Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    "მათ ერთ ტყუილს სამი მწარე სიმართლით ვუპასუხებთ და ეს ნამდვილად არ იქნება კომფორტული მოსასმენი "ოცნებისთვის".

    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3595530660702030/
  2. tvati
    "ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია ჯობია, რომ ჯერ ჩამოყალიბდეს, საერთოდ რას აპირებს იმიტომ, რომ ჩვენ გარდა ჩამოყალიბებული პოზიცია არავის აქვს. დღეს ჩვენი გუნდის პრინციპული არჩევანია, რომ არ გადაიხედება „ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნების შემდეგ რაიმე ტიპის კონფიგურაცია, დანარჩენზე ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ."

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/367753235875215/
  3. tvati
    ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
    მისივე თქმით, ანგარიშში ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგრესზე საუბრობენ.
    „სამწუხაროდ, სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ. ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ საქართველო სულ რაღაც 3-4 წლის წინ იყო ქვეყანა, რომლითაც ამაყობდნენ, როგორც ევროკავშირში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე, ამაყობდა ნატო. ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში. ჩვენ ვამაყობდით ლიდერის სტატუსით და დღეს ეს სტატუსი დაკარგული გვაქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიში სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტია“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
    ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, მესამეზე კი, საქართველოა. დოკუმენტშია აღნიშნულია, რომ პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად.

    ipn
  4. tvati
    2024 წლის 1 მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ფასის მატების მიზეზად, სააგენტო ასახელებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, როგროც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარბეის კუთხით, შესაბამისად, მათივე თქმით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასთა შემდეგნაირი ცვლილება:
    6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან
    6-18 წლამდე შენარჩუნდება 5,5 ლარი მარტვილის კანიონი
    საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
    უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
    ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
    ოკაცეს კანიონი
    საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
    უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
    ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
    საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
    უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
    პრომეთეს მღვიმე
    საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
    ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად – 13 ლარი.
    უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვალად – 25 ლარი.
    ნავით გასეირნება – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
    სათაფლია
    საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 8 ლარის ნაცვალად – 10 ლარი.
    უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
    ნავენახევის მღვიმე
    საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი.
    უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
    წყარო: .bpn.ge
  5. tvati
    16Shares სოხუმში ეროვნული გალერიის ფონდში მომხდარი ხანძრის შედეგების გამო, სოხუმში, “სახელმწიფო მუზეუმის” წინ მდებარე სკვერში მიტინგი გაიმართა, სადაც კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მხატვარ ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
    “არსებობს ნამუშევრები, რომლებიც ერთ ერს ეკუთვნის და არსებობს ნამუშევრები, რომელიც მრავალი ერის კუთვნილებაა. ფრანგებს სურდათ, ალექსანდრ ჩაჩბა- შერვაშიძე ფრანგი მხატვარი ყოფილიყო, რუსებს – რუსი, ქართველებს – ქართველი. თუმცა ის იყო აფხაზი და ის ამას ამბობდა კიდეც. ჩვენ კი ვერ გავუფრთხილდით მის ნამუშევრებს. თუმცა სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არ ვთქვათ უარი ეროვნული გალერიის შექმნის იდეაზე”, – განაცხადა აქციის მონაწილე დიმიტრი გაბელიამ.
    ეროვნული გალერიის დირექტორმა სურამ საქანიამ კი ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და საკუთარი თავი ერთ-ერთ დამნაშავედ დაასახელა.
    მისივე თქმით, 500 ნამუშევრიდან, რომელიც მხატვარმა ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძემ აფხაზეთში გაგზავნა, 226 ნახატი ქართველებისგან წამოიღეს.
    “მას შემდეგ ჩვენ ასეც ვერ შევძელით რაიმე მუზეუმის შექმნა, რომელსაც მის სახელი ეწოდებოდა”, – თქვა საქანიამ.
    აქციის მონაწილეებს შორის ყოფილი ომბუდსმენი [დე ფაქტო] ასიდა შაკრილიც იმყოფებოდა, რომელმაც თქვა, რომ 21 იანვარს მომხდარი ფაქტი საზოგადოების უპასუხისმგებლობისა და აფხაზური კულტურის, ისტორიისა და ხსოვნის მიმართ გულგრილობის შედეგია.
    სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი 21 იანვარს ღამით გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით 4 ათასი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა. ოფიციალური ცნობითვე, 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა. დაიწვა ნამუშევრების გაციფრულებული არქივიც.
    აფხაზეთის დე ფაქტო შსს მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ხანძრის განზრახ გაჩენას განიხილავს.
    ხანძარს სოხუმის გალერიაში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
    “ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.
    მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

    netgazeti
  6. tvati
    „დავთანმხდებით მხოლოდ ალტერნატიულ ფართში ერთად გადასვლას”, – ამბობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, რომელთა ნაწილიც დღეს საავამდყოფოს ეზოში პროტესტის ნიშნად შეიკრიბა, მათი თქმით, კლინიკის დანგრევა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება იქნება.
    ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული წინადადებები ბუნდოვანია, ექიმებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მიცემული დრო კი – ცოტა.
    რესპუბლიკურის კარდიოლოგი ნინო ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ მათი [ექიმების] მოსყიდვა უნდათ, რადგან შეთავაზებულია „უპრეცედენტო კომპენსაცია, რომელიც აქამდე არავისთვის მიუციათ”. ეს კი ექიმებისთვის არასანდო და არადამაჯერებელია.
    მისი თქმით, სამინისტრომ ექიმებს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 5 თებერვლამდე მისცა, თუ ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, კომპენსაციის სახით ერთი თვის ანაზღაურებას მისცემენ და სამსახურიდან დაითხოვენ.
    ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვარს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკურის ექიმებთან დაკავშირებით თქვა, რომ „არც ერთი მათგანი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“. 
    ჯანდაცვის მინისტრის ზურა აზარაშვილის განმარტებით კი, ექიმებისთვის „არის სხვადასხვა შეთავაზება, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში, ან დასაქმებას მინიმუმ იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და აქაც 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას, ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, რომ დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ჩვენ ბოლო სამი თვის საშუალოს შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობას, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებული პირობები არის საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტო და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ”.

    პუბლიკა
  7. tvati
    ინგა მურუსიძე 23.01.24 17:52 •7379       სეზონი, ჯერჯერობით, სრულად ჩავარდნილია, - ამის შესახებ BMG-ის მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა განუცხადა.

    მისი თქმით, სეზონის ჩავარდნის მიზეზი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ისევე როგორც პერიოდული უშუქობა და არასაკმარისი მარკეტინგი.

    „ეს სეზონი ჯერჯერობით სრულადაა ჩავარდნილი. დამსვენებლები პრაქტიკულად არ არიან, თუ არიან, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები, ისიც დაბალმხარჯველი სეგმენტი. პრობლემა წელსაც არის უშუქობა, რის გამოც ხშირად ითიშება საბაგიროები. შესაბამისად, სასრიალოდაც ნაკლებად ჩამოდის ტურისტი.

    გარდა ამისა, წელს პირველად მოხდა, რომ ზუგდიდი-მესტიის გზა არ გაიწმინდა დროულად, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ ყველაფრის შედეგია, რომ წელს საგრძნობლად შემცირებულია ტურისტთა რაოდენობა.

    გასული წლის იანვარსაც თუ შევადარებთ და შეგახსენებთ, რომ შარშან თოვლიც არ იყო, მაინც წელს უფრო დაბალია დამსვენებელთა რიცხვი. თებერვალში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი სვანეთში, რამდენიმე ჩემპიონატი იქნება, ისევე როგორც გემოფესტი და ვნახოთ, რა შედეგზე გავალთ. უშუქობას რაც შეეხება, ტემპერატურის დაცემასთან ერთად იწყება ელექტრო გადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსვლა, რაც იწვევს დენის ხშირ გათიშვას. გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონი გაზიფიცირებული არაა და დენი გათბობის წყაროცაა, დენის გათიშვა როგორც ბიზნეს საქმიანობაში გვიშლის ხელს, ასევე ტექნიკის დაზიანების კუთხით ახალ პრობლემებს გვიჩენს”

    რაც შეეხება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს, ეკა გველესიანის თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი სამუშაოებია გასაწევი, უმნიშვნელოვანესია გზის საკითხის მოგვარება. აღნიშნულს კი პირველ რიგში პოლიტიკური ნება ჭირდება. სასტუმროს დამფუძნებელი არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მომავალი წლისთვის მაინც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მეტი ძალისხმევით იმუშაოს სვანეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიმართულებით.

    „რეკლამა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უნდა გაიზარდოს, ეს იყო ჩვენი ძირითადი სეგმენტი წლების განმავლობაში. ამ სეგმენტზე გვაქვს აწყობილი საქმიანობა და სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან საკმარის ძალისხმევას ვერ ვხედავთ“, - ამბობს ეკა გველესიანი.

    bm.ge
  8. tvati
    მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.
    მათი შეფასებით, აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
    „2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ონლაინ მედია „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, “მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, რა დროსაც ის პოლიციელმა, უხეში ძალის გამოყენებით, ძირს ჩამოაგდო მანქანიდან. აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს, მათ შორის, ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. ასევე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს „მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი.
    ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში. მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს.
    მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. მნიშვნელოვანია აღნიშნული ინციდენტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება, რასაც დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    პუბლიკა
  9. tvati
    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესში და აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
    „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
    სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
    თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.
    მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

    პუბლიკა
  10. tvati
    გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის” წევრები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
    ინფორმაციას ადასტურებს მოძრაობა „ხმა“.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას.
    გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
    შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
    თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.
    მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

    პუბლიკა
  11. tvati
    აღსრულების ბიურომ დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
    მათი თქმით, გამოსახლება გადაიდო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ასევე სახლში ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი.
    ბიურო აცხადებს, რომ მხარეებს მორიგებისთვის დამატებითი დრო მიეცემათ.
    დღეს, 24 იანვარს ცოტნე დადიანის 259 ნომერში მარიამ კაკიაშვილისა და მისი ორი არასრულწლოვანი შვილის გამოსახლება იყო ჩანიშნული.
    „გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე” – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.

    პუბლიკა
  12. tvati
    გერმანია უკრაინას Sea King Mk 41 ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
    მათივე ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის პისტორიუსმა პირობა დადო, რომ უკრაინას მრავალფუნქციურ Sea King M k41 ტიპის 6 ვერტმფრენს, ასევე მათი სათადარიგო ნაწილების ნაკრებს გადასცემს.
    "The Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე", - განაცხადა პისტორიუსმა.
    მისი თქმით, აუცილებელია იარაღის წარმოების ტემპის გაზრდა, რადგან საჰაერო თავდაცვა უკრაინელებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაცვის პრიორიტეტია.
    გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიამ უკრაინას, დაახლოებით, 6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.

    იპნ
  13. tvati
    უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
    „ჩვენ Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოსკოვზე ან რუსეთის სხვა ნაწილებზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ Taurus-ის რაკეტები გვჭირდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზს მიღმა, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან რაკეტების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.
    „ყველაფერი პოლიტიკურ გარემოებებზე, ფრონტის ხაზზე არსებულ რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებულია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
    შეგახსენებთ, გასულ კვირას, გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა.

    იპნ
  14. tvati
    „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობების კუთხით უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ 4 მთავარი პრობლემა არის: არაფორმალური დასაქმება, დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა, კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა და სასამართლოს ეფექტიანობა.
    როგორც პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თუ ეს პრობლემები დარეგულირდება, სხვებიც აღმოიფხვრება.
    „პირობითად, 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტოპ 4 პრობლემას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, ის 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება.
    პირველი პრობლემა არის არაფორმალური დასაქმება. დღეს არაფორმალურ სექტორში დასაქმებული არის საერთო დასაქმებულთა 32%. არაფორმალურ სექტორში დასაქმება ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ვერ სარგებლობს იმ მიღწევებით, რასაც „პროფკავშირმა“, ქართულმა საზოგადოებამ შრომის კანონმდებლობის ცვლილებასთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიაღწია.
    მეორე პრობლემა გახლავთ დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა. მინიმალური ზღვარი თუ არ არის, დასაქმება სრულფასოვანი ვერ იქნება. საქართველოში 132 ათას ადამიანს ქვეყნის მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. დამსაქმებელთა სიხარბეს საზღვარი არ აქვს. ანალოგიური პრობლემის წინაშე არიან სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც ძალიან დაბალი აქვთ ანაზღაურება და ფაქტობრივად, მინიმალურ ზღვარს უტოლდება. ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით, რადგან ისინი საზღვარგარეთ გაედინებიან.
    მესამე პრობლემა არის კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა ქვეყანაში. ულტიმატუმის და გაფიცვის ნაცვლად, 21-ე საუკუნეში სოციალური დიალოგის კულტურა უნდა არსებობდეს, რომლის წამხალისებელი ყველა დონეზე საქართველოს მთავრობა უნდა იყოს. საქართველოში ბევრია ისეთი კომპანია, სადაც ადამიანებს ანაზღაურება არც ერთი თეთრი არ მომატებიათ. ეს ზრდის სოციალურ უთანასწორობას და ბევრ სხვა სხვა პრობლემატურ საკითხს წარმოშობს.
    მეოთხე პრობლემა არის სასამართლოს ეფექტიანობა. დასაქმებულ ადამიანებს ხშირად წლების განმავლობაში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ იმისთვის, რომ დაიქირაონ ადვოკატი, აწარმოონ სასამართლო პროცესები, გადაიხადონ სასამართლოში ბაჟი და შემდგომ მრავალი წელი ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, გასულ წელს „პროფკავშირების გაერთიანებამ“ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართა“,-განაცხადა პეტრიაშვილმა.
    ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

    იპნ
  15. tvati
    ევროპაში, წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის.
    ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისი ავრცელებს.
    მათი ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში.
    განცხადებაში ისინი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები.
    კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 2023 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც მთლიანად 2022 წელს მხოლოდ 941 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მათი ცნობით, შემთხვევებმა ბოლო თვეებში მოიმატა და სასწრაფო ზომების არმიღების შემთხვევაში ტენდენცია გაგრძელდება.
    ჯანმო-ს ცნობით, წითელას შემთხვევების ზრდა ვაქცინაციის დონის დაქვეითებითაა გამოწვეული. წითელა კი, თავის მხრივ, ინფექციური ვირუსია, რომელიც იწვევს ცხელებას, ხველას, და იშვიათ შემთხვევებში, პნევმონიას, ტვინის ანთებასა და სიკვდილს.

    იპნ
  16. tvati
    თბილისის საკრებულოში ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის “არანაირი სხვაობა აღარ არის”.
    როგორც მან საკრებულოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “დღევანდელი "ოცნება" სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, "ნეონაცური" წარმონაქმნი”.
    „მინდა გამოვეხმაუროთ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და შევახსენოთ „ოცნებას“, თქვენსა და „ნაცებს“ შორის არა თუ რაიმე სხვაობა აღარ არის, არამედ დღეს, თქვენ ერთმანეთზე უარესები ხართ და დღევანდელი „ოცნება" სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, „ნეონაცური“ წარმონაქმნი, რომელიც ხელისუფლებაში ბოლო დღეებს ითვლის“, - განაცხადა შარაშიძემ.
    ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცავებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება მოჰყვა. გამოსახლების შემდეგ, ოჯახის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს, რომლებიც ადგილზე სახალხო დამცველის მისვლას და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

    იპნ
  17. tvati
    რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა, რომელიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როცა საკრებულოს ტრიბუნიდან მოვუწოდეთ, ბოდიში მაინც მოეხადათ თბილისელებისთვის იმ დისკომფორტისთვის, რაც წერეთლის გამზირის სამუშაოების გამო ბოლო ათი თვეა ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს, შეტევაზე გადმოვიდა და ნაცებისთვის დამახასიათებელი რადიკალური ფორმებით დაგვესხა თავს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

    გიორგი შარაშიძის თქმით, გახარიას გუნდი გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში კორუფციაში მონაწილეობა ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

     
    "ჩემი მიმართვის საპასუხოდ ვიხილეთ საკრებულოს თავმჯდომარის სრულიად გაუგებარი, უმიზეზო და არამოტივირებული შეურაცხყოფა და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, რასაც ოცნების უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა ორგანიზებული თავდასხმა ჩვენს გუნდზე.
    მინდა მივმართო ოცნებას - ვისთანაც გაგსვლიათ, ისევ იმასთან გაგივიდეთ! ჩვენ - გახარიას გუნდი გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში კორუფციაში მონაწილეობა ქვეყნის ღალატის ტოლფასია და არ ვაპირებთ ქვეყნის ღალატი ვინმეს ვაპატიოთ.
    მეგობრებო, მოემზადეთ, სიმართლე მწარეა! და  კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ამ სიმართლის მოსმენა და თქვენს ცოდვებზე ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა.
    ჩვენი მთავარი მიზანია თქვენი ნამდვილი სახე დავანახოთ ხალხს, რაც დღეს ფაქტობრივად მოხდა. და ეს გავაკეთოთ ჩვენი გუნდისთვის შესაფერისი კომპეტენციითა და ღირსებით!    
    აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და შევახსენოთ ოცნებას, რომ თქვენსა და ნაცებს შორის არათუ სხვაობა აღარ არის, არამედ ერთმანეთზე უარესები ხართ და დღევანდელი ოცნება სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი „ნეონაცური“ წარმონაქმნი, რომელიც ხელისუფლებაში ბოლო დღეებს ითვლის!', - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 
  18. tvati
    დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან - „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები და მავნებლები არიან, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა დატოვა.
    რაც შეეხება ელექტრონულ სისტემას, როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, არჩევნები არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე ყალბდება.
    „არჩევნებთან დაკავშირებით „ოცნება“ და ცესკო საერთო ნარატივს მიყვებიან, „ოცნების“ წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარე და სხვა წარმომადგენლები მიყვებიან ნარატივს, რომ ელექტრონული არჩევნები არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი, თითქოს ქვეყანაში სხვა პრობლემა არ გვაქვს. რეალურად ელექტრონულად ტექნოლოგიების დანერგვა წინგადადგმულო ნაბიჯია, მაგრამ საქმე ამაში არ არის. იმაშია, რომ არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, ყალბდება მანამდე, დღეს უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი კორუფციით, შავი ფულით, სისტემური მუქარა-ზეწოლით, ამას შედეგებზე ექნება დიდი გავლენა. ნაცვლად იმისა, ამაზე ვამახვილებდეთ ყურადღებას უკვე მესამე სხდომაა ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირების და დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა ეს როგორ მუშაობს ეს სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, პარლამენტში ჩაშალეს სხდომა წინაზე, საკრებულოში ჩაშალეს და ამას ეფექტურად იყენებს ცესკო და "ოცნება". ეს ხალხი არიან „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები. ეხმარებიან და არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

    ipn
  19. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი.
    როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი.
    შსს-ის ცნობით, გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
    მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას.
    მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.
    შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.
    პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი.
    გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.
    ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
    გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი.
    დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ipn
  20. tvati
    23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
    მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი.
    კობაიძის თქმით, მძიმე ბრალდებებით დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვანს არ იცნობდა, არც მისი ასაკი იცოდა და მის მიმართ არც მუქარა განუხორციელებია.
    „აღნიშნული ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზე აქვს წარდგენილი. ჩემი დასაცავი პირი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, რადგან არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესთან გვაქვს საქმე, ფაქტობრივ გარემოებებზე და დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვფიქრობ, ეს გამართლებული არ იქნება. როცა მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ, დარწმუნებული ვარ, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ გაიზიარებს, ვინაიდან ყოვლად წარმოუდგენელია, მოსაზრების საფუძველზე ადამიანი ამხელა პასუხისმგებლობაში მისცე... ეს ყოველივე ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც ბრალდების მხარემ გაავრცელა. მე გეუბნებით, თუ დეტალებში ჩავალთ, მიმოწერა აბსოლუტურად სხვა შინაარსისაა, ნება ორმხრივია“, - განაცხადა კობაიძემ.
    კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საგამოძიებო უწყების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა არასრულწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს„ძალიან სენსიტიური თემაა“.
    „არ მინდა ბავშვი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, რამე ფორმით დაზარალდეს, იქ იყო ზოგადი და სხვადასხვა ხასიათის საუბრები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნება რამდენად იყო გამოხატული, უნდოდა, არ უნდოდა, ვინმემ დააძალა, თუ არა, ამას სასამართლოში გამოვიკვლევთ. მთავარი ის არის, ჩემმა დასაცავმა პირმა რამდენად იცოდა დაზარალებულის წლოვანება. არ იცოდა, აბა რა“,- განაცხადა ადვოკატმა.
    კითხვაზე, ემუქრებოდა თუ არა ბრალდებული 13 წლის გოგონას ფიზიკური ანგარიშსწორებით, კობაიძე უარყოფით პასუხს სცემს.
    „არა, მუქარა არ იყო და ვერც იქნებოდა, არც იცნობდა ფიზიკურად, არც იცოდა ვინ იყო. თუ მუქარა რეალური იყო, ეს ურთიერთობა 3-4 თვე გრძელდებოდა, მაშინ აქამდე რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებებს? გეტყვით რატომაც, ამ ადამიანს, დაზარალებულს არ ჰქონდა განცდა, რომ ვინმე ემუქრებოდა, მას შეეძლო აქამდეც მიემართა საგამოძიებო უწყებებისთვის. 18 წლის არ შეიძლებოდა სკოლის მოსწავლე ყოფილიყო? საგამოძიებო უწყებებისთვის გოგონას არ მიუმართავს, დედამ მიმარტა, როცა შეიტყო, რომ მის გოგონას სხვა უცხო მამაკაცი წერდა, ამის გამო მიეცა საქმეს საგამოძიებო მსვლელობა“, - განაცხადა კობაიძემ.
    ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა 23 წლის ჯარისკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინეს.
    მამაკაცი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
    სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
    ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.

    ipn
  21. tvati
    დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, ჩვენ კორუფციას ვებრძოდით და ეს ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან, სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
    მისი თქმით, დღეს ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამის შედეგად მხოლოდ 25 ოჯახი მდიდრდება. ბერდია სიჭინავა მიიჩნევს, რომ ამ ფონზე გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია და კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმები და სწორედ მან უნდა დაასახელოს ის ადამიანები, რომლებიც „ხალხის ჯიბეში ხელს ყოფენ“.
    „გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია და კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმები. შესაბამისად, დღეს რატომღაც ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის ის ნაწილი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ეხებოდა, რაღაც კვაზი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით „დააპლუსა“, რომელსაც არც გამოძიების ფუნქცია არ აქვს და რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. იმ ფონზე, როდესაც ის დანიშნულია კორუფციისთვის ერთხელ უკვე სამსახურიდან გათავისუფლებული პრემიერ-მინისტრის მიერ, სურს წარმოაჩინოს ქმედით უწყებად, რომელიც კორუფციას ებრძვის.
    ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ კორუფცია ამ ქვეყნის სერიოზული გამოწვევაა, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის განვითარებას. კორუფცია, ფაქტობრივად, არის ამ ქვეყნის ღალატი, იმ ფონზე, როდესაც გარდამავალი დემოკრატია ვართ და ახლა ვაშენებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენ არაერთი განცხადებით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მათ შორის უკანონო დეველოპერულ მშენებლობებთან დაკავშირებით და მათ შორის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მათ შორის სახელისუფლებო წევრების კონკრეტულ ბიზნეს ინტერესებს. იგივე „ლაგუნა ვერეს“ კონკრეტული „ქეისი“, რომელიც თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, გასულ კვირას ასევე მივმართეთ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგაზსთან“ დაკავშირებით, სადაც უკვე მეშვიდე წელია სპეციალური მმართველი მოღვაწეობს, რომელსაც უნდა გამოესწორებინა იქ არსებული სავალალო ვითარება და ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ გააგრძელეს სპეციალურ რეჟიმში ამ კომპანიის მართვა, რაც დამატებით კორუფციულ რისკებს ზრდის. ჩვენ კონკრეტული რეაგირებები არ დაგვინახავს. ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამის ფონზე რეალურად 25 ოჯახი მდიდრდება ქვეყანაში და ვერ ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს იგივე სოციალურად მოწყვლადი ფენის სიტუაციის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
    მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს განცდის შექმნა სურს, რომ კორუფციას ებრძვის, რეალურად კი კორუფციასთან ბრძოლის ხელშესახები შედეგები არ იქნება.
    „არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ხალხის ჯიბეში ხელის ჩამყოფებს, რომლებიც კლანურად მართავენ ამ ქვეყანას, ვინმე პასუხისგებაში მისცემს, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს. ბიძინა ივანიშვილის ნება რომ ყოფილიყო, ნამდვილად იქნებოდა რეაგირება 2-3 წლის განმავლობაში უზარმაზარ კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით. ნურავინ ნუ გვატყუებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით კორუფცია დამარცხდება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

    იპნ
  22. tvati
    ახლა მაინც შეაქმნევინეთ ოცნებას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!, -  ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


    როგორც გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან მათ თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხი დააყენეს, მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია, ოცნების უმრავლესობა უგულებელყოფს აღნიშნულ ინიციატივას და განაგრძობს მოპარული ფულით გამდიდრებას და ოცნების პარტიული ყულაბის შევსებას!


    "დღეს, როცა პოლიტიკაში უკვე მესამედ დაბრუნების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად თავად ივანიშვილმა სწორედ კორუფციის გაზრდილი რისკები დაასახელა, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ინიციატივაზე მორიგი უარი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ არა თუ ოცნების პატარა მშიშარა ბიჭებს, არამედ თავად ივანიშვილსაც არ სურს რეალური ბრძოლა გამოუცხადოს კორუფციას! წერეთლის გამზირის საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, რომ კორუფცია მთავარ გამოწვევად რჩება და კალაძე–კობახიძის დაჯგუფება პარტიული შავი ყულაბის შევსებასთან ერთად ხალხის ფულით გამდიდრებას განაგრძობს და დროული ზომების მიღების გარეშე მომავალშიც გააგრძელებს! ამის დასტურია წინა საახალწლოდ საზოგადოების ყურადღების თავიდან ასაცილებლად ლაგუნა ვერესა და აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ივანიშვილის ორი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვის გაცემაც! წერეთლის გამზირზე დროში გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები პირდაპირი და თვალსაჩინო მტკიცებულებაა კალაძე–კობახიძის დაჯგუფების მიერ დანერგილი სისტემური პოლიტიკური კორუფციის, რის გამოც ქვეყანაში შექმნილი დოვლათი არა ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, არამედ მხოლოდ 25 ოჯახზე არასამართლიანად ნაწილდება. მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი უწყება – პროკურატურა უმოქმედოა, პარლამენტი პროკურატურაზე საპარლამენტო ზედამხედველობას ფაქტობრივად არ ახორციელებს, ოცნება ცდილობს გამოძიების მანდატის არმქონე, ფიქტიური ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად შეასაღოს ხალხს, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ოცნება ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლის შემდეგაც არაფერს აკეთებს კორუფციასთან რეალურად საბრძოლველად! პროკურატურის უმოქმედობამ კორუფციაზე, ვაკის პარკის ტრაგედიაზე, თბილისისთვის დამაზიანებელ გიგანტურ მშენებლობებზე, ფაქტია, რომ კიდევ ერთხელ წაახალისა არა მხოლოდ კალაძის კორუფციული სისტემა, არამედ ოცნების ელიტურ კორუფციას კომფორტული პირობები შეუქმნა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს ჩვენს მიერ 30 აგვისტოს შეტანილი მოთხოვნის თანახმად თბილისის მერიაში სისტემური პოლიტიკური კორუფციული ფაქტების კომპლექსური გამოძიება. მივმართავთ ივანიშვილს, თუ მას სურს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, დაარწმუნოს კალაძე და ოცნება, რომ კორუფციის რისკებისგან დასაცავად ყველაზე ეფექტიანი გზა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნაა!", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 
  23. tvati
    ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
    მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და სტრუქტურებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ.
    „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ისროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ ორსართულიან კორპუსში. ამ აფეთქების შედეგად შენობები ჩამოინგრა, ძალების უმეტესობა კი მათ შიგნით და ახლოს იყო“, - აცხადებს ჰაგარი.
    მისივე თქმით, აფეთქების მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. მაშველები დანგრეული შენობებიდან დაშავებულების გამოსაყვანად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია 10 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ.
    ჰაგარის თქმით, მომხდარის შესახებ დანარჩენი 11 დაღუპულის ოჯახებსაც აცნობეს.

    ipn
  24. tvati
    წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ.
    შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს.
    მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება.
    წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.

    ipn
  25. tvati
    საქართველოში, უცხო ქვეყნებიდან მცენარეების შემოტანა, გამრავლება და გადარჩევა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძველთაგანვე ხდებოდა. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებშია ნახსენები კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს განთქმული სამკურნალო მცენარეული ბაღის შესახებ. ქართულ ენაშიც ბაღს რამდენიმე სინონიმი გააჩნია და აღნიშნავს მის დეკორატიულ-სამკურნალო დანიშნულებას - „ადგილი მწვანილოვანი“, „წალკოტი“, „სამოთხე“, „ბაღნარი“ და სხვა.

    XVII-XVIII საუკუნეებში ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშევიჩის (1735) და ჩუიკოს (1800) მიერ შედგენილი თბილისის რუკების მიხედვით, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული და ისინი მეფეთა საკუთრებას წარმოადგენდა. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, გამორჩეული ქართველ მეფეთა ბაღი იყო, რომელიც ლეღვთახევში, სასახლის წინ იყო გაშენებული. ფრანგი მოგზაურის ჟან-ბატისტ შარდენის მოგზაურობის ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ სამეფო ბაღს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი 12-ის მეუღლე, დედოფალი მარიამი.
    1801 წლიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, საქართველოს სამეფო კარის ბაღს „თბილისის სახაზინო ბაღი” ეწოდა.
    1845 წლის 1 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებულებით, სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა და მისი მოვლა-პატრონობა თავად კავკასიის მეფისნაცვალმა იკისრა. თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი იყო კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა მცირე ორანჟერეა, აშენდა საყრდენი კედლები და მოეწყო სამი ტერასა. ხეხილისა და ვაზის ნერგების, დეკორატიული მცენარეების და ბოსტნეულის ახალი ჯიშების ჩითილების მოსახლეობაზე უსასყიდლოდ გაცემა. გაიყვანეს სარწყავი სისტემა.

    ვორონცოვის შემდგომ ბაღს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მებაღე-დეკორატორები და დენდროლოგები. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცე საუკუნის დასაწყისში ბოტანიკურ ბაღში გაიხსნა მებაღეობის სასწავლებელი და ბაღს ეწოდა „მებაღეთა სასწავლებლის ბაღი“. ბაღი 12 საფეხურად დატერსდა, 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს ორანჟერეის მასალა და 1873 წელს აშენდა მცირე ზომის ორი, თაღოვანი ორანჟერეა. 1875 წლის ბოლოსათვის ბაღში 1238 სახეობის ღია გრუნტისა და საორანჟერეო (მათ შორის ანანასის კულტურაც) მცენარეს ითვლიდნენ. გარდა ამისა, იყო 134 სახეობის ვარდი. გამოიცა ბოტანიკური ბაღის პირველი კატალოგი. მოეწყო ბოტანიკური ბაღის მუზეუმი, საფუძველი ჩაეყარა კავკასიის მცენარეების ჰერბარიუმის შეგროვებას. დაარსდა ბიბლიოთეკა.
    1899 წლიდან ბოტანიკური ბაღის გამგის მოვალეობას ასრულებდა ადოლფ ქრისტიან როლოვი. ამ პერიოდში ბოტანიკური ბაღი გადაიქცა მსხვილ სამეცნიერო დაწესებულებად, სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიებითა და კაბინეტებით.

    ბოტანიკურ ბაღში მუშაობდნენ და აღიზარდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები: ნიკო კეცხოველი, ლევან ყანჩაველი, ვლადიმერ მენაბდე, ქსენია ბახტაძე, თამარ სულაკაძე, ლევან ჯაფარიძე, მიხეილ სახოკია. 1913 წლიდან, ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა მხოლოდ ერთი ქართველი ბოტანიკოსი ქალი – ლუბა კემულარია.
    მეოცე საუკუნეში ბოტანიკური ბაღის აღორძინების და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით აკადემიკოსებს ვასილ გულისაშვილსა და მამია გოგოლიშვილს.
    აღდგა და აღორძინდა მცენარეთა ინტროდუქციისა და მეყვავილეობის განყოფილებები, დაფუძნდა მცენარეთა დაცვის ლაბორატორია. განახლდა სამეცნიერო შრომათა კრებულის „ბოტანიკური ბაღის მოამბის“ გამოცემა; გაშენდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ნათელი ტყეებისა და ჰიმალაის ხეებისა და ბუჩქების კოლექციები. დაარსდა მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორია, სამკურნალო მცენარეთა, ყვავილოვან-დეკორატიულ მცენარეთა აგროტექნიკის, ბუნების დაცვისა და სამეცნიერო-საინფორმაციო განყოფილებები. აშენდა ადმინისტრაციული და ლაბორატორიული კორპუსი, სამკურნალო მცენარეების ლაბორატორიის კორპუსი და ორანჟერეა ლაბორატორიით. ბაღის მთელ ტერიტორიაზე გაკეთდა ახალი სარწყავი სისტემა. 1956 წელს დასრულდა მხატვრულ-დეკორატიული კუთხის - პარტერის მშენებლობა (ავტორი: ლანდშაფტის არქიტექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიორგი მანაგაძე). .

    მამია ლორიას ხელმძღვანელობით გაიხსნა მერქნიან მცენარეთა დენდროლოგიური მუზეუმი, შეიქმნა საქართველოს ფლორის იშვიათი და გადაშენებადი სახეობების საკოლექციო ნაკვეთი და სირინგარიუმი (იასამნების კოლექცია).
    მნიშვნელოვანია, რომ 2009 წელს სამხრეთ კავკასიაში პირველად, თბილისში ჩატარდა ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა BGCI-ის გენერალური მდივანი სარა ოლდფილდი და რეგიონალური პროგრამების დირექტორი იოაჰიმ გრატსფელდი, ასევე მისურის, ბრუკლინის და ედინბურგის ბოტანიკური ბაღების წარმომადგნლები.




    2011 წელს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა მოიპოვა კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღისა და რაფორდის ფონდის (დიდი ბრიტანეთი) დაფინანსება, მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების შენობის რეაბილიტაცია-გაფართოების სამუშაოების ჩასატა-რებლად. დაიწყო ბოტანიკურ ბაღში არსებული ისტორიული ძეგლების რესტავრაცია, გარემონტდა ცენტრალური ხიდი, ორი კოშკი, ნარიყალას გალავნის ფრაგმენტი, თამარის ხიდი, ცენტრალურ შესასვლელთან არსებული ისტორიული შენობა.
    დღეს ბოტანიკური ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. დაახლოებით 40 ჰა ნარგავებს, გზებსა და შენობებს უჭირავს, 58 ჰა – ბუნებრივ მცენარეულობას. ბაღის ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია. აქ თავმოყრილია უმაღლეს მცენარეთა 800-მდე სახეობა. ბოტანიკური ბაღის მცენარეების კოლექცია მთლიანად 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის.
    საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფუნქციონირებს 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება: კავკასიის იშვიათი გადაშენებადი და სამკურნალო მცენარეების, მერქნიან მცენარეთა ინტროდუქციის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება, მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის, მცენარეთა კონსერვაციის, მცენარეთა და ნიადაგის დაცვის განყოფილება. გარდა ამისა, ბაღში ფუნქციონირებს ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა.

    წყარო: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
×
×
  • შექმენი...