Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს მათი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
    აღნიშნულის შესახებ საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში პირველ არხს განუცხადეს.
    „აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
    შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ტოლერანტობის ცენტრი“, რომელსაც ბექა მინდიაშვილი ხელმძღვანელობს, USAID-ის მიერ ფინანსდება. პაპუაშვილის თქმით, მისი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში.
    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ამერიკული დაფინანსების მიღებას ახერხებს.
    „რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას, როგორც ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას, თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს. საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
     
    იპნ
  2. tvati
    სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა - განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, - ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.
    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირნის განცხადებით, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი დანაკარგია ეროვნული კულტურისთვის“.
    სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, 4 000 ნამუშევარი დაიწვა, ან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.
    ხანძრის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მივიდა. მან ე.წ. გენერალურ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება დაავალა.

    იპნ
  3. tvati
    იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
    გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
    იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.

    იპნ
  4. tvati
    რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
    „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, - წერს ის.
    მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია.
    რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
    ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    იპნ
  5. tvati
    არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “არა ფობიას!” წევრები ტოლერანტობის ცენტრის და მისი ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.
    ნეტგაზეთი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
    2024 წლის არჩევნების მთავარ სტრატეგიას „ქართული ოცნება“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირებასა და ანტიდასავლურ რიტორიკას აფუძნებს.
    ამ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, შეიჭრა კონსტიტუციური ორგანოს – სახალხო დამცველის – დამოუკიდებლობაში და სახალხო დამცველს მოუწოდა, “შესაბამისი რეაგირება მოახდინოს” სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის, მიმართ. 18 იანვარს შალვა პაპუაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ბექა მინდიაშვილი რელიგიური შეუწყნარებლობით არის გამორჩეული და არ აქვს უფლება, მუშაობდეს სახალხო დამცველის აპარატში. ორი დღის შემდეგ, 20 იანვარს, პაპუაშვილმა პრესკონფერენცია მიუძღვნა მართლმადიდებელ ეკლესიაზე პოპულისტურ საუბარს, რა დროსაც გაავრცელა ანტიდასავლური გზავნილები, კვლავ სცადა საქართველოს დასავლელი პარტნიორების და USAID-ის დისკრედიტაცია და უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონის (რუსული კანონი) არსებობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
    მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული ანტიკონსტიტუციური განცხადებებით არღვევს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს, უხეშად ერევა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ცენტრის ავტონომიაში, აღვივებს შეუწყნარებლობასა და სიძულვილს უფლებადამცველების მიმართ, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიული განვითარების პროცესს.
    სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტობის კულტურის განვითარებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ცენტრს, ბექა მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაში. სწორედ ტოლერანტობის ცენტრის კოორდინაციით ფუნქციონირებს ორი უნიკალური პლატფორმა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები. რელიგიათა საბჭოს, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისათვის თანასწორუფლებიანი და უსაფრთხო სივრცეა, გამორჩეული წვლილი შეაქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ხელისუფლების ქმედებები მიანიშნებს, რომ ის სწორედ ამგვარ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ სივრცეს ებრძვის.
    ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა და პოლიტიკა ცხადყოფს, რომ მისი პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ რელიგიურ ორგანიზაციებზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და დისკრიმინაციის გაღრმავებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2014 წელს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”. ხელისუფლება ცდილობს, მიიღოს რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ავტორიტარული კანონები. ამას მოწმობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებაც, სადაც მან “რელიგიური შენობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის” სანქციების დაწესების საკანონმდებლო გეგმებზე ისაუბრა.
    ცინიკურია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დაცვაზე საუბარიც, მაშინ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მოსმენა-თვალთვალის ათიათასობით ფაილით დასტურდება, თუ რა მასშტაბით ერევა ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი არც მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დაცვაა და მისი რიტორიკა მხოლოდ პოპულისტურ ელექტორალურ მიზნებს ემსახურება.
    სამოქალაქო პლატფორმისთვის “არა-ფობიას!” აბსოლუტურად მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, Პოლიტიკური მიზნებისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება და ე.წ. რუსული კანონის თემის ხელახალი აქტუალიზაცია.
    შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის კამპანია, მიზანმიმართული ანტიდასავლური პოლიტიკა, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოებისა და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევა და ავტორიტარული, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების მცდელობა.
    სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” წევრი ორგანიზაციები:
    ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    მედიის განვითარების ფონდი (MDF)
    საფარი
    თანასწორობის მოძრაობა
    უფლებები საქართველო
    საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
    ადამიანის უფლებათა ცენტრი
    თბილისი პრაიდი
    სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

    netgazeti
  6. tvati
    21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
    ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
    „ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  7. tvati
    ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
    „ჩვენ აზერბაიჯანისგან გარანტიებს ველით და მზად ვართ, მათ გარანტიები მივცეთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა თეორიულად შესაძლებელია.
    „ჩვენ აზერბაიჯანისგან დამატებითი ორმხრივი გარანტიები გვსურს, აზერბაიჯანს კი ჩვენგან, რომ არც ჩვენ და არც მათ ერთმანეთის მიმართ რაიმე ფარული ტერიტორიული პრეტენზიები არ გვაქვს. ეს სამუშაო პროცესია, რომელიც მსგავსად უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

    იპნ
  8. tvati
    სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი პარლამენტის თავმდჯომარეს პასუხობს.
    მინდიაშვილი წერს, რომ პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული „არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა”.  მისი თქმით, ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან რელიგიის თავისუფლებას იცავს და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს ემსახურება.
    პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ ბექა მინდიაშვილი ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის. „მინდიაშვილს აქვს მტრული რიტორიკა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით”, – თქვა მან.
    პაპუაშვილის განცხადებით, ტოლერანტობის ცენტრი USAID-ის მიერ ფინანსდება, რაც ნიშნავს, რომ „ამერიკა სიძულვილის ენას აფინანსებს, ეს კი პრობლემაა”.

    პუბლიკა
  9. tvati
    პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბექა მინდიაშვილი ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის.
    პაპუაშვილის თქმით, „მინდიაშვილს აქვს მტრული რიტორიკა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით”.
    პაპუაშვილმა ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსებაზეც ისაუბრა. თქვა, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარლბეში ფინანსდება და „ეს პრობლემაა”.
    პაპუაშვილის თქმით, „ტოლერანტობის ცენტრი” არ არის სახალხო დამცველთან არსებული ცენტრი ან სტრუქტურული ერთეული, პაპუაშვილი ამბობს, რომ ის „ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტია, რაც თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს”.

    პუბლიკა
  10. tvati
    მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგ სერვისმა, YouTube-მა წაშალა რუსი კინორეჟისორისა და კონსპიროლოგის, ნიკიტა მიხალკოვის არხი „ბესოგონTV“, რომელზეც  თავისი გადაცემის, „ბესოგონის“ გამოშვევებს ტვირთავდა, იტყობინება „მედუზა“.
    მიხალკოვის YouTube-არხი, რომელსაც 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა ჰოსტინგზე არ იძებნება. თუმცა რუსეთში მყოფ მომხმარებლებს არხზე შესვლისას ხვდებათ წარწერა, რომ იგი დისკრიმინაციული გამონათქვამების წესის მრავალჯერადად დარღვევის გამოა დაბლოკილი.
    თავად მიხალკოვმა განაცხადა, რომ მისი გუნდი საკმაო ხანია რუსულ რესურსებზე გადავიდა. „განვაგრძობ სიმართლის, ჩემი სიმართლის თქმას, რომელიც, შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ რომელსაც ზუსტად ვეძებ“, – ამბობს რეჟისორი.
    მიხალკოვის გადაცემა 2011 წლიდან გამოდის და YouTube-არხის გარდა, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ტელეარხზეც გადიოდა 2014-20 წლებში. გადაცემაში მიხალკოვი, – რუსული იმპერიალიზმისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ღია მხარდაჭერი, – სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდა, მათ შორის თითქოს ბილ გეიტსს კორონავირუსის ვაქცინით დედამიწის მოსახლეობის ჩიპირება სურდა.
    „დაჩიპვა“, ბილ გეიტსი და ნიკიტა მიხალკოვი — რა შუაშია ამ ყველაფერთან საქართველო

    ნეტგაზეთი
  11. tvati
    გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს.
    ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.
    ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის თავდასხმა ნატოს ქვეყნებზე ამ მომენტისთვის  მოსალოდნელი არაა, თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები ელიან, რომ ეს შესაძლოა, 5- 8 წლის შემდეგ მოხდეს.
    გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბოლო დროს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.
    „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან… ასე რომ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს თავს დაესხას ნატოს ქვეყანას“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
    გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკვე წამოაყენა იდეა შეცვლილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ, რისთვისაც აპრილისთვის ელოდება წინადადებებს თავისი დეპარტამენტისგან.
    მისი თქმით, ასევე მზადაა, შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესაძლებლობა მისცეს იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვთ.
    „ჩვენ არ ვიქნებით ევროპაში პირველი შეიარაღებული ძალები, ვინც ამას გააკეთებს”, – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გერმანიაში მეორე ან მესამე თაობაში, მაგრამ ჯერ არ აქვთ გერმანიის მოქალაქეობა.

    ნეტგაზეთი
  12. tvati
    სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა “ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს”. მისი შეფასებით, საბჭოთა დიქტატორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოსახვის ამ ფორმით გაპროტესტება საშიშია.
    ასე უპასუხა იოსელიანმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ ბოლო პერიოდში “არნახული შეტევა მიმდინარეობს” საპატრიარქოზე.
    სახალხო დამცველმა მხოლოდ პროტესტს გამოხატვის ფორმის შეფასების შემდეგ გააკეთა კომენტარი თავად იმ ფაქტზე, რასაც ეს პროტესტი მოჰყვა. მან თქვა, რომ შეურაცხმყოფელია სტალინისნაირი “პერსონაჟების” ნახვა ეკლესიაში.
    სახალხო დამცველმა შეაფასა პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის, ალტინფოს მიერ აქტივისტ ნატა ფერაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ძალადობრივი მოწოდებებიც. მისი თქმით, მიუღებელია “ლინჩის წესით გასამართლება” და ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.
    მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.
    როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის  გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.
    9 იანვარს ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
    ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა.
    10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.
    ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.
    ამავე თემაზე:
    თარხან-მოურავი უარყოფს, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე ინაშვილთან ერთადაა გამოსახული

    netgazeti
  13. tvati
    გუ­შინ ბა­კუ­რი­ან­ში, ერთ-ერთ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 36 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც სხვა მო­თხი­ლა­მუ­რეს და­ე­ჯა­ხა.
    შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ბა­კუ­რი­ან­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, მას ქვე­და კი­დუ­რე­ბი აქვს მო­ტე­ხი­ლი.
    გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ტუ­ხაშ­ვი­ლია. ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რი იყო. წლე­ბი კონ­სალ­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. ეხ­მა­რე­ბო­და კო­მერ­ცი­ულ და არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და წარ­მა­ტე­ბით აშე­ნებ­და სტარ­ტაპ ეკო-სის­ტე­მას. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა Startup Grind Tbilisi-ის ზრდა­ში, რაც სტარ­ტა­პე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ხელ­შე­სა­ხებ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ქმნის.

      გი­ორ­გი 2 წლის წინ მარ­ტი­ვი ინ­ვო­ი­სი­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის სტარ­ტაპ Kernel-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ის კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტის გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. გი­ორ­გის მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი ექი­მი­სა და ფო­ტო­მე­მა­ტი­ა­ნის გივი ტუ­ხაშ­ვი­ლის ვა­ჟია. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს გი­ორ­გი ბა­კუ­რი­ან­ში ოჯახ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.
    მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.
    AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­სა და მე­გობ­რებს.

    ამბები
  14. tvati
    რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
    „ყველა, ვინც რუსეთის განადგურებას ცდილობს, ვინც მას ღალატობს, დამსახურებულად უნდა დაისაჯოს და ქვეყანას მიყენებული ზიანი საკუთარი ქონების ფასად აუნაზღაუროს“, - წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე.
    რუსეთის დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ დასჯის ეს მეთოდი იმ ადამიანებზე გავრცელდება, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციას“ ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ და ექსტრემიზმის გავრცელებას უწყობენ ხელს.
    ვიაჩესლავ ვოლოდინის ცნობით, რუსეთის დუმა კანონპროექტს ორშაბათს განიხილავს.

    იპნ
  15. tvati
    გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 14 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
    არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს. რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა. ამბის გამჟღავნების შემდეგ კი, დაზარალებული მოზარდის ბიძამ ის დაჭრა.
    „ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, მისი შვილები და ქმარი აქ დარჩნენ ჩვენს ოჯახში. ჩვენ ვუვლიდით ვაჭმევდით და ვინახავდით. იმ დღეს კი, ქელეხის სუფრას ვამზადებდით და ჩემი შვილიშვილი ჩავაბარეთ ფერმაში მაგ უნამუსო კაცს, ამან კიდევ, გააუპატიურა. რის შემდეგაც, ბავშვმა დედას დაურეკა და შველა ითხოვა. ის უნამუსო კაცი კი ჩვენმა ნათესავებმა დაჭრეს. ეს არის საშინელება. არ ვაპატიებთ ამ უნამუსო კაცს”, - ამბობს არასრულწლოვანის ბებია.
    ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, ფერმაში მოხდა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, არასრულწლოვანის ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა. მომხდარზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე - გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

    იპნ
  16. tvati
    არსებული ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს.
    ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა.
    გავრცელებული ცნობით, გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს.
    მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. ისინი საქონლის ფერმაში მწყემსად მუშაობდნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
    უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც 45 წლის მამაკაცი დაჭრა.

    იპნ
  17. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევში იწვევს.
    ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში განაცხადა.
    უკრაინის ლიდერმა ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს, ძალიან სახიფათო უწოდა.
    „გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ. ძალიან მაინტერესებს რას წარმოადგენს ომის დასასრულებლად თქვენი ფორმულა. ტრამპის თქმით, ის დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ მისი იდეა, რომელიც არავის სმენია, ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის არ გამოდგება“, - განაცხადა მან Channel 4 News-თან ინტერვიუში.

    იპნ
  18. tvati
    "2021 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ისეთი სიტუაცია დალაგდა, რომ ცალკე აღებული არავის შეეძლო უმრავლესობა დაეკომპლექტებინა რამდენიმე საკრებულოში, „ნაცმოძრაობაც“ და „ოცნებაც“ გამოვიყენეთ, რათა ისეთი მმართველობა ჩამოგვეყალიბებინა, როდესაც არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად, თავის ჭკუაზე ემართათ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი“

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
  19. tvati
    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო, რომლის დამტკიცებასაც 24 თებერვლამდე გეგმავს.
    Reuters-ის ცნობით, პოტენციური ზომები შეიძლება მოიცავდეს ახალ ჩამონათვალს, მეტ სავაჭრო შეზღუდვებს და ასევე ითვალისწინებდეს იმას, რომ მოსკოვს როგორც მესამე ქვეყნების, ისე ევროკავშირში განთავსებული კომპანიების მეშვეობით სანქციების თავიდან აცილების შესაძლებლობა წაართვას.

    იპნ
  20. tvati
    მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება.
    ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
    საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
    ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
    წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

    ipn
  21. tvati
    აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
    „ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარებულიყო თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის. შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომელშიც სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ლავროვმა.
    მისივე მტკიცებით, „3+3 ფორმატი“ თავისუფალია ჰეგემონიის შენარჩუნების გეოპოლიტიკური თამაშისგან.
    „მეჩვენება, რომ დროთა განმავლობაში ეს კონკრეტული ფორმატი პერსპექტიული იქნება, რადგან ის არ არის დამოკიდებული არც ერთ გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე და თავისუფალია ჰეგემონიის შენარჩუნების გეოპოლიტიკური თამაშისგან, რომელსაც ვაშინგტონი ბრიუსელელ კოლეგებთან ერთად ავითარებს“, - აღნიშნა ლავროვმა.

    ipn
  22. tvati
    დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის ტერორის დაბლოკვას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
    „ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
    მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აბსტრაქტული საკითხი არ არის.
     
    "ეს ეხება იმას, თუ როგორ აწარმოებს ტერორისტული სახელმწიფო იარაღს, კერძოდ რაკეტებს. ყველა რუსულ რაკეტას აქვს ათობით კრიტიკული კომპონენტი, რომლებიც წარმოებულია საზღვარგარეთ და ბევრი მათგანი თავისუფალი სამყაროს კომპანიების მიერ. რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა, ფაქტობრივად, ტერორის ბლოკირებაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის, და ყველასი მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში", - განაცხადა ზელენსკიმ.

    ipn
  23. tvati
    რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი იუწყება.
    „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, - აცხადებს გუბერნატორი.
    წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
    ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და ბრიანსკის ოლქის სახანძრო-სამაშველო ცენტრის სახანძრო ეკიპაჟები.
    რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დღეს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონი გაანადგურეს.

    იპნ
  24. tvati
    ისეთი ნაგვები არიან [„ნაციონალური მოძრაობა“], ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს, ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა
    მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას პარტიაში დაინახა მთავარი საფრთხე, რომ „მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდეს და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსი დაკარგოს“.
    „ნაცმოძრაობას“ დღეს მთავარი რისკი რა დაუდგა - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსს კარგავენ. აქამდე ამტკიცებდნენ, პირველი არის „ოცნება“ და მერე ვართ ჩვენო. „ოცნებას“ აბრალებდნენ, ოლიგარქი გყავთო და თვითონ არანაკლები ოლიგარქი აღმოაჩნდათ. მეორე თემა ისაა, რომ დაიშალნენ, აღარ არსებობენ. მესამე -დაინახეს პირდაპირი საფრთხე, რომ 2024 წლის არჩევნების შემდგომ, მეორეზე კი არა, შეიძლება მესამე ადგილზეც ან აღმოჩნდნენ, ან არა. მთავარი საფრთხე, რომ მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდნენ და თავიანთთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი, რასაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ჰქვია, დაკარგონ, გახარიასგან და ჩვენი გუნდისგან დაინახეს. ისეთი ნაგვები არიან, ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს. ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გახარია ერთადერთია, რითაც შეიძლება დააზარალო ისაა, რომ დააბრალო, რომ „ნაცებთან“ რაიმე ფორმის კოალიცია აქვს, რაც მტკნარი ტყუილია“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
    შეფასებებზე, რომ გიორგი გახარიას პარტია საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ „პოლიტიკური შეთანხმება კონკრეტულ საკითხზე სხვაა და კოალიცია სხვა“.
    „რამდენიმე კვირის წინ „ოცნებასთან“ ერთად რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს ბიუჯეტი დავამტკიცეთ - „ოცნებასთან“ კოალიცია გვაქვს? პოლიტიკური შეთანხმება კონკრეტულ საკითხზე სხვაა და კოალიცია სხვა. ბიუჯეტის დამტკიცებაზე მნიშვნელოვანი თემა მუნიციპალურ დონეზე არსებობს? არ არსებობს. კოალიცია გვაქვს „ოცნებასთან“? არა, არ გვაქვს. იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც [ანა] წითლიძე ამბობს, კოალიცია გვაქვსო, „ოცნებასთან“ გაცილებით უფრო მჭიდრო კოალიცია გვაქვს. 2021 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ისეთი სიტუაცია დალაგდა, რომ ცალკე აღებული არავის შეეძლო, უმრავლესობა დაეკომპლექტებინა რამდენიმე საკრებულოში, „ნაცმოძრაობაც“ და „ოცნებაც“ გამოვიყენეთ, რათა ისეთი მმართველობა ჩამოგვეყალიბებინა, როდესაც არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად, თავის ჭკუაზე ემართათ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი“,- განაცხადა დაუშვილმა.
    რაც შეეხება იმას, შეიცვლება თუ არა მისი პარტიისთვის რამე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, დაუშვილის აცხადებს, რომ პარტიის მთავარი ხაზი არ იცვლება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელია, მათი აქტივობები ახლებური იქნება.
    „ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრულები ვიყავით, ყოველთვის სიმართლეს ვამბობდით. რომ გითხრათ, რომ ჩვენს ხაზში არსებითად რამე იცვლება, არა. ბევრი რამ იცვლება, რადგან საარჩევნო წელი დაიწყო და ჩვენი აქტივობები, აქტიური სვლები განსხვავებული, ახლებური იქნება. მაგრამ სტრატეგიული ხაზი იგივეა - ჩვენი მიზანია, რომ დროა ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს ისე, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება. იმის დაშვებაც კი, რომ „ნაცმოძრაობა“ რაიმე ფორმით შეიძლება ხელისუფლებაში დააბრუნო, ქვეყნის დაღუპვაა“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
    მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიის ამოცანაა, რომ ცვლილებები არჩევნების გზით მოხდეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ არცერთი ფორმით, არსად არ დაბრუნდეს.
    „ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით, თუმცა, იმ მოცემულობით, რომ „ნაცმოძრაობის“ სადმე რაიმე ფორმით დაბრუნება გამორიცხულია. არსად შეიძლება, რომ ეგენი დაბრუნდნენ, იმდენად არასწორი და ბოროტი ხალხია და ყველაფერთან ერთად უზრდელები არიან. ქუჩის პროტესტს თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ „ოცნების“ ოპოზიციაში გადაყვანა არჩევნების გზით მოხდეს“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

    ipn
  25. tvati
    "დღეს "ოცნება" გადაქცეულია ნეონაცურ პარტიად, რომელსაც წარმოადგენენ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ამიტომ ივანიშვილი და "ოცნება" 2012 წლის იდეალბთან და ხალხთან არიან დამარცხებულები."

     ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.

    წყარო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087511769066451/
×
×
  • შექმენი...