველი ადამიანისა და საზოგადოების განვითარებისა.
    დღეს უნივერსიტეტის დამაარსებლების საქმე კიდევ უფრო აქტუალურია, რადგანაც სწორედ დღეს არის მეცნიერება ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალურად საფრთხეშია მისი მრავალი დარგის განვითარების პერსპექტივები. მე პოლიტიკოსი არ ვარ და მიჭირს ამის შესახებ ლაპარაკი, მაგრამ მოქალაქეობრივი გრძნობა უნდა უკარნახებდეს ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ მეცნიერების წინსვლის ხელის შეშლა, მატერიალური თუ სხვაგვარი, არ შეიძლება. საზოგადოებამ არ შეიძლება იარსებოს მეცნიერების განვითარების გარეშე.
    თქვენთვის, როგორც ქალისთვის, იყო თუ არა რთული მეცნიერებაში ადგილის დამკვიდრება?
    რა ვიცი, ჩემთვის ცოტა ძნელია ამ კითხვაზე პასუხი. როგორც ქალს, ალბათ, ცოტა გამიჭირდა, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ქალის მდგომარეობა არ იყო ისეთი, რომ სრულიად თავისუფლად შეძლებოდა თავისი საქმისთვის მიეხედა. მაგრამ, სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ, მიუხედავად დაბრკოლებისა, მაინც უნდა აკეთო შენი საქმე.
    თქვენი მრავალფეროვანი სამეცნიერო მოღვაწეობიდან რომელიმე ნაშრომს თუ გამოარჩევდით?
    ძნელია თქმა, მე მაქვს წმინდა ლინგვისტური ხასიათის რამდენიმე წერილი, მაგრამ მერე და მერე ვმუშაობდი ხელნაწერებთან და პრობლემატიკა თანდათანობით შეიცვალა. ხელნაწერთმცოდნეობაში შემოდის ტექსტოლოგიაც, როდესაც უნდა გაიმართოს ტექსტი ისე, როგორც ის გამოვიდა ავტორის ხელიდან, უნდა გაითვალისწინო მისი შექმნის ეპოქა და უნდა გაითვალისწინო ის ცვლილებები, რაც ამ ტექსტმა გაიარა დროთა განმავლობაში. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე უფრო ფასეული, რაც მე გავაკეთე, იყო დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ტექსტის გამოცემა. ტექსტი აღმაშენებლის გარდაცვალებიდან მალევე არის დაწერილი და მასში მოთხრობილია მეფის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბავი ისეთი კაცის მიერ, რომელიც მასთან ძალიან ახლოს იყო და კარგად იცნობდა მის საქმიანობას. სამწუხაროდ, ამ ტექსტის დედანი არ არის ჩვენამდე მოღწეული. ჩვენადმე არის მოღწეული გვიანდელი გადანაწერები და ზოგიერთი ისეა არეულ-დარეული, რომ ხანდახან გაგიკვირდება – ნორმალური ჭკუის ადამიანმა როგორ უნდა დაუშვას ასეთი შეცდომაო. ჰოდა, მე დავამუშავე, დაიბეჭდა და, ალბათ, საკმაოდ მოსაწონი იყო, რადგან პრემიაც მომცეს ამაში.
    მამასთან თუ გქონიათ პროფესიული დაპირისპირება?
    არა, განსაკუთრებული არაფერი, ისე, იშვიათად, უფრო ხუმრობით… თუმცა, მახსოვს, აკაკიმ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ტექსტი, „გრიგოლ ბაკურიანის ძის ტიპიკონი“, სადაც, ერთ ადგილას ჩამოთვლილია გრიგოლის მიერ შეწირული ქონება – სია და ნივთები. ალბათ, არ მიაქცია აკაკიმ ყურადღება და ამ სიაში ისეთი სიტყვა იყო დასახელებული, რომელიც მას განმარტებული არ ჰქონდა. ამასთანავე, სხვა სტატიაში აკაკის თვითონვე ჰქონდა დაწერილი ერთ-ერთ ბგერაზე, თუ როგორ გადმოდიოდა ბერძნულიდან ქართულში, ჰოდა, წავყევი ამ წესს და მივაგენი სიაში არსებული სიტყვის მნიშვნელობას – ეს იყო ძირს დასადგმელი საცეცხლური. გავარკვიე, რომ ეს ნივთი X-XI საუკუნეებში იხმარებოდა საეკლესიო მსახურებაში. წერილი დავბეჭდე ნიკო ბერძენიშვილის საიუბილეო კრებულში. როდესაც გამოვიდა ეს წიგნი, აკაკიმ წაიკითხა და უჰ… შუბლში იტკიცა ხელი, ეს რა მომივიდა, ეს როგორ გამომრჩაო. ეგ იყო და ეგ. მართლა კი არ სწყენია, უფრო გაუხარდა, რომ რაღაცა დეტალი, შესაძლოა უმნიშვნელო, იმ ტექსტისა გაირკვა.
    „გიორგი ახვლედიანთან მაქვს 4 წლის ასაკში გადაღებული სურათი. მის მუხლზე ვდგავარ, გიორგის თავზე მიდევს ხელი, გიორგი მართლაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ, მართალი გითხრათ, იმ ასაკში ის უფრო მაინტერესებდა, გიორგი კანფეტს მომიტანდა, თუ – არა. გიორგის ძალიან უყვარდა ბავშვები და ამიტომ დაჩვეული ვიყავი აი იქით, მისი ჯიბისკენ ყურებას“. – ასე იხსენებს მზექალა შანიძე უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს, გიორგი ახვლედიანს. ფოტო: მზექალა შანიძის ფოტოარქივიდან ბატონ აკაკის მთავრული ასოების შესახებ ჰქონდა მოსაზრება… 
    ბატონი აკაკის აზრიც ზოგიერთ რამეზე შეიძლება არ იყოს საბოლოოდ მისაღები. როდესაც აკაკიმ წამოაყენა წინადადება მთავრული ასოების შემოღების შესახებ, ძალიან ბევრი იყო წინააღმდეგი რადგან თვლიდნენ, რომ ახალი შრიფტის შექმნა იქნება ძალიან რთული და ძალიან ძვირი. აკაკიმ მაინც მოახერხა მისი შექმნა, მაგრამ ის შრიფტი, თავისთავად, პოლიგრაფიულად არ ვარგა. დღეს პოლიგრაფიის პრობლემა აღარ არის, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ის არის, სჭირდება თუ არა ქართულ ენას მთავრული ასოები? არის ენები, რომლებშიც მთავრული ასოები საერთოდ არ არის, ვთქვათ – არაბულში. ასე რომ, არ ვიცი… ვთქვათ, დღეს აბრევიატურებს რომ აკეთებენ, სასურველია როგორღაც გამოიყოს, მაგრამ ამასაც, ალბათ, შეიძლება რაღაცნაირად მოვუაროთ, მაგალითად, უფრო მსხვილი შრიფტით დავწეროთ. ასე რომ, მამაჩემს რომ გაეგო, ძალიან გაბრაზდებოდა, მაგრამ მეც არ ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, მთავრული ასოების შემოღების მომხრე.  
    თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ლექტორი ხართ და სამიანზე მაღალ ნიშანს არ წერთ, რადგან ხუთიანი მხოლოდ აკაკი შანიძეს ეკუთვნოდა, ოთხიანი კი – თქვენ…
    ეგ არის, იცით, ძველისძველი რუსული ანეკდოტი: მღვდელი ცდის საღვთო სჯულში მოწაფეს და ეუბნება: ხუთიანი ღმერთს, ოთხიანი – მე ცოდვილს და თქვენ კი, ახალგაზრდავ – სამიანი. ეს ანეკდოტი რატომღაც მომაკერეს მე და ძალიან აღშფოთებული ვარ. ყველას ვუმტკიცებ ხოლმე, როცა სიტყვა ჩამოვარდება, რომ მე არასოდეს არ მითქვამს ასეთი აბსურდი. პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი სტუდენტებთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, რაც შეიძლებოდა ვეხმარებოდი. ლექტორმა სამართლიანობა უნდა დაიცვას; თუ ხედავ, რომ სტუდენტი კარგად ფლობს საგანს, თუ იცის კარგად, რა უფლება გაქვს დაუკლო ნიშანი? ეს ისეთივე დანაშაულია, როგორც როცა არ იცის და მოუმატებ ნიშანს.
    რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები მეცნიერებაში?
    აუცილებელია, უამისოდ არაფერი არ იქნება. ის, რომ ჩვენ რკინის ფარდის მიღმა ვიყავით ჩაკეტილები, ძალიან ცუდია, მაგრამ არც ის ვარგოდა, ერთი პირობა მეცნიერს მხოლოდ საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციებით რომ აფასებდნენ. მამაჩემს 700 ნაშრომი აქვს, მაგრამ მათი უმეტესობა საქართველოშია გამოქვეყნებული. ერთი თუ ორი სტატია მახსოვს მე, რომ საზღვარგარეთ არის გამოქვეყნებული. ამის მიხედვით რომ იმსჯელოთ, აკაკი შანიძეს სამსახურშიც არ მიიღებდნენ. მეცნიერი ბოლოს და ბოლოს ფასდება იმით, რაც მან მთლიანად გააკეთა.
    სად გადის ზღვარი ენის საჭირო განახლებასა და ბარბარიზმების დამკვიდრებას შორის?
    ეს ძალიან რთული საკითხია. ყოველ ენაში არის ნასესხები სიტყვები და ყოველ ენაში არის ისეთი სიტყვებიც, რომლებიც შესულია უკვე ენის ძირითად ფონდში და ის უკვე აღარ აღიქმება უცხოურად. აი, მაგალითად, ჩვენ რომ ახლა გადავწყვიტოთ, რომ არ უნდა ვიხმაროთ სიტყვა „ფანჯარა“, იმიტომ რომ ის წარმოშობით არ არის ქართული. რა გამოვა? – ის უკვე ქართული ენის კუთვნილებაა.
    კარგი, მაგრამ როდესაც, მაგალითად, გვაქვს სიტყვა „სასწრაფო“, მაგრამ ვამკვიდრებთ სიტყვას „ურგენტული“?
    აი, ეს არის უკვე სწორედ ის, სადაც ვმერყეობთ და ამაზე მეც ვერ მოგცემთ გადაწყვეტილ პასუხს. ზოგადად, უნდა გითხრათ, რომ არ შეიძლება მთლიანად იმ პოზიციაზე დადგომა, რომ ენაში არასოდეს არც ერთი სიტყვა არ უნდა შემოვიდეს. ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ეს მაინც მოხდება. ეს პრობლემები ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ყველა ცოცხალ ენაში.
    თქვენი აზრით, ნამდვილი მეცნიერისთვის რა არის დამახასიათებელი?
    ნამდვილი მეცნიერისთვის დამახასიათებელი არის სიყვარული თავისი საქმისა, მისწრაფება, რომ ეს საქმე გააკეთოს რაც შეიძლება კარგად და შეგრძნება იმისა, რომ ის, რასაც აკეთებს, არ არის საბოლოო, რომ მომავალში კიდევ ამ დარგში გაკეთდება ბევრი ახალი რამ.
    „სინას მთაზე ასეთი ქვები ძალიან ბევრია; საზოგადოდ, იქ კლდეები სულ სხვადასხვანაირია. ზოგჯერ სულ შავია, რომ შეხედავ; არის – მოწითალო ან ღია ფერის, სადა და ჩამოუყვება სხვა ფერის ზოლი. გეოლოგიურად ძალიან საინტერესოა ეს ადგილი. ეს ქვები მომეწონა და წამოვიღე, ნახეთ, როგორი ორნამენტი აქვს“. – იხსენებს ქალბატონი მზექალა და სინას მთიდან (ეგვიპტე) წამოღებულ სუვენირს გვიჩვენებს. სინას მთა ახსენეთ…
    სინას მთაზე იყო ასეთი ამბავი: სინას მთაზე ხომ მონასტერია ცნობილი, წმინდა ეკატერინეს სახელობისა. ეს მონასტერი ძალიან ადრეა დაარსებული და მის ცხოვრებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ. 1975 წელს მოხდა ერთი უცნაური ამბავი – შემთხვევით ცეცხლი გაჩნდა და შემდეგ, სარემონტო სამუშოების დროს, აღმოაჩინეს კარი. შიგ რომ შევიდნენ, ნახეს ძალიან ბევრი ხელნაწერი ფურცელი და მთელი წიგნები დაყრილი. მათ შორის ქართული ფურცლებიც აღმოჩნდა. ბერძნულს თვითონ იქაურმა ბერებმა მოუარეს, მაგრამ ქართული ვერაფრით ვერ გაარკვიეს, რა იყო. ნუსხურზე ერთგან ეწერა სომხურიაო და მერე გაირკვა, რომ არ იყო სომხური. საბოლოოდ ითხოვეს, რომ ქართველები წასულიყვნენ იქ და ადგილზე შეესწავლათ ხელნაწერები. აი, ასე მოვხვდი სინას მთაზე სამჯერ, თითო-თითო თვე. ძალიან საინტერესო ადგილია, მონასტერი კლდეებშია აშენებული, ისე რომ გარშემო სულ კლდეს ხედავ. იქ აღმოჩნდა ზოგი ნაფლეთი ცალ-ცალკე ხელნაწერისა და ზოგიერთი წიგნი აღმოჩნდა მთელი.
    რაიმე მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერი თუ აღმოჩნდა?
    იქ აღმოჩნდა ძალიან ბევრი საინტერესო რამ, მაგალითად, ქართლის ცხოვრების ძველი ვარიანტი, რომელიც შატბერდულში და ჭელიშურში არ არის, იქ აღმოჩნდა ძველი პალიმფსესტები, რომელთა ქვედა ფენაზე არის აგრეთვე ძალიან ძველი ტექსტი დაწერილი, მათ შორის, ჩემდა გასახარელად, ფსალმუნისა, რომელზეც მე ვიმუშავე და აი, ახლა ველოდები, თუ როდის დაიბეჭდება.
    ასე რომ, სინას მთა მახსოვს ყველაზე უფრო გრძელ და ყველაზე უფრო სასიამოვნო მოგზაურობად. იქ დღისით ძალიან ცხელა, საღამოს რომ გამოხვალ, შეიძლება შეგცივდეს კიდეც, ჰაერი არის ძალიან სუფთა და ზევით რომ აიხედავ, ისეთი ცაა, ასე გგონია, ხელი რომ გაუწოდო, მოწყვეტ იმ ვარსკვლავს და დაიჭერ ხელში. 
  21. tvati
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
    უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება.
    „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ.
    განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
    წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
    კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად - საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.
    2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი.
    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი. ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.
    2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით:
    პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება
    ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა;
    ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი - კაპიტანი) - 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა;
    გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი - პოლკოვნიკი) − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა;
    დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი - გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა.
    ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა.
    კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და აღნიშნული პენსია 1-ელი მაისიდან გაიზრდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

    იპნ
  22. tvati
    "დღეს გამოდიან ნეონაცები და მორალურ ვალდებულებაზე ლაპარაკობენ. მორალური ვალდებულებაა, როდესაც საჯაროდ გამოდიხარ და ვიღაცას ბრალდებას უყენებ, კეთილი უნდა ინებო, დაჯდე ამ ადამიანთან და პირისპირ უთხრა სათქმელი ნებისმიერ ფორმატში. მედიამ აიტაცა დებატები, თორემ, საუბარი იყო დებატებზეც, ტელევიზიებზეც, სასამართლოზეც, სხვა ნებისმიერ ფორმატზე. ასე უბრალოდ ტყუილი ბრალდებების სროლას ვინ „გაუტარებს“? არავინ „გაუტარებს“. ამიტომ ამ შუამავლების საშუალებით კი არა თვითონ გამოვიდეს და თქვას."
      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  
  23. tvati
    "ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ილუზია გეოპოლიტიკური არჩევანის დათმობის სანაცვლოდ - შესაძლოა, ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდებოდეს და ამ კონტექსტში, მძიმე გადაწყვეტილების მიღება გახდეს საჭირო. შეიქმნება ილუზია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა, სანაცვლოდ კი საქართველოს რუსეთი გეოპოლიტიკური არჩევანის დათმობას მოსთხოვს."

    კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.       
  24. tvati
    "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენმა გუნდმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას კორუფციის საკითხზე, გამოიძიონ "ჯორჯიან მანგანეზის" საკითხი და ნუ შემოდებენ თაროზე, როგორც სხვა შემთვევებში მოხდა."

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GA9--Bizuc0CUhwHAAibcarM5nsGbmdjAAAF.mp4
  25. tvati
    ყველამ თავი დაანებოს ეკლესიას - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადების საპაუსოხოდ განაცხადა.
    მისი თქმით, ყველანაირი თავდასხმა ეკლესიაზე და ვანდალიზმი მიუღებელი და არასწორია. 
    სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც  კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა.

    ტვ პირველი
×
×
  • შექმენი...